You are on page 1of 2

3ბ

4გ

5ბ

6დ

7ბ

8ა

9ა

10ბ

11ბ

12გ

13 ა

14გ

15დ

16ბ

17 ბ

წარმავალი წუთისოფელი და
ადამიანი
წუთისოფელი წარმავალია და ამის შესახებ ყველამ იცის: შოთა რუსთაველი
გვარიგებს ამას ვეფხისტყაოსანში ხოლო დავით გურამიშვილის სიტყვებით:
„ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს;“.
თუმცა წუთისოფლის წარმავლობის სევდა განსაკუთრებითაა დამახასიათებელი
რომანტიკოსი პოეტებისთვის. ერთ-ერთი ქართველი რომანტიკოსის, ალექსანდრე
ჭავჭავაძის ლექს „გოგჩაში“ მკვეთრად ჩანს პოეტის განცდები ამ საკითხთან
დაკავშირებით.

ალექსანდრე ჭავჭავაძე პოემაში გვიხატავს სომხეთში არსებული ტბის სევდიან


პეიზაჟს. ჯერ ტბის სილამაზეს აღწერს, შემდეგ ამ ტბის შემოგარენს გვიხასიათებს .
რასაც იგი ხედავდა იყო ქალაქის ნანგრევები და ცხოველები რომლებიც ამ ნანრევებს
თავს აფარებენ. ადგილს სადაც აქამდე ხალხი მიმოდიოდა და დიდებულები
ცხოვრობდნენ ახლა უკვე მხოლოდ პირუტყვები აფარებენ თავს. ამ ყველაფერში
ავტორი საქართველოს ბედს ხედავს. ეს სევდიანი სანახაობა მისი თქმით არის
„ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი“. იგი თვლის რომ წუთისოფლის წარმავლობა
არც საქართველოს აუვლის გვერდს.
პოეტი აღგვიწერს პდესღაც დიდებულ და აყვავებულ ქალაქს განადგურებული მისი
ნაშთების ფონზე და კვლავ ამტკიცებს წუთისოფლის წარმავობას: „რავდენგზის
მთვარეს, თავმომწონეს მათთან შთახედვით...

წუთისოფლის ცვალებადობას სხვა ქართველი რომანტიკოსებიც ემდურიან .


გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეის სახე ბეთანიისდ ეკლესიასთან უნაკაკლო
მაგალითია ამის. ასწქსანდრე ჭავჭავაძის მსგავსად გრიგოლ ორბელიანიც
მივიწყებული ადგილის, ბეთანიის ეკლესიის გამო დამწუხრდა და დაფიქრდა
წუთისოფლის წარმავლობაზე. მისი აზრითაც აქვს დროს დიდი ძალა. ისიც იგონებს
წარსულის დიდებას, თამარის დროინდელ სიძლიერეს და აწმყოს ადარებს .

შესავალი
პოეტი იწყებს ტბის სილამაზის აღწერით,გვიხატავს ბროლივით წმინდა და უძრავი
ტბის პეიზაჟს, მაგრამ მისი შემოგარენი, დიდებული შენობების ნანგრევები და იქ
დაბუდებული ბუები ამ ადგილს თითქოს ძაძებში მოსავენ, სიჩუმე და უდაბურება კი
გულს მწუხარებით ავსებენ . ავტორი ამ სურათის საშუალებით გადმოგვცემს
წუთისოფლის წარმავლობაზე მწუხარებას და თვლის რომ ყველაფერს მსგავსი ბედი
ეწევა რადგან ეს ერთდროს დიდებული ქალაქიც კი ვერ გადაურჩა დროის
დაუნდობლობას.

„აჰა ქალაქთა ჩინებულთა....

აჰა ჩვენისა....

გოგჩის ნაპირებზე გაშენებული სასახლეები, რომლებშიც მათი ბედნიერი და


კმაყოფილი მაცხოვრებლები „განცხრომილან და განშვებულან“ დანგრეულიყო და
ხავსით იყო შემოსილი. სარკესავით წყალი კი ადრე მთვარესავით ლამაზ
ქალბატონებს იზიდავდა და მათ სილამაზეს ირეკლავდა, მაგრამ წუთისოფელი
წარმავალია და ცელით მსვრელი დრო ყველაფერს ანადგურებს .

„ მაგრამ რა?!....

ციურთა მჯობი მშვენებლობაც...

You might also like