You are on page 1of 2

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

მოსწავლე: ამინი დალივალოვი

1) ჩემი ზაფხული
გამარჯობა. მე ამინი დალივალოვი ვარ. ამ ზაფხულს არც ისე ბევრი რამ მოხდა, მაგრამ
მიუხედავად ამისა მაინც მინდა მოვყვე პატარა დეტალები. 2020 წლის ზაფხული კორონა ვირუსის
თანმხლებით დაიწყო. მეგონა სახლში გამოვიკეტებოდი, არაფერს გავაკეთებდი. ეს ზაფხული
მართლაც ცოტა მოსაწყენი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაბედნიერა, რომ მეგობრებთან,
რომლებთანაც გავწყვიტე ურთიერთობები დიდი ხნის წინ, კვლავ შევიძინე. ძალიან გამეხარდა,
რადგან პირველ და ბავშვობის მეგობარს არაფერი ჯობია. ზოგჯერ 10 და 11 წლის გაცნობილს კარგ
კლასელსაც ვერ შეედრება. შეიძლება მარტო სოფელში ვიყავი და დიდად ვერ გავერთე, ვერც
ვერსად ვერ წავედი, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მივიღე, როდესაც ძველი მეგობრები
დამიბრუნდნენ ცხოვრებაში. ზაფხული მხოლოდ დასასვენებლად არ არსებობს, ეს უდიდესი
შანსია ახალი ურთიერთობებისთვის ან თუნდაც ძველი ურთიერთობის აღსადგენად. ზაფხულში
ზოგჯერ ზღვაზე ან მთაში წასვლა არ არის აუცილებელი, მთავარია სასიამოვნოდ გაატარო დრო.

2) წიგნი, რომელიც წავიკითხე და რაში გამომადგება ლიტერატურა.

ლიტერატურა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მისი საშუალებით


ვმოგზაურობთ, ვიღებთ სიამოვნებას, ვივითარებთ ფანტაზიის უნარს და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია ვიღებთ გამოცდილებას. მთელი დღე შემიძლია ვისაუბრო ლიტერატურის
მნიშვნელობაზე, მაგრამ ახლა მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც წავიკითხე და რაში
შეიძლება გამოვიყენო წაკითხული.

სამწუხაროდ, ამ ზაფხულს მხოლოდ 6 წიგნი წავიკითხე. აქედან იყო ერთი სტენდალის „წითელი
და შავი“, ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“ და აგათა კრისტის 4 წიგნი.

სტენდალის „წითელი და შავი“


ზემოთ ხსენებულ წიგნზე მინდა ვისაუბრო პირველ რიგში. წიგნის სახელწოდებაც თითქოს
გვეუბნება, რომ ეს წიგნი ორ მნიშვნელოვან თემასთან არის დაკავშირებული. მთელი წიგნი არის
აწყობილი სიყვარულის ორ თვალთახედვაზე. ადამიანები სიყვარულს სხვადასხვა მხრიდან
უყურებენ. პირველი არის გული. ანუ როდესაც შენს გულს და გრძნობებს უჯერებ, ხოლო მეორე
გონება. ჩემი აზრით, ეს ორივე პუნქტი აუცილებელია, როდესაც ჩვენ საყვარელ ადამიანებს
ვირჩევთ. გულით უნდა მივიწევდეთ ადამიანთან და ემოციური კავშირი უნდა გვქოდეს, ხოლო
გონების გამოყენბით უნდა მივხვდეთ ადამიანი როგორია ანუ გავიგოთ მისი პიროვნული
თვისებები და მხოლოდ ემოციებით არ უნდა ვიფიქროთ. ეს წიგნი ნამდვილად გამოადგება იმ
ადამიანს, რომელსაც სიყვარულთან ძალიან რთული კავშირი აქვს.

აგათა კრისტი
ამ ავტორის წიგნები ყოველჯერზე მაოცებს. საინტერესოა გამოძიების პროცესი, პერსონაჟების
შინაგანი გარემო და ა.შ. ამ წიგნიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა: ყველაზე
უწყინარი ადამიანები, ზოგჯერ არც ისე უწყინარები არიან და როდესაც გულს ვუხსნით ვინმეს
100%-ით უნდა ვიყოთ დარწმუნებულები.
დიანა მას საუკეთესო მასწავლებელი ხართ, თქვენს გაკვეთილზე მოვალეობის მოხდის მიზნით
არასდროს დავჯდები. ადრე ზოგჯერ მეზარებოდა კიდეც ქართულის გაკვეთილები, მაგრამ თქვენ
ყველაფერი სხვანაირად დამანახეთ.

You might also like