You are on page 1of 2

რთულ წინადადებაში „რომელიც“ წევრ-კავშირის

რიცხვში შეთანხმების განხილვა :

1. თუ მთავარ წინადადებაში სიტყვა, რომელსაც მიემართება ( შემდგომ -


მისამართი სიტყვა) „რომელიც“ მხოლობით რიცხვშია, წევრ-კავშირიც
მხოლობითში შეეწყობა:

წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო.

2. თუ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვა მრავლობითშია,


„რომელიც“ ასევე მრავლობითში იქნება. ამ შემთხვევაში, წესის
თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს იმას, მთავარ წინადადებაში სიტყვა,
რომელსაც მიემართება წევრ-კავშირი, უსულოა თუ სულიერი.
შესაბამისად, სწორი იქნება:

წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხო.


მწერლები, რომლებიც დაჯილდოვდნენ.

3. თუ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვა ერთზე მეტი


რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვითაა განმარტებული, თვითონ
მისათითებელი სიტყვა მხოლობითში იქნება, დამოკიდებული
წინადადების წევრ-კავშირი „რომელიც“ კი მრავლობითში უნდა იყოს.
განვიხილოთ ეს წესი უფრო დეტალურად:

გამომცემლობა გვთავაზობს ხუთ წიგნს, რომლებიც აუცილებლად უნდა


წაიკითხო.

ეს წინადადება შედგება მთავარი და დამოკიდებული წინადადებებისგან.


მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვაა წიგნი ( რომელსაც მიემართება
წევრ-კავშირი „რომლებიც“). მისამართ სიტყვას მსაზღვრელად ახლავს
ისეთი სახელი, რომლის ლექსიკური მნიშვნელობაც ერთზე მეტს
გულისხმობს( ამ შემთხვევაში ესაა რაოდენობითი რიცხვითი სახელი -
ხუთი). დღესდღეობით არსებული წესის თანახმად, თუ მისამართი
სიტყვა ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სახელითაა
განსაზღვრული, „რომელიც“ შეეწყობა ამ რაოდენობას და თავადაც უნდა
„მოირგოს“ მრავლობითი რიცხვი.

4. თუ მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვა „და-ძმის“ ტიპის


კომპოზიტია, წევრ-კავშირი კვლავ მრავლობითში შეეწყობა მას.

ცოლ-ქმარი, რომლებიც საზღვარზე დააკავეს, დუმილის უფლებას


იყენებს.

5. თუ მისამართი სიტყვა კრებითი სახელია, წევრ-კავშირი „რომელიც“


მხოლობითში შეეწყობა მას:

სტუდენტობას, რომელიც საკუთარ უფლებებს იცავს, ადვილად ვერ


გააცურებ.

You might also like