You are on page 1of 8

მოძღვრისგან დალოცვილნი

საკურთხეველის წინ მდგარი მღვდელიმსახურნი და მლოცველები ტაძარში


ანთებდნენ სანთლებს, საკურთხევლის დახშულ კარში ღვთის მსახურნი ჩუმად
ლოცულობდნენ, გარეთ კი მგალობლები ტკბილი ხმით გალობდნენ, მრევლი გასუსული
უსმენდა,რადგან მალე სამეუფე კარი უნდა გახსნილიყოდა ისეო ქრისტეს ჯვარიდან
გარდამოხსნის დღე მოეხსენიებინათ, იესო ქრისტეს ქანდაკებასთან იდგა ნოდარი ის
თვალებს აცეცებდა, ტაძარში ნაცნობებს ეძებდა, უცებ მისი მზერა პირდაპირ მდგარ
ქალიშვილზე შეჩერდა, ეს იყო ქერა მწვანე თვალება გოგონა, თავი შავი შარფით შეემოსა,
რაც მის თეთრ სახეს უფრო ნათელ ფერს აძლევდა, ის სევდიანი თვალებით
ათვალიერბდა ტაძარს, ეტყობოდა დიდი ხანია რაც წმინდა ბარბარეს ეკესიაში არ
ყოფილა, არ უნახავს ახალი გარემონტებულ ტაძარი, კედლები და გუმბათი მოუხატავთ
წმინდანის ფრესკებით, გარდა ამისა უამრავი ახალი ხატებითა შემსილი ეკლესია,
გოგონას თვალები ერთი ფრესკიდან მეორეზე გადაჰქონდა, უზადო ნამუშევარს
საიმოვნებით შესცქეროდა და მოწიწებით ხრიდა თავს მათ წინაშე.

გურამიმ დანახვისთანავე იცნო გოგონა ოთხი წლის წინ დადიოდა ის ამ ტაძარში


ერთი ეკლესიის მრევლს მოძღვარისც ერთი ყავდათ, ერთად იდგნენ აღსარების თუ
შენდობის რიგში, გურამს ძალიან მოსწონდა ქალიშვილი, მაგრამ მის გაცნობას ვერ
ბედავდა, და ვერც ახერხებდა, როცა გაბედა კი სხვამ დაასწრო.

ციცინომ სახე იესოს ქანდაკებასკენ შეაბრუნა და პირჯვარი გამოისახა, უცებ მან


დაჟინებული მზერა იგრძნო, იქით მიიხედა და უცხო მამაკაცის თვალებს შეხვდა,
შერცხვა თავი დახარა, ცნობისმოყვარეობამ სძლია და კვლავ გაიხედა უცხო მომზირალ
სახისკენ, ეს თვალები, ეს გამოხედვა რა შორეულია და ამასთანავე რა ახლობელი უძირო
ზღვა, უძირო სივრცე,უძირო სევდა, თვალები მრავლის მეტყველი, გრძელი შავი
წამწამებით შემოფარგლული, ფართოდ გაშლილი შავი წარბებით დამშვენებული,
პატარა თლილი ცხვირი, ლამაზი ბაგეები, რომელიც მუდამ ხშირ შავ წვერში
იმალება,გასაკვირვია, ასეთ მრგვალ სახეს, დეკეულივით სქელ ყელ-კისერს ასეთი პატარა
ყურები, რომ ამშვენებს. გაახსენდა ციცინოს უცხო მამაკაცი, იცნო თავისი უცნობი
სულიერი ძმა, გაეღიმა:“მას არ მიუტოვებია ტაძარი, ის ისევ თავის ადგილზე დგას,
როგორც ოთხი წლის წინ“_გაიფიქრა ციცინომ.

ყოველ წირვა_ლოცვის დროს იჭერდა ჭაბუკის მზერას, ზოგჯერ ქალური სიამაყით


ივსებოდა, სიამოვნებდა მამაკაცის ყურადღება, ზოგჯერ კი ბრაზობდა და გონებაში
ეჩხუბებოდა:-“ვითომ მორწმუნეა? ტაძარში ასე მოჟინება წესია ვითომ?“_ასე ფიქრობდა
და მზად იყო ეს პირშივე მიეხალა, მაგრამ მისი გამოხედვა ისედაც აფრთხობდა ჭაბუკს...
მერე კი, მერე... თუმცა მერე მერე იყოს ახლა კი ცერემონიას დავუბრუნდეთ.

მალე გაიხსნა კრეტსაბმელი, შემდეგ სამეუფო კარი და სამღვდელოებამ


საკუთხევლიდან გამოასვენა ისეოს( ), ტაძრის წინამძღვარმა დაიკვანს გამოართვა
საცეცხლური და ასრულებდა კმევას, მღვდელ მსახურნი კი გალობდნენ:“ვაი, რა კარგი
საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, თავს...

ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო დიდიება მოთმინებასააა შენსა უფალო


იესოოო“ გალობა იყო გულში ჩამწვდომი, სულის შემძვრელი მორწმუნენი ტიროდნენ
სინანულს გამოთქვამდნენ და პატიებას სთხოვდენენ უფალს.

ციცინო თავ ჩაღუნული იდგა, მარჯვენა ხელისგულზე მარცხენა ხელის ზურგი


მოეთავსებიან,ზოგჯერ მხრები აუცახცახდებოდა და თვალთაგან ცრემლი
წასკდებოდა,ცრემლს მოიწმენდდა, პირჯვარს გადაისახავდა და ისევ პირვანდელ
მდგომარეობას უბრუნდებოდა.

გურამის დავიწყნოდა ყველა და ყველაფერი, ის მხოლოდ ქალზე ფიქრობდა, ქალზე


რომელზეც დიდხანს ოცნებობდა, დაახლოებით ხუთი წლის წინ, ერთ შაბათს ლოცვის
დროს შეამჩნია მშვენიერი ასული, მის მერე ყოველ შაბათ-კვირას ხედავდა, გოგონა
უმეტესად უფროს ქალთან, ალბათ დედასთან ერთად დადიოდა, როცა მარტო იყო ისე
გაიპარებოდა ტაძრიდან გურამი ვერც კი მოჰკრავდა თვალს, ერთ დღეს გადაწყვიტა,
რადაც არ უნდა დასჯდომოდა გაეცნო, უცხო გულისმპყრობელი, ეს მოხდა დიდი
მარხვის ბოლო კვირას დიდ ხუთშაბათს ტაძარში საიდუმლო სერობის ცერემონია
ტარდება წინამძღვარი კითხულობდა თორმეტ გზის სახარებას, მრევლი ანთებული
სანთლებით ხელდამშვენებულნი უსმენდნენ სახარებას, სადაც მითითებული იყო, იესო
ქრისტეს წინასწარმეტყველება თავის წამების შესახებ, აგრეთვე მისი წამება და ხალხის
განწყობა, მაშინ გურამი, როგორც ყოველთვის იესოს ქანდაკებასთან იდგა და
მხურვალედ ლოცულობდა,მასთან ახლოს იდგა ციცინო

გურამი თვალს ვერ სწყვეტდა, ღმერთს ევედრებოდა გონება მოეკრიბა და ესმინა


საიდუმლო სერობისთვის“ როგორ მებრძვის ეშმაკი, იმის მაგიერ, რომ სახარებას გულით
ვუსმინო,ჩავუფიქრდე და განვიცადო თვითვეული ფრაზა... მე კი ქალზე ვფიქრობ
ღმერთო მაპატიე“_ამბობდა ის და პირჯვარს იწერდა, მაგრამ გონებას ვერას უხერხებდა,
მალე მისი ფიქრი დაარღვია მამაკაცის მისალმებამ გურამმა მაშინვე იცნო შოთა, მათ
ჩუმად მოიკითხეს ერთმანეთი, შოთა გურამის თანაკლასელი იყო,თან მის მეზობელი
კორპუსში ცხოვრობდა, შოთამ მის გვერდით დაიკავა ადგილი და მოემზადა
ღვთისმსახურების მოსასმენად მან შეამჩნია, რომ გურამი ვიღაცას უცქერდა გააყოლა მის
მზერას თვალი და ადგილზე გაშეშდა, ქალიშვილის მომხიბლველობამ დანახვისთანავე
დაატყვევა, ეს შენიშნა გურამმა ძალიანაც არ ესიამოვნა, მარა რა უნდა ეთქვა :“ნუ უცქერ
მე მომწონს და მე უნდა გავიცნოვო“_ხომ არ ეტყოდა,როცა სახარების წაკითხვა
დასრულდა, მღვდელმსახურამა გამოაცხადა რომ „ანთებული სანთლები სახლში წაეღო
მრევლს და ყველას თავის სახლში დაენთო“_ ამის გამო რა თქმა უნდა კვლავ ჩაეშალა
გურამს ქალიშვილის გაცნობის გეგმა, სანთლით ხელში უკან ხომ არ გავყვები? იფიქრა
მან და მომავალისთვის გადადო მისი გაცნობა, აღდგომის ღამეს ქალიშვილი შოთასთან
ერთად შევიდა ტაძარში... შემდეგ აღარც ერთი არ გამოჩენილა, ერთი თვის თავზე კი
გზაში შემთხვევით, შეხვდა შოთა და ამცნო, რომ ცოლი შეერთო

_მომილოცავს_ვინ არის ის იღბლიანი?_ჰკითხა გურამმა

_გახსოვს აღდგომას ერთად, რომ მოვედით? წინა დღეებში გავიცანი და გაცნობისთანავე


შემიყვარდა, კუდში დავდევდი,მარა ის შეხვედრაზე და საუბარზე უარს მეუბნებოდა
ავდექი და მოვიტაცე-ახარა ფრთებშესხმულმა შოთამ.

_გურამმა მაშინ იგრძნო თუ რა დაკარგა, გურამის ფიქრი მოძღვრის ქადაგებამ


შეაწყვეტინა ის ქადაგებდა თუ რატომ ღებავდნენ სააღდგომო კვერცხს:_“იესო ქრისტემ
აღდგომის შემდეგ, ზეცად ამაღლებამდე თავისი მოწაფეები დაგზავნა, დედამიწის ყველა
კუთხეში, რათა ყველასათვის ეხარებინათ უფლის აღდგომის შესახებ, საქადაგებლად
წავიდა მარიამ მაგდანელიც, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდა უფლის
მკვდრეთით აღდგომას, რომში ის იმპერატორ ტიბერიუსის წინაშე წარსდგა,
შეხვედრისას კვერცხი გაუწოდა, რადგან უძველესი ჩვეულების თანახმად
აღმოსავლეთში,ასევე იუდეაში, როდესაც უმაღლეს პირთან პირველად ცხადდებიან,
პატივისცემის ნიშნად ისეთი საჩუქარი უნდა მიერთმიაათ, რომელსაც
განსაკუთრებული, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, როდესაც მარიამმა კვერცხი გაუწოდა
იმპერატორს თან ამცნო, რომ „ქრისტე აღსდგა!“

_ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს_უთხრა


იმპერატორმა მოულოდნელად კვერცხმა მართლაც იწყო გაწითლება, როდესაც
ქრისტიანებმა შეიტყვეს ეს ამბავი, მას მიჰბაძეს და იქიდან მოყოლებული, ყოველ
აღდგომის დღესასწაულზე, წითლად შეღებილ კვერცხებს გადასცემენ ერთმანეთს
სიტყვებით_”ქრისტე აღსდგა“_ეს ჩვეულება მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის
საყოველთაოდ მიღებულ წესად გადაიქცა კვერცხის წითელი ფერი მიგვანიშნებს, რომ
კაცობრიობის გამოხსნა და ჩვენი ახალი ცხოვრება მოპოვებულია ჯვარცმული
მაცხოვრის უწმინდესი სისხლით, სააღდგომო კვერცხი არის სიმბოლო უფლის
აღდგომისა, როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭიდან იბადება სიცოცხლე, რომელიც
იყო სავსებით დამალული, ასევე საფლავში მყოფი ქრისტეც აღსდგა სიკვდილის
საუფლოდან ამასთანავე სააღგომო კვერცხი არის სიმბოლო მიცვალებულთა მკვდრეთით
აღდგომისა და მომავალ ცხოვრებაში ჩვენი აღდგომა-განახლებისა“_ ეკლესიის
წინამძღვარი განაგრძობდა ქადაგებას, ის განმარტავდა სახარების იმ თავებს, სადაც
ქრისტეს წამების, მისი გარდამოხსნის და აღდგომის შესახებ იყო მონათხრობი, გურამი
კი მას აღარ უსმენდა , ის უცქერდა ქალს, არც შოთა და არც მისი მეუღლე ტაძარში აღარ
გამოჩენილან, ალბათ სხვა ტაძარში თუ დადიოდნენ, თუმცა ნაკლებ დასაჯერია, რადგან
შოთას დიდად არ სწამდა ღმერთი, მოგვიანებით შეიტყო გურამმა, რომ შოთა ცოლს
გაშორებოდა, ძალიან ეწყინა გურამს მათი ამბავი, იმდენად მოსწონდა ქალი მისთვის
მხოლოდ საუკეთესოს იმეტებდა... და აი, დღეს ამდენი წლის შემდეგ კვლავ შეხვდა,
კვლავ მიეცა მისი ცქერის შესაძლებლობა,“დღეს მაინც გავიცნობ... აუცილებლად, ახლა
მისი სახელიც ვიცი, უნდა გავიცნო, უნდა გაიგოს რას ვგრძნობდი მის მიმართ, წლების
განმავლობაში, წინამძღვარმა ქადაგება დაამთავრა დალოცა თავისი მრევლი და
საკურთხეველში შვიდა, მერვლი ორად გაიყო,მამაკაცების და ქალების ჯგუფად, ისინი
სათითაოდ უნდა მისულიყვნენ იესო ქრისტეს.(......) და მთხვეოდნენ მას, მის შემდეგ კი
მღვდელმსახური ყველას წააცხებდა ზეთს, მანდილოსნებმა წესისამებრ კაცები გაუშვეს
წინ, ციცინო უცქერდა გურამს გაახსენდა ის წლები, როცა ეს უცხო მამაკაცი თვალის
მოუშორებლივ უყურებდა, თუმცა საუბრის გაბმა კი არასოდეს უცდია, თავის მეუღლეც
აქ გაიცნო,მაშინ შოთა ამ უცხო მამაკაცის გვერდით იდგა, ორივე დაჟინებული
შესცქეროდა, ციცინო ბრაზობდა, მათ თავხედობაზე, როცა ეკლესიიდან გავიდა შოთა
უკან გაჰყვა, შემდეგ წამოეწია და გაეცნო შოთა გარეგნობით ნამდვილად სჯობს გურამს
მარა ციცინო თავს იკავებდა მასთან შეხვედრებისგან,რამდენჯერმე სთხოვა პაემანზე
შეხვედრა, მაგრამ ციცინო უარს ეუბნებოდა, შოთა ოცდაოთხი საათი ციცინოს კართან
იყო ატუზული, გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ მოიტაცა, შოთამ თავისი გარეგნობით
და ენამახვილობით მალე დაიპყრო ციცინოს გული,მარა დრო გავიდა და მათი ხასიათი
ერთმანეთს ვერ შეეგუა,მათი უთანხმოების პირველი მიზეზი იყო სარწმუნოება,
დედამთილი მუსლიამანი ჰყავდა,მამამთილი კათოლიკე, მულები იაღოველები
ქმრისთვის კი ყველა სარწმუნოება ნაკლებად მისაღები იყო, ოჯახის წევრები
უკრძალავდნენ ტაძარში სიარულს, ციცინო ითმენდა ყოველთვის, რადგან კარგად
ახსოვდა სოლომონ ბრძენის ქადაგება:“ დამთმენი კაცი გონიერია, ის კი ვინც ადვილად
ღიზიანდება, სიბრიყვეს ავლენს“ ჩუმად ლოცულობდა თავის საწოლთან ღმერთს
სთხოვდა პატიებას წირვა_ლოცვებზე წაუსვლელობის გამო,ევედრებოდა უფალს მისი
მეუღლის სხეულიდან ეშმაკი განედევნა, დედამთილმა ეს შენიშნა და მოსთხოვა
მაჰმადიანობა მიეღო, ციცინომ ბრჭყალებით დაიცვა ქრისტიანობა, რის გამოც
სამუდამოდ შეიძულა დედამთილმა,ამას დაემატა ისიც რომ გინეკოლგის თქმით შვილი
ექვსი წელიწადში ერთხელ ეყოლებოდა , შოთას ხასიათი უფრო გაუფუჭდა, ნუთუ ექვსი
წელი ტყუილად უნდა ვინახო ან მერე კი ეყოლება შვილი, იქნებ უშვილოა და წლებს
წელავს, რათა ჩემთან დარჩეს, ამ ეჭვმა გონება დაუბინდა დაავიწყა სიყვარული, თუ კი
ოდესმე მართლა უყვარდა, ოჯახური კრება მოიწვია და ყველას თანხმობით გადაწყვიტა
გაშორებოდა ცოლს, ციცინოს არ უნდოდა ოჯახის დანგრევა, სთხოვდა არ დაშორებოდა,
მაგრამ შოთას გული ვერაფრით მოულბო.

როგორც ოჯახის შექმნა ასევე დანგრევა უეცრად მოხდა ციცინოს ცხოვრებაში,


ყველასგან განმარტოვებული იჯდა თავის ოთახში და ფიქრობდა თუ როდის რა შეეშალა,
ხალხში გამოჩენის სრცხვენოდა ღორებს და ბოროტ ენებს გაურბოდა ასე გავიდა ერთი
წელი, ერთ მთვარიან ღამეს ძილში წმინდა ბარბარე გამეცხადა და უთხრა:“რად
მისცემიხარ მწუხარს? შენი ადგილი იმ ოჯახში არ იყო, თქვენი ოჯახი უნდა
დანგრეულიყო, რადგან თქვენ ერთი რწმენა არ ქონდათ, და შენც მორევში
გითრევდნენ,ნუ ნერვიულობ თქვენ ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი არ ყოფილხართ,
დაუბრუნდი ღვთის სახლს და იქ ჰპოვე სიხრაული,რადგან სიხარული ნაყოფია ღვთის
სათნო, წმინდა ცხოვრების, იგი შედეგია სულიერი, კეთილშობილებისა და სუფთა
სინდისის,მომავალი საქმრო მორწმუნეებს შორის ეძიე“_ურჩია წმინდა ბარბარემ.

ციცინომ დასძლია თავისი სირცხვილი და წითელ პარასკევს, წმინდა ბარბარეს


ეკლესიას მიაშურა, სადაც დადიოდა გათხოვებამდე და დღეს დგას ტაძარში ეკლესიის
რესტავრაციით აღფრთოვანებული ათვალიერებს ფრესკებს და გული სიხარულით
ევსება.

ზეთისცხების შემდეგ მრევლი თანდათან გავიდა ტაძრიდან, ციცინოს თავისი


მოძღვრის ნახვა სურად,ამიტომ ეკლესიის მსახურ რუს ქალბატონს ჰკითხა თუ როდის
იქნებოდა მისი მოძღვარი ტაძარში, ქალმა შეუბღვირა და დაჰყვირა:_ ახლა კითხულობ
მამა ვიქტორის? თუ იმდენი ხანია არ ყოპილხარ ტაძარში, რომ მოძღვრის ამბავი არ იცი
ახლა რაღა მოგარბენინებდა..._მაპატიეთ ქალბატონო... მე ოჯახური პრობლემები
მქონდა, საწყენად არ მიკითხავს უბარლოდ წლების წინ ამ ეკლესიის მრევლი ვიყავი და
ჩემი მოძღვარი მამა ვიქტორი იყო,

_მსახურ ქალს გული მოულბა და სინანულით უთხრა:_მამა ვიქტორი აღარ გვყვავს,


გარდაიცვალა, აგერ დღეის სწორს ორმოცი ხდება ეკლესიის ეზოშია დასაფლავებული

_ციცინოს ელდა ეცა, ძალიან უყვარდა თავისი მოძღვარი, ქალს სთხოვა საფლავი
ეჩვენებინა, მან ეკლესიის აივნიდან დაანახა მამოს საფლავი, ციცინომ სწრაფი ნაბიჯებით
ჩამოიარა კიბეები და საფლავისკენ გაემართა, დაინახა ამობურცული მიწა, რომელიც
მთლიანად მწვანიით იყო დაფარული, ნაძვის ტოტები, ყვავილებისგან შეკრული
გვირგვინები, ციცინოს მხრები აუცახცახდა მუხლი მოეკვეცა და ის იყო დაეცემოდა,
მაგრამ გურამმა დროულად მიუსწრო ხელი შეაშველა და უთხრა:უნდა გამაგრდეთ მამა
ვიქტორი ყველას დაგვაკლდა,მაგრამ ტირილით და გოდებით ვერაფერს ვუშველით, ჩვენ
მისმა სულიერმა შვილებმა უნდა ვილოცოთ მისი სულისთვის, ციცინოს ახსენდებოდა
მამოსთან საუბრები, მისი ქადაგებები, გაახსენდა პირველად, როგორ აირჩია მამა
ვიქტორი მოძღვრად, რამდენიმე წლის წინ ის და დედამისი შევიდნენ ტაძარში,
დედამისმა დაარიგა ციცინო:“ვისზედაც გული გიკარნახებს ის აირჩიე სულიერ
მოძღვრადო“ ციცინომ შეათვალიერა ოთხივე მღვდელი თვალი მამა ვიქტორიზე შეაჩერა
ის იყო დაბალი, შავგვრემანი შუახნის კაცი მისი თვალებში ისეთი სიკეთე სუფევდა,
ციცინოს მაშინვე უკარნახა გულმა, რომ ყველაზე უკეთ ის გაუწევდა სულიერ მამობას,
მორიდებით მივიდა მასთან და სთხოვა:_დამლოცე მამო

_დამილოცნიხარ შვილო ჩემო, რა გაგჭირვებია

_მე... სულიერ მოძღვარს ვეძებ არჩევანი თქვენზე შევაჩერე... უთხრა მორიდებით


ციცინომ.

და მას შემდეგ გახდა მამა ვიქტორი ციცინოს მოძღვარი, ის თანდათან აზიარებდა


ქრისტიანულ ცხოვრების წეს-ჩვეულებებს არიგებდა თუ როგორ უნდა გადაელახა
ცხოვრებისეული სიძნელეები, გაახსენდა ციცინოს მისი პირველი აღსარება, როდესაც
მამა ვიქტორის დარიგებით პირჯვარი გადაისახა, ემთხვია სახარებას, ჯვარს შემდეგ
სახარებაზე დაადო ხელი და მორცხვად დაიწყო ცოდვების მონანიება სალოსის ნაჭრის
ქვეშ, მამ ვიქტორი ყურადღებით უსმენდა თუმცა ულვაშებში ეღიმებოდა ჩვიდმეტი
წლის გოგონას ცოდვების მოსმენით,

რაც გათხოვდა არც ეკლესიაში მოსულა და არც თავისი მოძღვარი უნახავს, არდა
როგორ უნდოდა თავისი მოძღვრის ლოცვა -კურთხევთ დაეწერა ჯავარი, მაგრამ როგორც
მაგახსენეთ ისეთ ოჯახში ჩავარდა, სადაც ჯვრის წერას არ სცნობდნენ,ოჯახში სადაც
ბევრი პრობლემები ჰქონდა ციცინოს დედ-მამაც ვერ ერეოდნენ მის ცხოვრებაში,ხშირად
უნატრია ციცინოს თავის მოძღვართან საუბარი, მისი რჩევა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ
ბედავდა მასთან შეხვედრას, მოგვიანებით როცა ქმარს გაშორდა სრცხვენოდა გარეთ
გასვლა ეგონა, რომ ყველა მასზე ჭორაობდა, ბოლოს დასძლია თავი ამ კომპლექსებს და
გამოვიდა გარეთ, მის პირველი ვიზიტი ტაძარში მისვლას ეკუთვნოდა, როგორ
ემზადებოდა, სულიერ მამასთან შესახვედრად, აღსარების სათქმელად და ქადაგების
მისაღებად, ამის ნაცვლად მწვანედ შეფერილი საფლავის კონცხი დახვდა, _მჭირდები
მამაო, ძალიან მჭირდები_ჩაიჩურჩულა ციცინომ შემდეგ სანთლები დაანთო და
ჩურჩული განაგრძო_“რა სულმოკლე ადამიანი ვარ, გარდაცვალებულსაც კი დახმარებას
გთხოვ...მაპატიეთ,მაპატიეთ რომ მიგატოვეთ, მივატოვე ღვთის სახლი,მაპატიეთ, რომ
თქვენს პარაკლისს ვერ დავესწარი... ძალიან მტკივა გული, მწამს რომ თქვენ გადალახავთ
ორმოცდღიან ბარიერს ღირსეულად წარდგებით სასამრთლოზე და ცათა სასუფეველში
ღმერთი თავის სიახლოვეს მიგიჩენთ ადგილს, როგორ მინდოდა დღეს აღსარება
ჩამებარებინა, მაგრამ... მაინც გეტყვით... თქვენი სული ხომ ჯერ კიდევ აქ ტრიალებს,
მჯერა, რომ თქვენ გესმით ჩემი მომისმენთ და კვლავ მომცემთ რჩევას, ციცინო უცქერდა
საფლავის თავთან ჩასმულ ჯვარს და ჩურჩულით უამბობდა მოძღვარს თავის
თავგადასავალს, როცა დაასრულა თხრობა წამოდგა და თქვა:“ვიცი, რომ ყველაფერი
გესმით,მიმანიშნეთ როგორ მოვიქცე, ჭეშმარიტი გზა დამანახეთ მამო ვიქტორ როგორ
გავაგრძელო ცხოვრება? ციცინომ ჩანთა გახსნა ცხვირსახოცს ეძებდა მაგრამ ვერ იპოვა,
ხელისგულებით მოიშორა თვალებიდან ლოყებზე ჩამოსული ცრემლები და ხამამღლა
დაამატა გთხოვთ მამო დამეხამრეთ მასწავლეთ მომავლის გზა“... ამ დროს მას
მიუახლოვდა გურამი და ხელსახოცი მიაწოდა, შეიმშრალეთ გეთაყვა ცრემლები,მამა
ვიქტორის არ მოეწონებოდა ასეთი გატეხილი რომ ენახეთ“ უთხრა ქალის უმწეობით
ცრემლ მორეულმა გურამმა.

ციცინომ ახლაღა შეამჩნია ის , შეხედა, მორცხვად ჩამოართვა ცხვირსახოცი მოიწმინდა


სახე და კვლავ შეხედა ჭაბუკს, უცებ მთელს ტანში ჟრუანრტელმა დაუარა, რაღაც
თბილმა ტაომ სხეული დაუხორკლა, უცხო მამაკაცისადმი საოცარი გრძნობა იზიდავდა
შეხედა საფლავს, პირჯვარი გადიწერა, უცებ ამოვარდა ნაივი საფლავის გარშემო მდგარი
ხეებს ტოტები შეუტოკდა,ყველა ტოტი ერთად შეიკრა და გურამის მიმართულებით
გადაქანდნენ,მწვანე ხასხასა ბალახმა თავები ერთმანეთს მიაწებეს და ყველა ერთნაირად
გურამისკენ მოჰქროდნენ, ციცინომ შეხედა საფლავს, შემდეგ გურამს და მიხვდა, რომ ეს
მინიშნება იყო, მამა ვიქტორმა მიანიშნა თუ როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრების
გზა, ციცინომ ერთხელ კიდევ გადაიწერა პირჯვარი,მადლობა გადაუხადა მამა ვიქტორს
დალოცვა სთხოვა, შემდეგ გურამს მიუბრუნდა და უთხრა: დროა წავიდეთო“...

მოძღვარმა ლოცვა -კურთხევა გაატანა მათ...

*********************

ტაძრის ეზოში ბევრ ხალხს მოეყარა თავი, იმ დღეს ამ ეკლესიის მღვდელმსახურის


დეკანოზი მამა ვიქტორის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა, ტაძარში
მოდიოდნენ მამა ვიქტორის ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები და სულიერი
შვილები, საფლავთან მწვანე თვალება ახლაგაზრდა ქალი ტრიალებდა, რომელსაც მამა
ვიქტორის გამო სევდიანი თვალები ჰქონდა,მაგრამ სახეზე ბედნიერება დასთამაშებდა,ის
მამა ვიქტორის საფლავის ქვის გარშემო გაზაფხულის ყვავილებს რგავდა , ალბათ
მიხვდით ეს ქალი ვინც იყო?! დიახ, ეს ციცინო გახლდათ, მასთან ახლოს ნაძვის ხის ქვეშ
იდგა გურამი, რომელსაც გულზე მიხუტებული ჰყავდა თავისი საყვარელი ქალიშვილი
ორი თვის მარიამი, ნაძვი თავისი ახლად ამოსული ყლორტებით მოწიწებით ხრიდა თავს
ბედნიერი წყვილის წინაშე,

დღეს მარიამი პირველად უნდა ეზიაროს, უნდა დაადგეს ქრისტიანული ცხოვრების


პირველ ნაბიჯებს, უნდა შეიცნოს ჭეშმარიტი ცხოვრების გზა, ამაში მისი მორწმუნე
მშობლები დაეხმარებიან, ღმერთი ანგელოზს მუდამ დაიფარავს, მამა ვიქტორის სული
კი მათი აღსარების მოსასმენდა მუდამ მზად იქნება და მუდამ დალოცავს...
2004 წელი.23 მარტი

X
L. Lapanty
L. Lapanty

You might also like