You are on page 1of 6

კურსი - ,,ოქროს ხანის“ საქართველოს ისტორია

ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ


ჯოხაძე

სტუდენტი - ჯინჭარაძე

შუალედური გამოკითხვა

უმაღლესი შეფასება - 30 ქულა

1. იმ ტრადიციული ერთიანობის გამოსახატავად, რომელიც ერთმანეთს


უკავშირებდა წარმართულ და ქრისტიანულ ეპოქათა სიბრძნეს, ქართველებმა არ
უარყვეს სახელწოდება ,,ჭყონდიდი“, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმართული
კერპის სახელსაც შეიცავდა. იგულისხმება

ა. ცაცხვი ბ. წაბლი გ. მუხა

2. იმ ახალ კერად, სადაც ქრისტიანული, ბიბლიური სიბრძნე შეუერთდა


ანტიკურ, წარმართულ სიბრძნეს, იქცა

ა. ბაგრატი ბ. ბედია გ. გელათი

3. მე-10 ს.-ში ევროპაში დაარსებული პლატონური აკადემია მიაჩნიათ


გელათის ეკვივალენტად. იგულისხმება

ა. კლიუნი ბ. შარტრი გ. ნანტი

4. თუ გელათის ქართული სახელწოდება ,,გაენათი“ ,,ნათელს, განათებას“


უკავშირდება, მისი ბერძნული ძირი ,,გენა“ (ბრუნვაში - ,,გენეტოს“) ქართულად
ნიშნავს

ა. ,,წინაპარს, წინამორბედს“ ბ. ,,შობას, დაბადებას“ გ. ,,მემკვიდრეს,


შთამომავალს“
5. პლატონის ფილოსოფია მიჯნავდა სულსა და სხეულს. შესაბამისად,
შეხედულებათა ეს სისტემა

ა. დიოფიზიტურია ბ. დიარქიულია გ. დუალისტურია

6. ნეოპლატონიზმის თანახმად, ორპოლუსიან სამყაროს მეორე პოლუსში


სრული წყვდიადია, იქ ,,ერთის“ მკრთალი სხივიც კი ვერ აღწევს. თუმცა ეს
,,წყვდიადი“, ფაქტობრივად

ა. არ არსებობს ბ. არსებობს გ. ჯოჯოხეთია

7. იოანე პეტრიწი წარმოშობით იყო

ა. კახეთიდან ბ. სამცხიდან გ. ჰერეთიდან

8. იოანე იტალოსის მოძღვრების თანახმად, სული, როგორც უკვდავი


სუბსტანცია, ერთი ცოცხალი ორგანიზმიდან მეორეში სახლდება. იგულისხმება
(შემოხაზეთ არასწორი ვერსია)

ა. მეტემფსიქოზი ბ. მეტანოია გ. რეინკარნაცია

9. იოანე პეტრიწი თითქოს 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა


ქართულ მონასტერს, რომელიც 1083 წ. აუგია გრიგოლ ბაკურიანის ძეს.
იგულისხმება თანამედროვე

ა. ბულგარეთი ბ. საბერძნეთი გ. ისრაელი

10. შავ მთაზე მდებარე სავანეებში მოღვაწე ბერებს შეერთებია იოანე


პეტრიწი. იგულისხმება თანამედროვე

ა. ისრაელი ბ. სირია გ. საბერძნეთი

11. დავითის ისტორიკოსის თანახმად, რომელი ერისთავის მამულიდან


იღებდა შემოსავალს გელათი, რათა ,,უზრუნველი ტრაპეზი“ ჰქონოდა?
ა. ბეგა სურამელის ბ. ბექა ჯაყელის გ. ლიპარიტ ბაღვაშის

12. დავითის ისტორიკოსის თანახმად, რომელ სასულიერო და ფილოსოფიურ


ცენტრებს ედრებოდა გელათი?

ა. ათენსა და იერუსალიმს ბ. ათონსა და კონსტანტინოპოლს გ. შავ მთასა და


პეტრიწონს

13. დავითის ისტორიკოსის აზრით, რით იყო გელათი ათენზე უპირატესი


ანუ „ფრიად უაღრეს მისსა“?

ა. ქრისტიანობით ბ. დავით აღმაშენებლის ავტორიტეტით გ. იოანე პეტრიწის


ავტორიტეტით

14. რომელი დიდი წმინდა მამა მიიჩნევდა, რომ ანტიკურ ავტორთა


წიგნებიდანაც შეიძლება სულის მხსნელი სიბრძნის მოპოვება?

ა. ბასილი ბ. იოანე გ. გრიგოლი

15. ადრეული ქრისტიანობის მოწამე და აპოლოგეტი, იუსტინე ფილოსოფოსი


(100-165) მიიჩნევდა, რომ ეს ორი წარმართი ფილოსოფოსიც ,,ღვთის სიტყვას“ -
ლოგოსს, ქრისტიანული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, ქრისტეს
ემსახურებოდა. იგულისხმებიან

ა. სოკრატე და პლატონი ბ. არისტოტელე და ეპიკურე გ. თალესი და დიოგენე

16. შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკა გულისხმობდა ,,თავისუფალ


მეცნიერებათა“ შესწავლას, რომელთა რაოდენობაც შეადგენდა

ა. 4-ს ბ. 7-ს გ. 3-ს

17. სამეულში შედიოდა

ა. გეომეტრია, არითმეტიკა და მუსიკა ბ. გრამატიკა, ფილოსოფია და რიტორიკა


გ. ფილოსოფია, რიტორიკა და ასტრონომია
18. გარკვეული გაგებით, შუასაუკუნეობრივი ქრისტიანული სქოლასტიკა
მონოფიზიტობისკენ იხრებოდა, რადგან

ა. ადამიანს ივიწყებდა ბ. ადამიანურ ფასეულობებს იზიარებდა გ. ადამიანს


აღმერთებდა

19. ოთხეულში შედიოდა

ა. გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა და ასტრონომია ბ. გრამატიკა,


ფილოსოფია, რიტორიკა და თეოლოგია გ. გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა და
ასტრონომია

20. ე.წ. ,,ქართული რენესანსის“ მთავარ მარკერად, როცა ანთროპოცენტრიზმს


ადამიანური ღირებულებების პრიმატიც მოჰყვა, მიაჩნიათ

ა. იოანე შავთელის ოდები ბ. რუსთველის პოემა გ. ,,ქართლის ცხოვრება“

21. „ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა,“ – ფსალმუნის ამ სიტყვებს პეტრიწი


მათ წინააღმდეგ იყენებდა, ვინც ღვთის შემეცნებისას ასტროლოგიას

ა. აღმერთებდა ბ. უარყოფდა გ. სწავლობდა

22. გელათურ დისციპლინებს უნდა დაესაბუთებინათ არსებობა და


ჭეშმარიტება

ა. დიოფიზიტიზმისა ბ. სამებისა გ. მონოფიზიტიზმისა

23. ,,მზახ“ - ასე გამოთქვამს პეტრიწი მუსიკალური სამხმოვანების ერთ-ერთ


ხმას. იგულისხმება

ა. მეორე ხმა ბ. პირველი ხმა გ. მესამე ხმა

24. ცენტრი არის მამა ღმერთი, რადიუსი - ძეღმერთი, ხოლო


გარშემოწერილობა - სულიწმიდა ღმერთი. ამ დებულებებს ადასტურებდა
,,გელათური“ დისციპლინა
ა. არითმეტიკა ბ. გეომეტრია გ. ფიზიკა

25. ჭყონდიდლისა (ჭყონდიდის ეპისკოპოსის) და მწიგნობართუხუცესის


თანამდებობები მანამდეც არსებობდა, მაგრამ დავითმა, მათი გაერთიანებით,
სამოხელეო იერარქიაში დაამკვიდრა

ა. პირველი ვეზირის ინსტიტუტი ბ. პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი გ.


კათოლიკოს-პატრიარქის ინსტიტუტი

26. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს სახელმწიფო ინტერესები ამოძრავებდა —


მისთვის უცხო იყო ერისკაცისათვის ნიშანდობლივი ,,საცდური“ —
გაეძლიერებინა საკუთარი ოჯახი და სამკვიდრო, რადგან

ა. მეფის ეშინოდა ბ. ბერი იყო გ. ფიცი დაედო

27. მწიგნობართუხუცესი პირველად იხსენიება

ა. X-XI სს. ძეგლში ბ. XI-XII სს. ძეგლში გ. VIII-X სს. ძეგლში

28. მწიგნობრებს ჰქონდათ განსაკუთრებული სამოხელეო ნიშანი

ა. „საწერელი“ ბ. ,,წიგნი წიგნთანი“ გ. ,,საწმერთული“

29. ,,ვერ ადვილად მიემთხუეოდიან მოჩივარნი და დაჭირებულნი და


მიმძლავრებულნი, განაღა ვიეთ-ღა-მე რომელთა საჭიროდ უჴმდის განკითხვა და
შეწევნა მეფობრივი“ - უზენაეს ინსტანციად ამიტომაც დაუწესებიათ

ა. ,,სამეფო კარი“ ბ. ,,დარბაზი“ გ. ,,სააჯო კარი“

30. „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილის


მონოზონისა და მწიგნობართა უხუცესისა მრავალიმცა არიან წელნი“ - ასე
ამკობს მემატიანე დავითის თანამოსაგრეს, რომელსაც რქმევია

ა. სიმონი ბ. გიორგი დ. ეფთვიმე

You might also like