You are on page 1of 2

მოსწავლე: ამინი დალივალოვი

კლასი: XI-2
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თავი: რომანტიზმი - საუკუნის სავიზიტო ბარათი
ხვალისთვის გასაანალიზებელი ლექსის ავტორი: ალექსანდრე ჭავჭავაძე
სათაური: „გოგჩა“

1) ალექსანდრე ჭავჭავაძის "გოგჩა" გააშინაარსეთ წერილობით


გოგჩა იმდენად დიდია, რომ ზღვას ედრება, ზოგჯერ ღელავს, ღელავს მრისხანედ. ბროლივით სუფთაა,
რომელიც ხეებით გარშემორტყმულია და თან ახლავს ლამაზი და კამკამა ცა. ახლა გოგჩა დანგრეულია, რამაც
საგლოვო განწყობა შექმნა. ვრცელი ქალაქები კი ბუს სადგომს დაემსგავსა. მწუხარებით იზიარებენ
მნახველები ამ გრძნობს, რომ ტბის მიმდებარე ტერიტორია აღარ არის დიდებული, როგორც წინათ და
არარაობა გახდა. აჰა, დიდებული სასახლის ნანგრევები. ჩვენი მომავლის ხატი ნგრევაა, როგორიც გოგჩას
დაემართა. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომ მუდმივი არაფერი არ არის. გოგჩა
ძნელად საცნობი გახდა. მეფეები იდრეკდნენ მუხლს და ლოცულობდნენ. მეფეები იყვნენ მორწმუნეები. იქ
სადაც მეფეები და ლოცვა იყო საძოვარი გახდა. გარემო მიტოვებულია (ზოგჯერ ნადირთ....) სევანის ტბა
სახეშცვლილია. ავტორი სომხებს უწოდებს ვაჭრობაში დიდოსტატებს. ეს საქმე მათ ყველაზე კარგად
გამოსდიოდათ. დიდძალი სიმდიდრის მფლობელი ადამიანები იყვნენ, რომლებიც არა მარტო
მატერიალურად იყვნენ მდიდრები, არამედ ხალხის ნდობითაც. იმდენად სახელგანთქმულნი იყვნენ, რომ
მათი სახელი უკვალოდ არ წაიშლება. ტბა ადგილი იყო, რომელიც მოსახლეობას აერთიანებდა, სხვადასხვა
შეჯიბრებებს აწყობინებდა. ბედნიერება, სიცოცხლით და ხალისით სავსე ადგილი საპირისპიროდ შეიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხი კარგად ცხოვრობდა, აქაც იყო მრისხანე და მოწყალე მეფეები. აქაც ყოფილა
სიყვარული, შური, მტრობა, რადგან ყველა ეს პროცესი ცხოვრების თანმდევია. თუნდაც ყველაზე მბრწყინავ
სინათლეში შეიძლება იყოს ერთი წვეთი სიბნელე. ბავშვები, ქალები, ახალგაზრდები ყველანინ ტბასთან
იკრიბებოდნენ. მათი სილამაზე, როგორც ვარდია, ზამბახი და მიხაკი, ხოლო თვალი როგორც „გიშრის
მწობრნი“ ანუ შავი თვალები და წამწამები. დრომ კი ყველაფერი შეცვალა. რაც არ უნდა იყოს იდეალური
ქვეყანა დრო ყველაფერს ცვლის ჩვენ ირგვლივ. ყველაფერი წარმავალია და უნდა ველოდოთ ამ
ცვლილებებს. ყველაფრის ბოლო სიკვდილია (დროსა მსვრელის ცელით).

2) რომანტიზმის ნიშნები იპოვეთ ლექსში და მიუწერეთ შესაბამისი ციტატები

1. აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი; მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!
ეს არის პესიმისტური განწყობა და მსოფლიო სევდა. ავტორი გვეუბნება, რომ მუდმივი არაფერი არ
არის და ცვლილებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. (ცვლილებები ამ შემთხვევაში
ცუდისკენ არის მიდრეკილი)

2. ზოგადად მთლიან ლექსში უმეტესწილად ავტორი იხსენებს წარსულს. წარსულის განდიდებაზეა


დაფუძნებული ლექსი. ალექსანდრე ჭავჭავაძე იხსენებს სევანის ტბის დიდებულ წარსულ, ხოლო
მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მის დროს გმობს.
„აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
კიდევ უამრავი ციტატის მოყვანა შეიძლება ლექსიდან. ფაქტიურად ლექსი წარსულის განდიდებაა.

You might also like