You are on page 1of 2

/перевод с русского языка на грузинский язык/

/თარგმანი რუსული ენიდან ქართულ ენაზე/

FARMAKOM შპს სსფ „ფარმაკომი“, უკრაინა, 61001,


ქ. ხარკოვი, იურევსკაიას ქ., 17,
ტელ./ფაქსი: +380 57 717 – 73 – 96
www.farmakom.ua

«მოცვი-ფ»
კვების რაციონის დიეტური დანამატი

«მოცვი-ფ» - კვების რაციონის დიეტური დანამატი, რომელიც წარმოადგენს მოცვის კენკრის ნაყოფისა
და ყლორტების, კორდისკბილას და შვეიცარიული კომპანია „ჰოფმან ლა როშ“-ის (Hoffmann la Roche)
ვიტამინების კომპლექსის დაბალანსებულ კომპლექსს.

რეკომენდებულია მხედველობის ორგანოზე მაღალი დატვირთვის მქონე ადამიანების მიერ მისაღებად.


დიეტური დანამატები არ უნდა იქნეს გამოყენებული კვების სრულყოფილი რაციონის შემცვლელის
სახით.

შემადგენლობა ერთ ტაბლეტზე მასით 500 მგ (mg): შაქარი - 209,9 მგ (mg), მოცვის კენკრის ნაყოფი და
ყლორტები - 200,0 მგ (mg), კორდისკბილა - 50,0 მგ (mg), კარტოფილის სახამებელი - 25,0 მგ (mg),
შემავსებელი კალციუმის სტეარატი (E470) - 15,0 მგ (mg), ვიტამინების პრემიქსი - 0,1 მგ (mg).

მოცვისა და კორდისკბილას სამკურნალო თვისებები უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. მოცვის


გამოყენება ხელს უწყობს თვალის ბადურას სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას და ამის შედეგად,
ბადურას ქსოვილის რეგენერაციის დაჩქარებას, მხედველობას გაუმჯობესებას შებინდების დროს,
მხედველობის არეს გაზრდას და თვალის დაღლილობას შემცირებას. მოცვის შემადგენლობაში
შემავალი ანტოციანოზიდების ზემოქმედებით მცირდება კაპილარების სიმყიფე, მაგრდება
სისხლძარღვების კედლები, იზრდება მათი ელასტიურობა, უმჯობესდება უჯრედული მემბრანების
მოქნილობა, ხდება ანთების განვითარების და თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება, ქსოვილების
დონეზე აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება მხედველობის ორგანოს სისხლით
მომარაგება, მცირდება გლაუკომის განვითარების რისკი. კორდისკბილა - ერთ-ერთი უძველესი
სამკურნალო ბალახია, რომელსაც აფასებენ სხვადასხვა ქვეყანების ხალხურ მედიცინაში.
კორდისკბილას მიკროელემენტების ფართო სპექტრი ბიოქიმიურ დონეზე ახდენს გავლენას ბადურასა
და მინისებრ სხეულში ანთებითი და დეგენერაციული ცვლილებების მიზეზზე. ვიტამინების პრემიქსის
კომპლექსი (ვიტამინი E, ვიტამინი B1, B2, B5, W6, B9, B12, C, ნიკოტინამიდი, დ-ბიოტინი) ადამიანის
ორგანიზმის მრავალ ბიოქიმიურ პროცესში კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს, ხელს უწყობს
ორგანიზმის დამცავი ძალების გაძლიერებას, გარემოს ფაქტორების აგრესიულ ზემოქმედების
შემცირებას.

«მოცვი-ფ» შეიძლება რეკომენდებული იყოს შემდეგ შემთხვევებში, როგორიცაა:

- ბადურას დისტროფიის და დეგენერაციის დროს (შეიძლება მისი გამოყენება სხვა სამკურნალო


საშუალებებთან შეთავსებით და ცალკე, როგორც დამოუკიდებელი საშუალება);
- დიაბეტური ანგიოპათიის (თვალის დაავადებების პროფილაქტიკისთვის), დიაბეტური
რეტინოპათიის, სხვადასხვა წარმოშობის რეტინოპათიის დროს;

- ბინდში მხედველობის და სიბნელისადმი მხედველობის ადაპტირების მექანიზმების დარღვევის


დროს;

- მხედველობის აპარატზე გაზრდილი დატვირთვებისას, მათ შორის სინათლით დატვირთვის


დროს (ბადურას დასაცავად მზის, კომპიუტერის და სხვა სახის გამოსხივებისგან);

- მხედველობის სიმახვილის დაქვეითების, მხედველობითი დაღლილობის, თვალების


გადაძაბვის, თვალის კუნთების ასთენიის დროს;

- ახლომხედველობის, შორსმხედველობის დროს;

- ტრავმის შემდგომი მდგომარეობის და თვალის ანთებითი დაავადებების შემდეგ, თვალის


ოპერაციის შემდეგ შეხორცების დასაჩქარებლად;

- თვალის სტრუქტურაში დაბერების პროცესებთან დაკავშირებული ასაკობრივი ცვლილებების


დროს;

- ვინდსერფინგით ვარჯიშის, სამთო თხილამურებით სრიალის, მთამსვლელობის დროს (თოვლის


და წყლის დიდი ზედაპირები თითქმის მთლიანად ირეკლავენ ულტრაიისფერ სხივებს).

რეკომენდებულია მიღება: მოზრდილების მიერ 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში საკვების მიღების დროს,
წყლის დაყოლებით. ნუ გადააჭარბებთ დღიური მიღების რეკომენდებულ ნორმას. დიეტური დანამატის
«მოცვი-ფ» მიღების კურსი შეადგენს - ერთ თვეს. კურსის გამეორება შეიძლება 2-3 თვის შემდეგ.

გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა ექიმთან.


უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.

ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა): 100 კკალ (kcal)/100 გ (g).


100 გ (g) პროდუქტის კვებითი ღირებულება: ცილები - 0,96 გ (g); ცხიმები - 0,44 გ (g) ნახშირწყლები -
47,09 გ (g).

LOT/ვარგისია -მდე: იხილეთ შეფუთვაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები 0,5 გ (g) № 40 და № 80.

სამკურნალო საშუალებას არ წარმოადგენს.


უ ტპ 15.8-30590731-013:2005

9001 22000 22716 13485

You might also like