You are on page 1of 5

დიდი დავალება

ისუ ნავეს ძე ღებულობს ბრძანებას: „ამრიგად, ადექი, გადადი ამ იორდანეზე შენ


და მთელი ეს ხალხი, ქვეყანაში, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეებს“ (1.2ბ)
პატრიარქთა სანატრელი მიწა ისრაელის თვალწინაა. ეგვიპტის მომნატრებელთა
ძვლები უდაბნოში დაცვივდა. იორდანესთან, პალესტინის საზღვართან დგას ახალი
თაობა, რომელსაც არ ახსოვს ეგვიპტე. ესენი უკვე არ არიან მონები, არამედ
თავისუფალი ბედიუნი-მომთაბარეები, რომლებიც უფალმა მოიყვანა თავის მამათა
სამკვიდროში, ქანაანში. ამ მიწის დასამკვიდრებლად საჭირო იქნება მრავალი
სირთულის დაძლევა, რომელთა შორისაც მთავარია უფლისა და მისი რჯულისადმი
ერთულების შენარჩუნება. ესაა ერთადერთი პირობა მიწის დამკვიდრებისთვის
ბრძოლაში წარმატებისა. მოსეს ღმერთის მორჩილების გარეშე ვერ ძლევენ გოლიათებს -
ენაკის ძეებს (რიცხ. 13.29), ვერ დაამარცხებენ ქანაანელებს.
„ყველა ადგილს, სადაც თქვენი ფეხები დაიდგმება, თქვენ მოგცემთ, როგორც
ვუთხარი მოსეს“ (1.3). “ფეხების დადგმა“ ნიშნავს მფლობელობაში მიღებას (შდრ. რჯ.
11.24). ეს იურიდიული ტერმინი საღვთო უფლებას აძლევს აბრაამის შთამომავლებს,
რომ დაიმკვიდრონ მიწა, რომელზეც დადიოდნენ მათი მამამთავრები. აბრაამი, ისააკი,
იაკობი და მისი შვილები არ იყვნენ მფლობელები ქანაანის მიწისა, არამედ „მწირები და
მდგმურები“ იყვნენ მასზე. მაგრამ საღვთო უფლება უკვე ჰქონდათ ამ მიწაზე. იქაური
მოსახლენი მისი დროებითი მფლობელები იყვნენ, „სანამ არ აივსებოდა ამორეველთა
ურჯულოების საწყაული“ (დაბ. 15.16).
ნეტარი ტეოდორიტე კითხულობს: „ღმერთმა აღუთქვა რა ებრაელებს ყველა
ადგილის მიცემა, სადაც მათი ფეხები დაიდგმებოდა... უდაბნოდან და ამ ლიბანიდან
დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე (1.3-4), არ შეასრულა ეს აღთქმა?“ და
პასუხობს: „აქ ნათქვამი ცხადია და არ მოითხოვს შემდგომ განმარტებას. უპირველესად,
ნათქვამია: ყველა ადგილს, რომელზეც დაიდგმება თქვენს ფეხთა ნაბიჯები, მე მოგცემთ
თქვენ. ამიტომაც, უდავოდ, იესო ნავეს ძის წინამძღოლობით ისინი არ შესულან სხვა
მიწაზე. მაგრამ სიტყვების დამატება საბოლოოდ წყვეტს საკითხს. მართლაც, უფალმა
დაუმატა: „როგორც ვუთხარი მოსეს“. მოსეს კი მისცა აღთქმა არათუ უპირობო, არამედ
შემდეგი პირობით: „თუკი დაიცავთ ჩემს აღთქმებს და ჩემს სიმართლეებს“. ამიტომაც,
მალევე დაარღვიეს რა რჯული, ვერ მიემთხვივნენ სრულ აღთქმას“. აქ ნეტარი
თეოდორიტე ეყრდნობა „მეორე რჯულს“, რომლის თანახმადაც ისრაელის
კეთილდღეობა ქანაანში ღვთის მცნებათა აღსრულებაზეა დამოკიდებული (იხ. რჯ.
11.22-25).
ამ საზღვრებს - „უდაბნოდან და ლიბანიდან დიდი მდინარემდე, ევფრატის
მდინარემდე... და დიდ ზღვამდე მზის დასავლეთით“ (1.4) ისრაელმა მიაღწია მხოლოდ

1
ერთხელ ისტორიაში - თავის „ოქროს ხანაში“, დავითისა და სოლომონის დროს,
რომელიც მუდამ რჩება მესიანური სამეფოს წინასახედ.
თავის ერთგულ მონას უფალი აღუთქვამს: „ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი
სიცოცხლის განმავლობაში“ (1.5). ვერავინ ქანაანის მკვიდრთაგან. ქანაანს 1.4-ში
ეწოდება ხეთების, ხეთის შთამომავლის, მიწა. ხეთი იყო ღვთის მიერ დაწყევლილი
ქამის შვილიშვილი (დაბ. თ. 10). პალესტინა ამ დროს ხეთების სამეფოს გავლენას
განიცდიდა, თუმცა ეს გავლენა უკვე აღარ იყო ისე ძლიერი, როგორც აბრაამის დროს.
„ხეთების მთელი ქვეყანა“, პროფ. პორფირი ვლადიმიროვსკის განმარტებით, არ
გულისხმობს ქანაანის განსაკუთრებული ტომის - ხეთების მიწას, არამედ გულისხმობს,
საზოგადოდ, ქანაანის მიწას... ისინი მსგავსნი არიან ამორეველებისა (დაბ. 15.16; ისუ ნავ.
24.15). „ხეთები“ წმინდა წერილში ხანდახან გამოიყენებიან საზოგადოდ ქანაანელთა
აღსანიშნავად (მაგ. ეზეკ. 16.3).
„არ განგეშორები შენ და არ მოგატოვებ შენ“ - აღუთქვამს ღმერთი ისუს. ამიტომაც
არც მას და არც ხალხს არ უნდა ეშინოდეთ. შიში მხოლოდ ღვთისადმია მართებული
(რჯ. 6.13). იმას, ვისაც უყვარს ღმერთი, შიშობს რა, რომ არ განარისხოს იგი მცნებებს
დარღვევით, უკვე აღარაფრის ეშინია.
ებრაელთა მიმართ ეპისტოლის ავტორი მოგვიწოდებს, რომ ამ სიტყვებით
ვიხელმძღვანელოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა ვეყრდნობოდეთ
ღმერთს, რომელიც ზრუნავს ჩვენზე და არა მიწიერ მატერიალურ და სოციალურ
დაცულობას: „გქონდეთ ზნეობა არავერცხლისმოყვარე, დაკმაყოფილდით იმით, რაც
არის. მართლაც, თავად თქვა: არ განგეშორები შენ და არ მიგატოვებ შენ“. ასე რომ
თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ შემეშინდება, რას მიზამს მე ადამიანი?“ (ებრ.
13.5-6).
კლიმენტი ალექსანდრიელი თავისი „სტრომატების“ მეორე წიგნში ვრცლად
მსჯელობს ვნებებთან ბრძოლის შესახებ და ისუ ნავ. 1.5-ს თავის შეგონებებს უსადაგებს:
„ღვთის საბოძვართა შორის უდიდესი არის ზომიერების საბოძვარი (дар умеренности).
თავად ღმერთი ამბობს: „არ განგეშორები შენ და არ მიგატოვებ შენ“. ამითი თითქოს ასე
ამბობს იგი: ვიზრუნებს, რომ შენ იყო ღირსი იმ რჩეულობისა, რომელიც გაერთებს
ჩემთან და ჩემს განგებულებასთან შენდამი“.
ისუ ნავეს ძეს არაფრის უნდა ეშინოდეს - იგი წარმართავს „უფლის ომს“ (1 მეფ.
17.47) და ის, ვინც იყო მოსესთან, იქნება მასთანაც. ისუმ იცოდა, თუ რა ახლოს იყოს
უფალი თავის მონა მოსესთან, „ღვთის კაცთან“. და ახლა მას ესმის: როგორც ვიყავი
მოსესთან, ისევე ვიქნები შენთან. მისგან კი მხოლოდ ის მოითხოვება, რომ გამაგრდეს
და განმტკიცდეს.

2
„გამაგრდი და განმტკიცდი“ (1.6) - იყავი მაგარი ღვთისა და მისი აღთქმისადმი
ერთგულებაში და მტკიცე მის მტრებთან ბრძოლაში. ეს მოწოდება აქ სამჯერ მეორდება:
1.6, 7, 9. მე-7 მუხლში ემატება: „ძალზე განმტკიცდი“. ამისკენ მოუწოდებდა უფალი
მთელ ერსაც: „იყავით მაგარნი და მტკიცენი“ (რჯ. 31.6). სიმყარისა და სიმტკიცის გარეშე
ვერ დაიკავებენ ქანაანელთა მიწას. სუსტები და მხდლები ვერ იხილავენ გამარჯვებას.
მიდრაშებსა და მიდრაშებისშემდგომ ჰაგადურ ლიტერატურაში ისუ ნავეს ძე
წარმოადგენილია, როგორც ერთგული და გულმოდგინე აღმსრულებელი მოსეს
რჯულისა, მოკრძალებული, ღვთისმოშიში და, ამიტომაც, ბრძენი. ეს თვისებები
შექებულია ე. წ. ისრაელის ბრძენთა წიგნებსა (კანონიკურნი: იობი, იგავთა, ეკლესიასტე,
ქება ქებათა; არაკანონიკურნი: სიბრძნე იესოსი, ზირაქის ძისა; სოლომონის სიბრძნე) და
ფსალმუნებში. ბიბლიისშემდგომი იუდაური სიბრძნე სიბრძნის წიგნთა ამ ადგილებს
სწორედ ისუ ნავეს ძეს უსადაგებს. მაგ. ფს. 1.2: „უფლის რჯულშია მისი ნება და მისი
რჯულს ზრახავს იგი დღე და ღამე“ (შდრ. ისუ ნავ. 18). ამიტომაც არის ისუ ბრძენი და
სწორედ იგი და არა მოსეს შვილები, აღნიშნავს Bemidbar rabba, მიდრაში „რიცხვთა“
წიგნზე, იქნა გამორჩეული მოსეს მემკვიდრედ. მოსე მიდრაშებში ყოველთვის უწოდებს
ისუს თავის განმმარტებელს, რომ წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდგომ არავინ
გაბედოს ისუსთვის მეტიჩარას წოდება (никто не посмел назвать Иисуса выскочкой). ისუ
დილით ადრე დგებოდა და შესაკრებელ სახლს აწესრიგებდა, ხოლო ხალხი მის
ირგვლივ იკრიბებოდა, რომ მისი ბაგეებიდან თორა მოესმინათ. მაგრამ მოკრძალებული
ისუ ამბობდა: „აკურთხეთ უფალი, რომელმაც მისცა ისრაელს თორა მოსეს მეშვეობით“.
ისუ არ კადნიერდებოდა, რომ თავისი თავისთის „ღვთის მონა“ ეწოდებინა და თავად
ღვთისგან გახდა ამ წოდების ღირსი. ასე გამოისახება ისუ ნავეს ძე ბიბლიისშემდგომ
იუდაურ ლიტერატურაში.
შუა საუკუნეებში ისუ ნავეს ძის სახე, უმთავრესად, წიგნის პირველი ცხრა
მუხლის გამო (ისუ ნავ. 1.1-9), ხდება პროტოტიპი მართალი (ცადიკ) ბრძენისა, რომლის
მთელი ცხოვრებაც თორას შესწვლაა:
„ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს, არამედ მასში განისწავლებოდე
დღე და ღამ, რომ ზუსტად შეასრულო ყველაფერი, რაც მასშია დაწერილი. მაშინ იქნები
წარმატებული შენს გზებზე, მაშინ მოიქცევი კეთილგონივრულად“ (1.8).
„თქვა რაბმა შიმონ ბარ ნახმანმა: თორას სიტყვები მსგავსია წისქვილისა. როგორც
წისქვილი არ ჩერდება არც დღე და არც ღამე, ასევე, თორას სიტყვებიც, რომელთა
შესახებაც ნათქვამია: განისწავლებოდე მასში დღე და ღამ“. ეკელსიასტეზე მიდრაშის ეს
სიტყვები ძალზე სახასიათოა იუდაური ლიტერატურისათვის. ბენ-ბაგ-ბაგი ამბობს
(Бен-Баг-Баг говорил): „გადაფურცლე და გადაფურცლე იგი, რადგან მასშია ყველაფერი,

3
უმზირე მას, მოხუცდი და გაჭაღარავდი მასთან ერთად და მას არ განეშორო, რადგან
არაფერია მასზე უკეთესი“.
ყურანი იუდეველებსა და ქრისტიანებს „წიგნის ხალხებს“ უწოდებს. მართლაც,
მეორე ტაძრის, იერუსალიმის სრული განადგურების, 68-74 და 131-135 წლების ომებში
კატასტროფული მარცხის შემდგომ, მრავალსაუკუნოვანი გაფანტულობისას, რაღა
რჩებოდათ იუდეველებს წერილის გარდა? მასზე ფიქრი დღე და ღამ, მისი მცნებების
ასრულება - ეს იყო მთელი სისავსე შუა საუკუნეების იუდეველების სულიერი
ცხოვრებისა.
თუკი იუდეველები დააკლდნენ თავიანთ ქვეყანასა და თავიანთ ტაძარს,
ქრისტიანებს ეს იმთავითვე არ ჰქონდათ. ის რაც იუდეველებისთვის იყო სულიერი
კატასტროფა, ქრისტიანებისთვის რაღაც გაგებით იყო ათვლის წერტილი. ის, რაც
იუდეველებისთის იყო საღვთო სასჯელი, ქრისტიანებისთვის იყო კურთხეული
თავისუფლება. თავისუფლება ტრადიციებისა და ჩვეულებებისგან, მამათა
გადმოცემებისგან, სოციალური და ნაციონალური წიაღისგან, მიწიერი სამშობლოსგან,
ხოლო რელიგიური თვალსაზრისით - თავისუფლება რჯულისა და მერჯულეობისგან,
ერთგვარი გაგებით - თავისუფლება რელიგიისგან. „რადგან არ გვაქვს აქ ქალაქი, არამედ
მომავლისას დავეძებთ“ (ებრ. 13.14). ადრექრისტიანული რადიკალიზმი და
თავისუფლება ყოველგვარი მიწიერი ბორკილისგან იყოს ის სიახლე, რამაც
მაცოცხლებელი ჰაერი ჩაჰბერა უკვე დაბერებულ მსოფლიოს. პირველ ქრისტიანულ
თემებს, ასევე, არაფერი გააჩნდათ, არც ტაძარი, არ „მართლმადიდებლური სამეფო“,
არც დოგმატური სისტემა, არც მდიდარი ტრადიციები. არაფერი, გარდა წერილისა.
მაგრამ ამ თითქოსდა უძლურებაში სრულ იქმნა ძალა ღვთისა (2 კორ. 12.9).
„გამოიკვლიეთ წერილი“ (ინ. 5.39). წერილს ასწავლიდნენ კათაკმეველებს, მასში
განისწავლებოდნენ დღე და ღამ, მას განმარტავდნენ ქადაგებებსა და აპოლოგიებში,
მხოლოდ მისით წყვეტდნენ „რელიგიათაშორის“ და „კონფესიათაშორის“ დავებს, მისით
ასაბუთებდნენ დოგამატურ პოზიციებს. როცა მონაზვნობა წარმოიშვა, მონაზვნები მას
შეისწავლიდნენ დღე და ღამ. ღირსმა კასიანე რომაელმა (V ს.), დასავლეთში
მონაზვნობის ერთ-ერთმა პირველმა ორგანიზატორმა, სამონაზვნო წესთა შორის
დაადდგინა ყოველდღიურად ექვსაათიანი (!) შესწავლა წმინდა წერილისა. ღირს
კასიანეს აქ არ შემოაქვს სიახლე, ეს მან ისწავლა ევიპტელ მონაზონთა შორის
ხანგრძლივი ცხოვრების დროს.
ისევ ესმის ისუ ნავეს ძეს ღვთის ბრძანება და მისი აღთქმა: „აჰა, მე გიბრძანებ შენ:
იყავი მტკიცე და მხნე, ნუ შეშინდები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი,
შენი ღმერთი ყველგან, სადაც კი წახვალ“ (1.9).

4
წიგნის მთელი დანარჩენი თხრობა არის აღთქმის ასრულება: ვერავინ დაგიდგება
წინ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში... შენ ამ ხალხს გადასცემ მფლობელობაში
მიწას... (1.5-6). თავად უფალი იბრძოლებს ისრაელისთვის, თავად ყოვლადმაღალი
წარმართავს თავის ბრძოლებს (რჯ. 9.3; ისუ ნავ. 23.3,9; 24.12,18).

You might also like