You are on page 1of 2

იმსჯელეთ განსაცდელის მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანებს აერთიანებს .

ცხოვრება მუდამ უმზადებს ადამიანებს განსაცდელს, რომელიც სხვადასხვანაირ


ზეგავლენას ახდენს თითოეულზე. საერთო ჭირს შესწევს ძალა მტრების მოძმედ
გადაქცევისა. ერთიანობა კი უმძლავრესს იარაღს წარმოადგენს სიბნელით მოცული
სამყაროს წინაშე. განსაცდელის ჟამს შეკრული საზოგადეობა ბურუსით მოცულ ბუნებას
უმალვე შესძენს ელფერს და გადარჩენის რწმენას უღვივებს.

მოცემული მონაკვეთის მიხედვით, ნათლად ჩანს, თუ როგორ მოახერხა ხანძარმა


სხვადასხვა სახელმწიფოში მყოფი ადამიანების გაერთიანება და წინაღობის დაძლევა .
საერთო განსაცდელის მიუხედავად, თვითგადარჩენის ინსტიქტი გამუდმებით გადაწონის
ერთობას და კავშირი სიმტკიცეს კარგავს, თუმცა არა ყოველთვის. გადარჩენილი
პარხომენკო და ლუგავოი გაღიმებული და კმაყოფილი სახით იდგნენ, ნანტრმა წვიმამ
გადაარჩინა სოფელი, დაავიწყა ყოველი უთანხმოება. ჯაყელი გამოფხიზლდა და მაშინვე
შვება იგრძნო. „ჩვენ წინ მთელი გაღმა სოფელი იდგა, ათასი მადლიერი და ცრემლიანი
თვალი გვიყურებდა“, დანაკარგმა სოფელი გააერთიანა, მოსახლეობა მადლობელი იყო
უცხო თვისტომისა. „მთელი ჩვენი სოფელი და ჩვენი საგუშაგო დინჯი, წყნარი ნაბიჯით
ბრუნდებოდა სახლში, დაღლილ-დაქანცული, გამურული, დაგლეჯილი და მაინც საოცრად
კმაყოფილი“, მესაზღვრეებს აღარ ეშინოდათ და თავაწეული,ვალმოხდილი
მიუყვებოდნენ გორაკს. გამოღმა სოფელი კი „იმ შეწუხებულ მშობელს ჰგავდა, რომელიც
გათხოვილი, ავადმყოფი შვილის სანუგეშოდ იყო წასული“, ავტორი ამ მოვლენას
ახასიათებს როგორც საოცარ სანახაობას, ლაზებს ქართველი მესაზღვრეები მხსნელად
მოევლინენ და ბეწვის ხიდზე გადებული სიცოცხლე ჩამოშლას გადაარჩინა . სრულიად
უცხო ტერიტორია საკუთარი მამულივით დაიცვა და სოფელს გული სიყვარულის
ცეცხლით გაუთბო.

წარსულს რომ გადავხედოთ, არა ერთხელ ახსოვს ისტორიას საერთო მტრის წინააღმდეგ
ორი უცხო ცივილიზაციის გაერთიანება, რაც მათ ურთიერთობას სამუდამოდ ცვლიდა .
პროტესტული აქციები, რომელიც ფარისევლობის წინააღმდეგ შეკრულ საზოგადოებას
აერთიანებს დაუძლევლ იარაღს წარმოადგენს უსამართლობის აღმოსაფხვრელად .

განსაცდელის ჟამი არის პერიოდი, როდესაც ადამიანში ღვივდება უმაღლეი


ემოციები, დგება გადამწყვეტი პერიოდი, რომელიც სამუდამოდ ცვლის მათ
წარმოდგენას წუთისოფლის მიმართ. ეს არის ემოციების შეგრძნების
უკიდურესი მწვერვალი, იწყება ღირებულებების გადაფასება,ადამიანი
აქამდე შეუმჩნეველი მოვლენების აღქმას იწყებს და ჩამქრალი სანთელი
მის სულში კვლავ ანათებს . უეცარი შეჯახება ადამიანებისა, ნაცრისფერ
ყოფას ფერს უცვლის და ხიბლს სძენს. როგორ ოთარ ჭილაძე ამბობს, თავის
ერთ-ერთ პოემაში: „ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც
ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები.
ამ შეჯახებას მოსდევს ქუხილი,
ქუხილს კი - ცეცხლი, რომ ცეცხლის შუქით
გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში,
ხოლო წვიმები კლდეებს რეცხავენ
და კაცის გულსაც...
და როგორც ბროლის მაღალ ტაძარში
მთელი ქვეყანა შედის წვიმაში“

You might also like