You are on page 1of 2

ხიდჩატეხილობა

ხიდჩატეხილობის პრობლემაზე საუბრობს ცნობილი მწერალი და


პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე.ეს ეხებოდა პიროვნულ უთანასწორობას
თავადებსა და გლეხებს შორის,რომელიც იმ პერიოდში არ იყო
აღმოფხვრილი.სწორედ ამის გამო,1887 წელს, ილიამ დაწერა
ნაწარმოები „ოთარაანთ ქვრივი“,სადაც ამ პრობლემას
„ხიდჩატეხილობას“ უწოდებდა.მან ამ მოთხრობაში ისაუბრა
ქართველთა ჭირზე და სოციალურ პრობლემაზე,რაც ქვეყნის
ერთიანობას ხელს უშლიდა.

ამ ნაწარმოების მთავარი გმირები არიან ოთარაანთ ქვრივი და მისი


შვილი გიორგი,რომლებიც არიან გლეხები,ანუ დაბალი ფენის
წარმომადგენლები,რომელთაც სულ სხვანაირი შეხედულებები და
მიზნები ჰქონდათ,ვიდრე თავადებს:არჩილს და კესოს,რომლებიც
მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ.ისინი ცდილობდნენ კარგი
ურთიერთობა დაემყარებინათ გლეხებთან.

ამ ნაწარმოებით ილიამ დაგვანახა რომ,ამ ორ ფენას შორის დიდი


საზღვარი იყო.კესოსთან მარტოდ დარჩენილი გიორგი,ყოველთვის
დაბნეული და მორცხვი იყო,ამით კარგად შეგვიძლია მივხვდეთ,თუ რა
უბნლებდა გონებას,მაგრამ კესოს ეს ამბავი ვერც კი წარმოედგინა.

პრობლემა უფრო ნათლად ჩანს გიორგის გარდაცვალების


შემდეგ.და-ძმამ ყველაფერი გააკეთეს რომ მოეხადათ მორალური
ვალი,მაგრამ სოფელში მათზე მაინც ცუდს ლაპარაკობდნენ: „კაცი
მოიდნეს“ და ახლა კარგი დამარხვით,მასზე ტირილით „ქვეყანას უბმენ
თვალსაო“.კესოს ამ ლაპარაკზე გული სტკიოდა და სწყინდა,რომ
მაცხოვრებლებს ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ მათზე,თუმცა არჩილს
სულაც არ უკვირდა ეს ამბავი და ამბობდა: „ისინი თავის მხრივ
მართალნი არიან.ჩვენ შუა ხიდია ჩატეხილი,ისინი იქით ნაპირას
დარჩნენ,ჩვენ აქეთ.შორი-შორსა ვართ და თვალი ერთმანეთისათვის
ვეღარ მიგვიწვდენია.“კესოს აზრით,“ადამიანს ადამიანობა უნდა
ემჩნეოდეს,“მას კი მიაჩნდა, რომ გლეხები ადამიანობით თავადებზე
უარესები იყვნენ,მაგრამ არჩილმა კარგად იცოდა რომ ნამდვილი
სისხლი გლეხის ძარღვებში ჩქეფდა და სწორედ ამიტომ იყო გიორგი
ასეთი.ძმამ იცოდა, რომ მხოლოდ განათლებით ეს პრობლემა ვერ
გადაიჭრებოდა.ამაზე იგი ამბობდა,რომ განათლების მიუხედავად
ოთარაანთ ქვრივის „პური“ მათზე უფრო კარგი იყო.

არჩილში გაღვიძებულმა სინდისმა ყველაფერს ფარდა ახადა. მიზეზი


იმისა, რომ კესო ვერ მიუხვდა გიორგის სიყვარულს, მხოლოდ
გიორგის გლეხკაცობაში მდგომარეობდა. „გიორგი წიგნია, მთელი
წიგნი ცხოვრებისა, სულ სხვა ასოებით დაბეჭდილი. წინ გადაგვეშალა
ეს წიგნი და ვერ წავიკითხეთ.“ - ამბობდა გულნატკენი არჩილი.

ბოლოს, კესოს ცრემლი მიმხვდარი ჭეშმარიტების საწინდარია.


კესომ გაიგო ის, რაც არ იცოდა – უკან ხიდია ჩატეხილი, ხიდი,
რომელსაც მისი ძმა ასე მისტიროდა და გლოვობდა. „უკან ბნელა,
ღამეა“, როგორც არჩილი ამბობდა.მას სჯეროდა,რომ ყოველივე ეს,
„დასაწყისია განთიადისა.“

ილიას მიზანი იყო,რომ ხალხისთვის ეჩვენებინა „ხიდჩატეხილობის“


პრობლემა, რომ მაღალ წოდებას არავითარი სულიერ-ხორციელი
ნათესაობა არ გააჩნია იმასთან, ვინც არსებითად ქმნის ცხოვრებას. ეს
გლეხკაცობაა. ამ ორ წოდებას შორის კი ხიდია ჩატეხილი, რომლის
გამთელება მწერალს შესაძლებლად მიაჩნია მომავალში.

You might also like