You are on page 1of 2

წელიწადში არის ერთი დღე,როცა გაცნობიერებულად ვაღიარებთ ზაფხულის დასასრულს

და შემოდგომის დასაწყისს.თუმცა,გაუცნობიერებლად ამ დღისთვის მზადებას უკვე


ვიწყებთ ზაფხულის მიწურულს. გარეთ ჯერ კიდევ ცხელა,თუმცა საღამოები თანდათან
უფრო ცივდება და ნიავიც მეტად საფუძვლიანად გვეკრობა სხეულზე.

სამწუხაროდ,სამყაროში არ არსებობს კანონზომიერება,რომლის თანახმადაც წინასწარ


მოვემზადებით დასასრულებისთვის და წელშიგამართულები შევეგებებით შემოდგომას .
მოვიცვამთ არც ისე თბილ ჟაკეტებს და ამაღლებული განწყობით ვივლით ყვითელ
ფოთლებში ცხელი შოკოლადის თანხლებით.

მე თუ მკითხავთ,შემზადება არა მხოლოდ დასასრულებს,არამედ დასაწყისებსაც


სჭირდება. როგორ მოვყვებით ისტორიას,თუ საიდანმე არ დავიწყებთ აღწერას . აღწერას
თუნდაც ვარდისფერი ცის.წითელი შარვლის და შავი ფეხსაცმელების , დღის როცა ჩვენ
შევხვდით ერთმანეთს და სუნის,რომელიც მოგონების საცავის მთავარი ექსპონანტია .

დღე არც ისე უჩვეულო იყო,როგორც ყოველთვის. დღე,რომლისგანაც ძირითადად


არაფერს ელი და არც ღირს რომ რამეს ელოდე. ასეთი დღეები ხომ არც ისე იშვიათია და
ასევე არც ისე იშვიათია სწორედ მსგავსი ჩვეული დღეების უჩვეულოდ ქცევა .

ვფიქრობ და ვფიქრობ,რა მაქვს მოსაყოლი ან სათქმელი სამყაროსთვის და ჯერ კიდევ


ვერ ამომიხსნია ამდენი თავგადასავლის ფონზე რატომ ვეძებ ყოველ სიტყვას
წინადადების დასაწყებად. სასიყვარულო თავგადასავლების მოყოლა უფრო მარტივი
იქნებოდა ჩემთვის,ვიდრე იმ მიღმიერის,რაც არც ისტორიაა და არც ამბავი ,გრძნობის
დონეზე განცდილი თავგადასავალია მხოლოდ.

პირველად თავი რომ დავკარგე ალბათ ბაღში ვიყავი,არც ისე სასურველი და არც ისე
ნიჭიერი. არც ისე მხიარული და მეგობრული,როგორც წესია. ამ დღის შემდეგ
კრიტიკულად ვუკრძალავდი ჩემს თავს ბაღში წასვლას და საერთოდაც ,სამყაროსთან
კომუნიკაციას. სკოლა უკვე მოლოდინები იყო,სამყაროზე სადაც უფრო მეტად ვიქნებოდი
ჩემი თავი,მიღებული და აღიარებული. თუმცა,პატარა ქალაქის მადლით ,ბაღის სოციუმმა
უბრალოდ მაღალ მერხებთან გადაინაცვლა. სკოლის ისტორიის მოყოლა ამბავს
თინეიჯერულ თავგადასავლად აქცევს,მე თუ მკითხავთ ეს უფრო ღრმა ფსიქოანალიზის
და ფსიქოთერაპიის თემაა ვიდრე მოთხრობის,ამიტომ პირდაპირ იმ პერიოდში
გადავინაცვლოთ როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი პირველად.

გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყოველ დღე ვიღვიძებთ და სადღაც


მივდივართ. რაღაც ბუნდოვანი მიზნისკენ,რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოვიდა ან
რატომ,მაგრამ ვაძლევთ არსებობს უფლებას. ამ მიზნების გაჩენის ისტორია ისეთივე
ბუნდოვანია,როგორც სამყაროს შექმნის და მოდი ვიმედოვნოთ ,რომ რაღაც ჩვენზე
ძლიერი და განვითარებული,სამყაროს მეუფე ქმნის ამ მიზნებს და თვითონ სამყაროსაც .
ვინაიდან,ვაითუ არ არსებობს ჩვენზე ძლიერი და აღმატებული ,ჩვენ მოგვიწევს
პასუხისმგებლობის აღება ყველა მიმდინარე მოვლენაზე თუ ქმედებაზე .

რადგან ამ თემასთან მივახლოვდით,ჯობია აქედან დავიწყოთ იმ მისტიური ამბის


მოყოლა,რომელიც თქვენთვის შეიძლება „ჭამე,ილოცე და შეიყვარეს“ სიუჟეტს
გავდეს,მაგრამ არც გასტრონომიული შიმშილი და არც კუპიდონის ისარი არ ყოფილა
მამოძრავებელი. ესეც საუბედუროდ თუ საბედნიეროდ.
კუპიდონის ხსენებაზე უნდა ითქვას,რომ ჩვენი პერსონაჟი დელუზიური და სავსებით
დაცლილია ემოციური ღირებულებებიდან. ის თითქოს გრძნობს,თომცა ეს გრძნობებიც
სავსებით მოჩვენებითი და ეგოისტურია.მისი ცხოვრება წარმატებების და
წარუმატებლობების კარუსელია,რაც მას სავსებით ჩვეულებრივ ადამიანად აქცევს .

22 წლის ასაკში დაოჯახდა,ყველაფერი ნამდვილ ზღაპარს გავდა,საყვარელი


ადამიანი,მასთან ერთად გაღვიძება და დაძინება,ყოველდღიური რუტინის აბსტრაქტული
ელემენტებით და რომანტიული პასაჟებით. ბედნიერება მისი თვალებიდან
ყოველდღიურად იღვრებოდა. თუმცა ყველაფერი მანათობელი რაღაც რესურსის ხარჯზე
ანათებს,რომელიც ამოწურვადია. 3 წელი იბრძოლა ურთიერთობამ, იბრძოლა ორვე
მხარემ მენტალური,ფინანსური და ემოციური რესურსის ხარჯზე ,ახლობლების და
მეგობრების ხარჯზე.სიყვარულის ხარჯზე. ყოველ დღე გრძნობდა რომ ბრძოლა ამად
ღირდა და თუმც ატირებული მაინც ახერხებდა ცრემლების შეშრობას ,რადგან მისი
საყვარელი ადამიანი ამაზე გაცილებით მეტს იმსახურებდა. ეს რომ მოთხრობის
დადასრული იყოს,ვერ გავბედავდი დამემთავრებინა ამ ფრაზით ,რადგან ,რამდენად
ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს,წერისას ცრემლებს ვერ ვიკავებ . მაგრამ ,ისტორიის
დასაწყებად უნდა ითქვას,რომ 24 წელს მიახლოებულმა გადაწყვიტა ბედს დანებებოდა და
ქორწინებაც დასრულდა.

შეუძლებელია ირწმუნო ბედნიერების,რადგან ის არც რამე ხელშესახებია ,არც რამე


ხილული და არც საქვეყნოდ აღიარებული. შეიძლება წამი იყოს დეკაფში და განა ღირს
წამებისთვის წლების გაფლანგვა?!

ყოველთვის ღირებულებების სასწორზე იწონება ჩვენი გადაწყვეტილებები. დახლზე


გამოწყობილი პროდუქტებივით არის დახარისხებული სურივლები და მიზნები
ფასმაჩვენებლებით. ბედნიერება ვიტყოდი ყველაზე ძვირი პროდუქტია ,როგორც
მაგალითად ხიზილალა. ვერც ყოველდღიურად მიირთმევ და ვერც დასანაყრებლად
გამოიყენებ. განა რამდენჯერ ვჭამთ ცხოვრებაში ყველაზე ძვირადღირებულ ხიზილალას ?
თუ ძალიან გაგვიმართლებს რამდენჯერმე,ან ერთხელ ან ისე მოვკვდებით ,რომ
ვერასდროს გამოვნახავთ საშუალებას გადვიხადოთ ხიზილალაში ფული ,რომელიც
არასდროს გვქონია.

ამგვარად,ყოველდღიური საჭიროებები,მიზნები და სურვილები,რუტინა და სტრესი


გადასახადებია,რომელიც მთლიან რესურს გვართმევს,ჯიბეს გვიცარიელებს და ეს
თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალებაა

ალბათ არავინ განსჯის ჩვენს პერსონაჟს,იმისთვის,რომ ბედნიერებაზე თქვა უარი . ვერც


თქვენ ვერ შეძლებდით წლები მუშაობას ერთი მზერის და ერთი წუთისთვის .
მომენტისთვის,როცა სული სხეულს ტოვებს და კისრიდან წამოსული ცეცხლის ბურთი
მთელ სხეულს ალივით ედება.

You might also like