You are on page 1of 2

რევაზ ინანიშვილის ნაწარმოები „ ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ გამოირჩევა

სისადავით, რაც მეტად შთამბეჭდავს ხდის. მოთხრობა იმ ამოუცნობ სიყვარულზეა,


რომელიც ელენეს, ნაწარმოების მთავარი გმირის გულში ბუდობს. სწორედ ეს დიდი
სიყვარული განაპირობებს იმას რომ იგი დაუფიქრებლად ჯდება თბილისისაკენ მიმავალ
ავტობუში და მიდის თავისი სიყვარულის- სულხანის სანახავად. ელენე იმდენადაა
სულხანზე შეყვარებული, რომ სულხანის თუნდაც 1 წუთით დანახვა, ელენეს მთელ
სამაყაროს ურჩევნია.

რამდენი ადამინიც არსებობს დედამიწაზე, იმდენი სახის სიყვარული არსებობს.


ყველა ინდივიდს თავისებურად ესმის და თავისებურად განიცდის ამ გრძნობას. ელენეს
სიყვარული ისევე როგორც თვითონ პიროვნება გამორჩეულია. ელენესთვის ყველაფერი
სულხანთან ასოცირდება, მიუხედავად იმისა რომ სულხანი მას გრძნობაზე არ პასუხობს.
„მხოლოდ ერთი წუთჳთ დამანახვა, მეტი არაფერი მინდა, მხოლოდ დამანახვა,
მომაკიდებინა ხელზე ხელი და გამაშვებიან იმ წამს“.. მისთვისს ესაა ბედნიერება.
შეიძლება დავფიქრდეს და გაგვიჩნდეს კითხვა, რომ ვის არ ყვარებია, ვის არ უღვრია
ცრემლი სიყვარულისთვის და რა აქვს ამ გოგნას ისეთი, რომ ჩვენი ან მწერლის
ყურადღების გამახვილებად ღირდეს. მაგრამ ეს უბრალო ისტორია, განსაკუთრებული
თავისი უბრალოებითაა და მაში შეიძლება ბევრმა ჩვენგანამა საკუთარი თავი
ამოვიცნოთმისი ყოველი დილა ხომ ოცნებით იწყება. მას აქვს ცხოვრების მიზანი- სულხანი.
ეს შეიძლება მიუღწევადია, მაგრამ ელენესთვის ყველაზე თკბილი და სანუკვარია.
„როდემდე ვიყო ასე“ ხშირად უმეორებს ელენე საკუთარ თავს ძილის წინ. ხშირად ეცვლება
აზრებიც. ხან ფიქრობს, რომ საჭიროა მივიდეს თავის სიყვარულთან და უთხრას
ყველაფერი დაუფარავად, ხან კი ერიდება და თვლის,რომ არაფერი გამოვა. ეს არის
ყველზე ცუდი, რომ ხშირად ადამინებმა არ იციან საკუთარი თავის ფასი, და იმაზე თუ რას
იტყვის საზოგადოება უფრო მეტს ფიქრობენ ვიდრე საკუთარ ბენდიერებაზე. საკუთარი
ბედნიერება ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, და არ უნდა ვიქცეოდეთ ელენესავით.
სხვების გამო არ უნდა დავკარგოთ ბენდიერების შანსი. არავინ იცის რა მოხდებოდა,
ელენეს რომ გამოეხატა თავისი გრძნობები. იქნებ სულხანი სულ სხვანაირად მოქცეულიყო.
ელენეს ხომ არაფერი ჰქონდა დასაკარგი, უბრალოდ ძალიან ბევრს ფიქრობდა სხვების
აზრზე.

ამ ნაწარმოების წაკითხვისას უდავოდ გაგვახსენდება შტეფან ცვაიგის ძალიან


შთამბეჭდავი, ემოციური და გულშიჩამწვდომი მოთხრობა „უცნობი ქალის წერილები ‘’.
ელენეს მსგავსად ამ ნაწარმოების მთავარი გმირიც უიმედოდ შეყვარებული ახალგაზრდა
გოგონაა,რომელიც თავის გრძნობებს არავის უმხელს და უყვარს ჩუმად,უიმედოდ,
საიდუმლოდ. ორივე პერსონაჟი უმწიკვლო სულის პატრონია, მათი ცხოვრება ,
თითოეული დღე იწყება მათვის საყვარელ ადამიანზე ფიქრით . უცნობი ქალი წერს :
„გადმოგიშლი მთელ ჩემს ცხოვრებას , რომელიც ნამდვილად მაშინ დაიწყო ,როდესაც
პირველად გიხილე ‘’. ამ უკანასკნელის მსგავსად , ელენეს ცხოვრებაც მიძღვნილი იყო
სულხანისადმი . ის მზად იყო მთელი ცხოვრება დაეთმო მხოლოდ ერთი შეხებისთვის,
ერთი ნახვისთვის, ერთი სიტყვისთვის ....

სიყვარული ის დიდი ძალა , რომელიც ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს . ამ


გრძნობამ ელენეშიც მოახდინა გარდატეხა . მან გადაწყვიტა დიდი ხნის დამალული
გრძნობა გაემხილა სულხანისთვის , ის ხვდებოდა რომ ესმა მისი შესაფერისი არ იყო და
მას ელესნაირი ადამიანი ჭირდებოდა ,რომელიც მზად იყო ეცხოვრა მისი ცხოვრებით და
ყველაფერი გაეკეთებინა მისი ბედნიერებისთვის.
ელენეს მსგავსი ადამიანები თითქმის აღარ არსებობენ . დღესდღეობით იშვიათია
ადამიანი , რომელსაც უყვარს უბრალოდ არაფრის გამო ,უიმედოდ და ეს სიყვარულია
მისთვის სიცოცხლის აზრი ,ჰაერი რის გარეშეც წარმოუდგენელია სიცოცხლე.

ელენეს სიყვარულს ყველაზე კარგად შეეფერება სიტყვები : „ შენი ოცნებით ვხარობ შენს
დარდს ვატარებ დარდად მე სხვა სურვილი არ მაქვს შენი სურვილის გარდა“

სამწუხაროდ, ელენეს გამბედაობა დაგვიანებული აღმოჩნდა.გულის სიღრმეში ის


შეიძლება ამით გახარებულიც კი იყო , რადგან მართალია მას სურდა გაემხილა თავისი
გრძნობები , მაგრამ შიში,მორიდება და კრძალვა ყოველთვის უკან ხევდა და ვერ
აბედინებდა ამას.

მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთი პერსონაჯი ყბაჩა შეგვიძლია შევადაროთ ელენეს.


მათვის საერთო თვისებაა დაგვიანებული გამბედაობა . ორივემ ცხოვრების
უმნიშვნელოვანეს მომენტში დაიგვიანა და ბედნიერების შანსი დაკარგა. ელენემ და ყბაჩამ
ორივემ იცოდა ,რომ მათმა სატრფოებმა არასწორი არჩევანი გააკეთეს , მაგრამ მათ ვერ
გაბედეს ემოქმედათ და ებრძოლათ თავისი სიყვარულისთვის.

რთულია , რა თქმა უნდა, თავი აარიდო სხვების აზრს და იცხოვრო ისე ,როგორც
გინდა,მაგრამ სხვების აზრთან ერთად არ უნდა დავივიწოთ საკუთარი ბედნიერება და უნდა
გავაკეთოთ თუნდაც , შეუძლებელი იმისთვის რომ მივაღწიოთ საკუთარ მიზანს და
ვიპოვნოთ ბედნიერება ,რომელიც ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

აღსანიშნავია ნაწარმოების ფინალური სიუჟეტი . ავტორი არ გვიმხელს ,მაგრამ


მიგვანიშნებს ,რომ ელენე ისევ მარტო დარჩა თავის გრძნობებთან და ისევ თვიდან თვემდე
იცხოვრებს სულხანის ნახვის სურვილით.

გალაკტიონ ტაბიძე წერს : „ მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი ,როგორც


ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს“. ელენესთვის სულხანი იყო პირველი და
როგორც ჩანს უკანასკნელი სიყვარულიც. ელენესნაირი ერთგული და უმწიკვლო ადამიანი
იშვიათია და მას უყვარს ერთხელ,მთლიანად და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

You might also like