You are on page 1of 6

გათენდა 

თუ არა, ავთანდილი შეეკაზმა, შეჯდა და ვეზირის სახლისაკენ გასწია. 
გზად სულ იმის ფიქრში იყო, ნეტავი, მიჯნურობა არ დამეტყოს, არავინ შემამჩნი
ოსო. გულს კვლავ ევედრებოდა, მოითმინე, გაუძელიო.

ვეზირმა მოყმე რომ დაინახა, მიეგება, თაყვანი სცა და ქება შეასხა: ჩემს კერას ეს რ
ა ეღირსა, მზედ ამომიბრწყინდი! დღეს სასიხარულო ნიშანი მენიშნა და თურმე ამ
ას მოასწავებდაო. ასეა,
"ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”. ვეზირმა ცხენი ხალისით ჩა
მოართვა ავთანდილს.

"ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან,
თქვეს: "სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

მნახველთ გული მისდიოდათ და ოხვრა-კვნესა ვერ შეეკავებინათ. მისი ჭვრეტით 
რომ ჭკუას კარგავდნენ, ესახელებოდათ კიდეც. მოყმემ ვეზირთან განმარტოება ი
სურვა და ჯალაბობა გაიკრიფა.
- სასახლეში ისე არაფერი მოხდება, რომ შენ არ შეგატყობინონ და მოგესაუბრონ,
- უთხრა ავთანდილმა ვეზირს,
- მეფეს შენი ხათრი აქვს და, რა საქმესაც მოიწადინებ, უარს არ გეტყვის.
ახლა ჩემს გასაჭირს გიამბობ და "მკურნე, რაცა მეკურნების”. იმ მოყმის სატანჯვე
ლს დავუწვავარ, მისი ცეცხლი მეც ცეცხლად მომდებია. თვითონ ჩემთვის სულიც 
არ დაუშურავს. მისგან ისე ვარ დავალებული,
"შეზღვა ხამს შეუზღველისა! ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა”. უ
ნდა წავიდე, უმისობის ატანა მეტი აღრ შემიძლია.

"მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,
მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება, და!
რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,
მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა”.

როცა ვშორდებოდი, დიდი ამბით შევციფე: კვლავ მოვალ და მოგეშველები,
"შენსა მე ვეძებ ნათელსა”, ვისთვისაც გული დაგბნელებია-მეთქი. ჩემი წასვლის 
დრომ მოაწია და ამაზედ ვწუხვარ. არას დაგიფარავ, სრულ სიმართლეს გეტყვი: მ
იმელის და ვერ წავსულვარ, გაუნელებელი ცეცხლით სწორედ ამიტომ ვიწვი.
"ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,
რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!”

ხელმწიფის კარის თავკაცი ხარ და, ფიცით მითქვამს, ეს იცოდე: თუ არ შემიპყრო
ბს, წასვლას არასგზით არ დავიშლი, შეპყრობილი კი რაღად ვუნდივარ, რაში გამ
ოვადგები? მიშველე რამე, სანამ გულს ცეცხლი ერთობ დამიწყლულებდეს. როსტ
ევანს ეახლე და, რაც გითხარი, ჩემ მაგიერ მოახსენე: დიდებულო ხელმწიფეო, ღმ
ერთია მოწამე, ამას რა შიშითა და ძრწოლით შემოგკადრებ-თქო,

"მაგრა მან ყმამა ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,
გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე, მან!”

ახლა, მეფეო, იგი რომ არ ვნახო, არასგზით არ იქნება-თქო: მთელი არსებით იქა ვ
არ,
"გული მას აქვს გულოვანსა” და უგულოდ აქ რის მაქნისი ვარ! თუ რამეს ვარგებ, 
უპირველსად თქვენი სახელია, ვერ ვარგებ და, გულს მაინც დავდებ, რაც უნდა იყ
ოს, ფიცს ვერა და ვერ გავტეხ-თქო. ჩემი წასვლა ნუ გეწყინებათ და ნუ დაღონდებ
ით, ღმერთს რაც ენებოს, დაე, ისე იყოს-თქო. იქნებ გაგვიმართლოს და კვლავ გეა
ხლოს თქვენი ავთანდილი, თუ არადა,
"თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს!”
- მეფესთან რომ არავინ შეგასწროს, სათქმელს ვამოკლებ, - უთხრა მან ვეზირს.
- ახლავე წადი და მოახსენე, აბა, შენ იცი, თავს ნუ დაიზოგავ და ისე შემავედრე, ს
იამტკბილობით გამიშვას. ქრთამად ასიათას ოქროს მოგართმევ.
- შენი ქრთამი შენ გქონდეს, - სიცილით უთხრა ვეზირმა,
- შენგან წყალობად ისიც მეყოფა, გამგზავრებას რომ ეპირები! როცა მეფეს მაგას მ
ოვახსენებ, ვიცი, უსათუოდ საბოძვარით ამავსებს, შოვნა ვის მოსწყენია?! მისმა ს
იკეთემ, იქვე გამათავებს, მგონი, წამიც აღარ მაცოცხლოს! მე ცივ სამარეში ჩავწვებ
ი, შენი ოქრო კი შენვე დაგრჩება.
თუ არ მომკლა, ხომ ამიკლო და მიწასთან გამასწორა: ეგ როგორ მითხარი, აგრე რ
ამ გადაგრია, რომ უმალვე ვერ მოისაზრე, მაგის თქმა არ ეგებოდაო?! რა ვქნა, აკლ
ებას წყალობა მირჩევნია და სიცოცხლის ფასი ხომ კაცს არა გააჩნია რა! ვერა, რაგი
ნდ მისაყვედურო,
"არ ითქმის და ვერცა ვიტყვი”. მეფემ კიდევაც რომ გაგიშვას, ლაშქარს რას ეუბნებ
ი? ნუ გგონია, მოტყუვდნენ და მზე დაგთმონ მოსაშორებლად, მეტადრე, რაკი კა
რგად იციან, რომ შენი წასვლა მტერთ დაგვითამამებს. არა,
"ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.
- გეტყობა, სიყვარულისა არა იცი რა, - უთხრა ვეზირს ცრემლმორეულმა მოყმემ,
- არც ფიცი და მეგობრობა გინახავს, თორემ მიხვდებოდი, უმისობით რა გასაჭირ
შიაც ვარ. ახლა ისღა დამრჩენია, გულში დანა დავიცე.

"მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!
აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს.
ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს.
ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს”.

მეფესა და მის ლაშქარს, ნეტავი, რაში გამოვადგები, მუდამდღე მტირალი და გონ
მიხდილი?
"სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან”. ეგ შენი რჩევა, ვეზირო, ა
მ ტანჯულმა გულმა რანაირად უნდა შეიწყნაროს? ჩემს ადგილას კაცი კი არა, რკ
ინაც რომ ყოფილიყო, ტარიელის სიბრალული ცვილივით დაადნობდა: რა უბედ
ობა არ დასტყდომია თავს, რა ჭირი არ გამოუვლია! თითქოს ცრემლი და ვაება ჰკ
ლებოდეს, მეც ბევრი ვატირე,
"ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს!”
ახლა, არ გამიშვებენ და, სულერთია, გავიპარები, მივალ, მის წვა-დაგვას გავიზია
რებ:
"ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად”. თუ გასაძევებლა
დ არ უნდიხარ, ვიცი, ჩემი გულისთვის არას გიზამს. მოდი და, რაც უნდა დაგემა
რთოს, თავი გადადე, ნურა სატანჯველს ნუ შეუშინდები!
- შენი ცეცხლი მეც ცეცხლად მედება, - მიუგო ვეზირმა,
- მაგ ცრემლს ვეღარ ვუცქერ, გული მელევა, თითქოს სიცოცხლეს ვეთხოვები! რას 
ვიზამთ, "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-
თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”. მივალ და მოვახსენებ, გინდ მოვკვდე, ა
ღარ ვნაღვლობ, ჩემი დღეც შენ შეგმატებოდეს.
ეს თქვა და მყისვე სასახლისაკენ გაეშურა. ხელმწიფე მორთულ-მოკაზმული დაუ
ხვდა, მხიარულს სახე მზესავით უბრწყინავდა. ვეზირი შეშინდა, საწყენის მოხსენ
ება ვერ შეებედა, შეწუხებული იდგა და საგონებელს მისცემოდა. რა დაგმართია, 
რა მოხდა, რას შეუჭირვებიხარო, შეშფოთებით ჰკითხა მეფემ
- ვაი, რომ ჩემი ჭმუნვა ჩემს ჭირს შესტოლებია,
"არცა ჰმატს და არცა სდიდობს”. რა ვქნა, თქმა მეშინია, მაგრამ მოციქული ხომ ში
შს ვერ დაერიდება. მემართლებით, მომკლათ, ამას რომ მოგახსენებთ: ავთანდილ
ი შემოგეხვეწათ, ტარიელთან ისევ გამიშვითო, უმისოდ წუთისოფელი გამცუდებ
იაო.

"რაცა იცოდა, ყველა ჰკადრა მოშიშრად ენითა,
კვლა მოახსენა: "რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,
თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა."

რა ეს მოისმინა, მეფე "გაგულისდა, გაავცნობდა”, ფერი გაუკრთა და შემზარავი იე
რი დაედო, ვეზირს შესძახა:
- შმაგო, ენა როგორ მოგიბრუნდა მაგის სათქმელად?! ეგეთი შმაგი არამცთუ ვეზი
რად, სხვადაც არაფრად ვარგიხარ! თითქოს დიდი სასიხარულო ამბავი ყოფილიყ
ოს, ისე მოსწრაფებით რომ მომახარე, მაგის მეტს ვინ რას მიზამს, თუ მუხთლად, 
ღალატით არ მომკლა?!
პატრონის წყენას კაცი ნუთუ არ უნდა დაერიდოს და უალაგოდ დაიყბედოს უმეც
რული სიტყვა?! ნეტავი, მაგის გაგონებამდე რად არ დავყრუვდი! ერთი იმისგან ა
რ იყო მოგზავნილი, უსათუოდ თავს წაგაცლიდი და შენს სისხლს კისრად დავიდ
ებდი!

"წა, უკუდეგ ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

დაიხარა და სკამი შესტყორცნა. სკამი კედელს შეელეწა, ვეზირს არ მოხვედრია, მ
აგრამ მაინც გული თითქოს ალმასით დაესერა და მდუღარე ცრემლით ღაწვები დ
აეწვა.
შიშით ხმა ვეღარ გაეღო, მეფეს გამოერიდა, გულნატკენი "გამოძრწა და გამომელ
და”, პირმომცინარე რომ შესულიყო. აი, რა უყო ენამ, რა სირცხვილი და დამცირე
ბა აგემა! ვერა, თვით "მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს”.
რა ცოდვა მიმიძღვის ისეთი, რომ ღმერთმა კიდევ ამაზე მეტად დამსაჯოსო, ფიქრ
ობდა გამწარებული ვეზირი. ასეა, ვინც პატრონს გაუთამამდება და საწყენს კადნი
ერად მოახსენებს, ნახოს, რა შვება-სიამესაც მოიმკის, ჩემს დღეში რომ ჩავარდება
ო. ეს რა დამემართა,
"რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს?!”
გაწბილებული და შეწუხებული მოდიოდა. როცა ავთანდილი ნახა, დაღვრემით 
და პირქუშად უთხრა: არ ვიცი, რა მადლი გადაგიხადო, რომ ეგრერიგად გავიხარ
ე! ვაიმე, უებრო ბედში მყოფმა თავი როგორ გავიუბედურე და დავიღუპეო! მერე 
მოქარგული ენით, თითქოს ხუმრობსო, ქრთამი მოსთხოვა, თუმცა ჯერ ისევ გულ
ი უწუხდა და ცრემლი ვერ მოეწურა, პირდაპირ საოცარი იყო! ურცხვად ეუბნებო
და:

"ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს.
თქმულა, ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს.”

- შავი დღე დამაყენა, - შესჩივლა მოყმეს, - ჩემგან არ ითქმის, რაც იმან მაკადრა:


"რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა!” კაცად აღარ ვარგივარ, თავი ვე
რც კი მიცვნია, ან კი რად არ მომკლა, მიკვირს, როგორ მოითმინა! განა არ ვიცოდ
ი, რაც მომელოდა, და მეტადრე ეს მაღონებს. რა ვქნა, ასეთი ყოფილა ჩემი ხვედრ
ილ ღვთით მოვლენილ რისვას სხვა ვინ დამალვია?! ესეც არ იყოს, რახან 'შენთვი
ს სიკვდილი ლხინად მიჩნს”, ჭირი ფუჭად როდი მინახავს.

"ყმამან უთხრა: `აღარ-წასვლა არ ეგების ჩემგან აროს
იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,
ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!"

- უტარიელოდ რა გამაძლებინებს, - შესჩივლა მან ვეზირს,
- მირჩევნია, ველად გავიჭრა და ნადირთა შორის გავერიო. ან კი ამ დღეში მყოფი 
მეფისა და ქვეყნის მტერს რანაირად გავუმკლავდები? ნურც ის დაავიწყდება,
"სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა”
რაგინდ წყრებოდეს, ერთხელ კიდევ მოვახსენებ ხელმწიფეს,
"გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების”, ეგებ გამიკითხოს და გამიშვას. არადა, რ
ოცა იმედი გადამიწყდება, გავიპარები და ის იქნება. მე თუ მოვკვდი, ჩემი წილი წ
უთისოფელიმც დაქცეულა!
მოისაუბრეს. მერე ვეზირმა, ავთანდილს რომ შეჰფეროდა, ისეთი წვეულება გამა
რთა,
"უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი”, სხვა წვეულნიც, მოხუცი 
თუ ახალგაზრდა, ერთობ საბოძვარით აავსო. მერე მოყმე გამოეთხოვა, წავიდა და 
ვეზირის კარმიდამოს მისი შუქი მოაკლდა, "სახლად ჩადგეს მზისა წვერნი”.
პირმზე და ტანსარო ჭაბუკი შინ მივიდა თუ არა, ასიათასი ოქრო, სამასი თავი სტ
ავრა-ატლასი და სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი, ნაირფრად რომ ციაგებდა, მაშინვ
ე გამოატანინა და ვეზირს გაუგზავნა. აბა, სიძუნწე და უპირობა რა მისი ხელი იყ
ო? შეუთვალა: რაც მე შენი ვალი მაძევს, მაგიერი რა უნდა შემოგზღო, რომ იგი გა
დავიხადოო, მაგრამ, თუ ცოცხალი დავრჩი, იცოდე, თავს განაცვალებ,
"სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.
ავთანდილის სიკეთესა და უებრობას რა ენა იტყვის! კაცი იყო, რომ უნდა ისეთი, 
და ხელიც შესაფერისი საქმისათვის მოეკიდა. ვისაც ვინმეზე გული შესტკივა, მო
ხმარებაც ამასა ჰქვია. აბა, მოძმე და მოკეთე რის მაქნისია, თუ გასაჭირში არ შეგეშ
ველა: "ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი”.

You might also like