You are on page 1of 2

პირველი მსოფლიო ომი ( 1914 – 1918 )

- 1882 წელი- შეიქმნა იტალიის, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის სამხედრო კავშირი.


მოგვიანებით მათ ბულგარეთი და თურქეთი შეუერთდა. ამ ქვეყნების ალიანსს
ცენტრალური სახელმწიფოები ეწოდა.
- XIX საუკუნის ბოლო- საკმაოდ დაწინაურდა გერმანია. მისმა მრეწველობამ აითვისა
ბრიტანეთში მიმდინარე ინდუსტრიული რევოლუციის მიღწევები . გერმანიამ
მოახერხა საკმაოდ ძლიერი ფლოტის შექმნა. ბრიტანეთის მმართველმა წრეებმა
ნათლად დაინახეს მსოფლიო ბაზარზე გერმანიის მზარდი ეკონომიკური ძალის
მეტოქეობის საფრთხე. ბრიტანეთი დაუახლოვდა საფრანგეთს.
- 1904 წელი- ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება,
რომელსაც ანტანტა ( გულითადი შეთანხმება ) ეწოდა. საფრანგეთს სურდა ალზასისა
და ლორენის დაბრუნება.
- რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო თბილ ზღვაზე ( ხმელთაშუა ზღვა ) გასასვლელის
მოპოვება. რუსეთი ბოსფორიდან ოსმალების გამოდევნას სლავი ხალხების
დახმარებით ცდილობდა. ამით რუსეთმა ორი მტერი- ოსმალეთი და ავსტრია -
უნგრეთი შეიძინა.
- 1904 – 1905 წლები- რუსეთი დამარცხდა იაპონიასთან. ის დათანხმდა დიდ
ბრიტანეთთან ერთად თავისი მეტოქეებისათვის ( ავტრია-უნგრეთი და თურქეთი )
ცენტრალურ აზიაში- სპარსეთსა და ტიბეტში მათი გავლენა მოესპო .
- 1907 წელი- რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. შეიქმნა
3 ქვეყნის ალიანსი, რომელსაც ‘ 3 ქვეყნის ანტანტა ‘ დაერქვა.
- პირველი მსოფლიო ომის მიზეზი- ტერიტორიების გადანაწილება.
- პირველი მსოფლიო ომის საბაბი- 1914 წლის 28 ივნისს, ქალაქ სარაევოში,
ორგანიზაცია ‘ შავი ხელის ‘ წევრმა, ბოსნიელმა სერბმა, გავრილო პრინციპმა , მოკლა
ავტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე- ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე .
- გერმანია, ბელგიის გავლით, შეიჭრა საფრანგეთში.
- 1914 წლის შემოდგომა- ფრანგულ-ბრიტანულმა ძალებმა, მდინარე მარნასთან,
შეაჩერეს გერმანელები.
- 1914 წლის აგვისტო- რუსეთის ორი არმია შეიჭრა გერმანიაში. გერმანელებმა ერთი
არმია გაანადგურეს, მეორე კი განდევნეს. ამის შემდეგ დასავლეთის ფრონტზე
გაჭიანურებული, პოზიციური ომი დაიწყო.
- ოსმალეთმა რუსეთს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაუკეტა . ამით რუსეთის
ეკონომიკა დაზარალდა. ოსმალეთის ფლოტმა დაბომბა რუსული ნავსადგურები .
- 1914 წლის 2 ნოემბერი- რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. რუსეთმა სახმელეთო
ოპერაციებში წარმატებას მიაღწია.
- 1914 წლის დეკემბერი- სარიყამიშთან რუსეთმა დაამარცხა ოსმალები.
- 1915 წელი- ინგლისის ფლოტმა წარუმატებლად სცადა დარდანელის სრუტეში შეჭრა.
გალიპონის ნახევარკუნძულზე გადაიყვანა დესანტი ( ჯარი ). გერმანელებმა ,
სანდერსის სარდლობით, წინააღმდეგობა გაუწიეს. გალიპონის ოპერაცია უსახელოდ
დასრულდა.
- 1915 წელი- გერმანელებმა გამოიყენეს მომწამლავი გაზი იპრიტი. ომში
გამოყენებული იქნა: ტანკი, ავიაცია და წყალქვეშა ნავები. გერმანელებმა ხელში
ჩაიგდეს რუმინეთის ნავთობსარეწელი. იტალია გამოვიდა ომიდან .
- 1915 წელი- გერმანელებმა ჩაძირეს ინგლისში მიმავალი სამგზავრო გემი ‘ ლუზიტანია
‘.
- 1915 – 16 წლები- რუსეთმა დაიკავა ერზრუმი, ვანი და ტრაპიზონი.
- 1916 წლის 31 მაისი-1 ივნისი- სკაგერაკის ( იუტლანდიის ) ბრძოლა. ამ ბრძოლაში
ინგლისმა დაამტკიცა, რომ იყო ზღის ბატონ-პატრონი.
- 1916 წელი- ვერდენის ბრძოლაში დაიღუპა 1 მილიონამდე ადამიანი. ამ ბრძოლას ‘
ხორცსაკეპსაც ‘ უწოდებენ.
- ციმერმანის დეპეშა- გაამწვავა ამერიკელების ანტიგერმანული განწყობა . გერმანიის
მთავრობა ცდილობდა მექსიკის ამერიკის წინააღმდეგ ომში ჩართვას , თუკი მექსიკა
ანტანტის წინააღმდეგ გამოვიდოდა.
- 1917 წელი- ამერიკამ გერმანიას ომი გამოუცხადა.
- 1917 წელი- სისმა ბრიტანეთმა აიღო ბაღდადი და იერუსალიმი.
- 1917 წლის დეკემბერი- რუსეთი გამოვიდა ომიდან.
- 1918 წლის 3 მარტი- რუსეთმა გერმანიასთან ბრესტლიტორსკში ზავი გააფორმა.
- 1918 წელი- ბრიტანეთმა დაიკავა დამასკო და ბეირუთი ( თურქეთის ტერიტორიები ).
- ა. შ. შ-მ ევროპის კონტინენტზე გადმოიყვანა 1.5 მილიონი ჯარისკაცი.
- 1918 წლის დასაწყისიდან- გერმანული საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამდა
სოციალურ - ეკონომიკური პირობების გამო. გაიზარდა ომის საწინააღმდეგო
განწყობილება.
- 1918 წლის მარტი-ივლისი- საგაზაფხულო იერიში. დასრულდა ცენტრალური
სახელმწიფოების მარცხით.
- 1918 წლის ოქტომბერი- ბულგარეთი, ოსმალეთი და ავსტრია-უნგრეთი დანებდნენ
ანტანტას.
- 1918 წლის 11 ნოემბერი- ცეცხლი შეწყდა. გერმანიამ ხელი მოაწერა დაზავებას.

You might also like