You are on page 1of 28

ტკივილი

ტკივილს ვინც უძლებს ის ძლიერია,


ტკივილს ვინც ამარცხებს ბრძენი

სწავლის შედეგი 2
კრიტერიუმი 2.5
ტკივილი
 ტკივილი სამედიცინო მიმართვიანობისა და კონსულტაციის ერთ -ერთი
მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში
 მწვავე ტკივილი ყველაზე ხშირად განცდილი გრძობაა, ის სტრესის
ძირითადი კომპონენტია, ტკივილი თან ახლავს ტრავმას , ქირურგიულ
ჩარევებსა და მწვავე დაავადებებს. ხანგრძლივობა არაუმეტეს 3 თვისა
 ტკივილი მხოლოდ მენტალური ტანჯვა არ არის, ის უარყოფით
გავლენას ახდენს პაციენტის ზოგად აქტივობაზე და ფუნქციონალურ
დატვირთვაზე
 ქრონიკულ ტკივილს კიდევ უფრო მეტი ნეგატიური ეფექტი გააჩნია,
ფსიქო-სენსორულით დაწყებული პაციენტის სიცოცხლის ხარისხის
გაუარებით დამთავრებული, ხანგრძლივობა 3 თვეზე მეტი
ტკივილის დეფინიცია
 ტკივილი არის ორგანიზმის მრავალი სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია
გარემოს არახელსაყრელი ზემოქმედებისგან დასაცავად და
მიმართულია სავარაუდო დამაზიანებელი ზემოქმედების თავიდან
აცილებისკენ.
 ტკივილის შესწავლის საერთაშორისო ასოციაციამ შეიმუშავა შემდეგი
განსაზღვრება: „ტკივილი არის უსიამოვნო შეგრძნება ან ემოციური
განცდა, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილების ნამდვილ ან შესაძლო
დაზიანებასთან ან აღიწერება ამ დაზიანების ტერმინებში ”
ტკივილის კლასიფიკაცია
 ტკივილის სინდრომის უამრავი კლასიფიკაცია არსებობს :
 ნეიროპათიული - პერიფერიული ნეიროპათია, ინსულტის შემდგომი
ტკივილი, ზურგის ტვინის დაზიანება, პოსტოპერაციული ნევრალგია
 შერეული - შაკიკი და ქრ.თავის ტკივილი, ფანტომური ტკივილი, ძვალ-
კუნთოვანი ტკივილი, მრავლობითი სკლეროზი,
 ნოციცეპტიური - რევმატოიდული არტრიტი, ოსტეოართრიტი, ქრ.
ანთებითი მდგომარეობები, პოსტოპერაციული ტკივილი, სპორტის
ვარჯიშის ტრავმული დაზიანებები, მექანიკური მიზეზით წელის ტკივილი
ტკივილის შეფასება
ტკივილის შეფასებამ უნდა განსაზღვროს:
 ტკივილის მიზეზი,
 მკურნალობის ეფექტურობა,
 ტკივილის გავლენა პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის
ხარისხზე.
ტკივილის ანამნეზი მოიცავს :
 ტკივილის ხანგრძლივობა
 ინტენსივობა, ლოკალიზაცია, ტიპი
 ფაქტორები, რომლებიც აძლიერებენ ან ამცირებენ ტკივილს
 დღის განმავლობაში ტკივილის დაწყების დრო, ადრე გამოყენებული
ანალგეტიკები და მათი ეფექტურობა
ტკივილის ხანგრძლივობა
 ზოგიერთ პაციენტს ეპიზოდური ხასიათის ტკივილი აწუხებს , ზოგს კი -
მუდმივი ხასიათის. ტკივილის ხანგრძლივობის ცოდნა საჭიროა
ტკივილის გასაყუჩებელი მედიკამენტის სახის განსაზღვრისა და
შესაბამისი ადექვატური თერაპიის სტრატეგიის შესარჩევად .
 პაციენტისათვის შეკითხვის დასმა იმის შესახებ , თუ როგორი
ხანგრძლივობისაა ტკივილი (მუდმივი, ანუ პერსისტირებული , თუ
ხანგამოშვებითი, გამჭოლი - შეტევითი ან ორივე სახის, ექთანს სწორი
გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება სამედიცინო ჩარევის მხრივ .
ტკივილის ინტენსიურობა
ტკივილის ინტენსიურობა იზომება რაოდენობრივად. პაციენტი 0-დან 10-
მდე ნუმერაციული (რიცხობრივი) შკალის გამოყენებით თავად აფასებს
არსებული ტკივილის ინტესიურობას სამედიცინო ჩარევამდე და ჩარევის
შემდგომ, ასევე ჩარევიდან წინა 24 საათის განმავლობაში, ეს
მნიშვნელოვნად ეხმარება პაციენტზე მზრუნველს შეაფასოს , გაუარესდა
თუ გაუმჯობესდა პაციენტის მდგომარეობა.
ამ მიზნით იყენებენ:
 რიცხობრივი შეფასების შკალას
 სახის შკალას
 ვერბალურ შკალას
 თერმომეტრის შკალას
ტკივილის ლოკალიზაცია
ტკივილი შეიძლება ერთ ან მეტ ადგილას შეიგრძნობოდეს. ტკივილის
ლოკალიზაციის დადგენა სწორი დიაგნოსტიკის მიზანია, ტკივილის
ლოკალიზაციის განსაზღვრის მიზნით გამოიყენება სხეულის სქემები და
დიაგრამები. ამ სქემების საშუალებით პაციენტები მტკივნეულ
წერტილებს ან ადგილებს, ასევე ტკივილის ირადიაციას აღნიშნავენ .
ტკივილის ტიპები/სახეები
ტკივილის მაპროვოცირებელი და
გამაძლიერებელი ფაქტორები
 პაციენტს უნდა დაესვას შეკითხვა იმის შესახებც , თუ რა ამსუმბუბუქებს ან
რა აძლიერებს ტკივილს, ამ შეკითხვებში იგულისხმება ასევე მიღებული
სამკურნალო საშუალებების ეფექტი ან გუნება-განწყობილების
ცვლილებები და სხვა ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ტკივილის
პროვოცირება მოახდინონ.
 ამ კითხვებზე პასუხი და იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც
აძლიერებენ ტკივილს, საშუალებას იძლევა ტკივილის მკურნალობის
გეგმაში დამატებით იქნეს გათვალისწინებული, მაგ., რელაქსაცია,
მასაჟი, მოძრაობები და სხეულის პოზიციის შეცვლა.
ტკივილის შეფასების
სრულყოფილი დოკუმენტირება
ტკივილის შეფასების სრულყოფილი დოკუმენტირება შემდეგ საკვანძო
კომპონენტებს მოიცავს:
 ტკივილის განცდის აღწერას
 ტკივილის ბუნებას (მაგ., მუდმივი, ხანგამოშვებითი, ეპიზოდური),
 ლოკალიზაციას
 ხანგრძლივობას
 მასზე მოქმედ ფაქტორებს
 გავლენას ორგანიზმის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე, ძილზე ,
მადაზე, გუნება-განწყობილებაზე და ა.შ.
ტკივილის შეფასების ფურცელი
ტკივილის შეფასების ალგორითმი
შეფასების პროცესის ეფექტურობა
 პაციენტის მიერ აღწერილი ტკივილი სამედიცინო პერსონალმა უნდა
მიიღოს ინფორმაციის ზუსტ და ძირითად წყაროდ
 პაციენტს უნდა მიეცეს საშუალება, ტკივილი საკუთარი სიტყვებით
აღწეროს
 ფოკუსირება უნდა მოხდეს პაციენტზე, მის ქცევასა და სხეულის ენაზე
 პაციენტმა უნდა მიუთითოს ტკივილის ძირითად და მრავლობით
არეებზე და ირადიაციაზე
 ტკივილის შეფასების შკალები და/ან კითხვარები გამოყენებულ უნდა
იყოს ტკივილის სიძლიერის შესაფასებლად
 ტკივილის შეფასების პროცესშივე უნდა დადგინდეს ტკივილის მიზეზი
და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა
ტკივილის შეფასების (საზომი)
შკალები
ქრონიკული ტკივილის სინდრომის ინტენსიურობის შეფასებას
მოზრდილებში სპეციალური შკალების მეშვეობით ატარებენ .
ტკივილის შეფასების (საზომი)
შკალები
ტკივილის შეფასების ანკეტური
კითხვარები
ტკივილის შეფასება ნეონატოლოგიურ და პედიატრიულ პრაქტიკაში
ძირითადად ანკეტური კითხვარების გამოყენებით ხდება
ტკივილის შეფასების ანკეტური
კითხვარები
ქრონიკული ტკივილის მართვა
მსოფლიოში ტკივილდაყუჩებითი თერაპიისთვის გამოიყენება ჯანმო -ს
მიერ მოწოდებული ტკივილის მართვის სამსაფეხურიანი სქემა
სწრაფად მოქმედი რუტინული
ორალური ოპიოიდები
 თუ პაციენტს ძლიერი ტკივილი აქვს და არ მიუღია ადრე ოპიოიდი,
თერაპიის დაწყება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით 10 მგ
ორალური მორფინით, ყოველ 4 სთ-ში ერთხელ.
 ამ დოზირებით სადღეღამისო დოზაა 60 მგ. ტკივილის სინდრომის
სასურველი კონტროლი მიიღწევა 1 დღეში.
 პაციენტი პარალელურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს მორფინის
ინიქციური ფორმითაც, ექიმის დანიშნულებით, რათა იგი გამჭოლი
ტკივილისას (დამატებითი დოზა) გამოიყენოს.
 თუ ტკივილი 1 ან 2 დოზის შემდეგაც მწვავე და არამართვადია (მაგ.,
მზარდი ტკივილი), დოზა უნდა გაიზარდოს ექიმის დანიშნულებით . ამ
დროს პაციენტზე საჭიროა დაკვირვება მანამ, სანამ ტკივილი სრულად
არ გაკონტროლდება.
პროლონგირებული მოქმედების
მოდიფიცირებული ორალური
პრეპარატები
 წამლის მოქმედების მართვისთვის სპეციალურად შექმნილია აბები (8-,
12- ან 24-სთ-ანი, დამოკიდებულია პროდუქტზე); იღებენ მთლიანად,
კაფსულის დაუზიანებლად (დაუღეჭავად).
 ასეთი მოქმედების კაფსულები თანდათან გამოთავისუფლებული
გრანულებია, რომლებიც შეიძლება გადაიყლაპოს მთლიანად ან
გრანულები შეერიოს სითხეს ან საკვებს; ტკივილის საუკეთესო
კონტროლის მიიღწევა შესაძლებელია 2-4 დღეში.
 დოზები არ უნდა შეიცვალოს 2-4 დღეზე ადრე.
ოპიოიდების მიღების გზები
 ორალური გზა ყველაზე ნაკლებად ინვაზიურია, თუმცა ზოგჯერ
შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზთა (ღებინება, დისფაგია ) გამო .
 ენტერული ზონდით ოპიოდების მიღების აუცილებელი ხდება
გასტროეზოფაგული ობსტრუქციისას
 თხევადი ტრანსმუკოზური პრეპარატების (შეიწოვება ლორწოვანი
გარსიდან) განსაკუთრებით ეფექტურია ტერმინალურ სტადიაში
მათთვის ვისაც ყლაპვა არ შეუძლია, სწრაფი მოქმედების
კონცენტრირებული პრეპარატის მიღება ხდება პირის ღრუს
ლორწოვანი გარსიდან
 რექტულად სწრაფი ან გახანგრძლივებული მოქმედების
პრეპარატების მიღება იგივე შედეგს იძლევა, რასაც ორალური .
 ტრანსდერმული საფენი არის მიღების ალტერნატიული, ეფექტური გზა
იმათთვის, ვინც ოპიოიდების სტაბილურ, რუტინულ დოზას იღებს
ოპიოიდების მიღების გზები
 პარენტერული ინექციები ან ინფუზიური გზა გამოიყენება რუტინულად
ყოველ 4 სთ-ში, ამასთან, დოზის მოწესრიგება ყოველ 24 სთ-ში,
სტაბილური მდგომარეობის მიღწევამდე. ინტრამუსკულურ ინიექციებს
კანქვეშა სჯობს, რადგან ნაკლებმტკივნეული და ისევე ეფექტურია .
შესაძლებელია საჭირო გახდეს უწყვეტი ინფუზია
 ინტრასპინალურად, ეპიდურულად მედიკამენტის შეყვანა ეფექტურია
პაციენტებისთვის, რომელთაც ტკივილი სხეულის ქვედა ნაწილში აქვთ ან
რუტინულ ოპიოიდურ თერაპიას ნაკლებად ემორჩილებიან. ეს მეთოდი
ამცირებს სისტემურ გვერდით მოვლენებს
წამლისმიერი გვერდითი ეფექტები
 ოპიოიდური ალერგია - ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, დისპნოე ან
ანაფილაქსიის სხვა ნიშნები
 ურტიკარია, ქავილი -ჭინჭრის ციება, სიწითლე, ქავილი
 შეკრულობა - ოპიოიდის მიღებისას ვითარდება მეორეულად 2/3–ში
 გულისრევა/ღებინება ხშირად გამოწვეულია ოპიოიდებით,
განსაკუთრებით ტაბლეტური ფორმებისა
 სედაცია (ძილიანობა) - ზოგირთ პაციენტს ოპიოიდის მიღებისთანავე
უვითარდება მოთენთილობა და გონების დაბინდვა
 დელირიუმი - (მცირე მენტალური სტატუსის დარღვევა) დაბნეულობა,
ჰალუცინაციები, დაღლილობა, მოუსვენრობა, ცუდი სიზმრები
 სუნთქვის დათრგუნვა.- ოპიოიდების გამაყუჩებელად გამოყენებისას
სუნთქვის დათრგუნვის ფარმაკოლოგიური ტოლერანტობა ვითარდება
სწრაფად
ტკივილის მართვის ალტერნატივები
 რადიოთერაპია - აქვს შეუცვლელი მნიშვნელობა ძვლებში
მეტასტაზებით გამოწვეული ტკივილის მართვაში, ასევე თავის ტვინში
მეტასტაზების და ნერვულ სტრუქტურებზე სიმსივნის ზეწოლის დროს .
 ნეიროსტიმულაცია – აკუპუნქტურა
 ანესთეზიოლოგიური ჩარევა – ნერვის ბლოკადა
 ფიზიკური თერაპია – ვარჯიში, სითბო, სიცივე
 მასაჟი და არომათერაპია - ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ
არომატულ ეთერ-ზეთებს იყენებს
 მუსიკით მკურნალობა - სასიამოვნო მუსიკის მოსმენა ხელს უწყობს
ავადმყოფის დამშვიდებასა და რელაქსაციას
ტკივილგამაყუჩებელი წამლის
ეფექტის შეფასება

შეფასება ხდება ოთხ ქულიანი სისტემით სადაც:


 0 ქულა- არავითარი შვება არ მოუცია
 1 ქულა - ოდნავ შეამცირა ტკივილი
 2 ქულა - მნიშვნელოვნად შეამცირა ტკივლი
 3 ქულა - სრულად მოხსნა ტკივილი

You might also like