You are on page 1of 10

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

ელენე ვალიშვილი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის
და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ“ 2015
წლის 6 აპრილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება, შინაური ცხოველის ყველა პატრონს
უდგენს ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო
პირობების შექმნის მოვალეობას, რაშიც შედის:
კვება ცხოველისთვის დადგენილი რაციონით და დაწყურვება;
– საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური
პირობებით, რეგულარული გასეირნება;
– ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება –
დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში
დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული
მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა;
– ცხოველის აღზრდა ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და
ფსიქოლოგიური მონაცემების შესაბამისად.
მაგრამ გარდა ამ მოვალეობებისა, შინაური ცხოველის პატრონს გააჩნია
საზოგადოების მიმართ გარკვეული სახის ვალდებულებებიც, რომელთა
შეუსრულებლობა იწვევს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას. რათა
დაცულ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
ქვემოთ მოცემული ცხოველების პატრონთა უფლებებისა და
ვალდებულებების შესახებ.
I. ცხოველთა მოყვარულებს ხშირად ესმით მეზობლების პრეტენზია
ოთხფეხა მეგობრების რაოდენობის გამო, ზემოთ სხენებული
ნორმატიული აქტი ადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ წესს -
„ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში
(მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო
კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე
მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ
აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ
აკმაყოფილებს ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ
სტანდარტებს“. როგორც ვხედავთ, 10-ზე მეტი ცხოველის ყოლაც არის
შესაძლებელია, თუ ამის შესაძლებლობას იძლევა საცხოვრებელი
პირობები. აღსანიშნავია, რომ ძაღლის პატრონი ვალდებულია
გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ან აღნიშვნა ცხოველის
საცხოვრებელ ტერიტორიაზე.
პასუხისმგებლობა: საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
თანახმად, ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა გამოიწვევს
მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ
ოდენობამდე, ხოლო, თანამდებობის პირის დაჯარიმებას შრომის
ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
II. აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში,
საავადმყოფოებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში,
დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის
ნიშანი.
III. ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება
საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და
სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური
გამოსასეირნებელი ადგილებისა, და გადაყვანა 07:00 – 23:00 საათების
პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და
ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა
იგივე კატეგორიის ადგილებში 23:00 – 07:00 საათების პერიოდში
ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც.
პასუხისმგებლობა:  საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილების საფუძველზე, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის
გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე
არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს
მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის
ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის
განმავლობაში,
გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
VI. ცხოველის პატრონი VII. ცხოველის პატრონი ვალდებულია
ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის
უზრუნველყოს ვეტერინარულ დაწესებულებას და
საზოგადოებრივი უფლებამოსილ ორგანოს, საკუთრებაში
სივრცის დასუფთავება, (მფლობელობაში) მყოფი ცხოველის
ცხოველის მიერ მიერ ადამიანის ან/და ცხოველის
საზოგადოებრივი დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის
სივრცის დაბინძურების ფაქტის შესახებ, უზრუნველყოს
შემთხვევაში. ცხოველზე ვეტერინარული
ზედამხედველობის დაწესება, შესაბამის
ვეტერინარულ დაწესებულებაში ან
უფლებამოსილ ორგანოში წარადგინოს
ცხოველის ვეტერინარული პასპორტი
და მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად უზრუნველყოს მიყენებული
ზიანის ანაზღაურება.
მალობა!!!

ელენე ვალიშვილი

You might also like