You are on page 1of 1

ფურადონინი 0.05გ #10ტ


(ბელ)
მთავარი  ფურადონინი 0.05გ #10ტ (ბელ)

ჩაწერეთ დასახელება (მინ. 3 სიმბოლო) 

ფურადონინი 0.05გ #10ტ (ბელ)

0.35 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნიტროფურანის
ნაწარმები

ქვეყანა: ბელორუსია

მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა

ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:


Nitrofurantoin

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კოდი: 10738

გააზიარე:   

შეუკვეთე 

ანოტაცია სად შევიძინო

საერთაშორისო დასახელება:

NITROFURANTOIN

მოქმედი ნივთიერება: ნიტროფურანტოინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, ნიტროფურანი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები
ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ.

1 ტაბ.

ნიტროფურანტოინი ......... 50 მგ

წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების


საშუალებას, რომელიც გამოიყენება საშარდე
გზების ინფექციების სამკურნალოდ. პრეპარატს
ახასიათებს ბაქტერიოსტატური მოქმედება
(ბაქტერიციდული - მაღალი კონცენტრაციით).
მისი მოქმედების სპექტრი მოიცავს
მიკროორგანიზმებს, რომლებიც იწვევენ საშარდე
გზების ინფექციებს: E.coli, Klebsiella,
Enterobacter, enterococci და Staphilococcus.
ნიტროფურანტონით მკურნალობის დროს
იშვიათად აღინიშნება რეზისტენტობა მის მიმართ.
ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები
ანტიბიოტიკებთან არ არის დადგენილი.

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე


მიკროორგანიზმებია: enterococci, E.coli,
Citrobacter spp., group B, streptococci,
Staphilococcus aureus, Staphilococcus
epidemodis.

საშარდე გზების ინფექციების იშვიათად იწვევს


Salmonella spp., Bacteroides spp., Streptococcus
pneumoniae..

პრეპარატის მიმართ ნაწილობრივ ან ზომიერად


მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: Llebsiela
pneumoniae, Enterobacter spp.,proteus spp.,
Providencia spp., Serratia spp.

რეზისტენტულია -Pseudomonas aeruginosa,


Proteus mirabilis, Pseudomonas cepacia,
acinetobacter.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ადგილი აქვს


პრეპარატის სრულ აბსორბციას კუჭ-ნაწლავის
ტრაქტიდან, ფურადონინის მიკროკრისტალური
ფორმა ანელებს მის აბსორბციას, რაც
აუმჯობესებს პრეპარატის მიმართ
ტოლერანტობას.

პრეპარატის სწრაფი ელიმინაცია თირკმელებით


ხელს უშლის უვამინის ჭარბი კონცენტრაციის
მიღწევას სისხლში და ქსოვილებში.
მიკროკრისტალური ფურადონინის ერთჯერადი
დოზის 100 მგ მიღების შემდეგ მაქსიმალური
კონცეტრაცია შარდში 50-150 მკგ/მლ აღინიშნება
30 წუთის შემდეგ.

მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25-


35 წუთს. უვამინის 50%- უკავშირდება სისხლის
პლაზმის ცილებს.

ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პრეპარატის


კონცენტრაცია შარდში მცირდება თანდათანობით
8-10 საათის განმავლობაში.

ფურადონინის სრული ექსკრეცია ხორციელდება


თირკმელებით 24 საათის განმავლობაში: 17% -
ფილტრაციით, ხოლო 83% - მილაკოვანი
ექსკრეციის მეშვეობით. პრეპარატის 50% -
გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით,
ხოლო 2-3% - განავალით.

პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს და ხვდება


დედის რძეში.

ანურიის ან თირკმელების უკმარისობის დროს,


როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 40
მლ/წუთში ან როდესაც აღინიშნება ტოქსიკური
გვერდითი ეფექტები, პრეპარატის კონცენტრაცია
შარდში არ შეესაბამება მისი ანტიბაქტერიული
მოქმედების კონცენტრაციის დონეს.

ჩვენებები:

საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთება;


ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი;
საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკა
ოპერაციის წინ.
მიღების წესი და დოზირება:

მწვავე ინფექციების დროს

მოზრდილებში: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 4-7


დღე, არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში.

ბავშვებში 12-14 წლამდე - 1 კაფსულა 2-ჯერ


დღეში, 4-7 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ინფექციების დროს:

მოზრდილებში ხანგრძლივი თერაპია: 1-2


კაფსულა დღეში.

ბავშვებში - 5-7 მგ/კგ წონაზე დღეში, დოზა იყოფა


4 მიღებაზე. პრეპარატის დოზა 2.5-3 მგ/კგ წონაზე
საკმარისია ხანგრძლივი
მკურნალობისათვის. ბავშვებში 3 თვემდე
პრეპარატი არ ინიშნება.

პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
მოვლენები::

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დარღვევები


აღინიშნება 13-15%-ში, როდესაც პრეპარატის
დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,


ნისტაგმი.

პერიფერიული ნეიროპათიები აღინიშნება


ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით,
ელექტროლიტური დისბალანსით, B ჯგუფის
ვიტამინების დეფიციტით, პირველადი
სიმპტომებია: პარესთეზია, მოძრაობის
დაქვეითება.

ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა,


ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის
მომატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ბრონქული
ასთმის შეტევები, ექსუდაციური პლევრიტი,
ანაფილაქსიური შოკი.

ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები


(ავადმყოფებში გლუკოზა-6-
ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს) და აგრა

აღწერილია თმის დროებითი ცვენის შემთხვევები.

აღწერილია სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევებ

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის


მიმართ;

* ორსულობის I ტრიმესტრი;

* ანურია;

* თირკმელების უკმარისობა - კრეატინინის


კლირენსით 40 მლ/წუთში უფრო ნაკლები;

* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას
დეფიციტი;

* ნევრიტები;

* ელექტროლიტური დისბალანსი;

* D ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი;

* ჰემოლიზური ანემია;

* შაქრიანი დიაბეტი;

* ახალშობლებში;

* ალკოჰოლიზმი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- სულფინპირაზოლის გამოყენებამ შეიძლება


შეასუსტოს პრეპარატის მოქმედება ან გაზარდოს
მისი ტოქსიკურობა.

- ანტაციდები აძნელებენ უვამინის შეწოვას, რაც


ხელს უწყობს მისი ტოქსიკურობის გაზრდას.

- პრობენეციდი ანელებს ნიტროფურანტოინის


გამოყოფას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C


ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პროდუქციის ძიება 

ᲐᲥᲪᲘᲔᲑᲘ

31 მარტის ჩათვლით, ავერსში


თავის მოვლის საშუალებებზე
-50%-იანი ფასდაკლება
დაგხვდება !

24 მარტიდან, ავერსის
აფთიაქებში დიდი ფასდაკლება
დაგხვდებათ ბავშვთა კვების
სხვადასხვა პროდუქციაზე:

მხოლოდ 3 დღით, 24, 25 და 26


მარტს, ავერსი გთავაზობთ
50%-იან ფასდაკლებას
ევროსერტიფიცირებული
ბრენდის, ჩიპოლინოს სრულ
ასორტიმენტზე!

7 აპრილის ჩათვლით,
გთავაზობთ 50%-იან
ფასდაკლებას ნორვეგიული
წარმოების, MOLLERS-ის
ომეგა-3-ის პროდუქციაზე.

ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

„ავერსის“კორპორაციული
ღონისძიება ქუთაისში

„ავერსი-ფარმას“ და „ავერსი-
რაციონალის“კორპორაციული
წვეულება

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის


თანამშრომლებმა 2022 წელი
შეაჯამეს

„ავერსი“ სააფთიაქო ქსელს


კიდევ უფრო აფართოებს

FACEBOOK

ავერსი ფარმა - Aversi Pharma


278,793 likes

Like Page

ᲐᲕᲔᲠᲡᲘᲡ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲨᲞᲡ ᲐᲕᲔᲠᲡᲘ –


ᲛᲐᲦᲐᲖᲘᲐ ᲠᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲘ

ᲐᲕᲔᲠᲡᲘᲡ ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲐ ᲡᲐᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲝ


ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲐᲚᲤᲐ

ᲰᲝᲡᲞᲘᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲥᲘᲠᲣᲠᲒᲘᲘᲡ
ᲥᲡᲔᲚᲘ ᲛᲔᲓᲐᲚᲤᲐ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ Ვ.. ᲑᲝᲭᲝᲠᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ


ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲐ

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს


დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის
სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული
ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე
უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების
პრინციპს - უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას,
სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲡᲐᲐᲗᲔᲑᲘ

 ორშაბათი - პარასკევი : 09:00 - 18:00

    
ᲐᲥᲪᲘᲔᲑᲘ

31 მარტის ჩათვლით, ავერსში


თავის მოვლის საშუალებებზე
-50%-იანი ფასდაკლება
დაგხვდება !

24 მარტიდან, ავერსის
აფთიაქებში დიდი ფასდაკლება
დაგხვდებათ ბავშვთა კვების
სხვადასხვა პროდუქციაზე:

მხოლოდ 3 დღით, 24, 25 და 26


მარტს, ავერსი გთავაზობთ 50%-
იან ფასდაკლებას
ევროსერტიფიცირებული
ბრენდის, ჩიპოლინოს სრულ
ასორტიმენტზე!

იხილეთ ვრცლად

©2018 ყველა უფლება დაცულია.

You might also like