You are on page 1of 9

1

ტესტი ისტორიაში გვ XI კლასი 176--276გვ 60 ქ

I-ოთხი შესაძლო ვარიანტიდან აირჩიეთ ერთი სწორი პასუხი(1)

1.ირანსა და რომს შორის 298წ-ს დადებული ზავით ა)ქართლზე პოლიტიკური


გავლენა ირანს გადაეცა; ბ)ქართლზე პოლიტიკური გავლენა რომმა შეინარჩუნა;
გ)ქართლმა დამოუკიდებლობა მოიპოვა; დ)ქართლმა ორივე ქვეყნის ვასალობა
იკისრა;
2. რა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „დაცვის სიგელის“ გაფორმების დროს
დიდაზნაურები ქართლის ერისმთავარს ნაკლებად ემორჩილებოდნენ?
ა)დიდააზნაურები ნაკლებ ხარკს იხდიდნენ; ბ)დიდაზანაურები გათავისუფლდნენ
არაბთა ხარკისაგან; გ)დიდაზანაურები ეხმარებოდნენ არაბებს ქვეყნის დაპყრობაში;
დ) „ დაცვის სიგელი“ არაბებმა დიდაზნაურებთანაც გააფორმეს;
3.რომელი საერისთავო არ შექმნილა ვახტანგ გორგასალის დროს? ა)ჰერეთის
საერისთავოი ბ)კლარჯეთის საერისთავო გ)აფხაზეთის საერისთავო დ) წუქეთის
საერისთავო
4.რა გახდა ისლამში ორი მიმდინარეობის: შიიზმისა და სუნიზმის ჩამოყალიბების
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი? ა) ღმერთის იკონოგრაფიულად გამოსახვის წესი
ბ)არამუსლიმებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება გ)ხალიფას მექაში
დაკრძალვის რიტუალი დ) უმაღლესი ხელისუფლების გადაცემის საკითხი
5.რომელი მსჯელობაა მართებული არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბებასთან
დაკავშირებით? ა) სახალიფოში შენარჩუნდა ირანული ტრადიციები, რადგან
პირველი ვეზირი ალ-მულქი ირანელი იყო; ბ) ისლამსა და სახელმწიფოს
ერთდროულად ეყრებოდა საფუძველი, რადგან ამ პროცესებს მუჰამედი
წარმართავდა; გ) სახელმწიფოს ჩამოყალიბება მეზობელი ხალხების თავდასხმების
მოგერიების აუცილებლობამ განაპირობა; დ) სახალიფოს ჩამოყალიბების შედეგად
შეწყდა ისლამში არსებული დაპირისპირებით გამოწვეული შინაომები.
6. რამ განაპირობა აშოტ კურაპალატის მოღვაწეობის გაგრძელება სამხრეთ-
დასავლეთსაქართველოში VIII საუკუნის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისში?
ა) ხალიფას მიერ ტაოკლარჯეთის დამორჩილებამ და ამ მხარეში მმართველად აშოტ
ისდანიშვნამ;ბ) ბიზანტიის მიერ ტაოკლარჯეთში წარმოებულმა დემოგრაფიულმა ექ
სპანსიამ, რასაც აშოტმა აღმშენებლობითი საქმიანობა დაუპირისპირა
გ) არაბების მხრიდან აშოტის ქართლიდან განდევნამ, რის გამოც ის იძულებული გახ
და, ტაოკლარჯეთში დამკვიდრებულიყო;დ) აფხაზთა მეფის მიერ წამოწყებულმა ლა
შქრობებმა ტაო-კლარჯეთის დასაკავებლად, რასაც აშოტი შეეწინააღმდეგა.
2

7.რომელი ქართული პოლიტიკური ერთეული მონაწილეობდა X-XI საუკუნეთა


მიჯნაზე საქართველოს გაერთიანების პროცესში? ა) წანარეთის სამეფო ბ) ქართლის
სამთავრო გ) აფხაზთა სამეფო; დ)იმერეთის სამეფო

8. აშოტის შვილთაშვილი ,რომელმაც 888 წელს მიიღო „ქართველთა მეფის“ წოდება:


ა)ბაგრატ I; ბ)სუმბატი; გ)გურამი; დ)ადარნასეII;
9. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული: ა)ბიზანტია -საქართველოს ზავის
თანახმად საქართველომ იკისრა ხარკი; ბ)ბიზანტია-საქართველოს ზავის თანახმად
ბიზანტიამ დათმო სადაო მიწები; გ)ბიზანტია-საქართველოს ზავის თანახმად ბაგრატ
უფლისწული გაემგზავრა მძევლად ბიზანტიაში; დ)ბიზანტია-საქართველოს ზავის
თანახმად საქართველომ შეიერთა ანისის სამეფო;
10.ვინ იყო იოანე მარუშისძე? ა) მცხეთის კათალიკოსი; ბ)ტაოს მეფის სარდალი;
გ)აფხაზთა მეფის ერისთავი; დ) ჰაგიოგრაფი;
11. ვინ იყვნენ წანარები? ა) შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომები; ბ)აღ.
საქართველოს მთიანეთში მცხოვრები ტომები; გ)დას. საქართველოს მთიანეთში
მცხოვრები ტომები; დ)სამხრეთ საქართველში მცხოვრები ტომები;

12. რომელი არაბი დამპყრობლის დროს განახლდა „დაცვის სიგელი“? ა)ბუღა


თურქის; ბ)მურვან ყრუს; გ)ჯარაჰის; დ)ჰაბიბ იბნ მასლამას;
13. 1010 წელს __კახეთში ჯარით შევიდა და მეფე კვირიკე III დაატყვევა: ა)გიორგი I;
ბ)დავით III კურაპალატი; გ)ბაგრატ III ; დ)ბაგრატ IV;
14.რატომ მიანიჭა ბიზანტიის იმპერატორმა ბაგრატ III-ს კურაპალატობა, ხოლო
მამამისს- მაგისტროსობა? ა)ვინაიდან მაგისტროსობა კურაპალატობაზე უფრო
მაღალი ტიტული იყო; ბ)კურაპალატობა, მაგისტროსობისაგან განსხვავებთ, მხოლოდ
მეფეებს ენიჭებოდათ; გ)ამ გზით მამა-შვილს შორის დაპირისპირების გამოწვევის
მიზნით; დ) ბაგრატის მამა იყო უკვე კურაპალატი და ამიტომ ამჯერად
მაგისტროსობა უბოძა;

15. რატომ ითვლება კარლოს დიდი ფრანკთა იმპერიის დამაარსებლად?


ა) კარლოსი იყო ახალი სამეფო დინასტიის პირველი წარმომადგენელი ბ) დასავლეთ
რომის იმპერატორმა კარლოსი აღიარა პირველ ლეგიტიმურ მმართველად
გ)კარლოსმა ფრანკთა იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა
დ) კარლოსი იყო პირველი ფრანკი მმართველი, რომელიც რომის პაპმა იმპერატორად
აკურთხა
16.რაში გამოიხატა პატრიკიოს სერგი ბარნუკის ძის ანტიბიზანტიური პოლიტიკა VII
საუკუნის მიწურულს? ა) დასავლეთ საქართველოში ხაზართა ჯარები შემოიყვანა; ბ)
შეუერთდა ქართლის ანუ იბერიის მეფის აჯანყებას; გ) შეიფარა მწვალებლებად
3

გამოცხადებული მონოფიზიტები; დ) ეგრისი ანუ ლაზიკა არაბთა გავლენას


დაუქვემდებარა

17.რა გზით მოხვდნენ არაბები დასავლეთ ევროპაში 711 წელს? ა) ჩრდილოეთ


აფრიკიდან გიბრალტარის სრუტის გადალახვით ბ) ეგვიპტიდან ბალკანეთის
ნახევარკუნძულზე გადასვლის შემდეგ გ) მცირე აზიიდან ბოსფორის სრუტეზე
გადასვლით დ)კართაგენიდან აპენინის ნახევარკუნძულზე გადასვლით
18. რა დამსახურების გამო უბოძა იმპერატორმა ბასილი II-მ დავით III კურაპალატს
ახალი მიწა-წყალი? ა) დავით კურაპალატმა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა
იმპერატორს აჯანყებული ბარდა ფოკას წინააღმდეგ ბ) დავით კურაპალატის ჯარის
დახმარებით მოხერხდა იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული ბარდა სკლიაროსის
დამარცხება გ) დავით კურაპალატმა ბიზანტიის იმპერატორის უზენაესობა აღიარა
და მორჩილება გამოუცხადა დ) დავით კურაპალატმა დაამარცხა და გაფანტა
ბიზანტიის წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალი თურქ-სელჩუკთა ჯარი
19. რა ვითარებაში მიიღეს ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტია“ 1215 წელს?
ა) მეფემ დოკუმენტი სახალხო კრებას წარუდგინა, რომელმაც ის დაამტკიცა ბ)
დოკუმენტი პარლამენტმა შეიმუშავა და მეფე ხელმოწერით დაეთანხმა გ) მეფის
წინააღმდეგობის მიუხედავად, დოკუმენტი ლორდთა პალატამ დაამტკიცა დ)
დიდებულებმა აიძულეს მეფე, დათანხმებოდა ამ დოკუმენტს;
20. ბაგრატ III-სთან დაკავშირებულ რა მოვლენას უკავშირდება დავით კურაპალატის
სიტყვები: „ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და
გაზრდილი ჩემი ... ამას დაემორჩილენით ყოველნი“? ა) აფხაზთა მეფედ კურთხევას
ბ) კლდეკარის საერისთავოს გაუქმებას გ) კახეთ-ჰერეთში ლაშქრობას დ)ქართლის
გამგებლად დადგინებას;
21.რით არის მნიშვნელოვანი 1265 წელი ინგლისის ისტორიაში?
ა)დასრულდა ანგლიკანური რეფორმაცია ბ) ტახტზე ავიდა ახალი სამეფო დინასტია
გ) დაარსდა კემბრიჯის უნივერსიტეტი დ)შეიკრიბა პირველი პარლამენტი.
22.რას ისახავდა მიზნად ბაგრატ IV კონსტანტინოპოლში ვიზიტის დროს?
ა) სამხრეთ კავკასიაში შემოჭრილი მუსლიმების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასა და
ერთობლივი ბრძოლის დაგეგმვას ბ) დასავლეთ საქართველოს ეპარქიების მცხეთის
პატრიარქისადმი დაქვემდებარების შემდეგ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას
გ) იმპერიაში მომხდარი გადატრიალების შედეგად ტახტზე ასული ახალი
იმპერატორის კურთხევის ცერემონიალში მონაწილეობის მიღებას დ)ბიზანტიის
იმპერატორის ჩარევით ურჩ ფეოდალთან დაპირისპირების შეწყვეტას და სამეფოში
შინაომის დასრულებას
23.რას წარმოადგენდა ფეოდი შუა საუკუნეების ევროპაში? ა) ვასალის მიერ
სენიორისათვის მფარველობის სანაცვლოდ დათმობილ მიწის ნაკვეთს ბ) ყმა-
გლეხების მიერ ფეოდალთათვის მათი მიწიდან გადასახდელ ბეგარასა და ღალა
გ) ფეოდალთა მიერ ყმა-გლეხებისათვის დასამუშავებლად და მოსავლელად
4

გადაცემულ მიწას; დ)სენიორის მიერ ვასალისათვის სამსახურის სანაცვლოდ


ბოძებულ მიწის ნაკვეთს

24.რას წარმოადგენდა ინვესტიტურა, რის გამოც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ


რომის პაპები და საღვთო რომის იმპერატორები? ა) გადასახადების დაწესებისა
და აკრეფის პრეროგატივას ბ) დიპტიქში პირველ ადგილზე მოხსენიების პატივს გ )
ეპისკოპოსების ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებას დ) მსოფლიო საეკლესიო
კრების მოწვევის პრივილეგიას;

II დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით უძველესიდან უახლესისაკენ (1ქ)

25. არაბი დამპყრობლები საქართველოში: ა)ბუღა თურქი; ბ)მურვან ყრუ; გ)ჯარაჰი;


დ)ჰაბიბ იბნ მასლამა;

26. რომის იმპერიის მემკვიდრეობა: ა) გერმანული ერის საღვთო იმპერიის შექმნა; ბ)


რომის საღვთო იმპერია; გ)ფრანკთა იმპერიის დაშლა;

27.  ქრისტიანობა: ა)დიდი სქიზმა ბ)ხატმებრძოლეობის დაწყება გ)ქალკედონის


მსოფლიო საეკლესიო კრება

II-ორი სხვადასხვა ტიპის წყარო - ბრძოლის სქემა და ტექსტი (4ქ)

(გვ.126, თაბუკაშვილი)

III-პრობლემის ანალიზი და ისტორიული მოვლენის შეფასება (6ქ)

1492 წელს კასტილიისა და ლეონის გაერთიანებული სამეფოს ჯარებმა დაამარცხეს


გრანადის საამიროს არმია და ქალაქი გრანადა გაანთავისუფლეს არაბებისაგან.
კითხვები:
1(1) დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს
დაპირისპირება.

2.(1)დაასახელეთ ამ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი.

(1ქ.) 3. ახსენით, რატომ შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი გრანადას


გათავისუფლება, თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით

(1ქ.) 4. ახსენით, რატომ შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი


შედეგის მომტანი. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ .
5

(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური


მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

IV-გაეცანი სურათს და შეასრულე დავალება (4ქ)

მუჰამედის მიერ ქ. მექის აღება

(1)1.სად ცხოვრობდნენ არაბები?

(2)2.როდის გადავიდა მუჰამედი მექადან მედინაში და რა ეწოდება ამ მოვლენას?

(1)3.როგორ დაბრუნდა მუჰამედი მექაში 630 წ-ს ?

V. ილუსტრაცია ასახავს ევროპაში განვითარებულ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ


პროცესს. (4ქ)
6

(1)1. დაასახელეთ კონკრეტული ისტორიული მოვლენა, რომელიც გამოსახულია


ილუსტრაციაზე.
(1) ილუსტრაციაზე არსებული რა კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე
გააკეთეთ საკუთარი დასკვნა ისტორიული პიროვნების ვინაობის შესახებ?
(2) 3. რა ეწოდება ისტორიულ პროცესს, რომელიც დაიწყო ილუსტრაციაზე ასახული
ფაქტით და საბოლოოდ როგორ დამთავრდა ეს მოვლენა ინგლისში?

VI-ისტორიული თემის ანალიზი( 10 ქულა). მიხაილ პსელოსი.

ბასილ II („ბულგართმჟლეტი“)

თანამედროვეების უმეტესობისთვის, რომელთაც უნახიათ ბასილი, მეფე


წარმოადგენდა პირქუშ, უხეში და ჯიუტი ხასიათის პიროვნებას, რომელიც პირად
ცხოვრებაში იყო ძალიან მოკრძალებული და არ ეტანებოდა ფუფუნებას. მაგრამ იმ
ისტორიკოსთა ნაშრომებიდან, რომლებიც მასზე წერდნენ, შევიტყვე, რომ თავიდან
ბასილი სულაც არ იყო ასეთი და გარყვნილი ცხოვრების მკაცრ სტილზე გადასვლა
მხოლოდ გარკვეულმა გარემოებებმა და მისი მეფობის მძიმე პერიოდმა გამოიწვია.
თუკი თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე ის ერთობოდა სასიყვარულო
თავგადასავლებით, ქეიფით, მეფობის უმთავრეს დანიშნულებად მიიჩნევდა
გართობას და ახალგაზრდული ასაკის გავლენით თავის ძალაუფლებას სწორედ ამ
დანიშნულებით იყენებდა, ბარდა ფოკას, ბარდა სკლიაროსის და სხვების
აჯანყებების შემდეგ, რომლებიც ყველა მხრიდან უტევდნენ მეფეს, ბასილიმ
რადიკალურად შეცვალა თავისი ცხოვრების წესი, თითქმის აშვებული იალქნების
მსგავსად, რომელთაც ზურგქარი უბერავთ სერიოზულ საქმეებს მიეცი და ყოველი,
რომელიც მის ტახტს ესხმოდა თავს, სრულიად მოსპო და გაანადგურა.

კითხვები:

(1)1.უშუალოდ შეესწრო მიხაილ პსელოსი ბასილის მეფობას?

(1)2. ვისი საშუალებით ეცნობა პსელოსი ბასილის პიროვნებას და მოღვაწეობას?

(1)3.რამ გამოიწვია ბასილის პიროვნების და მისი სახელის შეცვლა?

(1)4.საბოლოო ჯამში რა შეხედულებისაა პსელოსი ბასილის პიროვნებაზე?

(2)5.რამდენად სანდო შეიძლება იყოს წყაროები ბასილის შესახებ?

(2)6. რა პერიოდის ამბებს აღწერს მიხაილ პსელოსი?(საუკუნეები)


7

(2)7. რომელ ქართველ მონარქს დაუპირისპირდა ბასილ II იმერ ტაოს მიწებისათვის


და რა სახელითაა ცნობილი ეს ბრძოლა?

VII- ისტორიული რუკის (8ქ) (2012წლის I ვარიანტი)

კითხვები:
(2) 34.1. რომელი საუკუნეების ვითარებაა ასახული რუკაზე?

(1) 34.2. რუკის მიხედვით, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულებად იყოფოდა რომის


იმპერია?

(1) 34.3. რუკის მიხედვით, რომელი ქართული სამეფო ესაზღვრებოდა რომის


იმპერიას?

(1) 34.4. რუკის მიხედვით, რომელ სახელმწიფოს ებრძოდა რომი ევროპაში?

(2) 34.5. რუკის მიხედვით, სადაური წარმოშობისა და რომელი კონკრეტული ტომის


წინააღმდეგ ილაშქრა რომის იმპერიამ?

(1) 34.6. რუკის მიხედვით, რომელ სახელმწიფოს ებრძოდა რომი აზიაში?

დ. ნადირაძე
8
9

You might also like