You are on page 1of 11

სასუნთქი სისტემა

ჟანგბადი საჭიროა, რომ ვაწარმოოთ აერობული სუნთქვა (მიტოქონდრიებში),


რადგან გლუკოზა დაიწვას - C6H12O6 + 6O2 → 6CO2 + 6H2O (გამოიყოფა ატფ,

სითბო).
ანაეორბული სუნთქვა - ციტოპლაზმაში.
ჟანგბადი, ენერგიის წყაროდ არ გამოიყენება, იგი ხელს უწყობს ენერგიის
წარმოქმნას. (ანუ გლუკოზის წვას).
ჟანგბადი -- ელექტრონების საბოლოო აქცეპტორი.

მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანაზე, ერთ მხარეს განლაგდება წყალბადის


კატიონები, და მეორე მხარეს ნახშირბადისა და ჟანგბადის ანიონები(გრადიენტი).
ატფ სინთაზა(ცილა) - ადენოზინის დიფოსფატისა და ფოსფასტისგან წარმოქმნის
ადენოზინის ტრიფოსფატას. (წყალბადების საშუალებით დიფოსფატი და
ფოსფატი ერთმანეთს ეჯახება, წარმოქმნის ტრიფოსფატს). წყალბადები, მეორე
მხარეს გადმოდიან, გრადიენტი ქრება, ახლიდან ატფ-ს წარმოქმნა არ
მოხერხდება,ამიტომ ჟანგბადი „აალაგებს“ წყალბადებს, მიუერთდება
წყალბადებსა და ელექტრონებს ,წარმოიქმება წყალი. (მოხდება ელექტრონებისა
და წყალბადების ხელახალი განლაგება და ორივე მხარეს იქნება გრადიენტი).

ყველაზე ბევრი ატფ მიიღება მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანაზე.


სუნთქვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს - სუნთქვა სხეულის ზედაპირით(ჯიაყელა) ;
სუნთქვა ტრაქეით (მწერები და ობობას ზოგიერთი სახეობა) ; სუნთქვა ლაყუჩებით
(კიბოსნაირები, მოლუსკები, ზღვის ვარსკვლავები, თევზები) ; სუნთქვა ფილტვებით. ყველა
ეს პროცესი ემყარება მარტივ, პასიურ დიფუზიას ანუ აირთა მოძრაობას მაღალი
გრადიენტიდან დაბლისკენ.
. Nasal cavity- ცხვირის ღრუ
. Pharynx - ხახა
. Larynx ხორხი

. Trachea ტრაქეა
.primary bronchus - ბრონქი
. ბრონქიოლები
. Pleural cavity - პლევრის ღრუ

. ფილტვები ანუ ალვეოლები

სასუნთქი სისტემა ვითარდება ენდოდერმისგან.

1. ჰაერგამტარი ზონა (ცხვირის ღრუ ; ხახა ; ხორხი ; ტრაქეა ; ბრონქი ; ბრონქიოლები)


ფუნქცია - ჰაერის გატარება, გაწმენდა, გასუფთავება,გათბობა და დატენიანება .
2. აირთაცვლის ზონა (ალვეოლები)

{random facts
აირთაცვლის პროცესი - ალვეოლებიდან, ჟანგბადი სისხლში გადადის და
სისხლიდან ნაშირორჟანგი ალვეოლებში}.

ალვეოლებში ჟანგბადის შემცველობა ბევრია 21%, ხოლო სისხლში 16%. აირთაცვლა


ხდება პასიური დიფუზიით (მაღალი კონცენტრაციისგან დაბლისკენ, ატფ-ს ხარჯვის
გარეშე).

ჰაერგამტარი ზონა ანუ რესპირატორული ტრაქტი იყოფა ორ ნაწილად :

ზედა სასუნთქი სისტემა ( ცხვირის ღრუ, ხახა, ხორხი)

ქვედა სასუნთქი სისტემა (ტრაქეა, ბრონქი, ფილტვები)


ცხვ ირის ღრუ

ყნოსვის რეცეპტორი, მონაწილეობს სუნის აღქმაში. (მდებარეობს ცხვირის


ღრუს ზედა 1/3-ში). მათი გაღიზიანება ხდება ქიმიურად.

. ზედა ნიჟარა superior turbinate


. შუა ნიჟარა middle turbinate
. ქვედა ნიჟარა inferior turbinate

ცხვირის ღრუს(nasal cavity) ზედა 1/3 პასუხისმგებელია ყნოსვაზე.


ცხვირის ღრუს ქვედა 2/3 პასუხისმგებელია სუნთქვაზე.
სისტემა, ცხვირის ღრუდან ალვეოლებამდე ამოფენილია მოციმციმე
ეპითელიუმით(ფილტრავს,წმენდს ჰაერს). ასევე იგი შეიცავს ლორწოს, რომელიც
მტვრის ნაწილაკებს აკავებს და შემდეგ გადადის საყლაპავ მილში და ხდება
მონელება კუჭში.

ცხვირის ღრუ წითელი ფერისაა, რადგან დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს


შეიცავს, ამიტომ ამ მიდამოში ტემპერატურა მაღალია, ჰაერი თბება და ფილტვებში
თბილი ჰაერი ჩადის. (ასევე ხდება ჰაერის დატენიანება).
დატენიანებული ჟანგბადის ათვისება, უფრო მარტივად ხდება.
საერთო ჯამში, ცხვირის ღრუს ფუნქციებია: გასუფთავება; დატენიანება; გათბობა;
მონაწილეობს ყნოსვაში.
ცხვირიდან სისხლენის დროს:
თავის უკან გადაწევის შემთხვევაში, სისხლის კოლტები მოხვდება სასუნთ გზებში.
თავი უნდა გადააწიო წინ.

HY - ცხვირის ღრუს შემადგენლობა


. ძვალ-ხრტილოვანი
.ძგიდე
.წამწამები, სისხლძარღვები
.ლორწო
ხორხი
ხორხი ხრტილოვანია (ვითარდება მეზოდერმისგან, მდებარეობს ფარისებრ
ხრტილში)

Epiglottis (მწვანე ფრად) - ხორხსარქველი


მისი ფუნქციებია:
1. ატარებს ჰაერს სასუნთქ გზებში ,ფილტვებისკენ (გაასუფთავოს)
2. იცავს სასუნთქ გზებს, უცხო სხეულისგან
გადაყლაპვის დროს, მასა ენიდან დაეცემა ხორხსარქველს, რომელიც
გადმოიწევს, სასუნთქ გზებს გადაფარავს და საკვებ მასას საყლაპავ მილში
(Esophagus) გადაუშვებს.
ხორხსარქველის არ ქონის შემთხვევაში, ადამიანი დაიხრჩობოდა , რადგან წინ
ტრაქეაა და უკან საყლაპავი მილი. საუბრის დროს(ამოსუნთქვის ფაზაში)
ხორხსარქველი ღიაა, ამიტომ საკვების მიღების დროს, ადამიანმა არ უნდა
ილარაპარაკოს.
3. წარმოქმნას ხმა. სახმო იოგებს(Vocal cords) შორის არსებულ სივრცეს ეწოდება
ყია.
ყია ღიაა - ჩუმად ყოფნის დროს
ყია დახურულია - საუბრის დროს, რადგან ამოსუნთქული ჰაერის ნაკადმა სახმო
იოგები შეარხიოს და ბგერა წარმოქმნას.
საერთო ჯამში:

. ხორხი ხრტილოვანია!
• მბგერავი იოგები ფარისებრ ხრტილში
• ჰაერის გატარება
• ბგერების წარმოქმნა (ამოსუნთქვისას ვსაუბრობთ)
• იცავს სასუნთქ გზებს

ტ რ ა ქ ე ა (სასულე)

ტრაქეა შედგება ხრტილოვანი ნახევარრგოლებისგან და მდებარეობს საყლაპავის


წინ.
ტრაქეას უკან(ვარდისფრად) გლუვი კუნთია,დაცემინების დროს გლუვი კუნთი
შეიკუმშება და ტრაქეას შეავიწროვებს, რაც განაპირობებს ჰაერის გამოსვლის
სიჩქარეს.
სიგრძე 10-12 სმ.
• წამწამოვანი ეპითელიუმი
• ჰაერს ატარებს
• ასუფთავებს

ბრონქი
• ხრტილოვანი რგოლები
• წამწამოვანი ეპითელიუმი
• მარჯვენა ბრონქი უფრო დიდია,განიერია და ვერტიკალურია (მაგ. თუ უცხო
სხეული,ბაქტერიები აღმოჩნდა სასუნთქ გზებში, ის დაეცემა მარჯვენა
ფილტვში, შუა წილში)
• ჰაერს ატარებს
• ასუფთავებს

ბრონქები (მწვანე ფრად)


ფილტვების ანთება - პნევმონია (მარჯვენა ფილტვის შუა წილში)
ზოგადად მარჯვენა ფილტვი სამ წილად იყოფა - ზედა,შუა, ქვედა
მარცხენა ფილტვი ორ წილად - ზედა და ქვედა
მთავარი ბრონქი იყოფა წილოვან ბრონქებად. თითოეულ წილში მდებარეობს
სეგმენტური ბრონქები.(ყვითლად)
დიამეტრი უფრო და უფრო მცირდება და ბოლოს მიიღება ბრონქიოლები - ჰაერი
შეაქვს ალვეოლებში.
ბრონქიოლები გლუვი კუნთებია (აღარ არის ხრტილი)
აცინუსი - ალვეოლების ერთობლიობა.
ფილტვი არის ალვეოლების, ალვეოლობს შორის არსებული სივრცეების და
სასუნთქი ბრონქიოლების ერთობლიობა.

Random facts კოვიდის დროს ზიანდება ალვეოლებს შორის არსებული სითხე.

ალვეოლა და მის გარშემო არსებული კაპილარი, ერთშრიანი ბრყელი


ეპითელიუმითაა აგებული.

აირთა ცვლა
1. ალვეოლები - 2. ქსოვილური სითხე - 3. კაპილარი (O2 - ის შემთხვევაში)
1.კაპილარი - 2.ქსოვილური სითხე - 3. ალვეოლები ( CO2 - ის შემთხვევაში)
ჟანგბადი ფილტვებამდე მიაქვს - ერითროციტებს (ჰემოგლობინს).
ნახშირორჟანგი - პლაზმას.
ქსოვილებიდან წამოსული ნახშირორჟანგი, უერთდება წყალს და მიიღება
ნახშირმჟავა(არამდგრადია), პლაზმაში ის ისევ დაიშლება, ფილტვებთან
მიახლოების დროს.
ფილტვის სისხლმომარაგება

არტერიული და ვენური სისხლმომარაგება (ფილტვი,გული,ღვიძლი).


არტერიული - ფილტვს კვებავს აორტით, ბრონქული არტერიებით. (დიდი წრე)
ვენური - ფილტვის არტერიით (მცირე წრე) ჟანგბადით ღარიბი სისხლი

გულ-მკერდის ღრუ
. გულ-მკერდის 12 მალა
• მკერდის ძვალი
• 24 ცალი ნეკნი
• ნახევრადმოძრავი სახსარი
• არ ქმნის:
• ლავიწი
• ბეჭის ძვალი

პლევრა
.შემაერთებელი ქსოვილის ორი შრე (ვისცელური ; პარიესული)
.მათ შორის მდებარეობს პლევრის ღრუ, სადაც სითხეა ( ხახუნის შემცირების მიზნით
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს).

. პლევრაში წნევა უარყოფითია (მიმწოვი)


თუ უარყოფითი წნევა გაქრება,ფილტვი კოლაფსირდება. (ჩაიფუშება)

ფილტვები ეპითელურია
ალვეოლები- ალვეოლებს შორის სივრცეები- ბრონქიოლები
ფილტვები ეპითელურია
ფილტვები მარჯვნივ 3 წილით, მარცხნივ-2 წილით
მასა ფილტვების 1,3 კგ
300-500 მილიონი ალვეოლა
70-145 მ2 ფართობი

ჩასუნთქვა

1. დიაფრაგმა იკუმშება და ბრტყელდება. დაიწევს


2. გარეთა ნეკნთაშუა კუნთი იკუმშება. ნეკნები გაიწევს
3. მუცლის ღრუს მოცულობა მცირდება, გულ-მკერდის ღრუს მოცულობა-
იმატებს.
4. წნევა პლევრის ღრუში მცირდება (კიდევ უფრო უარყოფითი);
5. წნევა ალვეოლებში მცირდება;
6. ჰაერი შემოდის ფილტვებში და იწყება დიფუზია.

ამოსუნთქვა

• დიაფრაგმა მოდუნდება;
• გაჭიმული ალვეოლები (ელასტინით) უბრუნდება საწყის ფორმას;
• წნევა პლევრის ღრუში იზრდება;
• წნევა ალვეოლებში იზრდება;
• ჰაერს ამოვისუნთქავთ.

You might also like