You are on page 1of 5

რეპროდუქციული სისტემა და ჯანმრთელობა:

1. რას ემსახურება რეპროდუქციული სისტემა? - სასქესო უჯრედების წარმოქმნას,


მათ შერწყმას, ჩანასახისა და ნაყოფის განვითარებას, ბავშვის დაბადებას .
2. სად წარმოიქმნება სპერმატოზოიდები? - სათესლე ჯირკვლის კლაკნილ
მილაკებში
3. სადაა სპერმატოზოიდები მოთავსებული და რატომ? - მუცლის ღრუს გარეთ,
სათესლე პარკებში, რადგან მათ წარმოსაქმნელად უფრო დაბალი ტემპერატურაა
საჭირო, ვიდრე მუცლის ღრუშია.
4. რა არის სპერმა და რა გამოიმუშავებს მას? - სპერმატოზოიდების საარსებო
გარემო სითხეა, რომელსაც სათესლე ბუშტუკები და წინამდებარე ჯირკვალი
გამოიმუშავებს. ამ სითხეს და სპერმატოზოიდებს ერთად სპერმა ჰქვია . ის სათესლე
ჯირკვლის სადინარით შარდსადენში გადადის და გარეთ ბლანტი სითხის სახით
გამოიყოფა.
5. როდის იწყება სპერმატოზოიდების წარმოქმნა და როდემდე გრძელდება ?
სპერმატოზოიდების წარმოქმნა სქესობრივი მომწიფების პერიოდში იწყება და
სიბერემდე, დაახლოებით 60 წლამდე გრძელდება.
6. რისგან შედგება მამაკაცის სასქესო სისტემა? 1) სათესლე ჯირკვალი, 2)
სათესლე პარკი, 3) სათესლე ჯირკვლის სადინარი, 4) სათესლე ბუშტუკები, 5)
წინამდებარე ჯირკვალი, 6) შარდსადენი და 7) შარდის ბუშტი
7. სად ხდება კვერცხუჯრედების წარმოქმნა? საკვერცხეებში
8. სად არის მოთავსებული მოუმწიფებელი კვერცხუჯრედები? - ახალშობილის
საკვერცხე მოუმწიფებელ კვერცხუჯრედებს შეიცავს, რომლებიც საკვერცხის
პატარა ბუშტუკებში ფოლეკულებშია მოთავსებული.
9. რა არის ოვულაცია? მოზარდობის ასაკიდან ფოლიკულები რიგრიგობით სკდება
და მომწიფებულ კვერცხუჯრედებს ათავისუფლებს. ამ პროცესს კი ოვულაცია
ეწოდება.
10. რამდენი დღე სჭირდება თითოეული კვერცხუჯრედის მომწიფებას? – 28 დღე
11. სად მიდის მომწიფებული კვერცხუჯრედი? - მომწიფებული კვერცხუჯრედი
მუცლის ღრუში გადადის საიდანაც მას საშვილოსნოს მილები ღია ძაბრისებრი
ბოლოთი მიიტაცებენ. მილის შიგა ზედაპირის წამწამოვანი გამონაზარდების რხევა
კვერცხუჯრედს საშვილოსნოსკენ უბიძგებს. მას პერისტალტიკაც ეხმარება.
12. რა ხდება როცა საშვილოსნო განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად
ემზადება? - მის შიგა ზედაპირზე ვითარდება სისხლძარღვებით მდიდარი შრე და
საშვილოსნო ზომაში იმატებს.
13. რა არის მენსტრუაცია? - თუ კვერცხუჯრედი ერთი დღის განმავლობაში არ შეხვდა
სპერმატოზოიდს, მაშინ ის გზას აგრძელებს და საშვილოსნოში აღმოჩნდება .
საშვილოსნოს სისხლძარღვოვანი შრე ჩამოიშლება და გაუნაყოფიერებელ
კვერცხუჯრედთან ერთად საშოთი გარეთ გამოიყოფა. ამ პროცესს მენსტრუაცია
ჰქვია.
14. როგორ ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება? სპერმატოზოიდისა და
კვერცუჯრედის შეხვედრის ადგილას საშვილოსნოს მილია. ამ ადგილამდე
მისაღწევად სპერმატოზოიდმა უნდა გაიაროს საშო, საშვილოსნოს ყელი და
საშვილოსნო. ეს სწრაფად უნდა მოახერხოს, რადგან მისი სიცოცხლის
ხანგრძლივობა 2 დღეა. საშვილოსნოს მილში კვერცხუჯრედი გამოყოფს
სპეციფიკური ნივთიერებას, რისი საშუალებითაც მას სპერმატოზოიდები აგნებენ .
ასეიათასობით სპერმატოზოიდისგან კვერცხუჯრედს მხოლოდ ერთი
ანაყოფიერებს. ამ მომენტიდან იწყება ჩანასახის განვითარება .
15. რა არის იმპლანტაცია? - კვერცხუჯრედი მიიწევს საშვილოსნოსკენ და გზაში
აქტიურად იყოფა. ის წარმოქმნის პატარა სფეროს, რომელიც საშვილოსნოში
შეღწევისთანავე ეფლობა საშვილოსნოს ეპითელურ ქსოვილში. შემდეგ, მას შრეზე
უვითარდება გამონაზარდები, რომლებითაც ღრმად ჩაეზრდება საშვილოსნოს
კედელში. ასე უკავშირდება ჩანასახი დედის ორგანიზმს. ამ პროცესს იმპლანტაცია
ეწოდება.
16. რამდენ ნაწილად იყოფა ფეხმძიმობა? სამ პერიოდად, ანუ ტრიმესტრად იყოფა.
17. რა ხდება პირველ ტრიმესტრში? - ჩანასახის მიმაგრების ადგილას ყალიბდება
სპეციალური ორგანოები პლაცენტა და ჭიპლარი. პლაცენტას ჟანგბადითა და
საკვებით მდიდარი დედის სისხლი მიეწოდება, საიდანაც ეს ნივთიერებები
დიფუზიით ჭიპლარის გავლით ჩანასახში აღმოჩნდება. ნახშიროჟანგი და
შარდოვანა კი ჭიპლარის გავლით პლაცენტაში გადაინაცვლებს და დედის
სისხლის მიმოქცევაში ხვდება. პლაცენტა ფილტრის როლსაც ასრულებს. მისი
ბარიერი შეიძლება გადალახოს ნიკოტინმა. ამ ტრიმესტრში იწყება ჩანასახის
თავისა და ზურგის ტვინის განვითარება. გული ამ დროს იწყებს მუშაობას. მეორე
თვიდან მას უკვე ნაყოფი ჰქვია და ყველა ორგანოთა სისტემა აქვს. ის ხუთი
სანტიმეტირია.
18. რა ხდება მეორე ტრიმესტრში - ხერხემალი იწყებს ფორმირებას. 3 თვის ნაყოფში
თანდათანობით ხრტილოვანი ჩონჩხი ძვლოვან ჩონჩხად გარდაიქმნება. ამ დროს
მისი სქესის განსაზღვრა ხდება შესაძლებელი. ნაყოფი იძინებს, იღვიძებს და იწყებს
თითის წოვას. 35 სანტიმეტრამდეა გაზრდილი.
19. რა ხდება მესამე ტრიმესტრში? - ნაყოფი იზრდება და იგროვებს ცხიმს კანქვეშ
რაც მომავალში სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში დაეხმარება . არჩევს
სინათლეს და სიბნელეს რეაგირებს ხმაურზე.
20. რამდენი კვირა სჭირდება ნაყოფის სრულ განვითარებას? – 40 კვირა
21. რა ხდება დაბადების შემდეგ? - ბავშვის დაბადების შემდეგ ორ ადგილზე
ჭიპლარის ძირსა და მისგან მოშორებით აკეთებს კვანძს და ჭიპლარს მათ შორის
ჭრის. ნელ ნელა ჭიპლარის კვანძი ხმება ძვრება და მის ადგილზე ჭიპი რჩება .
22. რა უპირატესობები აქვს ბავშვის დედის რძით გამოკვებას? - ის შეიცავს
ყველანაირ ნივთიერებას, რომლებიც ბავშვის ნორმალური ზრდა-
განვითარებისთვისაა საჭირო: რძე სტელირული საკვებია, დედა ბავშვს გადასცემს
ანტისხეულებს რომლებიც გაანადგურებენ ბავშვის სხეულში მყოფ მიკრობებს.
23. როდის წყვეტს სასქესო ჯირკვლები მოქმედებას? - ქალებში 45-55 წლის ასაკში
კაცებში 60 წლის ასაკში. ამ დროს იწყება კლიმაქსური პერიოდი. ორგანიზმი
კარგავს გამრავლების უნარს და წყდება გამეტების წარმოქმნის პროცესი .
მეორე პარაგრაფი

რა ეწოდება მამაკაცის სასქესო ჰორმონებს? - ანდროგენები

რას იწვევს ანდროგენები? - ჩანჩხის გაძლიერებულ ზრდას

გამაღლებას

მენჯი ვიწროვდება მხრები განიერი ხდება

იზრდება კუნტების მასა

სახეზე და ტანზე მატულობს თმიანობა

იზრდება სათესლე ჯირჯვლები და მომწიფებას იწყებს სპერამტოზოიდები

ფარისებრი ხრტილის ზრდა და ხმა ბოხდება

ჩნდება ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი

აგზნებადები და აგრესიულები ხდებიან

რა ეწოდება ქალების სასქესო ჰორმონებს? - ესტროგენები

რას იწვევს ესტროგენები? - იზრდება სარძევე ჯირკვლები

იწყება ცხიმის დაგროვება თეძოების მიდამოებში

ზომაში მატულობს მენჯის ძვლები

მენჯი განიერი ხდება მხრები ვიწროვდება

საკვერცხეებში იწყება კვერცხუჯრედების მომწიფება

რისი გავლენით ხდება საშვიულოსნოს სისხლძარღვოვანი გარსის ზრდა სხვა


კვერცხუჯრედის მომფიფება და ოვულაცია? - ჰორმონი პროგესტერონის

რას შვება ოქსიტოცინი? - მისი ზეგავლენით იწყება საშვილოსნოს კუნთების ძლიერი


შეკუმშვა სარძევე ჯირკვლების შეკუმშვას და რძის გარეთ გამოყოფას

მესამე პარაგრაფი

რას იწვევს ნაადრევი ორსულობა და მშობიარობა? - არტერიული წნევის მომატებას

ანემიას და სისხლნაკლებობას

მშობიარობის შემდეგ დეპრესიას

რას იწვევს ნაადრევი ქორწინება? - მოზარდების უმრავლესობა ვეღარ ახერხებს სწავლის


გაგრძელებას. რაც იწვევს იმას რომ მათ არ აქვთ მუდმივი სამსახური სტაბილური
შემოსავალი და უჭირთ თავის რჩენა

რა არის ქორწინების მინიმალურ ასაკად განსაზღვრული - 18 წელი


სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები - სგგი

რას უწოდებნენ მათ ადრე და რომლებს მკურნალობდნენ? - ვენერიულ სნეულებებს


უწოდებნენ და მხოლოდ ათაშანგს და გონორეას მკურნალობდნენ

რამდენი დაავადება დღეისთის ცნობილი და რომელბია ყველაზე გავრცელებული ? – 100


ზე მეტია ცნობილი ყველაზე ხშირია ათაშანგი ქლამიდიოზი გონორეა ტრიქომონიაზი
პაპილომა სკოვანი ინფექცია

როგორ ხდება სსგი ს გადაცემა? - სქესობრივი კონტაქტით ან სისხლის საშუალებით


(შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების
გამოყენების ან ნარკოტიკების ინიექციის დროს)

რა ნიშნები აქვს? - უჩვეულო გამონადენი

ქავილი და გამონაყარი

დისკომფორტი წვა ტკივილი შეშუპება

გაძნელებული მტკივნეული ან ხშირი შარდვა

რას იწვევს სგგი? - უშვილობას იმპოტენციას შინაგანი ორგანოების და ნერვული


სისტემბის დაზიანებას ავთვისებიან სიმსივნეს

როგორ შეიძლება გადავიდეს ქლამიდიოზი? - დაავადებული დედიდან შვილზე


ორსულობის მშობიარობის ან კვების დროს გადადის

როგორ შეიძლება გადავიდეს ტრიქომონიაზი? - აუზში ცურვის დროს თუ წყალი


საკმარისად ქლორირებული არ არის

ვინ არის ვენეროლოგი? - ექიმი რომელიც სგგი ს მკურნალობს

მეოთხე პარაგრაფი

15% არის უშვილობის მაჩვენებლი

რა არის უშვილობის მიზეზი? - სტრესული გარემო არაჯანსაღი ცხოვრების წესი


ალკოჰოლის და თანმაქოს მოხმარება არასწორი კვება მკაცრი დიეტა სასქესო
ორგანოების ანთებითი დაავადებები ასაკი კვერცხსავალის მილების დახშობა და
სპერმაში სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობა

როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს პრობლემა? - ხელოვნური განაყოფიერება ამას


მიმარტავენ როცა სხვა გზა აღარ რჩებათ

როგორ ხდება ხელოვნური განაყოფიერება? – ქალის ორგანიზმში შეყავთ გარკვეული


ჰორმონები რომლებიც იწვევს საკვერცხეში ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის
მომწიფებას. ამის შემდეგ საშვილოსნოდან კვერცხუჯრედებს შპრიცით ამოტუმბავენ და
მიკროსკოპში აკვირდებიან. 6-7 ცალი კვერცხუჯრედი გადააქვთ ჭურჭელში და ამატებენ
სპერმას იმ გათვლით რომ ერთ კვერცხუჯრედზე 200 ათასი სპერმატოზოიდი მოდიოდეს.
განაყოფიერება 2-3 საათში უნდა დასრულდეს თუ სპერმატოზოიდები ამას ვერ ახერხებენ
მაშინ ისინი კვერცხუჯრედებში მიქროქირურგიულო აპარატით შეჰყავთ

სად და რამდენი ხნით ინახავენ ჭურჭელს განაყოფიერებული კვერცხუჯრედით ? – 6 დღის


განმავლობაში ინკუბატორში ათავსებენ. მეექვსე დღეს ემბრიონები 200 უჯრედს შეიცავენ
და ერთი ან ორი მათგანი საშვილოსნოში გადააქვთ ამ პროცედურას რამდენიმე წუთი
სჭირდება

რას უშვებიან ემბრიონებს სანამ მათ საშვილოსნოში გადაიყვანენ? - ამოწმებენ


სხვადასხვა გენეტიკურ დაავადებებზე და ამ მეთოდით 100 მდე სხვადასხვა დაავადების
თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

ვინ იყო პირველი ბავშვი ვინც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადა ? - ლაუზ ბრაუნი
1978 წელს

როდის გაჩნდა საქართველოში პირველი ასეთი ბავშვი? – 2000 წელს

რა შემთხვევაში მიმართავენ სუროგაციას? - იმ შემთხვევაში თუ დედას შვილის ტარება


მუცლით 9 თვის განმავლობაში არ შეუძლია ამ დროს დედის ხელოვნურად
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სხვა ქალის საშვილოსნოში გადააქვთ

რა წესები უნდა დაიცვას სუროგატმა? - დაიცვას კვების რეჟიმი

დაიცვას სიმშვიდე

უარი თქვას თამბაქოსა და სპირტიან სასმელებზე

არ მოიმატოს წონაში

ედვარტ რობერტი არის ის ვინც ეს ტექნოლოგია შექმნა. ხელოვნური განაყოფიერების .

You might also like