You are on page 1of 4

გენდერული

თანასწორობ

ნიკა ჭელიძე
გენდერული თანასწორობა
გენდერული თანასწორობა, გულისხმობს ქალსა და კაცს შორის, თანაბარი
უფლებების მინიჭებას. ხშირად ეს ტერმინი, არ გამოიყენება სწორად ან
აღქმულია(ხშირად აზიურ, აფრიკულ და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში)
როგორც ტრადიციების შელახვად ან უარყოფად. ბევრ განუვითარებელ
ქვეყანაში, ქალისა და კაცის უფლებები არ არის თანაბარი და ამის შედეგად
იჩაგრებიან ქალები. ქალებს ართმევენ უფლებას, რომ მიიღონ განათლება ან
აიძულონ ისეთი რამის გაკეთება, რაც მათ არ სურთ. მსოფლიოს მასშტაბით
62 მილიონი გოგონა(2016 წლის მონაცემებით) ვერ ახერხებს განათლების
მიღებას.
ეს კონცეპტი/მოდელი დაცულია ძირითადად, ევროპულ ქვეყნებში. ქალსა
და კაცს, აქვთ თანაბარი უფლებები და შეუძლიათ ის გააკეთონ რაც მათ
მოესურვებათ(თავის ცხოვრებასთან დაკავშირებით).
განათლება ყველა სქესისთვის ხელმისაწვდომია და არ იზღუდება.
დასაქმება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთება შეუძლია
ინდივიდს და არ იზღუდება სქესის გამო.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს
კონცეპტი გულისხმობს თანასწორობას და
არა რაიმე პრივილეგიის მინიჭებას, სქესის
მიხედვით. მაგალითად, საქართველოში
ქალები უფრო მალე გადიან საპენსიო
ასაკში(60წ) ვიდრე კაცები(65წ). მაგრამ
საბოლოო ჯამში, ქალთა უფლებები უფრო
მეტად ილახება, ჩვენს ქვეყანაში.
ძირითადად უფრო „ტრადიციულ“ მხარეებში,
სადაც ქალებს არ აძლევენ განათლების
მიღების საშუალებას და ადრეულ ასაკში
აქორწინებენ. მართალია, ჩვენს ქვეყანას
გაუჭირდა, ამ რეალობის მიღება, მაგრამ არ
უნდა დაგვავიწყდეს ის რომ ისტორიულად,
ჩვენს პირველ დემოკრატიულ არჩევნებში,
ქალებს მიეცათ არჩევანებში მონაწილეობის
მიღება, რითაც მთელი მაშინდელი ევროპა
გაკვირვებული იყო.

You might also like