You are on page 1of 2

შესავალი

 როდესაც სამყაროს შეჰყურებ, ბავშვური გულწრფელობით ივსები.


სილამაზის ძიებას იწყებ, რომელიც ძალიან ახლოს ღვთის რწმენასა და
ანაბეჭდშია. უთვალავფერიანია სამყარო, იდუმალი ხმებითა და
სახეებით, რომელთა მიყურადებისა და დანახვის გარეშე
გაღარიბდებოდა სიცოცხლე. ჩვენ, ადამიანებს, სიცოცხლის წყურვილი
გვახრჩობს, თავისუფლებისკენ ვისწრაფით და ვერც კი ვხვდებით ისე
ვიძირებით… ხშირად ფერფლად და წყლის მოლეკულებად ვიქცევით
ხოლმე, მთელი ცხოვრება მზის პატარა სხივებს ველით, რომლებიც დიდ
შუშაბანდში შემოსჭვრიტავენ, წყალში ჩაძირულს გვიან გაგვახსენდება
სიცოცხლე, დავიწყებთ ბრძოლას და გაშტერებული თვალებით ვიტყვით-
რა ლამაზი ყოფილა ზეცა!
ყველაფერი დაიწყო წარმოსახვით.
სოფელში ვარ, იმ წარმოსახვით სოფელში, რომელიც არასოდეს
მინახავს. ვფიქრობ, გზას განვაგრძობ, ცოტა ზემოთ ავალ, იქნებ რაიმე
საინტერესოდ წავაწყდე, არც კი ვიცი, იქნებ არ ღირს…
წუწუნის მიუხედავად გზას ვაგრძელებ, სახლს სამი შესახვევით გავცდი
და ქვაფენილს მივუახლოვდი. თეთრ სინათლეში განმსჭვალულ
წარმოსახვაში ტკივილი ვიგრძენი, ჩემში ერთიანად შემოვიდა
სიკვდილის ბოხი ხმა- ბებო აღარ გვყავს!
გარდავიცვალე, გავნადგურდი, გავბრაზდი, ბებოს ზღაპრებში
ყოველთვის სიკეთე იმარჯვებდა, ჩემი კეთილი პერსონაჟი კი შუშაბანდში
შემოჭრილ სინათლეს გაყვა. იმ დღიდან ოქროსთმიანი ხუჭუჭა გოგო
აღარ ვარ, ბებოს მკერდზე რომ ნებივრობდა, ეგოისტური ფიქრებით რომ
იძინებდა -ნეტავ ბებოს მე უფრო ვუყვარვარ თუ სხვა შვილიშვილები?
ეჭვიანი და იმედგაცრუებული დავრჩი, ვერ ვუყურებ ბებიებსა და
შვილიშვილებს, ჩემში ორი გრძნობა იბრძვის ტკივილის შიში და
რეალობაში დაბრუნება.

მისაღები ოთახის შუაგულში ვწევარ, გარშემო ვიყურები, ჭერს ხელის
თითებით ვწვდები, დღის ნებისმიერი დრო სინათლის დაცემის კუთხით
შემიძლია გამოვიცნო. მუქ, მძიმე ფარდებს ვხედავ, ნერვიულობისგან
მუშტებს ვკრავ და ვშლი, ამასობაში დამეძინა.  გარშემო მუდმივმა
წყვდიადმა დაისადგურა, საკუჭნაოს ზომის ოთახში აღმოვჩნდი,
ზვიგენების გარემოცვაში, არ ვიცი უწყლო ადგილას როგორ
აღმოჩნდნენ, ერთიანად ცდილობდნენ ჩემში შემოღწევას, მაგრამ მზის
სხივი არ მეშვება, ჩემს თვალებთან ძალიან ახლოს ჩაილივლივებს.
ბებოს სული ვიგრძენი, მისი ტკბილი ხმა მომესმა- ყოველთვის შენთან
ვარ! უეცრად აბრეშუმივით რბილ თივის ბულულებზე აღმოვჩნდი, მაგრამ
სიამოვნებამ დიდხანს არ დაჰყო, გამეღვიძა. დავსნეულდი, ტირილისგან
თვალები ამომიღამდა, სხივი ჩაქვრა, სევდით სავსე გულს აღარაფერი
აღარ უხაროდა, ამინდივით იცვლებოდა ჩემი ხასიათი, ღამით
ზამთრისათვის ჩვეული სურათი წარმოგიდგებათ, გადათოვლილი მთა-
გორებისა, დღისით კი უხიაგი გვიანი შემოდგომის ნამქერმოყრილ
მიდამოს მოგაგონებთ. ამ ორი უცნაური ამინდის კავშირი სევდაა,
რომელიც უთოვლობას არ უჩიოდა, მზის სხივები კი მხოლოდ ღამით
წამიერად მოირბენდნენ ხოლმე.
მზის სხივები გაქრა, გრძნობა მოვარდა და უჩინრად გაუყვა დათოვლილ
მიდამოებს. რა უცნაურია ადამიანი, წარსულს მისტირის, ამ უიმედო
წუთისოფელში ისევ მომავლის წყურვილით კვდება, არ ანებებს თავს
წარსულის შეცდომები. როგორ მტკივა ღმერთო, როგორ მტკივა…
ყველა და ყველაფერი გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს, გვწყურია
უიმედო წუთისოფელში იმედის ძებნა, ვეძებთ, ვერ ვპოულობთ, გგვგონია
ყველაფერო კარგადაა…

დასაწყისი:
გარშემო სილუეტები მოძრაოებენ

You might also like