You are on page 1of 10

თავის ტკივილი

თამარ ვაშაძე
თსუ მედიცინის ფაკულტეტი
• თავის ტკივილი ჯანდაცვის უდიდესი პრობლემაა
• ის არის ზოგადი პრაქტიკის 10 უხშირესი სიმპტომიდან
ერთ-ერთი
• ქალების 78 და კაცების 64 %-ს წელიწადში ერთხელ
მაინც ჰქონია თავის ტკივილი
• თავის ტკივილის ეპიზოდების მხოლოდ 0.004%
წარმოადგენს სერიოზული ორგანული დაავადების
სიმპტომს
• თავის ტკივილის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნადაა
დამყარებული დაავადების ანამნეზის სრულ
შეკრებაზე
• ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგზე: დაწყების ასაკი,
თავის ტკივილის ხანგრძლივობა, სიხშირე ,
თითოეული ეპიზოდის ხანგრძლივობა,
ლოკალიზაცია, სიმწვავე, დაწყების დრო დღის
განმავლობაში, სხვა ასოცირებული ფენომენები,
აგრავაციის ან შვების მომცემი ფაქტორები
• მნიშვნელოვანია ფიზიკალური გასინჯვა,
პარაკლინიკური გამოკვლევა
თავის ტკივილის სახიფათო სიგნალები

• ახალი, მწვავე ტკივილების უეცარი დაწყება


• პროგრესული თავის ტკივილები
• თავის ტკივილის დაწყება დახველების, დაცემინების,
გაზმორების, გაჭიმვის ან სექსუალური აქტივობის
შემდეგ
• ასოცირებული სიმპტომების არსებობა
• თავის ტკივილის დაწყება 50 წლის ზემოთ
• ნევროლოგიური და ზოგადი ფიზიკალური გასინჯვით
მიღებული რაიმე პათოლოგიური ნიშანი
შაკიკი

• თავის ტკივილის ყველაზე ხშირი ფორმა


• შემთხვევათა პიკი 25-34 წლის ასაკში
• 2-3 ჯერ სჭარბობს ქალებში
• ყველაზე ხშირი ფორმაა (80%) შაკიკი აურას გარეშე,
იგივე მარტივი, უბრალო შაკიკი
• 15-18% -ში გვხვდება შაკიკი აურათი, იგივე
კლასიკური შაკიკი
• იშვიათად გვხვდება შაკიკის იშვიათი და ატიპირუ
ფორმები
• კლინიკა მოიცავს ოთხ ძირითად ფაზას: პროდრომი, აურა,
თავის ტკივილი, პოსტდრომი
• კლინიკური სურათის დამახასიათებელი თვისებაა მისი
პაროქსიზმულობა
• შაკიკის პათოგენეზის ყველაზე ტრადიციული თეორიის
მიხედვით, აურა ეს არის შედეგი კრანიული
სისხლძარღვების ვაზოკონსტრიქციისა, ხოლო თავის
ტკივილი - მტკივნეული ვაზოდილატაციისა
• შაკიკის პათოგენეზში მონაწილეობს პროსტაგლანდინები,
ესტროგენები, ცენტრალური და პერიფერიული
ტრანსმიტერები (სეროტონინი, დოფამინი და
ნორადრენალინი), თუმცა მათი რაოდენობრივი
მონაწილეობა ამ პროცესში არ არის ცნობილი
• შაკიკის მენეჯმენტში მნიშვნელოვანია 1. ტრიგერული
ფაქტორების ცოდნა და მათი თავიდან აცილება
• 2. პაციენტმა უნდა იცოდეს რომელი პრაპარატი უხსნის
შეტევას. ასეთებია ანალგეტიკები, არასტეროიდული
ანტიანთებითი საშუალებები, ერგოტამინი.
• პრევენციული მკურნალობა შესაძლებელია
მოისინჯოს, როცა პაციენტს აქვს თვეში 2 ან მეტი
ისეთი შეტევა, რომელიც არ ემორჩილება
მედიკამენტურ მკურნალობას.
• პროფილაქტიკური მკურნალობა მოიცავს: ბეტა-
ბლოკერებს, Ca-ანტაგონისტებს, ამიტრიპტილინს და
სხვა
კლასტერული თავის ტკივილი

• პირველად აღწერეს 1936 წელს


• გვხვდება მამაკაცთა პოპულაციის 0.5%-ში და ქალთა 0.1%-ში;
პრევალირებს მამაკაცებში
• იწყება სიცოცხლის მეორე ან მესამე დეკადაში
• ხასიათდება ძლიერი უნილატერალური სახის ან თვალის გარშემო
ტკივილით, ხშირად თან ახლავს ვეგეტატიური ნიშნები
• კლასტერული პერიოდი გრძელდება 3-16 კვირა
• რემისია შეიძლება იყოს 6 თვიდან 5 წლამდე
• მაპროვოცირებელი ფაქტორი ხშირად არის ალკოჰოლი, ცივი ან
ცხელი ქარი, აგზნება
• თანამედროვე შეხედულებით, კლატერული თავის ტკივილი
შედეგია დისფუნქციური ჰიპოთალამუსის ზეგავლენისა იოლად
დაზიანებად ინტრაკავერნოზულ კაროტიდულ არტერიაზე
• შეტევის მკურნალობა გულისხმობს მის პრევენციასაც
დაძაბვის თავის ტკივილი

• მოიცავს ყველა სახის თავის ტკივილის 90%-ს


• პაციენტთა 15%-ს პირველი შეტევა ეწყება 10 წლამდე ასაკში.
პაციენტთა 75% არის ქალი
• ხშირად ბილატერალურია, ყრუ, პერსისტენტული,
ცვალებადი ინტენსივობის
• ხშირად იწყება სტრესის შემდეგ
• ქრონიკულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, როცა შეტევები
თვეში 15-ზე მეტია
• არსებობს ჰიპოთეზა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ტიპის
თავის ტკივილი; ასევე, რომ ეპიზოდური თავის
ტკივილების შემთხვევებში მიზეზია კუნთთა გამოხატული
შეკუმშვა
• მენეჯმენტი მოიცავს ფსიქოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და
ფარმაკოლოგიურ ფაქტორებს
Drug-Rebound თავის ტკივილი

• ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ერგოტამინი,


ასპირინი, პარაცეტამოლი, რეგულარული მიღებისას
იწვევ მიჩვევას, ამიტომ მათი არ მიღებისას პაციენტებს
ეწყებათ თავის ტკივილი
• უხშირესად ვითარდება 30-40 წლის ასაკში, უფრო
ხშირია ქალებში
• ტიპიურია მთელი დღის განმავლობაში თავის
ტკივილი, არის ვარიაბელური ლოკალიზაციის და
ხასიათის მიხედვით
• მენეჯმენტის მთავარი პრინციპია ანალგეტიკის სრული
და მკვეთრი შეწყვეტა, ნარკოტიკულის კი-
თანდათანობით, ნეიროლეპტიკების თანხლებით

You might also like