You are on page 1of 2

" დიდოსტატის მარჯვენა " კონსტანტინე გამსახურდიას

შემოქმედების მწვერვალია , რომელსაც საფუძვლად უდევს


სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია .
რომანში არაერთი საინტერესო ფაქტია აღწერილი , რომელთა
შორის ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ ჭიაბერის
სიკვდილია . მოცემულ მონაკვეთში ავტორი კიდევ ერთხელ
იხსენებს ამ ამბავს , თუმცა ამჯერად ფარდას ხდის ჭიაბერის
სიკვდილის უცნაურობას . შავლეგ ტოხაისძე სწორედ ის
ადამიანია , რომელიც მიხვდა რა მოხდა სინამდვილეში , და რა
თქმა უნდა , დაამტკიცა კიდეც ეს . საანალიზო ეპიზოდში
ტოხაისძე გვევლინება , როგორც დაკვირვებული , საკმაოდ
ჭკვიანი და წინდახედული ადამიანი , რაზეც მისი გააზრებული
ქმედებები მიუთითებს . შავლეგის თითოეული მოქმედება
წინასწარმოფიქრებული , განსჯილი და გათვალისწინებულია ,
რასაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მისი სწრაფი რეაგირება ,
როცა ჭიაბერის საფლავის ლოდი გადამალა , რადგან იცოდა ,
რომ „ გიორგი მეფე გულმხეცია და თუ საქმე მისჭირდა და
ცოცხლებს ვერა დაგვაკლო რა , მიცვალებულზე იძიებდა შურს “.
გარდა ამისა , როგორც ტექსტიდან ირკვევა ტოხაისძე , საკმაოდ
კარგი მეგობარია , რადგან მან ჭიაბერის საფლავს შეფიცა ,
როცა პაპისეული ლოდი დაადო ზედ , რომ მისი სისხლის
ასაღბად ყველაფერს გააკეთებდა .
საქართველოსა და ბიზანტიას ყოველთვის უცნაური , მტრული და
ამასთანავე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა , მოცემული
მონაკვეთის მიხედვით მე -11 საუკუნეში საკმაოდ დაძაბული
ვითარება იყო ამ ორ სახელმწიფოს შორის , რადგან
ქართველების უმეტესი ნაწილი , რომლებიც არ იყვნენ
დაბრმავებულნი რწმენით მიიჩნევდა , რომ ბიზანტია იყო კერა
ყველანაირი ბოროტების , ეს იყო ადგილი სადაც ჩვენი მეფეები
სწავლობდნენ ათასგვარ სისასტიკეს . როგორც ტოხაისძე ამბობს
ბერძნებს ერთი რამ სურდათ ჩვენი ენის მაგივრად თავიანთი
გვესწავლა , ჩვენი წარსული დაგვევიწყებინა და მათი
შეგვესსწავლა , ხოლო , ასე თუ არ მოვიქცეოდით უმალვე
შეგვრაცხავდნენ , როგორც მკრეხელები და მსტოვარნი .
ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და დაუმორჩილებლობა იყო
ერთ - ერთი მიზეზი განხეთქილებისა ჩვენსა და ბიზანტიას შორის ,
როგორც ტექსტის სხვა თავებიდან ირკვევა , არც ბიზანტია და
არც საქართველო არ ენდობოდა ერთმანეთს და ორივენი
ელოდნენ ღალატს , ხოლო ერთადერთი მიზეზი , თუ რისგამოც
უშუალო ომი არ იწყებოდა ამ ორ აელმწიფოს შორის იყო
საერთო რელიგია .
კონსტანტინე გამსახურდიას ენა ბევრი თავისებურებებით
გამოირჩევა , ის საკმაოდ კარგად , დეტალურად აღწერს იმ
მოვლენებს , რაც იმ დროს ხდებოდა და არ იშურებს არაფერს ,
რომ უფრო საინტერესოდ და ცოცხლად წარმოგვიდგინოს ის
ეპოქა . მოცემულ მონაკვეთში ყველაზე დასამახსოვრებელი
სწორედ ის ეპითეტებია , რითაც ბერძნები ქართველებს
მოიხსენიებდნენ , კერძოდ „ მკრეხელი “ ; „ მწვალებლები “ და
„ მსტოვარი “ , რომლებითაც უფრო საინტერესო ხდება ამბის
თხრობა .

You might also like