Professional Documents
Culture Documents
მონურალი MONURAL მედიკამენტები
მონურალი MONURAL მედიკამენტები
ge
% # $ &
ძებნა '
მონურალი / MONURAL
შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება –
ფოსფომიცინის ტრომეტამოლს 3,754გრ ან
5,631გრ (ექვივალენტური 2,0 გრ ან 3,0გრ
ფოსფომიცინის);
დამხმარე ნივთიერებები: მანდარინის
არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი,
საქარინი, საქაროზა.
აღწერილობა: თეთრი ფერის გრანულები
მანდარინის სუნით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
მონურალის აქტიური ნივთიერება - ფოსფომიცინის
ტრომეტამოლი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი,
ფოსფონის მჟავის წარმოებული.
მონურალს გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება.
მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიის
უჯრედის კედლის სინთეზის პირველი ეტაპის
დათრგუნვით. წარმოადგენს რა ფოსფოენოლ
პირუვატის სტრუქტურულ ანალოგს, შედის
კონკურენციაში მასთან და უკავშირდება ფერმენტ-
N-აცეტილ-გლუკოზამინ-3-ენოლპირუვილ-
ტრანსფერაზას, რის შედეგადაც ვითარდება ამ
ფერმენტის სპეციფიური, არჩევითი და შეუქცევადი
ინჰიბირება, რაც გამორიცხავს ჯვარედინი
რეზისტენტობის არსებობას სხვა ჯგუფის
ანტიბიოტიკებთან და სინერგიზმის
შესაძლებლობას სხვა ანტიბიოტიკებთან. (in vitro
აღინიშნება სინერგიზმი ამოქსიცილინთან,
ცეფალექსინთან, პიპემიდინის მჟავასთან)
ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ანტიბაქტერიული
მოქმედების სპექტრი in vitro ვრცელდება
უმრავლესობა გრამდადებით (Enterococcus spp,
Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus,
Staphylococcus saprophyt, Staphylococcus spp.)
და გრამუარყოფით (E. coli, Citrobacter spp,
Enterobacter spp, Klebsiella spp, Klebsiella
pneumonia, Morganella morganii, Proteus
mirabilis, Pseudomonas spp, Serratia spp.)
გამომწვევებზე. in vitro ფოსფომიცინის
ტრომეტამოლი ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას
შარდგამომყოფი გზების ეპითელზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეღწევადობა: მონურალი სწრაფად შეიწოვება კუჭ-
ნაწლავის ტრაქტის მიერ პერორალური მიღებისას.
ორგანიზმში დისოცირდება ფოსფომიცინად და
ტრომეტამოლად. ტრომეტამოლს არ გააჩნია
ანტიბაქტერიული მოქმედება. მონურალის 3 გრ-
იანი დოზის ერთჯერადი მიღებისას
ბიოშეღწევადობა შეადგენს 34-დან – 65%-მდე.
მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება
პერორალური მიღებიდან 2-2.5 სთ-ის შემდეგ და
შეადგენს 22-32მგ/ლ. პლაზმიდან
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4სთ-ს.
ჩვენებები
• მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე
ბაქტერიული ცისტიტის გამწვავება;
• ბაქტერიული არასპეციფიური ურეთრიტი;
• უსიმპტომო ბაქტერიურია ორსულობისას;
• საშარდე გზების ოპერაციის შემდგომი
ინფექციები;
• შარდგამომყოფი გზების ინფექციების
პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას და
ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური
გამოკვლევების დროს.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან (გულისრევის
შეგრძნება, გულძმარვა, ფაღარათი), კანზე
გამონაყარი, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა
ფოსფომიცინის ტრომეტამოლის მიმართ,
თირკმლის მძიმე უკმარისობა(კრეატინინის
კლირენსი < 10 მლ/წთ), 5 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მაშინ როცა,
დედის პოტენციური სარგებელი აღემატება
ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციურ
რისკს.
ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნისას
მიზანშეწონილია ძუძუთი კვების შეწყვეტა
მკურნალობის კურსის დამთავრებამდე.
განსაკუთრებული მითითებები
საკვებთან ერთად მონურალის მიღება ამცირებს
პრეპარატის აბსორბციას-აუცილებელია
მონურალის მიღება ჭამამდე 2სთ-ით ადრე ან
საკვების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ.
პაციენტებმა შაქრიანი დიაბეტით უნდა
გაითვალისწინონ რომ, მონურალის 1 პაკეტი 2გ-
იანი და 3გ-იანი დოზები შესაბამისად შეიცავენ
2,100გ ან 2,213გ საქაროზას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დიარეა (მწვავე დიარეის დროს
მკურნალობა სიმპტომატურია) ჰიპერდოზირების
რისკი მცირეა, ვინაიდან მონურალი გამოდის
შეფუთვაში 1 ან 2 პაკეტი. ჰიპერდოზირებისას
სასურველია სითხის მიღება დიურეზის
გაძლიერების მიზნით.
კომპანია
კომპანია: PSP
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ.148/3
ტელ: (995 32) 291 11 01
ელ. ფოსტა: mail@psp.ge
ვებ-გვერდი: http://psp.ge
ჩვენს შესახებ
Vidal.ge-ს კონტაქტი
! info@vidal.ge
" vidal.ge
სოციალური მედია
" # $
სად შევიძინოთ?