You are on page 1of 7

,,არსი“ -ს მეორე კურსის, საექთნო საქმის სტუდენტი:

ნათია გოგაშვილის პრეზენტაცია

მოდული: გინეკოლოგია

ხელმძღვანელი: ზ.მანჯავიძე

saeqTno movla mSobirobis


dros
საექთნო საქმიანობაში ორსულზე და მის ოჯახზე ზრუნვა ძალზე
სასიამოვნო და ამავდროულად მოთხოვნადი სპეციალობაა. ბავშვის
დაბადება იმაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე მხოლოდ
ფიზიოლოგიური შემთხვევა. ყველა კულტურაში ბავშვის დაბადებას აქვს
პირადი და სოციალური მნიშვნელობა. ადამიანის როლები და
მნიშვნელობა ცხოვრებაში სამუდამოდ იცვლება ამ მოვლენის შემდეგ.

ექთანი მხარში უნდა ედგეს ოჯახს ამ პროცესში, იზრუნოს მათ


გამოცდილებაზე და მზად იყოს გართულებების შემთხვევაში. ამასთან,
გასათვალისწინებელია, რომ ექთანი ზრუნავს ორ ადამიანზე,
რომლიდანაც ერთ-ერთი ნაყოფია და რომლის პირდაპირ დაკვირვება
შეუძლებელია.

მშობიარობასთან ასოცირებული ტკივილი

მუშაობა ხალხთან, რომელიც ტკივილს განიცდის ძალიან რთულია,


თუმცა ექთნების უმეტესობას უწევს სწრაფად იმოქმედოს და დაეხმაროს
პაციენტს ტკივილის შემსუბუქებაში. ექთნის ნებისმიერი ინტერვენციის
მიუხედავად, ტკივილი მოსალოდნელია მშობიარობის პროცესში და მას
თავისი დანიშნულება აქვს მშობიარობის დროს. შეუძლებელია
მშობიარობასთან დაკავშირებული ტკივილის სრულად ელიმინაცია.
ზოგიერთი ქალი ირჩევს გაუტკივარების გარეშე მშობიარობას. ექთნების
ფუნქციებში კრიტიკული დატვირთვა აქვს მშობიარის დახმარებას
ტკივილების მართვაში და ის ყველაზე შემოქმედებითი ნაწილია მათ
საქმიანობაში.

ექთნის მოვალეობები მიმღებში

ის ორი პრიორიტეტი, როდესაც მშობიარე მიმღებში იმყოფება, არის:

1. გავუწიოთ მას თერაპიული მკურნალობის მომსახურება.

2. შევაფასოთ დედისა და ნაყოფის მდგომარეობა.

თერაპიული მკურნალობის მომსახურების გაწევა ექთანს უნდა


შეეძლოს სწრაფად დაამყაროს სათანადო თერაპიული დამოკიდებულება
მშობიარესთან. მშობიარის პირველი შთაბეჭდილება ზეგავლენას ახდენს
იმის აღქმაზე, თუ როგორი ხარისხის იქნება მისი მშობიარობის
გამოცდილება დაწესებულებაში.

ექთნის მხრიდან კომუნიკაცია უნდა იყოს ინტერესის გამომხატველი,


მეგობრული, მზრუნველი და კომპეტენტური.

ნდობის მოპოვება პირველი შეხვედრიდან, ექთანს უნდა შეეძლოს


ნდობის მოპოვება და ოპტიმიზმის გამოწვევა ორსულში და გაუჩინოს
განწყობა, რომ ის წარმატებულად გაართმევს თავს დაკისრებულ
მოვალეობას. დადებითი ემოციების აღძვრა ძალიან მნიშვნელოვანია
მშობიარის უახლოეს პირთა წრისთვისაც. პაციენტის კლინიკაში
მიღებისას ექთანმა უნდა იკითხოს დაესწრება თუ არა ვინმე მშობიარობას

პირველი მშობიარობის დროს ქალს შეიძლება გადამეტებულად ჰქონდეს


შეკუმშვების აღქმა. ექთანმა უნდა დაამშვიდოს მშობიარე, რომ ძლიერი
შეკუმშვები აქტიური მშობიარობის ნაწილია და დაეხმაროს მის მართვაში
და ამავდროულად, თვალყური ადევნოს ნამდვილ პრობლემებს.

ინტრავენური ჩარევები - საჭიროების არსებობის შემთხვევაში,


მიმღებშივე იდგმება ვენური კათეტერი.

ინტრანატალური შეფასების გზამკვლევი

 გასაუბრება: ინფორმაციის შეგროვება ქალის ორსულობის,


მშობიარობის და იმ მდგომარეობათა შესახებ, რომელმაც შეიძლება
იმოქმედოს ქალის მოვლაზე. გასაუბრება მოკლდება, თუ ქალი
მშობიარობის გვიან სტადიაშია
 წარდგენა: წარადგინეთ საკუთარი თავი და შეეკითხეთ ქალს თუ
როგორ უნდა რომ მიმართოთ.
 კულტურა და ენა: თუ ქალი სხვა კულტურის წარმომადგენელია,
შეეკითხეთ რა არის მისთვის სასურველი ენა და რა ენაზე
საუბრობს, კითხულობს და ესმის.
 კომუნიკაცია: სთხოვეთ ქალს, გითხრათ როდის აქვს შეკუმშვები და
ამ პერიოდში შეაჩერეთ. გასაუბრება და ფიზიკური გასინჯვა.
 არავერბალური მინიშნებები: დააკვირდით ქალის ქცევას და მის
დამოკიდებულებას ოჯახის და ექთნის მიმართ. გაითვალისწინეთ
ისიც, რომ ვერბალური მინიშნებები სხვადასხვაგვარია
განსხვავებულ კულტურებში.
 დაადგინეთ სამშობიაროში მომართვის მიზეზი: “რა არის
საავადმყოფოში/სამშობიარო დაწესებულებაში თქვენი
დღევანდელი ვიზიტის მიზეზი( მაგ: სისხლდენა, ნაადრევი
მშობიარობა, ტკივილი გამოწვეული სხვა მიზეზით, გარდა
სამშობიარო შეკუმშვებისა. შეატყობინეთ ეს ნიშნები ექიმს)
 ანტენატალური ზრუნვა: ადრეული და რეგულარული
ანტენატალური ზრუნვა უზრუნველყოფს დედის და ახალშობილის
ჯანმრთელობას.
 გესტაციის ვადის დადგენა: 38- 42 კვირა. ქალის გესტაცია შეიძლება
დაზუსტდეს ან დადგინდეს ორსულობის დროს ულტრაბგერითი ან
სხვა კლინიკური გამოკვლევით.
 ანამნეზი: ორსულობა,მშობიარობა,აბორტი. ხუთზე მეტი
მშობიარობა( მრავალნამშობიარები) დაკავშირებულია პლაცენტის
წინმდებარეობისა და მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის
რისკთან. ქალებს, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ მრავლობითი
სპონტანური აბორტი ან გააჩინეს ახალშობილი ანომალიებით,
შესაძლოა თანდაყოლილი ანომალიების მქონე ახალშობილის
რისკის ყოლის რისკი მომატებული ჰქონდეთ.
 შეკუმშვები: “რა სიხშირით აქვთ შეკუმშვები? განსხვავდება
მშობიარობის სტადიების და ფაზების მიხედვით. მშობიარობის
შეკუმშვები არის, ჩვეულებრივ, რეგულარული და აჩვენებს
გაზრდილ სიხშირეს, ხანგრძლივობას და ინტენსივობას.
 ალერგიები: “ალერგიული ხართ ნებისმიერ საკვებზე,
მედიკამენტზე ან სხვა ნივთიერებებზე.(განსაზღვრავს შესაძლო
სენსიტიურობას მედიკამენტებზე რომელიც უნდა გამოვიყენოთ).
 საკვების მიღება: (მიიღეთ ინფორმაცია რომელიც საჭიროა რომ
უსაფრთხოდ მიაწოდოთ ზოგადი ანესთეზია საჭიროებისამებრ.
ასევე ეს შეკითხვა დაგეხმარებთ აღმოაჩინოთ შესაძლო სითხის ან
ენერგიის დეფიციტი)
 უახლოესი (თუ გადატანილი) დაავადებები.საშარდე
გზების ინფექცია დაკავშირებულია ნაადრევ მშობიარობასთან.
ქალი ,რომელსაც აქვს კონტაქტი ვინმესთან, ვისაც აქვს გადამდები
დაავადებები, შეიძლება ავად გახდეს და შესაძლოა, სხვების
ინფიცირებაც მოახდინოს დაწესებულებაში.
 მედიკამენტები: სამშობიარო დაწესებულებაში მომართვამდე
მიღებული მედიკამენტები, შეიძლება ურთერთქმედებაში
შევიდნენ სხვა, მშობიარობის დროს დანიშნულ მედიკამენტებთან.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ანალგეზიურ და ანესთეზიურ
საშუალებებთან მიმართებით.
 თამბაქო ან ალკოჰოლი : მძიმე მწეველების ახალშობილები ხშირად
არიან მცირე ზომის და აქვთ შემცირებული პლაცენტალური
სისხლისმიდინება მშობიარობის დროს. ალკოჰოლდამოკიდებული
დედის ბავშვს, შესაძლოა თრობის ან აბსტინენციის სინდრომი
განუვითარდეს მშობიარობისას ან მის შემდგომ.
 მშობიარობისთვის მომზადება:მოუმზადებელ ქალს ხშირად
სჭირდება სწავლება მშობიარობის დროს მარტივი მოდუნებისა და
სუნთქვითი მეთოდების გათავისებისთბის.
 კულტურული საჭიროებები: “ჩავრთოთ ყველა დადებითი ან
ნეიტრალური კულტურული პრაქტიკა. თუ პრაქტიკა საზიანოა,
აუხსენით ქალსა და ოჯახს ამის შესახებ

ნაყოფის შეფასება
ნაყოფის შეფასება - სრულდება რათა გაირკვეს ნაყოფის მდგომარეობა
და პოტენციური რისკები ადრევე იდენტიფიცირდეს. ნაყოფის შეფასება
შედგება ნაყოფის გულისცემის და ამნიონური სითხის დახასიათებით. ამ
შეფასების დროს გამოვლენილი პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება
გამოწვეული იყოს ნაყოფის ჟანგბად-ნახშირორჟანგის მიმოქცევის
შეფერხებით და ინფექციებით.
 განისაზღვროს ნაყოფის მდგომარეობა
 ნაყოფის გულისცემის სიხშირე: საშუალო სიხშირე სრულ ვადაზე
არის 110-160 დარტყმა წუთში.
 შეკუმშვები (გვაძლევს მშობიარობის სტატუსის შესახებ ობიექტურ
ინფორმაციას. შეკუმშვები უნდა შეფასდეს ყოველ ჯერზე, როცა
ხდება ნაყოფის გულისცემის შეფასება)
 მემბრანების სტატუსი: ამნიონური სითხე უნდა იყოს სუფთა,
შესაძლოა შეიცავდეს კოლტებს და თეთრ პირველად ნაცხს. სუნი
არის სპეციფიური მაგრამ არა უსასიამოვნო.მომწვანო ფერი
მიანიშნებს მეკონეუმით დაბინძურებას,რომელიც შეიძლება
დაკავშირებული იყოს ნაყოფის არაკეთილსაიმედო
მდგომარეობასთან ან ვადაგადაცილებულ გესტაციასთან. მღვრიე,
მოყვითალო და ცუდი სუნის მქონე ამნიონური სითხე ინფექციის
მანიშნებელია. მწვანე შეფერილობის სითხე მიგვანიშნებს
მეკონიუმის შერევას სანაყოფე წყლებში მშობიარობამდე.
მეკონეუმის გამოყოფა შეიძლება გამოწვეული იყოს გარდამავლი
ჰიპოქსიით, რომლის მიზეზიც ხშირად უცნობია. ახალშობილს
შეიძლება დასჭირდეს დამატებითი სასუნთქი გზების
ამოსუფთავება მშობიარობის შემდგომ თუ სითხეში დიდი
რაოდენობით არის მეკონეუმი.
 ლეოპოლდის მანევრი: აღნიშნავს ნაყოფის მდგომარეობას და
პოზიციას.
 ტკივილი: აღნიშნეთ დისკომფორტი მშობიარობის ან შეკუმშვებს
შორის.მუდმივი ტკივილი ან სიმკვრივე, გამაგრებული
საშვილოსნო მიანიშნებს გართულებას,როგორიცაა პლაცენტის
აცლა (პლაცენტის განცალკევება) ან ნაკლებ ხშირად ,საშვილოსნოს
გახევა.

ფიზიკური გასინჯვა

მოკლე ფიზიკური გასინჯვა აფასებს ქალის ზოგად მდგომარეობას, სხვა


მნიშვნელოვანი დასაკვირვებელი მონაცემები მშობიარობის დროს არის
შეშუპების არსებობა და ლოკაცია, მუცელზე ნაწიბური და ფუძის
სიმაღლე

 ქალის ზოგადი ჯანმრთელობის და მდგომარეობის განსაზღვრა


 ზოგადი აღწერილობა:
 სასიცოცხლო ნიშნები: შეაფასეთ ქალის ტემპერატურა,პულსის
სიხშირე.სუნთქვა და სისხლის წნევა.
 გულის და ფილტვის ხმები:მოუსმინეთ ყველა სააუსკულტაციო
წერტილს სტეტოსკოპით.
 შარდის შუა ნაკადის ნიმუში: შეაფასეთ ცილის და გლუკოზის დონე
სათანადო ნიშნულით.
 ლაბორატორიული ტესტები: 1.სისხლის საერთო
ანალიზი,2.სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, 3.შრატის
ტესტები -„უსაფრთხო სისხლის“ კვლევა.

ფოკუსირებული შეფასება კონკრეტულ სიტუაციაში


მშობიარობის დროს ფოკუსირებული შეფასება ხდება სანამ უფრო
სრულად არ შევაფასებთ პაციენტის მონაცემებს ან პირიქით, შეფასების
პრიორიტეტები განსაზღვრულია დედის და ნაყოფის კონკრეტული
სიტუაციით.
მიმღებში შეფასების შემდეგ, დედას და ნაყოფს სჭირდება
რეგულარული შეფასება; შეფასების ინტერვალები დამოკიდებულია
დედისა და ნაყოფის რისკის კატეგორიაზე და განხორციელებული
ინტერვენციების შინაარსზე, მაგალითად, ჩატარებულია თუ არა
ოქსიტოცინით სტიმულაცია ან ეპიდურული ანალგეზია.

You might also like