You are on page 1of 2

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი

პერიოდი
მეოცე საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა,
საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პირველი მრავალპარტიული
საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“. ამ
პერიოდში საქართველო კვლავ საბჭოთა სამართლებრივ სივრცეში იმყოფებოდა, რის
გამოც ახალი კონსტიტუციის მიღება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახალი რეალობის
საკანონმდებლო განმტკიცება იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ისევ
1978 წლის კონსტიტუციის გადასინჯვის საფუძველზე.

1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ პირველსავე სესიაზე


უამრავი ცვლილება შეიტანა იმდროს მოქმედ 1978 წლის 15 აპრილის ჯერ კიდევ
საბჭოურ კონსტიტუციაში. ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებიდან ამოღებული
იქნა სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“და სახელმწიფოს საქართველოს
რესპუბლიკა ეწოდა; შეიცვალა სახელმწიფოს სიმბოლოკა — გერბი, დროშა,ჰიმნი.
სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო საქართველოს უზენაესი
საბჭო,რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევდა უზენაესი საბჭოს
თავმჯდომარეს.

ამავე სესიაზემიღებულ იქნა კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი


პერიოდის გამოცხადების შესახებ“, რომელსაც უნდა ემოქმედა ახალი კონსტიტუციის
მიღებამდე. შესაბამისად, 1978 წლისკონსტიტუციაში ჩაიწერა: „საქართველოში
გარდამავალი პერიოდი დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც საქართველოს
სცნობენ სხვა სახელმწიფოები, საქართველოს რესპუბლიკა გახდება გაეროს წევრი
სახელმწიფო და საოკუპაციო ჯარები დატოვებენ ჩვენს სამშობლოს“.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც


მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას 1918
წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის
აღდგენის შესახებ. ამ შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს
უზენაესმა საბჭომ საზეიმოდ გამოაცხადა „საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აქტი“ და მიიღო კიდევ ორი მნიშვნელოვანი აქტი: საქართველოს
რესპუბლიკის კანონი „საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს
კანონმდებლობის შესახებ“ და საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება
„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ“.
1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა 6 ნოემბერს მიიღო
კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“. იმდროისათვის ეს კანონი იყო
ერთადერთი აქტი, რომელსაც შეეძლო ძირითადი კანონისგარეშე დარჩენილ
ქვეყანაში კონსტიტუციის მაგივრობა გაეწია.„მცირე კონსტიტუციის“ სახელწოდებით
ცნობილმა ამ კანონმა დაასრულა საქართველოში საბჭოური კონსტიტუციების ეპოქა,
თუმცა ჭეშმარიტი კონსტიტუციის ფუნქცია მას არ შეუსრულებია და ვერც
შეასრულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი მთლიანად სახელმწიფო ხელისუფლების
განხორციელების საკითხებს შეეხებოდა, მასში მხოლოდ ორი – საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები იყო მეტ-ნაკლები
სისრულით წარმოდგენილი და არსებითად არაფერი იყო ნათქვამი ხელისუფლების
მესამე შტოზე –სასამართლო ხელისუფლებაზე. ადამიანის უფლებათა საკითხები
კანონში – „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საერთოდ არ გვხვდებოდა.

1993 წლისათვის სახელმწიფო–სამართლებრივ სფეროში საკმაოდ თავისებური


სიტუაცია შეიქმნა. 1921 წლის ფორმალურად აღდგენილი კონსტიტუცია, მისი
აღდგენის დაბალი ლეგიტიმურობისა და საზოგადოებრივი განვითარების დონესთან
შეუსაბამობის გამო ვერ ამუშავდა. კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების
შესახებ“კონსტიტუციურ–სამართლებრივ ურთიერთობათა მხოლოდ ნაწილს
არეგულირებდა, ხოლო1978 წლის გაუქმებული კონსტიტუცია ზოგიერთი თავისი
დებულებით ფაქტობრივად კვლავ განაგრძობდა სიცოცხლეს.

შესაბამისად არსებული მძიმე სიტუაცია ქმნიდა ახალი კონსტიტუციის შექმნის


აუცილებლობას, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა საზოგადოებისა და
სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას.სწორედ აღნიშნულმა ფაქტორებმა
განაპირობეს1993 წელს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა
და კონსტიტუციის ახალ პროექტზე მუშაობის დაწყება, რომელიც 1995 წლის 24
აგვისტოს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ და რომელიც დღემდე
მოქმედებს.

You might also like