You are on page 1of 3

მდედრობოთი სქესის გამრავლების ორგანოები - Organa genitalia feminine

მდედრობითი სასქესო ორგანოები იყოფა შიგნითა და გარეთა ორგანოებად . შიგნითაა


საკვერცხეები, კვერსავლები, საშვილოსნო და საშო. გარეთაა სასირცხო ბაგეები , თავისი
მომჭერი კუნთითა და კლიტორი.

● საკვერცხე - Ovarium წყვილი ელფისის ფორმის ორგანოა, რომელშცი მწიფდება


კვერცხუჯრედები. არჩევენ კრანიალუ ანუ კვერსავლის ბოლოს და კაუდალურს ანუ
საშვილოსნოს ბოლოს. აქვს ორი კიდე ჯორჯლის და თავისუფალი, ასევე ორი ზედაპირი
მედიალური და ლატერალური. კვერცხსავლის ბოლოს ემაგრება კვერცხსავლის ძაბრი .
საშვილოშნო ბოლოზე კი საკვერცხის იოგი - Ligamentum ovarii proprium საშვილოსნოს
რქაასთან შესაერთდებლად. ჯორჯლის კიდე ემაგრება საკვერცხის ჯორჯალს - Mesovarium.
საკვერცხე მოთავსებულია წელის მიდამოში, დაფარულია პერიტონეუმით . საკვერცხეში
ირჩევა ფოლიკულური და სისხძარღვოვანი ზონები. ფოლიკულური პერიფერიაზეა ,
სისხლძარღვოვანი ცენტში. ფოლიკულურში გვაქვს ფოლიკულები - Folliculi ovarii,
რომელბიც არსებოს პირველადი, მოზარდი და მზიფე. პირველადი ფოლიკულები - Folliculi
ovarii primarii კვერცხუჯრეებისსგან შედგება, მოზარდი წარმოიქმნება პირველადის
განვიტარბის შემდეგ, ხოლო მწიფე ფოლიკულები - Folliculi ovarii vesiculosi ყალიბდებიან
გრაფის ბუშტუკებად. ეს ბუშტუკი ნელნელა ომაში იმატებს, ანუ ივსება ფოლკულური
სითხით, რის გამოც ეს ბუშტი საკვერცხის ზედაიპრს უახლოვდება და ბოლოს იმდენად
აწვება რო სკდება. კვერცხუჯრედი სისთხიდან გადადის პერიტონეუმის რრუში , ამას
ეწოდება ოვულაცია - Ovulatia.აქედან კვერცხუჯრედი კვერცხსავლის ლულის - Tuba uterine
მეშვეუბით გადადის ძაბრისებრ გააგნიერებაში - infundibulum tubae uterinae.
ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გადმოსვლის შემდეგს ამ ადგილას ვითარდება
ყვითელი სხეული - Corpus leteum, რომელსაც დიდ მნიშვნელობა აქვს მაკეობისას და რძით
კვების დროს. თუ კვერცუჯრედი გაანყოფიერდა და ყვითელი სხეული დიდხანს დარჩა მას
ნამდვილ ყვითელ სხეულს - corpus leteum veum უწოდებენ, ხოლო თუ მაკეობა არაა და
ცოტა ხანს რჩება ცრუ ყვიტელი სხეული - corpus leteum spurie. სისხლძარღოვანი ზონა
მოტავსებულია ცენტრში, ჯორჯლის მიმართულებით. აქ გაივლის კვერცხის სიძარღვები ,
ნერვები და გლუვკუნთოვანი ბოჭკოები.

ცხენის ლობიოს ფორმისაა, დიდი, შედრეკილ კიდეზე აქვს საოვულაციო ორმო.

მრპ კვერცხის ფორმისაა, არ აქვს საოვულაციო ორმო.

ღორის ჟოლოს ფორმისაა. ჩამალულია აბგაში - Fossa ovulationis.

ძაღლის წაგრძელებული ფორმისაა, პატარაა ჩამალულია აბგაში.

●კვერცხსავალი - Oviductus თხევლკედლიანი, მკვეთრად დაკლაკნილი მილია,


მოტავსებულია საკვერცხესა და საშვილოსნოს რქას - Cornua uteri შორის. კვერცხუჯრედს
ახვედრებს სპერმატოზოიდთან. შედგენა ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული
გარსებისგან. აქვს წინა და უკანა ბოლოები. წინა მიმართულია აკვერცხისკენ და ქმნის
ძაბრისებთ გაგანიერებას - Infundidulum tubae uterinae. კიდეები დასერილია და ეწოდება
კვერცხსავლის ფოჩი - fimbria tubae. კრანილაური ნაწილი შეზრდილია საკვერცესთან და
ეწოდება საკვერცის ფოჩი - fimbria ovarica. კვერცხსავალი მოტასვებულია კვერცსავლის
ჯორაჯლში, სეროზულ ნაოჭში.
ცხენის დაკლანკილია. აქვს კარგად ძაბრი და ფოჩები. იგი ტანდათან ვიწროვდება
სწორდება და უერთდება საშვილოსნოს რქის ბლაგვ ბოლოს.

მსპ სუსტად აქვს ფოჩები და ძაბრი. იგი თანდათან ვიწროვდება და გადადის


საშვილოსნოს რქაში.

ღორის იკლაკნება და მიემართება საშვილოსნოს რქისკენ, კვერცხსავალი გარს უვლის


საკვერცხეს.

ძაღლის - სუსტად იკლალკენა, კვერცხსავალი გარსი უვლის საკვერცხეს.

●საშვილოსნო - Uterus ღრუ კუნთოვანი ორგანოა, სადაც ვითარდება ნაყოფი - Fetus.


შინაურ ძუძუმწოვართა საშვიოსნო არის ორრქიანი ტიპის. არჩევენ მარჯვება დ მარცხენა
რქებს - Cornua uteri dectra et sinistra. სხეულს - Corpus uteri და ყელს - Cervix uteri. რქებსა და
სხეულს შორის არის საშვილოსნოს ღრუ - Cavum uteri, რომელიც გრძელდება
საშვილოსნოს ყელის არხში - Canalis cervicalis uteri. საშვილოსნოს კედელი - paries uteri
შედგება სამი შრისგნა. ლორწოვანი შრე - endometrium დაფარულია ცილინდრული
ეპითელიუმით და შეიცავს მილაკოვან ჯირკვლებს - Glandulae uterinae. შაშვილოსნოს
კუნთოვანი შრე - myometrium გლუვი კუნთოვანი ქსოვილით. იქმენა საშვილოსნოს ყელის
სპინქტერი, რომელიც იხსნება მშობიარობისას. სეროზული შრე - perimetrium გვერდებზე
აგდადის ჯორჯალში. საშვილოსნოს განიერ იოგში - mesometrium. არსებობს 4 ტიპის
საშვილოსნო.

1.ორმაგი - Uterus duplex შედგება მარკვენა და მარცხენა საშვილოსნოებისგან, თითო


იხსნება საშოში- Vagina. ასეთი აქვთ მღღრნელებს სპილოს და ბოცვერს

2.ორნაწილოვანი - Uterus bipartitus ისინი ერთიანდებიან მხოლოდ ყელის მიდამოშიდა


საშოში იხსნებიან ერთი საერთო ხვრელით, ასეთი აქვთ ზოგიერთ მღრნელებს.

3.ორრქიანი - Uterus bicornis აქვს ორი რქა, სხეული და ყელი, ყველა ძუძუმწოვარს ასეთი
აქვს.

4.მარტივი საშვილოსნო - Uterus simplex მარჯ და მარცხ გაუყოფელ ერთ მთლიანს,


მტლიანი ღრუთი, აქვთ პრიმატებს და ადამიანებს.

ცხენის- საშვილოსნოს რქებს აქვთ ირიბი მოყვანილობა და კარგად განვითარებული


სხეული და რქები.

მსხვილი რქოსანის- საშვილოსნოს რქ მკვეთრად არის მოღუნული და სპირალურად


დაგრეხილი. სხეულის ნაწილი შიგნიდან მკვეთრად არის გაყოფილი ძგიდით , სხეულისა
და რქების ლორწოვან გარსზე აქვს მეჭეჭი-carunculae uteri, რომელთა საშუალებითაც
საშვილოსნოს კედელი უკავშირდება ნაყოფის გარსებს და უზრუნველყოფილი ხდბა მისი
კვება.

ღორის- მრავალშვილიანობის გამო საშვილოსნო დაკლაკნილ წვრილ ნაწლავს გავს და


საკმაოდ გრძელია.

ძაღლის- საშვილოსნოს რქები V ს წააგავს, სხეული მოკლე აქვს, ყელი კი სამჯერ უფრო
გრძელი. საშვილოსნო თითქმის მთლიანად მდებარეობს მუცლის ღრუში.
●საშო - Vagina საშვილოსნოს გაგარძელებაა. მოტავსებულია მენჯის ღრუში სოწრი
ნაწლავის და შარდის ბუშსტ სშორის. საშოს კაუდალური ნაწილი უერთდება შარდსადენის
გარეთა ხვრელს - Ostium urethrae externum და ქმნის შარდ-სასქესო კარიბშწეს- Vestibulum
urogenitalis. არამშობიაერ ცხოველბში აქაა საქალწულე აპკი - Hymen. საშოს მოსაზღვრე
ნაწილი დაფარულის სეროზული გარსით, ხოლო უკანა ნაწილი ადვენტაციით. კუნტოვნაი
გარსი წარმოდგენილია გლუვ კუნთოვანი ბოჭკოებით.

●შარდსასქესო კარიბჭე - Vestibulum vaginae საშოს გაგრძელებაა. არამშობიარე


ცხოველებში შარდსადენის გარეტა ხვრელის და შარსასქესო კარიბჭს საზღვარზე არის
განივი ნაოჭი - Plica vestibulo-vaginalis ანუ საქალწულე აპკი. შარდსასქესო კარიბჭს
ლორწოვანი გარსი მოფენილია მრავალშრიანი ბრტელი ეპითელიუმით. კარიბჭის უკან
მდებარეობს მცირე ჯირკვალი - Ganglion vestibulares minores. კუნთოვანი შრე ქმნის კარიბჭის
მომჭერს - m. constrictor vestibuli

●გარეთა სასქესო ორგანოები - Pundendum femininum მათ მიეკუთვენბა სასრიცხი


ბაგეები - labia pudenda, რომელთა შორის არის სასქესო ნაპრალი - Rima pudenda და
კლიტორი - Clitoris. გარეთა სასქესო ორგანოები მდებაროებს სწორი ნაწლავის
ვენტრლურად და გამოყოფილია მისგნა შორისით - Perineum. სასირცხვო ბაგეების
დორსალური და ვენტრალური ნაპირები გადადის ერთანეტში, შეერთების ადგილებს
დორსალური და ვენტრალური შერტავები - Commissura dorsalis et ventralis ეწოდება.
ვენტრალურ შესართავთან გავქვს კლიტორი - Clitoris , რომელის მამრობითი სასქესო ასოს
ჰომოლოგია. კლიტორი ანუ სავნებო შედგება ორი მღვიმოვანი სხეულისგან - Corpus
cavernosus clitoris. აქ არჩევესნ 2 ფეხს, თავს და სხეულს. ერექციის დროს კლიტორის
სხეული ცაშვებულია სასქესო ნაპრალის სირმეში, მხოლოდ თავი - Glans clitoridis მოჩანს
სასქესო ნაპრალის კლიტორი სფოსოდან - Fossa clitoridis. ეს ფოსო კანის ნაოჭის
წარმომნაქსმნაი და მას კლიტორის ჩუჩას - praeputium clitoris ქვია.

You might also like