You are on page 1of 5

ჩანაწერის მომზადება PowerPoint-ის გამოყენებით

PowerPoint-ის პროგრამა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ პრეზენტაცია, რომელსაც


დავურთავთ ვიდეო/აუდიო ჩანაწერს და გავუზიარებთ აუდიტორიას.
ეს არის მოკლე ინსტრუქცია, როგორ მოვამზადოთ ვიდეო-რესურსი Powerpoint-ის
გამოყენებით. ეს ინსტრუქცია მომზადებულია Microsoft 365-ის საშუალებით,
რომელზეც წვდომა აქვთ კოლეჯის მასწავლებლებს EMIS-ის Outlook მეილების
საშუალებით. Powerpoint-ის სხვა ვერსიების მართვის პანელი შესაძლოა
განსხვავდებოდეს აქ მოცემული ინსტრუქციებისგან ან არ ჰქონდეს იდენტური
ფუნქციები და დასახელებები.
დამატებითი ვიდეო ინსტრუქციები ზოგადად Powerpoint-ის პროგრამის გამოყენების
შესახებ შეგიძლიათ იხილოთ :
https://www.youtube.com/watch?v=cTfPvnegXzM&list=PLri5t91V59dQrwWgn0wHIf1gomoy1h
F4I&ab_channel=GeorgeDatukishvili
https://www.youtube.com/watch?v=QpyRQZoDOUU&list=PLsMweaNdn1lewLorDq9k_hK8RY6
0icaIK&index=25&ab_channel=NanaDabrundashvili

➢ Record - მართვის პანელის მიმოხილვა


(Powerpoint-ის ზოგიერთ ვერსიაში დასახელება შეიძლება იყოს Recording ან Slide
Show-ს ქვეშ იყოს ეს ფუნქცია )

ფოტოზე გამოსახული ფუნქციები (მარცხნიდან - მარჯვნივ)


Preview - უკვე მზა ჩანაწერის გადახედვა შენახვამდე
From Beginning - ჩანაწერის დაწყება პირველი სლაიდიდან
From Current Slide- ჩანაწერის დაწყება ნებისმიერი არჩეული სლაიდიდან
Screen Recording - კომპიუტერის ეკრანის/desktop-ის ჩაწერა
Audio - მხოლოდ ხმის ჩაწერა
Clear Recording - ჩანაწერის წაშლა (კურსორის მიტანისას გამოჩნდება ორი არჩევანი -
clear recording on current Slide - არჩეულ სლაიდზე ჩანაწერის წაშლა; ან Clear recording on
all slides - სრული ჩანაწერის წაშლა, ყველა სლაიდზე)
Save as Show - პრეზენტაციის სლაიდშოუს ფორმატში შენახვა
Export to Video- პრეზენტაციის ვიდეოდ გადაქცევა

➢ ტრენინგის იმ ნაწილში, როცა მოგიწევთ ეკრანის გაზიარება და Powerpoint-ის


ფუნქციების დემონსტირება, პრეზენტაციის ეკრანზე გაზიარებამდე
დარწმუნდით, რომ Slide show-ს პანელში Monitor-ის ველში მონიშნულია Prime
Monitor, რათა დაინახონ მონაწილეებმა ეკრანზე ჩაწერის ფუნქცია.

➢ ჩანაწერის დასაწყებად, აირჩიეთ Record-ის მართვის პანელიდან From Beginning,


რათა დაიწყოს ვიდეოს ჩაწერა პრეზენტაციის პირველი სლაიდიდან:
- გამოჩნდება ჩაწერის ფანჯარა
- წითელ მრგვალ ღილაკზე დაჭერის შემდეგ დაითვლის 3-მდე და დაიწყება ჩაწერა.
- ეკრანის ზედა პანელის საშუალებით შესაძლებელია ჩართოთ/გამორთოთ ვიდეო და
მიკროფონი, დაიწყოთ, დააპაუზოთ და დაასრულოთ ვიდეოს ჩაწერა.
- ეკრანის ქვედა ნაწილში არსებული ხელსაწყოები (კალამი, ჰაილაითერი, საშლელი,
ლაზერი) გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ მონიშვნები ეკრანზე.
➢ ჩანაწერის დასრულების შემდეგ დაუბრუნდით საწყის გვერდს. ყველა სლაიდზე
დაინახავთ თქვენს შექმნილ ჩანაწერებს, რომლებსაც შეგიძლიათ უყუროთ და
სურვილის შემთხვევაში თავიდან ჩაწეროთ.

Save as Show - გვაძლევს საშუალებას პრეზენტაცია შევინახოთ სლაიდშოუს ფორმატში,


სადაც სლაიდებს მიჰყვება ვიდეო სინქრონულად და მსმენელს შეუძლია გადართოს
სლაიდები.

Export to video - ვიდეოს შენახვისას გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ხარისხის ვიდეო


სხვადასხვა მოცულობისაა. მაღალი ხარისხის ვიდეო დიდი ზომისაა და დასჭირდება
მეტი დრო.
➢ უმჯობესია ვიდეო შევინახოთ სლაიდშოუს ფორმატში, რადგან უფრო მარტივად
გასაზიარებელია.

➢ თუ პრეზენტაციის შენახვა ვიდეოდ გსურთ, აირჩიეთ Export video, შემდეგ კი customize


export და ვიდეოს სასურველი ხარისხი. ძალიან კარგი ხარისხის ვიდეო (მაგ.Ultra HD და
Full HD ძალიან დიდი მოცულობისაა და რთულია გასაზიარებლად.)

You might also like