You are on page 1of 1

თბილისის გიმნაზიაში ფუნქციონირებდა საქართველოში პირველი მეტეოროლოგიური

ობსერვატორია.

ნიკოლოზ ბარათაშვილმა და მისმა მეგობრებმა 1835 წელს დაიწყეს ხელნაწერი


ჟურნალის – “თბილისის გიმნაზიის უწყებანის”-გამოშვება.

თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელს ალექსი პეტრიაშვილის შემდეგ 1905 წლამდე


ქართველი დირექტორი არ ჰყოლია. 1905 წელს გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა ივანე
გამყრელიძე (1905-1911). იგი საზოგადოებასა და სკოლაში დიდი ავტორიტეტით
სარგებლობდა.

1905 წლის 22 ოქტომბერი გიმნაზიის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღე იყო. ამ დღეს
გიმნაზიის მოსწავლეები ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური ქაოსის მსხვერპლნი
გახდნენ. ჯარისკაცებმა უმოწყალოდ ჩახოცეს სასწავლებლის მოწაფეები, გაძარცვეს და
დაიკავეს შენობა. იმავე დღეს განუზრახავთ გიმნაზიის აფეთქება. დირექტორმა – ივანე
გამყრელიძემ – გიმნაზიის მოსწავლეთა მიმართ დიდი თანადგომა და მზრუნველობა
გამოიჩინა სასწავლებლისათვის ამ მძიმე წუთებში.

1924 წლიდან გასაბჭოებული საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ სახელი


შეუცვალა გიმნაზიას და მას საცდელ-საჩვენებელი სკოლა ეწოდა .

გიმნაზიაში შექმნილი იყო მოსწავლეთა სწავლისა და დასვენებისთვის საჭირო პირობები .


შენობის მთავარ ფასადს ეკროდა ფართო დარბაზი, რომელიც ყველასთვის სასურველი
შესაკრები ადგილი იყო. დილაობით, მეცადინეობის დაწყებამდე, მოსწავლეები აქ
ისმენდნენ ლოცვებს. სკოლის დარბაზში ეწყობოდა დასაშლელი სცენა, სადაც მოწაფეები
სპექტაკლებს უცხო ენაზე დგამდნენ. გიმნაზიას ჰყავდა თავისი ორკესტრი .

თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექცია ზრუნავდა სკოლის ობოლი


მოსწავლეებისათვის, ისინი ზაფხულის ცხელ დღეებში მანგლისში გაყავდათ
დასასვენებლად.

1830 წელს გიმნაზიის ხელმოკლე ოჯახის მოსწავლეებისათვის გაიხსნა პანსიონი. აქ


ცხოვრობდა და საუკეთესო პანსიონერთა რიცხვში ირიცხებოდა გიმნაზიის მოსწავლე –
ნიკოლოზ ბარათაშვილი.

ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკიას დირექტორობის (1944-1953) დროს სასწავლებელში


მოსწავლეთა თვითმმართველობა (კომიტეტი) შეიქმნა.

You might also like