You are on page 1of 6

ჯანსაღი ცხოვრების წესი - სწორი

კვება და ზომიერი ფიზიკური


დატვირთვა
Პრეზენტაციაზე მუშაობდა ანა-მარია რაზმაძე
სწორი კვების
ძირითადი პრინციპები
ყველა ადამიანს კალორიების გარკვეული

რაოდენობა სჭირდება, რომლებიც
ენერგიად გარდაიქმნება და
უზრუნველყოფს ორგანიზმის
ფუნქციონირებას. ჯანმრთელობისთვის,
კალორიების რაოდენობასთან ერთად,
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის
საკვებისგან ვიღებთ მათ.
• ზრდასრულ მამაკაცს, რომელიც არ ეწევა
მძიმე ფიზიკურ შრომას, დღეში
დაახლოებით 2500-2700 კალორია
სჭირდება, ხოლო ზრდასრულ ქალს - 2000-
2200 კალორია. რაც უფრო დიდია
ფიზიკური აქტივობა, მით მეტი კალორია
ესაჭიროება ორგანიზმს. შესაბამისად,
პროფესიონალი სპორტსმენები და
განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვის
მქონე ადამიანები ზემოთ მოყვანილ
საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მეტ
კალორიას შეიძლება მოიხმარდნენ.
• არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ საჭირო ენერგიას .
დღესდღეობით, მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას არაჯანსაღი
კვება წარმოადგენს - შაქრის და მარილის ჭარბი ოდენობა, ნახევარფაბრიკატი
პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები და ა.შ. მოსახლეობის დიდი ნაწილის
ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენს, მაშინ, როცა ამგვარი პროდუქტის
რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
სპორტი და აქტიური დასვენება
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
მონაცემებით, არასაკმარისი ფიზიკური
აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის
გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთ
წამყვან ადგილზეა, თუმცა, იმავე
წყაროს მიხედვით, მსოფლიო
ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად
არასაკმარისად არის დატვირთული.
სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების
წესის მეორე მნიშვნელოვან
შემადგენელს, სწორ კვებასთან
ერთად, ზომიერი ფიზიკური
დატვირთვაც შეადგენს. აღნიშნულში
არა მხოლოდ სპორტის რომელიმე
სახეობით დაკავება, არამედ
ნებისმიერი ფიზიკური ძალისხმევა
იგულისხმება - ფეხით, ველოსიპედით
სიარული, ბაღში, ბოსტანში მუშაობა და
ა.შ.
• ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:
• საკმარისი ძილს;
• რეგულარული ფიზიკური აქტივობას;
• ბალანსირებული კვებას;
• პოზიტიურ აზროვნებას;
• დადებით განწყობას, ემოციებს;
• და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -მავნე
ჩვევებზე უარის თქმას (თამბაქო, ალკოჰოლური
სასმელები, ნარკოტიკები).
• სტრესი, დაძაბულობა, გადაღლა, 
დაბინძურენული ჰაერი და არაჯანსაღი საკვები
დროთა განმავლობაში- ეს ფაქტორები ჩვენ
ორგანიზმზე და ფსიქიკურ ჯამრთელობაზე
მძიმედ აისახება. 
• ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის მთავარია
გმოვაგვაროთ ორი უმთავრესი პრობლემა:
• არასწორი კვება
• ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა 
მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like