You are on page 1of 8

რა არის სუროგაცია ?

სუროგაცია არის ხელოვნური განაყოფიერების (IVF) ერთ – ერთი პროგრამა, რომლის დროსაც სინჯარაში გაზრდილი ემბრიონები გადააქვთ არა გენეტიკური დედის საშვილოსნოში, არამედ
სპეციალურად მომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში, რომელიც მათ მუცლად ატარებს დაბადებამდე. შესაბამისად, სუროგატი დედა არის ის ქალი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას
თქვენს შვილზე, საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდის მანძილზე,

სუროგაციის პროგრამების განხორციელება რეპროდუქტოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

სუროგაცია იძლევა გენეტიკურად საკუთარი შვილის ყოლის შესაძლებლობას ქალებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშვილოსნო – თანდაყოლილი (რაქიტანსკი-კუსტერის სინდრომი) ან ამოღებული
აქვს ქირურგიული გზით.

ადრე, თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების აღმოჩენამდე, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქალს არასოდეს არ ეყოლებოდა შვილი. თუმცა, ხელოვნურმა
განაყოფიერებამ (IVF) ყველაფერი შეცვალა.
ვინ შეიძლება იყოს სუროგატი დედა ?

სუროგატი დედები შეიძლება იყვნენ 35 წლამდე ჯანმრთელი ქალები, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი
ჯანმრთელი შვილი. ქალი ღებულობს გადაწყვეტილებას გახდეს სუროგატი დედა ჰუმანური
(ნათესავური) ან ფინანსური თვალსაზრისით.

ბევრს ეშინია სუროგაციის პროგრამის, და ფიქრობენ, რომ სუროგატი დედა გამოთქვამს


პრეტენზიას თქვენი შვილის მისაკუთრებაზე. ასეთი შიშები ძირითადად გამოწვეულია „ყვითელ
პრესაში“ გამოქვეყნებული ისტორიებით მაგრამ სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც თქვენს
შვილს მუცლად ატარებს და არა აქვს არანაირი გენეტიკური კავშირი პატარასთან .
დაბადებისთანავე, საქართველოს რესპუბლიკის კანონდებლობის თანახმად, სუროგატის დედასა
და ბიოლოგიური მშობლების შორის დადებული შეთანხმების და კლინიკის (სადაც ჩატარდა
ხელოვნური განაყოფიერება) მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, გაიცემა დაბადების მოწმობა,
სადაც ბიოლოგიური მშობლების სახელები არის დარეგისტრირებული, როგორც კანონიერი
მშობლები, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, როდესაც, მაგალითად, ითხოვენ დნმ ტესტის
შატარებას, სუროგატი დედის წერილობითი უარი ბავშვზე და ა.შ.
სუროგაციის სახეები
თანამედროვე რეპროდუქციული
ტექნოლოგია, რომელშიც ქალები
ნებაყოფლობით თანხმდებიან გააჩინონ,
გააჩინონ და გადასცენ შვილი კანონიერ
მშობლებს, როგორც წესი, ამისთვის
ჯილდოს მიღებას. ჩასახვის პროცესი
გულისხმობს დაქორწინებული წყვილის
გენეტიკური მასალის გამოყენებას და
სამი ადამიანის მონაწილეობას:

1)გენეტიკური მამა

2) გენეტიკური დედა

3)სუროგატი დედა
სუროგაციის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს გააჩნია ექსტრაკორპორული განაყოფიერების
მარეგულირებელი უნიკალური კანონმდებლობა, რაც მას სასურველ
დანიშნულების პუნქტად ხდის სპეციფიკური გარემოებების მქონე
წყვილებისთვის მთელი მსოფლიოდან. ჩვენ სიამოვნებით ვთავაზობთ მათ
უშვილობის პრობლემის მოგვარებას, სხვადასხვა პროგრამებში ჩართული
მშობლების დაცვისთვის განკუთვნილი ჩვენი კანონების და სამართლებრივი
ნორმების სრული დაცვით. აღნიშნული პროგრამები ხორციელდება კანონის
შემდეგი მუხლების მიხედვით :

143 მუხლის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერება (ეკგ)


ნებადართულია წყვილის სავალდებულო წერილობითი თანხმობით, შემდეგ
შემთხვევებში:

1)უშვილობის მკურნალობა
2)დედის ან მამის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის
არსებობა
3)განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის გადატანა და გამოზრდა
სუროგატი დედის საშვილოსნოში
კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ წყვილს ენიჭება ბავშვის მშობლებად
ცნობის იურიდიული უფლება, რაც ამარტივებს საჭირო დოკუმენტების (მაგ.
დაბადების მოწმობა) მიღების პროცესს.
რა ღირს სუროგაცია?
თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, შესაძლებელია გადახრები,
მაგრამ მინიმალური ღირებულება და სავარაუდო ხარჯები შეიძლება
გამოითვალოს:

ტარება და დაბადება - 16 000 ლარი

სუროგატი დედის კვება - 600-700 ლარი თვეში

მედიკამენტები და ინ ვიტრო განაყოფიერება - 20 000ლარი


სუროგაციის ეთიკური საკითხები
მიუხედავად იმისა რომ სუროგაციამ დიდი სიკეთე მოუტანა უნაყოფო წყვილებს ,
ბიოეთიკური თვალსაზრისით გაჩნდა ერთმანეთის გამომრიცხავი შეხედულებები.
თუ კი აღნიშნულს ბიოეთიკური პრინციპის „ აკეთე სიკეთეს“ ჭრილში განვიხილავთ
შეიძლება ითქვას,რომ სუროგაცია ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და
სასარგებლო მანიპულაციაა, როგორც ბიოსამედიცინო , ისე ეთიკურმორალური
კუთხით , რადგან ის აძლევს უნაყოფო წყვილს შვილის ყოლის შესაძლებლობას ,
ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას უსახსრო , გაჭირვებულ ქალბატონებს.

ამასთან წინააღმდეგობაში მოდის ბიოეთიკის „ სამართლიანობის პრინციპი “ ,


რომელიც უხეშად ირღვევა სუროგაციის შემთხვევაში , რადგან მანიპულაციის
ჩატარების შესაძლებლობა ფინანსური მდგომარეობიადანგამომდინარე, ენიჭებათ
მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს , რაც ერთმნიშვნელოვნად არღვევს ხელმომჭირნე
წყვილის მოალურ და ეთიკურ უფლებებს.
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის!

You might also like