You are on page 1of 2

სახელი, გვარი: საბა გოგიძე

სკოლა: სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა

კლასი: მე-10ბ

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია- ქართული აზროვნებისა და

ღირებულებების ნიმუში

ქვეყანა რომ სუვერენული სახელმწიფო იყოს, მას აუცილებლად სჭირდება


კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოს უზენაესი კანონია და დიდ როლს თამაშობს
ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის შემუშავებაში. კონსტიტუცია
განსაზღვრავს სახელწიფოს მოდელს და მის მომავალს, მათი მოქალაქეების
კეთილდღეობას, თავისუფლებას, თანასწორობას და უფლებებს. ამიტომაცაა
კონსტიტუცია უზენაესი კანონი, რომელიც, ძირითად სახელმძღვანელოს
წარმოადგენს, როგორც პიროვნების, ისე ნებისმიერი დემოკრატიული
ინსტიტუტებისა თუ სახელისუფლებო ორგანოებისთვის.

საქართველოში პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს, თუმცა


დემოკრატიულ რესპუბლიკად უფრო ადრე-1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის
აქტით გამოცხადდა და შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო
მმართველობის დემოკრატიული სისტემით. ყველა თავისუფალ ქვეყანას სჭირდება
თავისი კანონები, რომლის მიხედვითაც მოხდება ქვეყნის მართვა. ამიტომაც
საკონსტუტიციო კომისიამ დაიწყო მუშაობა ახლად შექმნილი სახელმწიფოს
ძირითად კანონზე. მათ სხვა ქვეყნების მაგალითზე უნდა შეექმნათ კონსტიტუცია,
რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებულ
სტანდარტებთან. კონსტიტუციაზე მუშაობა 3 წელი გაგრძელდა. საბოლოოდ, 1921
წლის 21 თებერვალს შეიქმნა კანონების კრებული, რომელიც არა თუ პასუხობდა
ევროპულ სტანდარტებს, არამედ კონსტიტუციაში მოცემული ღირებულებები
ზოგიერთ საკითხში უსწრებდა კიდეც, როგორიცაა გენდერული თანასწორობა და
სიკვდილით დასჯა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ იყო მიღებული იყო
სასჯელის ასეთი ფორმა, როცა საქართველომ აკრძალა(მუხლი 19). აღსანიშნავია
ისიც, რომ საქართველოს პარლამენტში ხუთი დეპუტატი ქალი იყო არჩეული, რისი
პრეცედენტიც ევროპაში ჯერ არ არსებობდა და გენდერული თანასწორობის დიდი
მაგალითი იყო იმ დროისთვის. თუმცა, როცა საბჭოთა რუსეთში დაინახეს, რომ
საქართველო განვითარების ევროპულ გზაზე იყო დამდგარი და აშკარად
ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იმპერიულ ზრახვებს, ბოლშევიკები 1921 წლის 15
თებერვალს საქართველოში შემოიჭრნენ იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ბოლშევიკური
რეჟიმი დაემყარებინათ და ჩვენი ქვეყნის ანექსია მოეხდინათ, რაც გამოუვიდათ
კიდეც. ქართველები თავდაუზოგავად იბრძოდნენ და თავს წირავდნენ თავისი
ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მართალია, საქართველოს კონსტიტუციამ სულ
რამოდენიმე დღე იარსება, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს
ისტორიისთვის. იგი შედგება 17 თავისგან და 149 მუხლისგან. თითოეული თავი
ეთმობა სხვადასხვა საკითხს, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობა,
მოქალაქეობა და მოქალაქეთა უფლებები, როგორც ეთნიკურ, ასევე რელიგიურ
უმცირესობათა უფლებები. სხვა თავებში განხილულია პარლამენტის, მთავრობის,
სახელმწიფო ფინანსების და განათლების საკითხები. აღსანიშნავია ისიც, რომ
კონსტიტუციის მიხედვით, დაწყებითი განათლება „საყოველთაო უსასყიდლო და
სავალდებულო“ იყო და გაჭირვებულ მოსწავლეებს გადაეცემოდა უფასო საზრდო,
ჩასაცმელ-დასახური და სკოლის ნივთები(მუხლი110, მუხლი111). კონსტიტუციის
ცალკეული მუხლები იცავს საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ეთნიკურ
უმცირესობათა უფლებებს და უფლებას აძლევს მშობლიურ ენაზე მიიღონ
განათლება(მუხლი 129-137). განსაზღვრულია ეკლესიის და სახელმწიფოს
ურთიერთდამოკიდებულება(მუხლი 142) და ყველა რელიგიური მიმდინარეობის
წარმომადგენლებს მინიჭებული აქვთ აღმსარებლობის თავისუფლება-„არც ერთ
სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა“(მუხლი 143).

საბოლოოდ, საქართველომ დამოუკიდებლობა 1921 წლის 25 თებერვალს დაკარგა


და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მალევე, საბჭოთა კავშირის
შემადგენლობაში აღმოჩნდა, რამაც ახლად მიღებული კონსტიტუციის უმოქმედობა
გამოიწვია და საქართველომ მომდევნო 70 წელი ახალი რუსული იმპერიის
მართველობის ქვეშ გაატარა.

You might also like