You are on page 1of 124

1

რომენ გარი

ქალის ნათელი

ფრანგულიდან თარგმნა
ირინა ლაბაძემ

2
რომენ გარი (1914-1980 წწ.), რომლის ნამდვილი
გვარია კაცევი, დაიბადა ვილნოში (ახლანდელ ვილნიუს-
ში). ბავშვობაშივე დედასთან ერთად ჯერ პოლონეთში,
ხოლო შემდეგ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაეწერა გენერალ დე გო-
ლის არმიაში და მონაწილეობდა საფრანგეთის განმათა-
ვისუფლებელ ბრძოლაში. მიღებული აქვს საპატიო ლე-
გიონის ორდენის კომანდორის წოდება, განმათავისუფ-
ლებელი ბრძოლის კომპანიონის ორდენი, საბრძოლო მა-
მაცობის ჯვარი ორჯერ, წინააღმდეგობის მოძრაობის
მედალი და დაჭრილთა მედალი. ომის შემდეგ იგი დიპ-
ლომატიურ კარიერას გაჰყვა. რომენ გარი რამდენჯერმე
დაქორწინდა. მისი ერთ-ერთი მეუღლე „ ახალი ტალ-
ღის“ სახელგანთქმული მსახიობი ჯინ სებერგი საეჭვო
წრეში აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდე-
ნიმე წლის შემდეგ კი ჯინ სებერგმა თავი მოიკლა. ერთი
წლის თავზე, რომენ გარიმაც თვითმკვლელობით დაას-
რულა სიცოცხლე. სიკვდილის წინ კი დატოვა ბარათი:
„ ჩემს სიკვდილს არაფერი აქვს საერთო ჯინ სებერგთან.
გატეხილი გულების მოყვარულთ ვთხოვ, ნუ იდარდე-
ბენ... რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩემს დეპრესიას და-
ვაბრალოთ. მაგრამ მაშინ უნდა გაგიმხილოთ, რომ ამ
დეპრესიაში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიმყო-
ფები და სწორედ მისი წყალობით ვარ მწერალი“ .
რომენ გარის კალამს ეკუთვნის ოცზე მეტი რომანი
და პიესა, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყ-
ნებდა – რომენ გარი, ემილ აჟარი, ფოსკო სინიბალდი,
შატან ბოგატი. იგი ერთადერთი მწერალია, რომელსაც
ორჯერ აქვს მიღებული საფრანგეთის ყველაზე პრესტი-
ჟული ლიტერატურული პრემია – გონკურის პრემია –
წიგნებისთვის „ ცის ფესვები“ და „ ცხოვრება წინაა“ . მას
გადაღებული აქვს ასევე ორი ფილმი ჯინ სებერგის მო-
ნაწილეობით. რომენ გარის რომანებიდან განსაკუთრე-
ბით გამოირჩევა: „ ცხოვრება წინაა“ , „ ცის ფესვები“ ,
„ დაპირება განთიადისას“ , „ ქალის ნათელი“ , „ ფრანე-
ბი“ .. .

3
I
ტაქსიდან გადმოვდიოდი. კარი გამოვაღე და შემთხვევით ქალს
მოვარტყი. ხელში რაც კი რამ ეჭირა – პური, კვერცხი, რძე – ყველა-
ფერი ტროტუარზე მიმოიფანტა. ასე შევხვდით ერთმანეთს, ციდან
კი მოსაწყენად ცრიდა.
დაახლოებით ჩემი ხნისა იქნებოდა. ქალის სახე თითქოს ჭაღარას
ელოდა, რათა სრულად წარმოეჩინა ის, რაც ახალგაზრდობამ და სა-
სიამოვნო ნაკვთებმა მასზე დაპირებად გამოსახეს. აქოშინებული
ჩანდა, თითქოს დაგვიანების შიშით ურბენიაო. წინათგრძნობის არ
მჯერა, მაგრამ საკუთარი ურწმუნოების რწმენაც დიდი ხნის წინ
დავკარგე. „არ მჯერა“ ხომ თავადაც რწმენაა და მასზე მაცდუნებე-
ლი არაფერია.
ფეხებთან დაყრილი სურსათის აკრეფას შევეცადე და კინაღამ
წავიქეცი. ალბათ ტაკიმასხარას ვგავდი.
– არ არის საჭირო.
– ძალიან ვწუხვარ, ბოდიში... მაპატიეთ...
ქალმა გაიცინა. თვალების ირგვლივ ნაოჭები დაეღარა და ასაკმა
თავი იჩინა, წლები ერთბაშად დაეტყო.

4
– ისეთი არაფერი დაშავებულა. ჯობს...
ქალი შეტრიალდა და გონებაში ყველაზე უარესმა გამიელვა: „წე-
სიერების“, ზრდილობისა და ქცევის წესების დაცვის გამო შეიძლე-
ბოდა ერთმანეთს აღარასოდეს შევხვედროდით.
მხსნელად ტაქსის მძღოლი მოგვევლინა. ჩემკენ გადმოიხარა და
ღიმილით მკითხა:
– უკაცრავად, მუსიე, ბურგონის ქუჩას ხომ ვერ მიმასწავლით?
– სწორედ ამ ქუჩაზე ვართ.
– ვარენის ქუჩის კუთხეში მდებარე თამბაქოს მაღაზია სად იქნე-
ბა?
– აი, აქ.
– მაშინ რაღას ელოდებით, გადამიხადეთ!
ჯიბეები მოვიქექე. ფრანკები არ აღმომაჩნდა. აეროპორტში მთე-
ლი ფული გადამეხურდავებინა და სიტუაციიდან თავის დაძვრენას
დოლარების მეშვეობით რომ შევეცადე, შემახსენეს, აქ საფრანგე-
თიაო. საგონებელში ჩავარდნილს ისევ ის ქალი წამომეშველა. ჭაღა-
რა, გაწეწილი თმა ჰქონდა და განიერი, ნაცრისფერი პალტო ეცვა.
იგი საყიდლების ფულს იხდიდა და ისე მომმართა, უფრო ირონია
ვიგრძენი, ვიდრე გულშემატკივრობა:
– ეტყობა, არ გიმართლებთ...
მე კი მეგონა, რომ უცხო თვალი ამას ვერ შეამჩნევდა. ხომალდის
კაპიტნის ტანსაცმელს არ ვიცვამდი, მაგრამ მგზავრებისა და ეკიპა-
ჟის თვალში ყოველთვის ვახერხებდი შემენარჩუნებინა სულიერი
მოძღვრისა და შორიდან დაბრუნებას შეჩვეული ადამიანის სიმშვი-
დე. გარეგნულად კი, როგორც იტყვიან, მხარბეჭიანი ვიყავი და გამ-
ჭოლი მზერა მქონდა. ყოველი განვლილი წამი ჩემში უფრო და უფ-
რო ნაკლებ „მეს“ ტოვებდა, თუმცა ჩვენს დროში გახეთქილ საბუ-
რავს ათასი კილომეტრის გავლა შეუძლია.
– მართალია, მადამ, ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც, ძველი რო-
მანების მსგავსად, ადამიანს ურჩევნია, უცნობ მოძღვარს მიმართოს,

5
– მივუგე მე.
მისი გამხიარულება ვერ მოვახერხე. თვალებით მოწყალებას
ვითხოვდი და ეტყობოდა, რომ ისიც გრძნობდა. ასეთ გაჭირვებაში
აქამდე არასოდეს ჩავვარდნილვარ. იმ წუთებში რას ფიქრობდი-
მეთქი, ვკითხე ლიდიას მოგვიანებით, მან კი პირდაპირ პასუხს თავი
აარიდა. „ვიფიქრე, რომ ასი ფრანკი სასმელით გამომტყვრალ ტიპს
ვასესხე და მათ ვეღარასოდეს დავიბრუნებდი“. . . სინამდვილეში,
ცხოვრებამ ერთიცა და მეორეც სანაგვეზე მოგვისროლა. ამას კი რა-
ტომღაც შეხვედრას ეძახიან.
– იცით რა, მინდა ზარალი აგინაზღაუროთ...
– გარწმუნებთ, ნამდვილად არ ღირს.
– თუ ნებას დამრთავთ, ჩეკს მოგართმევთ...
რუასიდან ვბრუნდებოდი. იქ შუადღისას წავედი კარაკასში გა-
საფრენად, შეთანხმების შესაბამისად. კუთხეში, კედლისკენ პირით
დავჯექი, ქუდი თვალებზე ჩამოვიფხატე და რეისის გამოცხადებას
დაველოდე. ერ ფრანსში ჩვიდმეტი წელი ვიმუშავე, ამიტომ თითქმის
ყველა ეკიპაჟი მიცნობდა; მათთან შეხვედრისა და მეგობრული შე-
კითხვებისთვის თავის არიდება მინდოდა. „შენ რა, აქ ჩვეულებრივი
მგზავრი ხარ? კარგი ერთი, რა ექვსთვიანი შვებულება...ცოტა ბევ-
რი ხომ არ მოგდის! მერე იანიკი? ახლა უკვე მის გარეშე იღებ შვე-
ბულებას? “ ისეთი არეული ვიყავი, რომ რა გადაწყვეტილებაც არ
უნდა მიმეღო, მაშინვე საწინააღმდეგოს ვაკეთებდი. როდესაც კარა-
კასის მიმართულებით ჩასხდომა გამოაცხადეს, ჰოლი გადავკვეთე,
ტაქსიში ჩავჯექი და მძღოლს ვანოს ქუჩის ჩვენი მისამართი ვუთხა-
რი. დროზე გამოვერკვიე და კუთხეში თამბაქოს მაღაზიასთან გავა-
ჩერებინე. აქედან ძალიან ახლოს იყო, ჩვენ ამ უბანში წლების გან-
მავლობაში ვცხოვრობდით, შესაძლებელი იყო, ვინმეს ვეცნე. „რო-
მელ საათზე დაშორდით? – დღის სამ საათზე. სამხრეთ ამერიკაში
მივემგზავრებოდი და ჩემი თვითმფრინავი... – ვარენის ქუჩაზე
ჩვიდმეტ საათსა და ოც წუთზე დაგინახეს. – დიახ, დავბრუნდი. – და

6
სახლში არ მიბრუნებულხართ? თქვენ ხომ იქიდან ორი ფეხის ნაბიჯ-
ზე იყავით. – არა, სწორედ რომ დროზე შევჩერდი, თანაც ჩვენ ხომ
შევთანხმდით... – რაზე? საკუთარ თავთან მე სასაყვედურო არაფე-
რი მაქვს. სხვა არაფერი დამრჩენოდა. – ასეთ შემთხვევაში, მუსიე,
ისე ნუ დაეცემით, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოთ. იქონიეთ წესიერე-
ბა და შუბლში ტყვია დაიხალეთ“. საკუთარ თავთან საუბრისას ხში-
რად მივმართავდი ირონიას. მაგრამ თუ კიდევ უნდა ვიცოცხლო, ამ-
გვარ დაკითხვებსაც უნდა მივეჩვიო, ეს მალე არ დამთავრდება.
თუმცა, ერთადერთი, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვუსაყვედურო,
ის არის, რომ თვითმფრინავში არ ჩავჯექი. მე ხომ მკვლელი არ ვი-
ყავი, დანაშაულის ადგილს რომ დავბრუნებოდი; ადგილი თვითონ
არის ძველი დამნაშავე მას შემდეგ, რაც მზის გარშემო ბრუნავს.
წვიმაში სურსათ-სანოვაგეს შორის ვიდექით.
– ერთმანეთს უკვე ვეღარ ვშორდებით, – ვუთხარი მე.
ქალმა გაიცინა და სახე დამამშვიდებელი ნაოჭებით უფრო მეტად
დაეღარა.
კაფეს „შე არისი“ ერქვა. დახლთან აქლემის მატყლის ქურთუკსა
და შლაპაში გამოწყობილი, ძალიან ელეგანტური კაცი იდგა; საბე-
ლით ლენოტრის1 ბაღივით გაკრეჭილი ნაცრისფერი სამეფო პუდე-
ლი ეჭირა. არ ვიცი, შემთხვევა იყო, ხუმრობა თუ თავაზიანობა, ვი-
ღაც მოზარდს ავტომატურ ფირსაკრავში ფული ჩაეგდო და შოპენს
უსმენდა.
– ალბათ უმჯობესია, ერთმანეთს დაველაპარაკოთ, თორემ ყვე-
ლაფერი სწრაფად მიემართება არსაით და შემდეგ უკან დაბრუნება
ხდება საჭირო. . . „არ ვიცი, რას ვაკეთებ ამ კაფეში უცხო კაცთან ერ-
თად“, ასეა?
– ასეა.
ოფიციანტი შეკვეთის მისაღებად მოვიდა.
– ორი ყავა ნაღებით, – ვუთხარი მე და ქალს მივუტრიალდი:

1
ანდრე ლე ნოტრი (1613-1700 წწ.) – ლუი XIV-ის მებაღე.
7
– აი, ახლა მიზეზი გვაქვს, აქ ვიყოთ.
ცოტა არ იყოს, მკაცრად გაიღიმა.
– მე ისევ ჩეკს ველოდები, სულ ესაა.
– ღმერთო ჩემო...
სამგზავრო ჩანთიდან წიგნაკი ამოვიღე.
– ვის სახელზე?
– ჩაწერეთ: წარმდგენის სახელზე...
– მე მაინც თქვენი გვარის გაგებას ვამჯობინებდი, იქნებ მომა-
ვალში...
– ლიდია ტოვარსკი.
ძაღლიანი კაცი ჩემკენ გამოემართა.
– მუსიე... მადამ... მაპატიეთ...
ქუდი მუჭში ჩაბღუჯა, ოდნავ ასწია და ისევ დაიხურა.
– ...მე ძაღლების მწვრთნელი გახლავართ და... ისეთი შთაბეჭდი-
ლება მაქვს, რომ...
– ლას ვეგასი, 1975 წელი, – ვუთხარი მე.
აღფრთოვანდა.
– და რა ნომერი შეასრულეთ...?
– მე „სენდსში“ ვმუშაობდი ბარმენად.
– აჰ, დიახ, ახლა გამახსენდა...
თავისი ბარათი გამომიწოდა. სენიორ გალბა და ნიუ იორკის, პა-
რიზისა და ლონდონის სააგენტოების მისამართები ეწერა.
– ასეა, გამუდმებით რომ მოგზაურობ, მერე ვეღარავის ცნობ...
სიტყვა არ დამიძრავს. ყველაფერს მიხვდა; თითქოს კაზინოში
ყველაფერი წააგოო, ქუდის აწევით დაგვემშვიდობა და ძაღლი ბა-
რისკენ წაიყვანა.
– 1975 წელს ლას ვეგასში რას აკეთებდით?
– არაფერს. იქ არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ტიპს აუცილებ-
ლად უნდოდა, რომ ვინმე ცნობოდა...
ქალმა ცნობისმოყვარეობით შემათვალიერა. მაგრამ მის მზერაში

8
სიცივე იგრძნობოდა.
– როდესაც უცნობი ადამიანის მარტოობას ასე სწრაფად უსვამენ
დიაგნოზს...
– ამგვარი საიდუმლოებების განდობაში ნუ გადავიჭრებით, მა-
დამ, – მივუგე მე დიდი მოწიწებით.
ქალმა სიცილი დაიწყო და ჩემ გარშემო მოჩვენებებმა იკლო.
– ვცდილობ, დისტანცია დავიცვა, ამიტომ მოგმართავთ ასე, „მა-
დამ“. . . ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები ვართ, მადამ, და მერწმუნეთ,
ორი ნაღებიანი ყავის მნიშვნელობას სრულებით არ ვაზვიადებ...
ცოტა ხნის წინ, ტაქსიდან რომ გადმოვდიოდი, დაგეჯახეთ, ეს არის
და ეს...
– რა კარგია სასაცილო ადამიანი.
– თავს უკეთესად ვიგრძნობდი, რომ შემძლებოდა ჩემზე გამეცი-
ნებინეთ, თუნდაც რამდენიმე წუთით: გააცინო ადამიანი, ამაზე
დიდსულოვანი რა უნდა იყოს. თავს როგორ გრძნობთ?

ვიტრინის მიღმა მანქანები მოძრაობდნენ; ქუჩა ცალმხრივი, დღე


კი მოღუშული იყო. ძაღლების მწვრთნელს სასმელი სწრაფად ეკი-
დებოდა და მალე აღარავინ დასჭირდებოდა. პუდელი შეწუხებული
უყურებდა, რადგან ადამიანის გაგება ადვილი არ არის.
ჩვენ ვდუმდით და რაც მნიშვნელოვანია, ეს სიჩუმე გაუსაძლისი
არ იყო. ქალი დაბნეული მეჩვენებოდა, მაგრამ იქნებ მხოლოდ იმედი
მჭირდებოდა.
– მაპატიეთ, – ვუთხარი, – მე არ ვარ... მე ვარ...
– დიახ, ვხედავ. სასოწარკვეთილების ნიშნებში ცოტათი ვერკვე-
ვი. წარმოიდგინეთ, საკმაო ცოდნა დამიგროვდა ამ საკითხში. ექვსი
თვის წინ მეუღლე და ქალიშვილი ავტოავარიაში დამეღუპნენ. კარ-
გი, მე მგონი, ახლა შეგვიძლია ერთმანეთს დავშორდეთ.
ხელთათმნიანი ხელი გამომიწოდა:
– გამხნევდით. იქნებ ყველაფერი მოგვარდეს.

9
– წლის დასაწყისში საფრანგეთში უეჭველად დავბრუნდები და
თუ ნებას დამრთავთ...
– რა თქმა უნდა. შორს მიემგზავრებით?
– კარაკასში.
ჩანთაში დიდხანს იქექა, მაგრამ ვერც ფანქარი იპოვა, ვერც ფურ-
ცელი. სალაროსთან ავტოკალამი ავიღე და ვარდისფერ ჩეკზე, რო-
მელზეც გამოწერილი იყო 6,30 ფრანკი, მომსახურების ჩათვლით,
„ლიდია ტოვარსკი“, მისამართი და ტელეფონის ნომერი დამიწერა.
ფურცელი ჯიბეში ჩავიდე.
ბოლოს, ქალმა თავაზიანად გამიღიმა და წავიდა. დარწმუნებუ-
ლი არ ვიყავი, რომ მისი სახე დამამახსოვრდა და უკან გავეკიდე. ქა-
ლი მოტრიალდა და შეჩერდა.
– ისეთი არაფერი, – ვუთხარი მე, – მომავალში რომ გიცნოთ, იმი-
ტომ...
ქალს გრძელი თმა მხრებამდე სწვდებოდა. არ ვიცი ასეთ ვარ-
ცხნილობას იმიტომ ატარებდა, რომ თავი ისევ ახალგაზრდა ეგონა,
თუ საკუთარ თავზე მხოლოდ მოგონებები შემორჩენოდა. დიდი და
წინ წამოწეული ყვრიმალები შავ თვალებს უცნაურად დაშორებულს
უჩენდა, თითქოს სიღრმეში ჩაძირულან და ჩრდილის სამფლობელო-
ში ჩაფლულანო; ძალიან სწორად მოხაზულ წარბებს შორის ჩიტის
ტანისებური ღრმა ნაოჭი გასჩენოდა.
მეგობრობის ნიშნად, წამიერად, მკლავზე ხელი დამადო.
– სახლში უნდა წახვიდეთ და დაიძინოთ. როდესაც ორივე დავ-
ბრუნდებით იმ ძალიან შორეული ადგილიდან, სადაც ახლა ვიმყო-
ფებით, დამირეკეთ...
ტაქსიმ გამოიარა და ყველაფერი დამთავრდა.
ნახევარი საათი მაინც ხომ მოვკალი.
კაფეში დავბრუნდი. ცარიელ სკამს მოეწყინა. საფერფლე შევნიშ-
ნე. ჩემი ლას ვეგასელი მეგობარი კვლავ დახლთან იდგა. წამოვდექი,

10
მივედი და მოვინდომე მორალურად მხარში ამოვდგომოდი. კალვა-
დოსით, ან რომელიმე სხვა სპირტიანი სასმელით. საყელოაწეული,
აქლემის ბეწვიანი ქურთუკი, მარჯვენა თვალთან აკეცილი ძველი
შლაპის განიერი ფარფლები, საგულდაგულოდ შეღებილი თმა და სა-
ფეთქლებთან დატოვებული ჭაღარა – ასე გამოიყურებოდა კაცი,
რომელიც ოცდაათი წლით უფროსი გახლდათ ბუგატიზე, დელაჟზე,
კინოში კი ჯინა მანესსა და ჟან მიურაზე. მეფისტოფელისებური სწო-
რი ცხვირი განიერი ნესტოებით ბოლოვდებოდა. მაყვალივით შავ
თვალებში კაზანოვას სიბერე იკითხებოდა და მათი ნაღვლიანი გა-
მომეტყველების საპირისპიროდ, ცხვირი წინ ისე წამოწეულიყო,
თითქოს შველას ეძებსო. „კლაპსისში“ ძაღლების წარმოდგენას მარ-
თავდა და მეორე დღეს, ერთი დამხმარის, ერთი შიმპანზისა და რვა
პუდელისგან შემდგარ დასთან ერთად მექსიკასა და სამხრეთ ამერი-
კაში მიემგზავრებოდა.
– მსოფლიოში ცნობილი ნომერი. მრავალწლიანი შრომის ნაყო-
ფი... ჩემი საუკეთესო წარმოდგენა. სამწუხაროდ, დაზღვევასთან
დაკავშირებით უსიამოვნებები მაქვს. აქ კი...
ხელი გულთან მიიტანა.
– სამი მცირე ინფარქტი.smrt.
– ვერ გავიგე?
– სერბულად smrt სიკვდილია. მე შვიდი ენა ვიცი, მაგრამ ამ მოვ-
ლენას მხოლოდ სლავებმა უპოვეს საუკეთესო სიტყვა, ყველაზე ჭეშ-
მარიტი ჟღერადობა... სერბულად smrt, რუსულად smiert, პოლონუ-
რად smierc... გველგესლური, ქვეწარმავლური... ჩვენთან, დასავ-
ლეთში, ამ სიტყვის ჟღერადობა საკმაოდ კეთილშობილურია: mort,
muerte, todt... მაგრამ smrt... თითქოს შხამიან მორიელზე უფრო შხა-
მიანი საძაგლობა ფეხზე შემოგეხვიაო... საერთოდ, მიმაჩნია, რომ
სიკვდილს ზედმეტ პატივს მიაგებენ.
– death, ესეც საკმაოდ სისინაა, – მივუგე მე.
– სწორია. ლას ვეგასის შემდეგ რას საქმიანობთ?

11
– ვეგასში არასოდეს ვყოფილვარ.
– მართლა? მაშინ სხვა ყოფილა და სხვა ადგილას. თუმცა ეს ყო-
ველთვის სასიამოვნოა. ამ საღამოს „კლაპსისში“ მობრძანდით ჩემ
სანახავად. მაგიდას დაგიჯავშნით. ერთმანეთს ყოველთვის კი ვერ
შევხვდებით... ან შემდეგ მობრძანდით სავახშმოდ. ჰა? აი, ჩემი ბა-
რათი.
– თქვენი ბარათი უკვე მომეცით.
– მე კიონში ვცხოვრობ, ხელოვნების ქუჩაზე. პირველი სპექტაკ-
ლი ღამის პირველის ნახევარზე მთავრდება, თერთმეტზე უკვე სცე-
ნაზე ვარ, ხოლო ღამის პირველ საათზე წარმოდგენას ვიმეორებ. იქ
უეჭველად გვეყოლება საერთო მეგობრები...
– მე მალე მივფრინავ.
– სად?
– კარაკასში.
ჩვენ გვერდით ახალგაზრდა კაცი ტელეფონის ჟეტონს ითხოვდა.
თუმცა დარეკვაზე არც ფიქრობდა. წარმოუდგენელი იყო, რომ ისევ
აქ ვიყავი, სულ ახლოს და არსადაც არ წავსულვარ.
– ის ქალი მშვენიერი იყო. არ მინდა, მოურიდებელი გეგონოთ...
მომეჩვენა, რომ ურთიერთობა გაწყვიტეთ.
– გამჭრიახი თვალი გქონიათ.
– ოჰ, ძნელი მისახვედრი არ ყოფილა. მაშინვე გავიფიქრე, მორჩა,
მთავრდება-მეთქი.
– მართალია. Cheers.
– გაგიმარჯოთ! ოფიციანტო, იგივე მოგვიტანეთ. ცხოვრებაში
იმდენი ქალი მყავდა, რომ ასე ვთქვათ, მუდამ მარტო ვიყავი. მეტის-
მეტი ანუ არავინ.
– ღრმა შენიშვნაა.
– სხვათა შორის, ჩემი ნომრის იდეა ასე გამიჩნდა... ეს სანახაობა
არ გამოტოვოთ.
– სხვა დროს იყოს, – მივუგე მე.

12
– სამწუხაროდ, მალე წარმოდგენის მოხსნა მომიწევს. დაზღვევა
მართლაც საძაგელი რამაა. პირველივე შემთხვევისას მიგატოვებს.
ერთადერთი, რაც მაღელვებს, მატო გროსოა.
სამეფო პუდელმა ყურები დაცქვიტა და ნაცრისფერი, ტიტველი
დრუნჩი ასწია.
– იქნებ შეამჩნიეთ კიდეც, რომ თვალს არ მაშორებს? თითქოს
ჩემი პრობლემა იცის.
– Smrt, – მივუგე მე.
– მართალია. მარტო დარჩენის ეშინია. ძაღლები ძალიან შფო-
თიანები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, მის ასაკში შესაძლებელია,
ჩემზე ადრე მოკვდეს... მალე თოთხმეტი წლის გახდება.
– ეშმაკმა დალახვროს. დიდი ხანია, ერთად ხართ?
– ცამეტი წელია. ერთი ქალისა იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა.
ოცდაორი წლის კასკადიორს გაჰყვა; იცით, ქალებს ძალიან უყვართ
დებიუტანტების დახმარება; მე კი, მარტოობის შესამსუბუქებლად,
მატო გროსო დამიტოვა... ის ჩემს დასში არ შედის, მას არ ვათამა-
შებ, ჩვენ მეგობრები ვართ. რვა პუდელი და ერთი შიმპანზე მყავს.
სამწუხაროა, რომ მიდიხართ...
საფულე მოჩხრიკა და კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ამოიღო...
– უკვე მომეცით, – მივუგე მე.
თავისი არსებობის დამამტკიცებელ საბუთებს უხვად არიგებდა.
ამოიოხრა. გადახდა დავაცალე. ერთმანეთს ხელი ხანგრძლივად
ჩამოვართვით.
– შესაძლოა აქ ან იქ, მსოფლიოს რომელიმე კუთხეში... ძალიან
გამეხარდა, რომ კვლავ გნახეთ. ძალიან გამეხარდა.
– მეც.
გამოვედი და ტაქსის გაჩერებამდე ფეხით ვიარე. ჯიბიდან ქა-
ღალდის ფურცელი ამოვიღე და მძღოლს მისამართი ვუთხარი.
ცხოვრებაში მქონია პანიკისა და სიცარიელის წუთები, სიცილის

13
ექოები, მოგონებების აფეთქებები, დაღლილობა მოგონებების ჩასა-
რეცხ ღარში იქექებოდა და ზედაპირზე ბედნიერების ნამცეცებს ის-
როდა. დანარჩენი კი ნაღველი და სინდისის ქენჯნა იყო. მეჩვენებო-
და, რომ ყოველ განვლილ წუთს გაქვავებულ დროს ვაგლეჯდი. თა-
ვიდან, საათი მოვიხსენი და ჯიბეში ჩავიდე, მაგრამ ეს უარესი აღ-
მოჩნდა. სამაჯური ისევ ხელზე გავიკეთე. თვრამეტი საათი იყო.
ისიც არ ვიცოდი, ახლა დაიწყო თუ დასრულდა. ამ დროს მე შორს,
ატლანტის ოკეანის თავზე უნდა ვყოფილიყავი და იმ წერტილის-
თვის მიმეღწია, რასაც მფრინავები უკან აღარ მობრუნებას ეძახიან.
შენობა ძველია და სენ-ლუი-ენ-ლილის ქუჩაზე მდებარეობს. სა-
ფოსტო ყუთზე მისი გვარი, მესამე სართული და მარცხენა კარი წე-
რია. ავედი. წითელი ხალიჩა ეგო და სუკულენტი მცენარეები დავი-
ნახე.
ქალმა კარი გააღო და ცივად ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
– რაღაც ამდაგვარს ველოდი. შემოდით.
მისაღები ოთახი ძალიან ნათელი იყო. წაბლის ხეები ფანჯრებს
სწვდებოდა. ყვავილები ეყიდა, მაგრამ თაიგულად არ შეეკრა. გვერ-
დზე ოთახში, ინდიელთა ფლეიტაზე შესრულებული მელოდია მარ-
ტოობას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა. ისეთ მოგუდულ და მი-
სუსტებულ ხმას გამოსცემდა, თითქოს ავადმყოფიაო. ლაბადა, ჩან-
თა და ქუდი ჩამომართვა და იქით გაიტანა. კედლებს თვალი მოვავ-
ლე, ეტყობოდა, ფოტოები სადმე თავისთან ახლოს შეენახა. მონაც-
რისფრო-მომწვანო ხავერდის სავარძელში ჩავჯექი. ქალი დაბრუნ-
და, მაგრამ არ დამჯდარა.
– ძაღლი არ გყავთ? – ვკითხე მე, – დამშვიდდით, არაფერს გთა-
ვაზობთ. ახლა ძაღლებს დიდი დაფასება აქვთ. არასოდეს ყოფილა
მათზე ასეთი დიდი მოთხოვნა. გაზეთში წავიკითხე.
ყურადღებით, შეიძლება ითქვას, ექიმის თვალით მაკვირდებო-
და. ასეთი ცნობისმოყვარეობა სრულიად კანონიერია, როდესაც მას-

14
პინძლობ ადამიანს, რომელიც კატასტროფის ყველა გარეგნულ ნი-
შანს ატარებს. ალბათ აინტერესებდა, იყვნენ თუ არა სხვა გადარჩე-
ნილებიც.
– ისე გამოიყურებით, თითქოს მთელი ღამე ორფევრის სანაპი-
როზე2 დაკითხვაზე იყავით. და რასაკვირველია, ალიბი არ გაგაჩნი-
ათ. შესაძლოა, ასე არ არის, მაგრამ რაღაც მსგავსია. ძებნილი
ხართ...
– სწორედ ასეა.
– სულ ცოტა ხნის წინ, კაფეში ნდობა გამოგიცხადეთ. თქვენ კი
პირველსავე უბედურებას გადაეყარეთ. ხომ ნახეთ. არც ჩემთანაა
სახარბიელო მდგომარეობა. იქნებ ამან დაგამშვიდოთ.
ფეხებს შორის ცისფერ ხალიჩას ჩავაშტერდი. მინდოდა, ყველა-
ფერი მეღიარებინა.
– გახსოვთ, ბარში ლას ვეგასელ მეგობარს რომ შევხვდი? ნაც-
რისფერი პუდელი ჰყავდა. მას სენიორ გალბა ჰქვია და ინფარქტებს
აგროვებს. თავის ძაღლზე დარდობს. არ უნდა, უპატრონოდ დარჩეს.
ძაღლი კი თვალს არ აშორებს, თითქოს ხვდებოდეს რაღაცას. სენი-
ორ გალბა სასმელს რომ გადაჰკრავს, ძაღლი შეშფოთებული შეჰყუ-
რებს... ვიფიქრე, ეს დაგაინტერესებდათ.
– რა კარგი დამთხვევაა. ბურგონის ქუჩაზე იშვიათი ნივთების მა-
ღაზია მაქვს, მაგრამ არ ვიცი, სად მოგათავსოთ. დიდ ადგილს და-
იკავებთ.
როდესაც იცინოდა, სულ სხვა ცხოვრება გამოკრთებოდა ხოლმე:
ეტყობოდა, დიდხანს იყო ბედნიერი.
გვერდზე ოთახში გავიდა, იგივე ფირფიტა დადო და ხმას აუწია,
თითქოს ჩემგან დაშორება უნდოდა, შემდეგ დაბრუნდა.
– სერბულად ამას smrt ჰქვია და დაახლოებით იმავეს ნიშნავს, რა-

2
ორფევრის სანაპიროზე მდებარეობს პარიზის სასამართლო პოლიციის გენე-
რალური სამმართველო.
15
საც თქვენი ინდიელთა ფლეიტა. ეს სენიორ გალბამ გამიმხილა, რად-
გან ის პოლიგლოტიცაა. ყველაფერი გითხარით და ახლა შემიძლია
წავიდე...
შევყოვნდი, მაგრამ ქალი დუმდა.
– მთვრალი არ ვარ. ქალი მიყვარს... როგორც შეიძლება კაცს ქა-
ლი უყვარდეს... ზოგჯერ. ვფიქრობ, ახსნა არ სჭირდება, ისედაც
იცით: ჩვენ ხომ დაახლოებით ერთი ასაკის ვართ...
– მე ორმოცდაშვიდი წლის ვარ.
– ორმოცდასამის, – მივუგე მე.
შევამჩნიე, რომ წითლდებოდა.
– კი მაგრამ, საიდან იცით...
– ადამიანები ყოველთვის ვაზვიადებთ. ვთამაშობთ, როდესაც
თავს ვეუბნებით, რომ ყველაფერი დამთავრდა. ვუსმენთ ინდიელთა
ფლეიტის დამთრგუნველ მელოდიას. მარტო ვცხოვრობთ, რათა სა-
კუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ეს ძალგვიძს. მაგრამ ვუყურებთ
უცხო ადამიანს და ვფიქრობთ, რომ ამისი შესაძლებლობა ისევ არ-
სებობს. ერთი რამ ვიცი: იმისთვის, რომ ვინმესთან ერთად ბედნიერი
იყო, საკმარისი არ არის, ცალ-ცალკე უბედურები იყოთ. თუმცა, რო-
დესაც ორი უიმედო ადამიანი ერთმანეთს ხვდება, შესაძლოა მათ
იმედი წარმოშვან, იმედს კი ყველაფერი შეუძლია... მე აქ წყალობის
სათხოვნელად არ მოვსულვარ...
ვიცრუე, გარკვეულწილად, ესეც ხომ წყალობის თხოვნაა. ქალი
კარისკენ წავიდა და მეც უკან გავყევი. ჩემი ნივთები ავიღე. ქალმა
ხელი გამომიწოდა.
– იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს მაინც შევხვდებით, – ვუთხარი
მე წესიერების სრული დაცვით.
– მეც ვიმედოვნებ.
– რაღაც უნდა აგიხსნათ...
– არაფრის ახსნა არ არის საჭირო. ხვალ გაზეთში წავიკითხავ.
გარეთ გამოვედი. ქალმა შემომხედა და მივხვდი, რომ ცრემლებს

16
ძლივს იკავებდა.
– თუმცა, ნაძირალას არ გავხართ, – მითხრა მან გაბზარული
ხმით და კარი მოხურა.
უნდა მივძალებოდი. იქნებ რამე გამომსვლოდა.

17
II
აეროვაგზალზე ჩემს პასპორტს ვფურცლავდი. წელს აფრიკა, ავ-
სტრალია და ამერიკის ქვეყნები მოვიარე და ჩემი ვიზები ისევ ძალა-
ში იყო. უჩინარი გამცილებლების ხმა მესმოდა. ვერ გადამეწყვიტა,
ჩვიდმეტსაათიან და ორმოცდათხუთმეტწუთიან კამერუნის რეისს
გავყოლოდი, ოცდასამსაათიან და ორმოცდაათწუთიან ეკვადორი-
სას, ოცდაორსაათიან ბრაზილიისას თუ მონმარტრის სასტუმროში
ჩავკეტილიყავი და იქ დავლოდებოდი დასასრულს. იაუნდეში მიმა-
ვალი ცხრამეტსაათიანი და ორმოცდათხუთმეტწუთიანი რეისი და
ეკვადორული ტყე ვარჩიე, ბილეთი გადავცვალე და ისევ მოსაცდელ-
ში დავჯექი. ბორტგამცილებელმა გამოიარა და უცნაურად შემომხე-
და. შესაძლოა მიცნო. „წარმოგიდგენიათ, კაპიტანი ფოლენი დავინა-
ხე... დაბნეული ჩანდა, გაუპარსავი... რა სჭირს? “
– არ მინდა, ასაწყობი სათამაშო ვიყო, მიშელ. ეს დამამცირებე-
ლია. გარკვეულ წერტილს რომ მიაღწევ, ღირსების საკითხი დგება.
წადი, შორს გაემგზავრე, როგორც შემპირდი. იქ, აქაურობაზე იფიქ-
რე. სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, ჩემზე გამუდმებით ნუ იფიქ-

18
რებ, არ მინდა შენს მტანჯველად ვიქცე... იძულებული ვარ, დაგ-
შორდე. მე შენთვის სხვა ქალი გავხდები. იმ ქალისკენ იარე, იპოვე
იგი, მიეცი მას, რასაც მე გიტოვებ, ასე უნდა მოხდეს. ქალის გარეშე
შენ ვერ გაუძლებ ამ საათებს, ამ წლებს, ამ განშორებას, ამ დევნას,
რომელსაც ალერსიანად და მაღალფარდოვნად „ბედს“ უწოდებენ.
მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ასეთ ქალს იპოვი და იგი გადაარ-
ჩენს იმას, რაც ჩვენს წყვილში ვერ და არ მოკვდება. ეს არ იქნება
ჩემი დავიწყება, „ჩემი ხსოვნის ღალატი“, როგორც ამას ღვთისმოში-
ში ადამიანები ამბობენ, რომლებიც სიკვდილისა და უიმედობის
დროსაც ღვთისმოსაობას არ კარგავენ. ოჰ, არა! პირიქით, ეს იქნება
ზეიმი, მყარი მუდმივობა და გამოწვევა ყველაფერი იმისა, რაც ჩვენს
გათელვას ლამობს. ეს იქნება უკვდავობის დასტური. ეს ქალი უბე-
დურების შებღალვაში უნდა დაგეხმაროს: ათასწლეულების განმავ-
ლობაში ჩვენ მას საკმარისი „პატივი“ მივაგეთ. მეტისმეტად კრძალ-
ვით და ადვილად ვუხრით ქედს იმას, რაც ასე გულგრილად და ულ-
მობლად გვექცევა. ჩემთვის ეს არის ქალური სიამაყის, ამავდრო-
ულად, გადარჩენის საკითხი. ეს არის ამბოხი, ბრძოლა ღირსების-
თვის, არ დაშვება იმისა, რომ აბუჩად აგიგდონ. იგი ჩემი უცნობი
დაა, გაემართე მასთან შესახვედრად, უთხარი, რაოდენ მჭირდება.
მე გავქრები, მაგრამ მინდა ქალად დავრჩე...
იაუნდეს მიმართულებით ჩასხდომა გამოცხადდა, დოლარების
გადასახურდავებლად კიოსკთან მივედი და პარიზისკენ მიმავალ
გზაზე აღმოვჩნდი. მძღოლს მისამართი რომ ვუთხარი, მექანიკურად
დავამატე: „მესამე სართული, მარცხენა კარი. “
თავი დამიქნია.
– ფრანგებს მანქანიდან გადმოსვლა აღარ უნდათ, – თქვა მან, –
ალბათ ასეც იქნება, მაგრამ ჯერ არა. სახლს ლიფტი ხომ არა აქვს?
სარკეში გამომხედა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ გამეცინა.
გავიცინე.
სანამ სენ-ლუი-ან-ლილის ქუჩაზე მივიდოდი, დაღამდა. ავედი და

19
დავრეკე. ვინანე, ტაქსი რომ გავუშვი, სენიორ გალბას ნახვასაც შევ-
ძლებდი, ისიც ხომ მელოდებოდა. ის-ის იყო, ჩასვლას ვაპირებდი, კა-
რი გაიღო. ქალს თვალები ჩასწითლებოდა. ჩემი დანახვა დამცინა-
ვად გაიკვირვა, თითქოს ქცევის წესები რომელიმეს კიდევ გვანაღ-
ვლებდა.
– რა ხდება? მონადირის ინსტინქტმა გაიღვიძა? ცდებით, ეს ის
ადგილი არ არის, იქნებ სადმე სხვაგან... აქ ვერაფერს იპოვით. მაშ-
ველ რგოლსაც კი...
შევედი და მოვეხვიე. კისერში მისი ფრჩხილები ვიგრძენი. აქვი-
თინდა. ვიცოდი, რომ საქმე არც ჩემში იყო და არც მასში, არამედ
გაჭირვებაში. ეს მხოლოდ ურთიერთდახმარების მომენტი გახ-
ლდათ. სანამ ჩვენი არარაობის ბარგს სადმე შორს წავიღებდით,
ორივეს დავიწყება და დროებითი საცხოვრებელი გვჭირდებოდა.
უნდა გადაგვევლო უდაბნო, სადაც ყოველი განძარცული ტანსაცმე-
ლი თიშავს, აშორებს და ძალადობს, სადაც სიშიშვლეს მზერას არი-
დებენ, რომელიც მხოლოდ სხეულისა არ არის და სადაც სიჩუმე
ქვებს აგროვებს. ორი დაღუპული ადამიანი მარტოობაში ერთმა-
ნეთს მხარში უდგება და ცხოვრება ელოდება, რომ ამან გადაიაროს.
სასოწარკვეთილი ალერსი, რომელიც მხოლოდ ალერსის წყურვი-
ლია. ჩვენი თვალები სიბნელეში ზოგჯერ ერთმანეთს ეძებდნენ, რომ
არ გავმხნევებულიყავით. სასთუმალთან, ღამის მაგიდაზე პატარა
გოგონას ფოტო იდო, ბუხარზე კი მოცინარი გოგონას სურათი. იყო
მეხსიერებით, მოუხეშავად დახატული პორტრეტიც. რაც ჩვენ გვა-
ერთიანებდა, სხვებთან დარჩა. ჩვენ კი ამბოხის, ხანმოკლე ბრძოლი-
სა და უბედურების უარყოფის მომენტი გვაკავშირებდა. ეს ჩვენ ორს
შორის არ ხდებოდა, არამედ ჩვენსა და უბედურებას შორის. ეს იყო
ბორბლების ქვეშ გასრესვის უარყოფა. ლოყებზე მისი ცრემლები და-
მეცა. ტირილი არასოდეს შემეძლო და მისი ცრემლები შვებას მგვრი-
და. ქალს სინანული და სინდისის ქენჯნა, უხერხულობისა და დანა-
შაულის გრძნობა დაეუფლა, ადგა, პენუარი მოისხა, სავარძელში

20
ჩაჯდა, ნიკაპი მუხლებს ჩამოაყრდნო და მოიკუნტა. ქალის მზერაში
ამგვარი გაუცხოება არასოდეს მენახა.
– არაფერია, – მითხრა მან.
– კარგი.
დასაფენზე ჩემი ტანსაცმელი ეყარა. ჩაცმა დავიწყე.
– წარმოდგენა არ მაქვს, ეს რატომ ჩავიდინე...
– პატარა თვითმკვლელობაა, – მივუგე მე.
შეეცადა, გაეღიმა.
– ალბათ ასეა. არ გეწყინოთ. არის წუთები...
– ზედმეტად ყველაფერი და განსაკუთრებულად არაფერი. ცოტა
ხანს კიდევ უნდა გაგვეძლო ერთად.
– სურვილი არ მაქვს, ბედნიერი ვიყო.
– ბედნიერებაზე ვინ ამბობს რამეს, ლიდია? მე მხოლოდ ურთი-
ერთდახმარებაზე გელაპარაკებით.
– ხომ დაინახეთ, რომ არაფერში... ვარგივარ.
– რა თქმა უნდა, როდესაც ამას ისე აკეთებ, თითქოს მეშვიდე
სართულიდან ხტებოდე...
– ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით...
– კარგი რა!
ჰალსტუხი ჯიბეში ჩავიტენე. ამ ამბის შემდეგ ჰალსტუხის გაკე-
თება სისაძაგლეა.
– როდის მოხდა?
– ექვსი თვის წინ. მაგრამ დაუმთავრებელია... ზოგჯერ ვფიქრობ,
გაცნობიერებულად ხომ არ ვიხანგრძლივებ მოგონებებს, რათა ისი-
ნი ცხოვრების აზრად ვაქციო. ეს რომ არა... აქ რისი მაქნისი ვიქნე-
ბოდი. მოწმეებიც არსებობენ. ამბობენ, რომ ჩემმა ქმარმა მანქანის
მართვა უეცრად დაკარგა. თუმცა სწრაფად არ მიდიოდა. ვერაფერს
ვუსაყვედურებ. ჩვენი პატარა უკანა სკამზე დასვა, ყოველთვის ასე
აკეთებდა... იქნებ ჩემსა და მას შორის მანამდეც ყველაფერი დამ-

21
თავრებული იყო და ეს საბაბი მჭირდება, რომ მასზე ვიყო გულმო-
სული...
ქალმა თავი მუხლებში ჩარგო და მხოლოდ მის ჭაღარა თმას ვხე-
დავდი. შემდეგ თავი ასწია. მის თვალებს კვლავ დათრგუნვილი მზე-
რა დაუბრუნდა.
– მაშინ, სადმე შორს უნდა გაემგზავროთ, – ვუთხარი მე.
ბოლოს და ბოლოს, მის ბაგეზე მხიარულება გამოკრთა.
– კარაკასში?
– კარაკასში.
– ეგ მეტისმეტად შორსაა და, როგორც ცოტა ხნის წინ კაფეში
მითხარით, შემდეგ უკან უნდა დავბრუნდე...
ვისკისა და ჭიქების მოსატანად სამზარეულოში გავიდა.
– One for the road, – თქვა მან.
– Tchin-tchin.
დავლიე. მეგობრულად მაკვირდებოდა.
– დიდი ხანი... არ გასულა?
– რის შემდეგ?
– რაც ქალმა დაგაობლათ.
მაჯის საათს დავხედე.
– მალე საუკუნე გახდება, – მივუგე მე და წავედი.

22
III
მსახიობების შესასვლელი ნაგვის ყუთებს შორის, ვიწრო გასას-
ვლელის ბოლოში, ფოტოგრავიურების ატელიეს ჟანგმოდებული
რკინის ფარდის წინ მდებარეობდა. საპროექციო ოთახიდან ავტომა-
ტის ჯერისა და მუხრუჭების ღრჭიალის ხმა გამოდიოდა. ჟღალმა კა-
ტამ კნავილით მოირბინა, კუდი გაბზიკა და ფეხზე გამეხახუნა. ყუ-
რის ფხანა დავუწყე და ცოტა ხანს ასე ვიყავით; შემდეგ, კატა გამე-
ცალა. კარი შევაღე. კაცი არაბული ცხენების დოღის გაზეთს ჩაშტე-
რებოდა.
– უკაცრავად, სენიორ გალბას ნახვა სად შეიძლება? მელოდება.
ყარაული შესაძლო გამარჯვებულების შესწავლას აგრძელებდა
და ყურადღებას არ მაქცევდა. კეთილგანწყობითა და თანაგრძნო-
ბით ველოდებოდი. ერთი ბეწვა ოთახი ჰქონდა, ორი მეტრი მეტრნა-
ხევარზე. ნეონის ნათურა მის დაცვარულ სახეს იისფრად ანათებდა.
გაზეთის გვერდით წითელი ღვინის ცარიელი ბოთლი ედგა. გაცვე-
თილი და ბინძური ტანსაცმელი კი დასასრულს ელოდა. მარტოობა
საგნებსაც ამძაღებს...
– განცხადება ხომ არ განგითავსებიათ? – ვკითხე მე.

23
ყარაულს კმაყოფილება დაეტყო, რადგან ვიღაცამ მაინც გაუგო.
– კულისებს რომ გასცდებით, დერეფნის ბოლოს, მარჯვენა მხა-
რეს მეორე კარია. თქვენ ვეტერინარი ბრძანდებით?
– დიახ, მაგრამ მეჩქარება, ცოტა ხანში დავბრუნდები.
შიშველმკერდიან გოგონებსა და კასკადიორ ჯუჯებს შორის გა-
ვიარე. თვალი მოვკარი სცენაზე მდგომ ჩალმიან რაჯას, რომელიც
კისინჯერის3 პროფილს ეკრანზე თითებით გამოსახავდა. როდესაც
სიგარიან გრუჩო მარქსზე4 გადავიდა, წუთით შევჩერდი. ჩინური
ჩრდილების დიდი მოყვარული გახლდით. საათს დავხედე: თერთმე-
ტი საათი იყო. გზის ნახევარი აშკარად გავლილი მქონდა. გრძელ-
თმიანი და ქერაწვერიანი ახალგაზრდა კაცი სკამზე იჯდა და გარს
პუდელები ეხვია. კალთაში შიმპანზე ეჯდა. შიმპანზე ნაყინს ლოკავ-
და. ყველა პუდელი თეთრი იყო, მათში მხოლოდ ერთი ვარდისფერი
გამორეოდა. შევჩერდი.
– ვარდისფერი პუდელი არასოდეს მინახავს, – ვთქვი მე.
– ადამიანის ნახელავია. ერთი გავლება უნდა. შეგიძლიათ
თქვენც სცადოთ.
– სენიორ გალბას ნახვა სად შეიძლება?
საჩვენებელი თითი კარისკენ გაიშვირა.
სენიორ გალბა სავარძელში გადასვენებულიყო და შუბლზე
ცხვირსახოცს ნაზად იტყაპუნებდა. სასცენო კოსტიუმი ეცვა და პე-
რანგის გულისპირიდან ცხვირი, რომელიც, როგორც ჩანს, ყოველ-
თვის ღამღამობით იზრდება, ისე მოუჩანდა, გეგონებოდათ, უბრა-
ლო ყნოსვის ორგანო კი არა, მზვერავია და აქ პატრულირებისთვის
დაუყენებიათო. ძაღლი მაესტროს ფეხებთან იწვა. ნაცრისფერი ბეწ-
ვიდან ტიტველი დრუნჩი ამოეშვირა და თვალები ჩასცვენოდა. საგ-

3
ჰენრი კისინჯერი (1923 წ.)– ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლო-
მატი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
4
გრუჩო მარქსი (1890-1977 წწ.) – ამერიკელი მსახიობი.
24
რიმიორო მაგიდის თავზე სარკე ეკიდა, ზემოდან ექვსი გაბრდღვია-
ლებული ელექტრონათურა დანათოდა, ზედ კი კონიაკის, ვიშისა5 და
ვედროში ჩადგმული შამპანურის თითო ბოთლი იდგა. წამლის რამ-
დენიმე ფლაკონი და სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლეც
ელაგა. სენიორ გალბამ გამიღიმა, თუმცა მზერა ნაღვლიანი დარჩა.
ეს იყო ადამიანი, რომელიც რაღაცის მოლოდინში იყო. ერთ-ერთ ტა-
ბურეტზე ხელით თავაზიანად მიმანიშნა. დავჯექი.
– კარაკასში მგზავრობამ როგორ ჩაიარა? – მკითხა მან.
– გპირდებით, რომ ცუგას მე მივხედავ, – მივუგე მე.
მთვრალი იყო, მაგრამ ეს მისთვის ჩვეული მდგომარეობა გახ-
ლდათ. სახეზე ქედმაღლობა დაეტყო.
– რატომ? გითხრეს, ეს ამბავი ამ საღამოს მოხდებაო?
– უბრალოდ, თქვენი დამშვიდება მინდოდა.
– მუსიე, ნება მიბოძეთ, გავოცდე. ჩემს საგრიმიოროში შეუდრე-
კელი გამომეტყველებით შემოდიხართ და მაუწყებთ, ცუგას მე მიხე-
დავო, თითქოს სარწმუნო წყაროდან იცოდეთ, რომ ამ საღამოს ჩემ-
თვის გასტროლები დასრულდება. კულუარებში ვინმე ისეთი ხომ არ
შეგხვედრიათ?..
– ისეთი არავინ.
– ეჰ, ეტყობა ესტრადას ისე შევეჩვიე, რომ პუნქტუალობა აკვია-
ტებად მექცა, სპექტაკლის დაწყების ზარი, სცენაზე გასვლა და სცე-
ნიდან გამოსვლა, ნომრის მსვლელობა, კულისებში მდგარი რეჟისო-
რის საათზე მიშტერებული ულმობელი მზერა...
– გალბა, მომისმინეთ, მე იმის თქმა მინდა, რომ ძაღლს მე მივხე-
დავ. თქვენ კი მშვიდად მოკვდებით და ყველაფერი კარგად იქნება.
– დამცინით? მშვიდად მკვდარი ადამიანი სად გინახავთ?
– იქნებ ეს ძილში დაგემართოთ, არ შეიძლება?
– Coño, – თქვა მან, – ესღა მაკლდა. ახლა თვალის მოხუჭვისაც

5
მინერალური წყალი.
25
უნდა მეშინოდეს. იცოდეთ, რომ მატოგროსო კარგი ყარაული ძაღ-
ლია. დარწმუნებული ვარ, ყეფას დაიწყებს.
– ვერ ვხვდები, ასეთ მდგომარეობაში თქვენი ნომერი როგორ უნ-
და შეასრულოთ.
– სხვა მდგომარეობა არ არსებობს. სიცოცხლე, სიკვდილი...
თქვა და მბრძანებლური ხელის მოძრაობით ყველა ეს წვრილმანი
გადაფანტა.
– მე ვამბობ იმას, რაც ამის შესახებ უნდა ითქვას... ნახავთ. გამი-
მართლა, რომ ვერავინ მიგებს. ასე რომ არ იყოს, სცენას დიდი ხნის
წინ უკმაყოფილო სტვენით დამატოვებინებდნენ. მაყურებელი თავს
შეურაცხყოფილად იგრძნობდა. მას არ უყვარს, როდესაც სერიო-
ზულ საკითხებს ასე უპატივცემულოდ ეკიდებიან. რას იზამთ, ჩვენ,
დიდ ხელოვანებს, მოსჯილი გვაქვს, ჩვენი გზავნილი ზღვაში ბოთ-
ლით გავუშვათ. თუმცა ზღვა აღარ არსებობს, მხოლოდ ბოთლებიღა
დაგვრჩა. ერთი ასისტენტი მყავს, სვანსონი, სვენ სვანსონი – დაიმახ-
სოვრეთ ეს სახელი – ახალგაზრდა შვედი კაცია და ჩემს ცხოვრებასა
და შემოქმედებაზე უპსალის უნივერსიტეტში დისერტაციას ამზა-
დებს ფილოსოფიის დარგში. თქვენი მადლობელი ვარ, რომ მგზავ-
რობა შეწყვიტეთ და ჩემ სანახავად მოხვედით. ეს ნამდვილი მეგობ-
რობაა.
– უბრალოდ, დროის მოკვლას ვცდილობ, – მივუგე მე, – შეიძლე-
ბა დავრეკო?
ტელეფონზე თავაზიანად მიმითითა და კონიაკის ბოთლი მოიყუ-
და. ძაღლი თვალს არ აშორებდა და ცახცახებდა. ავდექი და ნომერი
ავკრიფე, მაგრამ უშედეგოდ. ყურმილი თავად დავკიდე: საკუთარ
თავს ბოლომდე გამოვადექი. ელექტრონათურებით განათებულ
სარკეში ვხედავდი კაცს, რომელსაც ხელში ყურმილი ეჭირა და ნო-
მერი ორჯერ ისე აკრიფა, როგორც სახელს წარმოთქვამენ ხოლმე
ჩურჩულით.
სენიორ გალბა გაჭირვებით წამოდგა. გამძლეობა დაჰკარგვოდა,

26
მაგრამ გამორჩეულობა შერჩენოდა.
– აეროპორტის პოლიცია კარგად მუშაობს, – თქვა მან, – მაგრამ
თუ ყალბი პასპორტი გჭირდებათ, ვიცნობ კაცს, ვინც...
– როგორ მიხვდით, სენიორ?
თითი ცხვირთან მიიტანა.
– ამ ქვეყანაზე რაღაც-რაღაცები საფუძვლიანად ვიცი, მუსიე. ჩე-
მი ცხვირი, ჩემი ძაღლი და მე დევნილ ადამიანს ყნოსვით ვცნობთ.
გალბა გავიდა და ძაღლი ზლაზვნით გაედევნა. რამდენიმე წუ-
თით წარმოვიდგინე დაწესებულება, სადაც იღებენ ადამიანებს, მათ
საქმიანობას, ნამუსს, სინდისის ქენჯნას, მოგონებებს და შიშს რამ-
დენიმე ღილაკის გადატრიალებით გააქრობენ და ცარიელ დაფას
შექმნიან. მდგომარეობიდან გამოსვლას მარტო ვერაფრით შევ-
ძლებდი; მიზეზი კი მარტივი იყო: მეტისმეტად მიყვარდა, რათა ჩე-
მით ცხოვრება შემძლებოდა. ფიზიკურად ეს სრულიად შეუძლებელი
გახლდათ: ის, რაც ჩემში კაცს წარმოადგენდა, ქალში სუფევდა. ვი-
ცოდი, ზოგჯერ გვკილავდნენ კიდეც და ჩვენზე ამბობდნენ, ისინი
მხოლოდ ერთმანეთისთვის ცხოვრობენო. ადამიანების მიმართ ასე-
თი გესლიანი დამოკიდებულება, სულმოკლეობა და გულცივობა მა-
ნაღვლიანებდა. ყოველ ბედნიერ სიყვარულს ჩვენი ელფერი დაჰ-
კრავს და მას ათასობით გულშემატკივარი უნდა ჰყავდეს. თითოე-
ული ჩვენგანის გაბრწყინება ჩვენს ძმობას ამდიდრებს. ბავშვის სი-
ხარული იქნება ეს თუ წყვილის სიყვარული, ყველას ათბობს და მუ-
დამ უნდა არსებობდეს. სასოწარკვეთილი სიყვარული, რომელიც
სიყვარულის იმედს გვაკარგვინებს, უცნაური შეუსაბამობაა. ჯიბი-
დან ორი რძიანი ყავის ჩეკი ამოვიღე და ნომერი ავკრიფე. მისი ხმა
გავიგონე.
– უბრალოდ, მინდოდა მეთქვა... რაღაც უნდა აგიხსნათ...
– პარიზში ჩემ გარდა არავის იცნობთ?
– მოდით. დაუშვებელია, მარტო იყოთ და იმ გულისგამაწვრილე-
ბელ ინდიელთა ფლეიტას უსმენდეთ... თავის სამშობლოში, ანდებში,

27
რომელიც ხუთი ათასი მეტრის სიმაღლეზეა, კიდევ გასაგებია, იქ
სუნთქვა ჭირს, სული შეიძლება აღმოგხდეს... მაგრამ სენ-ლუი-ან-
ლილის ქუჩაზე, გაუგებარია... ვიცი, რომ როდესაც ადამიანები ერ-
თმანეთს არ იცნობენ, როგორც მე და თქვენ, ყველაფერი შესაძლე-
ბელი გეჩვენება... მეც საკმარისად ვიცხოვრე იმისთვის, რომ ეჭვის
თვალით შემეხედა თეთრი სივრცეებისთვის, რომელზეც ნებისმიერი
რამის დაწერა შეიძლება...ალბათ ხვდებით, რომ მე არ დაგელაპარა-
კებით სიყვარულზე, არც მეგობრობაზე... მხოლოდ ურთიერთდახმა-
რებაზე... ჩვენ, ორივეს... გართობა გვჭირდება... დიახ, გართობა...
რომ დავივიწყოთ...
– მიშელ, მომისმინეთ... მიშელი, არა?
– დიახ, მიშელი. ალბათ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, ტაქსიდან გად-
მოსვლის დროს დაგეჯახეთ და...
– თქვენ უბედურებისგან ხართ მთვრალი. რა ჩაიდინეთ?
– ...გამგზავრება ვერ შევძელი. შევპირდი, რომ შორს წავიდოდი,
რათა ცდუნებას არ ავყოლოდი და იქ არ მივსულიყავი, მაგრამ... მე,
როგორც იტყვიან, სუსტი ვარ... ჩვენში კი სისუსტე, როდესაც ქალი
გიყვარს, ისეთ... ისეთ ძალად იქცევა, რომ... როდესაც ქალი სასიკ-
ვდილოდაა განწირული... ტექნიკური მიზეზის გამო, დიახ, საძაგელი
ორგანოების გამო... რადგანაც დაგვიანებით აღმოვაჩინეთ და...
მგონი, იმას გეუბნებოდით, რომ ჩვენში, სუსტებში, სიყვარული ჩვე-
ნი ნება-სურვილისგან დამოუკიდებელი სამუდამო განშორებაა, ძა-
ლაუფლების ბოროტად გამოყენება... შემაძრწუნებელ სასიყვარუ-
ლო მასშტაბებს იღებს. ასე მგონია, რომ თქვენ ძლიერი ქალი ხართ,
თუმცა არ ვიცი, არ გიცნობთ, შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით. მე
მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, მადამ, შენიშნეთ, რომ კვლავ ასე მოგ-
მართავთ – „მადამ“, რათა მიგანიშნოთ, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის
უცხოები ვართ, მე მხოლოდ ის შემიძლია, მადამ, რომ სისუსტე მო-
ვიმიზეზო, რადგან მიმაჩნია, რომ ძლიერება სუსტების მხარეს არ
არის, მადამ, ალბათ შენიშნეთ, რომ ვიხუმრე, თანაც ირონიულად და

28
გონებამახვილურად...
სიჩუმემ დაისადგურა. მეგონა, ყურმილი დამიკიდა. ეს ქალი ძლი-
ერი იყო. უეცრად, მისი ხმა გავიგონე:
– სად ხართ?
– სენიორ გალბას საგრიმიოროში ვარ, „კლაპსისში“. . . გახსოვთ სე-
ნიორ გალბა, კაცი, რომელსაც დაზღვევა არ აქვს...
– ბარში დამელოდეთ, მოვდივარ.
საგრიმიორო მაგიდას მივუჯექი. ექვსი ელექტრონათურა ეკიდა.
ერთი კონიაკის ბოთლი იდგა. გაუმარჯოს შეყვარებულებს, საფრან-
გეთის მეფეს გაუმარჯოს. სარკეში კომპანიონობას მიწევდა კაცი,
რომლის მდედრობითი სამშობლო აღარ არსებობდა. ხოლო მეორეს,
ანუ მე, სამშობლო არ მქონდა. შენ ქვეყანა წაგართვეს, მეგობარო,
შენი წყაროები, შენი ცა, შენი მინდორ-ველები და ვენახები. მისი თმა
ჩემი ქვეყნის ყველაზე ფარულ და ბავშვობისდროინდელ სამალავებ-
ზე საიმედო ადგილად მიმაჩნდა. როდესაც მისი ოქროს ფერადოვნე-
ბა ჩემს მზერას მოეფინებოდა, ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს
უკანასკნელი ნაცნობი და არსებობის აზრი ყოფილიყოს, რომელიც
სხვა ყველაფერზე ვრცელდებოდა, თითქოს ბოლოს და ბოლოს შევი-
ცანი, რა უკმარისობამ თუ დანაკარგმა წაამახვილა ეკალი და გაამ-
კვრივა ქვა. ჩემი სამშობლო მდედრობითი იყო და აქ ზედმეტად საკ-
ვლევი არაფერი გახლდათ. ჩემს ქვეყანას ისეთი ხმა ჰქონდა, თით-
ქოს სიცოცხლეს საკუთარი სიამოვნებისთვის შეუქმნიაო. თუ მოღი-
მარ მინდვრის ყვავილებს შევხედავთ, მივხვდებით, რომ სიცოცხლე-
საც ხალისი სჭირდება. როდესაც ბრიაკის სახლში ვცხოვრობდით,
დრო შინ ვერ შემოდიოდა, მორიდებით გარეთ რჩებოდა და ისე კარ-
გად იყო გაწვრთნილი, რომ ყეფას მხოლოდ მაშინ იწყებდა, როდე-
საც ქალი სოფელში მიდიოდა და დაბრუნებას აგვიანებდა. მე იმას
ვყვები, რაც ყველა წყვილმა განიცადა და რამაც დედამიწაზე ჩვენი
უძველესი გზა გაჭრა. მე ორიგინალურობის ბედნიერ არარსებობაზე

29
გესაუბრებით, რადგან ბედნიერებას არაფრის გამოგონება არ სჭირ-
დება. იმაში, რაც ჩვენ გვაერთიანებდა, არაფერი ყოფილა მხოლოდ
ჩვენი, განსხვავებული, ერთადერთი, იშვიათი ან განსაკუთრებული,
იყო მუდმივობა და უწყვეტელობა, იყო წყვილი და ჩვენ კაცობრიო-
ბის მეხსიერებაზე უძველესი ვიყავით. არა მგონია, არსებობდეს
ბედნიერება და მას უხსოვარი გემო არ ჰქონდეს. პური, მარილი,
ღვინო, წყალი, სიგრილე და ცეცხლი, ყველაფერი დაწყვილებულია,
თითოეული მიწაა და თითოეული მზეა.
– ხშირად ვფიქრობ, რა მოგვივიდოდა, ერთმანეთს რომ არ შევ-
ხვედროდით.
– ამაში ერთად დაწოლა იგულისხმება?
– რამდენი ქალი და კაცია, რომლებიც ერთმანეთს ვერ ხვდებიან!
რას შვრებიან? რითი ცხოვრობენ? ეს ხომ საშინელი უსამართლო-
ბაა. ასე მგონია, რომ არ გამეცანი, მთელი ცხოვრება მეძულებოდი.
– სწორედ ამიტომაა ამდენი მოძულე ადამიანი. რამდენ ადამიანს
სძულს ყველა, ვისაც არასოდეს შეხვედრია, ამას ხალხებს შორის მე-
გობრობას უწოდებენ.
– და სამოცი წლის ასაკში, როდესაც მოვხუცდები?
– მუცელს, მკერდს, საჯდომს და ასეთ რამეებს გულისხმობ?
– რა თქმა უნდა. რა, საშიში არ არის?
– არა.
– როგორ თუ არა? ბებერი და დაჩაჩანაკებული რომ ვიქნები,
არაფერია?
– ბებერი და დაჩაჩანაკებულები არ არსებობენ, არსებობს უსიყ-
ვარულო თავგადასავლები.
ღამეები კუნძულები იყო. ჩემი ბაგეები ცხელ პლაჟებზე დაეხეტე-
ბოდა. ქურდულად შემოპარულ ძილს ვებრძოდი.
– უფრო ხმამაღლა ილაპარაკე, მიშელ. პირით ჩემს კისერში ხარ
ჩამხობილი, რაღაცას ლუღლუღებ და ჩურჩულებ. რა ხდება?
– კრ რ რ რ.

30
– რადგან გამაღვიძე, კეთილს ხომ არ ინებებდი და ამიხსნიდი?
– მე არაფერი მითქვამს.
– მაშინ ეს რა კრუტუნია?
– არ ვიცი, მარტო კატებს რატომ აქვთ ამის უფლება.
– ვერ იძინებ?
– როგორ ვერა, მაგრამ არ მინდა. შენ გვერდით ყოფნა ძალიან
მსიამოვნებს.
– კარგი, მოდი ჩემთან, აი, ასე და დაიძინე.
– იანიკ, როგორ შეიძლება, რომ ამდენი წლის შემდეგ ის ისევ
აქაა, ხელუხლებელი, როგორც პირველ დღეებში? არადა ნათქვამია,
ყველაფერი წარმავალიაო...
– ეტყობა მათთვის, ვისაც ხანმოკლე მეხსიერება აქვს...
– ჩვენ რა გვჭირს, მე და შენ? წყვილის პრობლემები და მსგავსი
რამეები გვაქვს?
– წყვილის პრობლემები? ეგ რაღაა? ან პრობლემებია, ან წყვი-
ლი.
– ხშირად გვეჩვენება, რომ რთული და მტკივნეულია, გვცილდე-
ბა, გვეპარება, გაგვირბის...
– კი მაგრამ, მიშელ, რამ მოგაფიქრა ამ შუაღამისას გაგეღვიძე-
ბინე და წყვილის პრობლემებზე დამლაპარაკებოდი? კუჭზე პაელია
ხომ არ დაგაწვა?
– მინდა ვიცოდე, რატომ არ გვაქვს წყვილის პრობლემები, და-
ლახვროს ეშმაკმა!
– არსებობს ცუდი შეხვედრები, მორჩა და გათავდა. ასეთი რამ
მეც დამმართნია და შენც. როდესაც მარტოობისგან სული გხდება,
როგორ გინდა ტყუილ-მართალი ერთმანეთისგან გაარჩიო? ხვდები
ვიღაც ტიპს, ცდილობ საინტერესო ადამიანად აქციო, იწყებ მის თა-
ვით ფეხამდე გამოგონებას, ამკობ ყველა სიკეთით, თვალებს ხუჭავ,
რომ უკეთესად წარმოიდგინო, ის ცდილობს გაგაცუროს, შენც ასევე
იქცევი; თუ ლამაზი და სულელია, ჭკვიანად მიიჩნევ, თუ თვითონ

31
გთვლის სულელად, სამაგიეროდ საკუთარი თავი მიაჩნია ჭკვიანად,
თუ შეამჩნევს, რომ ჩამოკიდებული მკერდი გაქვს, ჩათვლის, რომ ეს
შენი ინდივიდუალობაა, თუ გიჩნდება გრძნობა, რომ ხეპრეა, საკუ-
თარ თავს ეუბნები, უნდა დავეხმაროო, თუ გაუნათლებელია, ორი-
ვეს მაგივრად შენ იცი ყველაფერი, თუ იმის კეთება განუწყვეტლივ
უნდა, ფიქრობ, რომ უყვარხარ, თუ ამ საქმეში დიდ უნარს ვერ იჩენს,
თავს ირწმუნებ, რომ მთავარი ეს არ არის, თუ წუწურაქია, ესე იგი
გაჭირვებული ბავშვობა ჰქონდა, თუ პირუტყვია, მიიჩნევ, რომ ბუ-
ნებრივია და გაუთავებლად ასე ძვრები ტყავიდან, რომ უარყო ის,
რაც აშკარა და თვალში საცემია. აი, ამას ჰქვია წყვილის პრობლე-
მები; წყვილს მაშინ ექმნება პრობლემა, როდესაც შეუძლებელი ხდე-
ბა ერთმანეთის გამოგონება, სწორედ მაშინ იწყება დარდი, ღვარ-
ძლი, სიძულვილი, მსხვრევა და ამ ნარჩენების შეკოწიწებას ბავშვე-
ბის გამო ვცდილობთ ანდა უბრალოდ, მარტოობას ამ სიბინძურეში
ყოფნა გვირჩევნია. აი, ასეა. დაიძინე. ჰო, ახლა ისე შევიშინე თავი,
ვეღარც დავიძინებ. ცოტათი გაანათე, შემოგხედო მაინც, რომ დავ-
მშვიდდე. უჰ. მართლა შენ ყოფილხარ.
გავიცინე. სხვათა შორის, ბოთლში ცოტა კონიაკი ისევ იყო დარ-
ჩენილი. „მიშელ. ოცდახუთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი,
ვსუნთქავდი, ვფიქრობდი ისე, რომ შენ არ გიცნობდი, მაგრამ უშე-
ნოდ, ნეტავ, რითი ვცხოვრობდი, რა მასულდგმულებდა, ჩემი ფიქ-
რები რის გარშემო ტრიალებდა? . . “ ვიზეპირებდი წერილებს, რომ-
ლებსაც ქალი ზეციდან და მიწაზე დაშვებისას მწერდა, თუმცა ისინი
იმდენად ბანალურად ეჩვენებოდა, რომ „მარადისობის ნამსხვრე-
ვებს“
უწოდებდა. უხსოვარი დროიდან შემორჩენილი, ერთმანეთზე გა-
დაჯაჭვული ბანალური სიტყვები, დიახ, მართალი იყავი, ელემენტა-
რული ბანალობები, როგორც სიცოცხლის ნიშნები, რომელსაც გულ-
მოდგინებით ვუწყებთ ძიებას სადმე მზის სისტემაში, გრძნობისგან
დაღუპულები ალბათ კვლავ დაივიწყებენ საფუძველთა საფუძველს,

32
თქვენ კი სიღრმის მაძიებლებო, მხოლოდ უფსკრულებს გადააწყდე-
ბით. საპილოტაჟო პოსტიდან ღამეს ვუსმენდი, ჩემს მკერდში კი მისი
მუდმივი ჩურჩული ჟღერდა. მაგრამ ის, ვინც მეხსიერება დაკარგა,
ჩვენი ძველი სუფლიორის ხმას ვერასოდეს გაიგონებს. უმაღლესი
დანიშნულების მქონე ადამიანებო, თქვენ გინდათ გაიგოთ, რატომ
ხართ აქ, რას ნიშნავს ყოველივე ეს, რატომ არსებობს სამყარო და
რატომ ხდება, რომ ამდენი გამოჩენილი ადამიანი წუხს ცნობიერების
დაკარგვის გამო! თქვენ გვარწმუნებთ, რომ ეს სამყაროს მიერ დას-
მული შეკითხვებია, მაგრამ ასე არ არის, ეს ამოუთქმელი კითხვებია.
რასაკვირველია, არსებობს ფიზიკური საზღვრები; საჭირო იყო ჩვე-
ნი სუნთქვის დაშორება, ჩაჩოჩება, ერთმანეთს მოშორება, ადგომა,
დაცალკევება, რასაც ერთი ამდენივეს დაკარგვა მოსდევდა. როდე-
საც ორი სხეული გაქვს, დგება მომენტი და გიწევს განახევრება.
– თავიდან მოუშორებელი ვარ?
– საშინლად, თუ ჩემთან არ ხარ.
ავდექი და სარკეს მოვშორდი.

33
IV
ბარში ავედი და წარმოუდგენელი რაოდენობის იაპონელების გა-
რემოცვაში აღმოვჩნდი, თუმცა შესაძლოა, ასეთი შთაბეჭდილება
დაღლილობის გამო შემექმნა. სენიორ გალბა სცენაზე გამოდიოდა.
შვიდი თეთრი და ერთი ვარდისფერი პუდელი სკამზე ჩამომსხდარი-
ყო და უკანა თათები ქვევით ისე ჩამოეშვირათ, სუპრეფექტურის
მეჯლისზე კავალრის მომლოდინე ჩამწკრივებულ ქალიშვილებს მო-
გაგონებდათ. გალბა მარცხნივ იდგა; საღამოს კოსტიუმში, შავ მო-
სასხამში, ცილინდრსა და თეთრი აბრეშუმის შარფში გამოწყობილს
პერანგის გულისპირი უბრჭყვიალებდა და ხელში ვერცხლისფერბუ-
ნიკიანი ჯოხი ეჭირა. პატარა ჯიბიდან სიგარა ამოიღო და ისეთი
მოძრაობა გააკეთა, თითქოს ასანთს ეძებსო. სცენაზე შიმპანზე გა-
მოვიდა და სანთებელას მისაწოდებლად პატრონისკენ საქმიანად გა-
ემართა. სენიორ გალბამ კი სიგარა შესთავაზა. შიმპანზემ სიგარას
ბოლო მოაკვნიტა და მოუკიდა. ბოლი ჩაისუნთქა, გემო ჩაატანა და
სცენიდან გავიდა.
– ღმერთო ჩემო! – აღმოხდა ჩემ გვერდით მდგომ იაპონელს.
გაკვირვებულმა გავხედე.

34
– ჯექსონი ქრისტიანული ხანიდან მოყოლებული ყველაზე დიდი
შიმპანზეა, – თქვა ბარმენმა.
სენიორ გალბამ სიგარას რამდენჯერმე მოქაჩა, ბოლი ჩაისუნთქა
და თითები გაატკაცუნა. შიმპანზე კვლავ გამოჩნდა, ხავერდის ნოხ-
გადაფარებულ, მოხდენილ პატარა მაგიდაზე მოთავსებულ ფირსაკ-
რავს მიუახლოვდა და ღილაკს დააწვა. გაისმა პასო დობლე, შიმპან-
ზე სხვა პუდელებს შორის მჯდარი ვარდისფერი პუდელისკენ გა-
ემართა და საცეკვაოდ გამოიწვია. ვარდისფერი პუდელი სკამიდან
ჩამოხტა, უკანა თათებზე გაბაჯბაჯდა, შიმპანზე კი წელზე შემოეხ-
ვია. ორი ჭიქა არაყი ზედიზედ ერთბაშად გადავკარი, რადგან El
Fuego de Andalusia პასო დობლეს მოცეკვავე შავი და ბანჯგვლიანი
შიმპანზე და ვარდისფერი პუდელი აშკარა ცინიზმად და დაცინვად
მიმაჩნდა. იაპონელები იცინოდნენ და სიბნელეს თეთრი კბილები
ემატებოდა. ამ შეურაცხყოფას ზურგი ვაქციე, დახლს იდაყვებით
დავეყრდენი და ბარმენის თანაგრძნობის გამომხატველ მზერას გა-
დავაწყდი.
– ცუდად ხომ არ ხართ, მუსიე?
– ეს რომ დასრულდება, მაშინვე უკეთესად გავხდები.
– სენიორ გალბას მიაჩნია, რომ ეს ნომერი მისი ცხოვრების სა-
უკეთესო ნაწარმოებია.
– საზიზღრობაა, – მივუგე მე.
– გეთანხმებით, მუსიე.
საშინელებისკენ თვალი გამექცა და ვეღარ მოვწყვიტე. სენიორ
გალბას „ნაწარმოებში“ იყო რაღაც აღმაშფოთებელი, შეურაცხმყო-
ფელი და არაკეთილმოსურნე. მერე რა, რომ ეს მისი „ცხოვრების სა-
უკეთესო ნაწარმოები“ იყო, მისი გესლიანი ტონი ცინიზმსა და შე-
ურაცხყოფას კიდევ უფრო ამწვავებდა.
El Fuego de Andalusia პასო დობლეს ამაღლებული ჰანგის თან-
ხლებით, პროჟექტორებით განათებულ სცენაზე ვარდისფერი პუდე-
ლი და შიმპანზე განდაგან დაქროდნენ.

35
– ყოფიერება და არარა, – თქვა ბარმენმა, – ცეცხლმოდებული
ნეაპოლი.
– არ გინდათ. უმაგისოდაც ამაზრზენია.
– არასოდეს მინახავს შიმპანზესა და პუდელს პასო დობლე ეცეკ-
ვოს, ეს აღმოჩენაა, – თქვა ჩემ გვერდით მდგომმა იაპონელმა მკვეთ-
რი ბელგიური აქცენტით.
შევხედე.
– თქვენ წარმოშობით ბელგიელი ხართ?
– არა, რატომ მეკითხებით?
– არაფერია, ალბათ ვერ ვარ კარგად. კიდევ ერთი არაყი დამის-
ხით.
– საგნების სიღრმისეულად დანახვის არ უნდა გვეშინოდეს, –
თქვა ბარმენმა.
– ეს ძაღლი ვარდისფრად რატომ შეღება?
– ცხოვრება ვარდისფერ ფერში, – მომიგო ბარმენმა, – მცირედი
ოპტიმიზმი შემატა.
– პასო დობლე რატომ შეურჩია? არსებობს ვალსი, ტანგო, მენუე-
ტი და, ბოლოს და ბოლოს, კლასიკური ბალეტი, არჩევანი ხომ დი-
დია, ეშმაკმა დალახვროს!
– მართალია, – თქვა ბარმენმა, – ამის ნაკლებობა მართლაც არ
შეინიშნება. პირადად მე, სტეპი მირჩევნია, მაგრამ სენიორ გალბას
ესპანეთი სისხლში აქვს. Fiesta Brava. სადღესასწაულო სამოსი. სი-
ცოცხლე, სიკვდილი, muerte, ხმაური.
– Smrt, – მივუგე მე.
– ვერ გავიგე?
– Smrt, ფეხზე ამოგაცოცდება მორიელზე უფრო შხამიანი, ესაა
და ეს.
– ამაზე უკეთესი ნომერი სიცოცხლეში არ მინახავს, – შესძახა
ბელგიური წარმოშობის იაპონელმა.
ბარმენი ჭიქას ამშრალებდა.

36
– ეგ საკამათოა. უკეთესიც შეიძლება. შესაძლებლობა უსაზ-
ღვროა. თქვენ გვიან მოხვედით, ცოტა ხნის წინ აქ სულ სხვა წარ-
მოდგენა იმართებოდა. აკრობატი გამოვიდა, ისე დაიგრიხა, ბუნების
ყველა კანონი დაარღვია და ქუდის კოლოფში მოთავსდა. ტყავიდან
ძვრება, რომ იცხოვროს.
სარკის გასწვრივ ბოთლები ჩაემწკრივებინათ; ჩემს ზურგზე მო-
ცეკვავე შიმპანზესა და პუდელს ვუყურებდი. ჩემი სახეც დავინახე;
ოდნავ შეცვლილი მეჩვენა. ყოველთვის იმაზე მეტად ნაძირალა ხარ,
ვიდრე გგონია.
ბარმენს ჟეტონი ვთხოვე, სარდაფში ჩავედი და ჟან-ლუის დავუ-
რეკე. უკვე შვიდი თვე იყო, არ მენახა. მეგობრობას ყოველთვის ეჭ-
ვის თვალით ვუყურებდი, რადგან მას საუბარი სჭირდება. იანიკს არ
სურდა მისი ახლობლების თანაგრძნობისა და მწუხარების დანახვა.
შევთანხმდით, რომ ჩვენსა და მისი ძმის გარდა, ამ ამბავს ვერავინ
გაიგებდა. ასეთ დროს, ერთგული მეგობრების ურთიერთობაში
ჩნდება მორიდება, დარდი და უხერხულობა, რომლის დაფარვასაც
ძალდაუტანებელი ბუნებრიობით ცდილობენ, უნდათ, არ შეიმჩნიონ,
რაც ბოლოს და ბოლოს აუტანელი ხდება. ათი წლის განმავლობაში
იანიკი ინდოეთის, პაკისტანისა და აფრიკის ხაზებზე ბორტგამცილე-
ბელი იყო. მითხრა, ეს იქ უფრო გამიადვილდებოდა, ჩვენში ადამია-
ნებმა სიკვდილის ჩვევა დაკარგესო. ამიტომ გადავწყვიტეთ, არავინ
შეგვეწუხებინა. გადავწყვიტეთ, მისი ძმისთვის შეგვეტყობინებინა,
არა იმიტომ, რომ მათ შორის დიდ სიახლოვე იყო, არამედ იმიტომ,
რომ ქალს ძალიან უყვარდა თავისი მშობლები და ძმა გახლდათ ერ-
თადერთი, რაც მათგან დარჩა. ეს იყო საკმაოდ უღიმღამო, შეზღუ-
დული ბიჭი, რომლის მუდმივი მოთხოვნილება ახალი მანქანის შეძე-
ნა გახლდათ და ვინაიდან იანიკი ლამაზი, ხალისიანი და ბედნიერი
იყო, მეჩვენებოდა, რომ დის მიმართ აშკარა ბოღმა ღრღნიდა, თით-
ქოს ქალმა მას მემკვიდრეობის კუთვნილი წილი წაართვა. ამ ამბავ-
მა კი სულ გადარია, ალაპარაკდა ფილიპინებზე შიშველი ხელებით

37
გაკეთებულ სასწაულებრივ ოპერაციებზე, ერთი მეგობრის მამაზე,
რომელიც ათი წლის შემდეგ კვლავ ცოცხალი იყო და იმ სენსაციურ
კვლევებზე, რომლებიც წუთი წუთზე უნდა დასრულებულიყო. საერ-
თოდ არაფრის გაგონება არ ისურვა და ისე მოიქცა, როგორც იქცე-
ვიან ნაძირალები, რომლებიც იმედს იმიტომ გისახავენ, რომ აღარ
შეაწუხო. შემდეგ, ორი დღე რენტგენოლოგიის ინსტიტუტში გაატა-
რა, რომ თავიდან ფეხებამდე გამოკვლეულიყო, რადგან გაგონილი
ჰქონდა, რომ ეს დაავადება მემკვიდრეობითი იყო. იანიკმა მითხრა,
დასამშვიდებლად ახალ მანქანას იყიდის, მე ხომ მას ტრავმა მივაყე-
ნეო. ნელ-ნელა ყველა მეგობარს ჩამოვშორდი. ერ ფრანსში ექ-
ვსთვიანი შვებულება ავიღე. ახლა კი „კლაპსისის“ სარდაფში ვიმყო-
ფებოდი, ქაოსში, რომელიც გულმოწყალების ნიშნად შეიძლება ჩა-
ითვალოს, რადგან იგი რეალობის წინაშე ჩემი ვალდებულებების
შესრულებისგან მათავისუფლებდა.
– ალო, დიახ...
გავაღვიძე.
– მიშელი ვარ...
მეგობრობა, რომელიც ოცი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყვე-
ლა ავიახაზზე ფრენაში გამოიწრთო...
– შე ნაძირალავ, ექვსი თვეა, რაც...
– აბა, რა მეგობრობა იქნებოდა, დროებით დავიწყების უფლება
რომ არ გვქონდეს...
– რაღა მაინცდამაინც ღამით? ექვსი თვის შემდეგ, რამდენიმე სა-
ათს ვეღარ მოიცდიდი...თუ ახლა... საქმე სერიოზულადაა?
– მონიკა კარგადაა?
– ყველა კარგადაა. შენ რა გჭირს?
– იანიკს ყოველთვის ვეცოდებოდი, რადგან ტირილი არ ვიცი. მე-
უბნებოდა, რომ არ ვიცი, რა არის კარგი.
კაცი დუმდა. ეტყობა, ხმა გამებზარა. იანიკმა მითხრა, ქალით და-
ობლებული...

38
– მიშელ, რა ხდება? ახლავე ჩემთან მოდი. ისე გაქრი, როგორც
წყალში ჩავარდნილი ქვა და ახლა... რა ხდება?
– პასო დობლე. შავი მაიმუნი პასო დობლეს ვარდისფერ პუდელს
ეცეკვება.
– რას ამბობ?
– El Fuego de Andalusia.
– რა?
– არაფერი. სრულიად არაფერი. ეს საწვრთნელი ასპარეზობაა,
რომლის დამფინანსებლებს არავინ იცნობს. ისინი თავის დამპალ
ოლიმპზე სხედან და განცხრომაში არიან. შეუძლებელს ყველა შეძ-
ლებსო, ასეთია მათი დევიზი და ჩვენგანაც ამას ითხოვენ. არსებობს
ადამიანი, აკრობატი, რომელიც საკუთარი სხეულის ქუდის კოლოფ-
ში ჩატენვას ახერხებს. გონჯი მაიმუნღმერთები ჩვენი შიგნეულობის
ოლიმპზე მოკალათებულან და ნეტარებას ეძლევიან. აი, ამის თქმა
მინდოდა. ჩვენ ყველანი მოსიარულე შედევრები ვართ.
– მთვრალი ხარ.
– არც ისე. ვცდილობ.
– სად ხარ?
– „კლაპსისში“.
– ეგ რაღაა?
– მსოფლიოში ცნობილი ღამის კლუბი.
– გინდა, მოვიდე?
– არა, არა. დროის გასაყვანად გირეკავ, ეს არის და ეს. მალე დამ-
თავრდება. იქნებ დამთავრდა კიდეც.
– „კლაპსისში“ რას აკეთებ?
– მეგობარ ქალს ველოდები, რომელიც დიდ გასაჭირშია. ჩვენ
ურთიერთდახმარების საზოგადოება ჩამოვაყალიბეთ. მაპატიე, რომ
გაგაღვიძე.
ჟან-ლუი დუმდა. იგი ნამდვილი ძმაკაცი იყო. ის ხომ დროის გაყ-
ვანაში მეხმარებოდა.

39
– იანიკი როგორ არის?
– ჩვენ დავშორდით.
– არ მჯერა. მეხუმრები? თქვენზე ვერ დავიჯერებ.
– ამ ღამეს დამტოვა. ალბათ, სწორედ ამიტომ გირეკავ. ეს ამბავი
ვინმესთვის უნდა მეთქვა.
– ვერ ვიჯერებ. ღმერთო ჩემო, თორმეტი თუ ცამეტი წელი... იც-
ხოვრეთ ერთად?
– თორმეტ წელზე ცოტა მეტი.
– არასოდეს მინახავს, წყვილი ასეთი...
– განუყოფელი ყოფილიყოს?
– დაუჯერებელია. ეტყობა, იჩხუბეთ, მაგრამ არ მითხრა, რომ სა-
ბოლოოდ დაშორდით.
– საბოლოოდ მტოვებს, ერთმანეთს ვეღარასოდეს ვნახავთ.
– ახლა რომელ ხაზზეა? საჰაერო სატრანსპორტო გაერთიანება-
ში! მიშელ! ალო! მიშელ, აქ ხარ?
– ჰო, აქ ვარ. ბოდიშს გიხდი, რომ გაგაღვიძე, მაგრამ... სხვა გა-
მოსავალი არ მქონდა. ჩვენ დიდხანს, მშვიდად ვიმსჯელეთ. აუტანე-
ლი რომ გახდა, გადავწყვიტეთ, ერთბაშად დაგვესრულებინა. აგო-
ნია და ხანგრძლივი ტანჯვა ავიცილეთ. ქალური პატივმოყვარეობა
მას თითქმის არ ჰქონია. მასში იყო სიამაყე, უბრალოდ ღირსება.
სწორედ ღირსების საკითხია, რომ სხვის ჭკუაზე არ იარო. ამაში საკ-
მარისად გავიწვრთენით. დადგება დღე და ჩვენ გავატარებთ მას
ჩვენს ჭკუაზე, როგორც ეს... ვინმე სენიორ გალბამ შეძლო. ქალში
სწორედ ეს უარყოფა... და გამოწვევა უნდა ყოფილიყო. ჟან-ლუი,
არსებობს ღირსება. არსებობს ადამიანური ღირსება, გეფიცები,
რომ არსებობს. ჩვენთვის ამის გაკეთება უკანონობაა. მას არ უნდო-
და, ვინმეს გასართობი ყოფილიყო, ვინმეს ფეხქვეშ გათელილიყო.
რასაკვირველია, შეგვეძლო, ცოტა კიდევ გაგვეძლო. კიდევ ერთი
თვე, რამდენიმე კვირა მოგვეთმინა. ორივეს ბოლომდე გვეწია ჭაპა-

40
ნი. მაგრამ, ხომ კარგად იცნობ მას. იცი, როგორი ამაყი ქალია. ამი-
ტომ მოვილაპარაკეთ, რომ მე კარაკასში წავიდოდი, ის კი თავის
გზას გაუდგებოდა...
– საცოდაობაა დაშლილი წყვილი, რომელსაც ყველა მხრიდან
წყალი ეპარება, ის კი არსებობის გახანგრძლივებას ცდილობს...
ასეთ შემთხვევაში, ჯობს ერთბაშად დაასრულო.
– ის, რაც წყვილს შლის, მას უფრო მეტად ადუღაბებს. სირთუ-
ლეები, რომლებიც მათ აშორებს, სინამდვილეში აახლოვებს, ან არა-
და, ეს წყვილი არც ყოფილა. უბრალოდ, ორ უბედურს გზა აებნა და
გვერდიგვერდ აღმოჩნდა...
– ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ შენ და იანიკი...
– ვერც მე. ეს ბუნების საწინააღმდეგო ქმედებაა.
– მაპატიე, რომ ასეთ რამეს გეკითხები, მაგრამ... მის ცხოვრებაში
ვინმე სხვა გამოჩნდა?
– არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. მოგეხსენება, რომ მორწმუნე
არ ვარ, მაგრამ შესაძლოა სადმე ის საშინელი ნაგავი არსებობს, არ
ვიცი...
– მიშელ, განადგურებული მეჩვენები... გეკითხები, არის თუ არა
იანიკის ცხოვრებაში სხვა კაცი.
არაფერი მესმოდა. აღარაფერი მესმოდა. რაზე მელაპარაკებო-
და? მე რა ვუთხარი?
– მაპატიე, ძმაო... ცოტა არ იყოს, თავგზა ამებნა. არ მესმის, რაზე
მელაპარაკები. ძალიან ვწუხვარ, რომ გაგაღვიძე, მაგრამ... მთვრა-
ლი ვარ. ჰო, ასეა, ძალიან მთვრალი ვარ. არ უნდა გამეღვიძებინე...
მაგრამ პანიკაში ვარ...
– შენ და პანიკა? ცეცხლმოდებული ორი ძრავი აღარ გახსოვს?
ბორტზე ორასი მგზავრი გყავდა...
– კი, მაგრამ როდესაც გადასარჩენი აღარავინ გყავს, ეს ბევრად
უფრო რთულია...
– დარწმუნებული ხარ, რომ მოსვლა არ გინდა? მონიკა ხომ არ

41
დაგალაპარაკო, აქაა.
– არა, ყველაფერი კარგად იქნება, რამდენიმე საათში მივფრი-
ნავ... მეგობარ ქალთან ერთად. იანიკს ძალიან უნდოდა, რომ ერთად
წავსულიყავით....
– ქალების არაფერი მესმის.
– სისულელეს ნუ ამბობ, ამქვეყნად ეს ერთადერთი გასაგები და
აზრიანი რამაა...
– გტოვებს, მაგრამ შენი მარტო დატოვება არ უნდა, არა?
– ჰო, იცის, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია.
– და ამიტომ მეგობარ ქალს გიგზავნის? ძმაო, თერთმეტი ათასი
საათი ვიფრინე, მაგრამ ამ სიმაღლეზე არასოდეს...
– მე ეგოისტი ვარ. იყო ეგოისტი, ნიშნავს იცხოვრო სხვა ადამია-
ნისთვის, ამით შენს სიცოცხლეს აზრი ენიჭება.
– ჩემთვის ეს მეტისმეტად ჩახლართულია... მიშელ! მისმენ? გა-
მოძინება გჭირდება, ძმაო.
– არა, ახლავე კარგად გავხდები, ერთ ადამიანს ველოდები... უბ-
რალოდ, მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ იანიკი...
უფლება არ მქონდა ასე ლაჩრულად მიმეღო შვება. ჟან-ლუის
გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. იგი მაშინვე
თავის მოვალეობას შეასრულებდა, მაშველ პოლიციას გამოუძახებ-
და და დინების მშვიდად მიყოლის ნაცვლად მივიღებდით ერთ ან ორ-
თვიან საზიზღარ წვრთნას, რაც სიკვდილს საშუალებას მისცემდა,
კბილები აელესა.
– ...მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ როდესაც ქალისთვის ყველა-
ფერს გაიღებ, ეს უსასრულო ხდება. თუ ფიქრობ, რომ ერთადერთი
საყვარელი ქალის დაკარგვით ყველაფერი მთავრდება, ესე იგი, სიყ-
ვარული არ შეგძლებია. ჩემში ერთი ნაწილი სასოწარკვეთილია, მე-
ორე კი რწმენითაა სავსე. ამის დარღვევა შეუძლებელია, ქალი დაბ-
რუნდება.
– მე ეგ თავიდანვე გითხარი.

42
– ქალი დაბრუნდება. მართალია, ეს მთლად ის ქალი ვეღარ იქნე-
ბა. მას სხვა გამოხედვა, სხვა გარეგნობა ექნება. სხვანაირადაც ჩა-
იცვამს. ნორმალურია, ბუნებრივია, რომ ქალი შეიცვალოს. გამოიც-
ვალოს გარეგნობა, მაგალითად, ჰქონდეს ჭაღარა თმა, სხვა ცხოვ-
რება, სხვა წუხილი. ქალი დაბრუნდება. ჰო, ისიც შესაძლოა, რომ ღა-
მით მარტომ ვიმღერო და ამით თავი გავიმხნევო. თვითონაც აღარ
ვიცი წესიერად. ცოტას ვაფრენ. იმიტომ დაგირეკე და გელაპარაკე-
ბი, რომ ფიქრის უნარი აღარ შემწევს და მგონია, რომ სიტყვებს შე-
უძლია ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა. სიტყვები ჰაერის
ბუშტებივითაა, რომლებიც წყლის ზედაპირზე გინარჩუნებენ. იმი-
ტომ გირეკავ, რომ ტელეფონის ყურმილთან ვიყო. იანიკი ჩემთან
აღარ არის და ჩემ ირგვლივ ყველაფერი ქალად იქცა. ჯერ არაფერი
დამთავრებულა. არც ჩემთვის დასრულებულა. ადამიანის არსებო-
ბის დამთავრება, მის გაგრძელებას ნიშნავს. ნაციზმი ნაცისტების გა-
რეშეც არსებობს, ხდება შევიწროება, რომელსაც პოლიცია არ
ახორციელებს, წინააღმდეგობის გაწევა კი მხოლოდ იარაღით ხელ-
ში არ ხდება. ბედის, ბედისწერის და ბრმა შემთხვევის საფარქვეშ
მყოფი უჩინარი ნიშან-ღმერთები ჩვენს ზურგზე ბუქნაობენ, ჩვენ კი
სისხლს ვღვრით, რათა მათ წყურვილი მოვუკლათ. იქნებ ყოველ სა-
ღამოს იკრიბებიან, ზემოდან დაგვყურებენ და პროგრამის ავ-კარ-
გიანობაზე მსჯელობენ. მათ მხიარულება სჭირდებათ, რადგან სიყ-
ვარული არ იციან, მაგრამ არსებობს ადამიანური ალამი, არსებობს
ღირსება. იგი უბედურების უარყოფისგან, მიუღებლის არ მიღების-
განაა შექმნილი. სწორედ ამაზე, ამ ბრძოლაზე, ღირსებისთვის
ბრძოლაზე გესაუბრები. მახსენდება, როგორი სიამაყით უსმენდა ია-
ნიკი ექიმ ტენონს, რომელიც უხსნიდა, რომ ბავშვებში ლეიკემია,
ჰოდგკინის დაავადება და მრავალი სხვა სნეულება უკვე დამარცხე-
ბული იყო; ამ დროს საქმე არა მას, არამედ ჩვენ გვეხებოდა. ჩვენ. არ
ვიცი, გრძნობ თუ არა, რამდენი მხნეობა, იმედი და თანადგომა დევს

43
ამ სიტყვაში. ჩვენ მათ კბილებსა და ფრჩხილებს დავაძრობთ, მათსა-
ვე საძაგელ ოლიმპზე დავალპობთ და მათი ლეშისგან ლხინის კო-
ცონს ავაგიზგიზებთ... აბა, კარგად მეყოლე, ძმაო, როცა იქნება, ერ-
თმანეთს ისევ შევხვდებით.
– მიშელ!
ტუალეტში შევედი და სახეზე ცივი წყალი შევისხი. სარკეში ჩემი
სახის დანახვაზე, კვლავ გავოცდი: ჩემგან დარჩენილ ნანგრევებთან
მას საერთო არაფერი ჰქონდა. ეს დამარცხებულის სახე არ იყო.
დაღლილობა ეტყობოდა, მაგრამ თვალების სიღრმეში რაღაც შე-
მორჩენოდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაც დაუმარცხებელი იყო. თუმ-
ცა, იქნებ დაუმარცხებლობაც შეიძლება არსებობდეს. ადამიანებს
მუდამ ავიწყდებათ, რომ მათი ცხოვრებისეული განცდები უკვდა-
ვია.

44
V
კიბეს ავუყევი და პროჟექტორის წითელ, მწვანე და თეთრ შუქზე
აღმოვჩნდი, რომელშიც მტვრის ნაწილაკები ტრიალებდა. ქალი ჯერ
არ მოსულიყო. სცენაზე ორი შიშველი გოგონა ლესბოსურ ნომერს
ასრულებდა; მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ნამდვილი უხამ-
სობა სხვაგან იყო. ბარმენმა ჭიქით წყალი და ლამბაქით ორი აბი მო-
მაწოდა.
– მუსიე, ასპირინს ხომ არ ინებებთ?
– ქრისტიანული მოწყალება არ მჭირდება.
ვერ დავინახე, როგორ მოვიდა. ქალს ხელში ჯერ კიდევ მანქანის
გასაღები ეჭირა. შეწუხებული და თითქოს გაბრაზებული ჩანდა; ალ-
ბათ საკუთარი თავის არ ესმოდა. იასამნისფერ ქურთუკში გამოწყო-
ბილი კაცი, რომელიც იმ მომენტისთვის ბარმენის მოვალეობას ას-
რულებდა, მაგრამ უეჭველად სხვა ცხოვრებაც ჰქონდა, გაფაციცე-
ბით და იმავდროულად თავშეკავებით იცდიდა, რომ მოგვმსახურე-
ბოდა.
– მანქანის დაყენება ძალიან გამიჭირდა და...
– რას ამბობთ. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ განგების ძალით

45
ორ მანქანას შორის ერთი პატარა ადგილი იყო დარჩენილი...
– როგორ მიხვდით?
– დაბადებით მებრძოლი ვარ. ჩემი თავისა და სამყაროს ბატონ-
პატრონი...
ქალმა მეგობრულად გამიღიმა და მომეჩვენა, რომ ეს ღიმილი
ჩემკენ კი არა, ჩემი ბავშვობისკენ იყო მიმართული.
– კარგია, რომ დამირეკეთ...
– მარტო დარჩენილი ქალი მუსიკის მოსმენას რომ იწყებს, ეს აუ-
ცილებელიცაა და სასწრაფოც.
– მიყვარს საიდუმლოებების განდობა, – თქვა ბარმენმა.
– თუ ამქვეყნად რამე მეჯავრება, მთვრალი ბარმენია, – მომესმა
უკნიდან ხმა მკვეთრი იტალიური აქცენტით, – ოფიციანტო, შამპა-
ნური!
ცხვირი კიდევ უფრო მაღლა აეშვირა.
– ლიდია, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ძველი მეგობარი, სენიორ
გალბა...
– ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, – მომიგო ლიდიამ.
– სამუშაო საათებში არასოდეს ვსვამ, – თქვა ბარმენმა.
– ეს კარგი ბიჭია, – განაცხადა სენიორ გალბამ, – მთელ თავის
დანაზოგს დედიკოს უგზავნის. სათუთი, ფაქიზი და მგრძნობიარე
ადამიანია...
– დირექციაში ვიჩივლებ, – თქვა ბარმენმა.
– ჩემს საგრიმიოროში წამობრძანდით. თქვენს კომპანიაში ყოფნა
ჩემთვის სასიხარულო იქნება. დამშვიდობებას ვერ ვიტან. ეს ძაღ-
ლი... არ მინდა ახლა ჩემი პირადი ამბებით თავი მოგაბეზროთ... ვე-
ტერინარს ველოდები.
– შეიძლება ჩემი აზრი გითხრათ? – იკითხა ბარმენმა.
– თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ, – მიუგო გალბამ.
– ვფიქრობ, მაგ ძაღლისთვის დასაძინებელი ნემსი უნდა გააკე-

46
თებინოთ. ამით მხოლოდ სამსახურს გაუწევთ. იმ დღეს, სცენაზე ცუ-
დად რომ გახდით, შიშისგან ჩაიფსა. თქვენი ლოდინი ყელში ამოუ-
ვიდა. დასაძინებელი ნემსი უნდა გააკეთებინოთ.
– S.O.S., ფაშისტები! – თქვა სენიორ გალბამ.
ბოთლი აიღო და თავაწეული წავიდა.
– ვენეციელია, – თქვა ბარმენმა, – როგორც ტიეპოლოელი ჯამ-
ბაზები.
– წავიდეთ აქედან, – მითხრა ლიდიამ.
ამ დროს, იმ მხარეს შევტრიალდი, სადაც სიგარეტის ბოლში გახ-
ვეული წარწერა გასასვლელი მწვანედ ბჟუტავდა. ორი კაცი შემო-
ვიდა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
– ოჰ, არა! – ვთქვი მე.
ზურგი შევაქციე.
– პოლიცია, – მითხრა ბარმენმა.
ფურცელი და პასტა გამომიწოდა.
– მუსიე, შეიძლება, ავტოგრაფი გთხოვოთ? არ ვიცოდი, რომ წი-
ლად მხვდა პატივი, ასეთ მნიშვნელოვან პიროვნებას დავლაპარაკე-
ბოდი...
უკვე მომიახლოვდნენ.
– ერთი ამას უყურეთ, მიშელი... მკვდარი გვეგონე...
– ვცდილობ, ვცდილობ...
– იანიკი როგორ არის?
– ცხოვრება შევიცვალე. ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ...
– მადამ...
– ბატონები...
ისინი მოწყალედ იღიმებოდნენ. მე მთვრალი, სიმპათიური და სა-
საცილო ვიყავი. ცოტაც და ერთ-ერთი იტყოდა, ეს შეჩვენებული მი-
შელიო...
– თქვენ როგორ ხართ? რობერ, საქმეები ხომ კარგად მიდის?
ლუსეტი როგორ არის? ბავშვები? შენ, მორის? ფორმას ინარჩუნებ?

47
სხვანაირად არც შეიძლება. ლიდია, ნება მიბოძე, წარმოგიდგინოთ
ორი გამოჩენილი ბიზნესმენი, რომელთა საზრუნავია კაპიტალდა-
ბანდება, რენტაბელობა, მოგების გადასახადი და საგადასახადო
სამსახური. წლებია, მათ ვიცნობ და ხომ წარმოგიდგენია, როგორ
მიხარია, კვლავ რომ შევხვდით ერთმანეთს. თქვენ ერთი სასწაუ-
ლებრივი ნომერი გამოტოვეთ, წყვილად მოცეკვავე პუდელი და შიმ-
პანზე, თუმცა, თუ ცოტას მოიცდით, ნახვას შეძლებთ, ღამის ორი სა-
ათისთვის გაიმეორებენ. კიდევ ერთი კაცი გამოდის, რომელიც იგ-
რიხება, სხეულის ქუდის კოლოფში ჩატევას ცდილობს და ახერხებს
კიდეც. ცხოვრება მასაც ხომ უნდა. ჩემს აგრესიულობაში შესაძლოა
უუნარობას ხედავდეთ, მაგრამ გიყურებთ და ლამარტინის ერთი უკ-
ვდავი ლექსი მაგონდება: ადამიანების ტევა აღარ არის, თქვენ კი ის
ერთადერთი გენატრებათ...
უხერხულობა შეეტყოთ, მე კი ბარმენის სიმპათიას ვგრძნობდი.
სცენაზე ახალი ნომერი დაიწყო, ამით ისარგებლეს და გაგვეცალნენ.
რამდენიმე წამით მიკროფონმა გაგვაყრუა. უეცრად ვიგრძენი, რო-
გორ ჩამკიდა ვიღაცამ ხელი, ისე, როგორც ბავშვობაში. შევტრიალ-
დი და გამგები მზერა შემომეგება. დავინახე სევდა და ღიმილი. მას
უკვე ჩვევა შეეძინა.
ქალის მანქანაში ჩავსხედით. ვდუმდი. უბადრუკი და ძვირფასი
„მამაკაცური მორცხვობა“, რომელიც კრიჭას გიკრავთ... და გახ-
რჩობთ.
– რატომ ადრე არ მითხარით?
– გასაჭირი უჩემოდაც არ გაკლდათ, ლიდია.
– ნუთუ არ იცით, რომ სხვების უბედურება ადამიანს ამშვიდებს?
– გარკვეულწილად მართალია, მაგრამ არა მგონია, რომ თქვენ
ეს შვებას გგვრიდეთ.
– შეთანხმდით, რომ სადმე შორს გადაიხვეწებოდით, მაგრამ ძა-
ლა არ გეყოთ, წასულიყავით... დარჩით აქ... და მის გარშემო დაიწ-
ყეთ ხეტიალი. მე კი მხოლოდ იმას მთხოვთ, რომ... გადაგალახინოთ.

48
ეს ღამე გადაგაგორებინოთ. გვერდით ქალის ყოფნა გჭირდებათ.
შემთხვევითობის წყალობით ეს ქალი მე აღმოვჩნდი. არა, არ შე-
მეპასუხოთ, მე თქვენზე სრულებით არ ვბრაზობ. პირიქით. ეს ჩემ-
თვის... ნაცნობია. კი მაგრამ, რატომ არ წახვედით? მას უნდოდა,
თქვენთვის ეს თავიდან აერიდებინა. ან იქნებ შეეშინდა, რომ თუ
მასთან იქნებოდით, მხნეობა არ ეყოფოდა... არა, არა მგონია. იგი
უსათუოდ მხნე ქალბატონი იყო... არის. რომელ საათზე...
მანქანის მოწყობილობის დაფაზე ანთებულ საათს დავხედე.
– არ ვიცი. სწორედ ახლა.
– რითი?
– დაიძინებს და... არ ვიცი რამდენი დროა საჭირო, რომ...
– თქვენ დავიწყება გჭირდებოდათ... და მე აღმოვჩნდი...
– ასეა. თქვენ უკვე თქვით. გართობა მჭირდებოდა. სხვა რამეზე
უნდა მეფიქრა. ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადამეტანა. ნებისმი-
ერ რამეზე. სენიორ გალბა იქნებოდა ეს, პასო დობლე თუ თქვენ...
ნამდვილი ნაძირალა ვარ.
ქალი დაფიქრდა.
– რამდენი დრო დაგრჩათ მოსაკლავი?
– დამლაგებელი რვა საათზე მოდის. თავისი გასაღები აქვს. ჩვენ
შეგვიძლია ღამის კლუბებში შევიაროთ, სიყვარულით დავკავდეთ,
ერთმანეთს ფოტოები დავათვალიერებინოთ და შემდეგ ვისაუზ-
მოთ... ჩვენი სახლის წინ ერთი სიმპათიური ბისტროა. მაღაზიების
გახსნისთანავე ყვავილებს ვიყიდით. მკითხავთ, რომელი ყვავილები
უყვარდაო. გიპასუხებთ, ყველა. სპექტაკლების პროგრამა ხომ არ
გაქვთ? შეგვიძლია, ტრავერსტის შოუზე წავიდეთ ან „კლაპსისში“
დავბრუნდეთ. თქვენ მსოფლიოში საუკეთესო ნომერი გამოტოვეთ.
პასო დობლე. ეს აუცილებლად სანახავია. ეს არის ბოლო სიტყვა. ბო-
ლო სიტყვა ყოველივე ამის შესახებ, მას შემდეგ, რაც დედამიწა ბრუ-
ნავს. იქნებ რუასიში წავიდეთ და პირველსავე თვითმფრინავში ჩავ-
სხდეთ, ჩვენ ორნი. იმიტომ რომ, ლიდია, ეს სიყვარულის ისტორიაა

49
და მისი დამთავრება არ შეიძლება. მე ისე ძლიერ მიყვარდა ქალი,
რომ არ შეიძლება, ეს დაიკარგოს.
ქალის მხოლოდ ოდნავ მკაცრ პროფილს ვხედავდი, მას სწორი
ნაკვთები და გათეთრებული თმა ჰქონდა.
– არა, მიშელ. ვიცი, რომ რწმენით შეიძლება მთები გადადგა, მაგ-
რამ ისიც შესაძლოა, რომ გადასაადგილებელი მთები ხელში შეგ-
რჩეს. რაში მდგომარეობს ქალურობის მესიანიზმი? იმაში, რომ კაცს
სიცოცხლე შეაძლებინოს. მე ამისი უნარი არ გამაჩნია.
– თუმცა თქვენ აქ ხართ.
– არ გიფიქრიათ, რომ მეც ვცდილობ... დავივიწყო?
„კლაპსისის“ მოპირდაპირე სასტუმროდან მეძავი გამოვიდა. მან-
ქანაში მდუმარე წყვილი შეგვნიშნა და ჩვენკენ დიდი გამოცდილების
რწმენით გამოემართა.
– წამოხვალთ?
– არა, გმადლობთ, – მივუგე მე, – საქმე ცუდადაა, მაგრამ ჯერ ამ
წერტილამდე არ მისულა.
– კარგი რა, – თქვა ლიდიამ.
– მაპატიეთ.
– არა უშავს.
– აქ ეს ხშირად ხდება.
– ჰოო?
– იცით, ერთი კლიენტი მყავს, რომელიც უკვე აქ უნდა იყოს, მაგ-
რამ არ მოსულა. „კლაპსისში“ გაწვრთნილი ძაღლების ნომერს
დგამს, მე კი სეანსებს შორის კომპანიას ვუწევ. მარტოობას ვერ იტა-
ნს. გული აწუხებს და სულ სიკვდილის შიშშია. გვერდით აუცილებ-
ლად ვინმე უნდა ჰყავდეს. ნამდვილად არ ვიცი, თავში რა უტრიალე-
ბს.
– ეს მექსიკური ცრურწმენაა, – ვუთხარი მე.
– მართლა? არ ვიცოდი.
– დიახ, სიკვდილი ჩასაფრებულია, რომ დაგიმარტოხელოთ და

50
სწორედ მაშინ წამოგადგებათ თავს.
– ეგ მექსიკურია?
– ინდიელებისაა, ზაპოტეკელი ინდიელებისა. სან-კრისტობალ დე
ლას კასას რეგიონში სახლობენ. ძალიან ლამაზი მხარეა.
– ჩემთვის არ უთქვამს, მექსიკელი ვარო.
– არა, იტალიელია, მაგრამ ადამიანი იმედს იქ ეჭიდება, სადაც
გადააწყდება.
– არ ვიცოდი. კარგი, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს...
– არა უშავს.
– ღამე მშვიდობისა.
– ღამე მშვიდობისა.
ჩანთის ქნევით წავიდა.
– ალბათ უფრო წესიერ უბანში უნდა დავიცადოთ, – ვთქვი მე
მოწიწებით.
ლიდიამ მანქანა დაქოქა. წინ გადახრილი პირდაპირ იყურებოდა
და გასაღებს ხელს არ უშვებდა. ვიგრძენი, რომ საკუთარ თავს ანგა-
რიშს უსწორებდა. ჭაღარათმიანი ქალის პროფილი, უცნობი კაცის
მზერა, მითოლოგიური წყვილი, ბუნებისმეტყველების მუზეუმი. ჩვე-
ნი შეხვედრის შემდეგ, ასე ახლოს ერთმანეთთან თავი ნამდვილად
არასდროს გვიგრძნია: ჩვენში საერთო იყო ილუზიის შეგრძნება.
– ძვირფასო ბატონო, ეს წუთია, ურთიერთდახმარებაზე საუბ-
რობდით. თქვენს შემოთავაზებას ვღებულობ. ჩვენ შეუძლებლობა
გვაერთიანებს, შეგვიძლია გავინაწილოთ იგი. არ ვიცი, უთქვენოდ
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რა უნდა მექნა. ამ ამბავს
უფრო ახლოდან დაგანახებთ. მე მიყვარს კაცი, რომელიც აღარ მიყ-
ვარს, ამიტომ ვცდილობ მის უფრო ძლიერად შეყვარებას...
– მე თქვენ არაფერს გეკითხებით.
– ჩემთვის სულერთია, რას მეკითხებით და რას არა. ახლა საქმე
მე მეხება. ქვეყნიერების დასასრული მარტო თქვენ არ გიდგათ. ჩვენ
ყველანი ამ დღეში ვართ. ჰოდა, გავაგრძელოთ. ისეთი არაფერია.

51
ჩემს ქმარს გაგაცნობთ.
– ამ დეტალებში შესვლის სურვილი არ გამაჩნია.
– ყველაფერი რიგზეა, მეგობარო. მე უკვე ვიცი, რომ შეგიძლიათ
იყოთ სასაცილო. თქვენთვის ერთი რაღაც უნდა გავაკეთო. გაჩვე-
ნებთ, სხვებთან საქმე როგორაა. დროა, თავი ნაკლებად გამორჩეუ-
ლად იგრძნოთ.
ოპერის შენობას, ოსმანისა და მალერბის ბულვარებს ჩავუარეთ.
ქმარიღა მაკლდა. ისეთი მტრული სიმტკიცით დუმდა, თითქოს ჩქა-
რობდა, ყოველივე ამისთვის ბოლო მოეღო.
– თქვენ მითხარით, რომ ქმარი გარდაგეცვალათ.
– ძალიან კარგად ვიცი, რაც გითხარით. ტელეფონში განმიცხა-
დეთ, რაღაც უნდა აგიხსნათო... მეც უნდა აგიხსნათ რაღაც. ბოლოს
და ბოლოს, ერთად ვიწექით. თანაც, როგორც კი დამირეკეთ, მაშინ-
ვე მოვედი. ხომ ხედავთ, რომ მეც ვცდილობ...
– ვერ ვხვდები, რატომ უნდა წამოვიდე ამ შუაღამისას და თქვენს
ქმარს თვალებში ჩავხედო, – ვუთხარი მე.
– ამის შემდეგ თავს უკეთესად იგრძნობთ.
მალერბის ბულვარზე მდიდრულ შენობას მივადექით. მეოთხე
სართულზე რომ ავსულიყავით, ეკიპაჟების დროებაზე მეოცნებე
ძველისძველი ლიფტის შეფხიზლება მოგვიხდა. კარი გამოვაღე და
ლიფტი ორ სართულს შორის გავაჩერე. უზურგო სკამს მეწამული
პლუში ჰქონდა გადაკრული. ჩამოვჯექი.
– აქ კარგად ვართ, არა? მგონი თავხედიც ვარ, კიდევ ბედნიერი
მინდა ვიყო. მართალია, არაქათი გამომელია, ნერვებიც დაწყვეტაზე
მაქვს და... თქვენ. არ ვიცი, რა არის ქალურობა. იქნებ ეს კაცად ყოფ-
ნის ფორმაა. მაგრამ უქალო კაცი ან უკაცო ქალი მანამდე უბერავენ
თავისი ცხოვრების ნახევარს, სანამ არ გაიბერება და მთლიან ად-
გილს არ დაიკავებს. უბედურება კი პროპაგანდას მოხერხებულად
ეწევა: დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა. კაცები, ქალები, ქვეყ-

52
ნები იმდენად მოვიწამლეთ დამოუკიდებლობით, რომ საზიზღრო-
ბად ვიქეცით. სნეულები და დასახიჩრებულები დაკარგულის შევსე-
ბას ვცდილობთ, ავადმყოფობა და ხეიბრობა კი ცხოვრების წესად
გვექცა. ბრავო. იქნებ ხელოვნური სუნთქვისთვის გაწეული სამსახუ-
რის სანაცვლოდ მათთვის ღირსების ორდენი მიგვენიჭებინა? ბუნე-
ბის წინააღმდეგ ბრძოლაში მსგავსი გამარჯვებები უკვე მოპოვებუ-
ლი გვაქვს და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სულის ხუთვა ნამდვი-
ლი სუნთქვაა. დამოუკიდებლობის ერთადერთი ჰუმანური ღირებუ-
ლება ურთიერთგაცვლაა. როდესაც დამოუკიდებლობას მხოლოდ
შენთვის ინახავ, მარტოობის წლების სისწრაფით ლპები. ლიდია,
წყვილი და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ შეწყვილებაა. წყვილი
ნიშნავს კაცს, რომელიც ქალში ცოცხლობს და ქალს, რომელიც კაც-
ში ცოცხლობს. მაშინ, მკითხავთ, რატომ არ მივუწექი გვერდით, რა-
ტომ არ ჩავიკარი გულში და მის უკანასკნელ ამოსუნთქვას ჩემი ბა-
გეები არ შევაგებე. შემეძლო ბოლომდე მივყოლოდი და მასთან ერ-
თად მოვმკვდარიყავი; მაგრამ ქალს უნდოდა, ჩემს ხსოვნაში ცოცხა-
ლი და ბედნიერი დარჩენილიყო, რასაც ახლა მე და თქვენ ვცდი-
ლობთ.
– თქვენ უმსგავსოდ მთვრალი ხართ.
– ასეა. ხვალ, ზეგ, ერთი თვის შემდეგ, მე თქვენ შემოგხედავთ და
ვიკითხავ, ეს ქალი აქ რას აკეთებს-მეთქი. თუ თქვენ მართლა ასე
ფიქრობთ, ესე იგი, თქვენ არ გჭირდებათ ცხოვრების აზრი. ჯერ საკ-
მაოდ არ დამარცხებულხართ. ჩვენ შესაძლოა მარცხი განვიცადოთ,
მე და თქვენ, რადგან რთულია შორეული ზღვაოსნობის ხომალდი
ორი დამსხვრეული გემის ნაწილებისგან შეაკოწიწო. დავუშვათ,
რომ ქუჩიდან გონებადაკარგული კაცი წამოიყვანეთ. დაეხმარეთ, ის
ღამე გადაეგორებინა, მეორე დღეს კი მიატოვეთ, რადგან შეუძლე-
ბელს ვერავინ შეძლებს. მაგრამ არა მგონია, რომ სისუსტისა და უი-
მედობის ასეთ ნაკლებობას განიცდიდეთ. არიან ავადმყოფები, რომ-
ლებიც ქალის გარეშე თავს სრულყოფილად მიიჩნევენ და ხეიბრები,

53
რომლებიც კაცის გარეშე თავს სრულფასოვნად გრძნობენ. ეს მხო-
ლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ეს ჰიტლერამ-
დეც ცნობილი იყო. იმის თქმა არ მინდა, თითქოს ადამიანს უსიყვა-
რულოდ სიცოცხლე არ შეეძლოს, შეუძლია და სწორედ ესაა საზიზ-
ღრობა. ორგანოები განაგრძობენ სწორ ფიზიოლოგიურ მოქმედებას
და ამ აჩრდილმა შესაძლოა დიდხანს გასტანოს, იმ დრომდე, სანამ
ფუნქციონირებას არ შეწყვეტს და კანონიერ გვამად არ იქცევა. თავ-
შესაფრისა და დავიწყების ძიება სექსშიც შეიძლება. ზოგმა შესაძ-
ლოა შემთხვევითი გაცნობითაც შეიქციოს თავი. მიდით, თქვით, სა-
ცოდავი, მეორე ღამეა, არ სძინავს და ბოდავსო. წინდახედულება გა-
მოიჩინეთ, ეს ხომ ყველაზე მარტივი საბაბია. ან ხვალ ერთად გავემ-
გზავროთ. ნუ იზამთ იმ სისულელეს, რომ ზედმეტი გამოცდილების
გამო გვერდი ამიაროთ. ჩემთან ერთად წამოდით, შეუძლებელს შან-
სი მიეცით. ვერც კი წარმოიდგენთ, ამ შეუძლებელს როგორ ამოუ-
ვიდა ყელში ყველაფერი და როგორ ვჭირდებით ჩვენ.
ქალი მეგობრულად უმზერდა ამ გზააბნეულ მორწმუნეს, რომე-
ლიც ორ სართულს შორის გაჩერებული ლიფტის უზურგო სკამზე
იჯდა.
– მიშელ, მეც თქვენსავით ვცხოვრობ, როგორც შემიძლია. ამ ღა-
მეს ამიტომ ვართ ერთად. ჩვენ წარმავლის ხანგრძლივობას არ
ვცნობთ. განა, ჩემი ჭაღარა არ მიგანიშნებთ, რომ საათს წლები არ
უნდა ჰკითხოთ? ხვალ კარაკასში მარტო გაემგზავრეთ, მე კი შეხ-
ვედრების ძალას ვირწმუნებ.
ქალმა კარი დახურა და მეორე სართულის ღილაკს თითი მიაჭი-
რა.
– აი, აქ არის. არ ვიცი, ჩემზე რას იფიქრებთ, ალბათ შეუბრალე-
ბელი მოგეჩვენებით, მაგრამ დროა, ერთმანეთი გავიცნოთ.

54
VI
მე მიშელ ფოლენი ვარ. ჩემი მშობლები ირლანდიელები იყვნენ,
გვარად ო’ფოლენი. ვინაიდან საფრანგეთში დავიბადე, ჩემმა გვარ-
მაც აქაური ჟღერადობა შეიძინა. ვარ სამოქალაქო ავიაციის პილო-
ტი, სიმაღლით მეტრი და ოთხმოცი, ორმოცდახუთი წლისა, მალერ-
ბის ბულვარის ერთ-ერთი შენობის მეოთხე სართულის ბაქანზე ქა-
ლის გვერდით ვდგავარ და ჩემსავით ისიც ნამდვილად არსებობს.
ყოველივე ზემოთ თქმული არის ნამდვილი, ჭეშმარიტი, ცხოვრებაში
გამოვლილი. არარეალობის განცდა, რომელიც მეუფლება სრულიად
ნორმალურია, იგი სწორედ მოზღვავებულმა რეალობამ გამოიწვია.
არავითარი მიზეზი არ გამაჩნია ვიმყოფებოდე აქ და არა სხვაგან,
ამას ჰქვია ე.წ. „გარემოებები“, შემთხვევით გზიდან გადახვევა და
ხელის გაწოდება. ავტოპილოტი ცხოვრებაში არ არსებობს.
კედელზე ლითონის პატარა ცილინდრი შევნიშნე, მიზუზა, რო-
მელსაც მორწმუნე ებრაელები საცხოვრებლის შესასვლელში კიდე-
ბენ, რათა ღმერთმა თავისიანები ამოიცნოს და სხვა კარს მიუკაკუ-
ნოს.
კარი გაიღო, თეთრკოსტიუმიანი მიმტანის სახემ შემოგვანათა და

55
წვეულების ხმაური მოგვესმა.
– მუსიე...მადამ...
– ლიდოჩკა! როგორ გამეხარდა!
გვარიანად ჩასუქებული ხნიერი ქალბატონი ჩვენკენ ხელებგაშ-
ლილი მოემართებოდა და ლიდიას უსაზღვროდ ბედნიერი ღიმილით
შეჰყურებდა. შუაზე, გაყოფილი კუპრივით შავი თმა შესანიშნავი
კუს ბაკნის სავარცხლით შინიონად შეეკრა. შანელის ელეგანტურ კა-
ბაში გამოწყობილი, ბეჭდებით, სამაჯურებითა და უზარმაზარი ოქ-
როს რგოლის საყურეებით მორთული ქალბატონი სამოცდაათ წელ-
ზე მეტი ხნისა უნდა ყოფილიყო.
– ლიდოჩკა, ძვირფასო, ძვირფასო!
ქალმა ლიდიას ხელი ორივე ხელით ჩაბღუჯა, მის სახეზე აღბეჭ-
დილ მღელვარებას, აღტაცებასა და გატაცებას კი ბოშური ვიოლი-
ნოების კვნესა კიდევ უფრო ამძაფრებდა. მეტრდოტელმა ლანგრით
ხიზილალა ჩაატარა. კედლებზე დიდი ხნის წინ გამართული კონცერ-
ტების აფიშები გამოეფინათ: სტრავინსკი, რახმანინოვი, ბრაილოვ-
სკი, ბრუნო ვალტერი და საოპერო კოსტიუმებში გამოწყობილი მომ-
ღერლებისა და ფრაკიანი ვირტუოზების ფოტოები, რომლებსაც არ
ვიცნობდი, თუმცა გარეგნულად გამოჩენილ ადამიანებს ჰგავდნენ.
– ძალიან წუხდა, ძალიან... ამ დილითაც დაგირეკა... გვეგონა,
აღარ მოხვიდოდი...
– საღამო მშვიდობისა, სონია. მიშელ ფოლენი, ჩემი მეგობარი...
მადამ სონია ტოვარსკი...
ქალმა ჩვენი ხელები საკუთარ ხელებში მოიქცია.
– ლიდიას მეგობარი? როგორ მიხარია!
– ერთმანეთს კარაკასში შევხვდით, – ვთქვი მე.
– სონია, გაფრთხილებთ, ძალიან მთვრალია.
– აბა, რა უნდა ქნას ადამიანმა! უნდა დალიოს! უნდა იცხოვროს!
ბედნიერი უნდა იყოს! რუსეთში ასე ამბობენ: თასი მუდამ სავსე
გქონდესო!

56
– პიროჟკი! – ვუთხარი მე, – აი და ტროიკა! ვოლგა, ვოლგა! ოჩი
ჩორნიე! კულებიაკა!
ხნიერი ქალბატონი აღფრთოვანდა.
– უყურეთ... რუსულად ლაპარაკობს! თქვენ... თქვენ რუსი
ხართ! არა, არა, არ უარყოთ! მაშინვე რაღაც ვიგრძენი! რა-
ღაც...როდნოიე!
– ვერ გავიგე?
– როდნოიე! რაღაც... ჩვენებური! ლიდია... ის რუსია!
– ჯანდაბა, – თქვა ლიდიამ.
– პარიზში რუსები თითქმის აღარ არიან! – გააგრძელა ხნიერმა
ქალბატონმა, – 1943 წლის დაპატიმრებების შემდეგ ყველა გადაა-
სახლეს, გეცოდინებათ... დივერის ველოდრომი! ჩემი ქმარი აღარ
დაბრუნებულა. მოდით, ვადღეგრძელოთ. ლიდოჩკა, რა კარგია,
რომ მოიყვანეთ... დარწმუნებული ვარ, ერთად ბედნიერები იქნე-
ბით...
შევამჩნიე, როგორ აცახცახდა ლიდია. არაფერი მესმოდა, თუმცა
არსებულ მდგომარეობას მძაფრად აღვიქვამდი.
– გეყოფათ, სონია. ვიცი, ვაჟიშვილი წაგართვით, მაგრამ მოწყა-
ლე ღმერთმა უკან დაგიბრუნათ. დედებისთვის ღმერთი მოწყალეა.
თქვენ გაგიმართლათ.
ხნიერი ქალბატონი სიკეთისგან ბრწყინავდა.
– ასეთ რამეს როგორ ამბობ, ლიდია? არ არის საჭირო, არ შეიძ-
ლება...
ქალმა განმიმარტა:
– იცით, ჩვენ ებრაელები ვართ.
თავი დავუკარი.
– ძალიან მიხარია.
ვერ ვხვდებოდი, სტერეო ჩანაწერი მესმოდა თუ ცოცხალი შეს-
რულება: ბალალაიკა, გიტარა, ვიოლინო. ძალიან მიყვარს.
– ლიდოჩკა, ასე ნუ ლაპარაკობ. ღმერთი მოწყალეა, ის ხედავს,

57
გულში რა გვაქვს. ღმერთი სამართლიანია... აპატიეთ, ძალიან უბე-
დურია...
– არაფერია, – დავამშვიდე მე, – აქ ინკოგნიტოდ ვარ.
ლიდიამ ცოტა არ იყოს ისტერიკულად გადაიხარხარა. მე კი
ზღვარს მივაღწიე.
– წამობრძანდით. ჩვენს მეგობრებს გაგაცნობთ. დღეს ჩემი ვა-
ჟიშვილის დაბადების დღეა. თქვენი პალტო მომეცით... ისე მიხარია,
რომ ორივემ შეძელით მოსვლა...
– სონია შეუპოვარი ადამიანია, – თქვა ლიდიამ.
შევნიშნე, რომ სამგზავრო ჩანთა აღარ მქონდა.
– მოახერხეთ ხომ რაღაცის დავიწყება, – მითხრა ლიდიამ.
კედლებზე სრულიად რუსეთის სიწმინდეები იყო გამოფენილი:
შაგალის რაბინი, ხატების კოლექცია, ტოლსტოისა და პუშკინის
პორტრეტები, კავკასიური ხალიჩები გადაჯვარედინებული ხმლე-
ბით. მხოლოდ მწვადი და ბივსტროგანოვიღა აკლდა, თუმცა შიგნით
არც უამისობა იქნებოდა.
ხნიერმა ქალბატონმა ჩემი მზერა დაიჭირა.
– ჩემი ქმარი ტიფლისიდან გახლდათ. ბაქოს ნავთობში იყო.
– ბოლშევიკებმა ყველაფერი წაართვეს, – თქვა ლიდიამ.
შევედით. ერთმანეთის მიყოლებით გამწკრივებული სამი მისა-
ღები ოთახი ხალხით იყო სავსე. ამ თავყრილობას მხოლოდ არტურ
რუბენშტეინი6 აკლდა. ყველა სახე მეცნობოდა, იქნებ იმიტომ, რომ
ყველანი ხანდაზმულები იყვნენ და ის, რაც ნაცნობი მეჩვენებოდა,
დროის ნამოქმედარი გახლდათ, მას კი ხელწერა ერთი აქვს. რუსულ
პერანგში, ჩექმებსა და ჩაფართხუნებულ შარვალში გამოწყობილი
სამი ახალგაზრდა მადიანად შეექცეოდა ბლინებსა და პოჟარსკის
კოტლეტებს. ყოველ ჩემს წარდგენაზე ხნიერი ქალბატონი საიდუმ-
ლოდ ამატებდა: „ლიდიას მეგობარი“, ლიდია კი ისე იძაბებოდა,

6
არტურ რუბენშტეინი (1887-1982 წწ.) – ამერიკელი პიანისტი, პოლონური
წარმოშობის ებრაელი.
58
თითქოს ამაში რაღაც დაფარული ბოროტება იყო ჩადებული. მუსი-
კაზე საუბრობდნენ და ძირითადად ბრაილოვსკის, პიატიგორსკისა
და როსტროპოვიჩს განიხილავდნენ. ერთ დაბალ და მელოტ ბატონს
ვეცნე; ეტყობა ვიღაცაში შევეშალე. მკითხა, ნიკოლაისგან ახალი
ხომ არაფერი ისმისო, მე კი ვუპასუხე, ამბის გაგება თანდათან უფ-
რო რთულდება-მეთქი.
– დიახ, – მითხრა მან თავის ქნევით, – ის ძალიან შეიცვალა. ურ-
თულესი ხელობა აქვს. მე თვითონაც...
ამოიხვნეშა და შამპანური მოსვა.
– თანაც ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, – შევნიშნე მე.
მკლავზე ხელი მომიჭირა.
– ვიცი, ვიცი, მაგრამ ბოლო სიტყვა ყოველთვის უწყვეტელობას
ეკუთვნის. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია. ახლა რას საქმიანო-
ბთ?
– ველოდები, რომ წარმავალი წავიდეს, ესაა და ეს.
– როგორ მესმის თქვენი. ნამდვილი ნიჭისთვის ამაზე რთული
დრო არასოდეს ყოფილა.
– სიმარტივე მეფობს.
– ზუსტი განმარტებაა.
– კრიტერიუმები აღარ არსებობს, – დავამატე მე.
– ეგ დროც დაბრუნდება. ხელოვნებამ ყოველთვის იცოდა მოცდა.
– სენიორ გალბას ხომ არ იცნობთ?
– ვაღიარებ, რომ... გალბა?
– გალბა.
– აბსტრაქციონისტია?
– არა, ილუსტრატორი. სიცოცხლესა და სიკვდილზე ერთობ თა-
ვისებური ხედვა აქვს. ცოტა სასტიკი, ცოტა უხეში, მაგრამ...
კაცი დაფიქრდა.
– ძალადობის ამსახველი ხელოვნება მაინცადამაინც არ მხიბ-
ლავს. მძულს ყველაფერი, რაც მგრძნობიარობას კლავს.

59
– ვერ დაგეთანხმებით. ზოგჯერ მგრძნობიარობის მოკვლა გა-
დარჩენის საკითხია.
სამი ვისკი ზედიზედ გადავკარი, თან მიმტანი მკლავით მეჭირა
და დაცლილ ჭიქებს თასზე ერთმანეთის მიყოლებით ვალაგებდი.
სონიას ერთი ჯგუფიდან მეორესთან დავყავდი.
– მოდით, მიშენკა, მოდით...
ასეთი გამუდმებული ღიმილი აქამდე არასოდეს მენახა და ვფიქ-
რობდი, ნეტავ, ძილში მაინც თუ იცილებს-მეთქი.
– დიდი ხანია, რაც ლიდოჩკას იცნობთ?
– უჰ, საუკუნეა!
მკლავში ხელი ჩამჭიდა.
– როგორ მიხარია...
– რა გიხარიათ, მადამ?
– სონია დამიძახეთ.
– რა გიხარიათ, სონია? არ მინდა მოურიდებელი ვიყო, მაგრამ
შესაძლოა თქვენს სიხარულს რაიმე ისეთი მიზეზი აქვს, რაც მე არ
ვიცი და...
უცნაურად გაბრწყინებული ქალბატონი არაკეთილგანწყობილე-
ბით მათვალიერებდა. სრულად ვიმყოფებოდი იმ ადამიანის გამჭო-
ლი მზერის ქვეშ, რომელსაც ყველაფერი შავი ჰქონდა, თვალები,
თმა, შუბლსა და ყელზე შემოჭერილი ხავერდის ლენტი, საყურეები,
კაბა, ბეჭდები და ბრჭყვიალებიანი ხელჩანთა.
– რა თქმა უნდა, იცით...
„პლეიელში“ დიდი ხანია ფეხი არ შემიდგამს და ვცდილობდი გა-
მომეცნო არფაზე უკრავდა თუ ფორტეპიანოზე. ქალმა ხელი ისე ჩა-
მომართვა, კინაღამ მომტეხა, ოცდათორმეტივე კბილი გადმოყარა
და სონიას ბოხი ხმით განუცხადა, ორასი წლისთავთან დაკავშირე-
ბით ხვალ შეერთებულ შტატებში ვბრუნდებიო.
– შალიაპინის მოსწავლეა?
– აჰ, მიშენკა, ასეთი ბოროტი ნუ იქნებით...

60
კიდევ ორი ჭიქა ვისკი გადავკარი და უეცრად გაუჩინარებულ
ლიდიას ძებნა დავუწყე. უზარმაზართვალებიან გოგონას შევეფეთე,
რომელმაც თეფშზე დალაგებული ლორი სერიოზული სახით შემომ-
თავაზა. ჰაერი აღარ მყოფნიდა. ჭაღის ელვარება თვალს მჭრიდა.
პალე გარნიეში მალე ვაგნერის ტრილოგიას დაუკრავდნენ. ვიღაც
როლფ ლიბერმანს იცნობდა შესანიშნავად. რაღაც სკანდალური
იყო. ბეირუთი მემარცხენეების ხელში აღმოჩნდა. ვიღაც კი იგივე
აღარ იყო, რაც მანამდე. სამხატვრო გალერეები ძალიან მომრავ-
ლდა. ბერენსონს რომ ეს ენახა, საფლავში გადაბრუნდებოდა. სას-
ტუმროები აღარ დარჩა. ოპერები შენობებს ხელიდან გლეჯენ ერ-
თმანეთს. ვიღაც ყოველთვის ამბობდა ამას. სერიოზული სახის გო-
გონა, რომელიც პორტუგალიელი კონსიერჟის ქალიშვილი იყო, შო-
კოლადის ტორტით ხელში დაბრუნდა. სონიამ მას შუბლზე აკოცა.
რუსეთის ეკლესიებს არასოდეს ამდენი ადამიანისთვის ზურგი არ
შეუქცევია. პირველობისთვის მან პრიზი დაიმსახურა. ნურიევი, მა-
კაროვა, ბარიშნიკოვი7 რომელიღაც მათგანი უდიდესი გახლდათ.
ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ეს გვარი დაიმახსოვრეთ, მე იშვია-
თად ვცდები. სასტუმრო ოთახის ბოლოს ლიდია შევნიშნე, რომელიც
რაღაცას მანიშნებდა და ბოდიშის მოხდით შევეცადე მისკენ გამეკ-
ვლია გზა. არქიტექტურა აღარ არსებობს, ჩინეთს მაოს ცოლი მარ-
თავს, მეტროპოლიტენი და ლა სკალა კრახის პირასაა.
– აბა, მიშელ, უკეთესად ხართ? თავს ნაკლებად...მარტოსულად
გრძნობთ?
ქალს ცოტა დაელია.
– სონიას ელაპარაკეთ? გითხრეს, რომ უგულო ვარ?

7
Pleyel – საკონცერტო დარბაზი პარიზში; Palais Garnier – პარიზის საოპერო
თეატრი; Rolf Liebermann (1910-1999 წწ.) – შვეიცარიელი კომპოზიტორი და დი-
რიჟორი; Bernard Berenson (1865-1959 წწ.) – ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე;
Rudolf Nureev (1938-1993 წწ.), Mikhail Barychnikov (1948 წ.), Natalia Makarova
(1940წ.) – ბალეტის მოცეკვავეები.
61
– მას ძალიან ულმობელი ღიმილი აქვს.
ლიდია დაქანცული ჩანდა. თვალები ისე ამოღამებოდა, ამ ჯურ-
ღმულების განათებას უზარმაზარი ჭაღიც ვერ ახერხებდა.
– მეტი აღარ შემიძლია. ჰო, ახლა ჩემი ჯერი დადგა. თქვენ რომ
არ შეგხვედროდით, არ ვიცი, რას ვიზამდი. სიცოცხლის სურვილი
აღარ გამაჩნია.
– ეს სიცოცხლის გაგრძელების უძველესი საშუალებაა.
– აქ არ უნდა მომეყვანეთ.
– რატომ? დროის გაყვანაში გვეხმარება.
– ...შევპირდი, რომ აქ ვიქნებოდი. სონია ძალიან მტკიცე ნებისყო-
ფის ქალია. გადაწყვიტა, რომ ყველაფერს მხნედ აიტანდა, რადგან
მიაჩნია, რომ ყველაფერი ღმერთის ხელშია. ცხოვრებაში იმდენი
უბედურება დაატყდა თავს, ისღა დარჩენია, ბედნიერი იყოს. თა-
ნაც... მოგეხსენებათ, რომ ებრაელები ვართ, ძალიან, ძალიან დიდი
ხანია... ჰოდა, გამარჯვების დრო დადგა...
მიმტანმა თეფშით ნამცხვარი მოგვაწოდა. რომიანი ბაბა ავიღე.
– თუ მართლა გინდათ, ხვალ თქვენთან ერთად წამოვალ. ალენს
გაჩვენებთ და მიხვდებით, რატომ გადაგეკიდეთ ასე...
– თქვენ გადამეკიდეთ მე? თქვენ?
გამეცინა კიდეც.
– დიახ, მე. როდესაც ქუჩაში დამეჯახეთ და ერთმანეთს შევხე-
დეთ... ოჰ, კარგად იცით, როგორ ხდება: როცა სასოწარკვეთილება
გეუფლება, მზად ხარ, ყველაფერი ირწმუნო...
– სიცოცხლე მუდამ თავს იცავს...
– დიახ, შემდეგ შევტრიალდი და როგორც ამას წესიერება მოით-
ხოვდა, დაგშორდით. მაგრამ ტაქსით მგზავრობის საფასურის გადა-
სახდელად ფული არ აღმოგაჩნდათ, დაიბენით და კვლავ იმ აბსურ-
დულმა იმედმა გამიელვა... ისეთი დატანჯული და დაქანცული ჩან-
დით...
– მოკლედ, გაგიმართლათ...

62
– არაჩვეულებრივია, დაეხმარო სხვას, როდესაც შველა თავად
გჭირდება... ჩემი სახელი და მისამართი მოგეცით, წავედი, საწოლზე
დავემხე, ავტირდი და...გელოდით. მოვა, მოვა, მინდა, რომ მოვიდეს.
თითქოს ჩვიდმეტი წლის ვყოფილიყავი. ყველაფერი მნიშვნელობას
კარგავს– ჭაღარა, მოწიფული ასაკი, გამოცდილება, ცოდნა, ცხოვ-
რებისგან მოყენებული დარტყმები, შემოდგომის ფოთლების ჩურჩუ-
ლი და ყოველივე, რასაც ცხოვრება გვიშვრება, როდესაც ძალიან მო-
ინდომებს. იგი უცვლელია, არ გვშორდება და რწმენას აგრძელებს.
თქვენ მოხვედით, მე კი შეუძლებლობამ... შემიპყრო. მე, როგორც
იტყვიან, კარგი აღზრდა მაქვს მიღებული; აი, ისეთი, გარშემო ბა-
რიერებს რომ გვიქმნის. ერთი დაუფიქრებელი საქციელი და ყველა
ბარიერი ინგრევა. გარეთ გაგაგდეთ. საბედნიეროდ, თქვენ უკიდუ-
რესად სასოწარკვეთილი იყავით და დაბრუნდით... თქვენთან დავ-
წექი.
ქალმა შესაბრალისად გაიღიმა.
– ...ოჰ, თანაც ძალიან ცუდად. აკრძალვა მზღუდავდა, მბოჭავდა.
სიამოვნების მიღება, ხომ წარმოგიდგენიათ... ჩემი პატარა გოგონას
გარდაცვალების შემდეგ, თავს სულ იმაში ვირწმუნებ, რომ უფლება
არ მაქვს, ბედნიერი ვიყო. თქვენთვის დაწოლას შესაძლოა კიდევ
ჰქონდეს რაიმე მორალური გამართლება, ვთქვათ, ჩუქება, მსხვერ-
პლის გაღება, მაგრამ ჩემთვის დაწოლა... ოჰ. მორალი თვითონაა
გარყვნილი. უცნობ ტიპთან სიამოვნება მხოლოდ ნევროზს შეიძლება
მივაწეროთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ისტერიკა. ფრიგიდულობას
მორალისა და ფსიქოლოგიის შეჯვარება წარმოშობს. როდესაც სი-
ცოცხლის აზრი დაკარგული გაქვს, მაგრამ მაინც ცდილობ, თავს
დამნაშავედ გრძნობ...
ქალი უეცრად შეჩერდა და შიშმა შეიპყრო.
– ღმერთო ჩემო, მიშელ, მავიწყდებოდა, რომ...
– მეც, – მივუგე მე, – მაგრამ ძალიანაც კარგი. იანიკს უნდოდა,
რომ მისგან შორს ვყოფილიყავი. მე კი კარაკასზე შორს წავედი, ესაა

63
და ეს.
კიდევ ერთი ლანგრით ზაკუსკა შემოიტანეს, თუმცა ნამცხვარი
უკვე მოტანილი იყო, რის გამოც მიმტანს მკაცრად ვუსაყვედურე.
– რა უმსგავსობაა ეს.
მან მხრები აიჩეჩა.
– კი მაგრამ, რას ითხოვთ, ეს რუსული წვეულებაა.
ვიღაც ხანდაზმული ქალბატონი ლიდიასთან დასამშვიდობებ-
ლად მოვიდა, რადგან მეორე დღეს ზალცბურგში მიემგზავრებოდა.
სონიამ სამი მუსიკოსი მოგვიყვანა და „კალინკა“ დააკვრევინა. დავ-
ფიქრდი, არსებობს კი უფრო შესაბრალისი ბედის მქონე რამ, ვიდრე
ბოშური სიმღერაა, თუ რა თქმა უნდა, ფეხსაცმლის ლანჩას არ ჩავ-
თვლით.
– სინამდვილეში ესენი აღმოსავლეთ გერმანიიდან არიან, – ჩამ-
ჩურჩულა გაბრწყინებულმა სონიამ, – კედელი ტყვიამფრქვევების
ცეცხლის ქვეშ გადმოლახეს. ჩვენსავით დევნილები არიან.
სონიამ მათთვის ვოდკა მოატანინა. თავადის ქალმა გოლოპუ-
პოფმა საპირფარეშო იკითხა. მკერდში პატარა ცუგა ჩაეხუტებინა,
ეროვნებით კი იტალიელი გახლდათ. სონიამ მომახსენა, რომ მისმა
ქმარმა ქონება სამჯერ დაკარგა. ხნიერი ბატონი, რომელსაც უზარ-
მაზარი თავსაბურავი ეხურა, კაიზერლინგზე, კუდენჰოფე-კალერგი-
სა8 და თომას მანზე მელაპარაკებოდა, გერმანიის კულტურის ატაშე
კი ერთი ჯგუფიდან მეორესთან მიდიოდა და გერმანიის საელჩოში
დაგეგმილ მიღებაზე ეპატიჟებოდა.
– მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ ცდებით, – მივუგე მე, როდე-
საც ჩემი რიგი დადგა, მე ებრაელი არ გახლავართ.
სახეზე გაკვირვება გამოესახა, ისე შემომხედა, თითქოს ჩემს

8
Hermann von Keyserling (1880-1946 წწ.) – გერმანელი ფილოსოფოსი; Richard
Nikolaus Eijiro von Coudenhove-Kalergi (1894-1972 წწ.) – ავსტრო-უნგრული და ია-
პონური წარმოშობის პოლიტიკოსი, ესეისტი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი. ბო-
ლოს, საფრანგეთის მოქალაქე და ერთიანი ევროპის იდეის ერთ-ერთი ფუძემდე-
ბელი.
64
გულწრფელობაში ეჭვი შეიტანაო. ლიდიას სიცილი აუტყდა. „პეპე-
ლა“ჰალსტუხიანი, კოხტად ჩაცმული ფრანგი მეუბნება, რომ აქ არა-
ვის იცნობს და იმიტომ მოიწვიეს, რომ მუსიკალური თეატრების დი-
რექტორია. თაროზე მოხატული კვერცხების კოლექცია გამოეფი-
ნათ. ვიღაცამ სიჩუმე ითხოვა და სონიამ ტელეგრამა წაგვიკითხა:
რუბინშტეინი ბოდიშს იხდიდა, რომ მოსვლა ვერ მოახერხა. ვერ
ვხვდებოდი, ზეიმს ქმარი რატომ არ ესწრებოდა, ეს ხომ მისი დაბა-
დების დღე იყო. იქნებ აქ სხვა მსგავსი სალონებიც არსებობდა, სა-
დაც ამაზე სასიამოვნო საზოგადოება იყო მოწვეული. იქ სხვა მაგი-
დებია გაწყობილი, სხვა ბოშები, სხვა გასართობები და სხვა სარკე-
ებია. როგორ, ძვირფასო, უკვე გვტოვებთ? მობრძანდით, აუცილებ-
ლად უნდა გაგაცნოთ... თქვენი გაცნობის სურვილი კლავს... ლიდიამ
ის-ის იყო შამპანურის ბოკალი პირთან მიიტანა, რომ ხელიდან გა-
მოვტაცე.
– რაა? ვითომ რატომ თქვენ და არა მე? მხნეობა მეც მჭირდება.
– რამდენიმე საათში მივემგზავრებით. აუცილებლად გექნებათ
მოსაგვარებელი საქმეები. თქვენ კი საკმაოდ ბევრი დალიეთ.
– ჩემს ქმარს გუშინაც უცდია ფანჯრიდან გადახტომა. თუმცა პი-
რადი მცველი ჰყავს, რომელიც გვერდიდან არ შორდება. ეთიკის სა-
კითხია: უნდა დავტოვოთ თუ არა ფანჯარა გაღებული?
როდის ვართ შეუბრალებლები, როდესაც პრინციპებს არ ვღალა-
ტობთ? რას ნიშნავს სიცოცხლის პატივისცემა, როდესაც სიცოცხლე
არავის და არაფერს დაგიდევთ? უფლება არა მაქვს, გადაწყვეტილე-
ბა მივიღო... რადგან არ ვიცი, სიკვდილში თუ დავეხმარები, მას გა-
ვუწევ სამსახურს, თუ საკუთარ თავს...
შამპანურის ბოთლის მოსატანად წავედი. ბოლოს და ბოლოს, თა-
ვი სტუმრად ვიგრძენი და გულზე მომეშვა. ქმარს პირადი დაცვა
ჰყავს, რომ ფანჯრიდან არ გადახტეს, ამ დროს კი მის დაბადების
დღეს ზეიმობენ, რძლის თავით ფეხამდე მოძულე გაბრწყინებული

65
დედიკო, აი და ტროიკა, მუსიკალური თეატრების დირექტორი, ჭა-
ღარათმიანი ქალი, რომელიც მეორე ქალს გარდაცვალებაში ეხმარე-
ბა, ეს ნამცხვარი გასინჯეთ, მიშენკა, ჩემი გამომცხვარია, ოპერა უნ-
და გადავარჩინოთ, დღეს ნიცა გადაიქცა ქალაქად, რომელსაც მო-
ხუცები უბრუნდებიან, რათა საკუთარ მშობლებს საფლავში მიუწ-
ვნენ გვერდით, თქვენ კი კვლავ ხუმრობის ხასიათზე ხართ, წარმო-
გიდგენიათ, რომ უკანასკნელი მხნეობა მოვიკრიბე და პორ-ნო-გრა-
ფი-ული ფილმის სანახავად წავედი, სამკურნალო წყლებისა არ მჯე-
რა, თუმცა იქ მშვენიერი სასეირნო ადგილებია, ეს საბრალო სონია,
რამხელა მხნეობისა და როგორი რკინის ნებისყოფის პატრონია. ლი-
დია კედელს მიყუდებოდა, თვალები უელვარებდა. ზედმეტი დავლი-
ეთ, ბოთლი და ჭიქები ძირს დავაწყე.
– კარგი, მგონი, ახლა შემიძლია იქ მივიდე... ჩემთან დარჩით...
შესასვლელში ხალხი ერთმანეთს ემშვიდობებოდა, დაკარგული
პალტო პატრონს ეძებდა, ერთმანეთს ორივე ლოყაზე კოცნიდნენ,
ტელეფონით დაკავშირების პირობას იძლეოდნენ, ერთმანეთს სტუმ-
რად ეპატიჟებოდნენ, პატარა პორტუგალიელ გოგონას კი ხელში
ატატებული ტანსაცმლის გროვიდან დიდი თვალებიღა მოუჩანდა.
ლიდიას დერეფანში გავყევი, თან გასახდელიდან გამოსულ სტუმ-
რებს თავაზიანად ვუთმობდი გზას.
– ლიდოჩკა... შენ გგონია, რომ ეს ჭკუასთან ახლოსაა...
სონია წამოგვწეოდა, თან მარგალიტის მძივს მარცვლავდა. ღი-
მილი გაუმკაცრდა. ლიდიას ღიმილში კი ვერ გაარკვევდით, ნაღვე-
ლი იყო, ღვარძლი თუ ბრაზი; დერეფანში ისე ბნელოდა, გარჩევა გა-
გიჭირდებოდათ. დაბეჯითებით ერთი რამის თქმა შეიძლებოდა, ეს
ორი ქალი ერთმანეთს კარგად იცნობდა.
– თქვენ მსაყვედურობდით, რომ მის სანახავად არ დავდიოდი,
დაჟინებით მთხოვეთ, რომ ამ საღამოს აქ ვყოფილიყავი, ახლა კი
თვლით, რომ ჩემი აქ ყოფნა...
– გვიანია, ალენი დაუძლურებულია...

66
დროის არსებობა გადამავიწყდა.
– კარგად იცით, რომ თითქმის აღარ სძინავს...
სონია ბრწყინავდა.
– დღეს შუადღისას ოცი წუთით წაიძინა. ექიმი გაბო კმაყოფილი
დარჩა... მაგრამ ძალიან გაღიზიანებულია და ჯობს...
ლიდია თავს ებრძოდა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებია. ამიტომ
ბავშვივით წვრილი ხმით წარმოთქვა:
– იქნებ იმიტომ, რომ გვერდით მეგობარი მყავს? იგი ამას ვერა-
სოდეს შეიტყობს.
– მიშენკა? ოჰ, არა...
– რა სასაცილო მანერაა ყველა სახელის რუსულ ყაიდაზე გადა-
კეთება...
– იმისთვის რომ იცოცხლო, ზოგჯერ სიცილია საჭირო, ლიდოჩკა.
რაც შეიძლება მეტი მხიარულებაა საჭირო. არა, ჩვენი ძვირფასი მი-
შენკას გამო არ მითქვამს...
მისმა მზერამ სიკეთეში ჩამახრჩო. ნამდვილი სიძულვილი ვიგ-
რძენი.
– ...პირიქით. ალენს უნდა, რომ ბედნიერი იყო, ძვირფასო.
– კარგი რა, სონია, არ გინდათ. ჯერ ერთი, საიდან იცით, რა უნდა
მას? თვითონ გითხრათ?
– კარგად ვიცნობ. ჩემს შვილს კარგად ვიცნობ.
– დედის გული, არა? ვიცი. რა ჯანდაბაა. ზედმეტი მოგდით, სო-
ნია. ყველამ იცის, რომ შესანიშნავი ქალბატონი ბრძანდებით.
ხნიერი ქალბატონი იღიმებოდა და თან თავის მარგალიტებს მარ-
ცვლავდა.
– მე შენზე არ ვბრაზობ, ძვირფასო. მესმის. ძალიან უბედური
ხარ.
– ეს ხომ დიდი პატიების სახლია. აქ ღმერთს შეუნდობენ, გერმა-
ნელებს მიუტევებენ, რუსებს იწყალებენ. აქ ყველას პატიება აქვს...
აქ მთელი წელი იომ-კიპურია...

67
– ჩემს რძალს არ გაუმართლა, მიშელ.
ამ ქალმა ჩემი თავი საფრანგეთს დაუბრუნა.
– ...მას ღმერთი არ სწამს. არაფერი გააჩნია ისეთი, რაც ცხოვრე-
ბის გაგრძელების სურვილს შესძენდა. თქვენ?
ამას არ ველოდი, თანაც დერეფანში.
– სონია, მაპატიეთ, მაგრამ ეს შეკითხვა ჩემთვის მოულოდნელია.
– თქვენც ამას მეუბნებით? მოულოდნელია. რა სამწუხაროა.
ჯიბეები მოვიქექე. რაღაც უნდა დამრჩენოდა.
– არაფერია, – მივუგე მე.
– თქვენ მთვრალი ხართ, მიშენკა.
მიშენკა. ისევ არასწორად მომმართეს.
– მე წარმოშობით ირლანდიელი ვარ, – მივუგე ქალბატონს, – ერ-
თი გალური თქმულება არსებობს, რომელიც გადმოგვცემს, რომ
ღმერთმა დედამიწა ეშმაკისგან იყიდა და... ნაღდი ფულით გადაუხა-
და. ჰა, ჰა, ჰა.
არავის გასცინებია.
– მაპატიეთ, – ვთქვი მე მორიდებით.
– ლიდია, მოსვლა იმიტომ გთხოვე, რომ ასეთ საღამოს შენი არ-
ყოფნა ჩვენს მეგობრებს ძალიან გაუკვირდებოდათ. არ მინდოდა,
შენზე ეთქვათ, უგულო ქალიაო...
– ბრავო! ხომ თქვით, რისი თქმაც გინდოდათ! მიშელ, ხედავთ ამ
გაბადრულ და სიკეთით სავსე ღიმილს...
უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე:
– ეს საღამო რუსულ ღამის კლუბში ხომ არ დაგვემთავრებინა.
– ლიდია, არასოდეს გამიკიცხიხარ. ყოველთვის გიცავდი. შენ
ჩემს შვილს გაჰყევი ცოლად.
– როგორი დანაშაულია!
– შენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ.
– საიდან იცით?

68
– ზოგჯერ შენი სახელის წარმოთქმას ახერხებს. „დედიკოს“ ძა-
ლიან ადვილად და ბუნებრივად ამბობს. ამ დილას კი დავინახე, ხელ-
ში შენი სურათი ეჭირა. ვერ გამიგია, ასე რატომ გეჯავრებით. მისი
ბრალი არ ყოფილა. ამას ხომ ავარიის ყველა მოწმე ადასტურებს.
დარწმუნებული ვარ, იმიტომ შეიძულე, რომ აღარ გიყვარს.
ლიდიამ თვალები დახუჭა. ღია ნაცრისფერ კაბაზე თეთრი ბეწვი
ჰქონდა მოგდებული, რომელიც ამ სიტუაციაში უადგილოდ გამოი-
ყურებოდა. მაშინ ყურადღებაც არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა ლიდიას
უკეთესად გახსენება მომინდა და ამაზე ამიტომ დავფიქრდი. მართა-
ლი გითხრათ, მასზე იმიტომ ვფიქრობ, რომ დავივიწყო. ისე, რომ ყო-
ველივე ამისგან კვალიც არ დარჩეს. მაშინ რა საჭიროა ამდენი ჟინი
და შფოთვა?
– ექიმები ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ. სიტყვებს უკვე ად-
ვილად აგებს, თუმცა ერთმანეთთან კარგად ჯერ ვერ აკავშირებს.
ასოებს რაც შეეხება, იმედისმომცემი წინსვლა აქვს. ხმოვნების სწო-
რად წარმოთქმა არ უჭირს. ცოტაც და მთელ ანბანს დაძლევს, ძვირ-
ფასო. ამაში ეჭვი არ გვეპარება და ასეც იქნება. ღმერთი არ მიგვა-
ტოვებს.
გაურკვევლობის გრძნობა მიმძაფრდებოდა და ეიფორიაში ვვარ-
დებოდი.
– ხარაშო, – ვუთხარი მე, რადგან ვიცოდი, რომ ეს რუსული სიტ-
ყვა ნიშნავს „ყველაფერი კარგადაა“. ამიტომ ჩავთვალე, სიტუაციას
ზუსტად ერგება-მეთქი. წვეულების ერთ-ერთი მონაწილის სიცილის
ხმა მომესმა, მაგრამ მომეჩვენა, რომ საიდანღაც, სულ ზედა სართუ-
ლიდან ჩამოდიოდა. ვიღაც მოხუცს გზა აებნა და გასასვლელს დაუწ-
ყო ძებნა. ათი წუთი იყო, რაც არ დამელია; ვიგრძენი, რომ მალე
გონზე მოვიდოდი და ცოტა არ იყოს შევშფოთდი. პატარა პორტუგა-
ლიელმა გოგონამ თვალებდაჭყეტილმა ჩაიარა; ათიოდე წლის იქნე-
ბოდა, ამიტომ სანახავი ბევრი ჰქონდა. ლიდიას ცალ ხელში მოვერ-
ცხლილი ჩანთა ეკავა, მეორეში კი – შავი მუნდშტუკი; ჩემი მხრიდან

69
ეს პატარა გულისწყრომა და ერთგვარი ღვარძლი იყო. პლაჟზე
ვწერ, მის თმას ქარი ეთამაშება, თეთრ ფურცლებზე კი მოგონებები
იღვრება. ერთ-ერთი მიმტანი მოვიდა და სონიას ჩასჩურჩულა, მი-
სართმევი აღარაფერიაო. მან უპასუხა, ყველაფერი დასრულდა და
ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვსო. რამდენჯერმე კიდევ გაჟღერ-
და ბოშური აი, აი, აი, მაგრამ ხუმრობა ვეღარ ჭრიდა. შეკრული მუშ-
ტები მხოლოდ მუშტების უძლურებაზე მეტყველებს, ხოლო გამბე-
დაობა მუდმივად ეჭვების გაფანტვაშია, რათა სიცოცხლის გაგრძე-
ლებაში დაგვეხმაროს. ორფეხა ვიოლინოები სავედრებლად მუხ-
ლებზე დგებიან, ხოლო ზემგრძნობიარე სიმების მქონეები, სტრადი-
ვარიუსის დონეზე ადიან. იქნებ პაგანინი კვლავ არსებობს. მეტად
სათუთ ვიოლინოებს კი თავიდან იცილებენ, რადგან გამძლეობის
უქონლობას უწუნებენ. სენიორ გალბა თანასწორებთან ერთად საწ-
ვრთნელი სანახაობის ავკარგიანობაზე მსჯელობს და მარჯვნივ უდ-
გას ვიღაც უცნობს, რომელიც ჩვენს ბედს წყვეტს. ამას მომავალი
აქვს: მსხვერპლი შევწიროთ, მსხვერპლი. დამარცხებულები მომავა-
ლი გამარჯვებებით თვრებიან. კეფაში ტკივილი ვიგრძენი: ეტყობა,
იმ ადგილას ვიოლინოს ხემი ჩამომისვეს.
ქალები ერთდროულად ლაპარაკობდნენ და ერთმანეთს ყურს არ
უგდებდნენ, იქნებ იმდენი ღვარძლი ჰქონდათ დაგროვილი, რომ არ
შეიძლებოდა მხოლოდ პიროვნული ყოფილიყო.
– მომავალ კვირაში შეერთებულ შტატებში წავალთ. იქ სასწაუ-
ლებს ახდენენ. ყველაფერი უნდა ვცადოთ. ადამიანი იმედით ცოც-
ხლობს.
– ადამიანები კლიშეებით ცხოვრობენ.
– ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და მთელი გულით ვიწამოთ. უფ-
ლება არ გვაქვს სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ...
მუსიკალური თეატრის დირექტორმა გამოიარა და ბოდიში მო-
იხადა, რომ პალტო თუ კარი შეეშალა. სონია მომიტრიალდა:
– მიშელ, მეუღლე ოცდაცამეტი წლის წინ დავკარგე. დიდი ხნის

70
მკვდარი ვიქნებოდი, მის ხსოვნას პატივს რომ არ მივაგებდე. კარ-
გად ვცხოვრობ. მყავს მანქანა, პირადი მძღოლი და ძვირფასეულო-
ბა. მინდა, მშვიდად იყოს, მატერიალური თვალსაზრისით არაფერი
გვიჭირს. მუდამ ჩემს ბედნიერებაზე ზრუნავდა. მაღმერთებდა. ახლა
რომ მხედავთ, ჩემს ასაკში შესაძლოა სასაცილოდ გეჩვენებათ...
– სრულებითაც არა, რატომ, – ისე სწრაფად მივუგე მე, თითქოს
ტყუილში დამიჭირაო.
– ახალგაზრდობაში ლამაზი ვიყავი. ძალიან ვუყვარდი. მისი საფ-
ლავიც არ მაქვს, რომ მივიდე. არც ძვირფასი სამკაულები მჭირდება
და არც მძღოლი, ეს ყველაფერი სულ არ მანაღვლებს, მიშელ. ყვე-
ლაფერი მისთვისაა. მინდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურ-
და. ეს მისი სურვილი, მისი ხსოვნა და მასზე ზრუნვაა. ლიდიასთვის
ეს გაუგებარია, იმიტომ, რომ ახლა ადამიანებს ცხოვრების აზრი არ
სჭირდებათ, უბრალოდ ცხოვრობენ, ყველაფრის გარეშე.
ლიდიამ სიგარეტი გლადიოლუსების ლარნაკში გულმოსულად
ჩაჭყლიტა.
– ყელში ამოვიდა რა, ამ ვიოლინოების დაუსრულებელი ქვითი-
9
ნი , – თქვა ლიდიამ.
დერეფანი სწრაფი ნაბიჯით გაიარა, კარი გააღო და მე დამიწყო
ლოდინი. სონიას შეწუხებულმა შევხედე. ძალიან საეჭვოდ მეჩვენე-
ბოდა ოთახში შეყუჟული ქმარი და ვაჟიშვილი, რომელიც ანბანს
ეუფლებოდა. მიმაჩნდა, რომ სენიორ გალბა აზვიადებდა და გართო-
ბასაც უნდა ჰქონოდა საზღვარი.
სონიამ მკლავი გამიყარა.
– რას ვიზამთ, ეს ქალი საშინლად... არა, უხეში არა, ფიცხია. დი-
ახ, ასეა, ფიცხია. შებრძანდით, მიშენკა. ისე მოიქეცით, როგორც სა-
კუთარ სახლში.

9
Les sanglots longs des violons – ციტატა პოლ ვერლენის ლექსიდან „შემოდგო-
მის სიმღერა“.
71
VII
სიტუაციის ასეთ ცვლილებას არ ველოდი: რუსული კულებიაკას
კვალიც აღარსად ჩანდა. ჩაბნელებულ ბიბლიოთეკას ცისფერი აბა-
ჟურის მბჟუტავი შუქი ეფინებოდა. წიგნის კარადების შუშებს მიღმა
პრუსტისა და პლეადის მთელი კოლექციის10 არსებობა იგრძნობო-
და. დაცარიელებულ ინგლისურ სავარძლებს ის დრო ენატრებოდათ,
როდესაც აქ ბევრს კითხულობდნენ, ჩიბუხს ეწეოდნენ და დამსწრე-
თაგან ბრძნულ სიტყვებს ისმენდნენ. წიგნებს შორის დატოვებულ
ცარიელ კედლებზე ნაზ ხელებში მოქცეული მშვიდი გამომეტყველე-
ბის თეთრი ნიღბები ეკიდა. ძველისძველ მაგიდაზე იდგა ყვავილების
თაიგული და დედამიწის გლობუსი, რომელსაც ოკეანეები ისე გა-
მოეფინა, როგორც მოხუცი კომედიანტი მიუტრიალებს ხოლმე მაყუ-
რებელს თავისი პროფილის უკეთეს მხარეს. ლიდია სხეულიან-ტან-
საცმლიანად გაშეშდა. გიშერივით შავი ქალბატონი კი კვლავ იღიმე-
ბოდა. დაღლილობისგან მეტისმეტს ვითხოვდი, იმედი მქონდა, რომ
მგრძნობიარობას დამაკარგვინებდა, მაგრამ აკვიატებულ აზრებს

10
La Pleiade – გამომცემლობა გალიმარის კოლექცია, რომელშიც გამოიცემა
ყველაზე ღირსეული მწერლების ნაწარმოებთა კრებულები.
72
ვერ გავცდი; უცნაურობის განცდა არსებული რეალობის საშიშროე-
ბას კიდევ უფრო მიმძაფრებდა; ულმობელმა გარდაუვალობამ შე-
მიპყრო; შფოთვა ხელს მიშლიდა, ლაღად მეგრძნო თავი. დასამალიც
არსად მქონდა. ისღა დამრჩენოდა, შევბმოდი, შევკვდომოდი და
მყვარებოდა, რათა ცოცხლად შემენარჩუნებინა. თოლიები და ყორ-
ნები, ყვირილი, ტანჯვა, უკანასკნელი წამები, მოედანი ბრეტანში,
შენი შუბლი ჩემს ბაგეებთან, ქალის ნათელი და დამძიმებული ქუ-
თუთოები, რომლებიც იბრძვიან, რომ მრავალი ფარის მსგავსად არ
დაეცნენ.
ოთახის შუაში მდგარ დივანზე კაცი იჯდა. ფეხები გადაეჯვარე-
დინებინა. სიმართლე უნდა ითქვას, უდავოდ ლამაზი კაცი იყო, მაგ-
რამ შესაძლოა ზედმეტად სწორი და დახვეწილი ნაკვთების გამო,
მის სახეს მარილი აკლდა. შუაზე თმაგაყოფილ კინოვარსკვლავს
ჰგავდა და სავარაუდო გულარხეინობას თანდაყოლილი ზრდილო-
ბიანი და მშვიდი ღიმილით ფარავდა, რაც ყველაფრის მიმართ მის
თავაზიან დამოკიდებულებაზე მიუთითებდა. ორმოციოდე წლის იქ-
ნებოდა; ეტყობოდა, მიჩვეული იყო, რომ ყველას მოსწონდა და ამის
გამო თავი მუდმივად დამნაშავედ უნდა ეგრძნო. კაცის გამოხედვაში
რაღაც უცნაური დავიჭირე, მას აკლდა ის უცნაური სხივი, რომელ-
საც ადრე „ხავერდოვან მზერას“ ეძახდნენ. ლითონის ღილებიანი
ზღვისფერი ბლეიზერი და გატკიცინებული ფლანელის შარვალი ეც-
ვა. გაპრიალებული შავი ფეხსაცმელი უბზინავდა. საყელო შეეხსნა
და თეთრ პერანგზე გაკეთებული ასკოს ლურჯი ჰალსტუხი მოუჩან-
და. ნაკლს ვერ უპოვიდით. ისეთ მამაკაცთა რიცხვს მიეკუთვნებოდა,
უბრალო ტანსაცმელშიც მოდების ჟურნალის გვერდებიდან გადმო-
სულს რომ ჰგვანან. უძრავად იჯდა, პირდაპირ იყურებოდა და ყუ-
რადღებას არ გვაქცევდა.
ფარდასთან, ერთ-ერთ სავარძელში ათლეტური აღნაგობის, ჯინ-
სებში, მაისურსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი კუნთმა-

73
გარი ყმაწვილი კაცი ჩამჯდარიყო და კომიქსებიან გაზეთს კითხუ-
ლობდა.
– საღამო მშვიდობისა ალენ.
კაცი მცირე ხნით შეყოვნდა, თითქოს ხმამ მის ყურამდე ჯერ ვერ
მიაღწიაო, შემდეგ უეცრად წამოდგა. ცალი ხელი ბლეიზერის ჯიბე-
ში ედო და წარმოუდგენლად ელეგანტური იყო.
– ჩემი ქმარი, ალენ ტოვარსკი... მიშელ ფოლენი, მეგობარი...
ტოვარსკი გულისყურით ისმენდა, რამდენიმე წუთის მოთმინების
შემდეგ კი ცალი ფეხი მუხლში მოკეცა, ასწია და მცირე ხანს უაზროდ
დარჩა ასე.
– კლო კლო ბაბა პის პის მაკაშე,– წარმოთქვა მან და ხალიჩაზე
თავაზიანად მიმითითა, თითქოს დაჯდომას მთავაზობდა.
– გმადლობთ, – მივუგე მე, რადგან ამით არ შეიძლებოდა რაიმე
დაშავებულიყო.
პირადმა მცველმა „რიკიკის თავგადასავალი“ ჟურნალების მაგი-
დაზე დადო და წამოდგა.
– პატარა მატლი კლაპ კლუპ? – შემომთავაზა ტოვარსკიმ.
გარშემო მიმოვიხედე და სასმელი ვერსად დავინახე.
– გარდაფუი ეცა პილატს და კუსკუს აგაგა,– თქვა ტოვარსკიმ, –
მართლა, ვფიცავ. ვენსენის პოლიგონი?
ლაპარაკი ჰყვარებია.
– გვირალა ლა ლა, ჰიპოგრამა და ბაყაყი. კოკაკი გაფეთა, მაგრამ
წერომ ფშა.. ფშა... ფში... ფში... თოჯინა.
მომბეზრდა. ვიცოდი, რომ საზიზღარი ღამე მქონდა გადასაგორე-
ბელი, მაგრამ ასეთი გართობა არ მჭირდებოდა.
– წიპ-წიპ, – ვუთხარი მე, – წიწი, წიწი. წია წია.
ტოვარსკი აღფრთოვანდა.
– ჩემი ჩერჩეტი ტვია მონტეგიუს მოხვდა, – გამანდო მან, – კლარ-
ნეტი ძვალში და გაგორბა ბა ბა ბა.
სონია ბედნიერი იყო.

74
– ხედავ, ლიდოჩკა, ალენი უკვე მთლიან სიტყვებს გადაბმით წარ-
მოთქვამს...
– პატატა ბებეკას კაცხა, – განაცხადა ტოვარსკიმ, – გელი შუვე-
ლი ავისა.
– ლაფონტენის იგავ-არაკებს ვსწავლობთ, – განგვიმარტა სონი-
ამ, – საუკეთესო სავარჯიშოა.
– კარპატებში მონაბერი სიო შურშულებს...
ეშმაკმა დალახვროს. ეს რა პოეტი ყოფილა. თანამედროვე პოე-
ტებს ცუდად ვიცნობდი, ამიტომ ელუარზე შევჩერდი. დავინახე, რომ
ლიდია ტიროდა და მივხვდი, რომ ძალიან ამაღელვებელი სიტუაცია
იყო. მე კი ტირილი არ ვიცი, თანაც დგება მომენტი, როდესაც შემ-
წევს ძალა, საშინელებას ყელში ვწვდე, კისერი მოვუგრიხო და სული
რომ დროზე ამოვხადო, ვაიძულებ იცინოს. ზოგჯერ სიცილი საშინე-
ლების ჩაძაღლების ერთადერთი საშუალებაა. ტოვარსკისთან საქმე
არაფერი მქონდა. ჩემიც მყოფნიდა. საშინელებების ნაკლებობას არ
განვიცდიდი. „კლაპსისი“, პასო დობლე, წვრთნა, ორფეხა სტრადივა-
რიუსები, სიმებიანი საკრავები – ყელში მქონდა ამოსული. სტრადი-
ვარიუსი ნამდვილად არ ვიყავი და ბეირუთშიც უკეთესობა შეინიშ-
ნებოდა, მაგრამ ჩემგან, თუკი რამ შეიძლებოდა, ყველაფერი გამო-
წურეს. ტოვარსკის პირველივე სიტყვებიდან გავუგე. კარგად ვიც-
ნობდი ვერნიკის თეორიას ჟარგონაფაზიის შესახებ. ერთი მეგობარი
მყავდა, რომლის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და უკვე
ორი წელია, გაუგებარ ენაზე ლაპარაკობს. ტვინის ერთი ნაწილი ზი-
ანდება და ადამიანი მეტყველების კონტროლს კარგავს. სიტყვები
თვითონ იქმნება ალალბედზე. ადამიანი სწორად აზროვნებს, მაგრამ
არ იცის, რას ამბობს. გზააბნეული სიტყვები თავის ნებაზე ლაგდე-
ბიან. ის კი ვერ ხვდება. ამის მიხვედრას დრო სჭირდება. იმიტომ,
რომ მისი აზრები უცვლელი, ნათელი და გამართულია. უბრალოდ,
ისინი ვერ ახერხებენ საჭირო ფონემებად ჩამოყალიბებას. სიტყვები

75
იპობიან, იშლებიან, ერთმანეთში იხლართებიან, თავდაყირა დგები-
ან, ფრაზას ხერხემალში ამტვრევენ, ჰაერში გამოკიდებენ, თვითო-
ნაც აზრს კარგავენ და თავსა და ბოლოს ვეღარავინ გაუგებს. ამაზე
გარკვეული იდეოლოგიის აგებაც შეიძლება, ახალი დიალექტიკის
შექმნა. ბოლოს და ბოლოს, მეტყველება აზროვნებისგან გათავი-
სუფლდება. შეიქმნება ასი მილიონი ახალი სიტყვა. ამას მოჰყვება
გაუცნობიერებელი, უნებლიე ლოგორეა და ვეღარ აჩერებ ამ გაუგე-
ბარ მრავალსიტყვაობას, რადგან ყველა მუხრუჭი გაწყვეტილია და
კონტროლი დაკარგულია.
– სიგაგები მაოშებენ, მაგრამ მაგიდები მრავალობენ, – მითხრა
ტოვარსკიმ თავაზიანად.
– გმადლობთ, არ ვეწევი.
– მიშელ!
– ლეგიტიმური თავდაცვაა, ლიდია. აქ იმიტომ მომიწვიეთ, რომ
ჩემთვის დაგემტკიცებინათ, მსოფლიო ჩემპიონი არა ხარო, ჰოდა,
თავს ვიცავ. არსებობს ბეირუთიც, ადამიანების წამება და შიმში-
ლისგან სასიკვდილოდ განწირული ბავშვები, მაგრამ გარწმუნებთ,
ასეთი ნუგეში არ მჭირდება. შევთანხმდეთ, რომ ყველა ბორკილი ბი-
ოლოგიური არ არის, ზოგიერთი ჩვენი შექმნილია, მათი დამსხვრევა
ხომ მაინც შეგვიძლია.
– ზოგადი აზრების საფარქვეშ ცხოვრება ყოველთვის უფრო ად-
ვილია, – მომიგო ლიდიამ.
ტოვარსკი სამჯერ დაბზრიალდა. შემდეგ ძალიან დაიხარა, გას-
წორდა, ჯერ ცალი ფეხი მოხარა და უკან გასწია, შემდეგ, მეორე. ხე-
ლებს უაზროდ აქნევდა. ოთხზე დადგა. პირადმა მცველმა წამოაყე-
ნა.
თავი მაგრად მეჭირა. ამ ორიგინალური მიგნებით ვერც გალბა
და ვერც სხვა რომელიმე წვრთნის დიდოსტატი დაიკვეხნიდა. „კლაპ-
სისში“ ასეთი ნომრით ვერც აღფრთოვანებას დაიმსახურებდა, ვერც
მქუხარე ტაშს. კლასიკაა. დიდი აფაზიის დროს, ადამიანს უნარი არ

76
შესწევს, თავისი მოძრაობები დასახულ მიზანს შეუსაბამოს. იგი
კარგავს გაგებას, როგორ მოეპყრას ჩვეულ საგნებს, ამიტომაც აკე-
თებს ასეთ აბსურდულ მოძრაობებს.
– ბიზონი მონოს ღმუილით ლოკავს, – თქვა ტოვარსკიმ, – არის
მუსტაბაკი და მამიკო, მაგრამ თათმანი აჭიტებს თითებს...
– ჰო, სამაგიეროდ, ზუავებს11 თავზე საყრელად აქვთ, – შევედავე
მე.
სონია ბედნიერი იყო.
– ალენი მარცვლებს სულ უფრო უკეთესად წარმოთქვამს, – თქვა
მან, – პროფესორ ტურიანს დიდი იმედი აქვს...
– ოჰ, სონია, გაჩუმდით რა...
განსაკუთრებით სასტიკი ტოვარსკის სილამაზე იყო. ჰქონდა ნა-
ტიფი ნაკვთები, იყო დახვეწილი და მომხიბლველი. მასში იყო ოქ-
სფორდის დონის გამორჩეულობა და ელეგანტურობა, ეტყობოდა,
კარგი განათლება ჰქონდა მიღებული. თავაზიანობისა და სიმშვიდის
ასეთი გამოხატულება ნამდვილად საუკეთესო ხარისხის ინსტრუ-
მენტს წარმოადგენდა. აქედან გულისგანმგმირავი შედეგები შეიძ-
ლება გამოვიტანოთ. ახლა ჩავწვდი, რას ნიშნავს უსიცოცხლო მზე-
რა. ალბათ მხედველობაც დაზიანებული ჰქონდა.
– მოგახსენებთ, რომ მორწმუნე არ გახლავართ, – ვუთხარი მათ,
– არ მჯერა, რომ მაიმუნ-ღმერთები წინასწარი განზრახვით მოქმე-
დებენ. საკმარისია, წახვიდეთ ზოოპარკში და გალიაში მათი შთამო-
მავლები იხილოთ, ამ უმსგავსობაში თავად დარწმუნდებით. დრო-
დადრო ბანანით გვასიამოვნებენ. გადმოგვიგდებენ რაიმე მცირედს,
რათა გაგვამხნევონ და გაგვაგრძელებინონ...
– პატარა ცუგა წკავწკავ და მატო მატო?
დიალოგში ჩავერთე. არაკომუნიკაბელურობა მომბეზრდა.
– მატო მატო, – მივუგე მე, – მატო ბაცაც კი.

11
ზუავები – აფრიკული კოლონიებიდან დაკომპლექტებული ფრანგული ჯა-
რის ქვეითი მებრძოლები 1830-1962 წლებში.
77
ლიდია გაცხარებული მომიტრიალდა.
– მიშელ, გეყოფათ რა.
მთელი დაგროვილი ბრაზი, უძლურება და სასოწარკვეთილება
ალკოჰოლში აირია და თავში ერთბაშად ამივარდა. ვიცოდი, რომ კი-
ბო აღიგვებოდა პირისგან მიწისა და იმ დამპალ კბილებს, ჩვენს სხე-
ულში რომ არჭობს, სათითაოდ დავაცლიდით, მაგრამ დამარცხებუ-
ლი ჯერჯერობით მე ვიყავი და ჩემი ხმაც ჩამკვდარი იყო.
– დედაკაცი გაისარჯა, მაგრად გაისარჯა! – ავღრიალდი მე, –
ჩაყავი ფეხები სუპის ბადიაში და მითხარი, დაგეწვა თუ არა! იავოლ
ჰიტლერ გულაგ მედორ! მაპატიეთ, მაგრამ ახლა ამის მეტი არაფე-
რი შემიძლია!
ტოვარსკი ძალიან დაინტერესდა. იქნებ დაბოღმილმა შემთხვევი-
თობამ ამ ადამიანამდე მიმაღწევინა. შემთხვევითობა ზოგჯერ ნამ-
დვილი ნაგავია.
– სენ პატატა სავალელო დიდია? სავალელო დიდია? დიდია მი-
ვარა, მივარა?
თვალები დავხუჭე. სავალელო დიდია. დიდია მივარა, მივარა.
იგი ცდილობდა ეთქვა: „საყვარელო ლიდია“ და „ლიდია, მიყვარხარ“.
ეს აშკარა იყო. აშკარა იყო დანაშაულის სიმძიმეც – ეს გახლდათ ნამ-
დვილი სტრადივარიუსი, რომლითაც ნაძირალა პაგანინიმ გული
იჯერა. ლიდიას ირონიული ხმა ჩამესმა.
– მიშელ, ახლა მოგეშვათ გულზე? ცოტა ნაკლებად... გრძნობთ?
გულზიდვა ვიგრძენი.
– დიდია მივარა...
დიდია მივარა. სურვილი „ლიდია მიყვარხარს“ დასტრიალებდა,
მაგრამ სამიზნეს ვერ სწვდებოდა.
ალენ ტოვარსკი დადუმდა. თვალები გავახილე. დივანზე, მის
გვერდით, ჟიულ ვერნის რამდენიმე ტომი იდო, რომელიც „არაჩვეუ-
ლებრივი მოგზაურობის“ შესანიშნავ წითელ ტომეულს განეკუთვნე-

78
ბოდა. მას კი უსინათლოს მზერა ჰქონდა. ალბათ მოხუცი დედა გვერ-
დით უჯდებოდა და ხმამაღლა უკითხავდა ვაჟს. მას კი არაფერი ეს-
მოდა, სიტყვებს დამახინჯებულად აღიქვამდა. მერე რა, ქალი მაინც
აგრძელებდა „არაჩვეულებრივი მოგზაურობის“ ხმამაღლა კითხვას.
– ტინო როსი, – ვთქვი მე, – კამიუ მანდოლინის, დოსტოევსკი გი-
ტარისა და დანტე კი დასარტყამი ინსტრუმენტის თანხლებით.
ზურგი შევაქციე და იქაურობა მეტად ღირსეულად დავტოვე. სა-
ლონში მხოლოდ რამდენიმე სტუმარიღა დარჩენილიყო, ისიც იმდე-
ნად ხნიერები, რომ წასვლის ძალაც აღარ შესწევდათ. სუფრაზე ნარ-
ჩენებს მივადექი.
– აქ მაგარი სასმელები აკლია, – ვუთხარი მიმტანს.
– დიახ, ყველაფერი დალიეს, მაგრამ ერთი ბოთლი შნაფსი გადა-
ვინახე.
ერთი ჭიქა დამისხა, მაგრამ მთელი ბოთლი გამოვართვი. ჯერ
მხოლოდ ღამის სამი საათი იყო.
– კერძო სექტორი უნდა გაუქმდეს, – შევნიშნე მე.
– ამ სახლში მაგ აზრს ვერ გაიზიარებენ, მუსიე.
– ბოროტების კერძო სექტორი უნდა გაუქმდეს. ჩინეთს გაუმარ-
ჯოს. რვაასი მილიონი როცა ხარ, უფრო მცირდები. უბრალოდ, დე-
მოგრაფიას წარმოადგენ.
მიმტანს დავუსხი.
– მიდით, დალიეთ, – ვუთხარი მე, – ძმობას გაუმარჯოს. დამთავ-
რდა ექსპლუატაცია, კლასობრივი ბრძოლა, პროლეტარიატის დიქ-
ტატურა. ზევით მყოფებს ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. რკინის ქუს-
ლები, გლადიატორების ბრძოლა, ცოცხლად გადარჩენილს კი მოგ-
ვიანებით გაასულელებენ. თქვენ გაგიმარჯოთ.
ახალგაზრდა და მხიარული იყო, უმანკო სახე ჰქონდა. ოციოდე
წლისა იქნებოდა და, რასაკვირველია, მოცდა შეეძლო.
– იცით რა, – ვუთხარი მე, – შესაძლოა აგცდეთ კიდეც.
მსხვერპლს არ ირჩევენ, ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული.

79
ბედნიერი ბოშებიც კი შემხვედრია. არსებობენ უხუცესი ქართველე-
ბი, რომლებიც მაწონს მიირთმევენ და ასოცი წლის ასაკამდე ცოც-
ხლობენ. ძმაო, საქმე მაწონშია. ყველაფერი იმიტომ გვჭირს, რომ
საკმაო მაწონს არ ვჭამთ.
ბიჭი გახალისდა. ჩემი გამოხდომა სიმთვრალეს მიაწერა. ახალ-
გაზრდა ვერ იგებს.
გასახდელში გავედი. პალტო და ქუდი ავიღე. აღარაფერი მაკ-
ლდა. უჰ, როგორ არა, სამგზავრო ჩანთა აღარ მქონდა. მისი პოვნის
იმედი კი ჯერ არ დამკარგვოდა. გულზე მომეშვა. ტაქტი მოითხოვდა
და ლიდიას დერეფანში დაველოდე. ბოლოს და ბოლოს, მისი ქმარი
იყო. ერთმანეთისთვის რამდენი რამ ჰქონდათ სათქმელი. ვიხუმრე.
ჯიბეებში სიგარეტი მოვიძიე, მაგრამ მოწევას ხომ ორი წლის წინ
დავანებე თავი. იანიკმა დამაძალა, სულ მეუბნებოდა, კიბოს აჩენსო.
როდესაც ქალები გასასვლელთან შემომიერთდნენ, ისევ ვიცინოდი.
დაღლილობა ძალიან მეხმარებოდა, რადგან ჩემში დარჩენილ ძა-
ლებს ექაჩებოდა. უეცრად, მთელ სხეულში ნდობისა და რწმენის
მოზღვავება ვიგრძენი, რომელიც ჩუმ სიმღერად მომაწვა. მე ბრიყვი
არ ვიყავი, კარგად ვიცოდი, რომ ეს მეორე სუნთქვა იყო, რომელიც
მიბიძგებდა, გამეგრძელებინა. გავაგრძელებ კიდეც. ყველმა ჩვენ-
განმა იცის, რომ დაიბადა, რათა დამარცხდეს, მაგრამ ამასთანავე,
ჯერ ვერაფერმა მოახერხა და ვერც ვერასოდეს მოახერხებს ჩვენს
დამარცხებას.
ვინმე სხვა, სულერთია ვინ, სადმე და ოდესმე დაამსხვრევს ბორ-
კილებს და ჩვენს ხელისგულზე თვითონვე მოვხაზავთ საკუთარი მო-
მავლის ხაზს.
ლიდია თვალცრემლიანი დაბრუნდა. სონიას მისი მკლავი სიყვა-
რულით ეჭირა.
– აპატიეთ, მიშელ. ლიდია... და რა თქმა უნდა, არც თქვენ, მიჩ-
ვეული არ ხართ. ახლა ყველა ბედნიერებას ითხოვს... ებრაელებიც
კი! ჩვენ, მოხუცებმა უკვე ვისწავლეთ...

80
ლიდიამ ხელი გაითავისუფლა და მომეჩვენა, რომ უხეშად მოუვი-
და. მოხუცების მიმართ პატივისცემა აკლდა.
– მართალია, სონია. თქვენ ისწავლეთ და იმდენად შეეგუეთ, რომ
ტანჯვა მეორე მედ გადაგექცათ. თქვენ ის გჭირდებათ, მისგან ცხოვ-
რების აზრს იქმნით. მე ვაჟიშვილი წაგართვით და ათი წლის განმავ-
ლობაში ბედნიერი მყავდა. რა მკრეხელობაა. ახლა უბედურება გეწ-
ვიათ. ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. თქვენ უკვე იცით, რის-
თვის ცხოვრობთ, გსურთ, თქვენი მხნეობა დაგვიმტკიცოთ. შესანიშ-
ნავია. ახლა უბედურებამ თავისი უფლებები დაიბრუნა. ჩვენი ოჯახი
ტყუილად არ განადგურებულა.
– მიშელ, არ მოუსმინოთ მის ლაპარაკს. წარმოდგენა არ აქვს იმა-
ზე... რაც ჩვენ, მოხუცებმა ვიცით. დღეს ყველა ბედნიერებას ით-
ხოვს. გადაუვლით.
– იტანჯეთ, დამიჯერეთ, ამ ცხოვრების ცრემლების შესაგროვებ-
ლად ხვალინდელ დღეს ნუ დაელოდებით... იცით, ეს ქალი თავის
ვაჟს ჟიულ ვერნს ხმამაღლა უკითხავს...
– ლიდია, – შევაწყვეტინე მე, უარესის მოლოდინის შიშით.
სონია ბრწყინავდა.
– პატარა რომ იყო, ჟიულ ვერნი ძალიან უყვარდა. ახლა კი სუ-
ლერთია, რას წავუკითხავ. სიტყვების მნიშვნელობას ძნელად იგებს,
მაგრამ ჩემს ხმას ისმენს.
– ძალიან გაგიმართლათ, სონია. შვილი მოგტაცეთ, მაგრამ ცხოვ-
რებამ დაგიბრუნათ. ავარიის წყალობით. სამართალი არსებობს. მე
ჩემი პატარა გოგონა დავკარგე, თქვენ კი თქვენი შვილი დაიბრუ-
ნეთ...
– ოჰ, არა, საკმარისია, – აღმომხდა მე, – ბოლოს და ბოლოს, საფ-
რანგეთში ვცხოვრობთ.
– ლიდია ბოროტი არ არის, მაგრამ უბედურების ჩვევა არ აქვს.
– დიახაც, ცუდი ებრაელი ვარ. იცით რა, სონია, ოდესმე ისრაელ-

81
ში ფეხს თუ ჩაადგამთ, ან მუზეუმში გაგაკრავენ ექსპონატად, ან გა-
მოგაძევებენ.
– არ ესმის, მიშელ. მეამბოხეა.
– გაიგონეთ? მეამბოხეო. ეს ყველაზე დიდ შეურაცხყოფად მიაჩ-
ნია. რა საოცარია. რა ჯობს დათანხმებას, მორჩილებასა და ბედს შე-
გუებას. ვინ თქვა, რომ ებრაელები ქრისტიანები არ იყვნენ? წავი-
დეთ აქედან. სონია, გპირდებით, თუ ოდესმე ბედნიერება მეწვევა,
ლურდში ფეხით წავალ და განკურნებისთვის ვილოცებ...
მოხუც ქალბატონს დიდხანს ეჭირა ჩემი ხელი.
– ნახვამდის, მიშენკა, ნახვამდის... ლიდიას გაუფრთხილდით...
ქალმა იდაყვში ხელი მაგრად ჩამჭიდა და გარეთ გასვლამდე არ
გაუშვია.

82
VIII
მანქანაში თვალებდახუჭული იჯდა, სახე მშვიდი ჰქონდა, თავი
საზურგეზე მიედო და დუმდა; ამასობაში, ჩვენ გარშემო უჩინარი
დამხმარეები ფუსფუსებდნენ, ისინი, ვინც მზრუნველობით მეთვალ-
ყურეობენ მსოფლიო ჩემპიონებს, უსმენენ მათ გულისცემას, მეგზუ-
რობას უწევენ მათ ნაბიჯებს, ასრულებენ მათ თხოვნას, წინა საქარე
მინას გვიპრიალებენ, ბენზინის ავზს გვივსებენ და ბედნიერ მგზავ-
რობას გვისურვებენ.
– ვიცი, რომ საზიზღრად მოვიქეცი, მაგრამ ახლა თავს უკეთესად
ვგრძნობ. კარაკასი სად არის? ბანკოკში, ლტოლვილთა დახმარების
ორგანიზაციაში თანამდებობა შემომთავაზეს. ვიცი, ჩემთვის ეს მე-
ტისმეტია. რა მომენტიდან აღარ არის ქალი უბედური და გაბორო-
ტებულ დედაკაცად იქცევა?
– ეგ ჩვენი მუსიკალური თეატრების დირექტორს უნდა ჰკითხოთ,
ლიდია.
– სიყვარულის არაფერი გამეგება.
– იმიტომ, რომ სიყვარულს თავად ესმის ყველაფერი, ყველაფერ-
ზე აქვს პასუხი, ყველა საკითხს თვითონ წყვეტს, ჩვენ მას მხოლოდ

83
საშუალება უნდა მივცეთ, თავისი საქმე აკეთოს. თუ გინდა, ერთი
ტრანსპორტიდან მეორეში გადაჯდე, აბონემენტი ან სამგზავრო ბა-
რათი უნდა შეიძინო.
– ათი წელი ნამდვილად მიყვარდა. და როდესაც აღარ მიყვარდა,
შევეცადე, კიდევ უფრო მყვარებოდა. მოდი და გაიგე.
– დანაშაულის შეგრძნება გეუფლება. გრცხვენია. არ გინდა, და-
უშვა. იბრძვი. რაც უფრო ნაკლებად გიყვარს, მით უფრო ცდილობ.
ზოგჯერ ისე ცდილობ, რომ სული გეხუთება. იქ, ზევით, არც ჩვენი
გამარჯვებები მოსწონთ და არც ჩვენი მარცხი, ისინი ჩვენი მცდელო-
ბების მშვენიერებით ტკბებიან. სამეფო ფუტკრის რძე ხომ არ გიც-
დიათ? ამბობენ, ძალას მატებსო.
– არ მესმის, როგორ უნდა დასრულდეს სიყვარული...
– დიახ, ეს მთელი დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს.
– ზოგჯერ, ყველაფერი დამთავრებულია, მაგრამ ვერ ამჩნევ,
იმიტომ, რომ შეჩვეული ხარ...
ქალი შეჩერდა და შეშფოთებულმა შემომხედა.
– რომელი საათია?
– დრო ბევრი გვაქვს.
– როდესაც ალენი საავადმყოფოდან გამოვიდა, მცდელობა არ
დამიკლია. ერთად ცხოვრება გავაგრძელეთ. ალენს მეტყველების
აფაზია დაემართა და მასთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა...
– ამით ხომ საქმე უფრო უნდა გაგმარტივებოდათ?
– მიშელ, ეს უკვე ცინიზმი აღარ არის, ეს... სიკვდილია.
– დიახ. ვცდილობ, რამდენადაც შემიძლია.
– წარმოუდგენლად მოლაპარაკე გახდა, იმიტომ, რომ აფაზიით
დაავადებულების გონება მეტყველებას ვერ ამუხრუჭებს და ისინიც
გაუთავებლად ლაპარაკობენ... უბედურებაში ჩავარდნილი ადამია-
ნის მიტოვება არ შეიძლება მხოლოდ იმის მომიზეზებით, რომ აღარ
გიყვარს... საკითხავია, უნდა დარჩე თუ არა მის გვერდით იმის გამო,
რომ აღარ გიყვარს?

84
– დროა, ფსიქოლოგიას მოვეშვათ, ლიდია. დიდი ხანია, იგი აფი-
შის თავშია. პროგრამა უნდა შეიცვალოს. დირექციას დაველაპარა-
კები.
– ზოგჯერ ეჭვები მაწუხებდა, ჩემს თავს გამართლება ხომ არ მო-
ვუძებნე, როცა მივიჩნიე, ავარიამდე გადამიყვარდა-მეთქი... ეს მარ-
თლაც საშინელება იყო. გადაიყვარო ადამიანი და მიატოვო მარტო
იმიტომ, რომ...განსხვავებული გახდა...ლამაზი საქციელია, არა?
– ოჰ, ნამდვილი სილამაზის კონკურსია.
– შეიცვალა. სხვა ადამიანად იქცა.
– ხარჯი აუნაზღაურეთ!
– თანაც მიზეზი მქონდა; უნებლიეთ, მაგრამ იგი ჩემი შვილის სიკ-
ვდილში იყო დამნაშავე... ეს მძიმე პასუხისმგებლობა, რომელიც ავ-
კიდე, დამატებით საბაბად ხომ არ გამოვიყენე, რომ მიმეტოვებინა?
– ფსიქოლოგიაში მრავალი შესაძლებლობა არსებობს. მისი კომ-
ბინაციები ამოუწურავია. თაღლითობაც ნებადართულია. ამ თამაშ-
ში დაშვებულია ფიგურების ჩამატება, გადამალვა და შეცვლა. ნე-
ბისმიერი ფანდი დაშვებულია, თუმცა მუდმივად საკუთარი თავის
წინააღმდეგ თამაშობთ. ფიგურებისა და კომბინაციების ამ უსასრუ-
ლობაში ერთადერთი დედოფალი არსებობს – ეს დანაშაულის
გრძნობაა. მაგრამ რა, ფსიქოლოგიის გარეშე პირუტყვები ვიქნებო-
დით. პირუტყვები ალბათ შესანიშნავად ერთობიან. არსებობს პო-
ეტი ფრენსის ჟამი, რომელმაც ულამაზესი ლექსი დაგვიტოვა. სათა-
ურია: „სამოთხეში ვირებთან ერთად“.
თვალებში მეგობრული ხალისი ჩაუდგა.
– მიშელ, თქვენ, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევთ თქვენს საწა-
დელს. როგორც იმ აკრობატმა შეძლო „კლაპსისიდან“. ისე მოხერხე-
ბულად და თავგამოდებით იგრიხებით, რომ ერთ მუჭად შეიკვრე-
ბით და საკუთარი სხეულის ქუდის კოლოფში მოთავსებას მოახერ-
ხებთ.

85
– ჰო, საკუთარ ცხოვრებას რაღაც ხომ უნდა მოვუხერხო, დალახ-
ვროს ეშმაკმა.
– ამდენი ყვირილი რას ემსახურება, მიშელ?
– ყვირილი ყოველთვის ითვლებოდა ადამიანის უმაღლეს მიღწე-
ვად. მთელი კაცობრიობა რაღაც გაუგებარ ენაზე მეტყველებს და
თანამიმდევრული და ყველასთვის გასაგები ენა ვერ უპოვია. ამი-
ტომ ყვირის იგი დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე და
მისი ყვირილი სრულიად გასაგებია. იმის თქმა არ მინდა, რომ შეწ-
ყალებას უნდა ველოდოთ, ლიდია. არც იმას ვიტყვი, რომ სისასტიკე
და ტანჯვა შესუსტდება. არ ვიცი, მოევლინება თუ არა ოდესმე ქვეყ-
ნიერებას სპარტაკი და დასრულდება თუ არა მონობა, ერთი რამ ვი-
ცი, გამოჩენილი ბორკილების მსხვრეველები ჩვენ შორის უკვე არსე-
ბობენ. ფლემინგმა ინფექცია დაამარცხა, სალკმა პოლიომიელიტი,
ჭლექიც დაიმორჩილეს და ეჭვი არ მეპარება, რომ კიბო უკანასკნელ
დღეებს ითვლის. სისუსტისგან ვიხოცებით და სწორედ ეს გვაძლევს
უზარმაზარ იმედს. სისუსტე ყოველთვის წარმოსახვით იკვებება. ძა-
ლას არასოდეს არაფერი გამოუგონია, იმიტომ, რომ საკუთარ თვით-
კმარობაში ეჭვი არ ეპარება. გენიალურობა სისუსტის ხვედრია. რა
გამომეტყველება ექნებოდა სიბნელეს, როდესაც ადამიანმა მას ცეც-
ხლი პირველად ჩააფარა სახეში. რა მოიმოქმედა სიბნელემ? გაიძურ-
წა და მამიკოს ენა მიუტანა. არა, ეს ბარბაროსების სიმღერა არ
არის. ამას სისუსტე ჩურჩულებს, მე კი მჯერა მისი. ალბათ ამ წუთში,
რომელიმე ლაბორატორიაში ვიღაც სუსტი იბრძვის და, ბოლოს და
ბოლოს, გამარჯვებას მოგვიტანს. კაცობრიობა თავისი ბედის ხაზს
საკუთარ ხელისგულზე სწორედ ლაბორატორიებში ქმნის. ლაბორა-
ტორიებში ისხამს ხორცს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. მე და
თქვენ დავმარცხდით. ჩვენ უეჭველად გვძლიეს, მაგრამ ყველა გა-
მარჯვება ამ გზას გადის. შესაძლოა მთვრალი ვარ, შეურაცხადი,
გაბრუებული. ვერაფერს მოვჭიდებივარ, ხელები ქარის წისქვილე-
ბივით მაქვს. უეჭველად. შესაძლოა ჩემი რწმენა სულელის ეიფორია

86
იყოს და სხვა არაფერი. კარგი. მეტისმეტად სუსტები ვართ იმის-
თვის, რომ თავს დამარცხების უფლება მივცეთ.
ძალიან ნელა მიჰყავდა, თითქოს ეშინოდა სადმე არ მისულიყო.
– ლიდია, ამ ყველაფერში არის რაღაც უკვდავი. ყველაფერს იუ-
მორით უნდა მივუდგეთ. ადრე ამას ადამიანის ღირსებას ეძახდნენ.
რატომ არ დაეხმარეთ...მას?
– მერე მთელი დარჩენილი ცხოვრება იმაზე ფიქრში გამეტარები-
ნა, ჩემს ქმარს სიკვდილში იმიტომ ხომ არ დავეხმარე, იმ ტანჯვის-
გან რომ გამეთავისუფლებინა, რომელიც მე ვერ ავიტანე-მეთქი?
თქვენ ურთიერთდახმარებაზე საუბრობდით... ეგეც ვცადე. თუმცა
უერთგულო კაცს იმიტომ, რომ აღარ გიყვარს ან ეთიკის გამო გადა-
დო თავი მისი გულისთვის, ეს ხომ უსამართლო და არარეალური
საქციელია. ეს იქნებოდა ჰუმანიზმი, რომელსაც ჰუმანური აღარა-
ფერი ექნებოდა, ასე ვთქვათ, არაბუნებრივი ქმედება, რომელსაც
ჯანმრთელი ალენი არასოდეს დათანხმდებოდა. თავიდან არ იცოდა,
რომ ვერავინ უგებდა. ეგონა, რომ პირი შევკარით, დევნის მანიამ
შეიპყრო... საავადმყოფოში აფაზიით დაავადებული ორი ადამიანი
ვნახე, რომლებიც ლამის ხელით შეეხნენ თანამოსაუბრეებს, რადგან
ეგონათ, დასცინოდნენ...ასეთი ლამაზი, ასეთი დახვეწილი კაცი
ხელს ჩამკიდებდა და სიყვარულით მეუბნებოდა: ჩემი პატატა ქვაბი
კო კო კო და საათობით ასე გრძელდებოდა. აზროვნება ხელუხლებ-
ლად შეუნარჩუნდა, მაგრამ ცხრაკლიტულში აღმოჩნდა გამომ-
წყვდეული. ამასთანავე, მხედველობის რვა მეათედი დაკარგა. ეს
ადამიანი ჩემთვის მხოლოდ ავარიის შემოქმედი იყო... რაც მეტად
ვბრაზობდი მასზე, მით მეტად ვცდილობდი მყვარებოდა. მაგრამ
რისთვის? რის გამო, მიშელ? ალბათ სამართლიანობის რაღაც იდე-
ისთვის... ან იქნებ უსამართლობის გამო. შესაძლოა ცოცხლებს შო-
რის სოლიდარობის გრძნობისთვის ან ბარბაროსობისადმი მორჩი-
ლების უარსაყოფად. არ ვიცი, იქნებ ეს ცივილიზებულობის... საკით-

87
ხი იყო. იძულებული გავხდი მეღიარებინა, რომ ალენი არაფერ შუ-
აში იყო. მე ერთი ადამიანის კი არა, ადამიანურობის იდეის ერთგუ-
ლი ვიყავი, ამაში კი ადამიანური აღარაფერი დარჩა. ვაშა დროშას,
ვაშა ღირსებას, მაგრამ ეს ცხოვრება აღარ იყო. თანაც არსებობდა
სონია. მთლიანად გამართლდა მისი რწმენა უბედურებისადმი და სა-
შუალება მიეცა თავის სიმაღლეზე აღმოჩენილიყო, ეჩვენებინა, რა
შესანიშნავი ბრძანდებოდა. ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში
საკუთარი მხნეობა ასულდგმულებდა, ამაში მე ვერ გავეჯიბრებო-
დი. ყველა თავისიანი დაიბრუნა – ქმარი, ძმები და ბოლოს ვაჟი. მის-
თვის, ოჯახის სრული განადგურება საშინელებას არ წარმოადგენ-
და, მხოლოდ გარკვეული კანონზომიერება იყო. არ ვიცი, ეს კანონი
ქვის მაგიდებზე დაიწერა თუ არა, მაგრამ იგი ნამდვილად ქვისაა.
ცრემლის ხეობაა. აქაურობას სატანჯველად მოვევლინეთ. იყოს ნე-
ბა ღვთისა. ქვისაა და გვერდსაც ვერ აუქცევ, თანაც შესანიშნავი სა-
ბაბია: შეუძლებელია იყო ბედნიერი, ამიტომ არც ეცადო, წესია ასე-
თი. „ორესტეასა“ და ბერძნულ ტრაგედიაზე, რაც გინდათ, ის იფიქ-
რეთ, ჩემთვის კი ნიშანდობლივი ისაა, რომ წარმოდგენები ღია ცის
ქვეშ იმართებოდა, რათა იქ, ზევით, ვიღაცას ეხარხარა. იმის თქმა
მინდა, რომ ჰუმანურობაში არის რაღაც გიჟური, რომელიც ადამიანს
არ ეკუთვნის... აი, მისმენდით, რა სასიამოვნოა. იმედია, ცოტათი მა-
ინც დაგეხმარეთ... დაგვიწყებოდათ...
– იცით რა, ვაღიარებთ ამას თუ არა, ცხოვრებაში ყოველთვის
ვიღაცის დახმარების იმედი გვაქვს...
– სატყუარაა...
– შესაძლოა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ახლა აქ ვართ, მე
და თქვენ.
– მომიყევით ამ ქალზე.
– რა გითხრათ. ერთ დღეს მითხრა, აი, აქამდე და ამას იქით აღა-
რო. ეს მხოლოდ ტანჯვის უარყოფა არ ყოფილა, ეს სისავსის სიყვა-

88
რული იყო. ეს გრძნობა მას იმდენად ძლიერად ჰქონდა განვითარე-
ბული, რომ თეფშიდან ნარჩენების ლოღნას ვერ დასთანხმდებოდა.
მე კი ლაჩრულად ვუპასუხე, მაშინ ორივე-მეთქი. ძალიან გამიბრაზ-
და. „ეგ გამორიცხულია. ისე ლაპარაკობ, თითქოს მარტო შენ იყო
შეყვარებული. ჩემთვის აუტანელია იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლე-
ბა წავიდე და ჩემი ცხოვრების აზრი თან წავიყოლო. არასოდეს მეს-
მოდა, რას ნიშნავს „ძალიან ქალური“ ქალი და „ძალიან მამაკაცური“
მამაკაცი, თუ უპირველეს ყოვლისა არ ხარ ის, ვინც უყვართ. მაშინ
სიტყვა მომეცი. დამპირდი, რომ შენი სევდით არ გაამართლებ ყვე-
ლაფერს და მას არ ამოეფარები. ეკალ-ბარდებსა და ნანგრევებში
ჩაფლული მრუმე საცხოვრისი. არა, არ მინდა, რომ სიკვდილმა იმაზე
მეტი მიიღოს, ვიდრე წაღებას შეძლებს. მოგონებების კედლების
ცხრაკლიტულში ნუ ჩაიკეტები. არ მინდა, ქვების დამხმარედ ვიქცე.
ჩვენ ბედნიერები ვიყავით, ამიტომ ბედნიერების წინაშე ვალში
ვართ. “ აღარ ვიცი, კიდევ რა გითხრათ, ერთს დავამატებ, ყველაფე-
რი მას მივეცი, ახლა კი ის ყველაფერი კვლავ ჩემს ხელშია. სიყვარუ-
ლი ერთადერთი სიმდიდრეა, რომელსაც ხარჯვა ამრავლებს. რაც
მეტს გაიღებ, მით მეტი გრჩება. მე ქალით ვიცხოვრე და არ ვიცი,
სხვანაირად როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. მოგონებები გაინ-
ტერესებთ? აი, ერთ-ერთი. ქალი იწვა. უკვე ტკივილები ტანჯავდა.
დახრილი დავყურებდი... ძლიერი ხელი, მამაკაცის გვერდში დგომა,
ნუგეში, დაახლოებით ასეთი – „მე აქ ვარ. . . “ სხვა რა ქნას ადამიანმა.
თითები ლოყაზე მომადო. „შენ ისე გიყვარდი, ეს თითქმის ჩემი ქმნი-
ლებაა. თითქოს ცხოვრებაში რაღაც ნამდვილი შემექმნას. მათაც შე-
უძლიათ სცადონ, მათ, მილიონობით ადამიანმა, მაგრამ ეს მხოლოდ
წყვილს ძალუძს. რაც უნდა მილიონობით ითვალო, ორამდე მიხვალ. “
სხვა მცირე დეტალებიც გნებავთ? ძალიან ქერა თმა ჰქონდა... ხალი-
სი მისი ბაგეების სატრფო იყო და ვერ სცილდებოდა... თქვენ სულ
არ გგავდათ, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით, მაგრამ ახლა

89
არც თქვენზეა საუბარი, არც ჩემზე, არამედ იმაზე, რაც ჩვენ გვა-
ერთიანებს... მისი არარსებობის გამო... არსებობს ძალიან ცნობილი
გამოთქმა, ერთობ მოსაწონი, ვინაიდან ბრძნულია: „ცეცხლს მისაგე-
ბელი უნდა მივაგოთ. “ არა და არა, იმიტომ, რომ ცეცხლი მისაგებე-
ლის მიგებით არ ქრება და არც არასოდეს ჩაქრება. ქუჩაში ხანდაზ-
მული, განუყოფელი წყვილი ხომ დაგინახავთ, სიარულის დროს ერ-
თმანეთს რომ ეხიდებიან? აი, ესაა ცეცხლის მისაგებელი. რაც ნაკ-
ლები იქნება დათითოებული ადამიანი, მით მეტი წყვილი დარჩება...
ქალმა ცოტა მოიცადა და მშვიდად იკითხა:
– ღმერთო ჩემო, რა უნდა მოუხერხოთ ყოველივე ამას?
გონებაში უკეთესად რომ აღმებეჭდა, თვალები დავხუჭე. შენ
რომ მახსოვდე, ღრმა მოხუცებულობამდე ვიცოცხლებ. ყოველთვის
მექნება სამშობლო, მიწა, წყარო, ბაღი და სახლი: ქალის ნათელი.
თეძოების მიხრა-მოხრა, აფრიალებული თმა, ნაოჭები, რომელსაც
ერთად მოვხაზავთ, გამახსენებს, საიდან მოვდივარ. ჩემი სამშობლო
ყოველთვის ქალი იქნება და მხოლოდ გუშაგის პოსტზე დავრჩები
მარტო. რაც დავკარგე, ჩემი ცხოვრების აზრად იქცა. შეუბღალავი,
ნეტარი, უკვდავი... ქალის ნათელი. ვხედავდი, როგორ იბრძოდი,
ძალ-ღონეს იკრებდი, რომ ჩემთვის მოგესმინა და ხმაში ძველებური
ტემბრი, ახალი შთაგონება დაგეჭირა, მაგრამ დადგა მომენტი და გა-
დაწყვიტე, დამშორებოდი. მუდმივად ჩვენმა მშველელმა, დაცინვი-
თა და უჩვეულო გაცხარებით ჩართე კასეტა. ჩემი ხმა ჩაწერილი მუ-
სიკის ნაკადმა დაფარა. იყო ქუჩებიც, საკუთარ თავზე გაბრაზებუ-
ლი, იმედგაცრუებისგან ტიროდი, რადგან შენ გვერდით მყოფი ჭეშ-
მარიტი მორწმუნის რწმენას დაჰყევი და საკუთარ სახლში, მის
მკლავებში, მის მკერდზე აღმოჩნდი; ბოროტებისგან მივიწყებულ იმ
ადგილას, ჩვენ არაფერი გვემუქრებოდა, მე კი, ასეთი დამძიმებული
სულის ადამიანი, მივხვდი, რომ გადავრჩით. „ნუ გაიადვილებ ცხოვ-
რებას, მიშელ, საბაბად ნუ გამომიყენებ, იმისთვის, რომ აღარ შეიყ-
ვარო: სიკვდილი ბინძური არსებაა, მისი გამდიდრების არავითარი

90
სურვილი არ გამაჩნია. მალე აღარ ვიქნები, მაგრამ ქალად მინდა
დავრჩე. “ ლიდია, როდესაც უსაყვედურო ტონით ჩამჩურჩულე, იმ
ქალის გარდა სხვა არავინ იქნებაო, მივხვდი, რომ იმ ქალის მიმართ,
რომელიც მე მოგანდე, უკვე სინაზით განიმსჭვალე. ჩვენ დავბრუნ-
დით; დასრულდა ხეტიალი და ვპოვეთ სიმშვიდე. დასრულდა დიდი
დევნა, მივადექით თავშესაფარს და იქ ვიპოვეთ, რაც მოგვპარეს. შე-
იძლება მთავარი მე და შენ კი არა, ღირსებისთვის ბრძოლა იყო. მი-
უხედავად იმისა, რომ ჩვენგან მხოლოდ მოგონება რჩებოდა, მაინც
ადამიანი იმარჯვებდა. არ ვიცი, ეს ჩემი სუნთქვის ჩურჩულია, თუ
ჩემი მკერდიდან ამოსული მოხუცი მთხრობელის ხმა; ბნელა, მაგრამ
რჩება იმედი, რადგან ზანდუკში შეჭრილი სინათლე ყოველთვის გან-
საკუთრებით ლამაზია.
– როცა იანიკმა დღე და საათი მამცნო, ერის ველზე, სოფელ იმან-
სთან ვიყავით – ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ სახელწოდებებს
გავიხსენებდი, მეხსიერება ხშირად უსაგნო წვრილმანებით იტვირ-
თება. შენზე ისე მხიარულად და მეგობრულად მელაპარაკა, რომ ამ
თვეების განმავლობაში პირველად ვიგრძენი, როგორ ჩაგვესახა იმე-
დი. „ის ჩემი უცნობი დაა, მინდა აუხსნა, რაოდენ მჭირდება. მასთან
შეხვედრას ვისურვებდი, მინდა, გავუღიმო და მოვეხვიო. მაგრამ არ-
სებობს წინააღმდეგობა, ჩვენში ბიოლოგია ჭარბობს... ჩვენი ცხოვ-
რება კი ისეთია, თითქოს ზურგზე წარწერა გვქონდეს მიკრული:
„მოხმარების წინ შეანჯღრიეთ. “ არსებობს უსუსური სისუსტე, რო-
მელშიც ოდითგან ბრძოლა იგულისხმებოდა. იქნებ საშინლად ეგო-
ისტი ვარ, მაგრამ რატომ გინდა, რომ მე სიცოცხლე აღარ გავაგრძე-
ლო და არ ვიყო ბედნიერი, როდესაც აღარ ვიქნები? გთხოვ, ჩემი
მოგონება ჯიუტად შენახულ პატარა ფიგურად არ აქციო. გაეცი ჩემი
სიყვარული.
მიეცი იგი სხვა ქალს. ასე გადამარჩენ მე. ასე დავრჩები ქალად.
მიძინებისას ვეცდები, წარმოვიდგინო, როგორი და რა ასაკის ვიქნე-
ბი, როგორ ჩავიცვამ, რა ფერის თვალები მექნება ამჯერად. . . “

91
ქალმა სინათლე აანთო. დაღლილ, მსუბუქად დაღარულ სახეზე,
იმ ყველაფრის კვალი აჩნდა, რომელიც უერთმანეთოდ ერთად გამო-
ვიარეთ და რომელიც ოცწლიან ერთობლივ ცხოვრებას გვჩუქნიდა.
მზერა, მხრები, მოუწესრიგებელი ჭაღარა თმა, ბაგეებში გამომ-
კრთალი მიამიტობა, ყველაფერი ერთად თრთოდა, შფოთავდა და
ღელავდა...
– ტაძრის აღმშენებელი ფრანგები აღარ არსებობენ, თქვენ ერ-
თადერთი ხართ ასეთი... ხვალინდელი დღის არაფერი ვიცი, მიშელ.
ასეთ ფუფუნებას ჩვეული არ ვარ. მე მხოლოდ პატარა დღევანდელი
დღეებით ვცხოვრობ. ვიცი, ეს არის ძველი და კეთილშობილი ბრძო-
ლა, კაცის, ქალის, წყვილის, ყველაფრის მომხრედ და წინააღმდეგ,
მაგრამ სურვილი არ მაქვს, ისტორიაში ვიქექო. ჩვენი სახეების და-
ნახვა მინდოდა, რადგან სიბნელე ყოველთვის ცოტათი მაცდურია.
თქვენ აქ იწექით, ჩემ წინ, მრავალ დამსხვრეულ ფარსა და ხმალს
შორის და... და მე აქ რა მესაქმება?
– მე ხომ მთელი ცხოვრება წინ მაქვს და შემიძლია გაჩუქოთ იგი.
– თქვენი სიცოცხლე რად მინდა. მე იგი არაფერში მჭირდება. სა-
კუთარი სიცოცხლეც ყელში ამომივიდა. თქვენ შესანიშნავი რამ შე-
ძელით: რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გამოართვით ღმერთს და
სიყვარულს მიუძღვენით. ჩემთვის ეს დიდებული რამაა. მეტისმეტიც
კია ქალისთვის, რომელიც მუშაობს. ერთი კარგად შემომხედეთ.
ჭრილობებით ვარ დაფარული. არ წამოვალ ჯვაროსნულ ომში წყვი-
ლის საფლავის გასათავისუფლებლად. წმინდა მიწაზე მამაკაცები
ადრე მაინც მიდიოდნენ მარტო. ბედნიერი მხოლოდ ჩემთვის მინდა
ვიყო. ადამიანთა მთელი მოდგმის ბედნიერებისთვის ბრძოლას არ
ვაპირებ. თქვენ წარმოიდგინეთ, ფრენაც კი არ შემიძლია. ფრთები
არ მაქვს. მე უმცირესი რამ ვარ და კიდევ უფრო მცირეს ვითხოვ.
მინდა ცოტა სიმშვიდე, სინაზე, თავაზიანობა, მაგრამ ყველაფერს ქა-
რი წაიღებს– რატომაც არა, ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქარი ბედ-
ნიერი?

92
– ასეთნაირად გინდათ მითხრათ, რომ მომთხოვნი ხართ...
– დიახ, და თანაც ძალიან.
– თავიდანვე მთების გადადგმას ნუ შევუდგებით. გარწმუნებთ,
მთები თვითონ მოვლენ ჩვენთან. თუ გგონიათ, რომ ახლა ჩემში რა-
ინდი ზის, ძალიან ცდებით. არც იმას გეტყვით, რომ მიყვარხართ.
გთავაზობთ, ვცადოთ-მეთქი. არავითარი მიზეზი არ გვაქვს პატივი
მივაგოთ უბედურებას. არავითარი.
ქალმა პენუარი ჩაიცვა, სიგარეტს მოუკიდა; ნერვიულად სცემდა
ბოლთას და ბრძოლის ჟინით ანთებული უსუსური ადამიანივით ხე-
ლებს იქნევდა.
– ქალი უნდა გადავარჩინოთ, არა? მან გითხრათ, ჩემგან სხვა ქა-
ლი შექმენიო? სურვილი არა მაქვს, თქვენსავით ერთი და იგივე მო-
გონებები ვატრიალო... ოჰ, მაპატიეთ. უკვე აღარ ვიცი. შესაძლოა
უნარი აღარ შემწევს ისე გამინათდეს გონება, ბრძოლის გაგრძელე-
ბა შევძლო. გონების ამ გამონათებას სიბრმავე ჰქვია. არ მახსენდე-
ბა, ვინ თქვა, რომ ცხოვრებაში ყველა წარმატება წარუმატებელი
მარცხია...
– ლაროშფუკომ?
– არა, ეს ლაროშფუკო არ არის.
– ოსკარ უაილდი?
– არა.
– მაშინ, ლორდ ბაირონი.
– არა.
– ლიდია, მე თქვენ საუკეთესოებს გთავაზობთ. ლაროშფუკო, უა-
ილდი, ბაირონი. მწვერვალები. ჩემთან მუდამ მწვერვალებია. გა-
იცინეთ, მეტი სინათლე მოდის. და არ მითხრათ, კარგად არ გიცნო-
ბო. ანდა, მეშინია, არ შევცდეო. იმედია, კეთილგონიერების შენარ-
ჩუნებას არ მომთხოვთ, იმ დროს, როდესაც გაუგებრობის წინააღ-
მდეგ შანსი ორჯერ მეტი გვაქვს. დახუჭეთ თვალები და შემომხე-
დეთ. ყველა ჭეშმარიტება საცხოვრისად არ გამოდგება. ხშირად იქ

93
გათბობა არ არის და ადამიანი სიცივისგან კვდება. არარაობა სწო-
რედ იმიტომ არ მაინტერესებს, რომ არსებობს.
– რომანტიკული ხართ?
– ნაგავთან შედარებით, ვარ. რეალობის უარყოფაზე არ ვსაუბ-
რობ, უბრალოდ, მის ჭკუაზე არ უნდა იარო. ჩვენ რომ ნაკლებად
ბედნიერები ვყოფილიყავით, ისეთი ბედნიერები არ ვყოფილიყავით,
რომ მტრის არსებობა გადაგვვიწყებოდა, იანიკი დროზე შენიშნავდა
დაავადებას და შესაძლოა, გადარჩენილიყო კიდეც. ჩვენ დაგვავიწ-
ყდა, რომ ბედნიერება ბასრი კბილებითაა გარემოცული. უხილავი,
მოულოდნელი მტერი მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც პირი უკ-
ვე გამოტენილი ჰქონდა. იგი ნამდვილი საზიზღრობაა, მანკიერი და
საძაგლად ლაჩარი. თქვენ დამსხვრეულ ხმლებსა და დალეწილ ფა-
რებზე მელაპარაკებოდით, დიახაც, მათი რაოდენობა თანდათან მა-
ტულობს. კიდევ ბევრი სუსტი დასჭირდებათ. მაგრამ ამ სისუსტეს,
ამ სიფაქიზეს, ჩვენს ძრწოლას წუთისოფლის წინაშე, სწორედ ამას
ჰქვია სულიერი სიძლიერე. შეამჩნევდით, რომ სიტყვა „სული“ ჩვენი
ლექსიკონიდან გაქრა. ვამჯობინებთ, არ შევეხოთ, თორემ დავინა-
ხავთ, როგორ დავეცით. შეიძლება სასაცილოები ვართ, მე და თქვენ,
ორი ტივტივა, რომელიც ერთიმეორის შველას ლამობს; დაე, ვიყო
მასხარა, ეს ჩემთვის პატივია. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ფურ-
თხითა და კრემიანი ნამცხვრით მოიხაზა ის, რასაც ადამიანის სახე
შეიძლება ვუწოდოთ... არ მინდა, აღარარსებული ქალის მიმართ
ჩემს სრულ ერთგულებაში ოდნავ მაინც შეგეპაროთ ეჭვი, ეს ვერ
მოკვდება და ახლა თქვენი ჯერია...
მის ხმასა და თვალებში ჯერ კიდევ კრთოდა ბრძოლის ჟინი. კარ-
გად ვიცოდი, რასაც ნიშნავდა ეს აწეული ტონი, უიარაღო თავდას-
ხმა და ფრთების ფართხუნი– ქალი პანიკამ მოიცვა, რადგან აღმოა-
ჩინა, რომ რწმენის უნარი შერჩენოდა.
– არ ვიცი, აცნობიერებთ თუ არა, ჩემ მიმართ როგორი გულგრი-

94
ლობით, მეტი რომ არ ვთქვათ, სისასტიკით ცდილობთ, კიდევ ერ-
თხელ შეიყვაროთ სხვა ქალი. თქვენ ცდილობთ, ოკეანე ცურვით გა-
დალახოთ; თქვენს შემყურე ადამიანს სურვილი ეუფლება, წყალში
გადმოხტეს და დახრჩობას გადაგარჩინოთ... სასოწარკვეთილი კაცი
სანდო არ არის.
– მერე?
– მერე, სამწუხაროა, რომ გიტარაზე დაკვრა არ ვიცი, მიშელ, ჰი-
ტი შეგვეძლო შეგვექმნა. სონია მუსიკალური თეატრების დირექ-
ტორს იცნობს, იქნებ მოსმენაც მოეწყო ჩვენთვის.
– ირონიაა, არა, გასაგებია. ყველა ისე იცავს თავს, როგორც შე-
უძლია. თუ ერთ მშვენიერ დღეს, აღარ მეყვარება, ეს იმისი ნიშანი
იქნება, რომ ფილტვები აღარ მაქვს. ახლა თქვენ აქ ხართ, ქალის ნა-
თელი დგას და უბედურება ცხოვრების წესი აღარ არის. დილის ხუ-
თი საათია, უკვე ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს, ალბათ ქვა
ქვაზე აღარ დარჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენება უნდა დაიწყოს.
სრული გაცამტვერების შემდეგ, დგება მომენტი, როდესაც ყველა-
ფერს ხელუხლებლობის იერი ეძლევა. მე აქ პირველყოფილ და ვე-
ლურ ჰიმნს გიმღერით, რადგან სხვანაირად განვლილ ცხოვრებას
ვერ გადმოვცემ. ამბობენ, რომ „ილიადა“ ეპოპეაა და მასში აღწერი-
ლი ათასობით საგმირო ბრძოლით ადამიანები აღფრთოვანებულები
არიან. ბევრად უფრო ძნელია, გაიხსენო წყვილი, რომელიც სიტ-
კბოებაში ბერდება, თუმცა იგი ჩვენს ყველაზე ლამაზ გამარჯვებას
წარმოადგენს. ალბათ ვერ გრძნობთ, როგორ მიყვარდა, ახლა რო-
გორ მიყვარს სხვა ქალი და ამიტომ მაქცევთ ზურგს. ან თქვით: „მოგ-
ვბეზრდა ქალებს, ვიყოთ დედები, რომლებიც მხოლოდ გაიღებენ. “
ეჰ! მერე ვინ გელაპარაკებათ ამ სადღაც არსებულ მეორე ნახევარ-
ზე? მე თქვენ წყვილზე გესაუბრებით, წყვილში კი არავინ იცის, რო-
მელია მიწა და რომელი მზე. ეს სხვა ჯიშია, სხვა სქესი და სხვა სამ-
ყარო. მაშინ მელაპარაკეთ „დამოუკიდებლობაზე“, სეპარატისტების

95
ამ განთქმულ „დამოუკიდებლობაზე“, „ქალებისა“ და „მამაკაცების-
თვის“
დაცალკევებულ საპირფარეშოებზე, სადაც განვმარტოვდებით
და სიყვარულით ჩავუჯდებით საკუთარ თავს. „დამოუკიდებელი“ კა-
ცი, „დამოუკიდებელი“ ქალი, ეს არის ხმაური, რომელიც მოდის შო-
რიდან, ყინულად ქცეული დიდი სიმარტოვეებიდან, სადაც მარხილ-
ში შებმული ძაღლების გარდა არავინაა: ჩვენ კი ამ ხმაურს დიდი მო-
წიწებით უნდა ვუსმინოთ; ეს პატივი არაფრის მქონეთა ხვედრია. მა-
ლე, თქვენ მე დამტოვებთ, მაგრამ არსებობს წუთები, რომლებსაც
მეხსიერება აქვთ. ეფემერულობა გამონათებებით ცოცხლობს, მე კი
ბედნიერებისგან რენტას არ ვითხოვ. საათს შევხედავ, ავდგები, ჩა-
ვიცვამ, მადლობას გადაგიხდით: „მადლობას მოგახსენებთ კომპანი-
ის გაწევისთვის, დრო ძალიან მალე გავიდა, იმედია, ჩემმა ხმამ მე-
ზობლები ძალიან არ შეაწუხა“; თქვენ შეძლებთ თმის დავარცხნას,
მოწესრიგებას, „დავიბრუნებთ გონებას“, როგორც ამბობენ ნათელი
გონების ადამიანები, მათი მარტო სახელიც კი ისე ჟღერს, როგორც
სისხლში ქონი. რა ბანალურია, ხშირად ათასი წვრილმანის ბაზარზე
იაფფასიანი საგნებით ვერთობით, ყველაფერი ბუმბულივით მსუბუ-
ქია; სიყვარული უკვე მოძველდა, გაცვთა, ექოს მოკვლას ვლამობთ,
რომ აღარ გამეორდეს, მაგრამ იმისთვის, რომ რაიმე კვლავ გვათ-
ქმევინონ, ჯერ სახმო სიმები უნდა ამოგვაგლიჯონ. თქვენ მას სრუ-
ლებით არ ჰგავხართ და სწორედ ამით უზრუნველყობთ მის მუდმი-
ვობას.
– მიშელ, მიშელ...
ქალი საწოლზე გვერდით მომიჯდა. იქნებ მისმენდა კიდეც, მაგ-
რამ ჯერ ხმა არ გვქონდა. ჯერჯერობით, ჩვენი ხმა მხოლოდ გულ-
ზიდვა იყო.
– მეგობარო, მეშინია, რომ ცხოვრება თავის სიმაღლეზე არ აღ-
მოჩნდება. ის ძალიან მალე იღლება. სამწუხაროდ, ქვები ექოზე არ
ოცნებობენ, მათნაირი კი ბევრია.

96
– დიახ, ერთმა დიდმა პოეტმა ეს შესანიშნავად გამოხატა. ერთმა
დიდმა პოეტმა, რომელსაც არაფერი დაუწერია, არც სიყვარულზე
უსაუბრია და ამით გვითხრა, რაოდენ დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს
ცხოვრებაში მის არარსებობას... მე მეცოდება ისინი. როდესაც ქალი
გიყვარდა მთელი თავისი თვალებით, მთელი თავისი რიჟრაჟით,
მთელი ტყეებით, ველებით, წყაროებითა და ჩიტებით, ხვდები, რომ
იგი ჯერ საკმარისად არ გყვარებია და რომ სამყარო მხოლოდ და-
საწყისია იმისა, რაც დაგრჩათ გასაკეთებელი. თქვენთვის არ მით-
ხოვია ამ რელიგიის ჩემთან ერთად მიღება, ვიცი, რომ უბრალოდ
გინდოდათ, დახმარებოდით ქალს, მშვიდად მომკვდარიყო. მთელი
ღამე ვილაპარაკეთ, მაგრამ თქვენთვის არაფერი მითქვამს, ვინაი-
დან მასზე თქვენი ბაგეები მესაუბრებოდნენ. თქვენ ვერასოდეს გაი-
გებთ, როგორ გენდობოდათ და როგორი იმედი ჰქონდა თქვენი. ჩვენ
ხშირად დავდიოდით ფლოში, ტყე ზღვაზე მეტად უყვარდა, რადგან
ზღვა ცვალებადია. იცოდა, რომ განწირული იყო, მაგრამ ბუნების
წიაღში ეს არ იგრძნობოდა. როდესაც ეკითხებოდნენ, ზოდიაქოს
რომელი ნიშანი იყო, ღიმილით პასუხობდა, ციცინათელაო. იგი სიყ-
ვარულით ეხებოდა შავ კლდეებს, რომლებიც თრთოლვასა და წარ-
მავლობაზე ოცნებობენ. ჩვენ ხეებს შორის მივდიოდით სხვა წყვი-
ლის შესახვედრად ათასი წლის, ათი ათასი წლის შემდეგ, რადგან
სიცოცხლესაც სჭირდება ცხოვრების აზრი. იგი ამბობდა, რომ მე
იდეალიზებას ვახდენდი და ამით ქალი რეალურობას კარგავდა; ასე
უკეთესიც იყო, ქალი თავს ნაკლებად წარმავლად გრძნობდა; ადა-
მიანობას მოკლებული, იგი ნაკლებად მოკვდავი ხდებოდა. კარგად
მახსოვს ეს მხარე, ეს გზა, ნემსიყლაპიებით განათებული ლურჯი გუ-
ბურა, მზის ხანმოკლე ციმციმი სიბნელეში. მტერმა უკვე გვძლია;
ჩვენი დღეები დათვლილი იყო; მთელ იმედს თქვენზე ამყარებდა.
„მინდა, რომ ის ქალი აქ წელიწადის ამავე დროს მოვიდეს, როდესაც
იასამნისფერი მანანები კვლავ გააფერადებს აქაურობას და ერთმა-

97
ნეთს ხელს ჩაჰკიდებთ, შენს ხელს ჩემი ხელი გაახსენდება. რამდენი-
მე ლამაზი ლექსიც კარგი იქნებოდა, მაგრამ როგორ გინდა, პოეტმა
სიყვარულზე ილაპარაკოს, ეს ხომ ორიგინალურობის არქონას ნიშ-
ნავს და უზარმაზარ შინაგან ძალას მოითხოვს. რა სიყვარული, რა
წყვილი, მალე მარსს აღმოაჩენენ და მთვარეზე დაადგამენ ფეხს,
კარგი რა, რა დროს წარსულში ყურებაა. და მაინც, ვინ თქვა, რომ
რაც ქალურია – კაცია და რაც მამაკაცურია – ქალია? არავინ. ვიცი,
რომ წარმოუდგენელი სისულელეა, რომ რაღაც ტექნიკური მიზეზე-
ბის, ორგანოების პრობლემების, ვირუსებისა და ღმერთმა უწყის კი-
დევ რის გამო, შენი მიტოვება მიწევს, მაგრამ მენდე, მე სხვა ქალის
სახით დაგიბრუნდები. მასზე ბევრს ვფიქრობ. სასაცილოც კია ჩემი
თავდაუზოგავი ზრუნვა მის სილამაზეზე. სრულებით არ ვიცნობ, იქ-
ნებ თანადგომის გრძნობა არ აქვს, მაშინ მე და ის ვერ მოვრიგდე-
ბით. მიუხედავად ამისა, ძალიან დავეხმარე, რადგან უჩემოდ სიცოც-
ხლე არ შეგიძლია, ამიტომ იმ სხვას გამზადებულ ადგილს ვუტოვებ.
ქურდივით წასვლას არ ვაპირებ; უნდა დამეხმარო, რომ ქალად დავ-
რჩე; ჩემი დავიწყების ყველაზე დაუნდობელი გზა იქნება, თუ შენ
სიყვარულს აღარ გააგრძელებ. უთხარი მას. . . “ გაგრძელებას რაღა
აზრი აქვს, ლიდია? შენც კარგად იცი, კარგად ხედავ: ჩვენ აქ ვართ.
პურს გამოგონება აღარ სჭირდება, წყაროს წყლისგან არაფერი ეს-
წავლება, გული სისხლს არ უხსნის, რითი ცოცხლობს... დიდი ხანია
ვიცით, როგორ შეიქმნა უსიცოცხლო სამყარო, როგორ გამაქვავებ-
ლად აკლდა მას ქალის ბაგეები. მაშ, გააგრძელონ წუხილი, იმის გა-
მო, რომ მიწა მტვრად იქცა, მე კი სულ აღარ მანაღვლებს, ვინ მტვე-
რია და ვინ ღმერთი, რადგან არც ერთია ქალი და არც მეორე. ზოგ-
ჯერ რეიმსისა და შარტრის ტაძრების მოსანახულებლად მივდიოდი,
რათა მენახა, როგორ შეიძლება ცდებოდეს ადამიანი...სიცოცხლის
აზრს ბაგეების გემო აქვს. მე იქიდან დავიბადე. იქიდან მოვდივარ.
ქალი ჩემკენ დაიხარა; ვერ ვხვდებოდი, ეს სახე, რომელიც ასე მო-
მიახლოვდა, ბოლოს და ბოლოს, სწორედ ის იყო, თუ უბრალოდ,

98
მხოლოდ წყალს მაწოდებდა. უეცრად, მთელი გზნებით მომეკრა და
ძლიერად ჩამიხუტა, ისე, როგორც ჩემს შორეულ მოგონებებში.
– მიშელ, შენ ქურდი ხარ. ეკლესიების მძარცველი. ეკლესიების
წაბილწვისთვის ერთხელაც იქნება, დაგაპატიმრებენ.
ჩემი ხელი აიღო და გაუღიმა.
– უყურე, მუშტი გქონია. ნეტავ, რისი მაქნისია?
– იმისი, რომ მუშტებზე ვიოცნებო. მუშტები ჯერ არ არსებობენ,
ისინი ჰომეროსმა გამოიგონა. არსებობს ერთი ლეგენდა, რომელსაც
ძველი ბორკილები უყვებიან ახლებს იმისთვის, რომ სიმტკიცე შემა-
ტონ.
– მერე რა, მიშელ? რა?
მის ტუჩებს შევეხე, დიდხანს ვეალერსე, რათა ჩემს თითებს ლოც-
ვა გაეგრძელებინათ. ხელი თმაში შევუცურე, ასაკისგან მას ის აეღო,
რაც ყველაზე ნათელი იყო. შემდეგ ნაოჭებზე გადავედი – ღიმილის
დროს, შუბლზე, წარბებს შორის ჯვარცმასავით ჩამჯდარი, თვალე-
ბის გარშემო, საოცრად ნაზი და დახვეწილი ღარები. ცხოვრება ამ
საქმის დიდოსტატია.
– ახლა შენ აქ ხარ და ქალის ნათელიც აქ არის. იქნებ სხვა კაცებს
შეუძლიათ სხვაგან ცხოვრება, მაგრამ მე არა.

99
IX
თვალები რომ გავახილე, დღის ფერმკრთალი შუქი დავინახე,
რომელიც ფარდებიდან ნაგვის ყუთების ხმაურის თანხლებით მოძ-
ვრებოდა. ღამის საფარი სწრაფად ქრებოდა და უხილავობა ძალას
კარგავდა: ავეჯმა, ტანსაცმელმა, კედლის საათის ციფერბლატმა,
ჩემ გარშემო ყველაფერმა ხორცი შეისხა. ღამის ნაკვალევში ლიდიას
ცალ ხელს ვხედავდი, ცარიელსა და მარტოდმარტოს. ქალისკენ და-
ვიხარე და წამიერად მასში ჩავიმალე. ნამდვილად თავი მოიმძინარა,
ჩემთვის რომ საქმე გაეადვილებინა. იქნებ ჩემს წასვლას ელოდა,
რადგან ცხოვრება ხანგრძლივია და ალბათ შიშის განცდა ეუფლებო-
და. ავდექი და ტანზე ჩავიცვი. ერთ საათში დამლაგებელი იქ იქნე-
ბოდა, მე კი მინდოდა, მასზე ადრე მივსულიყავი. მინდოდა თავთან
დავჯდომოდი, მცირე ხნით დავლოდებოდი, რადგან ადამიანმა სიკ-
ვდილის შესახებ არაფერი იცის და თანაც ჩვენ ერთმანეთს უსიტყვო-
დაც ვუგებდით. თუმცა შევთანხმდით, რომ შემდეგ, მე მას აღარასო-
დეს ვნახავდი.
– წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ვიქნები. თურმე ადამიანს წყნა-
რი, დამშვიდებული სახე აქვს, ეს ხომ დამატებითი საძაგლობაა...

100
ოთახში დავბრუნდი. ლიდია იქ აღარ დამხვდა. სამზარეულოში
გასულიყო. უსიტყვოდ დავუჯექი წინ და ყავა დავლიე. სახეზე დღის
სინათლე დაჰფენოდა. რა ძვირფასი მეჩვენა ტანჯვისგან დატოვებუ-
ლი ყველა კვალი, ეს მიწისფერი სიფერმკრთალე და ნაოჭები! დი-
ლის მეძველმანე სრულ წაგებაში იყო და კიდევ იმის სიყვარულს
გვთავაზობდა, რაც თვითონვე დააჭკნო.
– ლიდია, მინდა იქ წამომყვე.
– კარგი.
– ამის შემდეგ გავემგზავრებით. პასპორტი გაქვს?
– მაქვს. ცოტა ხნის წინ, გასაქცევად ვემზადებოდი.
– იქიდან პირდაპირ რუასის აეროპორტში წავიდეთ. შეგვიძლია
ჯერ მექსიკაში ჩავიდეთ.
ტელეფონმა დარეკა. დიდხანს რეკა. ქალი არ განძრეულა.
– ეს ალენია. ყოველ დილას მირეკავს... ასე შორს ვერ გამოგყვე-
ბი, მიშელ. შენში ქალის სიყვარულის ისეთი რელიგიური გზნებაა,
რომელიც რელიგიურ გზნებას უფრო ჰგავს, ვიდრე ქალის სიყვარუ-
ლის ჟინს. შენი დაცემა ჩემთვის ძალიან მაღალია. ძალიან მაღლა
ეცემი. შენ სიყვარულისგან ხარ მთვრალი და ისიც არ ვიცი, ვინ ხარ
სინამდვილეში. მარტო გაემგზავრე და სამი, ექვსი თვის შემდეგ, არ
ვიცი, როდესაც დაბრუნდები, ვცადოთ ერთმანეთის გაცნობა. მომა-
ვალი გვიჩვენებს. მინდა ვცდებოდე, მხოლოდ ამას ვითხოვ, მაგრამ
შენც უნდა დამეხმარო. ეს ადვილი არ იქნება, იგი მხოლოდ ყოველ-
დღიური წვალებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, მტკაველ-მტკაველ მიიღწევა. ერ-
თმანეთისკენ მუდამ ხოხვით მივიწევთ. ახლა შენ შენ არა ხარ. შენ
ის ქალი ხარ. მეტსაც ვიტყვი, საუბარი არც მხოლოდ მასზეა, არც
შენზე, მით უფრო, ჩემზე; საქმე უმაღლეს ბრძოლას ეხება. ადამიანის
ღირსების დასაცავად, რაღაც ველურ ბრძოლაში ხარ ჩაბმული.
მარცხს არ ნებდები. მუშტები გაქვს შეკრული. კარგად მესმის, რომ
საქმე ჩვენ ყველას გვეხება, როგორც ყოველთვის, როცა უბედურე-

101
ბას უნდა მოეღოს ბოლო. იმ შესანიშნავ შვეიცარიელ და შვედ ქი-
რურგებზე მეფიქრება, ბეირუთის ნანგრევებში რომ დადიან და იმა-
ზე მეტის გადარჩენას ახერხებენ, ვიდრე თვითონ ჰგონიათ, მაშინაც
კი, როცა ჰგონიათ, რომ ვერავინ გადაარჩინეს... შენ კი ისე ძლიერ
გიყვარს სხვა ქალი, რომ გადაწყვეტილების მიღება გიადვილდება.
– შენ შენი ანგარიშები გაქვს, ლიდია. არ ვიცი, რას ნიშნავს ნა-
თელი გონებით იმედოვნებდე. სიყვარული არის მოგზაურობა რუკი-
სა და კომპასის გარეშე, სადაც მხოლოდ წინდახედულება გიბნევს
გზა-კვალს. შენ დაფიქრდი და მიიჩნიე, რომ ქალის მიმართ ბრმა
რწმენით ვარ შეპყრობილი. „პირველსავე სამლოცველოსთან შეჩერ-
და და ლოცვა დაიწყო. “ აბა, მითხარი, ჩვენს ასაკში ასე ვინ დაგელა-
პარაკებოდა? ვინ გაბედავდა? დღესდღეობით ვინ გაბედავს თავის
მუდმივობაზე საუბარს? ვინ გაბედავს, გითხრას, რომ ღირსება, გა-
ბედულება, შეგნება და სიმამაცე იყო მამაკაცი, იგივეა, რაც იყო ქა-
ლი? კიდევ ერთხელ გიმეორებ, სიყვარულს არ გთხოვ, ძმობაზე გე-
ლაპარაკები. გთხოვ, უბედურების შესაბღალად გვერდში დამიდგე.
ადამიანისთვის ამაზე დიდი ზეიმი არ არსებობს. ქალი, მამაკაცი –
და აი, კამათელი ისე ჯდება, რომ ერთბაშად აქრობს შემთხვევითო-
ბას. ცრუ ტაძრების გარემოცვაში რომ გზა გავიკვლიოთ, უდიდესი
გულმოწყალება გვჭირდება.
– მიშელ, ხელოვნური სუნთქვით შეიძლება გააცოცხლო ადამი-
ანი, მაგრამ შეუძლებელია მუდმივად ასე შეინარჩუნო სიცოცხლე.
– ჩვენ შემდგომში ვიცხოვრებთ. ახლა კი შანსს შანსი მივცეთ.
ჩვენს დროში ყველა მარტოობისგან ღრიალებს, მაგრამ ვერავინ
ხვდება, რომ სინამდვილეში სიყვარული აყვირებთ. როდესაც ადა-
მიანი მარტოობისგან აღრიალდება, ეს ყოველთვის სიყვარულის გა-
მოძახილია.
– მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა პარიზში დარჩენა
ჯობდეს, რადგან ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ოცნების ქვეყა-
ნაში ყოფნა, თანაც ასე უფრო მალე გავარკვევთ, როგორი არჩევანი

102
გავაკეთოთ...
ქალმა თვალები დახარა. ნამცეცებს ხელით ნერვიულად ათამა-
შებდა. ყველაფერი ინგრეოდა, ხელიდან მისხლტებოდა და დაჭერას
ვერ ვახერხებდი.
ტელეფონმა დარეკა.
– ხომ ხედავთ, – ვუთხარი მე, – აქ მუდამ ეს ზარი დარეკავს, ჩემ-
თანაც და თქვენთანაც. უნდა წავიდეთ აქედან.
ყავით სავსე ფიალა ქალს ორივე ხელით ეჭირა და რაღაცაზე ფიქ-
რობდა. დღე ძალას იკრებდა, ჩვენ კი სამზარეულოში ვიყავით.
– ძალიან კარგი. ახლავე ჩავალაგებ ჩემოდანს.
უეცრად, გამახსენდა, რომ სამგზავრო ჩანთა სენიორ გალბას საგ-
რიმიოროში დამრჩა. პასპორტი და სამგზავრო საბუთებიც იქ მქონ-
და. ლიდიამ ტელეფონების წიგნში „კლაპსისის“ ნომერი მოძებნა,
მაგრამ არავის უპასუხია. გამახსენდა, რომ მაესტრო სასტუმრო „კი-
ონში“ გაჩერდა და იქ დავრეკე.
– გეთაყვა, სენიორ გალბას ვერ დამალაპარაკებთ?
ქალის ხმამ მიპასუხა და თხოვნა გავუმეორე.
– ვინ კითხულობს?
– უთხარით, რომ ლას ვეგასელი მეგობარი კითხულობს.
მოპასუხე დუმდა...
– თქვენ მისი მეგობარი ბრძანდებით? იგი... ის... მუსიე, არ შე-
გიძლიათ აქ მობრძანდეთ? ვერ არის კარგად.
– გული?
– არა, მაგრამ ძალიან უცნაური ადამიანია და...
ხმა ვიცანი, ეს ის გოგონა იყო, „კლაპსისის“ წინ ქუჩაში რომ გა-
მოგველაპარაკა.
– მადმუაზელ, წუხელ გელაპარაკეთ, მეგობარ ქალთან ერთად
მანქანაში ვიჯექი.
– ჰო, მაშინ კარგად უნდა იცნობდეთ მას. მთხოვა, სასტუმროში

103
მასთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ... აქ დარჩენა აღარ მინდა. მა-
შინებს.
კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ სენიორ გალბას ხმა შემო-
მესმა:
– აჰ, თქვენ ყოფილხართ. დიახ, თქვენი სამგზავრო ჩანთა მე
მაქვს. ჩემს საგრიმიოროში დაგრჩათ... მართლა, იცით, მატო გროსო
რომ მომიკვდა?
– გაზეთები ჯერ არ წამიკითხავს.
– დიახ, გული გაუსკდა. აი, ასე... ბუჰ!
– Smrt.
– ზუს-ტად. საუკეთესოებს ასე ემართებათ. ისეთი შეჩვეული ვი-
ყავი, ჩემს ცოლს ძალიან უყვარდა. დაბერდა და მარტო დარჩენისა
ეშინოდა. გადაწყვიტა, პირველი წასულიყო... სულ რაღაცაზე ღე-
ლავდა. მე კი კარგად ვარ, ორწლიანი კონტრაქტები მაქვს. ამ ხალ-
ხმა იცის თავისი საქმე და არ დაუშვებდნენ, ჩემი მასშტაბის ხვრელი
რომ გასჩენოდათ პროგრამაში. მარტოს საშინლად მომენატრება, ძა-
ლიან შეცდა. ახლა რომ გელაპარაკებით, სწორედ ამის დასტურია.
როგორ ფიქრობთ, მაქვს ისეთი კაცის ხმა, რომელიც წუთი წუთზე
სულს განუტევებს?
– არა, რა თქმა უნდა.
– შესანიშნავ ფორმაში ვარ. ქალთანაც კი გავატარე ღამე.
– გილოცავთ.
– არ ვიცი, რა მეშველება ამ ძაღლის გარეშე.
– სხვა გაიჩინეთ.
– დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მეგობრობას დრო სჭირდება. ერთ
დღეში ეს ვერ მოხერხდება. არსებობს საერთო მოგონებები, ჩვევე-
ბი. თათებზე თავს რაღაც განსაკუთრებულად დადებდა ხოლმე და
ისე მიყურებდა, თითქოს მის ცხოვრებაში ერთადერთი ვიყავი, რა-
საც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა... გამოგიცდიათ ეს?

104
– დიახ. მეც მომსვლია ასე. მეც დამიდვია თავი თათებზე და მი-
ყურებია ვიღაცისთვის ისე, თითქოს ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ის
ერთადერთი იყო მნიშვნელოვანი... ახლა კი უნდა დაგტოვოთ, გალ-
ბა. მელოდებიან.
– ის ძაღლი დროზე ადრე მოკვდა. ძალიან შეცდა. არადა, შესა-
ნიშნავი ინტუიციის პატრონი იყო. უნდა ეგრძნო, რომ გარკვეული
დრო ისევ დამრჩენია. სწორი პროგნოზი ვერ გააკეთა. სიცოცხლით
სავსე ვარ, დამიჯერეთ. თანაც მსოფლიოში საუკეთესო ნომერი
მაქვს. ამ ღამით კიდევ ერთი რეპეტიცია ჩავატარე. უ-ნაკ-ლო-ა!
სათქმელს ბოლომდე ამბობს. ჰა, როგორია?
– ჩანთის წასაღებად ერთ საათში გამოვივლი. კონსიერჟთან და-
ტოვეთ.
– არა, არა, ამოდით, ამოდით. ორმოცდამეჩვიდმეტე ოთახია.
თქვენც მიემგზავრებით?
– დიახ.
– შორს?
– კარაკასში.
– ძალიან ლამაზი ქალაქია. პირდაპირ ოთახში ამოდით. ჩემთან
ნაცნობი ქალი იყო, მაგრამ ეს წუთია წავიდა. ფულიც არ აიღო. დი-
დი მშიშარა ვინმეა. მოდით, მოდით. სასტუმროს ნომრებს ვერ ვიტან.
თქვენი იმედი მაქვს.
– გალბა, იცით, რა, წუხელ ცოლი გარდამეცვალა, მასთან უნდა
მივიდე. იქიდან პირდაპირ თქვენთან წამოვალ.
– შესანიშნავია. ოღონდ არ გამოფხიზლდეთ!
– რომც მინდოდეს, ვერ შევძლებ.
სამზარეულოში გავედი. არ ვიცოდი, სად დავკარგე, რასაც ვეძებ-
დი და აღარც ის მახსოვდა, რას ვეძებდი. სამზარეულოში არ უნდა
ყოფილიყო, ამიტომ სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, შემდეგ საძინე-
ბელში, მაგრამ არც იქ იყო. ლიდია კედლის კარადებს აღებდა და
ტანსაცმელს ჩემოდანში ისროდა. თვალს ისე მარიდებდა, თითქოს

105
ეშინოდა ჩემი. იქნებ ფიქრობდა, რას ველოდებოდი, რატომ აღარ
მივდიოდი, ყოველთვის არსებობს ცარიელი მონაკვეთები, ღრმულე-
ბი, შეუძლებელია, მუდამ ბედნიერი იყო. ზოგჯერ პირიქითაც ხდე-
ბა. ვალდემოზაში ზეთისხილის ხეები ვნახე, ტოტებით ისე ჩახლარ-
თულიყვნენ, ერთს მეორისგან ვეღარ გაარჩევდით, მაგრამ ეს ზე-
თისხილის ხეებს მოსდით ასე. შემოსასვლელში გავედი და ლაბადა
და ქუდი ავიღე. ჩავიცვი.
სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, სავარძელში ჩავჯექი და კარგა
ხანს ასე ვიჯექი, ვცდილობდი, გამეხსენებინა, რა მაკლდა, რას ვე-
ძებდი. მკლავი და მკერდი მტკიოდა, საიდანაც ქალი ამეგლიჯა. წა-
მოვდექი და ჯიბეები საგულდაგულოდ მოვიქექე, ოფლად ვიყავი
გაღვრილი. საძინებელში დავბრუნდი.
– მაპატიეთ, ცხვირსახოცს ხომ ვერ მათხოვებთ? როცა გნახავთ,
დაგიბრუნებთ.
უცნაურად შემომხედა, შემდეგ კარადიდან ცხვირსახოცი გამოი-
ღო და გამომიწოდა.
– ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მდგომარეობაში მხედავთ, – ვუთხარი
მე, – დრო არ მქონდა, გამომეცვალა.
ყურადღებით მისმენდა, არაფერს ამბობდა, თვალს მარიდებდა,
თან ჩემოდანში ჩასალაგებელ ტანსაცმელს არჩევდა. დავჯექი. კმა-
ყოფილი ვიყავი, ვინმესთან საუბარი რომ შემეძლო.
– სამი ღამეა, პერანგი არ გამომიცვლია, ჩემი ელექტროსაპარსი
სამგზავრო ჩანთაშია, რომელიც სენიორ გალბასთან დამრჩა, „კლაპ-
სისში“ მსოფლიოში ცნობილ საწვრთნელ ნომერს რომ დგამს. არ ვი-
ცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
– უნდა ჭამოთ რამე.
– არა, გმადლობთ, მაპატიეთ, ახლავე უკეთესად გავხდები.
– რა გირჩევნიათ, ტაქსი გამოვიძახო თუ მე წაგიყვანოთ?
– ვფიქრობ, ბევრად უკეთესი იქნება, თუ წამიყვანთ. ხომ ხედავთ,
არაფერი შემთხვევითი არ არის, რადგან ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.

106
არსებობს კეთილმოსურნეობა, მზრუნველობა, დახმარება და მფარ-
ველობა. დარწმუნებული ვარ, რომ სენიორ გალბა ძალიან ზრუნავს
თავის ცხოველებზე, მერე რა, რომ მისი გასართობი სასტიკი მეჩვე-
ნება. მიმაჩნია, რომ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, სცენაზე თვი-
თონ რომ არ გამოდიოდეს და კულისებში უჩინარი რჩებოდეს. ნამ-
დვილს ასე უფრო დაემსგავსებოდა. თუმცა მიმაჩნია, რომ ძალისხმე-
ვა არ უნდა შევაჩეროთ. ყოველთვის შეიძლება უკეთესად გააკეთო.
მეორე სუნთქვა ძალიან წახალისებულია, თავმდაბლობის გამო მე-
სამე და მეოთხეზე აღარაფერს ვამბობ. გამძლეობის საზღვრის გა-
დაწევა უსასრულოდ შეიძლება, მსოფლიო რეკორდი არ არსებობს,
ყოველთვის შესაძლებელია უკეთესად გააკეთო. მთავარია, ძალები
არ დაზოგო. ამბობენ, რომ როდესაც ამერიკელი ასტრონავტები
მთვარეზე გადასხდნენ, იქ ჩინელები დახვდნენ. ცნობილია, რომ ჩი-
ნელებს საჭირო ტექნიკური საშუალებები არ გააჩნიათ, ამიტომ აღ-
შფოთებული ამერიკელები აიძულებდნენ მათ, აეხსნათ, აქ როგორ
აღმოჩნდით, მთვარეზე რამ ამოგიყვანათ, ეს ხომ ბუნების კანონებს
ეწინააღმდეგებაო. მაშინ ერთმა წრიპა ჩინელმა ცალი მუშტი მე-
ორეს დაადო, პატარა კიბე გამოსახა და ყურებამდე გაცინებულმა
უთხრა: „ერთი პატარა ჩინელი, ორი პატარა ჩინელი, სამი პატარა
ჩინელი. . . “ ხედავთ, რომ იმედი არასოდეს უნდა გადაიწურო. პატარა
კიბეს გავაკეთებთ და იქამდე მივაღწევთ. არ ვიცი, იქ, ზევით, რა
სახის სენიორ გალბა დაგვხვდება, მაგრამ ჩვენ მას ყურებს დავახევთ
იმის გამო, რომ მოგვივლინა კიბო, ძალმომრეობა, სიძულვილი და
სიგიჟე. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ყველაზე ძლიერები ვართ,
მსოფლიოში უზარმაზარი ძალები იკრიბებიან, მაგრამ ჯერ არსად
ჩანს ერთი პატარა ჩინელი, ორი პატარა ჩინელი, სამი პატარა ჩინე-
ლი...
ჩემსკენ მოპყრობილ ამ მშვიდ მზერას ვერაფერი მოვუხერხე. ბო-
ლოს ვკითხე:
– მაკვირდებით?

107
– თქვენ ასე ვეღარ გააგრძელებთ...
– გავაგრძელებ, ლიდია, დაუმყარებელი რეკორდი არ არსებობს.
ყოველთვის შეიძლება უკეთესად გააკეთო. მომავალ ჯერზე, სიმაღ-
ლეზე ხტომაში ვივარჯიშებ, როგორც ჩემპიონი ვირენი ემზადებოდა
ოლიმპიური თამაშებისთვის.
ისევ ტელეფონმა დარეკა. გამუდმებული ზარის მოსმენა მომბეზ-
რდა. ყურმილი ავიღე. ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ძლიერი ხმა გაისმა:
– ძიძია? როგოგო გალეტი არ არ მაზაბეტი ნახე ნახე...
სიცილი ამიტყდა. სერნიორ გალბა არაფრის წინაშე უკან არ იხე-
ვს– ეს მეორე კი კულისებიდან არ ჩნდება. როგოგო გალეტი არ არ
მაზაბეტი ნახე ნახე... რას არ აკეთებს, რომ ჩვეულ, მცირე კომიკურ
ეფექტს მიაღწიოს. ლიდიას ყურმილი მივაწოდე.
– თქვენი ქმარი მსოფლიო ჩემპიონია. ვფიქრობ, რომ ამ სახელს
ნამდვილად იმსახურებს.
ქალმა ყურმილი ხელიდან გამომტაცა და ისეთი მზერა მესროლა,
რომელიც ჩვენი ოპტიკური შესაძლებლობის ზღვარზე მაღლა და
შორს იყო მიმართული, გზად კი ჩემზე შეჩერდა. ლამის ტიროდა და
ცრემლებს ძლივს იკავებდა, ეტყობა ფიქრობდა, რომ წინ გრძელი
დღე ელოდა.
– რა თქმა უნდა, ალენ, ვიცი ეგ ყველაფერი. ეს ყველამ ვიცით.
ღმერთის ნამოქმედარს ყოველთვის ვგებულობთ და, ბოლოს და ბო-
ლოს, ვიმახსოვრებთ. ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ. არც არაფე-
რი დაგიშავებია. ეს სულელური შემთხვევითობა იყო. პატარა უკან
დასვი და ნელა მიგყავდა. ვიცი, რაც გინდა, მაგრამ ვერ დაგეხმარე-
ბი, იმიტომ, რომ სონია არ გშორდება, მე კი არ მენდობა. იმ დღეს
გამჩხრიკეს კიდეც. ამიტომ, უნდა გავაგრძელოთ უბედურების მშვი-
დად მოთმენა, მშვენიერი გამონათქვამია. დარწმუნებული ვარ, რომ
უკვე გესმის ზოგი სიტყვა, წინსვლა გაქვს. უკვე ახერხებ გამოთქვა
დიდია და მივარა. თანდათან უფრო გააუმჯობესებ, აი, ნახავ. ვიცი,

108
რომ სონია შენ გვერდითაა და იღიმება. მხნეობა მოიკრიბე და გააგ-
რძელე. შენ მოახერხებ, ალენ, ეჭვი არ მეპარება, რომ მოახერხებ...
მეც ჩავერთე:
– უთხარით, რომ გავიმარჯვებთ, რადგან ყველაზე ძლიერები
ვართ. ეს ხანგრძლივი სვლაა. ჩვენ მხოლოდ ბრძოლა წავაგეთ, ომი
არ წაგვიგია. მსოფლიოში უზარმაზარი ძალები იკრიბებიან, მაგრამ
ჯერ არ ჩანან. ერთი პატარა ჩინელი, ორი პატარა ჩინელი, სამი პა-
ტარა ჩინელი. ალექსანდრე დიდი, ნიცშე, ჩე გევარა, მარქსი, დე გო-
ლი, მაო. ისრაელელები თავის საბრძოლო რაზმებს გააგზავნიან. ჯა-
რისკაცები ამ პირამიდების მწვერვალებიდან მოვლენ. მოქალაქენო,
იარაღი აისხით. ჩვენ გარშემო ტირანიის სისხლიანი დროშა ფრია-
ლებს. ჩვენ მათ დავამარცხებთ. მეტასტაზებსაც შევაჩერებთ. სამარ-
თლიანობისა და სიკეთის ღმერთი, ორი ყური და კუდი. ოლე, ოლე.
სამი მილიარდი სპარტაკი. თავისუფლება გვადგმევინებს ნაბიჯებს.
ზურგით კედელს ვართ მიყრდნობილნი. No pasaran. ეს გადამწყვეტი
ბრძოლაა. სანამ კაცობრიობა იარსებებს. და იგივე:
გავიმარჯვებთ, რადგან ყველაზე ძლიერები ვართ. ხანგრძლივი
სვლა. ერთი პატარა ჩინელი, ორი პატარა ჩინელი, სამი პატარა ჩი-
ნელი...
მხარზე მისი ხელი ვიგრძენი.
– მაპატიეთ, ლიდია, ცოტა არ იყოს, ვღრჭიალებ, მაგრამ ეს ყო-
ველთვის ასეა, როდესაც ბორკილებს იშორებ...
ავდექი.
ქუჩაში ყვავილების პატარა მაღაზია იყო.
– რომელი ყვავილი უყვარდა?
– ყველა.
ქალი თეთრი და ვარდისფერი თაიგულით დაბრუნდა.
მისი ჩემოდანი მანქანაში ჩავდე.
– სად არის?
– ვანოს ქუჩაზე.

109
სახლის წინ ხალხი ირეოდა.
კონსიერჟი გარეთ გამოსულიყო, პარიკმახერი და მისი ცოლიც იქ
იყვნენ.
მოკრძალებით მიყურებდნენ, თითქოს უბედურებამ მათ თვალში
მეტი პატივისცემა შემძინა. ჩემი ცოლისძმა სავარძელში ჩასვენებუ-
ლიყო.
– იცოდი, არა, რომ ამას აპირებდა? შეთანხმებულები იყავით...
უფლება არ გქონდა, მისთვის ამისი გაკეთების საშუალება მიგეცა...
სანამ ადამიანი ცოცხალია, იმედიც არსებობს...
– მართალია. ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, ომი არ წაგვიგია. მსოფ-
ლიოში უზარმაზარი ძალები იკრიბებიან, მაგრამ ჯერ არ ჩანან. ერ-
თი პატარა ჩინელი, ორი პატარა ჩინელი, სამი პატარა ჩინელი...
მხრები აიჩეჩა და შეეცადა, დავეგესლე.
– ახლა რას იზამ? ბინას თავიდან მორთავ?
სიმართლე ვუთხარი:
– შევეცდები ბედნიერი ვიყო. მადამ ლიდია ტოვარსკი... ჩემი ცო-
ლისძმა...
ექიმმა ტალერმა ცალი ხელი მხარზე დამადო და მეორე ძლიერად
ჩამომართვა, თან თვალი თვალში გამიყარა.
– გამხნევდით, – ისე მითხრა მან, თითქოს კიდევ ერთ კლიენტს
ელისო.
– ექიმი ტალერი, მედიცინის წარმომადგენელი, მადამ ლიდია ტო-
ვარსკი.
– მოხიბლული ვარ, – თქვა ექიმმა და სიცილი ვეღარ შევიკავე.
ზურგს უკან ჩემი ცოლისძმის ხმა მომესმა:
– გამომტყვრალა... რა თქმა უნდა, სხვა რა შეუძლია.
მივუტრიალდი.
– მართალია.
შემდეგ დავამატე:

110
– და ასე გაგრძელდება. ერთი სიცოცხლისთვის სრულიად საკმა-
რისია, ორსაც ეყოფა. საკმარისად გვაქვს.
ისინი უხერხულად გვიყურებდნენ და ცდილობდნენ, არ შეემჩნი-
ათ. სხვა ქალთან ერთად მოვედი, ჩვენ შორის არსებული ნაზი ურ-
თიერთგაგება კი თვალში საცემი იყო; მათი შეწუხებული სახეები ძა-
ლიან მახალისებდა. უმსგავსოდ ვიქცეოდი. უბედურებას პატივს არ
ვცემდი, არ ვიცავდი მის უფლებებს, პრივილეგიებს, შეთანხმებებსა
და ზრდილობის წესებს. ქედმაღლურად არად დავდევდი იმ პატივს,
რომელიც მისადმი უნდა მიმეგო. ეს იყო გამოწვევა, დაუმორჩილებ-
ლობა, მორჩილებაზე უარის თქმა, ქცევის წესების არად ჩაგდება. ეს
იყო უდიდებულესობის შეურაცხყოფა, სიწმინდის შებღალვა, ჩვენი
სახელმწიფოს მმართველის გმობა, აბსოლუტური ხელისუფლების-
თვის ლახვრის ჩაცემა და ამ ყველაფერთან ერთად ეს ქალი, რომე-
ლიც ისე მშვიდად მედგა გვერდით, თითქოს არაფერი შეცვლილა,
თითქოს ვერც კი ხვდებოდა, რომ ეს გლოვის ადგილი იყო. კარგად
ვხედავდი, რომ იანიკი აღარ სუნთქავდა, იგი „მკვდარი“ იყო, ასე ამ-
ბობენ ადამიანები, რომელთაც ეჭვი არაფერში ეპარებათ. ქალს ჩემი
პიჟამა ჩაეცვა და არა მგონია, რომ ეს უბრალო ჩვევის გამო გაეკე-
თებინა.
სკამი ავიღე და საწოლის წინ დავჯექი. ფარდები ჩამოეფარები-
ნათ, მაგრამ მზე საკმაოდ ანათებდა.
– ხედავ, ის აქ არის. ყვავილები მოგართვა. ასე არ გინდოდა?
ვეცდებით, ბედნიერი იყო. ცოტა გაგვიჭირდება, გვექნება დაცემა,
სიცარიელე, უხერხულობა, წუთები, როდესაც შთაგონება გამოგვე-
ლევა, როგორც ნებისმიერი დიდი ნაწარმოების შექმნისას, მაგრამ
ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ, თითოეულმა ცალ-ცალკე, ეს კი ორ ადა-
მიანს შორის ყოველთვის უფსკრულს აჩენს. შენ იცოდი, რომ უშე-
ნოდ სიცოცხლეს ვერ შევძლებდი, ამიტომ დაუთმე ამ ქალს ამდენი
ადგილი. როგორც შეგპირდი, შენზე არასოდეს დაველაპარაკები

111
მას, იმიტომ, რომ არ გინდოდა, სხვა ქალის არსებობით შეგეწუხები-
ნა, არ გინდოდა, მისთვის თავს მოგეხვია შენი გემოვნება, შენი ჩვე-
ვები, არ გინდოდა, რამენაირად შეგეზღუდა. შენთვის ძვირფას ყვე-
ლა ფოტოსა და ნივთს გადავმალავ, მოგონებებით არ ვიცხოვრებ.
საკმარისი იქნება, დავინახო ტყეები, ველები, ზღვები, კონტინენტე-
ბი, მთელი სამყარო, რათა მიყვარდეს ის მცირე, რაც შენგან დამრჩა.
როგორ უეცრად ჩაიარა ყველაფერმა, რა შორს გაფრინდა. გახსოვს
ვალდემოზაში ის ორი ერთმანეთში გადახლართული ზეთისხილის
ხე, მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი რომ იყო? ჩვენ ნა-
ჯახით დაგვაშორეს ერთმანეთს. დიახ, მტკივა მკლავები და მკერდი,
საიდანაც შენი თავი ამაგლიჯეს, მტკივა თვალები, ბაგეები, ყველა-
ფერი მტკივა, სადაც უშენობამ დაისადგურა, მაგრამ ეს ღრმა და წა-
რუშლელი კვალი ქალის ტაძრად იქცა, სადაც ყველაფერი მზადაა
მის მისაღებად, მისთვის კურთხევის მისაცემად და სიყვარულით
ასავსებად. ის ქალი აქ არის, შენ გიყურებს, რომ დაინახოს, ვინ ვარ
მე, საიდან მოვსულვარ და რისგან ვარ შექმნილი. ცოტა შეწუხებუ-
ლია, რადგან დროა საჭირო, ერთმანეთისთვის ჯერ უცხოები ვართ,
ვყოყმანობთ, ვეჭვობთ, გვაკლია უთანხმოება, კამათი, კინკლაობა,
ერთმანეთის უკუღმართობა, ნაკლი და სიმდაბლე ჯერ არ აღმოგვი-
ჩენია. ყველა ეს შეუსაბამობა დაგვეხმარება, ერთმანეთში გამოვი-
ძერწოთ, შევაკოწიწოთ ურთიერთობები, ერთმანეთს მოვერგოთ,
თანდათანობით საჭირო ფორმები მივიღოთ, მაშინ მოვა სიყვარული
და ერთმანეთის სიცარიელეს ამოგვავსებინებს...
ბინდში სილუეტი დავინახე. მან ხელი ასწია და ჩემს ბაგეებს შე-
ეხო, თითქოს ჩემს სუნთქვაში იპოვა რაღაც ძალა, რომლის გადაცე-
მა შეიძლებოდა, რაღაც სისუსტე, რომელიც ნამდვილი იყო.

112
X
კვლავ ხალხის მზერით ვიყავით გარემოცული, სუფევდა პატივის
მიგების მძიმე სიჩუმე, იყო მგლოვიარე სახეები, ხელის ჩამორთმევა,
სამადლობელი სიტყვები, თავის შეკავება, რომ არაფერი დაგელეწა,
არაფერი მიგენგრ-მოგენგრია, რა საჭირო იყო მათი ჩვეულებების
დარღვევა; იქ არ ყოფილა დროშები და ბარიკადები, მე კი ტრიბუნი
არ ვიყავი, რომ მათთვის ბრძოლისკენ მომეწოდებინა და მომავალ
გამარჯვებებზე მესაუბრა, მხოლოდ კბილებს შორის ვცრიდი: „ერთი
პატარა ჩინელი, ორი პატარა ჩინელი, სამი პატარა ჩინელი. “
კიბეზე უცნობმა, ხანში შესულმა ქალმატონმა გამიღიმა.
– მე მადამ ჟამბელი ვარ, ეზოს მხრიდან მესამე სართულზე
ვცხოვრობ. ჩემი ვაჟი ალჟირში დაიღუპა.
მადლობა გადავუხადე. ქალს ჩემი ნუგეშისცემა უნდოდა.
მანქანის წინ გაზეთების კიოსკი დავინახე. პირველი გვერდის სა-
თაურად გამოეტანათ: „სიცოცხლე მარსზე: ახალი იმედები. “
ზღვისპირა სახლში ვწერ და ზღვის ჩურჩულს ვისმენ. გულისყუ-
რით ვუსმენ მას, რადგან საუკუნეების სიღრმიდან მოდის. შესაძლოა
ახალი სამყაროები დაიბადონ, გაჩნდნენ ახალი ხმები, რომლებიც

113
ჯერ არავის გაუგონია, ბედნიერება, რომელსაც ბაგეების გემო არ
ექნება, სიხარული, რომელიც ჯერ ვერავის წარმოუდგენია, სისრუ-
ლე, რომელიც მხოლოდ ქალის ნათელი არ იქნება, მე კი მარტო ჩვენი
ძველისძველი ექოთი ვცოცხლობ. ადამიანი მხოლოდ იმით ცოც-
ხლობს, რაც არ კვდება. ღამეები მოდიან და მეგობრულად მაზიარე-
ბენ მისი ძილის მცირეოდენ ნაწილს. როგორც კი თვალებს დავხუ-
ჭავ, ყველაფერი უცვლელი ხდება. დღისით, ჩემი ძმა ოკეანეა, რო-
მელიც გვერდით მყავს: მხოლოდ ოკეანეს აქვს საჭირო ვოკალური
მონაცემები, რომ ადამიანის სახელით ილაპარაკოს. უეჭველად შევ-
ცდი, როდესაც ლიდიას ისე მოვექეცი, თითქოს იგი ყოფილიყოს ის:
ერთმანეთს ისე მცირედ ვიცნობდით, ყველაფერი ისეთი სათუთი
იყო, ჩვენ გარშემო არსებობდა ქალაქი, ქუჩები, მანქანები, ეს არ იყო
სალოცავი ადგილი, თანაც რომელი ქალი დათანხმდება, იყოს მხო-
ლოდ ტაძარი, რომელსაც მარადისობის სათაყვანებლად მიეახლები-
ან? ისეთი გულისყურით მისმენდა, თითქოს ჩემს ნათქვამს სრულად
ეთანხმებოდა.
თმააჩეჩილი ქალი შეჭმუხნილი სახით, ლამის მტრული გამომეტ-
ყველებით მიყურებდა და ჩემს ხმაში იმ ძალას ეწაფებოდა, რომე-
ლიც მისგან მაშორებდა.
– რა ხდება, ლიდია?
– იცით, რომ ტენორი პავაროტი თავის პარტნიორს არც კი უყუ-
რებს, როდესაც ბოლომდე იხარჯება? არსებობენ მორწმუნეებიც,
რომლებიც მხოლოდ რწმენით ცოცხლობენ, კულტი საკუთარი თაყ-
ვანისმცემის ობიექტად იქცევა და რელიგიებს საშუალება ეძლევათ,
ღმერთის გარეშე იარსებონ.
– არ მესმის...
– ზოგიერთი სალოცავად პირველსავე სამლოცველოსთან შეჩერ-
დება. ბასებში ყველაზე ლამაზი ხმა კრისტოფ ლე ბულგარს აქვს. მე
პლასიდო დომინგოც ძალიან მომწონს. არსებობს რაფსოდიებიც, ბო-

114
ლოს და ბოლოს, ბეთჰოვენი, ვაგნერი, ვივალდი და ბევრი სხვა. სი-
ჩუმეს უყვარს ჩვენი ყვირილი, იგი შესანიშნავად ავსებს მას. გრეგო-
რიანელ მგალობელთა გუნდებისთვის თუ მოგისმენიათ? მთელ დე-
დამიწას გასწვდება. მიშელ, დროა, ჩვენი მუსიკალური თეატრების
დირექტორი დავითხოვოთ. „ყველაზე ლამაზი ყვირილი სასოწარკვე-
თილი ყვირილია“ პროგრამას დიდი ხანია შემორჩა. ვიღაცისთვის
წვრილად დაკეპილი ბიფშტექსი ვართ, რომელიც უმად იჭმება. თა-
ნაც, არავითარი სურვილი არ გამაჩნია, რომ თეორიული ქალი ვიყო.
– ეგ რას ნიშნავს?
– ეკლესია. რწმენა. კულტი. არ მინდა, ვიყო კულტის იარაღი. დე-
დაო-ჩვენო-რომელი-ხარ-ცათა-შინა. ნაცემი ძაღლი ვარ, მორჩა და
გათავდა. არ ვიცი, ჩვენ ორს შორის რომელი რომელს დაეხმარა წუ-
ხელ. დავუშვათ, რომ ერთმანეთს ცოტათი დავეხმარეთ. ეს უკვე ბევ-
რია. ვერასოდეს დავივიწყებ. შესაძლებლის აზრი კვლავ დამიბრუ-
ნე. მე იგი დაკარგული მქონდა. მოგეხსენება, რარიგ მნიშვნელოვა-
ნია, როდესაც ორმოცი წლის ასაკს გადასცდები და მაშინ აღმოაჩენ,
რომ ეს კიდევ შესაძლებელია. მეტს არ ვითხოვ. შენ მომანიჭე სურ-
ვილი, ვიყო ქალი. მგონი, აი, აქ არის. მიდი, შენი სამგზავრო ჩანთა
წამოიღე. მე მანქანაში დაგელოდები...
– ლიდია...
– მიდი. საკმაოდ ვიწუწუნე.
– როგორც იქნა, პირველი გამონათება, – ვუთხარი მე, – ეს ნამ-
დვილი დასაწყისია.
მწვანე მცენარეებით გაფორმებული ჰოლი გადავჭერი და კონსი-
ერჟს რამდენიმე წუთით დაველოდე, რომელიც მან ჩემდამი გულ-
გრილობის გამოსავლენად გამოიყენა.
– სენიორ გალბა სად ვნახო, გეთაყვა?
– ორმოცდამეჩვიდმეტეში. უკვე ვიღაც ელოდება.
ყურიდან ყვითელი ფანქარი გადმოიღო და ჩემს მხარს ზემოთ მი-

115
მანიშნა. სვანსონი ტელეფონთან მოკალათებულიყო და ფეხები გა-
ეჭიმა. მოგზაურის ტანსაცმელში გამოწყობილიყო – ავღანეთი, ქაშ-
მირი, კატმანდუ, მექსიკა, ჯინსები და ვერცხლის ლურსმნებიანი წი-
თელი ჩექმები ჩაეცვა, კისერზე კი იზოთერული სიმბოლოებით დატ-
ვირთული ჯაჭვი გაეკეთებინა. ჯინსები და ტყავის ქურთუკი ისე
იყო ეტიკეტებით მოფენილი, ჩემოდანს მოგაგონებდათ: არიზონას
მოტელები, პონდიშერის აშრამები, Hertz rent a car, აკროპოლისი,
Schvab’s on the trip, ოტელ ნოტრ-დამი, დისნეილენდი, გართობის სამ-
ყარო. გრძელი თმა და ქერა წვერი უძველეს სურათებზე გამოსახულ
ქრისტეს მოგაგონებდათ, მასიური მუქი სათვალე კი ბავშვის მზერას
შველასა და მფარველობას სთავაზობდა.
– ცუდი ამბავი შევიტყვე, – ვუთხარი მე, – ძაღლები საკუთარ
ღმერთებზე დიდხანს უნდა ცხოვრობდნენ.
– გეთანხმებით, კანონი არასწორადაა შედგენილი. ძალიან მი-
ჯაჭვულები იყვნენ ერთმანეთს. უნდა გითხრათ, რომ მჯერა, ახლა
სენიორ გალბამ შვებაც კი იგრძნო. ერთი დიდი საზრუნავი მოაკ-
ლდა, ეშინოდა, პირველი არ მოვკვდე და ძაღლი მარტო არ დავტო-
ვოო. ძაღლსაც ამისი ეშინოდა. მატო კარგი ყარაული ძაღლი იყო,
მაგრამ ეშინოდა, რომ საჭირო დროს თავის სამსახურს სათანადო სი-
მაღლეზე ვერ გასწევდა. მათ ერთმანეთის მიმართ შიში გაუჩნდათ.
საკმარისი იყო, სენიორ გალბას თავი სუსტად ეგრძნო, ვეტერინარის
მოყვანა გვიხდებოდა. სამი წელია, დედამიწის გარშემო მასთან ერ-
თად ვმოგზაურობ. უპსალის უნივერსიტეტში გართობის თემაზე დი-
სერტაციას ვწერ.
– ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ.
– ერთ-ერთს უნდა გადაედგა პირველი ნაბიჯი, მაგრამ ერთმა-
ნეთს აკავებდნენ და მშვიდად სიკვდილში უშლიდნენ ხელს, ხომ გეს-
მით, რისი თქმა მინდა.
– მესმის.
– თუ არავისზე ხარ მიჯაჭვული, შეგიძლია შენთვის, მშვიდად

116
წახვიდე...
– Smrt, მივუგე მე.
– ზუსტად. შესაძლებელი რომ იყოს, იქნებ ძაღლის გარეშე ცხოვ-
რება ჯობდეს.
– სტოიციზმი.
– ამიტომ ვფიქრობ, რომ სენიორ გალბასთვის ეს ერთი დიდი საზ-
რუნავით ნაკლებია.
– ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდა.
– მართალია. როდესაც მატო გროსო მოკვდა, ჩემთან დაარეკინა.
ძალიან შევწუხდი, რადგან ნომერი უნდა გაგრძელდეს, ეს ხომ საწ-
ვრთნელი ნომრის შედევრია, მაყურებელი მას გამუდმებით ითხოვს.
ძალიან შევწუხდი და ვკითხე: „თავს როგორ გრძნობთ, სენიორ? “ მი-
უხედავად იმისა, რომ ტრიესტელი იტალიელია, უყვარს, სენიორს
რომ უწოდებენ. „არა მიშავს, სვენ, ეს ძაღლი ძალიან შფოთავდა...
ამაღამ რეპეტიცია უნდა გავიაროთ, რიტმი დავკარგეთ. “ შამპანური
შეუკვეთა და შიმპანზე ჯექსონთან და ვარდისფერ პუდელ დორას-
თან ერთად სასტუმროში დაბრუნდა. ამ კაცს კომპანიის გარეშე
დარჩენა არ შეუძლია. ერთი ახალგაზრდა მეძავიც მიიწვია, რომელ-
თანაც დროებითი მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. მეძავები
ძალიან უყვარს, რადგან, როგორც თავად ამიხსნა „ისინი დროს არ
გიტოვებენ, რომ მიეჯაჭვო. “ უნდა გითხრათ, რომ მას ძალიან უყ-
ვარდა ქალი, რომელმაც მიატოვა და ეტყობა, ასეთი რამეები უკვა-
ლოდ არ ჩაივლის...
– მართალია.
– შიმპანზე, ვარდისფერი პუდელი და მეძავი ნომერში რომ ამო-
ეშვა, ყარაულს ორასი ფრანკი გადავუხადე, ეს შემადგენლობა პორ-
ნოგრაფიის ეჭვებს იწვევს. ამ დილას მოვედი, ბარგის ჩალაგებაში
რომ დავხმარებოდი, დღეს, შუადღისას მივემგზავრებით. ცოტა წა-
იძინოს, დაიმსახურა. მსოფლიოში საუკეთესო ნომერია, მუსიე, ეს
უეჭველია. ამაზე უკეთესად გაწვრთნა შეუძლებელია. არა, მუსიე,

117
უკეთესი არ არსებობს.
დადუმდა, თითქოს მელოდებოდა, რომ რეპლიკის ძიებაში მთე-
ლი ჩემი ცხოვრება გადამექექა.
– ამ საკითხში დიდად გაცნობიერებული არ ვარ, – მოვუბოდიშე
მე.
– შესაძლოა მითხრათ, ცხოვრება ამაო ნომერს მიუძღვნაო... მაგ-
რამ სწორედაც რომ, ბატონო, სწორედაც რომ! განა უკეთესად უთ-
ქვამს ვინმეს?
– სვანსონ, უპსალში უნდა დაბრუნდეთ და დისერტაცია დაამთავ-
როთ. მაპატიეთ, მელოდებიან. უბრალოდ, ჩემი სამგზავრო ჩანთის
წასაღებად მოვედი.
ნაძალადევად გაიღიმა.
– გასაგებია, გასაგებია. თქვენ უეჭველად შექსპირი გირჩევნიათ.
მუსიე, შექსპირის შემოქმედება სიცოცხლესა და სიკვდილს დიდ პა-
ტივს მიაგებს, სენიორ გალბა კი მათ არად აგდებს...
– შედევრების შედარებას არ შევუდგები, სვანსონ. ახლა კი...
– კარგით, წამოდით.
ორმოცდამეჩვიდმეტე კარზე კრძალვით დავაკაკუნეთ, მაგრამ
არავინ გამოგვხმაურებია. დამლაგებლის ძებნაში ცოტა ხანს დერე-
ფანში ვიტრიალეთ, მაგრამ მან ჩვენი ნომერში შეშვება არ ისურვა.
საჭირო გახდა კონსიერჟთან დარეკვა. უმაღლესმა ხელისუფალმა
ჩვენთვის ხელსაყრელი განკარგულება გასცა და დამლაგებელმა კა-
რი გაგვიღო.
ფარდები ჩამოეფარებინათ და სინათლე აენთოთ. სენიორ გალბა
ბუხრის წინ სავარძელში ჩამჯდარიყო. მის კალთაში შიმპანზე მოკა-
ლათებულიყო და თავში ტილებს უხილავდა. სავარძელთან დაწო-
ლილმა ვარდისფერმა პუდელმა კი სვანსონის დანახვაზე კუდი გა-
აქიცინა.
გალბას პიჟამა ეცვა. თვალები ფართოდ გაეხილა. ისეთი შთაბეჭ-

118
დილება იქმნებოდა, თითქოს სახემ უკან დაიხიაო. ამ ფონზე ფარ-
თონესტოებიანი ცხვირი ისეთი წაგრძელებული მოჩანდა, გეგონე-
ბოდათ, მტერს უნდა ეკვეთოსო. სენიორ გალბა გარდაცვლილი იყო.
შიმპანზემ შემოგვხედა, პატრონს აკოცა და ლოყაზე მოუცაცუნა.
ქალმა პორტუგალიურად რაღაც შეჰყვირა, შემდეგ გაიქცა, რომ
დირექციისთვის შეეტყობინებინა, ორმოცდამეჩვიდმეტე ნომერში
ცხოველები ამოუყვანიათო.
მაშინ სვანსონმა შეცდომა დაუშვა.
– ჯექსონ! – დაიძახა მან.
არ ვიცი, შიმპანზემ თავი დაკარგა, თუ პირიქით, საკვირველი გო-
ნიერება გამოიჩინა, მაგრამ ძახილზე ნამდვილი პროფესიონალის
რეფლექსით უპასუხა. ჯერ დამფრთხალი ხმით დაიჭყივლა, შემდეგ
დაბალ მაგიდაზე მდგარ ფირსაკრავს მივარდა და გულმოდგინედ შე-
ასრულა ის, რასაც სცენაზე აკეთებდა– მუსიკა ჩართო. პასო დობლე
El Fuego de Andalusia მთელი თავისი ბრწყინვალებით გაისმა და ის,
რაც მას მოჰყვა, ნამდვილად მიაგებდა პატივს წვრთნის იმ ხელოვ-
ნებას, რომლისთვისაც საზღვრები მხოლოდ სენიორ გალბას გაყი-
ნულ და ჩამქრალ თვალებს უნდა დაედოთ.
თვალის დახამხამებაში, შიმპანზე და ვარდისფერი პუდელი ერ-
თმანეთს ჩაეხვივნენ და შუა ოთახში პასო დობლეს ცეკვას მოჰყვნენ,
ზოგჯერ შეშინებული თვალებით შემოგვხედავდნენ ხოლმე, თითქოს
ესმოდათ, რომ საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა.
– ეშმაკმა დალახვროს, – თქვა სვანსონმა აღელვებით.
ბეჯითი ნაბიჯით დივანისკენ გავემართე, ვტაცე ხელი ჩემს სამ-
გზავრო ჩანთას და დერეფანში გამოვედი. სანამ იქაურობას გავეც-
ლებოდი, ჩემს ლას ვეგასელ მეგობარს უკანასკნელად შევხედე. რა
გულისამაჩუყებელი იყო ის პატივი, რომელსაც შიმპანზე და პუდე-
ლი მისი ცხოვრების საუკეთესო ნაწარმოებს მიაგებდნენ. საბოლოო
სიტყვა მაინც სენიორ გალბამ თქვა.

119
კიბეზე დავეშვი, პასო დობლეს ხალისიანი მელოდია სართული-
დან სართულამდე მომდევდა და ქუჩაშიც გამომყვა, თუმცა გარეთ
აღარაფერი ისმოდა. მეჩვენებოდა, რომ ჩემი ლას ვეგასელი მეგობ-
რის უსიცოცხლო მზერა აუღელვებელი გულგრილობით ადევნებდა
თვალყურს ჩემს მცდელობას, წვრთნას გავქცეოდი. როდესაც დავი-
ნახე, რომ ლიდიას მანქანა იქ აღარ იდგა, თაღის ქვეშ გავჩერდი,
სამგზავრო ჩანთა მეჭირა, ჩემ ირგვლივ პასო დობლე ჟღერდა, ისე
ხმამაღლა, თითქოს დინამიკები ჩაურთავთო; სამანქანო გზაზე გა-
დავედი, მანქანებს შორის და ლანძღვა-გინების ფონზე რამდენჯერ-
მე დავბზრიალდი და რიტმის შესანარჩუნებლად თითები დავატკა-
ცუნე. ბოლოს, ტაქსიმ გამიჩერა. სანამ ჩამსვამდა, შეყოყმანდა, შე-
ეშინდა, სკამი არ დამესვარა. ლიდიას მისამართი მივეცი და ვთხოვე,
რადიო გამოერთო, რადგან მუსიკას ვუსმენდი. წინა სარკეში მის უნ-
დობლობით სავსე მზერას ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ გაფურ-
ჩქვნის ასაკში ვიმყოფებოდი და თუ არ მოვწევდი და ვივარჯიშებდი,
კიდევ დიდხანს ვიცოცხლებდი. ეიფორიაში ჩავარდნილს, მძღოლ-
თან საუბარი მომინდა.
– იცით, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შვიდი წლით
გაიზარდა, სტატისტიკის მიხედვით...
– თუ მიგაჩნიათ, რომ სახიფათოდ დამყავს, შეგიძლიათ ჩაბრძან-
დეთ.
– ამის თქმა არ მინდოდა... ზოგადი მნიშვნელობის ოპტიმისტური
შენიშვნა გავაკეთე.
– თქვენი საუბარი არაფერში მჭირდება.
ათი, თხუთმეტი წუთის სავალი გზა ერთ საათად მეჩვენა. დრო
იუველირის გულმოდგინებით ჩამეჭიდა და ყოველ წუთს ისეთი
მოთმინებით მაგლეჯდა, როგორითაც ეს უკანასკნელი სამკაულს
ამუშავებს. გაწვრთნამდე სულ მცირე მაკლდა – ერთი ბეწვა ცინიზ-
მი, სიმდაბლის თუნდაც ნატამალი, ცოტა სტოიციზმი და კიდევ რამ-

120
დენიმე წვეთი ირონია. მე ქალი მიყვარდა ისეთი სიყვარულით, რომ-
ლის გაღებაც მხოლოდ ქალს შეუძლია და დანებების ძალა არ შემ-
წევდა.
ზარი დავრეკე და მაშინვე გავიფიქრე, ეტყობა, სახლში არავინ
არის-მეთქი. მალე კარი გაიღო და გაღიმებული ასაკოვანი ქალბა-
ტონი შემომეგება. ეტყობოდა, ეგონა, შეყვარებულებმა იჩხუბესო.
– შემობრძანდით, შემობრძანდით, ქალბატონმა გთხოვათ, დამე-
ლოდოსო. დაგირეკავთ.
მისაღებ ოთახში მაგიდაზე ყავა და ცხელი კრუასანები იდო.
– კვერცხი ხომ არ მოგიხარშოთ?
– არა, გმადლობთ.
– ქალბატონმა მითხრა, რომ უნდა ჭამოთ რამე და ცოტა ხნით
დაიძინოთ.
– თვითონ სად არის?
– ოჰ, არ ვიცი, არაფერი ვიცი. დაგირეკავთ.
ერთ საათს დავიცადე. ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდა. ახლა, რაკი
მუდამ აქ იქნება, მარტოობასაც შევძლებ. ახლავე ყვავილებს ვიყიდი
და იმ მეძავს მივართმევ, სენიორ გალბას რომ უწევდა კომპანიას,
რადგან კაცი მარტო ძაღლით ვერ იცხოვრებს.
ყურმილი კარგახანს არ ავიღე. ეს ყოველთვის მომგებიანია.
– მიშელ...
– ვიცი, ლიდია. მესმის.
– რუასიში ვარ. რამდენიმე თვით მივემგზავრები.
– მართალი ხარ.
– მთელი ღამე გისმინე, როგორ ლოცულობდი და... იქ ზედმეტად
ბევრი ადგილია. ჩემთვის ეს ძალიან დიდია. არ მიტოვებ საშუალე-
ბას, ვიყო პატარა. გაღმერთება სიყვარული არ არის. შენ ტაძრებს
აგებ, მე კი ოროთახიან, ოთხმოცი კვადრატული მეტრის ბინაში
ვცხოვრობ. დაკარგე ქალი, რომელიც მთელი შენი სიცოცხლე იყო,
შენ კი ცდილობ, შენი ცხოვრება ქალად აქციო. მან მილიარდებით

121
დაგტოვა. თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობდი, უფრო ღარიბი რომ
ყოფილიყავი – გასაღები მეტი გექნებოდა. ვიცი, რომ უსიყვარულოდ
ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა უსიყვარულოდ სიცოცხლის შეუძ-
ლებლობაც ცხოვრების ერთ-ერთი წესია. ძალიან კარგად ვიცოდი,
რასაც ვაკეთებდი. ისეთი უბედური ვიყავი, რომ მჭირდებოდა ვიღა-
ცას დავხმარებოდი. შევეცადე ორივეს დაგხმარებოდით. დიდი ეგო-
ისტობაა, ვიცი... ერთი სიტყვით. გახსოვს, ძმობაზე მელაპარაკებო-
დი...
– რა თქმა უნდა. ეს ერთადერთი რამაა, რაც ქალებსა და კაცებს
ერთად არასოდეს უცდიათ. აქ ერთი ჭუჭრუტანაც არ არსებობს.
– არ შემიძლია სიყვარულისგან სიწმინდე შევქმნა. ეს ჩემთვის ძა-
ლიან მძიმე ტვირთია.
– სხვა ტვირთი არც არსებობს. ნუ იტირებ.
– მიშელ, ასე სიცოცხლე არ შეიძლება.
– მართლა? მაშინ ტყუილად არ ტირი.
– ქალი მხოლოდ კაცი ვერ იქნება. კაცი ვერ იქნება მხოლოდ ქა-
ლი.
– რა შემიძლია გავაწყო. შენ ჩემი ბიოლოგიური ყოფა ხარ. ჩემი
უჯრედების ძახილი.
– შენ რაღაც აბსოლუტური, მძვინვარე და ველური რწმენა უფრო
გამოძრავებს, ვიდრე ის, რაც საკუთარ ბედს შეიძლება მოვუხერ-
ხოთ...
– ასეა.
– როდესაც ადამიანში სიყვარულის ასეთ მოთხოვნილებას აწ-
ყდები, აღარ იცი, არსებობ თუ არა მისთვის, უყვარხარ თუ არა, თუ
უბრალოდ საკულტო იარაღს წარმოადგენ... მე თვითონაც ხომ მინ-
და ცხოვრება. არ მინდა ამ რელიგიის მიღება. გაღმერთება ჩვენ არ
გვჭირდება, მიშელ. გაღმერთება ყოველთვის სიწმინდეს ითხოვს,
სიწმინდემ კი, ვნახეთ, რა მოგვიტანა. უფრო მეტიც, ყელში ამოვიდა
და დღეს გათახსირებულებს სიტყვის უფლებაც წმინდანებზე მეტი

122
აქვთ და სათქმელიც.
– ეტყობა ეს ღამე შენთვის საშინელი იყო.
– მე ეს ღამე გადავაგორე, მიშელ. და კიდევ სხვა ქალს დავეხმა-
რე. ახლა მივდივარ. მივდივარ იმიტომ, რომ შენ უბედურებისგან
მთვრალი ხარ და არც კი ვიცი, სინამდვილეში ვინ ხარ. სასოწარკვე-
თილებაში, პანიკაში ხარ ჩავარდნილი... მეც ასე ვარ. ეს ძალიან ად-
ვილია. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დაღუპული გემის გადარჩე-
ნილი მგზავრები აღარ ვიქნებით, როდესაც იმად ვიქცევით, რაც სი-
ნამდვილეში ვართ, კვლავ შევხვდებით... და თავიდან გავიცნობთ
ერთმანეთს.
– ნათელი გონებით...
– დიახ, მაშინ ყველაფერი ბევრად რთული იქნება. ერთმანეთს
შევხედავთ და ალბათ გაოცებას დავმალავთ, შენ იფიქრებ შეუძლე-
ბელიაო, მე კი დავეჭვდები, ეს ის არ იქნება, ვერ დავიჯერებ-მეთ-
ქი...
ქალი აქვითინდა. თავს ბედნიერად ვგრძნობდი. უკვე ერთად ვი-
ყავით.
– ლიდია, მშვიდად გაემგზავრე. რაც შეიძლება შორს წადი. სანამ
ეჭვები გაწუხებს, ნუ დაბრუნდები. სხვა ადამიანები გაიცანი. შემ-
თხვევითი ნაცნობობით დაკმაყოფილდი. ნუ გეშინია, ეს არაფერია.
მე შენს ჩამოსვლას დაველოდები.
– მომავალ შეხვედრამდე. თუ გინდა, ჩემთან იცხოვრე.
– არა, შენ წარმოიდგინე, ილუზიებს ვერ ვიტან. წადი. მე კი ვეც-
დები, გამოვფხიზლდე.
ქალმა გაიცინა.
– ზედმეტი არ მოგივიდეს.
– მაგაზე ნუ იწუხებ.
ყვავილების მაღაზიასთან შევჩერდი. „რომელი ყვავილები უყ-
ვარდა? – ყველა. “ მას იასამანი ერჩია, მაგრამ გაზაფხულს უნდა და-
ველოდო. ახლა კი ჩემი სხეული სახლამდე უნდა მიმეტანა, დამებანა,

123
გამომეკვება, სუფთად ჩამეცმია და ვიტრინაში თავისიანებს შორის
გამომეფინა, მისი გამოყენება კიდევ შესაძლებელი იყო. უცნაურად
მიყურებდნენ, რადგან ეს უქალო აჩრდილი ამ მხარეში უცხო იყო.
სახურავებიდან სულ სხვა მზე ამოიწვერა. ვგრძნობდი, რომ ირ-
გვლივ ყველაფერი ჩემს ჩათრევას ცდილობდა, მაგრამ ეს უკვე მა-
რადისობის, სამყაროს, კოსმოსური დროის საქმე იყო, ცა კი თავს
იკატუნებდა, მაგრამ თავისი უკიდეგანობა გასცემდა მას, რადგან
ნამდვილი ცა ხელისგულივით პატარაა. მიკვირდა, რომ ირგვლივ ამ-
დენ ღირსეულ და ამაყ მამაკაცს ვხედავდი, რომლებიც მოწყალებას
არ ითხოვდნენ, ამდენი ქალის თვალებში კი ვედრება არ ჩანდა.
ტროტუარზე პატარა გოგონა გამძვრალ ფეხსაცმელს დაფიქრებული
დაჰყურებდა და ჩაცმას ცდილობდა. რთული წამოწყება იყო და დახ-
მარება სჭირდებოდა. გოგონამ სერიოზული სახით შეხედა მოღიმარ
კაცს, რომელიც მისკენ დაიხარა და შესაძლოა გამოსდგომოდა კი-
დეც.
– ფეხსაცმელი ვერ ჩავიცვი, – თქვა გოგონამ, – შენ შეგიძლია?
ჩავიმუხლე და საქმეს შესანიშნავად გავართვი თავი. ქერა ბედ-
ნიერება ლოყაზე შემეხო და ისეთი ტკბილი და ნაზი სუნთქვა ვიგ-
რძენი, რომ თვალები დავხუჭე.
– მადლობა, ძალიან კარგი ხარ. მე პირდაპირ ვცხოვრობ.
ყურადღებით შემათვალიერა და ჩათვალა, რომ კიდევ რაღაცაში
შეიძლებოდა ჩემი გამოყენება. ხელი ჩამკიდა.
– წამოდი, – მითხრა მან, – გადასვლაში დაგეხმარები.

124

You might also like