You are on page 1of 13

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

11ა კლასი
კლასის დამრიგებელი: ნინო ჯანიაშვილი.
 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული
დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა
რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან
დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ
დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ
გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე - აღინიშნება.
1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა
საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა.
ეროვნულმა ყრილობამ გადაწვიტა საბჭოთა
რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამასთან,
ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ რუსეთში
დემოკრატიული წყობილების აღდგენა
დააგვიანებდა, მაშინ მოწვეულ იქნებოდა
საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც
გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ
აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის
თავმჯდომარედაც აირჩიეს ნოე ჟორდანია.
 1918 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი
სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლადშექმნილმა ჯარმა
რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა. გარდა ამისა, თურქეთი აგრესიას
ამჟღავნებდა და არ მალავდა თავის ზრახვებს ამიერკავკასიის მიმართ.
თურქეთის მხარე თავის სასარგებლოდ იყენებდა იმ ფაქტს, რომ
ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მას
მიიჩნევდა რუსეთის ნაწილად. ამიტომ თურქეთთან მოლაპარაკების
გასაგრძელებლად საჭირო იყო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის
გამოცხადება.
 შექმნილ სიტუაციაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა ამიერკავკასიიდან
არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან 1918 წლის
თებერვალში მოიწვია საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი,
რომელმაც 1918 წლის 22 აპრილს გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი
სახელმწიფოს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული
რესპუბლიკის შექმნა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და
სომხეთი. მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის დემოკრატიული
ფედერაციული რესპუბლიკის შექმნამ ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა.
თურქეთმა ბათუმის საზავო კონფერენციაზე უფრო
მძიმე პირობები წამოაყენა. გარდა ამისა,
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ
თანხმდებოდნენ საგარეო-პოლიტიკური
ორიენტაციის შესახებ. საქართველო გერმანოფილურ
ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთი — ანგლოფილურს,
ხოლო აზერბაიჯანი — თურქოფილურს.

1918 წლის მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ


ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური
საგარეო-პოლიტიკური კურსი. საქართველოს
ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი
ოფიციალურად შეუდგა საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზადებას.
1918 წლის 26 მაისს
გოლოვინის გამზირზე,
კავკასიის მეფისნაცვლის
ყოფილ რეზიდენციაში, თავისი
უკანასკნელი სხდომა ჩაატარა
ამიეკავკასიის სეიმმა.
ამიერკავკასიის დემოკრატიული
ფედერაციული რესპუბლიკა
დაშლილად გამოცხადდა. იმავე
დარბაზში შედგა საქართველოს
ეროვნული საბჭოს სხდომა.
სხდომა გაიხსნა 4 საათსა და 50
წუთზე, ნოე ჟორდანიას
თავმჯდომარეობით.
საქართველოს ეროვნულმა
საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე
ერთხმად დაამტკიცა
„საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი“
დამფუძნებელი კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს
საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციას
მიიღო, რომელიც ერთ-ერთი პროგრესული
კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ
კიდევ მაშინ აღიარებდა ისეთ ღირებულებებს,
როგორებიცაა: თავისუფლება, დემოკრატია და
სამართლებრივი სახელმწიფო. სწორედ პირველმა
კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის პირდაპირი
დემოკრატიის, ხელისუფლების დანაწილებისა და
სეკულარული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები.

ქართველი ხალხისთვის საქართველოს 1921 წლის


კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორი
უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და
დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საბჭოთა
რეჟიმმა არსებობა არ აცალა.
1921 წლის იანვარში რუსეთმა საქართველოს
ოკუპაცია საბოლოოდ გადაწყვიტა. საომარი
ოპერაციები საქართველოსა და რუსეთს შორის 12
თებერვალს დაიწყო. 15 თებერვალს სერგო
ორჯონიკიძეს სტალინმა აცნობა, რომ
დაუყოვნებლივ დაეკავებინა თბილისი. „წითელი
არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ
საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული
მუშების დასახმარებლად.“.

25 თებერვალს საბჭოთა მე-11 არმიამ თბილისი


დაიკავა, დღევანდელ თავისუფლების მოედანზე,
ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით
სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა. ბაქოდან
სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა:
„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს,
გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.”. ამას 1 თვეში
საქართველოს სრული ოკუპაცია, ანექსია და
გასაბჭოება მოყვა.
1921 წლის თებერვლამდე საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის
თითქმის ყველა წამყვანმა ქვეყანამ ცნო, თუმცა, ამის მიუხედავად,
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ არასრული სამი
წელი იარსება.
1918-1921 წელი ეს არის ამბავი საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკისა, რომელსაც ჰქონდა თავისი
კონსტიტუცია.
საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი
კრების უმრავლესობა 1921 წლის 17 მარტს
ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში დიქტატორული
რეჟიმი დამყარდა. საქართველო იძულებით
შეიყვანეს საბჭოთა კავშირში.
დამოუკიდებლობაწართმეული ქვეყანა 70 წელი
ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.
თუმცა, საქართველოს დემოკრატიულ
რესპუბლიკას არანაირი იურიდიული საბუთი არ
დაუტოვებია იმისა, რომ მან ძალაუფლება
გადასცა რომელიმე სხვა ძალას. საქართველოში
ბოლშევიკების შემოჭრა დაფიქსირდა როგორც
ოკუპაცია და, საერთაშორისო სამართლით, ეს იყო
ოკუპაცია.
ოკუპაციის ფაქტის დაფიქსირებამ მნიშვნელოვნად
გააადვილა საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენა. დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით,
XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს თბილისში
მშვიდობიანი აქციები დაიწყო. საქართველოს
სუვერენიტეტის ცნობის მოთხოვნით 1989 წლის
აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაცია
მოეწყო. თუმცა, მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს,
გამთენიისას სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ,
რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა.
1989 წლის 9 აპრილის სასტიკი დარბევის შემდეგ
საქართველოში 1921 წელს დაკარგული
დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი გაძლიერდა
და ბრძოლა ქვეყნისთვის დამოუკიდებელი
რესპუბლიკის სტატუსის მოსაპოვებლად მომდევნო
პერიოდშიც გაგრძელდა.

1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის


ტრაგედიის პატივსაცემად, მიღებულ იქნა
საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ის ერთადერთი
უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი,
რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს
საერთაშორისო ცნობა. 1991 წლის 9 აპრილის
შემდეგ: "საქართველო არის დამოუკიდებელი,
ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც
დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში
და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში
ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9
აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like