You are on page 1of 2

ანალიზი

გრიგოლ ორბელიანი მე-19 საუკუნის რომანტიკოსი პოეტია. მოცემულ მონაკვეთებში იგი


ბუნების პეიზაჟს აღწერს, რომელიც კარდინალურად განსხვავებულ გრძნობებს უჩენს
მკითხველს.

პირველ შემთხვევაში იგი აღწერს განთიადის პეიზაჟს, რომელსაც სულგანაბული უმზერს.


მზისგან მოფენილი ნათელი მას ბედნიერებისა და თითქოს იმედის შეგრძნებასაც უღვივებს.
ამ მშვენიერების გარშემო ყველა ერთიანდება. მიუხედავად ამისა, უგუნურებს სწორედ ამ
დროს უჩნდებათ სურვილი უმძიმესი ცოდვის ჩადენისა. �ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად
ჰსურს სისხლი კაცისა?“- უმადურობისა და სიბრმავის გამო, ადამიანები წუთისოფლის
მშვენებებს ვივიწყებთ. პეიზაჟი, რომელსაც ავტორი აღფრთოვანებით აღგვიწერს არ იყო
საკმარისი მათთვის. ისინი მუდმივად რაღაცისკენ ისწრაფვოდნენ, რაც ბუნებასთან
შედარებით ამაო იყო. პარალელს უილიამ შექსპირის ერთ-ერთ სონეტასთან გავავლებდი.
ინგლისელი პოეტის თქმით, ყველა ადამიანს ღვთისგან ბოძებული �ტალანტი“ აქვს,
რომელიც უნდა გაამრავლოს. ამ შემთხევაში საკუთარი მაგალითით ორბელიანი
შემოქმედებაში გამრავლებულ ტალანტს გვიჩვენებს, ვინაიდან მკითხველსაც აძლევს იმის
საშუალებას, რომ ის ლამაზი ხედები აღიქვას. თუმცა, რეალობასაც არ სცდება და
ჯარისკაცთა აღწერით სწორედ ამ ტალანტისადმი დაუდევრად მოქცევის მაგალითს
გვაძლევს.

მეორე მონაკვეთში ავტორის ბევრად უფრო პესიმისტური განწყობა იკვეთება. ამჯერად


უკვე მზის ჩასვლის პეიზაჟს ვხედავთ, რომელიც თითქოს გარემოს სიცოცხლეს ართმევდა.
�ბუმბერაზ მთანი, მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი, სხედან ვით დევნი, სპეტაკის
ყინულ- გვირგვინით შემკულნი“- საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ გარემოს პირველ
ნაწყვეტში მაგალითად მოყვანილი ბულბულის ჭიკჭიკი აღარ შეესაბამება. ამ წყვდიადის
წინააღმდეგ ძლიერი, მტკიცე მთები გამოდიან, რომლებიც საკუთარი სიდინჯით შესაძლოა
თავადვე ყოფილან ამ სიბნელის მიზეზი. �თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს
ეუბნებიან“- პარალელს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა �მგზავრის წერილებთან“ გავავლებდი.
მწერალი იქაც ამავე პეიზაჟს აღწერს და მდინარე თერგისა და კლდეების კარდინალურ
კონტრასტს უსვამს ხაზს. თითქოს წუთისოფელი სწორედ ამითაცაა გამორჩეული, რომ
მრავალფეროვანი და ზოგჯერ შეუთავსებლობითაც სრულყოფილია. თუმცა, ილიას თვალით
დანახული თერგი სიცოცხლისა და იმედის სიმბოლოა. ერთგვარი ხელჩასაჭიდია ოპტიმისტი
მწერლისთვის, როდესაც ორბელიანი ისევ სევდიან ასპექტში ცდილობს მის გამოყენებას.
ჩემი აზრით, მოცემულ მონაკვეთებში ავტორის ორი განსხვავებული სულიერი
მდგომარეობაა აღწერილი. პირველ შემთხვევაში იგი იმედს, ხელჩასაჭიდსა და მშვენიერებას
ხედავს, რაც მკითხველისთვისაც გადამდებია. მეორე მონაკვეთში კი, თითქოს
სრულყოფილების ფონზე არსებულ უბედურებებზე ამახვილებს ყურადღებას. თერგსაც და
ლამაზს კლდეებსაც უწევთ მზის ჩასვლასთან შეგუება, ისევე როგორც მას სატრფოსთან
დაშორება. ამ შემთხვევაში პოეტი სამშობლოს გულისხმობს, რომლის გარდასულ
ბედნიერებასაც მისტირის. თუმცა, ბუნებისგან განსხვავებით, მას სიყვარულის უკან
დაბრუნების გარანტია არ აქვს, რაც გულს სტკენს.

You might also like