You are on page 1of 3

შიგაწვის ძრავა.

პირველი სერიოზული შიგაწვის ძრავის იდეა (ცილინდრში


მუშა აირთან ერთად საწვავის მოთავსება) წამოაყენა
ფრანგმა ინჟინერმა ლენუარმა 1860 წელს, მოგვიანებით კი
1878 წელს გერმანელმა ინჟინერმა ოტტომ საინჟინრო
საზოგადოებას წარუდგინა სითბური ძრავის ახალი,
გაუმჯობესებული პროექტი: კარბურატორის თანხლებით
მომუშავე ოთხტაქტიანი შიგაწვის ძრავა. მისი მქკ
დაახლოები 20 % -ის ფარგლებში მერყეობდა. ათი წლის
შემდეგ ინჟინერმა კარლ ბენცმა შექმნა პირველი
საწვავისძრავიანი მანქანის მოდელი. ამავე პერიოდში
მუშაობდა დაიმლერიც, რომელმაც გააუმჯობესა
ძრავის ლილვის ბრუნვის სიჩქარე. მანქანების სერიულ
წარმოებაში და ძრავების დახვეწაში კი უდიდესი
როლი აქვს ამერიკელ ჰენრი ფორდს და მის ინჟინერთა
გუნდს. მუშაობის პრინციპით თანამედროვე შიგაწვის
ძრავები (მქკ თითქმის 40% ) თითქმის არ განსხვავდება
ოტტოს მაშინდელი პროექტისგან.
მოდით დეტალურად განვიხილოთ როგორ მუშაობს
ერთცილინდრიანი შიგაწვის ძრავა. თანამედროვე ძრავებში ძირითადად ოთხი ან ექვსი ცილინდრი
მუშაობს, ანალოგიური პრინციპით. შიგაწვის ძრავაში მუშა სხეულად იყენებენ ჰაერს, ხოლო მისი
გათბობა ხდება ამ ჰაერში ბენზინის (ან დიზელის) ორთქლის შერევით, რაც სწორედ კარბურატორის
დანიშნულებაა. ჰაერისა და საწვავის ორთქლის ნარევს მუშა ნარევს უწოდებენ. ვნახოთ როგორ
ხდება მუშა ნარევის (იგივე ნაზავის) ანუ საწვავი ნარევის (პროპორცია - 1 კგ ბენზინი : 15 კგ ჰაერი)
წარმოქმნა კარბურატორში (იხილეთ ილუსტრაცია): კარბურატორი წარმოადგენს მოგრძო,
ცილინდრული ფორმის მილს რომელიც შუაში დავიწროვებულია. ჰაერის ნაკადი გარედან (ანუ
ატმოსფეროდან) შედის კარბურატორში მარცხენა მხრიდან, ფილტრის გავლით, და მიემართება შუა,
ვიწრო ნაწილისკენ. ჰაერის ნაკადის სიჩქარე ვიწრო მილში იზრდება (დიამეტრის შემცირების გამო,
ანალოგიურად წყლის ნაკადის მილში
მოძრაობისა) და აგრძელებს სვლას მარჯვენა
ბოლოსკენ, რომლითაც კარბურატორი
უერთდება ძრავს. ძრავი, თავის მხრივ,
ისრუტავს ამ ნაკადს თავისკენ.
კარბურატორის ვიწრო ყელში წნევა
ატმოსფერულთან შედარებით მცირეა, ამით
განპირობებულია ბენზინის მცირე ნაკადის
შეწოვა საწვავის ავზიდან სპეციალური
მილის საშუალებით. ეს მილი
კარბურატორის შიგნით ბოლოვდება
სარქველით (რუსულად: жиклер, კლაპანი),
რომელსაც შეუძლია საჭირო დროს ჩაკეტოს
ბენზინის მიწოდება. როგორც კი ბენზინის
წვრილი ნაკადი მოხვდება კარბურატორში, ჰაერის მოძრავი ფენა მას თან წაიღებს და გაფანტავს
უწვრილეს წვეთებად, რომლებიც მალევე აორთქლდება. ასე რომ, ძრავაში უკვე მოხვდება აირის მუშა
ნარევი, ე.წ. „საწვავი ნარევი“. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე კარბურატორები ინჟინრულად და
ტექნიკურად ბევრად დახვეწილი მოწყობილობებია, ვიდრე ჩვენ აღვწერეთ. უმეტესობა მათგანი ბევრ
მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ ძრავამ ოპტიმალურად იმუშავოს. (მაგალითად, დამატებითი
ფილტრები, სარქველები, ტემპერატურის ცვლილებისა თუ აქსელერატორის დაწოლის ამპლიტუდის
გათვალისწინება და ა.შ.) https://uefa.myvideo.ge/v/1522724 (კარბურატორის მუშაობა)
გადავიდეთ ძრავის აღწერაზე. ძრავის მთავარი ნაწილი ესაა
ცილინდრი და მასში თავისუფლად მოძრავი დგუში (იხილეთ
ნახაზი). დგუშის ქვედა ნაწილი ღერძებით უკავშირდება დიდ
მუხლა ლილვს, რომელიც წრიულ მოძრაობაში მოდის დგუშის
ზემოთ-ქვემოთ ციკლური გადაადგილებისას. ცილინდრის
სპეციალურ ჭრილებში შედის ორი მილაკი, რომლებიც
სარქველებით ბოლოვდება. ნახაზზე, ცილინდრის მარცხენა მხარეს
მილაკი უკავშირდება კარბურატორს და სწორედ აქედან შედის
ცილინდრში მუშა ნარევი, ხოლო მარჯვენა მხარეს მილაკი გასვლის
საშუალებას აძლევს გამონაბოლქვს. დავარქვათ ცილინდრის ამ
მილაკების დამაბოლოებელ სარქველებს შემშვები და გამშვები
სარქველები. ცილინდრის ზედა მხარეს ამოჭრილ ნაწილში
ჩასმულია „სანთელი“ -ფაიფურის იზოლატორში გამავალი მეტალის
ღერო - ერთი კონტაქტია, რომელიც შედის ცილინდრში, ხოლო
მეორე კონტაქტი მიერთებულია ცილინდრის კორპუსთან.
ცილინდრის ძირს ეწოდება ქვედა მკვდარი წერტილი, ხოლო
ცილინდრის ზედა დონეს სადამდეც ადის დგუში - ზედა მკვდარი
წერტილი.
აღვწეროთ ძრავის მუშაობის ციკლი თანმიმდევრულად ტაქტების
მიხედვით.
1. შეწოვა - დგუშის დაბლა ჩამოსვლასთან ერთად შემშვები სარქველი იხსნება და ცილინდრში
შეიწოვება ჰაერისა და საწვავის ორთქლის ნარევი (მუშა ნარევი), რომელიც ფართოვდება,
დგუშის ქვედა მკვდარ წერტილთან მიახლოებისას სარქველი იკეტება;
2. შეკუმშვა - დგუში ადის მაღლა ზედა მკვდარ წერტილამდე, შესაბამისად ადიაბატურად
იკუმშება მუშა ნარევი, ტემპერატურა და ნარევის შინაგანი ენერგია მკვეთრად იზრდება, წნევა
თითქმის ცხრაჯერ იზრდება; ამ დროს ორივე სარქველი დაკეტილია;
3. აალება და მუშა სვლა - ამ პროცესში აფეთქების შედეგად აირი ასრულებს მუშაობას, სწრაფად
ფართოვდება, დგუში ისევ ჩამოდის დაბლა და სწორედ ამით ძრავი აბრუნებს მუხლა ლილვს;
ციკლის დანარჩენი დროში მუხლა ლილვი მოძრაობს ინერციით და ამოძრავებს დგუშს.
პროცესი ადიაბატურია; წნევა და ტემპერატურა ეცემა; სარქველები დაკეტილია;
4. გაწოვა - დგუში ქვედა მკვდარი წერტილიდან იწყებს მაღლა ასვლას, ამავე დროს იხსნება
გამშვები სარქველი და წნევის ცვლილების გამო გამონაბოლქვი (ნამწვი) გაიდევნება
ცილინდრიდან დიდი ხმაურით.
ტაქტი # დასახელება დგუში შემშვები სარქველი გამშვები სარქველი P (წნევა ცილინდრში) T oc
(ტემპერატურა)
1 შეწოვა ↓ ღია დახურული ატმოსფერულზე ოდნავ 500
ნაკლები P = 0,9Pატმ
2 შეკუმშვა ↑ დახურული დახურული იზრდება ცხრაჯერ იზრდება
0,9Pატმ → 9Pატმ 500 → 3000
შუალედი: საწვავის აალება-აფეთქება, რომელიც ხორციელდება ცილინდრის თავზე დამონტაჟებული „სანთლის“
მეშვეობით, მიეწოდება 10000 ვოლტი და იწვება მთელი მუშა აირი. ტემპერატურა მკვეთრად იზრდება 25000 -მდე და წნევა
ხდება 35-ჯერ მეტი ატმოსფერულზე.
3 მუშა სვლა ↓ დახურული დახურული მცირდება მცირდება
35Pატმ → 6Pატმ 25000→14000
4 გაწოვა ↑ დახურული ღია მცირდება მცირდება
6Pატმ → 1,1Pატმ 14000→7000
Otto’s cycle PV-diagram

კითხვები:
1. რაშია შიგაწვის ძრავის იდეა, განსხვავებით სითბური ძრავებისგან? ვინ წამოაყენა ეს იდეა?
2. გაიხსენეთ ინჟინერი, ავტორი პროექტისა “კარბურატორის თანხლებით მომუშავე
ოთხტაქტიანი შიგაწვის ძრავა“.
3. რა არის კარბურატორის დანიშნულება? უყურეთ კარბურატორის მუშაობის ვიდეოს.
4. რა გამოიყენება შიდაწვის ძრავებში მუშა ნარევად? რა პროპორციით არიან ეს ნივთიერებები
შერეული?
5. აღწერეთ შიდაწვის ძრავის ციკლის ოთხი ტაქტი მოკლედ.

ამოცანები:
***აირზე გარე ძალებმა შეასრულეს 55 ჯ -ის ტოლი მუშაობა. ამით აირის შინაგანი ენერგია გაიზარდა
15 ჯოულით. მიიღო თუ გასცა ამ შემთხ-ში აირმა სითბო და რამდენია ამ სითბოს რაოდენობა?
***იზოთერმული გაფართოებისას აირს გადაეცა 300 ჯ სითბოს რაო-ბა. რა მუშაობა შეასრულა ამ დროს
აირმა?

*** 800 მოლი აირი იზობარულად გაათბეს 500 გრ. კელვინით. ამისათვის აირს გადაეცა სითბოს რაო-
ბა 9,4 მეგაჯ-ს ოდენობით. იპოვეთ აირის მიერ შესრულებული მუშაობა და მისი შინაგანი ენერგიის
ცვლილება.
*** 200 სმ2 განივკვეთის ფართობის ცილინდრში, გათბობით გამოწვეული გაფართოებისას აირს
გადაეცა 1,5·105 ჯ სითბო. წნევა მუდმივად იყო 20 მილიონი პასკალი. რამდენით შეიცვალა აირის
შინაგანი ენერგია, თუ დგუში გაფართოებისას გადაადგილდა 30 სმ-ით?
Q = ∆U + Aშ ∆U = Q - Aშ = Q - P ∆V = 1,5·105 – 200 ·105 · 0,02 · 0,3 = 1,5·105 –1,2·105 = 0,3·105 ჯ
*** იდეალური სითბური ძრავის სახურებლის ტემპ-რაა 380 K მაცივრის კი 280 K . რამდენჯერ
შეიცვლება მქკ, თუ სახურებლის ტემპერატურა 200 K -ით იზრდება?333333333

You might also like