You are on page 1of 104

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი

მ. დათუაშვილი ი. უგრეხელიძე ი. ჩარკვიანი

ტანსაცმლის მხატვრული
კონსტრუირება

ლექციების კურსი პროფესიული სწავლების მე-4


საფეხურის სტუდენტებისათვის

ქუთაისი 2014
რეცენზენტი: აკადემიური დოქტორი ქ. ჩირგაძე
ნაშრომი ,,ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირება“ ეძღვნება
სამკერვალო ნაკეთობათა (ტანსაცმლის) კონსტრუქციული დაგეგმარების
საკითხებს. მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტანსაცმლის წარმოების სფეროს
დღევანდელ პირობებში ესაჭიროება მაღალ-კვალიფიფიცრი სპეციალისტები,
რომლებსაც დროის მინმიმალურ მონაკვეთში შეეძლებათ მწარმოებლისათვის
ეკონომიურად მიზანშეწონილი და მომხმარებლის მზარდი მოთხოვნილებების
დამაკმაყოფილებელი ნაწარმის დაგეგმარება. დაგეგმარების პროცესების
ეფექტურობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული აღნიშნულ სფეროში
დაკავებულია სპეციალისტების მიერ სხვადასხვა ფორმის, სილუეტისადა აჭრის
ტანსაცმლის შექმნის თანამედროვე მეთოდების გამოყენებაზე. ნაშრომში
განხილული საკითხების ცოდნა აუცილებელია სამკერვალო ნაკეთობათა
დაგეგმარების სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის. მოცემულ
სახელმძღვანელოში მოყვანილი კონსტრუირების მეთოდები ადვილად გასაგები
და მისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისათვის.
ნაშრომში განხილულია ზედა და სათავიანი ნაწარმის, ჩჩაკერებული
სახელოსა და საყელოთა კონსტრუირების ტრადიციული და არატრადიციული
ხერხები. განხილული საკითხები საინტერესო იქნება სამკერვალო ნაკეთობათა
ტექნოლოგიის უმაღლესი სასწავლებლების, ისე პროფესიული განათლების
სტუდენტებისათვის.

© akaki wereTlis saxelmwifo universitetis gamomcemloba

mesfbcb7 $^__7 sfvfh vtabc %)8 ntk85 @$ __ @!

2
შესავალი

ტანსაცმლის კონსტრუირება – ეს არის ხელოსნობის,


მეცნიერებისა და ხელოვნების ნაზავი. კონსტრუირების
საქმეში წარმატების მიღწევისათვის აუცილებელ
წინაპირობას წარმოადგენს გაგაჩნდეს შესაბამისიცოდნა,
მხატვრული ნიჭი, გამოცდილება, ინტუიცია, მოთბინება და
მუდმივად ილტვოდე თვითსრულყოფისაკენ.
ტანსაცმლის კონსტრუირების ძირითადი ამოცანას
ტანსაცმლის დეტალების კონფიგურაციისა და მათი ზომების
განსაზღვრა წარმოადგენს. აღნიშნულ პროცესის საბოლოო
მიზანს კონკრეტული თვისებების მქონე ბრტყელი
მასალისაგან (ქსოვილისაგან) ნაწარმისათვის საჭირო
მოცულობითი ფორმების მიღება წარმოადგენს. სასურველი
მოცულობითი ფორმის გარდა ტანსაცმელმა უნდა
უზრუნველყოს მოძრაობის თავისუფლება, შეინარჩუნოს
ესთეტიური ღირებულება და დააკმაყოფილოს მისდამი
წაყენებული სხვადასხვა მოთხოვნილებები. აღნიშნულიდან
გამომდინარე ტანსაცმლის კონსტრუირება საკმაოდ რთული
პროცესია, რომელიც საბოლოო ჯამში მხატვრული და
ტექნიკური ამოცანების გადაჭრას ემსახურება.
ტანსაცმლის მხატვრული დაგეგმარების ამოცანას
მოდური ფორმისა და აჭრის ტანსაცმლის შექმნა
წარმოადგენს. აღნიშნულ პროცესში აუცილებელია ნაწარმის
ნაწილებსა და საჭირო ფორმებს შორის შესაბამისი
პროპორციების მოიძებნა, დეტალების წყობაში რიტმის
გსნსაზღვრა და სხვა.

3
ტანსაცმლის ტექნიკური დაგეგმარების ამოცანას
გრაფიკული ხერხებითა და გაანგარიშების მეთოდით ისეთი
კონსტრუქციის აგება წარმოადგენს, რომელიც ფიგურაზე
იქნება კარგად მორგებული, მომხმარებლისათვის იქნება
მოსახერხებელი და მასალის გამოჭრისას იქნება
ეკონომიური.
ტანსაცმლის რაციონალური კონსტრუქციის მისაღებად
საკმარისი არ არის მხოლოდ ტექნიკური ამოცანების
გადაჭრა. აღნიშნულის გარდა აუცილებელია:
– მიმდინარე სეზონისა და მოდის პერსპექტიული
მიმართულებების ცოდნა;
– მოდელის სილუეტის, აჭრისა და ფორმების
გაანალიზების უნარი;
– მომხმარებლის ფსიქოლოგიის ცოდნა;
– ელემენტარული პლასტიკური ანატომიისა და
მომხმარებლის ფიგურის ტიპოლოგიის ცოდნა;
– მასალათა თავისებურებების ცოდნა;
– ნაწარმის დეტალებისა და კვანძების დამუშავების
რაციონალური მეთოდების ცოდნა.
ამრიგად, ტანსაცმლის კონსტრუქციული დაგეგმარების
პროცესში კონსტრუქტორის წინაშე დასმული ამოცანები
ძალზე მრავალწახნაგოვანია და მოითხოვს სხვადასხვა
საკითხების სრულყოფილ გაანალიზებას. Mმოცემულ
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ყველა აუცილებელი
მეთოდური ახსნა-განმარტებები, რომელიც საშუალებას
მისცემს ზემოთხსენებული საკითხებით დაინტერესებული
პირებს შეიძინონ ტანსაცმლის კონსტრუირებისათვის
აუცილებელი პროფესიული უნარ ჩვევები და წამატებით
გამოიყენონ შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში.

4
1. ფიგურის ანთროპომორფოლოგიური
მახასიათებლები
1.1. ფიგურათა დახასიათება ტანადობის მიხედვით

ადამიანის სხეულის გარეგნული ფორმის განმსაზღვრელი


ძირითადი მორფოლოგიური ნიშნებია ტანაგებულება,
ტანადობა და პროპორციები. აღნიშნული ნიშნები გავლენას
ახდენს ტანსაცმლის კონსტრუქციაზე, ამიტომ აუცილებელია
მათი შესწავლა და გათვალისწინება ტანსაცმლის
დაგეგმარებისას.
ტანაგებულება წარმოადგენს ადამიანის ყველაზე მკაფიოდ
გამოხატულ გარეგნულ მახასიათებელს. ის განსაზღვრავს
მსგავსებასა და განსხვავებას როგორც ადამიანებს შორის, ისე
ეთნიკურ ჯგუფებს, ეროვნებებსა და რასებს შორის. ადრეულ
ასაკსა და მოხუცებულობაში ტანაგებულობის განსაზღვრა
რთულია, რადგან ის ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, ან უკვე
შეიცვალა განვლილი წლების, ჩვეული ცხოვრების წესის და
გადატანილი ავადმყოფობების შედეგად .
ადამიანის ტანაგებულება განისაზღვრება რიგი
ფაქტორებით, რომელთა შორის პირველ რიგში აღსანიშნავია
მემკვიდრული ფაქტორი და ადამიანის ცხოვრების მანძილზე
(სიცოცხლის განვითარების პროცესში) შეძენილი ფაქტორები,
როგორიცაა – სოციალური პირობები, კვება, გადატანილი
ავადმყოფობები, შრომის პირობები, სპორტი.
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე განასხვავებდა ტანადობას კარგ
და ცუდ, ძლიერ და სუსტ, მკვრივ და მოშვებულ, ხმელ და
სქელ ჯგუფებად. ძველინდური მედიცინის მიხედვით

5
ადამიანები ტიპოლოგიურად ხასიათდებოდა, როგორც
„გაზელი“, „ძროხა“, „ლანი“, „სპილოსებრი ძროხა“ და ა.შ.
სპეციალურად სამკერვალო მრეწველობისათვის ერთ-
ერთი, ბოლო დროს შემუშავებული სქემაა „ЦОТШЛ“-ის
კლასიფიკაცია, რომელიც ეყრდნობა მოსახლეობის
ანთროპომორფოლოგიურ გამოკვლევებს და ითვალისწინებს
კუნთოვანი სისტემისა და ცხიმოვანი ფენის განვითარების
ხარისხს და განაწილების ხასიათს (ნახ 1.1). ეს კლასიფიკაცია
ასახავს როგორც ფიგურის მორფოლოგიურ თავისებურებებს,
ისე მის ზომით ნიშნებსაც. აღნიშნული კლასიფიკაციის
მიხედვით ფიგურები განხილულია ფრონტალურ და
პროფილურ პროექციებში, ფიგურის ტიპები განისაზღვრება
მკერდისა და თეძოს გარშემოწერილობების დონეზე აღებული
ზომითი ნიშნების − ფიგურის განივი და წინა-უკანა
დიამეტრების სიდიდეების შედარებისა და მათი
ურთიერთგანლაგების ხასიათის მიხედვით.
ზემოდასახელებული ნიშნის (განივი და წინა-უკანა
დიამეტრები, პროექციული ზომები, სისრულითი ჯგუფები)
გათვალისწინებით დამუშავებულია კლასიფიკაციის სქემა,
რომელშიც გამოყოფილია შემდეგი ტიპები:
− ტანაგებულების გაწონასწორებული ტიპი წინა ხედიდან
და გვერდიდან, რომელიც მიეკუთვნება II სისრულით ჯგუფს
(იშვიათად I და III) (ნახ. 1.1. ა);
− გაწონასწორებული ტიპი წინა ხედიდან და ზედა ტიპი
გვერდიდან, რომელიც მიეკუთვნება I სისრულით ჯგუფს (ნახ.
1.1. ბ);
− გაწონასწორებული ტიპი წინა ხედიდან და ქვედა ტიპი
გვერდიდან, რომელიც მიეკუთვნება III სისრულით ჯგუფს
(ნახ. 1.1. გ);

6
ნახ. 1.1. ქალის ფიგურების კლასიფიკაცია (ЦОТШЛ-ის
მიხედვით)

7
− ზედა ტიპი წინა ხედიდან და გაწონასწორებული
გვერდიდან, რომელიც მიეკუთვნება 0 და I სისრულით
ჯგუფებს (ნახ. 1.1. დ);
− ტანაგებულების ზედა ტიპი წინა ხედიდან და ზედა
გვერდიდან, რომელიც მიეკუთვნება - II, -1 და 0 სისრულით
ჯგუფებს (ნახ. 1.1. ე);
− ტანაგებულების ზედა ტიპი წინა ხედიდან და ქვედა
გვერდიდან, რომელიც მიეკუთვნება II სისრულით ჯგუფს (ნახ.
1.1. ვ);
− ქვედა ტიპი წინა ხედიდან და გაწონასწორებული
გვერდიდან, რომელიც მიეკუთვნება მე-3 და მე-4 სისრულით
ჯგუფებს (ნახ. 1.1. ზ);
− ტანაგებულების ქვედა ტიპი წინა ხედიდან და ზედა
გვერდიდან, რომელიც მიეკუთვნება მე-2 და მე-3 სისრულით
ჯგუფებს (ნახ. 1.1. თ);
− ტანაგებულების ქვედა ტიპი წინა ხედიდან და ქვედა
გვერდიდან, რომელიც მიეკუთვნება მე-4, მე-5 და მე-6
სისრულით ჯგუფებს (ნახ. 1.1. ი).
[ЦОТШЛ]-ის კლასიფიკაციის სქემის მიხედვით
სარტყელიანი ნაწარმის დაგეგმარებისათვის თეძოს, მუცლისა
და დუნდულა კუნთის წელის ხაზიდან გამოშვერილობის
ხასიათისა და ურთიერთგანლაგების მიხედვით გამოყოფილია
ქალის ტანაგებულების სამი ტიპი (ნახ. 1.2.):
I ტიპი − ფიგურა თეძოს, დუნდულა კუნთისა და მუცლის
წელიდან თანაბარი (მცირე, ზომიერი ან დიდი)
გამოშვერილობით, ე.ი. წინხედსა და პროფილში წელში
გამოყვანილობის მიახლოებით თანაბარი ხასიათი. (ნახ.1.2. ა).

8
II ტიპი − ფიგურა წინა ხედიდან წელში გამოყვანილი
(გამობურცული თეძოთი) - თეძოს უფრო დიდი
გამოშვერილობით (დუნდულა კუნთთან შედარებით),
პროფილში - ბრტყელი, ზომიერად მრგვალი, ფიგურის შუა
ადგილას კონცენტრირებული, ან გამოშვერილი (იშვიათად
დიდი და თანაბრად განაწილებული ზედაპირის მქონე,
გამოშვერილობით წელის ხაზს ქვემოთ) მუცლით. (ნახ.1.2. ბ)

ა ბ გ
ნახ. 1. 2. ქალის ფიგურების კლასიფიკაცია სარტყელიანი
ნაწარმისათვის

III ტიპი − ფიგურა წინა ხედიდან წელში უმნიშვნელოდ


გამოყვანილი (ბრტყელი თეძოთი), პროფილში - დუნდულა
კუნთის დიდი გამოშვერილობით (თეძოსთან შედარებით),
ბრტყელი, ფიგურის შუა ადგილას კონცენტრირებული,
ზომიერად მრგვალი, ან გამოშვერილი (იშვიათად დიდი და
თანაბრად განაწილებული ზედაპირის მქონე,
გამოშვერილობით წელის ხაზს ზევით) მუცლით.
ტანსაცმლის ნაწილების პროპორცია და ასევე ტანსაცმლის
შესაბამისობა მთელს ფიგურასთან დამოკიდებულია სხეულის
პროპორციაზე [1].

9
სხეულის პროპორციების შესწავლას საფუძველი ჩაეყარა
უძველესი დროიდან. ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტისა და
ანტიკური სამყაროს სწავლულები ცდილობდნენ ეპოვათ
მათემატიკური კანონზომიერებანი ადამიანის სხეულის
პროპორციებში.
ტანსაცმლის კონსტრუირებისას მნიშვნელობა აქვს
სხეულის პროპორციებს ტანის სიგრძე-სიგანისა და კიდურების
სიგრძის თანაფარდობის მიხედვით, რომლის მიხედვიტაც
არსებობს პროპორციის სამი ძირითადი ტიპი:
დოლიხომორფული, ბრახიმორფული, მეზომორფული (ნახ.
1.3).
ადამიანის სხეულის გარეგნული ფორმის
განსაკუთრებულობას, სხვა მორფოლოგიურ ნიშნებთან ერთად,
განსაზღვრავს ტანადობა, ის ტანსაცმლის
კონსტრუირებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი და
უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია,
ტანადობის საფუძველს ხერხემალი წარმოადგენს და
ამიტომ ის დამოკიდებულია ხერხემლისა და გულმკერდის
ბადის კონფიგურაციაზე (სიმრუდეებზე), ასევე თავისა და
მხრის სარტყელის, მენჯისა და ფეხების
ურთიერთგანლაგებაზე.

10
ტანადობის ფორმირება იწყება ადრეულ (6-8 წლის) ასაკში
და გრძელდება ზრდასრულობის პერიოდშიც. ის როდია რაღაც
უცვლელი, დაბადებიდან თანდაყოლილი, არამედ იცვლება
ყოფა-ცხოვრების, შრომის პირობების და სპორტული
ვარჯიშების ზეგავლენით; ერთი და იგივე ადამიანის
ტანადობის ცვალებადობაზე გავლენას ახდენს ასაკი, ნერვული
სისტემის მდგომარეობა, დღე-ღამის პერიოდი, გამოყენებული
ფეხსაცმელი და სხვა.

ნახ. 1.3. ქალთა ტიპები პროპორციის მიხედვით:


ა–დოლიხომორფული; ბ – მეზომორფული; გ – ბრახიმორფული

11
ტანსაცმლის კონსტრუირებისას გათვალისწინებულ უნდა
იქნას ქალის ტანადობის სამი ძირითადი ტიპი: ნორმალური,
მოხრილი და გასწორებული. (ნახ. 1.4).

ა ბ გ
ნახ. 1. 4. ქალის ტანადობის ტიპები: ა – ნორმალური: ბ –
მოხრილი; გ – გასწორებული

1. ნორმალური – ხერხემალს უჭირავს შუალედური,


ნორმალური მდგომარეობა;
2. მოხრილი (ამობურცული ზურგით, ჩავარდნილი
გულმკერდის ბადით, წელის ჩაღრმავების სიმცირით ზურგის
მხრიდან)

12
3. გასწორებული (მოკლე ზურგითა და მაღალი
გულმკერდის ბადით, მომატებულად ჩაღრმავებები წელის
არეში ზურგის მხრიდან).
უნდა აღინიშნოს, რომ კორპუსის გადახრა წინ ან კიდევ
უკან შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახით და მათი
გამომსახველი რიცხობრივი მაჩვენებლები (lზურგი.,lკალთა,hმხ.დახ)
მერყეობდეს საკმაოდ დიდ შუალედებში. შესაძლებელია
ფიგურას გააჩნდეს ორმაგი ტანადობის ნიშნებიც. მაგალითად
შეიძლება შეგვხვდეს ფიგურა მომრგვალებული ზურგითა და
საკმაოდ მაღალი გულმკერდის ბადით ანდა მომრგვალებული
ზურგით, ჩავარდნილი წელის ხაზითა და მკვეთრად
გამოშვერილი დუნდულა კუნთებით.
4. არასიმეტრიული ფიგურები - მნიშვნელოვნად
განსხვავებული მარჯვენა და მარცხენა ნაწილებით. ასეთ
შემთხვევაში ზომების აღება აუცილებელია ცალ-ცალკე
ნაწილებზე ან კიდევ ყველაზე განვითარებულ მხარეზე.
ჩვეულებრივ, ზომითი ნიშნების მნიშვნელობების აღება
ხდება ადამიანის სხეულის მარჯვენა მხარეზე.
თუკი lკალთ.წელ მეტია lზ-ზე 4-6 სმ-ით, Sმკ =Sზ ან Шზ> Шმკ -
ზე 0,5 – 1 სმ-ით, ტანადობა შეიძლება ჩაითვალოს
ნორმალურად. დიდი ზომებისათვის (52-ზე ზემოთ) Sზ -სა და
Sმკ შორის სხვაობამ შეიძლება მიღწიოს 5-6 სმ.
თუკი სხვაობა lკალთ.წელ-სა და lზ-ს შორის მეტია 5-6 სმ-ზე,
ხოლო Sმკ განიერია Sზ-ზე 1-2 სმ-ით ფიგურის შეიძლება
ვუწოდოთ პირობითად გადაღუნული. უნდა
გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მოსახლეობის 70-80% -ს
მოხრილი ტანადობის ფორმა გააჩნია.

13
1.2. ადამიანის სხეულის ზომითი დახასიათება
1.2.1.ფიგურის გაზომვა

ადამიანის ფიგურის გაზომვის პროცესში საორიენტაციო


წერტილებად შეიძლება გამოყენებული იქნას (ნახ. 1.2.1):
1. მეშვიდე მალის გამოშვერილი წერტილი
2. კისრის ძირის წერტილი
3. ლავიწის ძვლების შუა წერტილი
4. მხრის წერტილი
5. იღლიის ჩაღრმავების უკანა კუთხის წერტილები
6. იღლიის ჩაღრმავების წინა კუთხის წერტილები
7. ბეჭის ძვლების წერტილები
8. საწოვარი წერტილი
9. ზურგის შუა წერტილი წელის ხაზზე
10. გვერდითი წერტილები წელის ხაზზე
11. წინა შუა წერტილი წელის ხაზზე
12. მუცლის ამობურცულობის დამაფიქსირებელი
წერტილი
13. თეძოს წერტილები
14. მუხლის წერტილები
15. კოჭის წერტილები
16. იდაყვის წერტილები
17. ცერა თითის პირველი სახსრის წერტილი
18. მაჯის წერტილი

14
ნახ. 1. 2. 1. ადამიანის ფიგურის ძირითადი წერტილები

15
1.2.2.ზომითი ნიშნების აღნიშვნა:

Φ- გარშემოწერილობები
О- ნახ. გარშემოწერილობები
S- სიგანეები
l - სიგრძეები
h- სიმაღლეები
C- ცენტრებს შორის მანძილები
ზომითი ნიშვნის აღნიშვნებზე მიწერილი ინდექსები
მიუთითებს გაზომვის უბნებს. უნდა აღინიშნოს, რომ ზომითი
ნიშნების სიზუსტე მეტად მნიშვნელოვანია ტანსაცმლის
დამზადების პროცესში. სიზუსტის კოეფიციენტი მაღალი
იქნება, თუკი გაზომვებს ჩავატარებთ ტანსაცმლის გარეშე,
თეთრეულის ზემოდან. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია
წელის ხაზის დაფიქსირება, რადგან მის მდებარეობაზეა
დამოკიდებული ტანსაცმლის საბალანსო განზომილებები (lკალთა
და lზურგი). აღნიშნული გაზომვები უნდა ჩატარდეს მას შემდეგ,
რაც წელის ხაზს დავაფიქსირებთ რეზინის ან თამასის ზოლების
მეშვეობით [2;3].
აუცილებლად საჭირო წერტილების (ცარცით ან
ქინძისთავებით) დაფიქსირების შემდეგ ხორციელდება
გაზომვა. ზომითი ნიშნები აიღება გამოყვანაზე დანამატის
გარეშე ნაწარმის სიგრძეების დაფიქსირებით.
ფიგურის მთელ პერიმეტრზე გამავალი ზომების ჩაწერა
ხორციელდება განახევრებული ფორმით.
ფიგურის გაზომვა როგორც წესი ხორციელდება ნაწარმის
სახის (ფასონის) დადგენის შემდეგ. აუცილებელია
გამოვიმუშაოთ გაზომვებისა და მათი მნიშვნელობების
დაფიქსირების გარკვეული წესები. ჩანაწერის გაკეთებისას

16
აუცილებელია აღვნიშნოთ ფიგურის თავისებურებები (მაგ.
გამოშვერილია მარცხენა ბეჭის ძვალი, მარჯვენა მხარი
მარცხენაზე მაღალია და სხვა).

1.2.3. ზომების აღება

როგორც გამზომისათვის, ასევე კონსტრუქტორის შესას-


რულებელი სამუშაოს გასამარტივებლად ყოველ ზომით ნიშანს
მინიჭებული აქვს თავისი რიგითი ნომერი (ნახ.1.2.2 და 1.2. 3)
აგრეთვე ზომითი ნიშნის პირობითი აღნიშვნა გარკვეული ასოე-
ბის სახით შესაბამისი მიწერილი ინდექსებით.
გაზომვათა თანმიმდევრობა:
ზურგი:
lნაწ- ნაწარმის სიგრძე კისრის მეშვიდე მალიდან სასურველ
სიგრძემდე.
lზ - ზურგის სიგრძე-კისრის ძირიდან წელის ხაზამდე
hმხ.დ - მხრის სიმაღლე დახრილად -მხრის წერტილიდან
წელის შუა წერტილამდე ზურგზე
lგვერდულ - გვერდულის სიგრძე - იღლიის ჩაღრმავების უკანა
კუთიდან წელის ხაზამდე.
lქვედა კაბა - ქვედა კაბის სიგრძე -გვერდის წერტილიდან
წელის ხაზზე სასურველ სიგრძემდე.
Sზურგ - ზურგის სიგანე - იღლიის უკანა კუთხეებს შორის
მანძილი ბეჭის ძვლებზე გავლით. მნიშვნელობა ფიქსირდება
განახევრებული სახით.

17
Sმხ - მხრის სიგანე მხრის წერტილებს შორის მანძილი; lმხ-
მხრის სიგრძე - მანძილიკისრის ძირიდან მხრის წერტილამდე.
გვერდიდან:
lსახ - სახელოს სიგრძე - სწორი ხელის შემთხვევაში მხრის
წერტილიდან ცერა თითის პირველ სახსრამდე და მოღუნული
ხელის შემთხვევაში მაჯის წერტილამდე.
Фმხ - მხრის გარშემოწერილობა - ჰორიზონტალურად
მხრის ყველაზე განიერ ადგილზე.
Фმაჯ - მაჯის გარშემოწერილობა.
წინიდან:
lკალთა - კალთის სიგრძე წელამდე - კისრის ძი რიდან
წელამდე საწოვარ წერტილზე გავლით.
h მკ - მკერდის სიმაღლე - კისრის ძირიდან საწოვარ
წერტილამდე.
hმხ - მხრის დახარა კალთაზე - ქალებისათვის მხრის
წერტილიდან საწოვარ წერტილამდე, მამაკაცებისათვის - მხრის
წერტილიდან წელის ცენტრამდე წინიდან.
Oკის - კისრის ნახევარგარშემოწერილობა - ლენტი გადის
მეშვიდე მალისა და კისრის ძირის წერტილებზე.
Oმკ - მკერდის ნახევარგარშემოწერილობა - ლენტი გადის
ბეჭის ძვლების ფუძეებზე იღლიის ჩაღრმავების უკანა
კუთხეებსა დ საწოვარ წერტილებზე.
Oწელ - წელის ნახ გარშემოწ. -წელზე შემოჭერილი რეზინის
ან გლუვი ზონარის გასწვრივ.
Oთეძ - თეძოს ნახ. გარშემოწერილობა - დუნდულა
კუნთების ყველაზე გამოშვერილ წერტილებზე მუცლის
ამობურცულობის ჩათვლით.

18
Sმკ.1 - მკერდის სიგანე 1 -იღლიის ჩაღრმავების წინა
კუთხეებს შორის მკერდის ქვემოთ გატარებული ლენტით
(განახევრებული).
Sმკ.2 - მკერდის სიგანე 2 - იღლიის ჩაღრმავების წინა
კუთხეებს შორის საწოვარ წერტილებზე გავლით
(განახევრებული).
Сმკ - საწოვარ წერტილებს შორის მანძილი
(განახევრებული).
ზომები შარვლისათვის:
hჩაჯდ - ჩაჯდომის სიმაღლე - სკამზე დამჯდარი
ადამიანისათვის მანძილი სკამიდან წელის ხაზამდე.
hდუნდ - დუნდულა კუნთის სიმაღლე - იატაკიდან (ან
ქუსლიდან) დუნდულა კუნთამდე.
lშარვლ - შარვლის სიგრძე - წელის გვერდის წერტილიდან
იატაკამდე ან ქუსლამდე.
განივი ზომების ნაწილს ზომავენ მთლიანად (გარშემოწე-
რილობები – კისერი, მკერდი, წელი, თეძო; სიგანეები – მკერდი,
ზურგი; საწოვარა წერტილებს შორის მანძილი), მაგრამ მათი ჩა-
წერა ხდება როგორც ნახევრის (Oკის , Oმკ, Oწელ, Oთეძ, Sზურგ, Sმკ, Cმკ),
რაც აიოლებს ტანსაცმლის კონსტრუქციის გაანგარიშებას [4;5].

19
ნახ. 1. 2.2. გარშემოწერილობებისა და მაღლივი
წერტილების გაზომვის სქემა

20
ნახ. 1.2.3. სხეულის ზედაპირზე ზომითი ნიშნების
გაზომვათა სქემა

21
ქვემოთ განხილული ქალის ფიგურის ზომითი ნიშნების
ჩამონათვალი საშუალებას გვაძლევს ავაგოთ ზედა და სათავია-
ნი ნაწარმის კონსტრუქციები რეკომენდირებული მეთოდიკის
გამოყენებით (27 ზომითი ნიშანი). ისინი წარმოადგენენ დამატე-
ბით ინფორმაციას ტექნიკური ნახატების შესაქმნელად [6;7].
1 – სიგრძე . იზომება ვერტიკალურად იატაკიდან თავის
უმაღლეს წერტილამდე
3 – ლავიწის წერტილის სიმაღლე – იზომება ვერტიკალუ-
რად იატაკიდან ლავიწის წერტილამდე.
4– კისრის ფუძის წერტილის სიმაღლე – იზომება ვერტკი-
ალურად, დაცილება იატაკიდან კისრის ძირის წერტილამდე.
5 – მხრის წერტილის სიმაღლე– იზომება ვერტიკალურად,
დაცილება იატაკიდან მხრის წერტილამდე
6 – საწოვარი წერტილის სიმაღლე – იზომება ვერტიკალუ-
რად, დაცილება იატაკიდან მკერდის ყველაზე გამოშვერილ
წერტილამდე.
7 – წელის ხაზის სიმაღლე – იზომება ვერტიკალურად, და-
ცილება იატაკიდან წელის ხაზამდე.
9 – მუხლის წერტილის სიმაღლე – იზომება ვერტიკალუ-
რად, დაცილება იატაკიდან მუხლის წერტილამდე
10 – კისრის წერტილის სიმაღლე– იზომება ვერტიკალუ-
რად, დაცილება იატაკიდან კისრის წერტილამდე
11 – იღლიის ჩაღრმავების უკანა კუთხის სიმაღლე –იზომე-
ბა ვერტკალურად, დაცილება იატაკიდან იღლიის ჩაღრმავების
უკანა კუთხემდე.
12 – დუნდულა კუნთების ნაკეცებქვეშა სიმაღლე – იზომე-
ბა ვერტკალურად, დაცილება იატაკიდან დუნდულა კუნთების
ნაკეცების შუამდე.

22
13 – კისრის გარშემოწერილობა – ლენტა უკანა მხარეს გა-
დის კისრის წერტილზე, გვერდიდან და წინიდან უშუალოდ
კისრის ძირზე, ოდნავ ეხება ლავიწის წერტილს.
14 – მკერდის გარშემოწერილობა პირველი – ზურგზე
ლენტა მიმართულია ჰორიზონტალურად, ლენტის ზედა მხარე
ეხება იღლიის ჩაღრმავების უკანა კუთხეს. წინა მხარეს ლენტა
გადის მკერდის ფუძეზე და შეპირაპირდება მკერდის მარჯვენა
ნაწილში. ლენტის ზედა მხარეზე აკეთებენ აღნიშვნებს საწოვარა
წერტილების მდებარეობისა და ბეჭის ძვლების ადგილზე.
15 – გულმკერდის გარშემოწერილობა მეორე – ზურგზე
ლენტა გადის ჰორიზონტალურად, ზედა ნაპირი ეხება იღლიის
ჩაღრმავების უკანა კუთხეებს. გადის იღლიის ჩაღმავებაში. წინა
მხარეს ლენტი გადის მკერდის ამობურცულობის უმაღლეს წერ-
ტილებზე და ერთდება მკერდის მარჯვენა მხარეს. გულმკერ-
დის გარშემოწერილობები (პირველი და მეორე) გაზომილი უნ-
და იქნან ერთმანეთის მიყოლებით ზურგის მხარეზე სანტიმეტ-
რული ლენტის მდგომარეობის დაფიქსირებით.
16 – გულმკერდის გარშემოწერილობა მესამე– ლენტი გადი
ჰორიზონტალური მდგომარეობით ტანის გარშემო მკერდის
გარშემოწერილობის უმაღლეს წერტილებზე და ერთდება მკერ-
დის მარჯვენა მხარეს.
17 – გულმკერდის გარშემოწერილობა მეოთხე – იზომება
მხოლოდ ქალებისათვის. ლენტი გადის ჰორიზონტალურად
სხეულის გარშემო უშუალოდ მკერდის ძირზე და ერთდება მის
მარჯვენა მხარეზე.
18 – წელის გარშემოწერილობა – ლენტი გადის ჰორიზონ-
ტალურად სხეულის გარშემო წელის ხაზის დონეზე.
19 – თეძოს გარშემოწერილობა მუცლის ამობურცულობის
ჩათვლით ლენტი გადის დუნდულა კუნთების უმაღლეს წერ-

23
ტილებზე ჰორიზონტალურად სხეულის გარშემო, წინა მხარეს
მოქნილ თხელ ფირფიტაზე, რომელიც მიყრდნობილია მუცლის
ამობურცულობაზე. ლენტი ერთდება სხეულის მარჯვენა მხარე-
ზე.
20 – თეძოს გარშემოწერილობა მუცლი ამობურცულობის
გათვალისწინების გარეშე ლენტი გადის დუნდულა კუნთების
უმაღლეს წერტილებზე ჰორიზონტალურად სხეულის გარშემო
და ერთდება სხეულის მარჯვენა მხარეს.
21 – ბარძაყის გარშემოწერილობა – ლენტი გადის ბარძაყის
გარშემო. მისი ზედა მხარე ეხება დუნდულა კუნთების ჩაღრმა-
ვების ნაკეცის წერტილს და ერთდება ბარძაყის გარე მხარეზე.
25 – მანძილი წელის ხაზიდან იატაკამდე გვერდიდან –
იზომება იატაკიდან წელის ხაზამდე თეძოს ყველაზე ამობურ-
ცულ ადგილზე გავლით
26 – მანძილი წელის ხაზიდან იატაკამდე წინიდან – იზო-
მება იატაკიდან წელის ხაზამდე წინა მხარეზე მუცლის ყველა-
ზე ამობურცულ წერტილზე გავლით.
27 – ფეხის სიგრძე შიგა მხარეზე – იზომება ფეხის შუა მხა-
რეს ფეხებშუა წერტილიდან იატაკამდე.
28 – მხრის გარშემოწერილობა – ლენტის მდგომარეობაა
ჰორიზონტალური. მისი ზედა მხარე ოდნავ ეხება იღლიის ჩაღ-
რმავებულობის უკანა კუთხეს. ლენტას აერთებენ ხელის გარე
ნაწილში.
29 – მაჯის გარშემოწერილობა – იზომება წინა მხრის
ძვლის პერპენდიკალურად მაჯის მიდამოებში იდაყვის ძვლის
ამობურცულ ადგილზე. ლენტას აერთებენ ხელის გარე ნაწილ-
ში.

24
31 – მხრის დახრილობის სიგანე – იზომება კისრის ძირის
წერტილიდან მხრის ცენტრალური ხაზის გასწვრივ მხრის წერ-
ტილამდე.
34 – იღლიის ამოღებულობის სიდიდე წინიდან – იზომება
კისრის წერტილიდან, გადის კისრის ძირის წერტილზე აღნიშ-
ვნამდე სადაც იზომება .
35 – მკერდის სიმაღლე – იზომება კისრის წერტილიდან
კისრის ძირის წერტილზე გავლით მკერდის ყველაზე ამობურ-
ცულ ადგილზე.
35/ – მკერდის სიმღლე პირველი – იზომება კისრის ძირის
წერტილიდან მკერდის ყველაზე ამობურცულ წერტილამდე.
35//– მკერდის სიმაღლე ორი – იზომება აღნიშვნიდან სა-
დაც გადის ხაზი მკერდის ყველაზე ამობურცულ წერტილამდე.
36 –სხეულის სიგრძე წინიდან – იზომება კისრის წერტი-
ლიდან კისრისძირის წერტილის გავლით, მკერდის ყველაზე
ამობურცული წერტილის გავლით წელის ხაზამდე. ზომითი
ნიშნები 34---36 მიზანშეწონილია გაიზომოს თანმიმდევრუ-
ლად.
38 – მხრის უმაღლეს წერტილზე გამავალი რკალი – იზომე-
ბა ვერტიკალურად სიბრტყეში იღლიის ჩაღრმავების უკანა კუ-
თხის წერტილიდან მხრის სახსრის ყველაზე მაღალ წერტილზე
გავლით წინა კუთხემდე უკანა კუთხის დონის ჰორიზონტალუ-
რად.
39 – იღლიის ამოღებულობის სიდიდე უკანა მხრიდან –
იზომება კისრის წერტილიდან აღნიშვნამდე სადაც გადის საზო-
მი ლენტა - განსაზღვრისათვის.
40 – ზურგის სიგრძე წელის ხაზამდე ბეჭის ძვლების ამო-
ბურცულობის გათვალისწინებით – იზომება წელის ხაზიდან
ხერხემლის გაყოლებით, იმ ფირფიტაზე გავლით, რომელიც

25
დაფენილია ბეჭის ძვლების ამობურცულობებზე (ფირფიტის სი-
განე 2 სმ) კისრის წერტილამდე.
41 – მხრის სიმაღლე დახრილია – უმოკლესი მანძილი
წელს ხაზისა და ხერხემლის გადაკვეთის წერტილიდან მხრის
წერტილამდე.
მე-40 და 41-ე ზომითი მნიშვნელობები იღებენ ერთმანეთ-
ზე მიყოლებით.
43 – ზურგის სიგრძე კისრის ძირის წერტილიდან წელის
ხაზამდე – ლენტი გადის წელის ხაზიდან (უკანა მხარეზე) კის-
რის ძირის წერტილამდე ხერხემლის პარალელურად.
44 – სხეულის კისრის ძირზე გამავალი რკალი – ლენტი გა-
დის ხერხემლის პარალელურად უკანა მხარედან წელის ხაზი-
დან კისრის ძირისა და მკერდის ყველაზე ამობურცულ წერ-
ტილზე გავლით წინა მხარეს წელის ხაზამდე.
45 – მკერდის სიგანე – ლენტი მდებარეობს უშუალოდ ისე
როგორც Oმკ 1-ის შემთხვევაში და იზომება იღლიის ჩაღრმავების
წინა კუთხეებს შორის.
45/ – მკერდის დიდი სიგანე – იზომება სანტიმეტრული
ლენტით. იგი გადის მკერდის ამობურცულობის უმაღლეს წერ-
ტილებზე იღლიის ჩაღრმავების წინა კუთხეებზე გამავალ ვერ-
ტიკალებამდე.
46 – მკერდის ცენტრებს შორის მანძილი – იზომება მანძი-
ლი მკერდის ყველაზე ამობურცულ წერტილებს შორის
47 –ზურგის სიგანე– იზომება იღლიის ჩაღრმავების უკანა
კუთხეებს შორის. ლენტი მდებარეობს ჰორიზონტალურად
50 – მუხლის გარშემოწერილობა მოღუნული ფეხის მდგო-
მარეობაში ლენტა გადის მუხლქვეშა ჩაღრმავებაში მუხლის
წერტილზე გავლით. ლენტი ერთდება წინა მხარეს. ფეხი მოხ-
რილია 900-ით.

26
53 –მხრის დიამეტრი – იზომება სხეულის წინა მხრიდან.
ეს არის მანძილი მხრის წერტილებს შორის რბილი ქსოვილების
დეფორმაციის გარეშე.
54 – კისრის განივი დიამეტრი – იზომება მანძილი კისრის
ძირის წერტილებს შორის
57 – ხელის წინა და უკანა დიამეტრი – იზომება ჰორიზონ-
ტალურად იღლიის ჩაღმავების უკანა კუთხის დონეზე.
58 – მკერდის მეორე გარშემოწერილობის წინა და უკანა
დიამეტრი მანძილი ორ ანტროპომეტრულ სახაზავს შორის (ერ-
თი დადებულია მკერდის ყველაზე ამობურცულ წერტილებზე,
მეორე ბეჭის ძვლებზე Oმკ-ის განსაზღვრის დონეზე).
61 – სხეულის ზედა ნაწილის სიგრძე წინიდან – იზომება
მანძილი კისრის ძირის წერტილიდან მკერდის ამობურცულო-
ბაზე გავლით წელის ხაზამდე ან ანგარიშობენ სხვაობას 43 და 44
ზომითი ნიშნების სიდიდეებს შორის.
62– ხელის სიგრძე იდაყვამდე – იზომება მანძილი მხრის
წერტილიდან იდაყვის წერტილამდე.
68– ხელის სიგრძე მაჯის გარშემოწერილობის ხაზამდე –
იზომება მანძილი მხრის წერტილიდან მაჯის გარშემოწერილო-
ბის ხაზამდე.
69 – ხელის ვერტიკალური დიამეტრი – განსაზღვრავენ 11
ზომითი ნიშნის სიდიდის გამოკლების მე-5 ზომითი ნიშნის
მნიშვნელობაზე.
70 – კისრის წერტილიდან მუხლამდე – განსაზღვრავენ
სხვაობით მე-9 და მე-10 ზომითი ნიშნების მნიშვნელობებს შო-
რის.
71 – მანძილი წელის ხაზიდან მუხლამდე – განსაზღვრავენ
სხვაობით მე-9 და 26-ე ზომითი ნიშნების მნიშვნელობებს შო-
რის.

27
74 – კორპუსის მდგომარეობა – იზომება ჰორიზონტალუ-
რად კისრის წერტილიდან ბეჭის ძვლებზე გამავალ სიბრტყემდე
78 – წელის სიღრმე პირველი – იზომება ჰორიზონტალუ-
რად წელის ხაზის დონეზე. მანძილი ბეჭის ძვლებზე გამავალ
სიბრტყესა და წელის ხაზის კუნთებზე დადებულ სახაზავს შო-
რის.
79 – წელის სიღრმე მეორე – იზომება ჰორიზონტალურად
წელის ხაზის დონეზე – მანძილი დუნდულა კუნთების ყველა-
ზე ამოწვერილ წერტილებზე გამავალი ვერტიკალურ სიბრტყე-
სა და წელის კუნთებზე გამავალ სახაზავს შორის.
აუცილებელია, რომ გაზომვები და მათი ჩანიშვნა მოხდეს
ზემოთ ნახსენები თანმიმდევრობით დროთა განმავლობაში
გამომუშავებული უნარ-ჩვევების ხარჯზე აღარ იქნება საჭირო
ზემოთ ნაჩვენები აღნიშვნების მითითება.
ყურადღება გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე
-აუცილებელია შემოწმდეს გამოსაჭრელად გამზადებული
ნახაზი. ამისათვის აუცილებელია კიდევ ერთხელ
ზემოთხსენებული თანმიმდევრობით ავიღოთ ზომები ოღონდ
ამ შემთხვევაში ნახაზიდან.

1.2.4. ნაწარმის ბალანსი

ნაწარმის ბალანსი - ერთმანეთთან დაკავშირებულ


მონაცემთა ურთიერთშეთანხმებაა. საბალანსო მაჩვენებლები
გააჩნია როგორც ზედა, ისე სათავიან ნაწარმსაც [2].

28
კარგად დამჯდარი ტანსაცმელი წარმოუდგენელია
ფიგურაზე სწორი ბალანსირების გარეშე, რომლის დროსაც
ნაწარმის ყველა დეტალი გაწონასწორებულ მდგომარეობაში
იმყოფება. დეტალთა აღნიშნული მდგომარეობა მიიღწევა, თუ:
1. სწორადაა განლაგებული მხრისა და გვერდის
განაჭერი ნაპირები (ემთხვევა ფიგურის შესაბამის წერტილებს).
2. ნაწარმის წელის ხაზი ემთხვევა ფიგურაზე წელის
რეალურ მდგომარეობას.
3. საბალანსო მაჩვენებლების საფუძველს წარმოადგენს
ორი მნიშვნელოვანი ზომითი ნიშანი lკალ.წელ და lზ.
ბალანსის სახეები:
1. ბალანსი დადებითია, როცა lკალ.წელ > lზ.
2. ბალანსი ნულოვანია, როცა lკალ.წელ = lზ.
3. ბალანსი უარყოფითია, როცა lკალ.წელ < lზ.
ბალანსის დარღვევას ადგილი აქვს, როცა:
1. არასწორადაა გაანგარიშებული კისრის განაჭერი
ნაპირის სიგანე.

2. შეუთანხმებელია ზურგისა და კალთაზე იღლიის


ამოღებულობების სიგრძეები.
3. სახელოს იღლიაში არასწორად ჩაკერების
შემთხვევაში.
4. შეკერვის ტექნოლოგიური პროცესების არასწორად
შესრულების შემთხვევაში.

29
2. ტანსაცმლის ზომები და კონსტრუქციული
დანამატები

პირველ ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რომელსაც ვღებუ-


ლობთ ტანსაცმლის დათვალიერებისას, განსაზღვრავს მისი მო-
ცულობითი ფორმა, მისი სილუეტი და კონტურები. კოსტიუ-
მებში მოცულობის ხარისხი გამოვლინდება შეზღუდულ დიაპა-
ზონებში და არ ცილდება ადამიანის ფიგურას როგორც საყრდენ
ზედაპირს. ტანსაცმლის კონსტრუქციის ზომებს, როგორც
მთლიანად ისე ნაწილების მიხედვით, განსაზღვრავენ როგორც
ფიგურის ზომები, ასევე ადამიანის სხეულისა და ნაწარმის თა-
ვისუფლების ხარისხი.
კომფორტულ ტანსაცმელს ხშირ შემთხვევაში „მეორე კანს“
ეძახიან. ეს მოსაზრება გამოდინარეობს იქედან, რომ ადამიანის
„კანი“ სუნთქავს, იცავს სხეულს სიცივისაგან, სიცხისაგან და მე-
ქანიკური დაზიანებებისაგან. იცვლის ზომებს ადამიანის მიერ
შესრულებული ნებისმიერი მოძრაობისას [4].
ტანსაცმლის ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულება მნიშ-
ვნელოვან წილად დამოკიდებულია მის ზომებსა და გამოყენე-
ბულ მასალათა შერჩევაზე.
ელასტიური მასალების გამოყენება საშუალებას იძლევა
მოვახდინოთ ისეთი ტანსაცმლის პროექტირება, რომლის ზომე-
ბი ადამიანის სხეულის ზედაპირთან შედარებით მცირეა (კორ-
სეტული ნაწარმი, საყოფაცხოვრებო და სპორტული ნაწარმი
ტრიკოტაჟისაგან). კონსტრუქციული ზომების დასაშვებ ნორ-
მებში შემცირება გვაძლევს სხეულის ფორმის სრულყოფის
ეფექტს, რაც მიიღწევა სხეულის რბილი ქსოვილების ფორმირე-
ბისა და მოჭიმვის გზით. სხვა სახის ტანსაცმლის შიგა ზომები,

30
სხეულის გარკვეულ უბნებში, იმეორებენ ადამიანის სხეულის
ზედაპირის ზომებს ან მცირეოდენ აღემატებიან მას.
საყრდენ უბნებში (მხრები და თეძო) ტანსაცმელი მჭიდ-
როდ ეკვრის სხეულს და მათი მასიდან გამომდინარე ქმნიან
გარკვეულ წნევით ზემოქმედებას. რაც უფრო მეტია ტანსაც-
მლის საყრდენ ზედაპირთან შეხების ფართობი, მით ნაკლებია
ფართის ერთეულზე მოსული ნაწარმის მასა და შესაბამისად
მცირეა ადამიანის სხეულზე მოსული წნევაც. კონსტრუქციის
საყრდენი უბნების გაზრდა დადებითად მოქმედებს ტანსაც-
მლის სხეულზე მორგების ხარისხსა და თავისუფლად დაშვებუ-
ლი ნაწილების გაწონასწორებაზე. ზედა ტანსაცმლისათვის, სამ-
ხრეებით გაწყობის შემთხვევაში, იზრდება საყრდენი უბნების
ფართი, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მხრის გარშემოწერი-
ლობის სხვადასხვა ინტერპრეტაციები [12].
უბნებში, რომლებიც განლაგებული არიან საყრდენი ზედა-
პირის ქვემოთ, ტანსაცმელსა და ადამიანის სხეულს შორის
იქმნება სიცარიელები. სხვაობას ტანსაცმლის შიგა ზომებსა Lშ.ტ
და ფიგურის შესაბამის ზომებს Lფ შორის უწოდებენ დანამატს
თავისუფალ გამოწყობილობაზე (∆) [1,4].
∆თავ = Lშ.ტ – Lფ
აღნიშნული დანამატი აუცილებელია გულმკერდის,
წელისა და თეძოს გარშემოწერილობებზე. მათი მნიშვნელობა
ძირითადად დამოკიდებულია ნაწარმის სილუეტურ ფორმაზე,
ადამიანის ასაკსა და ტანაგებულებაზე, ნაწარმის სახესა და
პაკეტის სისქეზე.
ტანსაცმლის დაგეგმარებისათვის აუცილებელი
კონსტრუქციული დანამატების აღნიშვნის მიზნით
შესაძლებელია გამოვიყენოთ პირობითი ნიშნები:

31
Δმკ - დანამატი მკერდზე. (დანამატი თავისუფალ
გამოწყობილობაზე)
Δწ - დანამატი წელზე.(დანამატი თავისუფალ
გამოწყობილობაზე)
Δთეძ - დანამატი თეძოზე.(დანამატი თავისუფალ
გამოწყობილობაზე)
Δკის. სიგ. - დანამატი კისრის განაჭერი ნაპირის სიგანეზე.
Δკის.სიმ. - დანამატი კისრის განაჭერი ნაპირის სიმაღლეზე.
Δმხ. გარ. - დანამატი მხრის გარშემოწერილობაზე.
Δპაკ - დანამატი პაკეტის სისქეზე.
ნორმალური ტანაგებულების ფიგურებისათვის დანამატის
მნიშვნელობა მკერდის გარშემოწერილობაზე გადანაწილდება
შემდეგნაირად: ზურგის დეტალზე - 25-30%, იღლიის უბანზე -
50-55%, კალთის დეტალზე - 15-25%.
ვიზუალური მხარის გაწონასწორების მიზნით მოხრილი
ფიგურებისათვის დანამატის მნიშვნელობა კალთის დეტალზე
შესაძლებელია გავზარდოთ 0,5 ÷ 1 სმ-ით.
თავისუფალ გამოწყობილობაზე დანამატის (Δ თავ) იმ მნიშ-
ვნელობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ნაწარმის მოხმარება
(არაწევადი მასალებისათვის) უწოდებენ აუცილებელ მინიმა-
ლურ მნიშვნელობას (Δ თავ.min ). ამ დანამატებმა უნდა უზრუნვე-
ყონ: სუნთქვის თავისუფლება (გულმკერდის ხაზზე), მოძრაო-
ბის თავისუფლება (მაგ. მუხლის არეში შარვლებისათვის), ტან-
საცმლის ქვეშ სავენტილაციო სიცარიელის შექმნა (ისეთი ტან-
საცმლისათვის, რომელიც შექმნილია დაბალი ჰიგიენური
მაჩვენებლებით). საყოფაცხოვრებო ზედა ტანსაცმელში პირველ
რიგში აკონტროლებენ მის ზომებს მკერდის ხაზზე. ამისათვის
მინიმალურად აუცილებელი დანამატის მნიშვნელობას ადგენენ
იმის შესაბამისად, თუ როგორ იცვლება გულმკერდის ნახევრად

32
გარშემოწერილობა ღრმად ჩასუნთქვის შემთხვევაში (მიახლოე-
ბით 2,5%)
Δ თავ.min =0,025 Cმკ.3 = 1 ÷ 1,7 სმ (88.......136 ზომებისათვის)
სამრეწველო ნაწარმთა კონსტრუქციებში მხედველობაში
იღებენ გულმკერდის გარშემოწერილობის მნიშვნელობის გა-
დახრას კონკრეტულ მომხმარებელსა და ტიპიური ფიგურის
მაჩვენებლებს შორის. ამის გათვალისწინებით ხდება ნახევრად
გარშემოწერილობაზე დანამატის გაზრდა განუსხვავებლობის
ინტერვალის ნახევრით.
Δ თავ.min =0,025 Cმკ.3 +1=2 ... 2,7 სმ
Δ თავ.min –ის მიღებული მნიშვნელობები განკუთვნილია
ერთფენიანი ნაწარმებისათვის (თეთრეული, კაბები). მრა-
ვალფენიანი ტანსაცმლის გარე ზომები Lგარე მეტია მის შიგა Lშიგა
ზომებზე. მათ შორის სხვაობას უწოდებენ პაკეტზე დანამატს (Δ
პაკ )

Δ პაკ = Lგარე – Lშიგა

რაც უფრო მეტია მასალების სისქე (ტანსაცმლის პაკეტის


შემადგენელი ნაწილების სისქე), მით მეტია Δ პაკ -ის მნიშვნელო-
ბა. ნახ. 2.1.-ზე ნაჩვენებია პაკეტზე დანამატის გამოთვლის გაან-
გარიშებითი და მულაჟური მეთოდები.
Δ პაკ -ის განსაზღვრისას ადამიანის სხეულის პირობითი ჰო-
რიზონტალური კვეთი წარმოადგენს როგორც კვადრატული ნა-
წილისა (ცენტრში) და გვერდებზე ნახევარწრეების (რადიუსით
Rფიგ) ერთობლიობას. ტანსაცმლის შიგა და გარე ფენების წარმო-
სახვა გვერდითა ნაწილებში ხდება ნახევარწრეების სახით Rშიგა
და Rგარე რადიუსებით . აქედან გამომდინარე პაკეტის სისქე (tპაკ)
ტოლია:

33
tპაკ = Rგარე – Rშიგა (ნახ.2.1. ა.)
Δ პაკ = Lგარე – Lშიგა = πRგარე – πRშიგა =π (Rგარე – Rშიგა)=
= π tპაკ =3,14 tპაკ

ნახ. 2.1. პაკეტზე და თავისუფალ გამოწყობილობაზე დანამატების


(Δ პაკ და Δ თავ) განსაზღვრის სქემები ა) ნაწარმის სიგანეზე,
ბ) Δ პაკ -ის განსაზღვრა მულაჟური მეთოდით, გ) Δ პაკ -ის გან-
საზღვრა ნაწარმის სიგრძეზე

გულმკერდის ნახევრად გარშემოწერილობაზე პაკეტზე


დანამატის მიახლოებით მნიშვნელობად მიღებულია 3 tპაკ. პა-
კეტზე დანამატის განსაზღვრის უფრო მარტივი და მიღებული
მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: პაკეტის მულაჟს (ერთი ზო-
მის სწორკუთხა ნიმუში) მოხრიან 1800-ით ისე, რომ მისი შიგა
შემადგენელი ნაწილი შეეხოს ჰორიზოტალურ სიბრტყეს, რა
თქმა უნდა გარე შრე დაცილებული იქნება ამ სიბრტყიდან. მან-

34
ძილის მნიშვნელობას ჰორიზონტალური სიბრტყიდან გარე
შრის ნაპირამდე იღებენ პაკეტზე დანამატის მნიშვნელობად
(ნახ.2.1. ბ).
ნაწარმის სიგრძეზე დანამატის მნიშვნელობას პაკეტზე ან-
გარიშობენ იმ დეტალებისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან
გადაღუნვას გრძივი მიმართულებით (ნახ. 1.4 გ). მაგალითად,
ზამთრის და დემისეზონის პალტოებისათვის კალთისა და
ზურგის პროექტირებისას ითვალისწინებენ პაკეტზე დანამატს
საზედაპირე, შუასადები და სასარჩულე ქსოვილების სისქეების
მიხედვით [13].
პაკეტზე დანამატს მკერდისა (Δ პაკ.მკ ) და ბეჭის ძვლების
არეში (Δ პაკ.ბეჭ) განსაზღვრავენ ტანსაცმლის ამ უბნებში სილუე-
ტური კონსტურების გადახრის კუთხეების გათვალისწინებით.
(ნახ. 1.4. გ).
Δ პაკ.ბეჭ= γtპაკ ; Δ პაკ.მკ= γtპაკ ;
მხრების არეში პაკეტზე დანამატი შეიძლება განისაზ-
ღვროს ზემოთ მითითებული მეთოდების გამოყენებით. მიღე-
ბული მნიშვნელობების შემდგომი გადანაწილებით შემადგე-
ნელ ნაწილებზე.
პაკეტზე დანამატი წარმოადგენს მინიმალურად აუცილე-
ბელი დანამატის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს მრა-
ვალშრიანი ტანსაცმლისათვის:
Δ თავ.min = 0,025 Oმკ.3 + 1+ Δ პაკ.
მინიმალურად აუცილებელი დანამატის მნიშვნელობის
ზუსტ ანგარიშს აწარმოებენ იმ ნაწარმთა დაგეგმარებისას, რომ-
ლებიც მჭიდროდ ეკვრიან ფიგურას. ყველა დანარჩენ შემთხვე-
ვაში დანამატებს თავისუფალ გამოწყობილობაზე Δ თავ – გადაა-
მეტებენ მინიმალურად აუცილებელ Δ თავ.min -ის მნიშვნელობას.
ეს განპირობებულია იმით, რომ ტანსაცმლის ზომებზე ყველა

35
ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების გარდა არსებობს მათი
ფორმითა ნაირსახეობების შექმნის აუცილებელობა. დანამატის
მნიშვნელობას, რომელიც ერთობლივად მოიცავს პაკეტსა და
თავისუფალ გამოწყობილობაზე შესაბამის მნიშვნელობას კონ-
სტრუქციულ დანამატს (Δ კონსტ) უწოდებენ:
Δ კონსტ = Δ თავ.+ Δ პაკ
სხვადასხვა სახისა და სილუეტის საყოფაცხოვრებო ტან-
საცმლის კონსტრუირებისას იყენებენ სხვადასხვა სამოდელო
ორგანიზაციების რეკომენდაციებს კონსტრუქციული დანამატე-
ბის შესახებ (ცხრილი 2.1). ამ მონაცემების გამოყენებით ახდენენ
ბაზისური კონსტრუქციების (ბ.კ) დაგეგმარებას.

ცხრილი 2.1
სხვადასხვა ფორმისა და სილუეტის ზედა ტანსაცმლის
კონსტრუქციული დანამატები
ტანსაცმლის სახე
Δ მკ.სმ Δ წ.სმ Δ თეძ.სმ Δ მხ.სმ
და სილუეტი
კაბა
გამოწყობილი 2..4 2,5..4 >2,5 5..7
ნახ. გამოწყობილი 3..5 4..7 >2,5 6..8
სწორი 5..8 – მოდ. მიხედვით 7..9
ჟაკეტი
გამოწყობილი 3..5 3..5 3,5..5 7..8
ნახ. გამოწყობილი 8..10
5..8 8..10 4..5
სწორი 9..11
6..9 – მოდ. მიხედვით
პალტო
გამოწყობილი 5..6 3..7 >5 9..10
ნახ. გამოწყობილი 6..9 9..11 >6 10..11
სწორი 8..10 – მოდ. მიხედვით 10..12
ტრაპეცია 7..10 - მოდ. მიხედვით 10..12

36
მოდელურ კონსტრუქციებში დანამატების მნიშვნელობა
შეიძლება განსხვავდებოდეს ბაზისური მნიშვნელობებისაგან.
ბაზისური კონსტრუქციიდან (ბ.კ) მოდელურ კონსტრუქციაზე
(მ.კ) გადასვლას ახდენენ კონსტრუქციული მოდელირების ხერ-
ხების გამოყენებით [4].
ახალი მოდელების შემუშავების პროცესში, კონსტრუქციუ-
ლი დანამატების განსაზღვრისას მიზანშეწონილია შევისწავ-
ლოთ მათი ანალოგიური ნაწარმი ფორმის, მოცულობისა და აჭ-
რის მიხედვით.

3. მოდელის შერჩევა, დახასიათება და


ბაზისური კონსტრუქციის აგება

ნახ. 2.1.-ზე ნაჩვენებია ქალის ტანსაცმლის - მოსასხამის


ორი განსხვავებული მოდელი ზურგისა და კალთის შუა
ხაზზებზე დანაწევრებით. თუკი ნაწარმის წინა მხარს გააჩნია
შესაბნევი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ცენტრალური
განაპირა ხაზები, ხოლო კალთის ცენტრალურ ხაზს ვუწოდებთ
ნახევრადგადახურვის ხაზს. უნდა გვახსოვდეს, რომ
ვერტიკალური ზომები აუცილებლად უნდა განთავსდნენ
ქსოვილის ნაწიბურის პარალელურად.
ზურგის დეტალის ჰორიზონტალებია: იღლიის
ამოღებულობის სიმაღლის, მკერდის სიმაღლის, წელის, თეძოსა
და ბოლოს ხაზები [8].

37
მკერდის უბანში ფორმირებულ ამოღებულობას თავისი
დასახელება გააჩნია: თუ იგი გამომდინაროებს გვერდის
განაჭერი ნაპირიდან, მას ეწოდება გვერდითი, ხოლო თუ მხრის
ხაზიდან - მკერდზედა.

ნახ. 3. 1. ქალის მოსასხამის ვარიანტები

კისრის უბანთან ახლოს მდებარე ხაზებს კალთაზე


ვუწოდოთ ყელის, ხოლო ზურგზე - კისრის განაჭერი ნაპირები.
სახელოს ჩაკერების ხაზს კალთის და ზურგის დეტალზე
ყოველთვის ეწოდება იღლიის ამოღებულობა, ხოლო სახელოს
დეტალზე ჩაკერების ხაზს ვუწოდებთ სახელოს ზედა მრუდს.

38
3.1 თავისუფალი ფორმის ლიფის ბაზისური
კონსტრუქციის აგება

იმისათვის, რომ მასალის ხარჯი იყოს ეკონომიური და


ზურგის დეტალს არ გააჩნდეს ცენტრალური ნაკერი, პირველ
რიგში უნდა განვსაზღვროთ ის, თუ როგორ მოვკეცოთ
ქსოვილი (ნახ. 3. 2, ა). ბლუზკის ყველაზე განიერი ნაწილი მისი
თეძოს მიდამოებშია და ტოლია:

(Оთეძ + ∆თეძ) : 2., ∆თეძ=3-4.

შესაბამისი დანამატის გათვალისწინების შემდეგ


მიღებული მონაცემი უნდა გადაიზომოს ქსოვილის
ნაწიბურიდან ოდნავი დაცილებით. გატარდეს ვერტიკალი და
მასზე მოხდეს ქსოვილის გადაკეცვა.
ქსოვილის ქვედა უბნებში შესწორების შემდეგ 1÷3 სმ-ის
დაცილებით (დანამატი შემოკეცვაზე) ვატარებთ
ჰორიზონტალურ ხაზს, რომელიც წარმოადგენს ქვედა
დაბოლოებას. აღნიშნული ხაზიდან ზემოთ ვზომავთ მანძილს,
რომელიც ტოლია ნაწარმის სიგრძისა. მიღებულ წერტილზე
გატარებული ეს ჰორიზონტალი წარმოადგენს საწყის
ჰორიზონტალს (ნახ. 3.2 ბ).
საწყისი ჰორიზონტალიდან ქვემოთ ვზომავთ lზ-ის
მნიშვნელობას და ვატარებთ წელის ხაზს. წელის ხაზს ზემოთ
ვზომავთ მანძილს lგვერდ-1 სმ და ვაფიქსირებთგვერდულის
სიმაღლეს. აღნიშნულ სიმაღლეზე გატარებულ ჰორიზონტალზე
გადაიზომება მანძილი Sზ+1 სმ. (გადაღუნული

39
ფიგურებისათვის -1,5 სმ). იგივე ჰორიზონტალზე გადაიზომება
მონაკვეთი გვერდის განაჭერ ნაპირამდე [[Оმკ + 4] : 2] -2.

ნახ. 3.2. თავისუფალი ფორმის ლიფის ბაზისური


კონსტრუქცია

კისრის განაჭერი ნაპირის სიგანე ზურგზე - გადაიზომება


საწყისი წერტილიდან მარჯვნივ (Oკის : 3)+0,5.
კისრის განაჭერი ნაპირის სიმაღლე - გადაიზომება საწყისი
წერტილიდან ქვემოთ მანძილზე [(Oკის : 3) + 0,5] : 3.

40
მხრის განაჭერი ნაპირის აგება ხდება ორი რკალის
ერთმანეთთან გადაკვეთით, რომელთა რადიუსებია R1 =
lმხ+ღიობი და R2 = hმხ.დახ. გასწორებული ფორმის
ფიგურებისათვის მხრის ამოღებულობებს არ ითვალისწინებენ.
იღლიის ასაგებად შესაბამისი კუთხიდან ბისექტრისაზე
გადაიზომება 2÷3 სმ. მოხრილი ფიგურების შემთხვევაში მხრის
ამოღებულობის ასაგებად კისრის ძირის წერტილიდან
გადაიზომება 4÷5 სმ. ღიობის სიდიდე 1÷2 სმ, სიგრძე 6-8 სმ.
თეძოს დონეზე გადაიზომება მანძილი [(Oთ + Пთ) : 2]-2 და
სწორი ხაზით ფორმდება გვერდის განაჭერი ნაპირი. თეძოს
ხაზის მდებარეობა იგივეა, რაც ქვედა კაბებში -წელის ხაზიდან
ქვემოთ 18÷20 სმ.
კალთა. ქსოვილის დარჩენილი ნაწილი გადავკეცოთ ისე,
რომ ვერტიკალი ემთხვეოდეს ქსელის ძაფის მიმართულებას.
თუ აუცილებლობა მოითხოვს, მონაკვეთის სიგანე შეიძლება
გამოვიანგარიშოთ ფორმულით: (Cთეძ+4) - ზურგის სიგანე თეძოს
დონეზე.
ხაზვას ვიწყებთ ზურგის დეტალის ანალოგიურად წელისა
და ბოლოს ხაზების ჰორიზონტალების გატარებით. წელის
ხაზიდან ზემოთ ვზომავთ ზომით ნიშანს lკალთა წელამდე და
ვატარებთ კიდევ ერთ ჰორიზონტალს, რომელსაც პირობითად
ვღებულობთ როგორც ძირითადი. აღნიშნული საწყისი
ჰორიზონტალიდან ქვემოთ გადავზომავთ ზომით ნიშნებს hმკ
და hიღლ. კალთაზე და ვატარებთ ჰორიზონტალებს. hიღლ. ჩაღრმ

ვატარებთ ჰორიზონტალებს. hიღლ.ჩაღრმ საპოვნელად ზურგის


დეტალზე კისრის ძირის წერტილიდან ვერტიკალურად
მანძილს გვერდულის სიმაღლემდე ვამრავლებთ 0.82 (82%).
სწორედ მიღებული მნიშვნელობა გადაიზომება ქვემოთ
ვერტიკალურად საწყისი ჰორიზონტალიდან.

41
მომდევნო ეტაპები - ვერტიკალების დატანაა. იმ
შემთხვევაში, თუ კალთა ერთნაწილიანია, ქსოვილის
გადაკეცვის ხაზი კალთის დეტალებისათვის წარმოადგენს
ნახევრადგადახურვის ხაზს (ნახ. 3.2,ბ). თუ კი კალთა შედგება
ორი ნაწილისაგან, უპირველეს ყოვლისა ქსოვილის გადაკეცვის
ხაზის პარალელურად ვატარებთ ვერტიკალურ ხაზს (ნახ. 3.3),
რომელსაც ვუწოდებთ მოსაცმელის (ბლუზკას) კალთის
განაპირა ხაზს. გადავზომავთ კალთის ნაპირის გადაკეცვის ხაზს
(3-5 სმ) და ვატარებთ ვერტიკალს (ზოგ შემთხვევაში ამ
დანამატს მთლიანადაჭრილ კალთქვედასაც უწოდებენ). ბოლო
ვერტიკალიდან გადაიზომება ნახევრადგადახურვის სიდიდე
(1,5-3 სმ) და გატარდება კიდევ ერთი ვერტიკალი.
ნახევრადგადახურვის ვერტიკალისა და იღლიის
ჰორიზონტალის გადაკვეთაზე გადაიზომება მკერდის სიგანე -
Sმკ+(0,5 ÷1) სმ. გასწორებული ფიგურებისათვის გადაიზომება
მხოლოდ Sმკ-ის მნიშვნელობა. მიღებული წერტილიდან მაღლა
ვერტიკალურად გადაიზომება 4-5 სმ. მიღებული წერტილი
კალთაზე იღლიის ერთ-ერთი წერტილია. იგივე გადაკვეთის
(ნახევრად გადახურვა -იღლია) ჰორიზონტალზე ვზომავთ
მანძილს გვერდის განაჭერ ნაპირამდე: [[Cმკ + 4] : 2]+2.
მიღებული წერტილი გადავწიოთ ნახევრადგადახურვის
ხაზისაკენ 1 სმ-ით და ზემოთ 1-სმ-ით. მიღებული წერტილი K
გამოვიყენოთ, როგორც იღლიის, ისე გვერდის განაჭერი
ნაპირის გასაფორმებლად.

42
ნახ. 3. 3. კალთისა და ზურგის დეტალების განლაგებისა და
შესაბამისი დანამატების სქემა

ყელის განაჭერი ნაპირის სიგანეს (ორნაწილიანი კალთის


შემთხვევაში) გადავზომავთ საწყის ჰორიზონტალზე ნახევრად
გადახურვის ვერტიკალთან გადაკვეთის წერტილიდან. ყელის
განაჭერი ნაპირის სიგანე იგივეა, რაც კისრის განაჭერი ნაპირის
სიგანე ზურგის დეტალზე. გასწორებული ფორმის
ფიგურებისათვის მისი სიგანე შეიძლება გავზარდოთ 0,5 სმ-ით.

43
ყელის განაჭერი ნაპირის სიღრმე ტოლია მის სიგანეს
დამატებული 1 სმ. მიღებული წერტილები შეუღლდებიან
მდოვრე მრუდის სახით.
მხრის ხაზის აგება. მხრის წერტილის მოსაძებნად
ვიყენებთ ორი რკალის გდაკვეთას. პირველის ცენტრია კისრის
ძირის წერტილი რადიუსით R1=lმხ და მეორეს ცენტრი მკერდის
ცენტრში რადიუსით R2=hმხ.დახრ.ცენტ. მიღებული წერტილი
ერთდება კისრის ძირის წერტილთან.
თეძოს ჰორიზონტალზე გადავზომოთ მანძილი (Об + 2) -
ზურგის დეტალის სიგანე თეძოს დონეზე. მიღებულ წერტილსა
და კალთაზე იღლიის განაპირა წერტილების შეერთებით
ვატარებთ კალთის გვერდის განაჭერი ნაპირის საორიენტაციო
ხაზს.
გვერდითი ამოღებულობა კალთაზე. წინასწარ შევადაროთ
კალთისა და ზურგის გვერდის განაჭერი ნაპირების სიგრძეები.
მათი სხვაობა იქნება გვერდითი ამოღებულობის ღიობის
სიდიდე, რომელიც განთავსდება გვერდის განაჭერი ნაპირის
უმაღლესი წერტილიდან ქვემოთ 5 სმ-ის დაცილებით.
ამოღებულობის წვერი დაცილებულია ამობურცულობის
ცენტრიდან 2-2,5 სმ-ით. ამოღებულობის გვერდების სიგრძეები
გათანაბრდებიან გრძელი გვერდის მიხედვით. მიღებული
წერტილები ერთდება ზემოთ წერტილთან K, ქვემოთ - თეძოს
ხაზთან.
და ბოლოს: ნახევრადგადახურვის ხაზს ვაგრძელებთ1 სმ-
ით,მდოვრე მრუდით ვაფორმებთ ბოლოს განაჭერ ნაპირს ისე,
როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზზე. ქსოვილზე ბლუზკის კალთისა
და ზურგის დეტალების განლაგებისა და შესაბამისი
დანამატების სქემა ნაჩვენებია ნახ. 3.3.

44
3.2. ნახევრადგამოწყობილი მოსასხამი

ზურგი: გამოყვანილი და ნახევრადგამოყვანილი


მოსასხამების კონსტრუქციული დამუშავების თვალსაზრისით
გამოსადეგია ჩვენს მიერ უკვე განხილული სწორი სილუეტის
მოსასხამის დამუშავების თანმიმდევრობა (ნახ. 3. 4).
განსხვავების გამოსაყოფად განვიხილოთ შემდეგი ნიუანსები.
გვერდის განაჭერი ნაპირი: წელის ხაზზე გვერდითი
წერტილიდან დეტალის შიგნით გადაიზომება 2 სმ და
მიღებული წერტილი მდორე მრუდებით ერთდება იღლიისა და
თეძოს გვერდითა წერტილიდან.
ამოღებულობა წელის ხაზზე: ნახაზზე გაიზომება ზურგის
დეტალის სიგანე, გაიყოფა 2-ზე. მიღებულ წერტილზე
აიმართება პერპენდიკულარი. ამოღებულობის სიგრძე
დამოკიდებულია ზურგის ფორმასა და გამოყვანის ხარისხზე.
საშუალო გამოყვანის შემთხვევაში ამოღებულობის უმაღლესი
წერტილი მდებარეობს იღლიის ხაზიდან 4-5 სმ-ის
დეტალებით. ამოღებულობები ზურგზე კარგ ვიზუალურ
ეფექტს იძენენ თუკი მათი ქვედა ბოლოები ოდნავ
გადაიხრებიან გვერდითი განაჭერი ნაპირებისაკენ. რამოდენიმე
გრადუსიანი გადახრა ეხება მხოლოდ წელის ხაზს ქვემოთ
განთავსებულ ამოღებულობის ნაწილს. ზურგის წელის ხაზზე
მდებარე ამოღებულობების სიდიდე უმეტეს შემთხვევაში
მიახლოებით 3 სმ-ია. თუკი წელის უბანი მკვეთრად
ჩაზნექილია მაშინ, მისი სიდიდე უნდა გაიზარდოს 4-5 სმ-მდე.

45
ნახ. 3. 4. ნახევრადგამოწყობილი ქალის მოსასხამის კალთისა
და ზურგის დეტალების განლაგება ქსოვილზე შესაბამისი
დანამატებით

მხრის ამოღებულობა ზურგის დეტალზე კისრიდან


დაცილებულია 4-5 სმ-ით. მხრის ხაზიდან აღმართულ
ვერტიკალზე გადაიზომება 8-10 სმ. მიღებული ხაზი
ამოღებულობის ერთი მხარეა. ამოღებულობის სიგანე
ნორმალური ფიგურებისათვის 1 სმ-ია. მოხრილებისათვის 2 სმ.
ვატარებთ ამოღებულობას მეორე მხარეს და ვაზუსტებთ მათ
სიგრძეებს.
თუკი მოსასხამში გათვალისწინებულია მხარსადებები
(განსაკუთრებით დიდი ზომების შემთხვევაში) შესაძლებელია

46
მხრის ამოღებულობა არ გაკეთდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში
მხრის წერტილი აიწევა ზემოთ 1÷1,5 სმ-ით.
კალთა. გვერდის ნაკერი: გვერდის ხაზის წერტილიდან
წელის ხაზზე დეტალის შიგნით გადავზომავთ1,5 სმ და
მიღებულ წერტილს მდორე მრუდებით ვაერთებთ გვერდითი
ხაზის წერტილებთან იღლიისა და თეძოს დონეზე.
ამოღებულობა წელის ხაზზე: გვერდის ყველაზე
ამობურცული წერტილიდან დაშვებულ პერპენდიკულარზე
გადავზომავთ 3 სმ-ს. მიღებული წერტილი ამოღებულობის
უმაღლესი წერტილით. ამოღებულობა არ უნდა ეშვებოდეს
თეძოს ხაზამდე (5-6 სმ) და მის ბოლოს უნდა ეკავოს გვერდის
ხაზისაკენ ოდნავ დახრილი მდგომარეობა. ამოღებულობის
ღიობის სიდიდე 3-4 სმ და ნაწილდება არათანაბრად: 1÷1.5 სმ-
ნახევრადგადახურვის ხაზისაკენ და 2÷2.5 სმ გვერდითი
ნაკერისაკენ.
მხრის წერტილი წამოიწევა ზურგის დეტალის
ანალოგიურად.

3. 3. გამოყვანილი ლიფის ნაწილი ზურგისა და კალთის


დეტალებზე რელიეფური ნაკერებით

გამოყვანილი ლიფის ნაწილის აგების პროცესში პირველ


რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ
ნაწილდება დანამატები მთელ პერიმეტრზე. დანამატიდან

47
კალთასა და ზურგზე გადადის თითოელზე 0,5-0,7 სმ. ხოლო
დანარჩენი ემატება იღლიის უბანს. აღნიშნული ლიფის
იღლიის ამოღებულობა უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ხოლო
მხრის სიგრძე შეიძლება დაპატარავდეს 1 სმ-ით. რაც შეეხება
სახელოს ზედა მრუდს, იგი უნდა ავამაღლოთ 1 სმ-ით და
ოდნავ გავზარდოთ სიგანეში. აღნიშნული მითითებები
რეკომენდირებულია მკვეთრად გამოყვანილი ლიფის
კონსტრუქციულად დაგეგმარების მიზნით (ნახ. 3.5).
ზურგი: საწყის ეტაპზე ვანგარიშობთ ლიფის მთლიან
სიგანეს მკერდის ხაზზე. იგი ტოლია (Оმკ+2):2-1. გადაკეცილ
ქსოვილს მიემატება ნაკერისათვის გათვალისწინებულია
დანამატი. ვხაზავთ საწყის ჰორიზონტალებს, აგრეთვე წელისა
და იღლიის დონეების აღმნიშვნელ ხაზებს. აღვმართავთ და
მოვხაზავთ ზურგის ცენტრალურ ხაზსა და კისრის განაჭერ
ნაპირებს (წინათ ნასწავლი მეთოდიკების შესაბამისად). მხრის
ხაზზე ამოღებულობა გათვალისწინებული არ არის ამიტომ lმხ
ვუმატებთ1 სმ-ს მისი დასმის თვალსაზრისით. თუკი არ
ვითვალისწინებთ მხარსადებს, მხრის ნაკერი კორექტირდება
ნახაზზე ნაჩვენები ფორმით.
იღლიის დონის ჰორიზონტალზე გადავზომავთ (Sზ+0.5)
მანძილს და აღმართულ პერპენდიკულარზე გადავზომავთ 7÷8
სმ-ს. კუთხის ბისექტრისაზე გადაზომილი 3 სმ-ით მოინახება
ზურგის დეტალზე იღლიის ხაზის შეუღლების მდებარეობა.
იღლიის ხაზზე ამოღებულობის ღიობის სიდიდე 1,5÷2 სმ-ის
ტოლია.
გვერდითი ნაკერის დაქანება [(Oმკ-Oწ):4]-0,5
გადაიზომება ნახაზის მიხედვით წელის ხაზის
ჰორიზონტალზე. გვერდულის ხაზს აფორმებენ ჩაღუნული
მრუდი წირის ფორმით და გრძელდება 0,3÷0,5 სმ-ით. წელის

48
უბანში ამოღებულობის სიდიდე გვერდითი დაქანების
მნიშვნელობაზე 1 სმ-ით მეტია.
მიღებული წერტილების შემდეგ ფორმდება იღლიის,
რელიეფისა და წელის ხაზის კონტურები. რელიეფური ნაკერის
გვერდების სიგრძეები აუცილებლად მოითხოვს დაზუსტებას
სიგრძეში.
კალთა: კალთის სიგანე იანგარიშება ფორმულით
[(Oმკ+2)]:2+1+4. ფორმულაში მითითებული ბოლო ციფრი
(ოთხიანი) ნაწარმის რელიეფურ და გვერდით ნაკერებზე
დანამატის მნიშვნელობაა.
მოვკეცავთ ქსოვილს. ვნახავთ ჰორიზონტალებს -საწყისს,
წელის, მკერდისა და იღლიის დონეების აღმნიშვნელ ხაზებს.
გვერდულას სიგრძის ზომა გადმოდის ზურგის ნახაზიდან.
ვხაზავთ ყელისა და მხრის ხაზების კონტურებს.
იღლიის დონეზე გადაიზომება მანძილი (Sმკ+0.5) სმ.
აღმართულ ვერტიკალზე ზემოთ ვზომავთ 4 სმ-ს. მიღებული
წერტილიდან მარჯვნივ გადავდივართ 0,7 სმ და ვაფორმებთ
იღლიის ხაზს მხრის წერტილამდე.
მკერდის დონეზე ყველაზე ამობურცული წერტილის
მდებარეობას გადავიტანთ გვერდის ნაკერისაკენ 1,5÷2 სმ-ით.
მიღებულ წერტილებზე იღლიის წყვეტის წერტილიდან
ვუშვებთ მდორე მრუდს და ვაგრძელებთ მას წელის ხაზისაკენ
(ნახაზის მიხედვით).
გვერდულას სიმაღლის დონეზე ვზომავთ კალთის სიგანეს
უკვე გაანგარიშებული ფორმულის მიხედვით. შემდეგში
ვარკვევთ იღლიის საერთო სიგანის მნიშვნელობას: Oმკ:4.
მიღებულ მნიშვნელობას გამოვაკლოთ იღლიის სიგანე ზურგის
დეტალზე. მიღებული სხვაობა გადავზომოთ გვერდულის

49
უმაღლესი წერტილიდან. იღლიის ამოღებულობის
პერპენდიკულარი 4 სმ-ის ტოლია.
გვერდითი ნაკერის დახრა კალთაზე: ზურგის დეტალზე
ანალოგიურ მნიშვნელობას გამოვაკლოთ 0,5 სმ. წელის ხაზზე
ამოღებულობის ღიობის მნიშვნელობა 3,5÷4 სმ.
კონტროლის მიზნით შეიძლება გავზომოთ წელის ხაზზე
ყველა მონაკვეთის სიდიდეები და მათმა ჯამმა უნდა მოგვცეს
(Oმკ+2) სმ. რელიეფის გაფორმების პროცესში აუცილებელია,
რომ მათი გვერდებიერთმანეთს უტოლდებოდნენ.

ნახ. 3.5. რელიეფურ ნაკერებიანი გამოყვანილი ლიფის


ნაწილის ზურგისა და კალთის კონსტრუქცია

50
ნახ. 3.6. რელიეფურ ნაკერებიანი ლიფის ზურგისა და კალთის
დეტალების განლაგება ქსოვილზე შესაბამისი დანამატებით

51
თუკი ლიფის აგება მიმდინარეობს პირდაპირ ქსოვილზე,
აუცილებელია მას მივცეთ შესაბამისი დანამატები ნაკერებზე.
ნახ. 3..5 ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა წავანაცვლოთ
გვერდულას დეტალები, ხოლო ნახ. 3.6 ნაჩვენებია კალთისა და
ზურგის დეტალები შესაბამისი დანამატებით ნაკერებზე.

4. ჩაკერებული სახელოს კონსტრუირება

4.1. ჩაკერებული სახელოს კონსტრუქციისა და გარე


ფორმების ანალიზი
კლასიკური ჩაკერებული სახელოს ფორმა ამა თუ იმ სახით
იმეორებს ადამიანის თავისუფლად დაშვებული ხელის ფორმას.
ტიპიური ფიგურის მქონე ადამიანის ხელისათვის დამახასია-
თებელია მხრის დაშვებული მდგომარეობა და მხარსა და წინა
მხარს შორის შექმნილი განსაზღვრული კუთხის α-ს არსებობა
(ნახ. 4.1). მამაკაცის ფიგურებისათვის α -ს საშუალო მნიშვნე-
ლობა შეადგენს 1700-ს, ხოლო ქალის ფიგურებისათვის – 165
[1,2]. ხელის ასეთი აგებულების შედეგად კლასიკური გრძელი
სახელოს წინა კონტური ჩაღუნულია.
სახელოს უკანა გადაღუნვის ხაზის კონფიგურაცია დამო-
კიდებულია სახელოს სიგანეზე ზედა ნაწილში იდაყვის ხაზზე
და ბოლოში. იდაყვის ხაზზე ოდნავი და ბოლოში შედარებით
მნიშვნელოვნად შევიწროების გამო სახელოს უკანა გადაღუნვის
ხაზს – ამობურცული ფორმა აქვს. პრაქტიკაში არსებულ სახე-
ლოს ფორმის ამ თავისებურებებს გამოიყენებენ მისი ბოლოში
შევიწროების ან გაფართოების შემთხვევაში.

52
სახელოს ბოლოს პროფილში აქვს სწორი ხაზის ფორმა,
რომელიც შეიძლება იყოს ჰორიზონტალური მხოლოდ ბოლოში
გაფართოებული სახელოს შემთხვევაში.

ა ბ
ნახ. 4.1. საწყისი მონაცემები ჩაკერებული სახელოს კონსტრუქციის
აგებისათვის: ა –ფიგურის ზომითი ნიშნები;
ბ–სახელოს ორიენტაცია
სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახელოს ბოლო ხაზი დახრი-
ლია (ნახ. 4.1 ბ) და წარმოქმნის მართ კუთხეს სახელოს უკანა
კონტურთან. რაც უფრო მცირდება სახელოს სიგანე ბოლოში,
მით უფრო შესამჩნევი ხდება მისი დახრის მნიშვნელობა.
სახელოს წინ გადახრის ზომად შეიძლება ჩაითვალოს ,
რომლის უმაღლესი წერტილი ემთხვევა სახელოს ზედა მრუ-
დის უმაღლეს წერტილს (ნახ. 4.1 ბ). ამ კუთხის ტიპიური მნიშ-
ვნელობა მამაკაცის ზედა ტანსაცმლისათვის 13...140, ხოლო ქა-
ლებისათვის 14...150 [1,2].

53
სახელოს დახრის ხარისხის შეფასების მეორე ვარიანტად
შეიძლება ჩაითვალოს , რომლის უმაღლესი წერტილი გან-
თავსებულია მისი ზედა მრუდის წინა კონტურზე. სხვადასხვა
მონაცემებით  შეიძლება იცვლებოდეს 20-დან 60-მდე [13,9,17].
 და  კუთხეებს იყენებენ მზა ნაწარმის ხარისხის შეფასებისას.
სახელოთა კონსტრუირების პრაქტიკაში უფრო მეტად  გამო-
იყენება.
ნაწარმში სახელოს წინა და უკანა კონტურებს სპეციალის-
ტები გადაღუნვების სახელით მოიხსენებენ და გულისხმობენ
ერთგვარ საზღვრებს მის შიგა და გარე მხარეებს შორის. ხარის-
ხიანი მზა ნაწარმის შემთხვევაში სახელოს გადაღუნვის ხაზები
მდოვრედ შეუღლდებიან მისი ზედა მრუდის კონტურებთან
(ნახ. 4.1. ბ).
კლასიკური სახელოს ფორმის მნიშვნელოვან მახასიათე-
ბელს მისი ზედაპირის სიგლუვე წარმოადგენს. ამასთანავე,
სიგლუვე უნდა გააჩნდეს (ყოველგვარი ნაკეცების და ნატეხების
გარეშე) სახელოს როგორც გარე მხარეს, ასევე მისი შიგა მხარე-
საც.
მიუხედავად მისი შევსების ხარისხისა გლუვი უნდა იყოს
ასევე სახელოს ზედა კონტურიც. ტრადიციული კლასიკური სა-
ხელოს შეერთება იღლიის ამოღებულობაში შეუძლებელია ზე-
და მრუდის დასმის გარეშე [4]. ამ დასმის სიდიდე განსაზ-
ღვრავს ზედა მრუდის ფორმას და შევსების ხარისხს. დიდი
დასმის შემთხვევაში სახელოს შევსებული ზედა მრუდი შეიძ-
ლება ოდნავ აღემატებოდეს სიმაღლეში მხრის სიმაღლეს [9;10].
ჩაკერებული სახელოები სხვადასხვაგვარია მათი ფორმისა
და შემადგენელი ნაწილების რაოდენობის მიხედვით. გამოწყო-
ბის თავისუფლების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ – ვიწ-
რო, ნორმალურ, ფართე და ბოლოში ან ზედა ნაწილში გაფარ-

54
თოებულ სახელოებს. შევიწროებული და ნორმალური სიგანის
სახელოს ბაზისურ კონსტრუქციას ღებულობენ გაანგარიშების
და აგების მეთოდით. ფართე და სხვადასხვა უბნებში გაფართო-
ებული სახელოები მიიღებიან ჩვეულებრივი სახელოს ბაზისუ-
რი კონსტრუქციის კონსტრუქციული მოდელირებით. ფართე
სახელოებს ხშირ შემთხვევაში აგეგმარებენ დაბალი ზედა მრუ-
დით (პერანგის ტიპის სახელო). დაშვებული ხელის შემთხვევა-
ში ასეთი ტიპის სახელოების გარე მხარეზე ფორმირდებიან თა-
ვისუფლად დახრილი, ხოლო შიგა მხარეზე – რბილი ჰორიზონ-
ტალური ნაკეცები. დაბალი სიმაღლის მქონე ზედა მრუდიანი
მოკლე სახელო ზედმეტად ეკვრის ხელის შიგა მხარეს და სიგ-
რძეში ჩამორჩება მის გარე მხარეს.
ჩაკერებული სახელოს ნაკერთა განლაგება და მათი რაო-
დენობა განისაზღვრება მისი ფორმიდან და მოდელიდან გამომ-
დინარე (ნახ. 4.2). გამარტივებული სახელო შეიძლება იყოს ერ-
თნაკერიანი (შიგა ნაკერით), ასევე ბოლოში შევიწროებული –
შიდა ნაკერით და იდაყვის ამოღებულობით (ნახ. 4. 2, დ, ე). ამო-
ღებულობის აუცილებლობა კლასიკური ერთნაკერიანი სახე-
ლოს შემთხვევაში განპირობებულია მისი ფორმიდან და ზომე-
ბიდან გამომდინარე. თუ შევეცდებით, დავტოვოთ სახელოს სი-
განე შეუცვლელი ზედა და ქვედა ნაწილებში და დავაგეგმაროთ
იდაყვის გადაკეცვის ხაზი სწორი ფორმით, მაშინ მივიღებთ გა-
მოსაყენებლად მოუხერხებელ, იდაყვის ხაზზე შევიწროებულ
სახელოს.
ნახ. 4. 2-ზე ნაჩვენები ყოველი სახელო მოცემულია
ბრტყელ ორფენიანი ნახევარფაბრიკატის სახით, რომელიც მზა-
დაა იღლიის ამოღებულობაში ჩასაკერებლად. სახელოს ასეთ ნა-
ხაზს გარე სახის შაბლონს უწოდებენ. ორნაკერიან სახელოში
ერთი ნაკერი განთავსებულია უკანა გადაღუნვის ხაზზე ან მას-

55
თან ახლოს (ნახ. 4.2 ა.გ); მეორე – სახელოს შიგა მხარეს ისე, რომ
იგი დარჩეს უხილავი დაშვებული ხელის შემთხვევაში, მაგრამ
განთავსდეს წინა გადაღუნვის ხაზთან ახლოს (2,5...4 სმ). ნაკერ-
თა დასახელება შეესაბამება მათ განთავსების ადგილს. წინა ნა-
კერი აუცილებელია წინა გადაღუნვის ხაზის მკვეთრად გამრუ-
დების შემთხვევაში (გადაღუნის ისარი  0,7 სმ) [11].

ა ბ გ დ ე
ნახ. 4. 2. კლასიკური ჩაკერებული სახელოს შაბლონების სახესხვაო-
ბები: ა, ბ – მამაკაცის ნაწარმი; გ, დ, ე – ქალის ნაწარმი

წინა გადაკეცვის ხაზის ჩაღუნვა შეიძლება მიწღეულ იქნას


სახელოს ზედა ნაწილის გაჭიმვითაც. ეს მეთოდი შესაძლებე-
ლია გამოყენებულ იქნას განსაკუთრებული ასორტიმენტის მა-
სალების შემთხვევაში (ძირითადად იმ ქსოვილების შემთხვევა-
ში, რომლებშიც დიდი რაოდენობის შალის ბოჭკოებია). სინთე-
ტიკური ძაფები გაჭიმვას არ ექვემდებარებიან, ამიტომ შეიქმნა
ტანსაცმლის დეტალების კლასიკური ფორმის მიღწევის ახალი
მეთოდების დამუშავების აუცილებლობა [1,2].

56
დიდი ზომის ნაწარმის პროექტირებისას ხშირ შემთხვევა-
ში გამოიყენებენ სამნაკერიან სახელოს (ნახ. 4. 2 ა). ასეთ სახე-
ლოებში, ზემოთ აღწერილი შიდა ნაკერების გარდა აგეგმარებენ
დამატებით ნაკერს, რომელიც განლაგებულია სახელოს გარე ნა-
წილზე და წარმოადგენს მხრის ნაკერის გაგრძელებას. ზედა ნა-
კერიანი კონსტრუქციის გამოყენება საშუალებას გვაძლევს შე-
ვამციროთ დასმა სახელოს ზედა მრუდზე და გავაფართოვოთ
სახელოს ხელის სისრულის შესაბამისად.
მამაკაცისა და ქალის ზედა ტანსაცმელში უმეტეს წილად
გამოყენება ჰპოვა ორნაკერიანმა ჩაკერებულმა სახელოს იდაყვი-
სა და წინა ნაკერებით [12]. აქედან გამომდინარე ტანსაცმლის
კონსტრუირების უმეტეს მეთოდიკებში განიხილება ორნაკერია-
ნი ჩაკერებული სახელოს კონსტრუქციები.

4.2. ჩაკერებული სახელოს ტიპიური კონსტრუქციი-


სადმი წაყენებული მოთხოვნები

სახელოს დასმის მაღალი ხარისხისა და შესაბამისად კარგი


სახის მიღწევა ნაწარმში შესაძლებელია ხელის ფორმისა და ზო-
მების დეტალის შესაბამის მაჩვენებელთან შესაბამისობით; სახე-
ლოსა და მთლიანად ნაწარმის ზომების პროპორციულობით; სა-
ხელოს სწორი ორიენტაციით იღლიის ამოღებულობაში; სახე-
ლოს ზედა მრუდის ზომების შესაბამისობით იღლიის ამოღებუ-

57
ლობის ზომებთან; ზედა მრუდის დასმის სწორი განაწილებით;
გადაღუნვის ხაზების ესთეტიურობით [13, 14].
დახრილი ან ჰორიზონტალური ნაკეცების გარეშე სახელოს
მიღება შესაძლებელია ზედა მრუდისა (hმრ) და მოღებულობის
(h ამოღ) სიმაღლეების შესაბამისობით (ნახ. 4.3). ჩვეულებრივი სი-
დიდის იღლიის ამოღებულობის ნაწარმისათვის hმრ ტოლია ან
ოდნავ აღემატება h ამოღ მნიშვნელობას.

ნახ. 4. 3. სახელოს ზედა მრუდის სიგანისა და სიმაღლის კავშირი ნა-


წარმის იღლიის მრუდის იგივე სიდიდეებთან

სახელოს ზედა მრუდის გაფორმებას წაეყენება განსაკუთ-


რებული მოთხოვნები. ნებისმიერი კონსტრუქციის სახელოები-
სათვის ზედა მრუდის კონტური შეიძლება დავყოთ უბნებად
ისე, როგორც ნაჩვენებია ნახ.4.4-ზე
1-უბანი არის ჩაღუნული უბანი, რომელიც გადადის 2 -
სწორ უბანში. სწორი უბანი თავის მხრივ შეუღლდება ამობურ-
ცულ 3- უბანთან. იგით ავის მხრივ გადადის სწორ 4 - უბანში და

58
დაბოლოება 5 - ისევ ჩაღუნულია. თუ სახელოს გადავკეცავთ გა-
რე სახის შაბლონის მდგომარეობაში შევამჩნევთ, რომ 1 და 5 უბ-
ნებიც შეუღლებულები რჩებიან. ამასთან სწორი უბნის დაქანე-
ბის კუთხე იდაყვის უბანზე 4– იდაყ – შედარებით მცირეა 2 სწო-
რი უბნის დაქანების კუთხეზე (წინ). ეს პირობა სამართლიანია
ნებისმიერი სახელოს შემთხვევაში.

ნახ. 4. 4. ჩაკერებული სახელოს ზედა მრუდის სქემა: და 


მრუდის მხები ხაზები. 1,3,5 – მრუდწირული უბნები; 2,4 – მრუდის
სწორი უბნები

წინა გადაღუნვის ხაზისა და მისი ზედა მრუდის შეუღლე-


ბის ხარისხი მნიშვნელოვნად აიწევს თუ სახელოს წინა გადა-
ღუნვის ხაზის გაფორმება მოხდება წინა ან ქვედა ნაკერების
უმაღლესი წერტილების განლაგების გათვალისწინებით. (წერ-
ტილი 356 ნახ.3.5). ამ უმაღლესი წერტილის ზემოთ წინა გადა-

59
ღუნვის ხაზი 355-357 უბანზე უნდა ემთხვეოდეს სახელოს მი-
მართულების ხაზს 355-951. ამის შედეგად, სახელოს იდაყვის
დონეზე ჩაღუნვის ხარისხის მიხედვით, წინა გადაღუნვის ხა-
ზის ზედა ნაწილი მიიღება ამობურცული ფორმის.

ა ბ
ნახ. 4.5 სახელოს შაბლონებისა და განფენის კონსტრუქციები:
ა– ორნაკერიანი სახელოს შაბლონი; ბ– სამნაკერიანი სახელოს შაბ-
ლონი და განფენა

60
სახელოს ბოლოს კონფიგურაციის გამარტივების მიზნით,
რაც თავის მხრივ იწვევს ტექნოლოგიური დამუშავების გამარ-
ტივებასაც, ხდება მისი შიგა მხარის ოდნავი დამოკლება (ნახ. 4.2
და 4.5).
ჩაკერებული სახელოს ტიპიური კონსტრუქციისადმი წა-
ყენებული მნიშვნელოვანი მოთხოვნაა მისი ზედა მრუდის ქვე-
და უბნისა და იღლიის ამოღებულობის შესაბამისი ნაწილის
იდენტურობა. ეს მოთხოვნა აუცილებელია განსაკუთრებით წი-
ნა მხარეზე, იქ, სადაც ყველაზე მცირეა ზედა მრუდის დასმა.
ზუსტად ამით აიხსნება ზედა მრუდის დასმის განაწილე-
ბის თავისებურება. უბნების მიხედვით დაწყებული იღლიის
ამოღებულობის წინა ჭდედან მის მთელ პერიმეტრზე.
სახელოსა და იღლიის ამოღებულობაზე როგორც წესი სვა-
მენ 5-6 სამონტაჟო ჭდის წერტილს. ორნაკერიან სახელოსთან სა-
მი ასეთი ჭდის წერტილი განისაზღვრება მხრის წერტილთა და
წინა და უკანა ნაკერების განლაგების მიხედვით.

ნახ.4.6. სახელოს ზედა მრუდის დასმის განაწილების მაგა-


ლითი

61
სახელოს კონსტრუქციული ნახაზის აგება არ ითვლება
რთულ პროცესად, მაგრამ უკეთესია იგი აგებული იქნას
ქაღალდზე და გამოიჭრას შემდგომი გამოყენების
თვალსაზრისით. ჩაკერებული სახელოს ვიზუალური ფორმა
ჩვენს მიერ უკვე ნაჩვენები იყო მოდელის გარეგნული სახის
აღწერის დროს (ნახ. 4.6).
აგების პროცესები იწყება სახელოს ზედა მრუდის
სიმაღლის განსაზღვრით. მისი მნიშვნელობის დასადგენად
სხვადასხვა მეთოდიკა არსებობს, ჩვენ შევეცადეთ იგი
ვიპოვნოთ მარტივი ხერხით და მისი მნიშვნელობა ტოლია
ჩვენს მიერ აგებული კალთისა და ზურგის იღლიის
ამოღებულობის საშუალო არითმეტიკულს გამოვაკლოთ 1- 2 სმ
[15].
შემოვიტანოთ ზედა მრუდის კონტურის ტერმინი - მრუდი
ხაზი, რომლის გაყოლებითაც ხდება სახელოს ჩაკერება იღლიის
ამოღებულობაში (ნახ. 4. 7).

ნახ. 4.7 სახელოს ზედა მრუდის კონტური

უნდა აღინიშნოს, რომ სახელოს ყველა დანარჩენი


კონტური ფორმდება სწორი ხაზებით.
აგებისათვის - ვიღებთ საწყის ჰორიზონტალს (ნახ. 4. 8,ა)
და ქვემოთ ვერტიკალურად გადავზომავთ მანძილს, რომელსაც

62
პირობითად ვუწოდებთ იღლიის დონეს. სახელოს ბოლოს
ასაგებად საწყისი ჰორიზონტალიდან ქვემოთ ვზომავთ მანძილს
lb და ვატარებთ ჰორიზონტალს.
ვერტიკალები: პირველი ვერტიკალი გატარდება ნახაზის
შუაში და პირობითად ვუწოდებთ შუა ხაზს (T0). მომდევნო ორი
ვერტიკალი შემოფარგლავენ სახელოს წინა და იდაყვის
მოხაზულობებს. მათ გასატარებლად საწყისი ვერტიკალიდან
მარჯვნივ და მარცხნივ მხრის დონეზე ვზომავთ მანძილებს,
რომელიც ტოლია Sსახ/2. ზუსტად ამ მიღებულ ვერტიკალებზე
ხდება სახელოს იდაყვის გადაღუნვები და მათ ზუსტად ამიტომ
გადაღუნვის ხაზები ეწოდება. როგორც ნახაზიდან ჩანს, ისინი
შუა ვერტიკალიდან თანაბრად არიან დაცილებული.
ზედა მრუდის კონტური: ზედა მრუდის კონტურის
ასაგებად მოვნიშნავთ რამდენიმე დამხმარე წერტილს (ნახ. 4. 8.
ბ). იღლიის ხაზიდან ზემოთ იდაყვის გადაღუნვის
ვერტიკალებზე გადავზომავთ 5-6 სმდა მარცხნივ 3,5 სმ
(წერტილი T1), ხოლო წინა გადაღუნვის ვერტიკალზე 4-5 სმ
(წერტ. T2 ) შემდეგი დამხმარე წერტილები საწყის
ჰორიზონტალზეა განთავსებული. პირველი წერტილი T3 შუაზე
ყოფს მანძილს იღლიის გადაღუნვიდან შუა ვერტიკალზე,
მეორე წერტილს გადავწევთ 2 სმ-ით წინა გადაღუნვის
ხაზისაკენ და დავარქვათ მას წერტილი T4. ნახაზზე
მითითებული დამხმარე წერტილების მეშვეობით (T1 ,T2 ,T3, T4).
ვატარებთ ზედა მრუდს წინა და უკანა დაქანების ხაზებს. T3 და
T4 წერტილებიდან აღვმართავთ კუთხის ბისექტრისებს
სიგრძით 2 სმ. ჩაღუნვის სიდიდეები ( T5 და T6) იდაყვის
დაქანებაზე 1 სმ, ხოლო წინა დაქანებაზე 1.5 სმ. სახელოს
ბოლოს ხაზსაც გააჩნია ოდნავი სიმრუდე. მის ასაგებად წინა

63
გადაღუნვის ხაზს ვამოკლებთ 1 სმ-ით და იგივე სიდიდით
ვაგრძელებთ იდაყვის გადაღუნვის ხაზს.

ა ბ
ნახ.4.8. ჩაკერებული სახელოს ბაზისური კონსტრუქცია

5. საყელოთა კონსტრუირება

საყელო ტანსაცმლის ერთ-ერთი აუცილებელი დეტალია.


იგი აფორმებს ნაწარმის შესაბნევის კვანძს და კისრის განაჭერ
ნაპირს, ასრულებს სითბოდამცავ ფუნქციას. მითითებული ფაქ-
ტორები განაპირობებენ საყელოთა ფორმებისა და ზომების სა-

64
ხესხვაობების ფართო მასშტაბს. განვიხილოთ ყველაზე მარტივი
საყელოები.
დგარგადაფენილი საყელო მოიცავს ადამიანის ფიგურის
კისრისა და მხების უბნებს. იგი შედგება კისრის გარშემო განლა-
გებული დგარისა და მხრებზე დაშვებული გადანაფენისაგან.
ნახ. 5. 1 ა, ბ, გ -ზე ნაჩვენებია ასეთი საყელოს გარე სახე და მისი
კონსტრუქცია, მოცემულია ყველა კონსტრუქციული ელემენტის
დასახელებით. ნახ. 5.1 დ, ე-ზე ნაჩვენებია ბრტყლადგადაფენი-
ლი საყელოს ნიმუში, რომელიც შედგება მხოლოდ გადაფენი-
ლის დეტალისაგან. საყელოს, რომელიც მოიცავს მხოლოდ კის-
რის უბანს, უწოდებენ დგარს (ნახ. 5.1 ვ.ზ).

ნახ.5.1. საყელოთა კონსტრუქციების გარე სახე დახურული შე-


საბნევისათვის: ა.ბ.გ – გადაფენილი; დ.ე – ბრყლად გადაფენილი;
ვ.ზ. – დგარი.

65
5.1. საყელოთა გარე ფორმასა და კონსტრუქციისადმი
წაყენებული მოთხოვნები

დგარი – როგორც დამოუკიდებელი საყელო კისერს შეიძ-


ლება ეკვროდეს ან დაცილდეს სხვადასხვა ხარისხობრივი მაჩვე-
ნებლებით, მაგრამ დგარი და საყელოს ფუძე, ანუ კისრის განა-
ჭერ ნაპირში მისი ჩაკერების ხაზი, პროფილური გამოსახულე-
ბით უნდა მდებარეობდეს ერთ დახრილ წარმოდგენით სიბ-
რტყეში. ამით აიხსნება კისრის განაჭერი ნაპირის მოდელირების
განსაკუთრებულობები მისი გაფართოების შემთხვევაში. კისრის
განაჭერი ნაპირის მნიშვნელოვანი გაფართოება და მისი ჩაღრმა-
ვე წინა მხარეზე არ შეიძლება გავავრცელოთ ზურგის მხარეზე.
ამ თავისებურების შესასწავლად სასარგებლოა წავიმუშაოთ მა-
ნეკენის კისრის განაჭერ ნაპირებზე.
ძალიან დიდი სიმაღლის დგარის დაგეგმარება შეზღუდუ-
ლია ეს გამოწვეულია იმ სპეციფიკიდან, რომ იგი ეკვრის არა კი-
სერს, არამედ წინა მხრიდან სახესა და უკნიდან თავის უკანა ნა-
წილს. დგარი, როგორც ნებისმიერი სხვა საყელოს შემადგენელი
ელემენტი, დიდად არ უნდა ცილდებოდეს კისერს უკანა მხრი-
დან.
ნახ. 5.1 გ. დ-ზე ნაჩვენებ კონსტრუქციებს წაეყენებათ შემ-
დეგი მოთხოვნები: საყელოს დგარის განაჭერი ნაპირის სიგრძე
უნდა უტოლდებოდეს ნაწარმის კისრის განაჭერი ნაპირის სიგ-
რძეს; დგარისა და გადანაფენის განაჭერმა ნაპირებმა საყელოს
შიგა ხაზი უნდა გადაკვეთონ მართი კუთხით; დგარის განაჭერ
ნაპირზე უნდა არსებოდეს მონიშვნის ჭდე მხრის ნაკერის აღსა-
ნიშნავად; დგარის განაჭერი ნაპირისა და საყელოს ბოლოს შო-
რის არსებული კუთხე უნდა გაფორმდეს ისე, რომ საყელოს კონ-
ტური მცირეოდენ მაინც ეხამებოდეს კალთის დეტალზე კისრის

66
განაჭერი ნაპირის შესაბამის მოხაზულობას. ნახ. 5.1. - გ. ე ნაწარ-
მის წინა შუა ხაზი და კისრის განაჭერი ნაპირის კონტური ნაჩვე-
ნებია პუნქტირით.
განსახილველი საყელოების კონსტრუქციების ურთიერ-
თშეფასებით ადვილი მისახვედრია, რომ მათი კისრის განაჭერ
ნაპირთან შეერთების ხაზების კონტურები განსხვავებული
კონფიგურაციისაა. საყელო დგარში ეს ხაზი თითქმის სწორია,
საყელოს დეტალის ფორმა ახლოსაა ცილინდრის განფენილ სა-
ხესთან. დგარ გადაფენილ საყელოში დგარის განაჭერი ნაპირი
ჩაღუნულია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დგარის ნაწილი ამ
შემთხვევაში წარმოადგენს გადაკვეთილი კონუსის განფენას.
აქედან გამომდინარე ასეთი საყელოს გადაკეცვის ხაზი ოდნავ
დაცილებულია კისერთან. რაც მეტია საყელოს დგარის ჩაღუნუ-
ლი ხაზის სიმრუდე, მით რბილი და მოცულობითია საყელოს
გადაკეცვის ხაზი და მით მეტად ცილდება იგი კისერს. დგარის
განაჭერი ნაპირის სიმრუდის მაქსიმალურად გაზრდას მივყა-
ვართ ბრტლადგადაფენილი საყელოს კონსტრუქციამდე.
არსებობს ბრტყელი განფენის სახით სხვადასხვა საყელოთა
აგების მრავალი მეთოდი. [9,19,16,]. ნაშრომში რეკომენდირებუ-
ლი საყელოთა კონსტრუირების მეთოდიკა საშუალებას იძლევა
მივიღოთ კონკრეტული ფორმის შესატყვისი კონსტრუქციები.

5.2. საყელო დგარი

ნახ. 5.2 ნაჩვენებია ფორმა, რომელსაც სწორი დგარი ეწო-


დება. საყელოს გარე ფორმა (ა), დახურული კისრის განაჭერი ნა-

67
პირის კონტური (ბ) და დგარის განფენა (გ) წარმოდგენილია
სწორხაზოვანი ზოლის სახით. ნახ. 5.2 ა-ზე პუნქტირი ხაზით
ნაჩვენებია გამჭირვალე დახრილი სიბრტყის კონტური, რომელ-
ზეც თითქოს და ხდება საყელო დგარის დაყრდნობა. დგარის
მკაცრი ცილინდრული ფორმიდან გამომდინარე მისი ზედა ნა-
პირის B1 ხაზი ემთხვევა ქვედას და შესაბამისად კისრის განაჭერ
ნაპირსაც – Γ.

ა ბ გ
ნახ. 5. 2. სწორი დგარი (1 ვარიანტი): ა– გარე სახე; ბ– დახურუ-
ლი კისრის განაჭერი ნაპირის ნახაზი დახრილ სიბრტყეში;
გ– დგარის განფენა

კლასიკური დგარისათვის (2 ვარიანტი) დამახასიათებე-


ლია სიცარიელის თანაბარი განაწილება კისერსა და საყელოს
შორის (ნახ.5.3 ა), ანუ დგარი, მისი ზედა ხაზით უახლოვდება
კისერს წინა მხრიდან. განსხვავებულია სიბრტყისა და საყელოს
ერთობლივი ნახაზიც (ნახ. 5.3 ბ)– საყელოს ზედა ხაზის სიგრძე
(B2) კისრის განაჭერ ნაპირთან (Γ) შედარებით შინა მხარეზე შემ-
ცირებულია. ზედა ხაზის დამოკლების სიდიდის გამოსავლენად
მოცემულია შემდეგი გრაფიკული ხერხი: მრუდწირულ Γ- კონ-
ტურს შეცვლიან სწორი მონაკვეთებისაგან შემდგარი კონტუ-
რით. საწყისი კონტურის დაყოფა რამდენიმე წერტილით ნაჩვე-

68
ნებია 5.3 ბ. ნახაზზე. ამ წერტილებში, Γ – კონტურის ყოველი
სწორი მონაკვეთისათვის, აღიმართება პერპენდიკულარები B2 –
კონტურის გადაკვეთამდე. რის შედეგადაც ფორმირდებიან а,б,в
მცირე მონაკვეთები.

ნახ.5.3 კლასიკური დგარი (2 ვარიანტი): ა– გარე სახე; ბ– დგა-


რის ზედა ხაზის (B2) დამოკლების განსაზღვრა; გ– განფენის სქემის
აგება

მეორე ვარიანტის დგარის განფენის კონსტრუქციის მისა-


ღებად საწყისი როლი შეიძლება შეასრულოს პირველი ვარიან-
ტის განფენამ (შაბლონის სიგრძე კისრის განაფერი ნაპირის სიგ-
რძის ტოლია Γ). მასზე დაიტანებენ დანაწევრების ხაზებს: 1-2, 2-
3, 3-4 (ნახ. 5.3 ბ.გ) ნიმუშს დაანაწევრებენ და დახურავენ მის ზე-
და ხაზზე განთავსებულ მცირე მონაკვეთებს – კონტურების
სიგრძეებს შორის სხვაობის დასაფარავად. დგარის ახალ კონტუ-
რებს შემოხაზავენ გადატეხვის წერტილებში მდოვრე გადას-

69
ვლებით და ახდენენ Π- კუთხის კორექტირების წინა ნაწილში
კისრის განაჭერი ნაპირის კონტურის შესაბამისად (ნახ. 5.1. ზ).
ასეთი აგების შედეგად მივიღებთ საჭირო ფორმის დგარი საყე-
ლოს შესაბამის კონსტრუქციას.


მოდ

ა გ მოდ

ნახ. 5. 4. დახრილი დგარი (3 ვარიანტი): ა– გარე სახე; ბ– კის-


რის განაჭერი ნაპირის მოდელირების ნახაზი Γმ და დგარის ზედა ხა-
ზის მდებარეობის განსაზღვრა B3; გ– განფენის აგების სქემა.

ნათელია, რომ მეორე ვარიანტის დგარის აგება სრულდება


ე.წ. წარმოსახვითი სიბრტყის გამოყენების გარეშე – კონსტრუქ-
ციული ნახაზის ნახევართან მუშაობის შედეგად. ანალოგიური
მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია მესამე ვარიანტის სა-
ყელოს – დახრილი დგარის – დეტალთა განფენის კონსტრუირე-
ბა. ასეთი დგარი (ნახ.5..4 ა) გეგმარდება გაფართოებუკლი კის-
რის განაჭერი ნაპირის შემთხვევაში. კალთისა და ზურგის დე-
ტალების შეერთების ნახაზი მხრის ხაზზე ნაჩვენებია 5.4 ბ-ზე.
მკრთალი Γ ხაზი შეესაბამება ბაზისური კონსტრუქციის კისრის

70
განაჭერ ნაპირს. მსხვილი Γ მოდ ხაზი არის მოდელური კისრის
განაჭერი ნაპირი. B3– დგარის ზედა ხაზია (B2 კლასიკური დგა-
რის კონტურის ანალოგიურად). B3– კონტური შეცვლილია სწო-
რი მონაკვეთებით. მონაკვეთების ბოლოებიდან აღმართული
პერპენდიკულარები (1,2,3 და ასე შემდეგ) Γ მოდ -კონტურს ანა-
წევრებენ (а,б,в,г და ასე შემდეგ) კონსტრუქციულ მცირე მონაკ-
ვეთებად. საწყის შაბლონად მესამე ვარიანტის დგარისათვის გა-
მოყენებულია მე-2 ვარიენტის დგარი B2 – ზედა ხაზით (B2= B3).

ა გ
ნახ. 5. 5. ძაბრისებური დგარი (4 ვარიანტი): ა– გარე სახე; ბ–
კისრის განაჭერი ნაპირის მოდელირების ნახაზი Γმ და დგარის ზედა
ხაზის მდებარეობის განსაზღვრა B4; გ– განფენის აგების სქემა.

1,2,3 .. წერტილების შესაბამისად B3 კონტურზე დატანილია და-


ნაწევრების ხაზები (ნახ.5.4 გ). ნიმუში დანაწევრდება, მისი ბო-
ლო ხაზი გაფართოვდება დანაწევრების უბნებში а,б,в... მანძი-

71
ლების სიდიდით. მიღებული კონსტრუქციის კონტურები
გაფორმებულია მდოვრე ხაზით, ქვედა ხაზზე აღნიშნულია მო-
ნიშვნის ჭდე – რომელიც შეესაბამება მხრის ნაკერს.
4 ვარიანტი – ძაბრისებრი დგარი (ნახ.5.5). მისი აგება შე-
საძლებელია ზემოთ გადმოცემული (3 ვარიანტი) დახრილი
დგარის კონსტრუქციის აგების მეთოდიკის შესაბამისად.
5 ვარიანტი – „საყელური“ ტიპის საყელო (ნახ. 5.6). ასეთ
საყელოს დაგეგმარება სრულდება დახრილი აჭრით. თუ საჭი-
როა „საყელურმა“ თავისი გადანაფენით გადაფაროს ნაწარმის
კისრის განაჭერი ნაპირი მას აგეგმარებენ კისრის განაჭერი ნაპი-
რის სიგრძეზე მეტი გრძივი ზომებით და ახდენენ მის დასმას
ჩაკერების ხაზზე.

ნახ. 5.6 „საყელურის“ ტიპის საყელო (5 ვარიანტი): ა – გარე


სახე; ბ– კისრის განაჭერი ნაპირის მოდელირება Γმ; გ– განფენის
აგების სქემა

72
საყელო დგარის ნაირსახეობას წარმოადგენს მთლიანადაჭ-
რილი დგარი. მისი გადაწყვეტის ყველაზე მარტივი ხერხია –
დგარის დაგეგმარება ამოღებულობებით. როგორც ნახაზიდან
(ნახ.5.7) ჩანს, საყელოს ფორმა მიიღება ზურგის შუა ნაპირს, ზე-
და ამოღბეულობის, მხრის ნაკერისა და წინა შუა ხაზის უშუა-
ლო გამოყენებით.

ნახ.5.7 მთლიანადაჭრილი დგარი; გარეგანი სახე, კლასიკური


დგარის მიშენებისა და კალთისა და ზურგის დეტალების ზედა კონ-
ტურების გაფორმების სქემები.

ზურგის დეტალის კისრის განაჭერ ნაპირში ამოღებულო-


ბის ფორმირება ხდება მასში მხრის ამოღებულობის ნაწილობ-
რივი გადატანით; იგივე პროცესი მიმდინარეობს კალთის დე-
ტალზეც. საყელოს კონსტრუქციის ასაგებად იყენებენ დგარის
შაბლონს (2 ვარიანტი ნახ.5..3 გ). შაბლონის ზომებს აგეგმარებენ
მოდელური საყელო დგარის სიგანისა და ზედა ხაზის სიგრძის
მიხედვით საყელოს შაბლონის მიშენება შესაძლებელია მხო-
ლოდ გაფართოებული კისრის განაჭერი ნაპირის შემთხვევაში.
მიშენების პროცესში შაბლონს ანაწევრებენ ნაწილებად და კონ-
ტროლდება კალთისა და ზურგის დგარის ნაწილების ჯამური

73
სიგრძის მნიშვნელობა. მხრის ხაზის დამოკლების პროცესი
კალთისა და ზურგის დეტალზე უნდა მიმდინარეობდეს იდენ-
ტურად. მიღებული კონტურების გაფორმება მიმდინარეობს მო-
დელის ესკიზის შესაბამისად.
მთლიანადაჭრილი საყელოს თბური დანამვითი დამუშა-
ვება აუცილებლად ითვალისწინებს საყელოს ფორმირებას ქსო-
ვილში ქსელისა და მისაქსელის ძაფებს შორის კუთხის შეცვლის
ხარჯზე, რაც საშუალებას იძლევა გასწორდეს ზურგის შუა განა-
ჭერი ნაპირი, წინა ხაზი და ნაწილობრის მხრის განაჭერი ნაპი-
რები. ასეთი ფორმირების შემთხვევაში, განაჭერ ნაპირებს შო-
რის მოქცეული საყელოს თავისუფლება გადაინაცვლებს გარე
მიმართულებით, რაც პერიმეტრზე საყელოს დეტალების ერ-
თმანეთთან კარგი შერწყმის საშუალებას იძლევა. ცალკეულ მო-
დელებში, კარგი ფორმირების უნარის მქონე მასალების გამოყე-
ნებით, ამოღებულობები შეცვლილია მიუთოებით და შესაბამი-
სად წებოვანი მასალების გამოყენებით ფორმირებული დეტა-
ლების ფორმის ფიქსირებით.

5.3. ბრტყელგადაფენილი საყელო

ქალისა და გოგონების კაბების მოდელებში ხშირად გავ-


ხვდება ისეთი საყელოები, რომლებიც დევს მხრების ზედაპირ-
ზე და არ ფარავს მისი კისრის ამოღებულობაში ჩაკერების ხაზს.
ასეთ საყელოს ბრტყელგადაფენილი საყელო ეწოდება. ეს
დაუფარავი ნაკერი შეიძლება შემოიკანტოს როგორც ეს ნახ. 5.8-

74
ზეა ნაჩვენები. ასეთი ტიპის საყელოს კონსტრუქცია (ნახ. 4.8
ა.ბ.გ. აღნიშნულია ციფრით – 1 მიიღება მხრის ხაზზე ზურგისა
და კალთის დეტალების ერთმანეთთან შერწყმით. გადანაფენის
კონტურის გაფორმება ხდება კისრის განაჭერი ნაპირის ირ-
გვლივ მოდელის ესკიზის შესაბამისად (ნახ. 5..8 ბ).

ზურგი

კალთა

ა ბ გ

დ ე

ვ ზ თ
ნახ. 5. 8. ა, ბ– აბსოლუტურად ბრტყელგადაფენილი საყელოს
კონსტრუქცია და გარე სახე. გ– ჩვეულებრივი ბრტყლადგადაფენი-
ლი საყელოს გარე სახე. დ-თ – აგების თანმიმდევრობა

75
ჩვეულებრივი ბრტყლადგადაფენილი საყელო -2 კისრის
განაჭერ ნაპირთან ერთდება ისე, რომ შეერთების ნაკერი მზა ნა-
წარმში დარჩეს უხილავი (ნახ. 5.8 გ) საყელოსათვის ამ დროს
ფორმირდება მცირეოდენი დგარი მხრების უბანსა და უკანა მხა-
რეში. დგარის სიმაღლე (Bდგ) დამოკიდებულია გამოყენებული
მასალების სისქესა და სიხისტეზე (0,5...1 სმ). 5.8 გ-ნახაზზე ნაჩ-
ვენებია შეთავსებული 1 და 2 საყელოს უკანა ხედი. კონსტრუქ-
ციულად საყელოები ერთნაირი სიგანისაა, მაგრამ დგარის მეშ-
ვეობით -2- საყელოს გადანაფენი კისრის განაჭერთან უფრო ახ-
ლოს განლაგდება.
საყელოს 2-ის კონსტრუქციის აგების ხერხი მოყვანილია
ნახ.5.8 დ.თ-ზე. აგებას იწყებენ მოდელური კონსტრუქციის კალ-
თისა და ზურგის დეტალების ერთმანეთთან შეთავსებით მხრის
ნაკერზე, რაც თავის მხრივ იწვევს კისრის განაჭერი ნაპირის
კონტურის გამოკვეთას. შემდეგ, მოდელის ესკიზის შესაბამისად
ნახაზზე განსაზღვრავენ გადანაფენის მოდელური ხაზის М-ის
მდებარეობას. საყელოს შუაში М - კონტურიდან გადმოზომავენ
2 Bდგ -ის სიდიდის მონაკვეთს და აფორმებენ გადანაფენის პი-
რობით ხაზსს (კონტური Y). Y -კონტური М - კონტურზე გრძე-
ლია. ამ სიგრძეთა სხვაობა განისაზღვრება 1,2,3 წერტილებიდან
აღმართული პერპენდიკულიარების დახმარებით (ნახე კონტუ-
რის სიგრძეთა სხვაობის განსაზღვრა ნახ. 5.4, 5.5 და 5.8-ზე). შემ-
დგომში აგება მდგომარეობს პირობითი საყელოს დანაწევრება-
ში (ნახ. 5.8 ვ) და გადანაფენის ხაზის კონტურზე მათი დახურვა-
ში ისე, რომ Y -კონტურის სიგრძე გახდეს М - კონტურის ტოლი.
შედეგად მიიღება საყელოს განფენა განსაზღვრული სიმაღლის
დგართა და გადანაფენის ხაზის სასურველი მდებარეობით. აგე-
ბა მთავრდება მიღებული საყელოს კონტურების მრუდწირული

76
გაფორმებითა და Π კუთხეების ფორმის მოდელის შესაბამისად
კორექტირებით.
ზემოთ განხილული ბრტყელგადაფენილი საყელოს და
დგარის კონსტრუირების ხერხები მოდელის ესკიზის შესაბამი-
სი სასურველი ფორმის საყელოთა მაღალი ხარისხის განფენის
მიღების საშუალებას იძლევიან.

5.4 დგარგადაფენილი საყელო

დგარგადაფენილი საყელოს საშუალებით შეიძლება გა-


ვაფორმოთ სხვადასხვა ფორმის კისრის განაჭერი ნაპირები:
მრგვალი – ბოლომდე შესაბნევიანი ნაწარმისათვის, ღია – კუ-
თხით, მომრგვალებული ამოჭრის ან „კარეს“ ტიპის. ნახ. 5.9-ზე
ილუსტრირებულია დგარგადაფენილი საყელოს დაგეგმარების
მეთოდი შესასრულებელი ოპერაციების დანომრვით. შემოთავა-
ზებული მეთოდით საყელოს აგება სრულდება 9 ოპერაციით.
1. კისრის განაჭერი ნაპირის მთლიანი კონტურის მიღება
კალთისა და ზურგის დეტალების ზედა ნაწილების ერთმანეთ-
ზე მიშენებით (ნახ. 5.9, ა); მოთხოვნილების შესაბამისად კისრის
განაჭერი ნაპირის მოდელირება ზურგისა და კალთის შეერთე-
ბულ ნახაზზე.
2. დგარის სიმაღლისა Bდგ და გადაფენილის სიგანის Шგად
განსაზღვრა უკანა მხრიდან ესკიზის შესაბამისად.
3. საყელოს გადაღუნვის ხაზის წინა მონაკვეთის C-ს მოდე-
ლირება დგარის სიმაღლის გათვალისწინებით, კისრის განაჭე-
რი ნაპირის კონტურზე გამოიყოფა ΠP-მონაკვეთი, რომელზეც
დასაგეგმარებელი საყელო ბრტყლად უნდა გადავიდეს კისრის
ხაზზე (საყელოსა და კისრის განაჭერი ნაპირების კონტურები ამ

77
უბანზე ერთმანეთს ემთხვევიან. P-წერტილის გავლით გაატარე-
ბენ C ხაზის პერპენდიკულარს).

ა ბ გ

დ ე
ნახ. 5. 9. დგარ გადაფენილი საყელო: ა- კისრის განაჭერი ნაპი-
რის, დგარის გადაღუნვის, გადაფენისა და საყელოს ბოლოს ხაზის
მოდელირება; ბ- კისრის ხაზების შეცვლა სწორ მონაკვეთებით, მისი
და გადაფენილის ხაზებს შორის სხვაობის განსაზღვრით; გ- შუალე-
დური შაბლონის აგება; დ- შაბლონის დანაწევრება და გაფართოება;
ე- დეტალის კონტურების გაფორმება.

78
4. გადანაფენის M-კონტურისა და საყელოს ბოლოს AΠ-ს
კონტურების მოდელირება მათი მდებარეობის განსაზღვრა მო-
დელური კისრის განაჭერი ნაპირის მიმართ.
5. მოდელური კისრის განაჭერი ნაპირის შეცვლა სწორი
მონაკვეთებით (აპროექსიმაცია) ნახ.4.9 ბ.
6. გადანაფენის ხაზსა და კისრის განაჭერ ნაპირების სიგ-
რძეებს შორის სიგრძეთა სხვაობის განსაზღვრა (ნახ. 5.9
ა,ბ,გ,დ,ე)
7. საყელოს შუალედური შაბლონის აგება (ნახ.5,9 გ). P წერ-
ტილიდან კისრის ხაზის მხებად გატარდება სწორი ხაზი P3/ ისე,
რომ ΠP3/ – უბნის სიგრძე უტოლდებოდეს ΠP3-ს სიგრძეს, საყე-
ლოს შუა ხაზი 3/Б–3/P -მონაკვეთის პერპენდიკულარულია. სა-
ყელოს ბოლოს ΠA/- მიიღებენ ΠA -შესაბამისი კონტურის სიმეტ-
რიული გამოსახულებით. Б/ და A/ წერტილებს აერთებენ მდოვ-
რე ხაზით 3/Б/ -ის პერპენდიკულარულად. საბოლოო ჯამში ვღე-
ბულობთ საყელოს შუალედური შაბლონის ჩაკეტილ კონტურს
Π3/Б/A/.
8. შუალედური შაბლონის დანაწევრება კისრის განაჭერი
ნაპირის აპროქსიმაციის მონაკვეთების გათვალისწინებით (ნახ.
5.9 გ), მისი გაფართოება გადანაფენის კონტურის ხაზზე მოდე-
ლური სიგრძის მიღებამდე (ნახ. 5.9 დ).
9. მიღებული საყელოს განფენის კონტურების გაფორმება
(ნახ. 5.9 ე). შუალედური შაბლონის აგების თავისებურება საშუ-
ალებას იძლევა გვერდი ავუაროთ საყელოს კუთხის Π-ს კორექ-
ტირებას.
შაბლონის გაფართოება გადაფენილის ხაზზე თავის მხრივ
იწვევს საყელოს გადაღუნვის ხაზის სიგრძის გაზრდას. ეს საწინ-
დარია იმისა, რომ აგებული საყელოს დგარი გადაიხრება კისრი-
დან და ფორმით ემსგავსება ძაბრისებურ საყელოს. (ნახ.2.33).

79
დგარის მოკვეთის ხაზს (ЛМ) განალაგებენ საყელოს გაადაკეც-
ვის ხაზიდან 0,7 სმ-ის დაცილებით და მდოვრედ აბოლოებენ
М-წერტილში, რომელიც მდებარეობს 4-5 სმ-ის დაცილებით
მხრის მონიშვნის წერტილიდან (ნახ.5.10 ა.). საყელოზე დაიტა-
ნებენ პირობითი დანაწევრების ხაზებს. მოკვეთილ დგარს
(ნახ.5.10, ბ) ასწორებენ, ამოკლებენ მის ზედა განაჭერ ნაპირს ЛМ
-ს პირობითი დანაწევრების ადგილებში ზედმეტების დახურ-
ვით. (ნახ.5.10 გ). ანალოგიური დაპატარავება აუცილებელია
Л/М/ - ხაზის გასწვრივაც (ნახ.5.10 დ). ეს პროცესი მიმდინარეობს
დგარის მოკვეთის ხაზზე გაჩენილი ზედმეტების დახურვით
(ნახ.5.10 ე). გარდასახვების შედეგად მიღებული საყელოს დეტა-
ლების კონტურებს აფორმებენ მდოვრე მრუდი წირებით.

ნახ.5.10. დგარ გადაფენილი საყელო მოკვეთილი დგარით: ა-


შაბლონის მომზადება; ბ- მოკვეთილი დგარი; გ- დგარის განაჭერი
ნაპირის დამოკლება; დ- მოკვეთილი გადანაფენი; ე- გადანაფენის
მოკვეთის ხაზის დამოკლება.

80
6. სათავიანი ნაწარმის კონსტრუირება

6.1. სწორი ქვედა კაბა. კონსტრუქციის დახასიათება

სწორი ქვედა კაბა იმეორებს სხეულის ზედაპირის ფორმას


წელის ხაზიდან თეძოს ხაზამდე (გვერდებიდან და უკნიდან);
წინა მხარეზე ფორმის გამეორება შეზღუდულია მუცლის ამო-
ბურცული ფორმის გამო (დაშტრიხული უბნები ნახ.6.1. ა) [1,20].

ცენტ.უკ
გვ

ა ბ
ნახ. 6. 1. სწორი ქვედა კაბა: ა- გარეგანი სახე; ბ- კონსტრუქცია.

სწორი ქვედა კაბის უბნებს ადამიანის ფიგურაზე აქვს დაშ-


ვებული მდგომარეობა. კლასიკური სწორი ქვედა კაბა გეგმარ-
დება სხვადასხვა გამოწყობილობის ხარისხით წელისა და თე-
ძოს გარშემოწერილობებზე. მაქსიმალურად (1) და მინიმალუ-
რად (2) გამოწყობილი სწორი ქვედა კაბების სილუეტები ნაჩვე-
ნებია ნახ.6.1 ა-ზე.

81
ქვედა კაბის ფიგურაზე ჩაჯდომის ხარისხი ძირითადად
დამოკიდებულია მისი ბალანსის სწორ შერჩევაზე. სათავიან
ტანსაცმელში განასხვავებენ ბალანსის სამ სახეს: წინა-უკანა,
გვერდითი და საყრდენი. [1,2,4] ქვედა კაბის კონსტრუქციაში
წინა-უკანა ბალანსს δწ-უკ უწოდებენ წინა და უკანა ნაწილების
ცენტრალური უბნების უმაღლეს წერტილების სიმაღლეებს შო-
რის სხვაობას; გვერდითი ბალანსი δგვ წარმოადგენს წინა ცენ-
ტრალური ნაწილისა და გვერდითი ნაკერის უმაღლესი წერტი-
ლების სიმაღლეების სხვაობას (ნახ. 6.1 ბ). კონსტრუქციის ეს
ორი პარამეტრი განსაზღვრავს ნაწარმის თავისუფლად დაშვე-
ბული წინა, უკანა და გვერდითა უბნების გაწონასწორებულ
მდგომარეობას.
გვ.ა უკ.ა წ.ა
გვ.ა
წ.უკ
გვ

უკ.

ნახ. 6.2 სათავიანი ნაწარმის საბალანსო მახასიათებლების სქე-


მა: წინა-უკანა ბალანსი – δწ-უკ; გვერდითი ბალანსი δგვ; ამოღებულო-
ბების სიდიდეები (საყრდენი ბალანსი) წინა (წ.ა), უკანა (უ.ა); გვერ-
დითი (გვ.ა) ნაწარმის შუა განაჭერი ნაპირების დახრის კუთხეები წი-
ნა γწ, უკანა γუკ.

საყრდენი ბალანსი განსაზღვრავს დანამატების განთავსე-


ბას ნაწარმის მიერ ფიგურის მაქსიმალური გადაფარვისათვის.
სათავიანი ნაწარმისათვის საყრდენი ბალანსის სისწორე განპი-

82
რობებულია თეძოსა და წელის გარშემოწერილობების სხვაობის
პერიმეტრზე დასაბუთებული განაწილებით (ნახ.6.2) [16].
ნაწარმში ამოღებულობის სიდიდის არასწორი დაგეგმარე-
ბა მზა ნაწარმში სხვადასხვაგვარად აისახება: ამოღებულობის
დიდი ზომების შემთხვევაში კაბებისა და შარვლების შესაბამის
უბნებში ფორმირდება ვერტიკალური ნაკეცები; არასაკმარისი
ამოღებულობის შემთხვევაში ხსნებული ნაკეცები გადაინაც-
ვლებს ნაწარმის სხვა უბნებში. მჭიდროდ შემოჭერილი ნაწარმი-
სათვის ქსოვილის ზედმეტად დაჭიმვის გამო ქამრის უბნის ქვე-
მოთ ფორმირდება
ჰორიზონტალური
ნაკეცები (ნახ. 6.3 ა).
ბ გვერდითი ამოღებუ-
ლობის გადიდებუ-
ლი ზომების შემ-

თხვევაში (შესაბამი-
სად უკანა ამოღებუ-
ნახ. 6. 3. მჭიდროდ შემოწყობილი ქვედა
ლობის არასაკმარისი
კაბაზე (შარვალზე) ფორმირებული ჰორი-
ზონტალური ნაკეცები; ბალანსის არასწო- ზომებით) წარმოიქ-
რი განაწილებია. ა-შარვლის კონსტრუქცი- მნება დამატებითი
ის დაზუსტების სქემა (პუნქტირი)–ბ. დაძაბულობის კერა Р
(ნახ.6.3 ა), რაც თავის
მხრივ იწვევს ჰორიზონტალური ნაკეცების ფორმირებას. წარ-
მოქმნილი დეფექტის გაუვნებელყოფა შესაძლებელია ამოღებუ-
ლობის სიდიდის ხელახალი გადანაწილებით (პუნქტირული
ხაზი ნახ.6.3 ბ). სათავიანი ნაწარმის ზემოთ განხილული თავი-
სებურებები მნიშვნელოვანია როგორც ქვედა კაბებისათვის, ასე-
ვე შარვლებისათვისაც; ყოველივე ზემოთ ხსენებულს განსაკუთ-

83
რებული ყურადღება ექცევა ტიპიურისაგან განსხვავებულ
ფიგურასთან მუშაობის შემთხვევაში [1,4,9,20].

6.2. სწორი ქვედა კაბის ბაზისური კონსტრუქციუ-


ლი ნახაზის აგება

სწორი ქვედა კაბის კონსტრუირებისათვის საჭირო განზო-


მილებები შემდეგია: წელის ნახევარგარშემოწერილობა Oწ, თე-
ძოს ნახევარგაგშემოწერილობა Oთეძ, დაცილება წელის ხაზიდან
იატაკამდე წინიდან (hწ), გვერდიდან (hგვ) და უკნიდან (hუკ).
კონკრეტულ ფიგურებთან მუშაობისას, ზემოთ ჩამოთვლი-
ლი ბოლო სამი ზომითი ნიშანი სტანდარტის მიხედვით გათვა-
ლისწინებული არ არის, ამიტომ ტიპიური ფიგურისათვის მათი
მნიშვნელობა მიახლოებითია [13]. ქვედა კაბის სიგრძეს (lქვ.კაბ)
იღებენ მოდელის შესაბამისად.
სწორი ქვედა კაბის კონსტრუქციული ნახაზის აგების თან-
მიმდევრობა, აუცილებელი გაანაგრიშების მითითებით ნაჩვენე-
ბია ნახ.6.3-ზე. ტიპიური ტანაგებულობის ფიგურის სწორი ქვე-
და კაბა შეიძლება დაგეგმარდეს ერთი ნაკერით ნაწარმის შუა ნა-
წილში (წინიდან ან უკნიდან). ამოღებულობების მინიმალური
რაოდენობა სამია – უკანა, გვერდითი და წინა. ამოღებულობის
ჯამური მნიშვნელობა (Σამოღ) განისაზღვრება ქვედა კაბის ზომე-
ბის სხვაობით თეძოსა და წელის ხაზზე (ნახ. 6. 4, ბ), რომელიც
ნაწილდება უკანა, შუა და წინა ამოღებულობებში კონკრეტული
ტანაგებულობის ფიგურის შესაბამისად.
ნახ. 6.5. ა-ზე ნაჩვენებია Σამოღ -ის განაწილების პრინციპუ-
ლი ვარიანტი ტიპიური ფიგურის (Σამოღ ≤13 სმ) შემთხვევაში. აქ-
ვე მითითებულია წინა და უკანა ამოღებულობების სიგრძეები.

84
თუ უკანა ამოღებულობის სიდიდე აღემატება 4,5...5,0 სმ-ს აგეგ-
მარებენ – ორს, ხოლო გვერდითას გადაადგილებენ ოდნავ წინ
(ნახ. 6.6).


ნახ. 6. 4. სწორი ქვედა კაბის ბაზისური ბადის გაანგარიშება და
აგება – ა; ამოღებულობათა ჯამური მნიშვნელობის განსაზღვრა (Σა-
მოღ) წელის ხაზზე – ბ. (ოპერაცია 1-9)

85
ნახ. 6. 5. სწორი ქვედა კაბის წინა, უკანა და გვერდითი ამოღე-
ბულობების დაგეგმარება: ა- ამოღებულობის პარამეტრების განსაზ-
ღვრა; ბ- ამოღებულობის გვერდებით გაფორმება; გ- ამოღებულობის
დახურვის შედეგად მიღებული ქვედა კაბა.

86
მცირე ზომის ქვედა კაბები შეიძლება დაგეგმარდეს წინა
ამოღებულობის გარეშე (იგი შეიძლება შეიცვალოს დასმით 0,5
სმ). ზედა განაჭერი ნაპირის მცირეოდენი დასმა კაბის (შარ-
ვლის) სათავესთან შეერთებისას სასარგებლოა ნებისმიერ შემ-
თხვევაში, რადგან იგი საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ
დაძაბულობით გამოწვეული არასასურველი ნაკეცები.
წინა და უკანა ამოღებულობის გვერდებს სწორი ფორმა
აქვს (ნახ. 6.5 ბ). გვერდითი ამოღებულობის კონტურებს აფორ-
მებენ ფიგურის მოხაზულობის შესაბამისად (ნახ. 6. 5 ბ; 6. 7 ა).

ნახ. 6. 6 ქვედა კაბის ჯამური ამოღებულობის დაგეგმარების ვარიან-


ტი (Σამოღ >13 სმ)

87
ქვედა კაბის ზედა განაჭერი ნაპირის კონტურს აფორმებენ
დაგეგმარებული ამოღებულობების დახურულ მდგომარეობაში
(კალკის გამოყენებით). კონსტრუქციის ის უბნები, რომლებითაც
მუშაობენ ზედა კონტურის გაფორმების პროცესში ნაჩვენებია
ნახ.6.5 ბ-ზე დაუშტრიხავი სექტორების სახით. კონსტრუქციის
ზედა უბნების მდგომარეობა ამოღებულობათა დახურვის შემ-
დეგ ნაჩვენებია ნახ.6.5 გ-ზე. ზედა განაჭერი ნაპირის მდოვრე
მრუდებით გაფორმებისას აუცილებელია შენარჩუნდეს 41,441
და 47 წერტილების მდებარეობა. ქვედა კაბის კონსტრუქციის სა-
ბოლოო სახე მოცემულია ნახ.6.5 ბ-ზე.

თეძ დუნდ მუც

ა ბ გ
ნახ. 6.7. სხეულის ზედა ნაწილის პროექციული მახასიათებლე-
ბი (ტიპიურისაგან განსხვავებული ფიგურის შემთხვევაში): ა, ბ- ამო-
ღებულობის სიდიდისა და გ-სიღრმის მნიშვნელობის განსაზღვრი-
სათვის.

რთული გვერდითი კონტურების მქონე ფიგურებისათვის


ქვედა კაბის დაგეგმარება მიზანშეწონილია გვერდითი ნაკერე-
ბით (ნახ. 6.1 ბ). ტიპიურისაგან განსხვავებული ფიგურებისათ-
ვის (გამონაშვერებით დუნდულა კუნთების, მუცლის ან თეძოს
უბნებში) არ გამოგვადგება ნახ.6.5 ა-ზე ნაჩვენები ჯამური ამო-

88
ღებულობის განაწილების ვარიანტი. ტიპიურისაგან განსხვავე-
ბული ტანაგებულების ფიგურისათვის სწორი ქვედა კაბის და-
გეგმარება მიმდინარეობს სხეულის კორპუსული ფორმების მა-
ხასიათებლების გამოყენებით [4,9,21]. ამ მიზნით იყენებენ წე-
ლის ჩაღრმავების პროექციულ მაჩვენებლებს დუნდულა კუნ-
თების Γდუნდ, თეძოების Γთეძ და მუცლის Γმუც გამოშვერილი წერ-
ტილების მიმართ (ნახ. 6.7 ა.ბ).
ამოღებულობის სიდიდის განსაზღვრა ეფუძნება ყოველ
სანტიმეტრ პროექციულ განზომილებაზე მოსული A-ს წილობ-
რივი მნიშვნელობების გაანაგრიშებას.
A = Σამოღ / (Γდუნდ + Γთეძ + Γმუც)
თითოეული ამოღებულობის სიდიდეს განსაზღვრავენ შემ-
დეგი ფორმულებით:
წინა: Pწინ = A× Γმუც;
გვერდითი: Pგვ = A× Γგვ;
უკანა: Pუკ = A× Γდუნდ;
სხეულის გარე ფორმის პროექციული მახასიათებლები ასე-
ვე შეიძლება გამოვიყენოთ ამოღებულობათა სიღრმეების გან-
საზღვრის პროცესში. მაგალითად, უკანა ამოღებულობის წვე-
როს წერტილის მდებარეობა (3) შეიძლება განისაზღვროს ფიგუ-
რის პროფილურ გამოსახულებაზე (ნახ.6.7 გ). ხსენებული წერ-
ტილი (3) ფიგურის უკანა კონტურის ორი მხების გადაკვეთაზე
მდებარეობს: 1- მხები. წარმოადგენს დუნდულა კუნთების ყვე-
ლაზე გამოშვერილ წერტილზე გამავალ ვერტიკალს; 2- სწორი
ხაზი წელის ხაზიდან თეძოს ხაზამდე ემთხვევა ფიგურის უკანა
ნაწილის მოხაზულობას. ანალოგიური წესით შეიძლება გან-
ვსაზღვროთ ამოღებულობის სიღრმე წინა მხარეზე. (ნებისმიერ
შემთხვევაში ამოღებულობის სიღრმე მისი სიგანის მაჩვენებ-
ლებს სამჯერ უნდა აღემატებოდეს).

89
დიდი ზომის ამოღებულობათა გადანაწილებისას იყენებენ
დამატებითი დანაწევრების მეთოდს (დამატებითი ამოღებუ-
ლობა). დუნდულა კუნთების დიდი გამოშვერილობის მქონე
ფიგურისათვის ქვედა კაბის კონსტრუქციის მაგალითი მოყვანი-
ლია ნახ.6.6-ზე.

6.3. შარვლის კონსტრუქციის დახასიათება

კლასიკური სტილის შარვლებისათვის დამახასიათებელია


ფიგურის საყრდენ ზედაპირზე გამოკვეთილი გამოწყობილობა (წე-
ლის ხაზიდან მუცლისა და თეძოების ზედა ნაწილებამდე). შარვლე-
ბის გამოწყობილობის თავისუფლების ხარისხი სხეულის სხვადას-
ხვა უბნებში სხვადასხვაგვარია. შარვლის განივი ზომების მნიშვნე-
ლობებს თეძოს, დუნდულა კუნთებს შორისი კუთხის, მუხლისა და
ბოლოს ხაზზე განსაზღვრავს ნაწარმის სილუეტი. შარვლის შესახებ
ყველაზე ინფორმაციულს მისი პროფილური გამოსახულება წარმო-
ადგენს. კლასიკური შარვლის ნიმუშებში მკვეთრადაა გამოსახული
მისი წინა და უკანა გადაღუნვის ხაზები [4,18,22,21].
თანამედროვე შარვლებში წინა გადაღუნვის ხაზს მიაუთოვებენ
მის მთელ სიგრძეზე, უკანას – ქვევიდან თეძოს ხაზამდე. გადაღუნ-
ვის ხაზების კონფიგურაცია პროფილურ გამოსახულებაში გარკვე-
ულწილად იმეორებს ადამიანის ფეხის მოხაზულობას. მისი ბოლო
განაჭერი ნაპირით შარვალი აუცილებლად ეხება ფეხსაცმლის უკანა
უბანს; წინა გადაღუნვის ხაზი, შარვლის ბოლოს სიგანიდან გამომ-
დინარე, ამა თუ იმ მნიშვნელობით წინ გადაიხრება. შარვლის წინა
და უკანა სახისათვის დამახასიათებელია გადაღუნვის ხაზების დაშ-

90
ვებული მდგომარეობა: წინა გადაღუნვის ხაზი ორიენტირებულია
მუხლის ცენტრსა და ფეხსაცმლის შუა ხაზზე, უკანა – დუნდულა
კუნთების ცენტრებსა და ქუსლის შუა ხაზებზე.
შარვლის ფორმისა და პროპორციული მახასიათებლებია სათა-
ვის ზედა ხაზისა და ნაწარმის ქვედა ბოლოს ხაზის მდებარეობა. ნა-
წარმისათვის სათავის მიკერების ხაზი შეიძლება მდებარეობდეს წე-
ლის ხაზზე ან მის ქვემოთ 2...5 სმ-ის დაცილებით. შარვლის ბოლო
ხაზი განთავსებულია იატაკიდან გარკვეული მანძილის დაცილე-
ბით; მას შეიძლება ჰქონდეს დახრილი ფორმა ფეხსაცმლის ძირის შე-
საბამისად. იატაკიდან შარვლის ბოლოს ხაზამდე მანძილი დამოკი-
დებულია მის სიგანის სიდიდეზე ბოლოში [1,2]. ასე მაგალითად,
თუ ნაწარმის ბოლოს სიგანე (Шბოლ) 28-32 სმ-ია იატაკიდან ბოლოს
ხაზამდე რეკომენდირებული დაცილება (Рიატ.ქვ.ხ) 3...4 სმ-ის ტოლია.

თუ Шბოლ = 24-27 სმ მაშინ Рიატ.ქვ.ხ = 6...5 სმ

თუ Шბოლ = 20-23 სმ მაშინ Рიატ.ქვ.ხ = 7...8 სმ


შარვლის ბოლო ხაზის დაგეგმარება რეკომენდირებული დაცი-
ლებების გათვალისწინებით თავიდან აგვაცილებს არასასიამოვნო
ნაკეცების ფორმირებას ტერფის არეში. ამასთანავე, ასეთი ნაკეცების
არსებობა დასაშვებია დაგრძელებული და საშუალო სიგანის მქონე
შარვლის თანამედროვე მოდელებში. ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით,
რომ შარვლის ბოლოს დამუშავების გაიოლების მიზნით მას აგეგმა-
რებენ დახრის გარეშე.
ტიპიური კონსტრუქციის შარვლები შუა, გვერდის და ბიჯის
ნაკერების მეშვეობით იყოფიან ორ წინა და ორ უკანა ნაწილებად.
სიბრტყეზე დაფენილი შარვლისათვის (მაგალითად გადაღუნვის ხა-
ზების დასაუთოებლად) გვერდითი ნაკერები უნდა ემთხვეოდეს ბი-
ჯის ნაკერს იატაკიდან მუხლამდე. მუხლის ზემოთ ნაკერების დამ-
თხვევა აუცილებელი არ არის (ნახ. 6. 8). ხშირად ბიჯის ნაკერის
უმაღლეს წერტილს აგეგმარებენ უკანა მხარეზე ოდნავი გადაწევით

91
(1-1,5 სმ) ; აქედან გამომდინარე ნაკერი უხილავია შარვლის ადამია-
ნის ფიგურაზე განთავსებისას.

ნახ. 6. 8 სიბრტყეზე განფენილი შარვლის ტიპიური კონსტრუქციის


გარეგანი სახე

კლასიკური შარვლებისადმი წაყე-


ნებული ერთ-ერთი ძირითადი მო-
თხოვნაა მზა ნაწარმის სიბრტყეზე გან-
თავსებისას გადაღუნვის ხაზების მდო-
რე მრუდწირებად წარმოსახვა. ნათე-
ლია, რომ ნაწარმის განთავსება სიბ-
რტყეზე მოხდება ბოლოდან თეძოს ხა-
ზამდე. მხოლოდ შარვლის სიბრტყეზე
კარგი განთავსებადობის შემთხვევაში
მიიღწევა მისი ხარისხიანი გარე ხედი
ადამიანის ფიგურაზე (ტალღისებური
სილუეტური ხაზების, შეტეხილებისა
და სხვადასხვა მიმართულების ნაკეცე-
ბის გარეშე). მრუდწირული გადაღუნ-
ვის ხაზების ფორმირება დიდაა დამო-
ნახ. 6. 9. შარვლის დეტა-
კიდებული ნაწარმის სწორ თბურ დანამ-
ლების ფომირება
ვით დამუშავებაზე (ფორმირებაზე). ნახ.
6. 9-ზე ნაჩვენებია უჯრედებიანი ქსოვი-

92
ლის შარვლის ნახევარფაბრიკატი შემდეგ მდგომარეობაში: შარვლის
ფორმირებული დეტალები შეერთებულია გვერდითი და ბიჯის ნა-
კერებით; წინა გადაღუნვის ხაზი მიუთავებულია, ხოლო უკანას
უჭირავს ე.წ. რბილი ფორმა. შარვლის დეტალების გამოჭრის ტექნი-
კური პირობიდან გამომდინარე წინა გადაღუნვის ხაზი აუცილებ-
ლად ემთხვევა ქსელის ძაფის მიართულებას, უკანა გადაღუნვის ხა-
ზი კი მისი პარალელურია მხოლოდ მუხლის ხაზამდე.
ქსოვილის ბადისებური სტრუქტურა მოძრავია, რაც ფორმირე-
ბის პროცესში ქსელსა და მისაქსელის ძაფებს შორის კუთხის შეც-
ვლის საშუალებას იძლევა. ნახ. 6.9-ზე ნაჩვენები ისრები მიგვითითე-
ბენ უთოს მოძრაობის მიმართულებებს დეტალების ხელით ფორმი-
რებისას. უკანა გადაღუნვის ხაზის უმაღლესი წერტილის მაქსიმა-
ლური გადახრის შემთხვევაში, აღმოჩნდება ნაწარმის შუა განაჭერ
ნაპირზე. უკანა გადაღუნვის ხაზის განხილული მდებარეობა შეიძ-
ლება ჩავთვალოთ საკონტროლოდ, რომელიც განსაზღვრავს
პროფილში მსი და ადამიანის ფიგურის მოხაზულობის შესაბამისო-
ბას, საბოლოო თბური დანამვითი დამუშავებისას უკანა გადაღუნვის
ხაზს მიაუთოვებენ მისი ქსელის ძაფის მიმართულებაზე დამთხვე-
ვით (პუნქტირის ხაზი ნახ. 6. 9). სამრეწველო პირობებში მზა შარ-
ვლების ფორმირება მიმდინარეობს ორთქლის მანეკენებზე. ფორმი-
რებას არ მოითხოვენ ფართე სილუეტის მქონე შარვლის დეტალები;
ასევე ფორმირების აუცილებლობა არ არის გადაღუნვის სწორი ხაზე-
ბითა და რბილი ნაკეთებით დაგეგმარებული შარვლებისათვის
[18;19].
გამომდინარე იქედან, რომ შარვალი სხვა ნაწარმებისაგან გან-
სხვავებით მუდმივად მოძრავ მდგომარეობაში, მას წაეყენება მაღალი
ერგონომიული მოთხოვნილებები (სიარული, კიბეზე ასვლა, ჩაჯდო-
მა სკამის სიბრტყემდე, ღრმა ჩაჯდომები ნახ. 6. 10, ა). შარვლის კონ-
სტრუქციამ უნდა უზრუნველყოს ყველა შესაძლო მუშა მოძრაობების
მოხერხებულობა.

93
ა ბ
ნახ. 6. 10. „ადამიანი-ნაწარმი“ დინამიკაში: ა- ერგონომიული სქემე-
ბი; ბ- შარვლის ბოლო ხაზის მდგომარეობა სტატიკასა და დინამიკა-
ში

შარვლისა და ადამიანის ფიგურის დინამიური შესაბამისობა გა-


ნისაზღვრება მენჯ-ბარძაყისა და მუხლის უბნებში ფეხის 900-იანი
მოძრაობის თავისუფლების ხარისხის მიხედვით (ნახ. 6. 10, ბ). ქმე-
დითობის ასეთი სახე თითქოს და აერთიანებს მოძრაობის რამდენი-
მე ძირითად დინამიურ პროცესს: სიარულს, კიბეზე ასვლას, ჩაჯდო-
მას და სხვა. ფეხის აწევისას მნიშვნელოვნად იზრდება ნაწარმის ზე-
დაპირული ზომები. ყველაზე დიდი მატება (დინამიური ეფექტი
17%-მდე) შეიმჩნევა დახრილი მიმართულებით დუნდულა
კუნთების წერტილიდან მუხლის წერტილამდე ფეხის შიგა და გარე
უბნებში (ნახ. 6. 10, ბ). აღნიშნულიდან გამომდინარე მოძრაობის
პროცესში შარვალი იძულებულია გადაადგილდეს ზემოთ ფეხის
გასწვრივ. დინამიური შესაბამისობა – ამ გადაადგილების თავი-
სუფლებით განისაზღვრება და რასაკვირველია დამოკიდებულია
შარვლის სიგანეზე მუხლის არეში. შარვლის გადაადგილებისას გარ-
კვეულ როლს თამაშობს ნაწარმის წინა მხარეში დაგეგმარებული
სარჩულის დეტალი ატლასის ქსოვილისაგან. მოძრაობის შესრულე-
ბის მოხერხებულობა ასევე დამოკიდებულია შარვლის უბის სიღ-
რმეზე. უბის სიღრმის შემცირებული ზომებისათვის შარვლის დინა-
მიური შესაბამისობა მაღალია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი
კონსტრუქციები მიღებულია მხოლოდ თავისუფალ გამოწყობილო-
ბაზე მცირე დანამატებიანი ნაწარმისათვის.

94
6.4. ქალის შარვლის ბაზისური კონსტრუქციული
ნახაზის აგება

შარვლის კონსტრუქციული დაგეგმარებისათვის საჭირო


აუცილებელი ზომითი ნიშნები:
1. წელის გარშემოწერილობა - Oწელ;
2. თეძოს გარშემოწერილობა - Oთეძ;
3. ნაწარმის სიგრძე იატაკამდე წინიდან - lნაწ;
4. ნაწარმის სიგრძე იატაკამდე გვერდიდან - hნაწ. გვ;
5. უბის სიმაღლე (ნახ. 6.11, ა) – hუბ. ;
6. უბის სიგრძე (ნახ. 6.11, ბ.) – lუბ;.

ა ბ
ნახ. 6. 11. ზომების აღება შარვლისათვის: ა - უბის სიმაღლე;
ბ - უბის (უნაგირის) სიგრძე

95
ა ბ
ნახ. 6. 12. შარვლის კონსტრუქციის აგება: ა –ბაზისური ბადე;
ბ – წინა ნახევრის კონსტრუქცია

წინა ნახევრის ნახაზის აგება


1. ავიღოთ წერტილი 1 და გავატაროთ მასზე
ჰორიზონტალი (წელის ხაზი) და ვერტიკალი – შარვლის სიგრძე
წელიდან იატაკამდე წინიდან (ნახ. 6. 12, ა).
2. ჰორიზონტალზე გადაიზომება მონაკვეთი 1-1,1. იგი
ტოლია თეძოს გარშემოწერილობის სიდიდეს დამატებული
დანამატი (3÷4 სმ) და გაყოფილი 4-ზე;
3. მიღებულ წერტილებზე ვაგებთ მართკუთხედს.
4. წერტილი 1-დან ქვემოთ ვზომავთ უბის სიმაღლის
მონაკვეთს 1-3. მისი სიდიდე ტოლია შესაბამისი ზომითი
ნიშნის მნიშვნელობას დამატებული დანამატი. დანამატის
სიდიდე მერყეობს 0÷1, 5 სმ-ის ფარგლებში. რაც მეტია თეძოს
გარშემოწერილობა მით მეტია დანამატი.

96
5. მონაკვეთი (3-3.1) უბის ხაზია.
6. წერტილიდან 3.3 მარჯვნივ უბის ხაზის გასწვრივ
გადავზომავთ უბის სიგანის მნიშვნელობას - წერტილი 3.2. (3.1-
3.2) მონაკვეთის სიდიდე ტოლია თეძოს გარშემოწერილობა
გაყოფილი 20-ზე (ნახ. 6.12, ბ)
7. წელის ხაზზე ქვედა კაბის ანალოგიურად ვაგებთ
გვერდისა და წინა ამოღებულობებს: (3-3.4)= (3-3.2)/2.
8. 31-32 მონაკვეთის მნიშვნელობა აღვმართოთ 31
წერტილიდან ზემოთ და მიღებული წერტილი 3.2-თან
შევაერთოთ მდორე მრუდით.
9. 3.4 წერტილიდან გავატაროთ ვერტიკალი 12-2 ხაზი
არის შარვლის წინა გადაღუნვის (გადაკეცვის ) ხაზი.
10. (12-22) მონაკვეთი გავყოთ შუაზე და მის ქვემოთ
გადავზომოთ (12-22)/10 მნიშვნელობა. მიღებულ წერტილზე 41
გავატაროთ მუხლის ხაზი. აღნიშნული წერტილი
შესაძლებელია მივიღოთ გაზომვის ხერხითაც (მუხლის
სიმაღლე).
11. მუხლის ხაზზე წერტილებიდან 4 და 4.2 მარჯვნივ
გადავზომოთ უბის სიგანის (3.1-3.2)-ის ნახევარი. მივიღებთ
წერტილებს 4.3 და 4.4.
12. 4.3 და 4.4 წერტილებიდან დავუშვათ ვერტიკალები.
მივიღებთ წერტილებს 2.3 და 2.4.
13. მიღებული წერტილები შევაერთოთ ერთმანეთთან
ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 4, ბ-ზე. და დავაკონტუროთ
შარვლის წინა ნახევარი.
შარვლის უკანა ნახევრის ნახაზის აგება
შარვლის უკანა ნახევრის ასაგებად უნდა ვისარგებლოთ
წინა ნახევრის ნახაზით ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზზე
6.10 (წყვეტილი ხაზი).

97
1. 3.4 წერტილიდან ზემოთ გადავზომოთ უბის
სიმაღლის (1.2-3.4)-ის მესამედი. მიღებულ წერტილზე 5.1
წერტილზე გავატაროთ თეძოს ხაზი. თეძოს ხაზის მჟებარეობა
შესაძლებელია მივიღოთ გაზომვის გზითაც - მანძილი წელის
ხაზიდან თეძომდე 18-20 სმ.

ნახ. 6. 13. შარვლის წინა და უკანა ნაწილების დუბლირებული


გამოსახულება

2. წერტილიდან 3.2 მარჯვნივ და 3.1 წერტილიდან


მარცხნივ გადავზომოთ (3.1-3.2) მონაკვეთის სიდიდე. მივიღეთ
წერტილები 3.5 და 3.6. 3. 3.5 წერტილი აფიქსირებს უბის

98
სიგანეს უკანა დეტალზე, ხოლო 3.6 წერტილი - უკანა ნახევრის
ცენტრალური ნაკერის მდებარეობას.
3. 3.6 წერტილიდან ზემოთ აღმართული ვერტიკალისა
და თეძოს ხაზის გადაკვეთის წერტილი - 5.3.
4. 3.5 წერტილი დავწიოთ ვერტიკალზე ქვემოთ 1 სმ-ით.
მიღებული წერტილი შევაუღლოთ 5.3 წერტილზე ისე, როგორც
ეს ნაჩვენებია ნახაზზე.
5. ცენტრალური ნაკერის უმაღლესი წერტილი (1.4)
საშუალო ზომებისათვის (თეძო 100-112) მდებარეობს 36-დან
ზემოთ აღმართულ ვერტიკალზე. მცირე ზომებისათვის 1 სმ-ით
გადანაცვლდება მარცხნივ, ხოლო დიდი ზომებისათვის -
მარჯვნივ.
6. 5.2 წერტილიდან მარცხნივ ვზომავთ თეძოს
გარშემოწერილობის მეოცედს. მიღებული 5.4 წერტილი
აფიქსირებს უკანა დეტალის გვერდის განაჭერ ნაპირს მის
ზემოთ 1.3 წერტილის დონემდე ვატარებთ წინა დეტალის
ანალოგიურ მრუდ წირს (წერტილი 1.5).
7. რადგან შარვლის უკანა დეტალი წინაზე განიერია (3-
4 სმ) მუხლისა და ბოლოს ხაზის დონეზე, ამიტომ 41და 21
წერტილებიდან მარჯვნივ და 44 და 24 წერტილებიდან
მარცხნივ ვზომავთ 1,5-მ სმ-ს.
8. 35-45-25 კონტური შარვლის უკანა დეტალის ბიჯის
განაჭერი ნაპირია.
9. 1,4-54-46-26 კონტური შარვლის უკანა დეტალის
გვერდის განაჭერი ნაპირია.შავლის უკანა დეტალის ზედა
ნაწილის დაზუსტებისათვის 53 წერტილი შევაერთოთ 3
წერტილთან და გავაგრძელოთ უკანა დეტალის გვერდის
განაჭერი ნაპირის გადაკვეთამდე (ნახ. 6.13, ა), ვღებულობთ
წერტილს 37.

99
10. გამუქებული ნაწილი 37 წერტილის ირგვლივ უნდა
შემობრუნდეს 2-4 სმ-ით. შემობრუნების პროცესი სასურველია
შესრულდეს შაბლონის მეშვეობით (ნახ. 6.14, ბ).

ა გ
ნახ. 6. 14. შარვლის უკანა დეტალის კონტურების დაზუსტება

11. წელის ხაზის დაფიქსირებულ მდებარეობაზე


დავიტანოთ ამოღებულობის მნიშვნელობა. ამისათვის უკანა
შუა ხაზი გადავწიოთ მარცხნივ 2 სმ-ით (ნახ. 6.14.გ), რის
შედეგადაც წელის ხაზის შუა წერტილზე დავაფიქსიროთ
ამოღებულობა (ამოღებულობის სიგრძე 15-17 სმ).
12. მოვახდინოთ საბოლოო კონტურების გამუქება (ნახ. 6.
15).

100
ნახ. 6. 15. შარვლის საბოლოო კონსტრუქცია

მიღებული კონსტრუქციული ნახაზის ქვედა ნაწილების


გაფართოებით ან კიდევ შევიწროებით შესაძლებელია მივიღოთ
ბოლოში გაფართოებული ან შევიწროებული მოდელები - ე.წ.
„ბუტილკა“ ან „შლაქსი“.
მამაკაცის და ბიჭების შარვლის კონსტრუქცია შეიძლება დამუ-
შავდეს მითითებული მეთოდიკის ანალოგიურად. ამ მიზნით საჭი-
როა მოსამზადებელ ეტაპზე საყრდენი უბნების შესაბამისი 1 და 2
შაბლონების აგება (წელის ხაზიდან თეძოს ხაზამდე) ვაწარმოოთ
ფიგურის შესაბამისი განზომილებებიდან გამომდინარე.

101
ლიტერატურა

1. Конструирование адежды с элементами САПР /Е.Б.


Коблякова, Г.С. Ивлева, В.Е. Романов и др./ М. 1988
2. Коблякова Е. Б. Основы проектирования рациональных
размеров и формы одежды. М. 1984
3. მ. დათუაშვილი, ნ. დოლიძე. მსუბუქი მრეწველობის ნა-
წარმის კონტრუირება. ნაწილი I. ქუთაისი, 2006
4. მ. დათუაშვილი, ნ. დოლიძე. მსუბუქი მრეწველობის ნა-
წარმის კონსტრუირება. ნაწილი III. ქუთაისი, 2006
5. Лабораторный практикум по конструированию одежды с
элементами САПР /Е.Б. Коблякова, Г.С. Ивлева, А.И.
Мартынова и др./ М.1992
6. მ. დათუაშვილი. ლაბორატორიული სამუშაოების კურსი
ტანსაცმლის კონსტრუირებაში. I და II ნაწილი. ქუთაიÓი,
2006
7. А.И. Мартынова, Е.Г. Андреева. Конструктивное
моделирование одежды. М., 2002
8. Е.Б. Булатова, М.Н. Еваеева. Конструктивное моделирование
одежды. М., 2004
9. Единая методика конструирования одежды (ЕМКО С 76) 1...3
т. М.,1988
10. Матузова Е.М., Соколова Р.И., Гончарюк Н.С. Разработка
конструкции женских швейных изделий по моделям. М. 1983.
11. Справочник по конструированию одежды. / М.В. Медведков,
Л.П. Боронина и др. М. 1982.
12. Методика конструирования мужской верхней одежды.. М.
1979.
13. Беляева -Экземплярская С.М. Моделирование одежды по
законам зрительного восприятия. М.,1996.
14. Лин жак. Техника кроя. М. 1987.
15. Шкалы длин изделии и рукавов мужской и женской одежды.
АО. "Кузнеций мост". М., 1996.
16. ГОСТ 4103-82 "Изделия швейные. Методы контроля
качества".
17. Промышленная технология одежды: Справочник / П.П.
Кокеткин и др. М. 1988.
18. Савостицкий А.В., Меликов Е.Х. Технология швейных
изделии. М. 1982.
19. Промышленная технология одежды. Справочник / П.П.
Кокеткин, Т.Н. Кочегурова, В.И. Барытникова и др. М. 1988.

103
შინაარსი
შესავალი.............................................................................................................................. 3
1. ფიგურის ანთროპომორფოლოგიური მახასიათებლები ........................................ 5
1.1. ფიგურათა დახასიათება ტანადობის მიხედვით.............................................. 5
1.2. ადამიანის სხეულის ზომითი დახასიათება .................................................. 14
1.2.1.ფიგურის გაზომვა........................................................................................... 14
1.2.2.ზომითი ნიშნების აღნიშვნა:......................................................................... 16
1.2.3. ზომების აღება ............................................................................................... 17
1.2.4. ნაწარმის ბალანსი .......................................................................................... 28
2. ტანსაცმლის ზომები და კონსტრუქციული დანამატები ................................. 30
3. მოდელის შერჩევა, დახასიათება და ბაზისური კონსტრუქციის აგება ........ 37
3.1 თავისუფალი ფორმის ლიფის ბაზისური კონსტრუქციის აგება ............... 39
3.2. ნახევრადგამოწყობილი მოსასხამი .................................................................. 45
3. 3. გამოყვანილი ლიფის ნაწილი ზურგისა და კალთის დეტალებზე
რელიეფური ნაკერებით ............................................................................................. 47
4. ჩაკერებული სახელოს კონსტრუირება ................................................................... 52
4.1. ჩაკერებული სახელოს კონსტრუქციისა და გარე ფორმების ანალიზი ...... 52
4.2. ჩაკერებული სახელოს ტიპიური კონსტრუქციისადმი წაყენებული
მოთხოვნები .................................................................................................................. 57
5. საყელოთა კონსტრუირება ..................................................................................... 64
5.1. საყელოთა გარე ფორმასა და კონსტრუქციისადმი წაყენებული
მოთხოვნები .................................................................................................................. 66
5.2. საყელო დგარი....................................................................................................... 67
5.3. ბრტყელგადაფენილი საყელო............................................................................ 74
5.4 დგარგადაფენილი საყელო .................................................................................. 77
6. სათავიანი ნაწარმის კონსტრუირება .................................................................... 81
6.1. სწორი ქვედა კაბა. კონსტრუქციის დახასიათება ........................................... 81
6.2. სწორი ქვედა კაბის ბაზისური კონსტრუქციული ნახაზის აგება ............ 84
6.3. შარვლის კონსტრუქციის დახასიათება ........................................................ 90
6.4. ქალის შარვლის ბაზისური კონსტრუქციული ნახაზის აგება ................. 95
ლიტერატურა ................................................................................................................. 102

You might also like