You are on page 1of 22

რომელია პირველი სარადარო სისტემა მსოფლიოში.

ბრიტანულმა კომპანია "დეკა ნავიგატორმა" ბრიტანეთის ფლოტის ადმირალიტეტის


შეკვეთით პირველად შეიმუშავა მე-20 საუკუნის დასაწყისში სარადარო სისტემა, რომელიც
ცნობილი გახდა სახელწოდებით "დეკა

2) ჩამოთვალეთ პირველი თანამგზავრული რადიონავიგაციური ბსისტემები.

მოგვიანებით მსოფლიოში გამოჩნდა პირველი თანამგზავრული საზღვაო რადიონავიგაციის


სისტემები, როგორიცაა „TRANZIT“-ი (აშშ 1964 წ.),სისტემა “COSPAS-SARSAT”-ი უბედურებაში
მყოფი ავარიული გემებისა და საფრენი აპარატების ადგილმდებარეობის
განსაზღვრისათვის,თანამგზავრული საზღვაო რადიონავიგაციური სისტემა „NAVSTAR”-ი
(აშშ1973წ.), რომელიც მთელი დატვირთვით 1989 წელს ამოქმედდა და ცნობილია
დასახელებით "GPS"

3) ჩამოთვალეთ არსებული თანამგზავრული რადიონავიგაციური სისტემები.

დღეისათვის არსებობს ამ სისტემის ანალოგიური სისტემები,როგორიცაა GLONASS-ი,


(რუსეთი), GALILEO (ევროკავშირი) და დაCOMPASS/BeiDou (ჩინეთი) და სხვადასხვა
რეგიონალური თანამგზავრული ნავიგაციური სისტემები, როგორიცაა - IRNSS (Indian Regional
Navigational Satellite System), QZSS (Japans Quasi-Zenith Satellite System), DORIS (Frances Doppler
Orbitography and RadiopositioningIntegrted by Satellite).

4) რადიოლოკაციის განსაზღვრა.

სხვადასხვა მოძრავი და უძრავი წყალ ზემოთ მყოფი ობიექტების კოორდინატებისა და


პარამეტრების განსაზღვრას შეზღუდული მხედველობის პირობებში, რომელთაც შეუძლიათ
გაასხიონ ან აირეკლონ რადიოტალღები - რადიოლოკაცია ეწოდება.

5) რადიოლოკაციური სადგურის განსაზღვრება.

სიტყვა „ლოკაცია“ წარმოდგება ლათინური სიტყვიდან “Location” და „განლაგებას“ აღნიშნავს.


რადიოელექტრონულ მოწყობილობათა კომპლექსს, რომელიც ასრულებს რადიოლოკაციის
ამოცანებს რადიოლოკაციური სადგური (რლს) ეწოდება, ზოგიერთ შემთხვევებში მას
ნავიგაციურ რლს უწოდებენ. ინგლისურ ლიტერატურაში იყენებენ სიტყვას - Radar – Radio
Detection and Ranging - რადიო აღმოჩენა და მანძილის განსაზღვრა

6) რას აღნიშნავს სიტყვა - Radar.

ინგლისურ ლიტერატურაში იყენებენ სიტყვას - Radar – Radio Detection and Ranging - რადიო
აღმოჩენა და მანძილის განსაზღვრა

7) რას ეწოდება რადიოლოკაციური ობიექტი ან სამიზნე.


ფიზიკურ სხეულს ან სხეულთა ჯგუფს, რომელთა ელექტრული და მაგნიტური
(დიელექტრიკული და მაგნიტური შეღწევადობა,გამტარებლობა) თვისებები განსხვავდება
გარემოს თვისებებისაგან, სადაც ვრცელდება რადიოტალღები გასხივებული რლს-დან -
რადიოლოკაციური ობიექტი ეწოდება.

8) როგორი შეიძლება იყოს რადიოლოკაციური ობიექტები.

რადილოკაციური ობიექტები ანუ სამიზნეები შეიძლება იყოს -წერტილოვანი და სიგრძეზე


განფენილი. წერტილოვანი ობიექტების რადიოლოკაციურ გამოსახულებას რლს-ის
იდიკატორის ეკრანზე გააჩნია მცირე, ერთნაირი ზომები და ფორმა, ხოლო სიგრძეზე
განფენილი ობიექტები რლს-ის იდიკატორის ეკრანზე პრაქტიკულად იმეორებენ ობიექტების
ფორმებსა და ზომებს შესაბამის მასშტაბში

9) რას წარმოადგენს წერტილოვანი რადიოლოკაციური ობიექტი.

წერტილოვანი ობიექტების რადიოლოკაციურ გამოსახულებას რლს-ის იდიკატორის ეკრანზე


გააჩნია მცირე, ერთნაირი ზომები და ფორმა

10) რას წარმოადგენს სიგრძეზე განფენილი რადიოლოკაციური ობიექტი.

სიგრძეზე განფენილი ობიექტები რლს-ის იდიკატორის ეკრანზე პრაქტიკულად იმეორებენ


ობიექტების ფორმებსა და ზომებს შესაბამის მასშტაბში.

11) რა მიეკუთვნება წერტილოვანი ობიექტებს.

წერტილოვანი ობიექტებს მიეკუთვნება მცირე ზომის წყალზემოთ მყოფი სამიზნეები -


სანავიგაციო ნიშნები, პატარა გემები, ასევე დიდ ტონაჟიანი გემები და აისბერგები თუ ისინი
საკმაო მანზილზე იმყოფებიან რლს-დან.

12) რა მიეკუთვნება სიგრზეზე განფენილ ობიექტებს.

სიგრძეზე განფენილ ობიექტებს მიეკუთვნება სანაპირო ზოლი, სანაპირო და წყლის


ზედაპირზე განთავსებული დიდი ზომის ობიექტები, მცირე მანძილზე მყოფი დიდ
ტონაჟიანი გემები და აისბერგები

13) რამდენი სახის რადიოლოკაცია არსებობს.

იმისდა მიხედვით, თუ როგორ მიეწოდება რლს-ის მიმღებს სამიზნიდან არეკლილი


რადიოტალღა, არსებობს პასიური და აქტიური რადიოლოკაცია

14) რადიოლოკაციური სადგური პასიური მოქმედებით.

რლს პასიური მოქმედებით შესდგება - ძლიერ მიმართული მიმღები ანტენისაგან, მიმღებისა


და ინდიკატორისაგან.
15) რადიოლოკაციური სადგური აქტიური მოქმედებით.

რლს აქტიური მოქმედებით შეიძლება იყოს პასიური პასუხით (პირველადი რადიოლოკაცია)


და აქტიური პასუხით (მეორადი რადიოლოკაცია).

16) რადიოლოკაციური სადგური აქტიური მოქმედებით და პასიური პასუხით.

რლს აქტიური მოქმედებით და პასიური პასუხით შესდგება - ძლიერ მიმართული მიმღებ-


გადამცემი ანტენისაგან, მიმღებისა, გადამცემისა და ინდიკატორისაგან. იგი ასხივებს
გარემოში რადიოტალღას, თუ რადიოტალღის გავრცელების გზაზე აღმოჩნდება რაიმე
ობიექტი, რომელსაც გააჩნია არეკლითი თვისებები, მაშინ იგი აირეკლება ამ ობიექტიდან და
მიაღწევს რლს-ს ანტენამდე, საიდანაც მიეწოდება მიმღებს და შემდეგ ინდიკატორს

17) რლს აქტიური მოქმედებით და აქტიური პასუხით.

რლს აქტიური მოქმედებით და აქტიური პასუხით განსხვავდება წინა შემთხვევიდან იმით,


რომ - ობიექტზე ან წინსწარ განსაზღვრულ პუნქტში (სადაც ნაოსნობა არის გართულებული ან
უსაფრთხოების მიზნით ან რაც მთავარია მისი საშუალებით შეზღუდული მხედველობის
პირობებში შეგვიძლია დავაზუსტოთ ჩვენი გემის ადგილი) დამონტაჟებულია
რაიოლოკაციური-მოპასუხე გადამცემი, რომელიც მოქმედებაში მოდის რლსს სიგნალით

18) რადიოლოკაციური აღმოჩენის რამდენი და რა მეთოდები გამოიყენება.

რლს-ის მიერ გასხივებული რადიოტალღების სტრუქტურის მიხედვით ასხვავებენ


რადიოლოკაციის ორ მეთოდს - სიგნალების უწყვეტი გასხივებით და იმპულსური. იმის გამო,
რადიოლოკაციის იმპულსური მეთოდი საშუსლებას იძლევა რლს-ის ინდიკატორის ეკრანზე
დავაკვირდეთ ერთდროულად სამიზნეთა დიდ რაოდენობას, თითქმის ყველგან სავაჭრო
ფლოტის გემებზე იყენებენ რადიოლოკაციის იმპულსურ მეთოდს

19) რა უპირატესობა გააჩნია რადიოლოკაციის იმპულსურ მეთოდს.

რადიოლოკაციის იმპულსური მეთოდი საშუსლებას იძლევა რლს-ის ინდიკატორის ეკრანზე


დავაკვირდეთ ერთდროულად სამიზნეთა დიდ რაოდენობას, თითქმის ყველგან სავაჭრო
ფლოტის გემებზე იყენებენ რადიოლოკაციის იმპულსურ მეთოდს

20) როგორ მუშაობს იმპულსური რლს-ი.

იმპულსური რლს დროის გარკვეულ შუალედში საანტენო გადამრთველის გავლით ასხივებს


მცირე ხანგრძლივობის ზემაღალი სიხშირის (ზმს) რადიოტალღებს, ხოლო დროის გარკვეულ
შუალედშიღებულობს ობიექტებიდან არეკლილ ზმს რადიოტალღებს. რადიოლოკაციური
ობიექტების ანუ სამიზნეების შესახებ ინფორმაცია მიიღება ამ ობიექტებიდან არეკლილი
სიგნალების მეშვეობით, რომლებიც მიეწოდება საანტენო გადამრთველის გავლით რლს-ის
მიმღებს. გაძლიერებული და გარდაქმნილი არეკლილი სიგნალების აღწარმოება ხდება
ინდიკატორში.

21) როგორ განისაზღვრება მანძილი ანუ სიშორე ობიექტამდე რლს-ში.

მანძილი სამიზნემდე D განისაზღვრება განტოლებით,

D = Vტ tდ / 2

სადაც Vტ - ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელების სიჩქარეა თავისუფალ გარემოში,


ხოლო tდ - მცირე ხანგძლივობის რადიოიმპულსების გავრცელების დრო ანტენიდან
სამიზნემდე და უკან ანტენამდე (დაგვიანების დრო). გამოთვლების დროს Vტ ღებულობენ
ცინათლის სიჩქარის ტოლად - c = 3 108 მ/წმ, ანუ წინა ფორმულა მიიღებს სახეს

D = c tდ / 2

22) რა დროით აგვიანებენ არეკვლილი იმპულსური სიგნალები ობიექტებიდან.

სადაც Vტ - ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელების სიჩქარეა თავისუფალ გარემოში,


ხოლო tდ - მცირე ხანგძლივობის რადიოიმპულსების გავრცელების დრო ანტენიდან
სამიზნემდე და უკან ანტენამდე (დაგვიანების დრო).გამოთვლების დროს Vტ ღებულობენ
ცინათლის სიჩქარის ტოლად - c = 3 108 მ/წმ, ანუ წინა ფორმულა მიიღებს სახეს,

D = c tდ / 2

23) როგორ განისაზღვრება მიმართულება რლს-ში.

მიმართულება სამიზნეზე განისაზღვრება ძლიერ მიმართული ანტენის კუთხური


მდგომარეობით არჩეული მიმართულებით ან სიბრტყით.

24) იმპულსური რლს-ის სტრუქტურული სქემა.

იმპულსური ნავიგაციური რლს-ის მუშაობის პრინციპის ძირითადი დროითი დიაგრამები


მოცემულია ნახ. 1.4.
25) რადიოლოკაციური სადგურის სინქრონიზატორი.

სინქრონიზატორი გამოიმუშავებს მცირე ხანგრძლივობის ვიდეო იმპულსების


თანმიმდევრობას (Uსი - ა დიაგრამა) რლს-ის გადამცემის,მიმღების და ინდიკატორის
მუშაობის მართვისათვის. ეს იმპულსები საშუალებას იძლევა ამ მოწყობილობებმა იმუშაონ
სინქრონულად

26) რადიოლოკაციური სადგურის გადამცემი.

რლს-ის გადამცემი შედგება ორი ძირითადი ბლოკისაგან -მოდულატორისა და ზმს რხევების


გენერატორისაგან, უმრავლეს შემტხვევაში გენერატორად გამოიყენება - მაგნეტრონი

27) რადიოლოკაციური სადგურის მოდულატორი.


მოდულატორი სინქროიმპულსების ზემოქმედებით (ა დიაგრამა), არჩეული სიშორის შკალის
მიხედვით აყალიბებს მძლავრ გამშვებ იმპულსებს (ბ დიაგრამა) განსაზღვრული
ხანგრძლივობით (თანამედროვე რლს-ში Tგი = 0.07...1.0 მკწმ), რომელთა ზემოქმედებით ზმს
რხევების გენერატორი ახდენს მძლავრი, მოკლე რადიოიმპულსების გენერირებას.

28) რადიოლოკაციური სადგურის საანტენო გადამრთველი.

საანტენო გადამრთველი უზრუნველყოფს ანტენის მიერთებას (კომუტაციას),


თანმიმდევრობით გადამცემთან და მიმღებთან; იცავს მიმღების შესასვლელ წრედებს
გადამცემის მძლავრი, მაზონდირებელი ზმს იმპულსებისაგან; კეტავს გადამცემის
შესასვლელ წრედებს სამიზნეებიდან არეკლილი სიგნალების მიღებისას

29) რადიოლოკაციური სადგურის ანტენა-ფიდერული მოწყობილობა.

ანტენა-ფიდერული მოწყობილობა (აფმ) შესდგება ტალღგამტარული ხაზისაგან, რომლის


გავლითაც საანტენო გადამრთველის საშუალებით გადამცემიდან ანტენას მიეწოდება
მძლავრი, მაზონდირებელი ზმს იმპულსები, ხოლო სამიზნეებიდან მიღებული, არეკლილი
სიგნალები საანტენო გადამრთველის გავლით მიეწოდება მიმღებს. რლს-ის
ანტენებს,როგორც წესი გააჩნიათ ზმს იმპულსების ძლიერმიმართული გასხივების (მიღების)
თვისებები

30) რადიოლოკაციური სადგურის მიმღები.

მიმღები აძლიერებს სამიზნეებიდან მიღებულ (დ დიაგრამა), არეკლილ სიგნალებს,


გარდაქმნის მათ ვიდეოიმპულსებად (ე დიაგრამა) და აწოდებს შემდეგ
ინდიკატორს.მონაცემთა ორიენტირებისა და გადაცემის ბლოკი განკუთვნილია ანტენის
კუთხური მდებარეობის გადასაცემად ინდიკატორში და ელექტრონულ სხივურ მილაკზე
(ესმ) გამოსახულების საჭირო ორიენტაციისა და მოძრაობის სახეობის ფორმირებისათვის.

31) სად გარდაიქმნება ვიდეო იმპულსები გამოსახულებად?

ინდიკატორში აღმწარმოებელი მოწყობილობის საშუალებით (ელექტრონულ-სხივური


მილაკი ან თხევად კრისტალური მონიტორი) მიმღების მიერ გამომუშავებული ვიდეო
იმპულსები გარდაიქმნება გამოსახულებად

32) ჩამოთვალეთ ინფორმაციული აღნიშვნები, რომლებიც საჭიროა რადიოლოკაციური


სურათის ფორმირებისათვის.

გამომუშავდება დამატებითი ინფორმაციული აღნიშვნები რადიოლოკაციური სურათის


ფორმირებისათვის:

უძრავი სიშორის რგოლები (უსრ);


მოძრავი სისორის რგოლები (მსრ);

გემის კურსის აღნიშვნა (კა);

მიმართულების ელექტრონული მაჩვენებელი (მემ);

33) ჩამოთვალეთ დამატებითი აღნიშვნები, რომლებიც საჭიროა რადიოლოკაციური სურათის


ფორმირებისათვის.

დამატებით სხვადასხვა აღნიშვნები გამოყენებული რლს-ის ტიპის მიხედვით. ინდიკატორის


საშუალებით, როგორც წესი მიმდინარეობს რლს-ის მართვა და მისი მუშა მდგომარეობის
კონტროლი.

ა) პრობითი რადიოლოკაციური გამოსახულებები;

ბ) რეალური რადიოლოკაციური სურათი რლს-ის ინდიკატორზე (6 მილიანი სიშორის შკალა;


გამოსახულების ორიენტაცია-კურსის მიხედვით; შესაბამისად - გამოსახულებები უძრავი
სიშორის რგოლებით და მოძრავი სიშორის რგოლებით).

34) რას წარმოადგენს რადიო საკურსო კუთხე?

რადიოსაკურსო კუთხე (რკკ), რომელიც განისაზღვრება რლს-ის ეკრანზე -ეწოდება კუთხეს,


რომელიც მოქცეულია საკურსო ხაზის აღნიშვნასა და ობიექტზე მიმართულებას

35) საიდან აითვლება რადიო საკურსო კუთხე?

რკკ აითვლება საკურსო ხაზის აღნიშვნიდან, რომელიც მდებარეობს გემის დიამეტრალურ


სიბრტყეში და გააჩნია 00-1800 მნიშვნელობა, გემის მარცხენა ან მარჯვენა ბორტიდან

36) რას წარმოადგენს რადიოლოკაციური პელენგი?

მიმართულება ობიექტზე ასევე განისაზღვრება რადიოლოკაციური პელენგით (რლპ) და


წარმოადგენს კუთხეს გეოგრაფიული მერიდიანის სიბრტყესა და ობიექტზე მიმართულებას
შორის

37) საიდან აიტვლება რადიოლოკაციური პელენგი?

პელენგი აითვლება ჩრდილოეთიდან, საათის ისრის მიმართულებით -3600 ფარგლებში და


მისი აღწარმოება ხდება რლს-ის ინდიკატორზე გიროკომპასის საშუალებით

38) რაზეა დაფუძნებული კუთხური კოორდინატების გაზომვა.

კუთხური კოორდინატების გაზომვა დაფუძნებულია რლს-ის ანტენების მიმართული


მოქმედების თვისებებზე ჰორიზონტალურ სიბრტყეში, სხვა სიტყვებით - კუთხე საკურსო
ხაზსა და ანტენის გამოსხივების დიაგრამის ღერძს შორის, მიმართული ობიექტზე არის - რკკ,
ხოლო კუთხე ჩრდილოეთის მიმართულებასა და ობიექტს შორის - რლპ

39) ორიენტაციის რამდენ სახეობას იყენებენ გემების ნავიგაციურ რლს-ში?

გემების ნავიგაციურ რლს-ში იყენებენ ორიენტაციის სამ სახეობას:

1. გემის დიამეტრიული სიბრტყის მიმართ - ორიენტაცია „კურსით“;

2. ჩრდილოეთის მიმართ - ორიენტაცია „ჩრდილოეთით“ (NORD); და

3. ორიენტაცია - „სტაბილიზირებული კურსი

39) ჩამოთვალეთ ორიენტაციის სახეობები, რომელთაც იყენებენ გემების ნავიგაციურ რლს-


ში.

გემების ნავიგაციურ რლს-ში იყენებენ ორიენტაციის სამ სახეობას:

1. გემის დიამეტრიული სიბრტყის მიმართ - ორიენტაცია „კურსით“;

2. ჩრდილოეთის მიმართ - ორიენტაცია „ჩრდილოეთით“ (NORD); და

3. ორიენტაცია - „სტაბილიზირებული კურსი

40) რომელი ორიენტაციის სახეობების დროს არის აუცილებელი გიროკომპასის მიერთება


რლს-თან.

ჩრდილოეთის მიმართ - ორიენტაცია „ჩრდილოეთით“ (NORD); და

ორიენტაცია - „სტაბილიზირებული კურსი“.ორ შემთხვევაში რლს აუცილებლად უნდა იყოს


მიერთებული გიროკომპასთან

41) რა არის ორიენტაცია „კურსით“?

ორიენტაცია „კურსით“ შემთხვევაში (ნახ.1.8.) ანტენის გამოსხივების დიაგრამის კუთხური


მდებარეობა აითვლება გემის დიამეტრალური სიბრტყის მიმართ და სამიზნეზე ანუ
ობიექტზე მიმართულება განისაზღვრება საკურსო კუთხით.

42) რა არის ორიენტაცია „ჩრდილოეთით“ (NORD).

იმ შემთხვევაში, როცა რლს-ზე მიერთებულია გიროკომპასი, რლს-ის ინდიკატორზე


შეიძლება ისეთი გამოსახულების შენარჩუნება, როდესაც კომპასური მერიდიანის
ჩრდილოეთი ნაწილი ინდიკატორის ეკრანზე გამოსახული სივრცისათვის იქნება
მიმართული ერთსა და იმავე მიმართულებით გემის კურსის ნებისმიერი ცვლილების დროს.
ორიენტაციის ასეთ რეჟიმს ეწოდება - ორიენტაცია „ჩრდილოეთით“ (NORD)
43) რა არის ორიენტაცია „სტაბილიზირებული კურსი“.

ორიენტაცია - „სტაბილიზირებული კურსი“ იძლევა საშუალებას ერთდროულად


შესაძლებელი იყოს მიღწეული სტაბილიზაცია „ჩრდილოთით“ და ორიენტაცია „კურსით“. ამ
დროს გემის კურსის აღნიშვნის ხაზი მიმართულია ისევ ზემოთ , ხოლო გამოსახულება
უძრავია. გემის კურსის აღნიშვნა შეიძლება მცირედით იცვლებოდეს გემის ძრწოლის გამო
მისი მოძრაობისას

44) როდია აქვს გემის გამოსახულებას ფიქსირებული ადგილი რლს-ის იდიკატორის


ეკრანზე?

რადიოლოკაციური გამოსახულების განხილულ შემთხვევებში გემის გამოსახულებას აქვს


ფიქსირებული ადგილი რლს-ის იდიკატორის ეკრანზე - იგი მუდმივად იმყოფება ეკრანის
(სხივის გაშლის) ცენტრში.

45) რა არის ფარდობითი მოძრაობის რეჟიმი.

გემის მოძრაობის დროს ეკრანზე არსებული ყველა სამიზნის აღნიშვნები შეასრულებენ


მოძრაობას სიჩქარეებით, რომელთა სიდიდე და მიმართულება განისაზღვრება სამიზნეებისა
და გემის მოძრაობის ჯამური სიჩქარეებით. შესაბამისად ყველა გარშემო მყოფ ობიექტს,
სამიზნეს,რომლებიც ჩანს ეკრანზე ექნებათ ხილვადი გადაადგილება გემის მიმართ,სხვა
სიტყვებით - ისინი გადაადგილდებიან ფარდობითი სიჩქარეებით და ფარდობითი
მიმართულებებით კონკრეტული გამოსახულების მაშტაბში.ასეთ რეჟიმს ფარდობითი
მოძრაობის (ფმ) იდიკაციის რეჟიმი ეწოდება. ფმ რეჟიმი, როგორც წესი ხორციელდება, როცა
გამოსახულება ორიენტირებულია „კურსის“ ან „ჩრდილოეთის“ მიმართ, ასევე მაშინ, როცა
ერთდროულად გამოსახულება ორიენტირებული იქნება „კურსით“და „ჩრდილოეთით“

46) რა არის ჭეშმარიტი მოძრაობის რეჟიმი.

თანამედროვე ნავიგაციურ რლს-ში ასევე გამოიყენება ჭეშმარიტი მოძრაობის (ჭმ) ინდიკაციის


რეჟიმი. ამ შემთხვევაში ეკრანის (სხივის გაშლის) ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი
გემის აღნიშვნას გადაადგილდება ეკრანზე სიჩქარით და მიმართულებით, რომელიც
შეესაბამება ჩვენი გემის ჭეშმარიტ კურსსა და სიჩქარეს კონკრეტული გამოსახულების
მაშტაბში და სტაბილიზირებულია „ჩრდილოეთით“. ყველა უძრავი ობიექტი (სანაპირო ხაძი
და სხვ.) იქნება უძრავი, ხოლო მოძრავი სამიზნეები - გადაადგილდებიან თავიანთი
ჭეშმარიტი კურსებითა და სიჩქარეებით

47) რლს-ის მუშაობა ჭმ რეჟიმში -მაგალითი?

თანამედროვე ნავიგაციურ რლს-ში ასევე გამოიყენება ჭეშმარიტი მოძრაობის (ჭმ) ინდიკაციის


რეჟიმი. ამ შემთხვევაში ეკრანის (სხივის გაშლის) ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი
გემის აღნიშვნას გადაადგილდება ეკრანზე სიჩქარით და მიმართულებით, რომელიც
შეესაბამება ჩვენი გემის ჭეშმარიტ კურსსა და სიჩქარეს კონკრეტული გამოსახულების
მაშტაბში და სტაბილიზირებულია „ჩრდილოეთით“. ყველა უძრავი ობიექტი (სანაპირო ხაძი
და სხვ.) იქნება უძრავი, ხოლო მოძრავი სამიზნეები - გადაადგილდებიან თავიანთი
ჭეშმარიტი კურსებითა და სიჩქარეებით

48) როგორ ხდება ორიენტირების შეცვლა ჭმ რეჟიმში და კურსის აღნიშვნის დაბრუნება.

ნავიგაციურ რლს-ში ჭმ რეჟიმის პირველადი ჩართვის და მისი შემდგომი ორიენტირების


შეცვლისას ჩვენი გემის აღნიშვნა გადაადგილდება ბოლო კურსის საწინააღმდეგოდ,
გვერდზე, ეკრანის რადიუსის 2/3-ით ორიენტირების შეცვლა ეკრანზე ხდება ავტომატურად
თუ ჩვენი გემის აღნიშვნა მიუახლოვდება ეკრანის კიდეს მისი რადიუსის 1/3-ზე გარდა ამისა
კურსის აღნიშვნის დაბრუნება შესაძლებელია შესრულდეს ოპერატორის მიერ ხელით,
ნებისმიერ მომენტში, შესაბამისი ღილაკზე დაჭერით.

49) რა მოწყობილობა უნდა იყოს ნავიგაციურ რლს-ში ჭმ რეჟიმის შესასრულებლად.

ნავიგაციურ რლს-ში ჭმ რეჟიმის შესასრულებლად უნდა არსებობდეს სპეციალური ჭმ


მოწყობილობა. როგორც წესი ჭმ რეჟიმი ხორციელდება სიშორის შკალებზე - 8 მილის
ჩათვლით.

50) რა მაკორექტირებელი მონაცემებია შესაყვანი ჭმ მოწყობილობაში.

ამისათვის ჭმ მოწყობილობაში უნდა შევიყვანოთ აღნიშნულ ხელსაწყოებზე


მაკორექტირებელი მონაცემები და უნდა მივაღწიოთ უძრავი ობიექტების „უძრაობას“, რითაც
თავის მხრივ განვსაზღვრავთ ამ ხელსაწყოების ცდომილებებს. უნდა აღინიშნოს, რომ
თანამედროვე გემების ნავიგაციურ ხელსაწყოებში ასეთი ცდომილებები მინიმალურია.

51) რა არის ჭმ რეჟიმის ურყოფით მხარე?

ნაპირებთან ახლოს და არხებში ნაოსნობის დროს ჭმ რეჟიმში ხშირად ადგილი აქვს უზრავი
ობიექტების გამოსახულებების გადღაბნას, გემის ძრწოლის გამო მისი მოძრაობისას, რაც ჭმ
რეჟიმის ურყოფით მხარეს წარმოადგენს. წარმოდგენილია მოძრაობის ინდიკაციისა და
ორიენტაციის შესაძლებელი სახეები ფარდობითი და ჭეშმარიტი მოძრაობის რეჟიმებში

52) მოძრაობის ინდიკაციისა და ორიენტაციის შესაძლებელი სახეები ფარდობითი და


ჭეშმარიტი მოძრაობის რეჟიმებში?

ნავიგაციურ რლს-ში ჭმ რეჟიმის შესასრულებლად უნდა არსებობდეს სპეციალური ჭმ


მოწყობილობა. როგორც წესი ჭმ რეჟიმი ხორციელდება სიშორის შკალებზე - 8 მილის
ჩათვლით. თუ ჭმ რეჟიმში ვაკვირდებით უძრავი ობიექტების (სანაპირო ხაზი, კუნძულები
დასხვ.) გადაადგილებას ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ გიროკომპასიდან ან ლაგიდან რლს
ღებულობს არასწორ მონაცემებს. ამისათვის ჭმ მოწყობილობაში უნდა შევიყვანოთ
აღნიშნულ ხელსაწყოებზე მაკორექტირებელი მონაცემები და უნდა მივაღწიოთ უძრავი
ობიექტების „უძრაობას“, რითაც თავის მხრივ განვსაზღვრავთ ამ ხელსაწყოების
ცდომილებებს. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე გემების ნავიგაციურ ხელსაწყოებში
ასეთი ცდომილებები მინიმალურია

53) რას უზრუნველყოფს რლს-ის ტექნიკური მახასიათებლები.

რლს-ის ტექნიკური მახასიათებლები უზრუნველყოფენ საექსპლუატაციო

პარამეტრების შესრულებას.

რლს-ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია:

ტალღის სიგრძე - λ;

მაზონდირებელი იმპულსების ხანგძლივობა - τმი;

გადამცემის იმპულსური სიმძლავრე - Pი;

მიმღების მგრძნობიარობა - Pმიმ min;

ანტენის მიმართულობა ჰორიზონტალურ და ვერტკილურ

სიბრტყეებში

54) ჩამოთვალეთ რლს-ის ტექნიკური მახასიათებლები.

რლს-ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია:


ტალღის სიგრძე - λ;

მაზონდირებელი იმპულსების ხანგძლივობა - τმი;

გადამცემის იმპულსური სიმძლავრე - Pი;

მიმღების მგრძნობიარობა - Pმიმ min;

ანტენის მიმართულობა ჰორიზონტალურ და ვერტკილურ

სიბრტყეებში

55) რა პირობებიდან განისაზღვრება რლს-ის ტალღის სიგრძე?

რლს-ის ტალღის სიგრძე განისაზღვრება იმ პირობებიდან, რომ რლს-მა


უზრუნველყოს:როგორც დიდი ასევე მცირე ზომის წყალზედა და სანაპირო

სამიზნეების აღმოჩენა;

სადგურის მუშაობა მცირე ხანგრძლივობის იმპულსებით;

ანტენის მიმართული მოქმედება ჰორიზონტალურ სიბრტყეში მისი

ზომების საგრძნობი გაზრდის გარეშე;

რლს-ის მოქმედების მოთხოვნილი სიშორე არახელსაყრელი მეტეო

პირობების დროს

56) როდის მიიღწევა ობიექტებიდან ენერგიის ეფექტური არეკვლა რლს-ის ტალღის სიგრძის
გათვალისწინებით?

ობიექტებიდან ენერგიის ეფექტური არეკვლა მიიღწევა იმ შემთხვევაში, როცა ობიექტების


ზომები და მათი გარშემოწერილობების რადიუსები ბევრჯერ დიდი იქნება ტალღის
სიგრძეზე. ისეთი სამიზნეების ზომებისა და სიმაღლეების გათვალისწინებით, როგორიცაა -
სანავიგაციო ნიშნები, ნავები და სხვა, მათ აღმოსაჩენად გამოდგება მხოლოდ ულტრამოკლე
ტალღათა დიაპაზონი, უფრო ზუსტად კი მისი მოკლეტალღოვანი უბანი - სანტიმეტრული
ტალღები.

57) რომელ ორ ტალღის სიგრძეს გამოიყენებენ გემების რლს-ში?

გემების თანამედროვე რლს-ში ამჟამად გამოიყენება ორი ტალღის სიგრძის რლს-ი λ 1 = 3.2 სმ
(X - დიაპაზონი) და λ 2 = 9,8 სმ (Y - დიაპაზონი).

58) როგორ განისაზღვრება რლს-ის მაზონდირებელი იმპულსების ხანგძლივობა.


რლს-ის მაზონდირებელი იმპულსების ხანგძლივობა განისაზღვრება იმპულსების გასხივების
სიხშირით და შეირჩევა პირობიდან, რომ განისაზღვროს რლს-ის მოქმედების სიშორე მისი
წრიული მიმოხილვის მუშაობის რეჟიმში. ამ დროს ითვალისწინებენ ანტენის ბრუნვის
სიხშირეს, ანტენის სიფართეს ჰორიზონტალურ სიბრტყეში და სხვა. პრაქტიკულად
მაზონდირებელი იმპულსების განმეორების სიხშირე შეირჩევა პირობიდან,

Fი max < Fი < Fი

59) როგორ ნაწილდება რლს-ის მაზონდირებელი იმპულსების გათვალისწინებით სიშორის


შკალები?

რაქტიკულად მაზონდირებელი იმპულსების განმეორების სიხშირე შეირჩევა პირობიდან, Fი


max < Fი < Fი.და იცვლება ფარგლებში, მცირე შკალებიდან 3200იმპ/წმ - დიდ შკალებამდე
400იმპ/წმ. თუ გავითვალისწინებთ, რომ რლს-ს გააჩნია არა ერთი სიშორის შკალა არამედ
რამდენიმე, მაგალითისათვის 1 და 2 მილიან სიშორის შკალებზე აიღება 3000 - 3200იმპ/წმ,
ხოლო 4 და 8 მილიან სიშორის შკალებზე 1500-1600იმპ/წმ, და ა.შ

60) რლს-ის გადამცემის სიმძლავრე.

რლს-ის გადამცემის სიმძლავრე ზეგავლენას ახდენს რლს-ის მოქმედების სიშორეზე.


ასხვავებენ რლს-ის გადამცემის იმპულსურ - Pი და საშუალო - Pს სიმძლავრეებს

61) რლს-ის გადამცემის იმპულსური სიმძლავრე.

იმპულსური ეწოდება სიმძლავრეს, რომელიც მოქმედებს მაზონდირებელი იმპულსის


ხანგრძლივობის დროში, ხოლო საშუალო ეწოდება - საშუალო სიმძლავრეს იმპულსების
განმეორების პერიოდში. Pი τი = Pსაშ Tი

62) რლს-ის გადამცემის საშუალო სიმძლავრე?

საშუალო სიმძლავრე იზომება ვატებში, ხოლო იმპულსური სიმძლავრე კი კილოვატებში.


თანამედროვე ნავიგაციური რლს-ის იმპულსური სიმძლავრე 6-50 კვტ-ის ტოლია

63) რლს-ის მიმღების მგძნობიარობა?

რლს-ის მიმღების მგძნობიარობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ტექნიკურ პარამეტრს,


რომელიც განსაზღვრავს რლს-ის აღმოჩენის სიშორეს და აღწარმოებული სიგნალების
ხარისხს

64) რითი განისაზღვრება რლს-ის მიმღების მგძნობიარობა.

რლს-ის მიმღების მგძნობიარობა ეს არის რლს-ის მიმღების თვისება გამოყოს ხელშეშლების


ფონზე საჭირო არეკვლილი სიგნალები შესაბამისი ალბათობით. სანტიმეტრულ ტალღათა
დიაპაზონში ხელშეშლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ანტენისა და მიმღების ხმაური.
ხმაურის ჯამური დონე, რომელსაც ადგილი აქვს მიმღების შესასვლელზე ტოლია: Pხმ = K T0
Δf Nხმ m

65) რისი ტოლია თანამედროვე რლს-ის მიმღების მგძნობიარობა.

ხმაურის ჯამური დონე, რომელსაც ადგილი აქვს მიმღების შესასვლელზე ტოლია: Pხმ = K T0
Δf Nხმ m,

სადაც K - ბოლცმანის მუდმივაა ();

T0 - აბსოლუტური გარემოს ტემპერატურა - გრადუსებში:

Δf - მიმღების სიხშირეთა გატარების ზოლი - ჰერცებში;

Nხმ - ხმაურის კოეფიციენტი;

m - გარჩევითობის კოეფიციენტი. Δf - მიმღების სიხშირეთა გატარების ზოლი


დამოკიდებულია იმპულსების ხანგრძლივობაზე - Δf = 1 / τმი. Nხმ - ხმაურის კოეფიციენტი
გვიჩვენებს რამდენჯერ მეტი ხმაური აქვს რეალურ მიმღებს იდეალურ მიმღებთან
შედარებით და იგი ტოლია Nხმ =30...100. m - გარჩევითობის კოეფიციენტის მნიშვნელობა
ერთეულების ტოლია. რეალურად რლს-ის მიმღების მგძნობიარობა მიმღების შესასვლელზე
ხმაურის ჯამური სიმძლავრის ტოლია და იზომება ვატებში ან დეციბელებში: Pმიმ min = Pხმ
= K T0 Δf Nხმ m თანამედროვე რლს-ის მიმღების მგძნობიარობა ტოლია Pმიმ min = 10-12 ვტ
ან 120 დბ საწყისი სიმძლავრის მიმართ, რომელიც 1 ვტ ტოლია.

66) რითი ხასიათდება რლს-ის ანტენა.

რლს-ის ანტენა ხასიათდება მიმართულობის დიაგრამის სიფართით ჰორიზონტალურ და


ვერტიკალურ სიბრტყეებში, მიმართულობის კოეფიციენტით, ელექტრომაგნიტური ველის
პოლარიზაციით და ანტენის ბრუნვის კუთხური სიჩქარით

67) რლს-ის ანტენის მიმართულობის დიაგრამის სიფართე ჰორიზონტალურ სიბრტყეში.

რლს-ის ანტენის მიმართულობის დიაგრამის სიფართე ჰორიზონტალურ სიბრტყეში - α, რლს-


ის 3,2 სმ ტალთათა დიაპაზონში შეადგენს 0,70 ... 1,20 , ხოლო 9,8 სმ ტალთათა დიაპაზონში კი
მიახლოებით 2,30-ია,d, სადაც d ანტენის გაშლის ზომებია შესაბამის სიბრტყეში. თუ
გავითვალისწინებთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში ანტენის საშუალო გაშლის ზომებს - 220 სმ,
მაშინ სმ-ის ტოლი იქნება. ტალღის სიგრძის გაზრდა

გამოიწვევს ან ანტენის ზომების გაზრდას ან ჰორიზონტალურ სიბრტყეში მიმართულობის


დიაგრამის სიფართის გაზრდას

68) რლს-ის ანტენის მიმართულობის დიაგრამის სიფართე ვერტიკალურ სიბრტყეში.


რლს-ის ანტენის მიმართულობის დიაგრამის სიფართე ვერტიკალურ სიბრტყეში - θ ორივე
ტალთათა დიაპაზონში შეადგენს 200... 220 ხოლო 9,8 სმ ტალთათა დიაპაზონში კი
მიახლოებით 230 -ია.

69) რლს-ის ანტენის მიმართულობის კოეფიციენტი.

ანტენის მიმართულობის კოეფიციენტი ეს არის რიცხვი, რომელიც აჩვენებს მოცემული


მიმართულებით წარმოქმნილი ველის სიმძლავრე რამდენჯერ მეტია სფერული
მიმართულებით წარმოქმნილ ველის სიმძლავრეზე,

70) რლს-ის ანტენის ელექტრომაგნიტური ველის პოლარიზაცია.

რლს-ის ანტენის ელექტრომაგნიტური ველის პოლარიზაცია განისაზღვრება


ელექტრომაგნიტური ველის მდგენელის გავრცელების სიბრტყით, არსებობს ვერტიკალური
და ჰორიზონტალური პოლარიზაცია, როგორც წესი გემების ნავიგაციურ რლს-ში
გამოიყენება ანტენები ჰორიზონტალური პოლარიზაციით.

71) რლს-ის ანტენის ბრუნვის კუთხური სიჩქარე

ანტენის ბრუნვის კუთხური სიჩქარე შეადგენს 16...24 ბრ/წთ, ხოლო ჩქაროსნული


გემებისათვის 30...48 ბრ/წთ.

72) რას უზრუნველყოფს რლს-ის საექსპლუატაციო მახასიათებლები.

გემების ნავიგაციური რლს-ბი ხასიათდება სხვადასხვა საექსპლუატაციო და ტექნიკური


მახასიათებლებით, რომლებიც განსაზღვრავენ მის თვისებებს შეასრულოს ყველა ტექნიკური
ამოცანა, რომელიც აუცილებელია ნავიგაციის ამოცანების გადასაწყვეტად გემის მართვისას..

73) ჩამოთვალეთ რლს-ის საექსპლუატაციო მახასიათებლები.


რლს-ის ძირითადი საექსპლუატაციო მახასიათებლებია:

რადიოლოკაციური აღმოჩენის (მოქმედების) მაქსიმალური სიშორე -

Dmax;

მინიმალური აღმოჩენის (მოქმედების) სიშორე - Dmin;

გარჩევითუნარიანობა მანძილით ანუ სიშორით - ΔD;

გარჩევითუნარიანობა მიმართულებით ანუ კუთხით - Δα;

სამიზნეების კოორდინატების გაზომვის სიზუსტე;

მუშაობის საიმედობა.

74) რლს-ის მოქმედების (აღმოჩენის) მაქსიმალური სიშორე.

რლს მოქმედების (აღმოჩენის) მაქსიმალური სიშორე დამოკიდებულია რლს-ის ენერგეტიკულ


პოტენციალზე (გადამცემის სიმძლავრე, მიმღების მგრძნობიარობა), ანტენის
მიმართულობაზე, სამიზნის მახასიათებლებზე, ატმოსფეროს მდგომარეობაზე და სხვა

75) რლს-ის მოქმედების (აღმოჩენის) მინიმალური სიშორე.

რლს-ის მინიმალური აღმოჩენის (მოქმედების) სიშორე დამოკიდებულია მაზონდირებელი


იმპულსების ხანგრძლივობაზე, ანტენის დამაგრების სიმაღლეზე, ანტენის მიმართულობის
დიაგრამის სიფართეზე ვერტიკალურ სიბრტყეში, ასევე ეგრეთ წოდებულ მკვდარ ზონაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში რლს მინიმალური აღმოჩენის სიშორე შეიძლება განისაზღვროს
მაზონდირებული იმპულსის ხანგრძლივობით, Dmin=C τი/2.

76) რლს-ის მკვდარი ზონა და ჩრდილოვანი სექტორები.

რეალურ Dmin სიდიდეზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ე.წ. მკვდარი ზონის და


ჩრდილოვანი სექტორების არსებობა, რომელიც ძირითადათ დამოკიდებულია ანტენის
დიაგრამის სიფართეზე ვერტიკალურ სიბრტყეში - θ და მისი დამაგრების სიმაღლეზე - h და
განისაზღვრება ფორმულით: Dმ.ზ. = h ctg(θ/2)

77) რლს-ის გარჩევით უნარიანობა.

რლს-ის გარჩევით უნარიანობა ახასიათებს მის თვისებას აღმოაჩინოს და განსაზღვროს


რამდენიმე სამიზნის კოორდინატები განცალკავებით, რომლებიც მდებარეობენ
ერთმანეთისაგან განსაზღვრულ მანძილზე.

78) რლს-ის გარჩევით უნარიანობა სიშორით (მანძილით).


ანსხვავებენ გარჩევითუნარიანობას - სიშორით (მანძილით) და მიმართულებით (აზიმუტით).

79) რლს-ის გარჩევით უნარიანობა მიმართულებით (აზიმუტით).

გარჩევითუნარიანობა მიმართულებით (აზიმუტით) ფასდება α კუთხის მინიმალური


მნიშვნელობით ორ, ტოლი მანძილით დაშორებულ 1 და 2 ობიექტებს შორის, როცა ამ
ობიექტებიდან არეკლილი სიგნალები მიიღება განცალკავებით α კუთხეს ეწოდება
პოტენციალური გარჩევითი კუთხე. რაც უფრო მცირეა α კუთხე მით უფრო მეტია რლს-ის
გარჩევითუნარიანობა (აზიმუტით).

80) რლს-ის გარჩევითი ფართობი.

როცა ცნობილია გარჩევითუნარიანობა მანძილით და მიმართულებით შეიძლება


განისაზღვროს რლს-ის გარჩევითი ფართობი - Sგ და გარჩევითი მოცულობა - Vგ. რლს-ის
გარჩევითი ფართობი - გარჩევითი სიგანისა და გარჩევითი სიგრძის ნამრავლის ტოლია

Sგ = αგ D ΔDგ

81) რლს-ის გარჩევითი მოცულობა.

რლს-ის გარჩევითი მოცულობა - გარჩევითი სიგანის, გარჩევითი სიგრძის და სიმაღლის


ნამრავლის ტოლია.Vგ = αგ D ΔDგ, h = αგ D2 C τი tg(θ/2). თანამედროვე გემების ნავიგაციური
რლს-ის გარჩევითი უნარიანობა მანძილით 1 და 2 მილიან სიშორის შკალებზე 15-25 მეტრია,
ხოლო მიმართულებით 0,8 – 1,50

82) რლს-ის სამიზნეების კოორდინატების გაზომვის სიზუსტე.

რლს-ის სამიზნეების კოორდინატების გაზომვის სიზუსტე ხასიათდება სამიზნემდე


მანძილის გაზომვის სიზუსტით და სამიზნემდე მიმართულების გაზომვის სიზუსტით.

83) რლს-ის სამიზნემდე მანძილის გაზომვის სიზუსტე.

სამიზნემდე მანძილის გაზომვის სიზუსტე განისაზღვრება პოტენციალური საშუალო


კვადრატული ცდომილებით - δპ,დამოკიდებულია მაზონდირებელი იმპულსების
ხანგრძლივობაზე და მიმღების შესასვლელზე ხმაურის დონით და გამოითვლება
ფორმულით,δპ = C τი / 2q სადაც q არის სამიზნიდან არეკვლილი სიგნალის ენერგიის
ფარდობა მიმღების ხმაურის ენერგიასთან მის გამოსასვლელზე. როგორც წესი მაქსიმალური,
სამიზნემდე მანძილის გაზომვის სიზუსტეს 1 და 2 მილიან სიშორის შკალებზე შეადგენს 40-
50 მეტრს, ხოლო სხვა შკალებზე შეადგენს გამოყენებული სიშორის შკალის 1%-ს.

84) რლს-ის სამიზნემდე მიმართულების გაზომვის სიზუსტე.

სამიზნემდე მიმართულების გაზომვის სიზუსტე განისაზღვრება პოტენციალური საშუალო


კვადრატული ცდომილებით - φპ, დამოკიდებულია ანტენის მიმართულობის დიაგრამის
სიფართეზე ჰორიზონტალურ სიბრტყეში და მიმღების შესასვლელზე ხმაურის დონით და
გამოითვლება ფორმულით φპ = αჰორ /q,მაქსიმალური, სამიზნემდე მიმართულების
გაზომვის სიზუსტე რეალურ პირობებში შეადგენს 0,8 – 1,00

85) რლს-ის მუშაობის საიმედოობა.

რლს-ის მუშაობის საიმედოობა ეს არის რლს-ის თვისება შეინარჩუნოს თავისი


საექსპლუატაციო და ტექნიკური პარამეტრები წინასწარ დადგენილი დროის შუალდში.
რიცხობრივად რლს-ის მუშაობის საიმედოობა ფასდება რლს-ის გამართული მუშაობის
დროის ალბათობით წინასწარ დადგენილი დროის შუალდში.

86) რას წარმოადგენს ობიექტების არეკვლითი თვისებები.

ობიექტები, რომლის დასხივებაც ხდება რლს-ის ზმს რადიო იმპულსებით სგარემოსაგან


მაშინ ამ ობიექტების ზედაპირულ ფენებში აღიძვრება ზმს დენები, რომლებიც წარმოქმნიან
მეორად ელექტრომაგნიტურ ველს,რომელიც თავის მხრივ აღწევს რლს-დე და წარმოადგენს
არეკვლილი სიგნალების წყაროს, რომელთაც შემდგომ ვაკვირდებით რლს-ის ეკრანზე.
ობიექტებიდან რადიო ტალღების არეკვლა შეიძლება იყოს ორი ტიპის - სარკული ან
გაბნევითი (დიფუზიური).

87) რამდენი ტიპის შეიძლება იყოს რადიო ტალღების არეკვლა ობიექტებიდან.

ობიექტებიდან რადიო ტალღების არეკვლა შეიძლება იყოს ორი ტიპის - სარკული ან


გაბნევითი (დიფუზიური).

88) რას წარმოადგენს სარკულ არეკვლა.

სარკულ არეკვლას ადგილი აქვს, როცა ობიექტის ზედაპირი არის გლუვი და მისი ზომები და
გარშემოწერილობების რადიუსი ბევრად მეტია ტალღის სიგრძეზე არეკვლა წარმოებს
ოპტიკური კანონებით, დაცემული და არეკვლილი კუთხე ერთმანეთის ტოლია.

89) რას წარმოადგენს გაბნევითი (დიფუზიური) არეკვლა.

გაბნევითი (დიფუზიური) არეკვლის დროს ადგილი აქვს არეკვლილი რადიო ტალღების


გავრცელებას სხვადასხვა მიმართულებით, ამ დროს არეკლილი რადიო ტალღების
ინტენსიობა კლებულობს.

90) რითი ხასიათდება ობიექტების არეკვლითი თვისებები.

ობიექტის არეკვლითი თვისებები ზეგავლენას ახდენს რლს-ის აღმოჩენის სიშორეზე და


დამოკიდებულია ძირითადათ ობიექტების ფორმაზე, ზომებზე და რლს-ის ტალღის
სიგრძეზე. რიცხობრივად ობიექტის არეკვლითი თვისებები ფასდება ობიექტის არეკვლის
ეფექტური ზედაპირით (აეზ) –Sეფ. მაგალითად ობიექტზე რომლის ფართობია S ეცემა
სიმძლავრის სიმკვრივის ნაკადი П1, რომელიც ტოლია, П1=Рგ /Sა, სადაც Рგ - გადამცემის
სიმძლავრეა; Sა - ანტენის გაშლ;ის ფართობი. თუ ჩავთვლით, რომ დანაკარგებს ადგილი არ
აქვს მაშინ ობიექტი აირეკლავას სიმძლავრეს,ამ ენერგიის ნაწილი ბრუნდება უკან რლს-ის
ანტენაში და წარმოწმნის მასში

П2 სიმძლავრის სიმკვრივის ნაკადს, П2 = (Р G) / (4π D 2 ) = (S П1 G) / (4 π D 2 ), საადაც G -


ანტენის მიმართულობის კოეფიციენტია; D - მანძილი რლს-დან ობიექტამდე; ხოლო S G =
Sეფ, მაშინ ობიექტის აეზ ტოლი იქნება: Sეფ = 4 π D 2 (П2/ П1) ამ ხერხით აეზ შეიძლება
გამოთვლილი იყოს მარტივი ფორმის ობიექტებისათვის, როგორებიცაა - ნახევარტალღოვანი
პასიური სიმეტრიული ვიბრატორი, მეტალის ფურცელი, სფერო, კუთხოვანი ამრეკლავი და
სხვა. რაც შეეხება რთული ფორმის ობიექტებს, როგორიცაა გემები, სანავიგაციო ნიშნები,
სხვადასხვა წყალზემო და სანაპირო ობიექტები, მათი აეზ შეიძლება გამოთვლილი იყოს
მხოლოდ ექსპერიმენტულად.

91) ობიექტების არეკვლის ეფექტური ზედაპირი (აეზ).

ობიექტის არეკვლითი თვისებები ზეგავლენას ახდენს რლს-ის აღმოჩენის სიშორეზე და


დამოკიდებულია ძირითადათ ობიექტების ფორმაზე, ზომებზე და რლს-ის ტალღის
სიგრძეზე. რიცხობრივად ობიექტის არეკვლითი თვისებები ფასდება ობიექტის არეკვლის
ეფექტური ზედაპირით (აეზ) –Sეფ. მაგალითად ობიექტზე რომლის ფართობია S (ნახ.1.21.)
ეცემა სიმძლავრის სიმკვრივის ნაკადი П1, რომელიც ტოლია, П1=Рგ /Sა, სადაც Рგ - გადამცემის
სიმძლავრეა; Sა - ანტენის გაშლ;ის ფართობი. თუ ჩავთვლით, რომ დანაკარგებს ადგილი არ
აქვს მაშინ ობიექტი აირეკლავას სიმძლავრეს,

92) როგორ გამოითვლება რიცხობრივად ობიექტის აეზ.

ობიექტის არეკვლითი თვისებები ზეგავლენას ახდენს რლს-ის აღმოჩენის სიშორეზე და


დამოკიდებულია ძირითადათ ობიექტების ფორმაზე, ზომებზე და რლს-ის ტალღის
სიგრძეზე. რიცხობრივად ობიექტის არეკვლითი თვისებები ფასდება ობიექტის არეკვლის
ეფექტური ზედაპირით (აეზ) –Sეფ. მაგალითად ობიექტზე რომლის ფართობია S (ნახ.1.21.)
ეცემა სიმძლავრის სიმკვრივის ნაკადი П1, რომელიც ტოლია, П1=Рგ /Sა, სადაც Рგ - გადამცემის
სიმძლავრეა; Sა - ანტენის გაშლ;ის ფართობი. თუ ჩავთვლით, რომ დანაკარგებს ადგილი არ
აქვს მაშინ ობიექტი აირეკლავას სიმძლავრეს,

93) როგორ გამოითვლება მარტივი ფორმის ობიექტის აეზ.

ობიექტის არეკვლითი თვისებები ზეგავლენას ახდენს რლს-ის აღმოჩენის სიშორეზე და


დამოკიდებულია ძირითადათ ობიექტების ფორმაზე, ზომებზე და რლს-ის ტალღის
სიგრძეზე. რიცხობრივად ობიექტის არეკვლითი თვისებები ფასდება ობიექტის არეკვლის
ეფექტური ზედაპირით (აეზ) –Sეფ. მაგალითად ობიექტზე რომლის ფართობია S (ნახ.1.21.)
ეცემა სიმძლავრის სიმკვრივის ნაკადი П1, რომელიც ტოლია, П1=Рგ /Sა, სადაც Рგ -
გადამცემის სიმძლავრეა; Sა - ანტენის გაშლ;ის ფართობი. თუ ჩავთვლით, რომ დანაკარგებს
ადგილი არ აქვს მაშინ ობიექტი აირეკლავას სიმძლავრეს,

94) როგორ გამოითვლება რთული ფორმის ობიექტის აეზ.

ობიექტის არეკვლითი თვისებები ზეგავლენას ახდენს რლს-ის აღმოჩენის სიშორეზე და


დამოკიდებულია ძირითადათ ობიექტების ფორმაზე, ზომებზე და რლს-ის ტალღის
სიგრძეზე. რიცხობრივად ობიექტის არეკვლითი თვისებები ფასდება ობიექტის არეკვლის
ეფექტური ზედაპირით (აეზ) –Sეფ. მაგალითად ობიექტზე რომლის ფართობია S (ნახ.1.21.)
ეცემა სიმძლავრის სიმკვრივის ნაკადი П1, რომელიც ტოლია, П1=Рგ /Sა, სადაც Рგ -
გადამცემის სიმძლავრეა; Sა - ანტენის გაშლ;ის ფართობი. თუ ჩავთვლით, რომ დანაკარგებს
ადგილი არ აქვს მაშინ ობიექტი აირეკლავას სიმძლავრეს,

95) პასიური ნახევარტალღოვანი სიმეტრიული ვიბრატორის აეზ.

პასიური ნახევარტალღოვანი სიმეტრიული ვიბრატორის აეზ ტოლია, Sეფ = 0,86 λ2


მაგალითად, თუ λ = 3,2 სმ, მაშინ Sეფ = 8,8 სმ2, ხოლო თუ λ = 9,8 სმ, მაშინ Sეფ= 82 სმ2.

96) ბრტყელი მეტალის ფურცელის აეზ.

ბრტყელი მეტალის ფურცელის აეზ ტოლია,Sეფ = 4 π (S2/ λ2) ბრტყელი მეტალის ფურცელის
აეზ იქნება მაქსიმალური, თუ დასხივება მიმდინარეობს მეტალის ფურცელზე მარცხენა ან
მარჯვენა სიბრტყიდან ხოლო თუ დასხივება მიმდინარეობს წიანა ან უკანა მხრიდან აეზ
იქნება მინიმალური.

97) რას წარმოადგენს კუთხოვანი ამრეკლავები.

კუთხოვანი ამრეკლავები წარმოადგენენ დამხმარე მარტივ, მეტალის სხეულებს, რომელთა


საშულებით საგრძნობლად იზრდება იმ ობიექტების არეკვლითი თვისებები, რომელთაც
მცირე აეზ გააჩნიათ. კუთხოვანი ამრეკლავი წარმოადგენს სამი
ურთიერთპერპენდიკულარული მეტალის ფირფიტას, რომელთაც სამკუთხა პრიზმის ფორმა
აქვთ ამ შემთხვევაში გეომეტრიული ოპტიკის კანონებიდან გამომდინარე ადგილი აქვს სამმაგ
არეკვლას ამრეკლავის კედლებიდან.

98) კუთხოვანი ამრეკლავის აეზ.

კუთხოვანი ამრეკლავის აეზ მიახლოებით ტოლია ექვსკუთხედის ფართობისა, რომელიც


ჩახაზულია ამრეკლავის შიდა კონტურში, რომლის ფართობია,S = a2 /√3 მაშინ კუთხოვანი
ამრეკლავის აეზ ტოლი იქნება,Sეფ = 4 π (a4/3 λ2)

99) სად ამონტაჟებენ კუთხოვანი ამრეკლავებს.


კუთხოვანი ამრეკლავებს ამონტაჟებენ სანავიგაციო ნიშნებზე,გემებზე ხის კორპუსით და
ობიექტებზე, რომელთაც მცირე არეკვლითი თვისებები გააჩნიათ. მაგალითად სანავიგაციო
ბუის კუთხოვანი ამრეკლავი, რომლის გვერდის სიგრძე а=0.4 მ, ხოლო λ = 3,2 სმ, მაშინ Sეფ =
107 მ2

100) სფეროს ფორმის სხეულების აეზ.

სფეროს ფორმის სხეულების აეზ დამოკიდებულია მის რადიუსზე - R. გამოკვლევები


აჩვენებს, როცა R>> λ, მაშინ სფეროს აეზ არ არის დამოკიდებული რლს-ის ტალღის სიგრძეზე
და განისაზღვრება, როგორც Sსფ ეფ = π R2 ამ თვისების გათვალისწინებით ასეთი სფერო
შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ეტალონური სხეული რთული ფორმის ობიექტების
აეზ გამოთვლისას, როგორიცაა გემები და სხვა

101) გემების აეზ-ის გამოთვლა.

გემები განეკუთვნება რთული ფორმის რადიოლოკაციურ ობიექტებს,რომელთაც გააჩნიათ


მრავალი, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ცალკეული ამრეკლავები (გემის კორპუსი, მაჩტები,
მილსადენები, ტაკელაჟი და სხვა). შესაბამისად გემებიდა არეკვლილი სიგნალები
წარმოადგენენ სხვადასხვა ამპლიტუდისა და ფაზის მქონე სიგნალების ინტერფერენციას.
გემები მოძრაობა და რხევა ასევე ზეგავლენას ახდენენ არეკვლილ სიგნალებზე.გემებს
გააჩნიათ მაქსიმალური აეზ, როცა დასხივება წარმოებს მარცხენა ან მარჯვენა ბორტებიდან,
ხოლო მინიმალური, გემის წინა ან უკანა მხრიდან.ექსპერიმენტალურად გემების აეზ
განისაზღვრება ეტალონური ობიექტების საშულებით, როგორიცაა მაგალითად გლუვ
ზედაპირიანი სფერო, რომლის რადიუსი რამოდენიმეჯერ მეტია რლს-ის ტალღის სიგრძეზე.
სფეროს აეზ მუდმივი სიდიდეა და არ არ არის დამოკიდებული დასხივების
მიმართულებაზე. რიცხობრივად ასეთი ობიექტის აეზ ტოლია,Sეფ = Sსფ ეფ (P / Pსფ),სადაც,
Sსფ ეფ ეტალონური სფეეროს აეზ, P - გასაზომი ობიექტიდან არეკვლილი სიგნალის
სიმძლავრე, Pსფ - ეტალონური სფეეროდან არეკვლილი სიგნალის სიმძლავრე.ცხრილში 1.1.
მოცემულია სხვადასხვა ტიპის გემების, ნავიგაციური ნიშნების და ობიექტების აეზ-ის
საშუალო მიახლოებითი მნიშვნელობები 3, 2 სმ ტალღის სიგრძეზე

102) სხვადასხვა ტიპის გემების, ნავიგაციური ნიშნების და ობიექტების აეზ-ის რიცხვითი


მნიშვნელობები.

სხვადასხვა ტიპის გემების, ნავიგაციური ნიშნების და ობიექტების აეზ-ის საშუალო


მიახლოებითი მნიშვნელობები

ობიექტის ტიპი Sეფ, მ2 h2, მ

კატარღა 75-250 2-4

ბუქსირი 250-750 4-6


ტრაულერი 750-4х103 6-8

მცირე ტონაჟის გემი 4х103-12х103 8-10

საშუალო ტონაჟის გემი 12х103-3х104 10-14

დიდი ტონაჟის გემი 3х104-5х104 14-20

ბუი ამრეკლავის გარეშე 1-10 1-2

ადამიანი 0,8-1.0 -

You might also like