You are on page 1of 7

მასობრივი ინფორმაციის

საშუალებები
მუხლი 1. პრესის თავისუფლება

1.საქართველოში  პრესა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები


თავისუფალია. ეს თავისუფლება  კონსტიტუციით არის გარანტირებული.
2.საქართველოს  მოქალაქეებს უფლება აქვთ გამოთქვან, გაავრცელონ
და დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი ინფორმაციის ნებისმიერი
საშუალებით, აგრეთვე მოიპოვონ ინფორმაცია საზოგადოებრივი და
სახელმწიფო ცხოვრების საკითხებზე.
3.რესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცენზურა
დაუშვებელია.
  მუხლი 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი

1.მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იგულისხმება: გაზეთები, ჟურნალები,


ტელე-რადიოპროგრამები, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკა, ბიულეტენები, 500-
ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნები და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი
გამოცემები, თუ ისინი განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის.
2.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოდგენილია აგრეთვე
გამომცემლობებით, პერიოდული პრესის, ტელე და რადიომაუწყებლობის
რედაქციებით, საინფორმაციო სააგენტოებით და სხვა დაწესებულებებით,
რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ მასობრივ ინფორმაციას.
    მუხლი 3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ენა

1.პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ენა არის საქართველოს


სახელმწიფო ენა – ქართული, აფხაზეთში  – აგრეთვე აფხაზური .
2.საქართველოში ნებადართულია აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის გავრცელება
ნებისმიერ სხვა ენაზე.
3.საქართველომის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობისათვის
უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას მათ მშობლიურ
ენასა და სხვა ენებზე.
საქართველოს  1997 წლის  28 ოქტომბრის კანონი №1000- პარლამენტის უწყებანი
№44, 11.11.1997წ.,გვ.118.
   მუხლი 4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს


კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
საქართველოს  1997 წლის  28 ოქტომბრის კანონი №1000- პარლამენტის უწყებანი
№44, 11.11.1997წ.,გვ.118
საქართველოს  1997 წლის  25 ნოემბრის კანონი №1115- პარლამენტის უწყებანი №46,
03.12.1997წ.,გვ.76
    მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა პრესისა და მასობრივი
ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ

კანონმდებლობა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ


შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს  1997 წლის  28 ოქტომბრის კანონი №1000- პარლამენტის უწყებანი
№44, 11.11.1997წ.,გვ.118
მადლობა
ყურადღებისათვის

პრეზენტაციაზე იმუშავა ლუკა


აბრამიამ

You might also like