You are on page 1of 2

მოსწავლე: ამინი დალივალოვი

კლასი: XI-2
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თავი: რომანტიზმი - საუკუნის სავიზიტო ბარათი
ლექსის ავტორი: ალექსანდრე ჭავჭავაძე
ლექსი: სიყვარულო, ძალსა შენსა

1) ჩაწერეთ სამკითხვიანი ინტერვიუ თანაკლასელთან, კითხვებისთვის გამოიყენეთ ლექსი და თემა


სიყვარული. 

კითხვები, რომელიც დავუსვი ინტერვიუში მონაწილეებს:


1) თუ თქვენმა შეყვარებულმა გიღალატათ, შესაძლოა აპატიოთ კიდეც, მაგრამ აღდგენთ თუ არა
მასთან იგივე ურთიერთობას?
2) სიყვარულის გულისთვის რისთვის ხართ მზად?
3) კარიერული წინსვლა გაქვთ, ხართ ძალიან წარმატებული, მაგრამ შეყვარებული გიყენებთ პირობას,
რომ ან მე ან სამსახური ამავდროულად კი სამსახური არაფერში არ უშლის თქვენს ურთიერთობებს?
(მე პირად კარიერას ავირჩევდი, რადგან ვისაც ვუყვარვარ და მითუმეტეს კარგი ურთიერთობებია
არჩევანის წინაშე არ დამაყენებს!)

ინტერვიუში მონაწილეების სახელები დარჩება ანონიმურად, ამიტომაც გავეცნობით მხოლოდ


პასუხებს:

მონაწილე N1
1) იგივე ურთიერთობაა აღრმგონიაა რო აღდგეს
2) სიმართლე გითხრა იმდენად გულაცრუებულივარ სიყვარულის გამო არაფრისთვის მარ მზად
3) მე სამსახურს ავირჩევდი რადგან თუ შეყვარებული ეგეთ პირობებს მიყენებს ესეიგი მას ჩემი
წინსვლა არუხარია და მხოლოდ თავისი თავი ადარდებს და თვისი ინტერესები

მონაწილე N2
1) ვერ აღვადგენდი რადგან ურთიერთობაში მთავარი სიყვარულია და სიყვარული რომ ყოფილიყო არ
მიღალატებდა შესაბამისად იგივე ურთიერთობას აზრი ეკარგება
2) არვიცი ჯერ ისეთი სიყვარული არმწვევია რამე ძალიან მნიშვნელოვანი რომ დამეთმო
მაგრამ ალბათ რაღაც ფარგლებში ყველაფრისთვის
3) შეყვარებულს მოუწევდა ჩემთან დამშვიდობება

მონაწილე N3
1) არ ვაპატიებ
2) მზად ვარ მისთვის ვიზრუნო, მივითვისო რაც მისია და გახდეს ჩემიც და გავიზიარო მისი ტკივლი
და სიხარულიც.
3) რა თქმა უნდა სამზახურს, ეს უაზრო ულტიმატუმია, რომელიც წამოყენებულია დასმულ კითხვაში.
2) დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, შევაფასოთ:

1. ანუ ესეთი რიტორიკული შეკითხვაა, რომ სიყვარულო ვინ არის, რომელსაც შენ არ იმონებდე. ეს
მიგვანიშნებს და გვეუბნება, რომ სიყვარული არის დაუმორჩილებელი გრძნობა, რომელიც ისე ჩნდება,
რომ შენ არც გკითხავს. ადამიანი სიყვარულის „კლანჭებში“ აღმოჩნდება და მხოლოდ მის ბრძანებას
დაემორჩილება.

2. „შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს“ სიყვარული იმდენად ძლიერი გრძნობაა,
რომ მეფეს იმონებს და ბრძენს აგიჟებს.
„სიყვარულო ძალსა, შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა, სჯულსა შენსა ყველა ერჩის - ბერი, ერი,
მეფე, ყმაცა“

3. „ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა, გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას
მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა!“ (ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდა და არ ვიცი რამდენად
სწორია)

4. სიყვარული თავისით მოდის და თითქოს მარტივი გვეჩვენება, მაგრამ ამ ყველაფერს მოსდევს


ძალიან ბევრი დაბრკოლება. მზად უნდა ვიყოთ სირთულეებისთვის, რადგან მარტივად არაფერი არ
მიიღება.

5. რუსთაველი გვეუბნება, რომ მიჯნურობის წესია ფათერაკობები (სიძნელეები, დაბრკოლებები),


მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება. ამ ყველაფერს ჭავჭავაძე თითქოს თავისი
ინტერპრეტაციით გადმოგვცემს - „თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?!“
შესაძლოა ვინმემ გაიფიქროს, რომ აქ პირდაპირი კავშირი არ არის. დიახ, არ არის, მაგრამ დაახლოებით
ერთი და იგივეს გვეუბნებია, რომ მიჯნურობას სიძნელეც და ტკივილიც მოაქვს და ასევე სიხარულიც.
„მაშა ცუდია, თუ მასში სიბნელეც არსით ერთვის“ შეგვიძლია დავაკავშიროთ და ვთქვათ, რომ
ფათერაკობები ამ სტროფშიც იგულისხმება.

6. ალბათ, კონკრეტული განცა, რადგან აღწერს ადამიანის მდგომარეობას. თუ ადამიანს


კონკრეტულად არ აქვს განცდილი ეს გრძნობა არამგონია ამაზე ზოგადად ისაუბროს.

7. ა. - ლიტერატურული სალონი

You might also like