You are on page 1of 14

რობერტი სოლომონიძე

ხახის კლინიკური ანატომია


ხახა (PHARYNX) როგორც სამჭმლის მომნელებელი ის
სასუნთქი ტრაქტის ნაწილია სადაც სასუნთქი და საჭმლის
მომნელებელი გზები გადაჯვარედინდება.იგი,კუნთოვანი
ლულაა,რომელიც ამოფენილია ლორწოვანი გარსით და
კისრის მალების წინ მდებარეობს,იწყება ქალას ფუძიდან და
კისრის VI მალის დონემდე გრძელდება,სადაც გადადის
საყლაპავ მილში.ამრიგად,ხახის უკანა კედელი ებჯინება
კისრის ზედა ექვსი მალის სხეულთა წინა
ზედაპირს,გვერდითი კედლები კისრის დიდ
სისხლძარღვებს,ხოლო წინა კედელი არ არის მთლიანი და
შეიცავს სამ დიდ ხვრელს,რომლებითაც ხახა
დაკავშირებულია სამ ღრუსთან;
ცხვირის ღრრუსთნ-ქოანების გზით
პირის ღრუსთან-ხახის პირის გზით
ხორხის ღრუსთან-ხორხში შესავალი გზით
ამრიგად ხახას ყოფენ სამ ნაწილად
ზედა-ცხვირ ხახად
შუა ნაწილი-პირ ხახად
ქვედა ნაწილი-ხორხ ხახად
ცხვირ-ხახასა და პირ-ხახას შორის საზღვარი არიის რბილი
სასის ქვედა კიდეზე,უკან,ხახისკენ,წარმოსახვით გატარებული
ჰორიზონტარული სიბრტყე.ყლაპვის ან ზოგიერთი ბგერის
წარმოთქმის დროს რბილი სასა იწევს ზევით და
უკან,ებჯინებახახის უკანა კედელს,რითაც ცხვირ-ხახა
დროებით გამოეყოფა პირ-ხახას.
ცხვირ-ხახის ზედა კედელი ანუ ხახის თაღი
წარმოდგენილია ძირითადი ძვლის ქვედა ზედაპირით,უკანა
კედელი შეესაბამება კისრის I და II მალებს,ხოლო წინა ქვედა
კედელი წარმოდგენილია რბილი სასის უკანა
ზედაპირით.ცხვირ-ხახის გვერდით კედლებზე ,ცხვირის ქვედა
ნიჟარების უკანა ბოლოების დონეზე ევსტაქსის ლულის
ხახისკენა ხვრელებია.ამ ხვრელებს ზემოდან და უკნიდან
ერთვის ხრტილოვანი მორგვი,რომელიც ევსტაქსის ლულის
ხრტილის გაგრძელებაა,ხოლო ამ მორგვის უკან
ჩაღმავებაა,რომელსაც როზენმიულერის ფოსოს
უწოდებენ.ცხვირ-ხახის უკანა ზედა კედელზე ლიმფოიდური
ქსოვილის გროვაა ,რომელიც დაფარულია ცილინდრული
ეპითელიუმით და ქმნის ცხვირ-ხახის ტონზილას.
პირ-ხახის უკანა და გვერდითი კედლები ცხვირ ხახის
შესაბამისი კედლის გაგრძლებაა.იგი გრძელდება
ხორხსარქველის კიდის დონემდე .პირ-ხახის ფართო
ხვრელი-ხახის პირით იხსნება პირის ღრუში.ხახის პირი
მოსაზღვრულია ზემოდან რბილი სასით,რომელსაც შუაში
აქვს წანაზარდი-ნაქი,ქვემოდან-ენის ძირით და გვერდებიდან
სასის წინა და უკანა რკალებით რომელთა შორის სასის ორი
მარჯვენა და მარცხენა ტონზილაა რომელსაც II ტონზილასაც
უწოდებენ.
ხორხ-ხახა იწყება ხორხსაქრველის ზედა კიდის დონიდან და
მდებარეობდს კისრის IV,V და VI მალების წინ,იგი იხსნება
ხორხის სანათურში ხვრელით ,რომელსაც ხორხში შესავალს
უწოდებენ.ამ უკანასკნელის გვერდებზე,ხორხ-ხახის
ლატერალურ კედლებსა და ხორხის ხრტილების
შემაღლებებს შორის იქმნება ჩაღრმავებები,რომელთაც
მსხლისებრ ფოსოებს უწოდებენ.ეს უკამასკნელი
ძაბრისებურად ვიწროვდება და ბეჭდისებრი ხრტილის
ფირფიტის უკან გადადის საყლაპავ მილში.ხორხ-ხახის წინა-
ზედა კედლის საზღვარს ენის ძირი წარმოადგენს,რომელზეც
ლიმფოიდური ქსოვილის გროვაა-ენის ტონზილა.ენის ძირსა
და ხორხსარქველს შორის აღინიშნება ორი ჩაღრმავება
,რომლებიც ერთმანეთისაგან გაყოფილია ენა-
ხორხსარქველის იოგით,მათ ვალეკულებს უწოდებენ.
ხახა შიგნიდან ამოფენილია ლორწოვანი გარსით.ეს
უკანასკნელი ცხვირ-ხახაში ცხვირის ლორწოვანის
გაგრძელებაა და დაფარულია მოციმციმე ცილონდრული
ეპითელიუმით.პიხ-ხახასა და ხორხ-ხახაში იგი იმეორებს
პირის რრუს ლორწოვანი გარსის აგებულებას,დაფარულია
მრავალშრიანი ბრტყელი ეპიტელიუმით.ხახის ლორწოვანი
გარსი მდიდარია ლორწოვანი ჯირკვლებით.გარდა
ლორწოვანი შრისა,ხახის კედელი წარმოდგენილია
ფიბროზული,კუნთოვანი და გარეთა ადვენტიცური შრეებით.
ფიბროზული შრე ქმნის თხელ,მაგრამ მკვრივ
შემაერთებელქსოვილოვან ფირფიტას,რომელიც მჭიდროდ
უკავშირდება შიგნით ლორწოვან გარსს და გარეთ კუნთოვან
შრეს.ხახის თაღთან ეს ფირფიტა სედარებით სქელიადა
უმაგრდება ქალას ფუძეს.მას ფუძე-ხახის ფასციას უწოდებენ.
კუნთოვანი შრე იქმნება ორი ჯგუფის კუნთებით:
ხახის მომჭერი კუნთი-(CONSTRICTORES)ირგვლივაა
განლაგებული
ხახის ამწევი კუნთი-(LEVATORES) გასწვრივაა განლაგებული
პირველი ჯგუფის კუნტები ირგვლივ ერტყმის ხახას და უკანა
კედლის შუა ხაზზე ერტდებამყესოვანი ნაკერით.მეორე
ჯგუფის კუნთებს მიეკუთვნება სადგის-ხახის კუნთი და სასა-
ხახის კუნთი.ხახის ამ კუნთების მეშვეობით ხდება ხახის უკანა
კედლის ტალღისებრი მოძრაობა რითაც საჭმლის ულუფებს
გადაადგილებს საყლაპავი მილისკენ.
ხახის არტერიული სისხლმომარაგება ხდება:
A,pharyngeaascendens გარეთ საძილე არტერიის ტოტია
A.palatina ascendens რომელიც a.facialis ის ტოტია
A.palatina descendens რომელიც a.maxillaris ის ტოტია
ხახის ვენები გამოდის ძირითადად ვენური წნულიდან
რომელიც გამოდის ხახის უკანა და გვერდითი კედლების
გარეთა ზედაპირზე.ისინი მრავალრიცხოვანი ანასტომოზებით
დაკავსშირებულია ხახის სხვადასხვა უბნებთან,საბოლოოდ
ეშვებიან ხახის ლატერალურ კედლებზე და უერთდებიან
შიგნით საღლე ვენას.
ხახის ლიმფურის სადინრები ხახის ლორწოვან
გარსში,განსკუთრებით ლიმფოიდური ქსოვილის
დაგროვების ადგილებში,ქმნის უხვ ქსელს.აქედან
გამომავალი ლიმფური სადინრები იხსნება ხახისუკანა და
კისრის ღრმა ლიმფურ კვანძებში.
ხახის ინერვაცია ხორციელდება თავის ტვინის სამი და
კისრის ზედა სიმპათიკური კვანზებიდან.
ენა-ხახის ნერვი
ცთომილი ნერვი
დამატებით ნერვი
ხახის კლინიკური ფიზიოლოგია
ხახა ორგანიზმში ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ყლაპვის აქტში
ხმისა და მეტყველების ფორმირებაში
სუნთქვის აქტში
ორგანიზმის დაცვაში
ყლაპვის აქტის დროს უპირველესად უნდა განვიხილოთ
ძუძუს წოვა.წოვის აქტის დროს რბილი სასა ჩმოწეულია
ქვემოთ ენის ძირამდე(ამ დროს ცხვირით სუნთქვა
თავისუფალია),პირის ღრუში იქმნება ჰერმენტული სივრცე
უარყოფით წნევით,რის შე3დეგადაც რზე შეიწოვება პირის
ღრუში,რასაც მოსდევს ყლაპვის აქტი,რომლის დროსაც წოვა
და სუნთქვა ჩერდება.ყლაპვის დამთავრების შემდეგ სუნთქვა
და წოვა განახლდება.
სითხის და მკვრივი საკვების გადაადგილება
ხახაში,საყლაპავში და კუჭში რთული,კოორდინირებული
მოტორული აქტის შედეგია,არჩევენ ყლაპვის სამ
ფაზას.პირველ ფაზაში საჭმლის გუნდა ენის მეშვეობით
გადადის სასის წინა რკალების უკან.ეს ფაზა
გაცნობიერებულად ხორციელდება და თავის ტვინის
ქერქიდან გადმოსულუი იმპულსებს ექვემდებარება.მეორე
ფაზაში საჭმელი სწრაფად გაივლუს ხახას და საყლაპავი
მილის პურამდე აღწევს.ამ ფაზის დასაწყისში ხორხი ზევით
იწევს,ხოლო ხორხსარქველი დახურავს ხორხში შესავალ
ხვრელს,ციცხვისებრი ხრტლები და ციცხვ-ხორსარქველის
ნაოწები უახლოვდება ერთმანეთს,რის შედეგადაც ხორხის
ვესტიბულური ნაწილი შევიწროვდება ერთდროულად სასის
რკალების კუნთების,აგრეთვე ზედა მომჭერი კუნთის
შეკუმშვის შედეგად საჭმლის გუნდა გადაადგილდება ხახის
უკანა კედელზე,რითაც ცხვირ-ხახა გამოყოფილია პირ-
ხახისაგან.ეს ფაზა ადამიანის სურვილების გარესე
სრულდება,იგი თანდაყოლილი რეფლექსია.
მესამე ფაზაც ნების გარეშეა.ამ ფაზაში საჭმლის გინდა ხახის
შუა და ქვედა მომჭერი კუნთების პერისტალტიკური შეკუმშვის
შედეგად გადაადგილდება საყლაპავი მილისკენ და როცა
მიაღწევს საყლაპავი მილის პირს,იწვევს ამ უკანასკნელის
რეფლექსურ გახსნას,რასაც მოჰყვება საჭმლის გუნდის
გადასვლა საყლაპავ მილში.
როგორც აღვნიშნეთ,ხახა მონაწილეობს ხმისა და
მეტყველების ფორმირებაში.ხახის ღრუ პირის
ღრუსთან,ცხვირის რრუსთან და დანამატ წიარებთან ერტად
რეზონატორია,რომელიც როგორც ბგერებს აძიერებს
ასევე მონაწიელობს ტემბრის ფორმირებაში.ამ ფუნქციების
შესრულება ემყარება ხახის უნარს,შეცვალოს მისი ღრუს
მოცულობა და ფორმა,აგრეთვე რბილი სასის მოძრაობას,რის
შედეგადაც იცვლება ბგერითი რხევების მოძრაობის
მიმართულება.ასე მაგალითად,ხმოვანი ბგერის წარმოქმის
დროს რბილი სასა ზემოთ იწევს და ცხვირ-ხახას გამოყოფს
პირ-ხახისაგან,ხოლო თანხმოვანი ბგერების წარმოქმნის
დროს რბილი სასა ვერტიკალურად მდებარეობს და ცხვირ-
ხახა გახსნილია.
ხახის სუნთქვითი ფუნქცია მდგომარეობს იმაში,რომ ხახა
ატარებს შესუნთქულ და ამოსუნთქულ ჰაერს.მოსვენების
მდგომარეობაში ჯანმრთელი ადამიანი სუნთქვას
ცხვირით,პირი მოკუმილი აქვს,ამ დროს რბილი
სასავერტიკალურად მდებარეობს და ენის ძირს ეხება,ხოლო
ენის ზურგი და წვერი მიბჯენილია მაგარ სასაზე,რის
შედეგადაც პირის ღრუ გამოცალკევებულია
ხახისაგან.როდესაც ცხვირიდან სუნთქვა დარღვეულია,ჰაერი
უშუალოდ პირ-ხახაში ხვდება.ამ პირობებში რბილი სასა
ხურავს ცხვირ-ხახას,ხოლო ენის ძირი ქვემოთ იწევს.
ხახის დაცვითი ფუნქცია ვლინდება მაშინ,როდესაც მასში
მოხვდება უცხო სხეული ან ძლიერი გამღიზიანებელი
ნივთიერებები.ამ დროს რეფლექსურად ხახის კუნთები
მძლავრად იკუმშება და ხახა ვიწროვდება,რაც ხელს უშლის
მავნე ნივთიერებათა გადაადგილებას ქვემდებარე
ნაწილებში.გარდა ამისა,ხახის ლორწოვან გარსზე
გრძელდება შესუნტქული ჰაერის გათბობა,დატენიანება და
გასუფთავება მავნე მინარევებისაგან.

ხახის გამოკვლევის მეთოდები


ხახის გამოკვლევას წინ უძღვის კისრის არის
დათვალიერება და ხახის რეგიონული კვანძების
პალპაცია.უნდა შემოწმდეს მათ
სიმკვრივე,მტკივნეულობა,ძვრადობა.ამიშ შემდეგს ხახას
დაათვალიერებენ-ფარინგოსკპიას ატარებენ,რის შედეგადაც
ძირითადად პირ-ხახას იკვლევენ.გამოსაკვლევად შუბლის
სარკესა და შპატელს იყენებენ.შპატელს იჭერენ მარცხენა
ხელში ისე,რომ ცერი მოექცეს ქვემოთ,ხოლო
საჩვენებელი,შუა და არათითი-ზემოთ.მარჯვენა ხელით
აფიქსირებენ პაციენტის თავს.ჯერ ათვალიერებენ პირის
კარიბჭეს,შემდეგ პირის ღრუს და ბოლოს პირ-ხახას.ამ
მიზნით შპატელს აწერენ ენის წინა ორ მეასემდს ისე,რომ არ
ეხებიან ენის ძირს და ათვალიერებენ რბილი სასის,ნაქის,სასი
წინა და უკანა რკალების და ტონზილების მფარავ ლორწოვან
გარსს.ეს უკანასკნელი ნორმის პირობებში მკრთალი
ვარდისფერია,სადაზედაპირიანი.ამოწმებენ რბილი სასის
მოძრაობას,,რისთვისაც პაციენტმა უნდა წარმოთქვას
ბგერები,სასის ტონზილას შიგთვსის განსაზღვრის მიზნით
ერთი შპატელით აწვებიან ენას ხოლო მეორე შპატელის
ბოლოს ფრთხილად აჭერენ სასის წინა რკალს,მის
ლატერალურ კიდესთან.ამ დროს ტონზილა გადაადგილდება
მედიალურად,ხოლო მისი გარეთა ზედაპირი მოძრაობს
წინ(შეხორცებისას მოძრაობა შეზღუდულია)რის შედეგადაც
ლაკუნები იხსნება ფართოდ და მათგან გადმოედინება
შიგთავსი(ხაჭოსებრი მასა,ჩირქი)ნორმის პირობებში შიგთვსი
არ არის ან არაჩირქოვანია.
ხორხ-ხახას იკვლევენ ლარინგოსკოპული მეთდის
გამოყენებით .ამ დროს ათვალიერებენ ენის ძირს,მასზე
მდებარე ენის ტონზილას,ხორხ-სარქველს,ამ უკანასკნელს და
ენის ძირს შორის მდებარე ჩაღრმავებებს-ვალეკულებს,ხორხ-
ხახის უკანა და გვერდით კედლებს.მსხლისებრი ფოსოების
დათვალიერებისას ავადმყოფმა უნდა წარმოთქვას
ბგერები.ამ დროს ხორხის სანათური იხურება და აღნიშნული
ფოსოებიც ფართოდ იხსნება.
ხახაში სიმსივნის,ინფილტრატის,უცხო სხეულების
არსებობისას მათ ზომის,სიმკვრივის,ფლუქტუაციის
განსაზღვრის მიზნით მიართავნე თითით გასინჯვანს.ხახის
გვრედითი კედლების პალპაციის დროს უფრო
ინფორმაციულია ბიმანუალური გასინჯვა,ამასთან,ერთი
ხელით შიგნიდან სინჯავენ,მეორეთი გარედან.
ხახის სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის
შემთხვევაში,რომლებიც იწვევენ კედლების
დეფორმაციას,აგრეთვე უცხო სხეულებისა და სიმსივნური
პროცესის დროს მიმართავენ
რენტგენოგრაფიას(ტომოგრაფიას)პირდაპირ და გვერდით
პროექციაში.

პირ-ხახის მწვავე ანთება


(pharyngitis acuta)
მწვავე რინოფარინგიტის დროს დაღმავალი ანთებითი
პროცესი ხშირად იწვევს ხახის შუა ნაწილის
ანთებასაც.იზოლირებულად იგი ზიანდება,როდესაც
გამღიზიანებელი უშუალოდ მოქმედებს პირ-
ხახაზე,მაგალითად ძლიერი ცხელი საჭმლის
გადაყლაპვის,თამბაქოს წევის,ალკოჰოლის ჭარბი
კიღების,ცივ ჰაერზე და მტვრიან გარემოში ხანგრძლივი
ლაპარაკის და სხვა შემთხვევებში.მწვავე ფარინგიტი არცთუ
იშვიათა მწვავე ინფექციური დაავადებების ადრეულ
სტადიაში,ამ უკანასკნელის სიმპტომების გამოვლინებამდე.
მწვავე ფარინგიტის დროს დათვალიერებით ხახის კედელი
ჰიპერემიული და ინფილტრირებულია,ალაგ-ალაგ
დაფარულია ლორწოვა-ჩირქოვანი ნადებით.ხახის უკანა
კედელზე ჩანს გადიდებული და გაწითლებული
ლიმფოიდური ქსოვილის შემცველი
შემაღლებები(გრანულები),ხშირად-ჰიპერემიული და
გასქელებული გვერდითი მორგვები.
ავადმყოფს აწუხებს ყელის არეში დაჭიმულობა და
ტკივილი,განსაკუთრებით ყლაპვისას,წვა და ჩახეხის
შეგრძნება,ხველა.ყლაპვისას ტკივილი ზოგჯერ გადაეცემა
ყურებისკენ.აღსანიშნავია,რომ ტკივილი ჭამის დროს
ნაკლებია,ვიდრე ნერწყვის გადაყლაპვისას.
ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია.ტემპერატურა მხოლოდ ბავშვებშს
შეიძლება ჰქონდეთ მომატებული.

მკურნალობა:საჭიროა მსუბუქი,არაგამაღიზიანებელი
საკვები,ტუტოვანი ხსნარებით პულევირიზაცია და
ინჰალაცია,ძლიერი ტკივილის დროს-ტკივილიგამაყუჩებელი
საშულებები.
ხახის ქრონიკული ანთება
(PHARYNGITIS CHRONICA)
ქრონიკული ფარინგიტი საკმაოდ გავრცელებული
დაავადებაა,ამასთნ,იგრძნობა მისი ზრდის ერთგვარი
ტენდენცია ცივილიზაციის სწრაფი განვითარებისა და
ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესების პირობებში.
არჩევენ მის სამ ფორმას:
ქრონიკული მარტივი ანუ კატარული
ჰიპერტროფიული(გრანულოზურ და გვერდითი)
ატროფიული ფარინგიტი.
ქრონიკული ფარინგიტი უხშირესად მამაკაცების
დაავადებაა.ქალებში იშვიათად გვხვდება,ძირითდად
ატროფიული ფორმით.

ეტიოლოგია :ხახის ქრონიკული ანთება ძირითდად


მწვავე ანთების ხშირი განმეორებების შედეგია.მის
გნვითრებას ხელს უწყობს:
ცხვირისა და დანამატი ღრუების ქრონიკული ანთება
ქრონიკული ტონზილიტი
კბილების კარიესი

ხელშემწყობი ფაქტორებია:
ნივთიერებათ ცვლის მოშლა
შეგუბებითი მოვლენები ვენურ სისტემაში
ღვიძლის,ფილტვების,და თირკმლების დაავადებები
მტვერი და მავნე აირები
პროფესიული ფაქტორები
თმბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
ცხვირით სუნთქვის გაძნელება
მარტივი ფორმის დროს-ხახის ლორწოვანი გარსი
ჰიპერემიულია,გასქელებულია,შემარეთებელ-ქსოვილოვანი
ბოჭკოებისა და ეპითელური უჯრედების გაფაშრებისა და
გაფუების ხარჯზე,ალაგ-ალაგ ეპითელიუმი
ჩმოფცქვნილია,არცთუ იშვიათად ჩანს
გაგანიერებული,დატოტიანებული ვენები,ლორწოვანი
ჯირკვლები გადიდებულია,რის გამოც ლორწოს გამოყოფა
გაძლიერებულია.
ჰიპერტროფიული ფორმის დროს-ყველა ეს ცვლილება
უფრო ინტენსიურია.ლორწოვანი გარსის ზედაპირი ალაგ-
ალაგ დაფარულია ჩირქოვანი ნადებით.არცთუ იშვიათად
რბილი სასა და ნაქი შეშუპებულია.ჰიპერტროფიული
ფარინგიტის დროს დროს ანთებით პროცესში ჩართულია
ხახის ლიმფოიდური ელემენტები.ხახის უკანა კედლის
ლორწოვან გარსში გაბნეულია ლიმფოიდური
ფოლიკულები,რომლებიც ნორმის პირობებში არ
ჩნს.ჰიპერტოფიული ფარინგიტის დროს ეს ფოლიკულები
ნათლად ჩანს მათი ჰიპერპლზიის და ჯგუფებად შეერთების
ფონზე.ამ ჯგუფებს გრანულებ უწოდებენ და წითელი ფერის
შემაღლებების სახით ჩანს.ასეთ შემთხვევაში ლაპარაკობენ
გრანულურ ფარინგიტზე.
ატროფიული ფორმის დროს-ლორწოვანი გარსის
ელემენტები განლეულია,სისხლძარღვები შევიწროებული და
ობლიტერირებულია.ამის შედეგად ლორწოვანი გარსი
გათხელებულია,მკრთალი,მშრალია,შეიძლება ალაგ-ალაგ
დაფარული იყოს გამხმარი ლორწოთი,რომელიც ძნელად
სცილდება.

კლინიკური სურათი:
მარტივი და ჰიპერტროფიული ფორმების დროს
ავადმყოფები აღნიშნავენ უსიამოვნო შეგრძნებას
ყელში(წვას,ღიტინს,ჩახეხის შეგრძნებას),გამოიყოფა დიდი
რაოდენობით სქელი და წებოვანი ლორწო,რომელიც
უგროვდებათ ყელში და იწვევს განუწყვეტელი ამოხველების
მოთხოვნილებას,განსაკუთრებით ჰიპერტოფიული
ფარინგიტის დროს.
ატროფიული ფარინგტის დროს ავადმყოფს აწუხებს
ძირითდად აწუხებს სიმშრალე ყელში,ზოგჯერ უცხო სხეულის
შეგრძნება,ლაპარაკის დროს ხმის დაღლა,მშრალი ხველა.

მკურნალობა:
უპირველესად უნდა მოაცილონ ის ფაქტორები,რომლებიც
ხელს უწყობენ ქრონიკული ფარინგიტის განვითარებას-
უმკურნალონ ცხვირისა და დანამატი წიაღების
პათოლოგიას,ქრონიკულ ტონზილიტს.ავადმყოფს უნდა
აეკრძალოს თამბაქოს და ალკოჰოლის მიღება.
ატროფიული ფარინგიტის დროს მკურნალობა მიზნად
ისახავს,პირიქით ისეთ საშუალებების მიღებას,რომლებიც
აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას ხახის ლორწოვან
გარსში,იწვევენ ლორწოვანი ჯირკველბის სტიმულაციასა და
ლორწოს სეკრეციის გაძლიერებას.ამ დროს კარგ შედეგს
იძლევა იოდ-გლიცერინის ხსნარის წასმა ხახის ლორწოვან
გარსზე.
ქრონიკული ფარინგიტის დროს-სხვადასხვა უსიამოვნო
შეგრძნებების შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა ხახის
ლორწოვანი გარსის ნოვკოაინოვანი ბლოკადა.ნოვოკაინთან
ერთად შეჰყავთ მასტიმულირებელი ნივთიერებაც .ერთი
შპრიცით იღებენ 1 მლ 2 % იანი ნოვოკაინს და 1 მლ
ალოეს(პროზერინს)და შეჰყავთ ინტრამუკოზურად პირ-ხახის
გვერდით კედლებში.აკეთებენ 8-10 ინექციას 3-4 დღის
ინტერვალით.

You might also like