You are on page 1of 2

მექანიზმი, რისი საშუალებითაც მოქმედების პოტენციალი იწვევს ტრანსმიტერის

გამოთავისუფლებას პრესინაფსური ტერმინალებიდან - კალციუმის იონების


როლი
პრესინაფსური ტერმინალის მემბრანას ეწოდება პრესინაფსური მემბრანა . ის დიდი
რაოდენობით შეიცავს კალციუმის არხებს. როდესაც მოქმედების პოტენციალის
საშუალებით პრესინაფსური მემბრანა დეპოლარიზდება, შემდეგ კალციუმის არხები
იღება და დიდი რაოდენობით კალციუმის იონები ტერმინალისკენ მიედინება .
ნეუროტრანსმიტერის რაოდენობა, რომელიც ტერმინალიდან სინაფსურ ნაპრალში
გამოთავისუფლდება, პირდაპირ დაკავშირებულია შემავალი კალციუმის იონების
რაოდენობაზე.

როდსაც კალციუმის იონები პრესინაფსურ ტერმინალში შევა, უკავშირდება


განსაკუთრებულ პროტეინის მოლეკულებს პრესინაფსური მემბრანის შიგნითა ზედაპირზე ,
ამ მოლეკულებს გამოთავისუფლების ადგილებს უწოდებენ (release site). ეს კავშირი იწვევს
ამ მოლეკულების მემბრანის შიგნით გახსნას, რაც უფლებას აძლევს ტრანსმიტერ
ვეზიკულებს, რომ გამოანთავისუფლონ თავიანთი ტრანსმიტერი ნაპრალში, ყოველი
მოქმედების პოტენციალის ამოქმედების შემდეგ. 2000დან 10000მდე აცეტილქოლინის
მოლეკულაა ყოველ ვეზიკულაში. პრესინაფსურ ტერმინალში საკმარისი ვეზიკულებია
იმისათვის, ათასობით მოქმედბის პოტენციალის ტრანსმიტირება მოხერხდეს .

ტრასმიტერ ნივთიერების მოქმედება პოსტსინაფსურ ნეირონზე - რეცეპტორი


პროტეინების ფუნქცია

პოსტსინაფსური ნეირონის მემბრანა დიდი რაოდენობით რეცეპტორ პროტეინებს შეიცავს .


ამ რეცეპტორებს მოლეკულებს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი გააჩნია:
დამაკავშირებელი კომპონენტი, რომელიც სინაფსურ ნაპრალში, პრესინაფსური
ტერმინაიდან წამოსულ ნეუროტრანსმიტერს უკავშირდება და უჯრედშიდა კომპონენტი ,
რომელიც სვლას იწყებს პოსტსინაფსური მემბრანიდან პოსტსინაფსური ნეირონის შიდა
ნაწილსკენ. რეცეპტორი აქტიცავტორი აკონტროლებს იონური არხების გაღებას
პოსტსინაფსურ უჯრედში შემდეგი გზით: 2. მეორე მესენჯერების აქტივაციით , რომელიც
არის მოქმედი მოლეკულა უჯრედის ციტოპლაზმაში და ააქტივირებს ერთ ან მეტ
ნივთიერებას პოსტსინაფსური მემბრანის შიგნით.

1.(by gating ion channels directly and allowing passage of specified types of ions through the
membrane)

ეს მესენჯერები სპეციფიკურ უჯრედულ ფუნქციებს ზრდიან ან ამცირებენ .

ნეუროტრანსმიტერ რეცეპტორს, რომელიც კარიბჭის როლს ასრულებს იონური


არხებისთვის ეწოდებათ იონოტროპული რეცეპტორები.

მეტაბოტროპული რეცეპტორები კი ეწოდებათ რეცეპტორებს, რომლებიც მოქმედებენ


მეორული მესენჯერების საშუალებით.
მეორული მესენჯერების სისტემა პოსტსინაფსურ ნეირონში

ნერვული სისტემის მრავალი ფუნქცია, მაგალითად მეხსიერების პროცესს ესაჭიროება -


გახანგრძლივებული ცვლილებები ნეიონში, წამებიდან თვეებამდე ტრასმიტერის
ნივთიერების არარსებობის შემდეგ. ასე რომ, გახანგრძლივებული პოსტსინაფსური
მემბრანის აგზნება და შეჩერება მიღწეულია მეორეული მესენჯერის ქიმიური სისტემის
აქტივაციით, პოსტსინაფსურ ნეირონულ უჯრედში, და სწორედ მეორეული მესენჯერები
იწვევენ გახანგრძლივებულ ეფექტს.

მეორეული მესენჯერების სისტემის რამოდენიმე ტიპი არსებობს. ყველაზე გავრცელებული


ტიპია - ჯი პროტეინების ჯგუფი. არააქტივირებული ჯი პროტეინის კომპლექსი ციტოზოლში
თავისუფლად მოძრაობს და შეიცავს გუანოზინ დიფოსფატას, ასევე 3 კომპონტეტს: ალფა
კომპონენტი, რომელიც ჯი პროტეინის აქტივატორი ნაწილია, ბეტა და გამა კომპონენტები ,
რომლებიც დაკავშირებული არიან ალფა კომპონენტთან. სანამ ჯი პროტეინის კომპლექსი
გუანოზინ დიფოსფატასთან არის მიბმული, მანამდე ის არარის აქტიური .

მეორეული მესენჯერის სისტემა, როდესაც საწყისი ნეირონის ტრანსმიტერ ნივთიერებას


შეუძლია გააქტიუროს მეორეული ნეირონი, რეცეპტორში ტრანსფორმაციული
ცვლილების გამოწვევით, რომელიც ათავისუფლებს ჯი პროტეინის აქტივირებულ ალფა
სუბერთეულს მეორეული ნეირონის ციტოპლაზმაში. მიმდინარეობს ოთხი შესაძელო
ცვლილება:

1. პოსტსინაფსური უჯრედის მემბრანასი იონური არხების გაღება


2. ციკლური ადენოზინ მონოფოსფატის ან ციკლური გუანოზინ მონოფოსფატის აქტივაცია ,
ნეირონის უჯრედში. ორივეს შეუძლია ნეირონში მეტაბოლური მექანიზმის აქტივაცია , რაც
ქიმიური შედეგების ინიცირებას იწვევს, მათ შორის გახანგრძლივებული ცვლილებებს
უჯრედის სტრუქტურაში, რაც საბოლოოდ ნეირონის გრძელვადიან აღზნებადობას იწვევს .

3. ერთი ან მეტი უჯრედშიდა ენზიმების აქტივაცია, ჯი პროტეინის მიერ . ეს ენზიმები კი


უჯრედის სპეციფიკურ ქიმიურ ფუნქციებს იწვევს.
4. გენის ტრანსკრიპციის აქტივაცია, რომელიც მეორეული მესენჯერული სისტემის
აქტივაციის უმნიშვნელოვანესი ეფექტია, რადგან გენის ტრანსკრიპცია ივევს ახალი
პროტეინების ფორმაცია, რაც მეტაბოლურ მექანიზმს ცვლის ან მის სტრუქტურას.
აქტივირებულ ნეირონში. სტრუქტურული ცვლილებები ყოველთვის მიმდინარეობს ,
განსაკუთრებით გრძელვადიან მეხსიერების პროცესებში .

ჯი პროტეინის ინაქტივაცია ხდება მაშინ, როდესაც გუანოზინ ტრი ფოსფატა მიუერთდება


ალფა სუბერთეულს და ჰიდროლიზირდება გუანოზინ დი ფოსფატად . ეს მოქმედება
იწვევს, ალფა სუბერთეულის გამოთავისუფლებას სამიზმე პროტეინისგან, რაც იწვევს
მეორეული მესენჯერული სისტემს ინაქტივაციას. და შემდეგ ბეტა და გამა
სუბერთეულებთან კომბინირებას, რაც ჯი პროტეინს არააქტიურს გახდის.

You might also like