You are on page 1of 2

მცენარის რეგულატორული მექანიზმები

რეგულაცია - გულისხმობს მართვას, ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას, შიდა არეების


პარამეტრების მუდმივობის დაცვას, აგრეთვე - განვითარებისათვის პირობების მომზადებას.

ჰომეოსტაზის შენარჩუნება ორგანიზაციის ნებისმიერ დონეზე ხორციელდება უარყოფითი უკუკავშირის


პრინციპით.

 რეგულაცია უჯრედულ დონეზე გულისხმობს ფერმენტულ, მემბრანულ და გენურ დონეზე მართვის


პროცესებს.

ფერმენტული რეგულაცია ხორციელდება ფერმენტთა აქტივობის ცვლილებების გზით - შინაგანი არის


ფიზიკო-ქიმიური ფაქტორების მოქმედებით. მაგ, pH, იონური ძალის, ტემპერატურის ცვლილებით და
სხვ. შეიძლება იყოს ისეთი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ფერმენტის აქტიურ ცენტრზე -
კოფერმენტით, კოფაქტორით, ინჰიბიტორის გავლენით ან ალოსტერული რეგულაციით. ფერმეტულ
რეგულაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერმენტის მოდიფიკაციას - მაგ, მასში კოვალენტური
კავშირების დარღღვევით, ფოტოფოსფორილირებით, ცილასთან, მემბრანასთან დაკავშირებით და სხვ.

გენური რეგულაცია გულისხმობს მართვას რეპლიკაციის, ტრანსკრიპციის, პროცესინგის, ტრანსლაციის


დონეზე. მოლეკულური მექანიზმი იგივეა, რაც წინა განხილულ შემთხვევებში.

მემბრანულ რეგულაციაში მნიშვნელოვანია მემბრანული ტრანსპორტი, მემბრანის ცილების აქტივობის


ცვლილებები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მემბრანულ რეცეპტორებს, რომლებიც გარემოში
მომხდარი რაოდენობრივი თუ თვისობრივი ცვლილებების შესაბამისად ცვლიან მემბრანების თვისებებს,
ბუნებას და მათი საშუალებით უჯრედი შეიცნობს გარემოს ცვლილებებს.

უჯრედშიდა რეგულატორული სისტემები მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულია. მემბრანის თვისებები


დამოკიდებულია გენურ აქტივობაზე, ხოლო თავად გენების დიფერენციალური ექსპრესია მემბრანული
კონტროლის ქვეშაა. მთლიანი უჯრედშიდა რეგულაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც რეცეპტორულ-
კონფორმაციული რეგულაცია.

 რეგულაცია უჯრედშორის დონეზე ხორციელდება ტროფიკული, ჰორმონალური და


ელექტროფიზიოლოგიური სისტემებით.

ტროფიკული სისტემა მოიცავს ტროფიკულ კავშირებს, რომლებიც მცენარის ორგანოებს - ფესვს, ღეროსა
და ფოთლებს შორის არსებობს.

ჰორმონული რეგულაცია გულისხმობს ფიტოჰორმონების მონაწილეობას მცენარის პროცესების


მართვაში; დღეისათვის ცნობილია აუქსინის, ჰიბერელინების, ციტოკინინების, აბსციზის მჟავას და
ეთილენის როლის შესახებ.

ელექტრული კავშირი მცენარის ნაწილებს შორის ხორციელდება ელექტრული იმპულსების ნაკადების


საშუალებით. ამ დროს ხდება მემბრანული პოტენციალების ცვლილება, რაც, თავის მხრივ, იწვევს
მემბრანის განვლადობის შეცვლას და შემდგომ კი - შესაბამის ცვლილებებს, რაც მემბრანული
რეგულაციის ქვეშ განვიხილეთ.
ორგანიზმის დონეზე რეგულატორულ მექანიზმებში მცენარეებში ბევრი რამ გაურკვეველია.

ითვლება, რომ მცენარეში არსებობს გარკვეული ცენტრები (დომინირების ცენტრები). მცენარეულ


ორგანიზმს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ბიპოლარობა. პოლუსებს წარმოადგენს ფესვის და
ღეროს წვეროები. საკმაოდ ცნობილია თეორია აპიკალური დომინირების შესახებ, რომლის თანახმად,
კენწრული კვირტი თრგუნავს გვერდითი კვირტების ზრდას. მისი დაზიანების შემთხვევაში ზრდას
იწყებს გვერდითი კვირტები, რომელთაგან ერთ-ერთი იღებს კუნწრული კვირტის ფუნქციას, იზრდება
ვერტიკალურად და დროთა განმავლობაში ცვლის მთავარ ღეროს.

მცენარის წვერში, სადაც აპიკალური მერისტემაა, განირჩევა მარეგულირებელი ცენტრი და სენსორული


ზონა. აქედან ხდება ღეროს გაჭიმვის, გამტარი გზების წარმოქმნის, გვერდითი ღეროების ორიენტაციის
მართვა, დაფესვიანების პროცესის კონტროლიც. ამ პროცესებში ჩართულია აუქსინი.

ფესვის წვეროც ხასიათდება მერისტემული აქტივობით. ისიც ახორციელებს გარკვეულწილად


მარეგულირებელ ზემოქმედებას, კერძოდ, აკონტროლებს უჯრედების ზრდას გაჭიმვის ზონაში,
გავლენას ახდენს გამტარი გზების განვითარებაზე, თრგუნავს გვერდითი ფესვების ზრდას. იგი
არეგულირებს ღეროს დაგრძელებასაც, ღეროს კვირტების ჩასახვას და მათ კვებას. ამ პროცესებშიც
ფიტოჰორმონებია ჩართული.

ვარაუდობენ, რომ დომინანტური ცენტრები მოქმედებენ ორგანიზმზე ფიზიოლოგიური ველების


საშუალებით. „დაძაბულობის“ შეცვლა პოლუსებში იწვევს სიგნალების აღძრვას.კომუნიკაცია
ხორციელდება გამტარი ბოჭკოების საშუალებით, რომლებიც ატარებენ ელექტრულ იმპულსებს. ე.ი.
მცენარეში შეიძლება გამოვყოთ არხოვანი სისტემა, რომელიც პოლარობასთან ერთად უზრუნველყოფს
ორგანიზმის სივრცობრივ ორგანიზაციას.

You might also like