You are on page 1of 2

• ისმჯელეთ, რა არის მოცემული ტექსტის მთავარი სათქმელი

• იმსჯელეთ, რა მხატვრული საშუალებებითაა იგი რეალიზებული


• ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულება ლექსის მთავარი სათქმელის
მიმართ.
ალექსანდრე ჭავჭავაძის გენიალურ შემოქმედებაში გამორჩეული
ადგილი უჭირავს რომანტიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთ საუკეთესო
ნიმუშს „გოგჩას“,სადაც სრულყოფილადაა გადმოცემული ისეთი ღრმა ,
სულშიჩამწვდომი, ფილოსოფიური იდეა, რომელიც ყველასა და
ყველაფრის წარმავლობასა და წუთისოფლის სიმუხთლეს გულისხმობს.
ლექსი ტბის მშვენიერების აღწერით იწყება და ავტორი საკუთარ
სათქმელს სწორედ ბუნების პეიზაჟის ფონზე შლის. ლექსში მთელი
სიზუსტითაა გადმოცემული ადამიანისა და საწუთროს
ურთიერთმიმართება და ამქვეყნიურობის წარმავლობის სევდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძე ერთ დროს მშვენიერი, მაგრამ ახლა უკვე
ნანგრევებად ქცეული გოგჩის ტბის აღწერით მკითხველს დარდითა და
სევდით აღავსებს და წუთისოფლის ორპირობაზე, წარმავლობასა და
ამაოებაზე აფიქრებს.მართლაც რომ, ოდესღაც მშვენიერი, „ვრცელი,
ხმოვანებით ზღვისა მბაძავი“ ტბა ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ
ნანგრევებადაა ქცეული, რითაც ხაზი ესმება ისეთ მნიშვნელოვან, ღმად
ფილოსოფიურ საკითხს, როგორიც ამქვეყნიური, მიწიერი ყოფის
წარმავლობაა.
„სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი და სად დღეს
ვჰხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა.“
პოეტი მხოლოდ განადგურებულ, დაგნრეული ტბის აღწერით არ
შემოიფარგლება და იგი თავის დამოკიდებულებასაც ნათლად
ამჟრავნებს: „აჰა პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი... მხოლოდ
აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრბმობილო!“. ლექსის მთავარი
იდეაცსწორედ მოცემულ სტრიქონებში იმალება. ავტორს ,ყოველივეს
წარმავლობისა და წუთისოფლის ამაოების აღწერით სურს, ადამიანის
ცხოვრების მთავარი მოვალეობა დაგვანახოს, რომელიც მომავალსა და
საბოლოოდ ყველაფრის განადგურებაზე ფიქრს გულისხმობს.
ალექსანდრე ჭავჭავაძე მკითხველს მოუწოდებს, რომ მხოლოდ აწმყოთი
არ დაკმაყოფილდნენ და მხოლოდ დღევანდელი დღით არ იცხოვრონ ,
რადგან, როგორც მოცემული ლექსი გვიდასტურებს, მარადიული
არაფერია და როგორც ერთ დროს დიდებული გოგჩის მშენიერება
წალეკა სასტიკმა წუთისოფელმა, ასევე გაანადგურებს ყოველივე
ამქვეყნიურ წარმავალს.პოეტი ამ იდეას კიდევ უფრო შლის და
ერთმანეთს უპირისპირებს სურათებს, რომლებიც სხვადასხვა დროში
მოიაზრება: წარსულის დიდებულება და მისი დღევანდელი
გაუდაბუროებული ნაშთი. იგი გვიხატავს ტაძარს, სადაც ოდესღაც
„მეფენი მოწიწებით მუხლს იდრეკდნენ“დღეს კი პირუტყვთა
თავშესაფრად ქცეულა, ხოლო სასახლეები, სადაც ძალაუფლება „მაღალ
ტახტზე“ იჯდა ამაყად და სადაც მუდმივად სიყვარული, შური და მტრობა
ბობოქრობდა, დროის მსხვერპლი გამხდარა. ვფიქრობ ,მოცემული
ლექსის მთავარი იდეა- წუთისოფლის ამაოება და ყოველივე
ამქვეყნიურის წარმავლობა კიდევ ერთ გენიალური რომანტიზმის
მიმდევრის- ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდებულ ლექსს „ფიქრნი
მტკვრის პირას“ ეხმიანება, სადაც აგრეთვე სრულფასოვნადაა
გადმოცემული ცხოვრების ამაოების სევდა:
„მაგრამ, თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი სამე, ვინ სადღა იყოს?“
ავტორის აზრს, რომელიც ყოველივე მიწიერის ამაოებას გუისხმობს,
სავსებით ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ მარადიული ამქვეყნად
არაფერია, რადგანაც ოდესღაც არსებული მშვენიერება საბოლოოდ
აუცილებად გაქრება და მოვა ის დროის მმუსვრელი, ყველაფრის
გამანადგურებელი ძალა, რომელიც წარწყმედს და ნანგრევებად აქცევს
დღესდღეობით არსებულ სილამაზეს, ძალაუფებასა და ყოველივე
ამქვეყნიურს. ამიტომაც ავტორის მსგავსად, ვფიქრობ, რომ მხოლოდ
აწმყოთი არ უნდა დავკმაყოფილდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ ყველა
და ყველაფერი საბოლოოდ აუცილებლად მიწა-მტვრად იქცევა:
„მაგრამ რა?!... დროსა მსვრელის ცელით, ყოველთა წარწყმედით,
ციურთა მჯობი მშენებობაც სხვათაებრ მოსთვლიდა.“
მოცემულ იდეას აგრეთვე ეხმიანება დავით გურამიშვილის შემოქმედება
„ დავითიანი“ საწუთროს სამდურავის შესახებ, სადაც ავტორი
წუთისოფლის სიმუხთლეზე, ორპირობასა და ამაოებაზე საუბრობს
და ,ალექსანდრე ჭავჭავაძის მსგავსად, მარადიულობას და სოფლის
წარმავლობისა და სიმუხთლის სევდას გვიხატავს:
„ნუ მიენდობი, საწუთრო მტყუანი არს და უპირო
არ დაიჭირავს ხელშია, რაგინდ რო ბჭალი უჭირო“

You might also like