You are on page 1of 5

მოსავლის აღება და აღრიცხვა

მოსავლის აღება და აღრიცხვა მეტად საპასუხისმგებლო მომენტია ცდის


ჩატარების დროს. რამდენადაც ზუსტად იქნება მოსავალი აღრიცხული, იმდენად
უტყუარი იქნება ცდის შედეგებიდან გამოტანილი დასკვნები. მოსავლის აღება უნდა
ჩატარდეს რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადაში. მთელ ცდაში ერთი და იგივე წესით
და უდანაკარგოდ. დანაყოფზე უმნიშვნელო დანაკარგიც კი მოსავლის ერთ ჰექტარზე
გადაანგარიების დროს საკმაოდ დიდ ცდომილებას იძლევა. ამიტომ მინდვრის ცდაში
მოსავლის აღების დაწყებამდე საჭიროა გულდასმით ჩავატაროთ საჭირო
მოსამზადებელი სამუშაო და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგეთ ძირითად სამუშაოს–
მოსავლის აღებას და აღრიცხვას.
მოსამზადებელ სამუშაოებში შედის როგორც ცდის შემოწმება და მომზადება
მოსავლის აღებისათვის, ისე ყველა საჭირო საზომი და საწონი ხელსაწყოების შემოწმება.
მოსავლის აღებაზე მომუშავე პერსონალის მომზადება და მანქანა იარაღების წესრიგში
მოყვანა.
საცდელი ნაკვეთის მომზადება მოსავლის აღებისათვის. მოსავლის აღების
დაწყებამდე საჭიროა საცდელი დანაყოფებიდან ზუსტად გამოიყოს სააღრიცხვო
ფართობები. აღებულ იქნას სასინჯი ძნები ან მცენარეები და თუ საჭიროა სააღრიცხვო
ფართობზე ჩატარდეს დანაყოფებისათვის არატიპიური ადგილების გამორიცხვა.
სააღრიცხვო ფართობის გამოყოფა. იმ მიზნით, რომ დანაყოფიდან მიღებული
იქნას რეალური, ე.ი. განხორციელებული ღონისძიებების შესატყვისი მოსავალი.
რომელიც მეზობლად მდებარე დანაყოფებზე ჩატარებული ღონისძიებების გავლენით არ
არის დამახინჯებული მოსაზღვრე დანაყოფებს შორის ყოველთვის გვაქვს დამცველი
ზოლები, დამცველი ზოლები გვაქვს აგრეთვე თითოეული დანაყოფის ორივე ბოლოში
მოსავლის აღების წინ, ჯერ დამცველი ზოლები და გამორიცხული ადგილები, თუ კი
ასეთები გვაქვს, უნდა ავიღოთ და დავტოვოთ მხოლოდ სააღრიცხვო ფართობი.
ხშირ შემთხვევაში, როცა ეს მოსახერხებელია, სააღრიცხვო ფართობი მოსავლის
მომწიფებამდეა გამოყოფილი და დამცველ 63

1
ზოლებსა და სააღრიცხვო ფართობის ასეთი წესით გამოყოფა მიზანშეწონილია
განსაკუთრებით მთლიან ნათეს კულტურებში, რადგანაც უკვე მომწიფებულ მცენარეში
სააღრიცხვო ფართობი წინასწარ არ არის გამოყოფილი, მისი გამოყოფა მოსავლის აღების
წინ წარმოებს.
სიზუსტის დაცვის მიზნით სააღრიცხვო ფართობი ორჯერ იზომება და
მოინიშნება პალოებით. მთლიანად მოსათესი კულტურებისათვის სააღრიცხვო
ფართობის გამოსაყოფად გამოიყენება ლარი, რომელიც უნდა გადაიჭიმოს დამცველი
ზოლისა და სააღრიცხვო ფართობის საზღვარზე ისე რომ მწკრივში ყველა მცენარე
მოყვეს ლარის ერთ მხარეზე. საფარი ზოლის მხრიდან ლარის გასწვრივ 20–25 სმ–ის
სიგანეზე მცენარეები უნდა, მოვჭრათ. ასეთივე წესით გამოვყოფთ ბოლოების დამცველ
ზოლებს. ჩვეულებრივ ფართო მწკრივებად ნათეს კულტურებში ლარი მხოლოდ
ბოლოების დამცველი ზოლების გამოსაყოფად გამოიყენება. კვადრატულ–ბუდობრივ
ნათესში კი საჭირო არ არის.
დამცველი ზოლებიდან და გამორიცხული ადგილებიდან აღებული მოსავალი არ
აღირიცხება.
სასინჯი ძნებისა და მცენარეების აღება. ლაბორატორიული ანალიზის,
ბიოლოგიური მოსავლის განსაზღვრის, მოსავლის სტრუქტურის დასადგენად და სხვ.
დანაყოფებიდან იღებენ სასინჯი ძნებს კონებს (მთლიანსათესი კულტურებიათვის) და
სასინჯ მცენარეებს (სათოხნებისათვის).
სასინჯი ნიმუშების აღების ტექნიკა განსხვავდება კულტურების
თავისებურებების მიხედვით.
თავთავიან კულტურებში მცენარეთა სიხშირის განსაზღვრისათვის სასინჯი
მოედნები ცდის დასაწყისშივე გამოიყოფა. თუ ისინი დამახასიათებელია
დანაყოფისათვის, სასინჯი ძნა აიღება ამ ფართობიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც
ფიქსირებულ სასინჯ ფართობზე მცენარეებიც არატიპიურნი არიან, შეირჩევა სხვა
მოედნები. სასინჯი ფართობი გამოიყოფა დანაყოფის 4–5 ადგილას: თითოეული
ზომით–0,5 მ2 – ია. სასინჯი ფართობებიდან მცენარეებს ფესვებიანად ვთხრით და
ვაერთებთ ერთ სანიმუშო ძნად. მაგალითად, ხორბლისათვის ამ ძნის საშუალებით

2
განისაზღვრება: მცენარეთა დგომის სიხშირე, საერთო და პროდუქტიული ბარტყობა,
მთავარი ღეროს სიმაღლე, თავთავის სიგრძე, თავთავში თავთუნების და მარცვლის
რაოდენობა, მათი მასა, გუდაფშუტით დაავადებების ხარისხი და სხვა.
სამარცვლე პარკოსან კულტურებში სანიმუშო ძნის აღება იმავე წესით ხდება.
როგორც თავთავიან პურეულში. სანიმუშო ძნის მიხედვით ვადგენთ ჯიშობრივი
სიწმინდის პროცენტს. მცენარეთა სიმაღლეს, ერთ მცენარეზე პარკების საშუალო
რაოდენობას. პარკების შეცვლის შემდეგ კი ტარდება მოსავლის სტრუქტურის ანალიზი.
სიმინდის ნათესში მოსავლის აღების წინ ორი არამეზობელი განმეორების
ცალკეულ დანაყოფებზე გამოიყოფა 50–50 მცენარე. სასინჯ მცენარეებს ვიღებთ
დანაყოფის ორ შუა მწკრივში. ერთ მწკრივში 25 მცენარეს ბოლო დამცველი ზოლიდან 5
მეტრის დაშორებით, მეორე მწკრივშიც 25 მცენარეს, ხოლო ბოლო დამცველი ზოლიდან
10 მეტრის დაშორებით. ასეთი წესით გამოყოფილი სასინჯი მცენარეები მთელი
დანაყოფისათვის დამახასიათებელი იქნება. აღებული მცენარეების მიხედვით
შეისწავლება: მცენარეთა საშუალო სიმაღლე, პირველი ტაროს მიმაგრების ადგილი,
ჩაწოლილ მცენარეთა პროცენტი, ტაროების საშუალო რაოდენობა ერთ მცენარეზე,
შემდეგ ტარდება ტაროს ლაბორატორიული ანალიზი. განისაზღვრება ტაროს სიგრძე,
დიამეტრი, ტაროს საშუალო მასა, მარცვლის მასა ტაროზე და ერთი ტაროს მარცვლის
გამოსავალი.
გამორიცხვები. აღრიცხული მოსავალი უნდა წარმოადგენდეს საცდელი დანაყოფის
ნორმალურ მოსავალს. ხშირ შემთხვევაში დანაყოფისათვის დამახასიათებელი
მცენარეთა ნორმალური განვითარება ალაგ–ალაგ დარღვეულია რაიმე შემთხვევითი
მიზეზით. ასეთებია ნიაღვრისაგან წალეკვა. რელიეფის უსწორმასწორობის გამო მეტ–
ნაკლები ტენიანობა, კერძოდ, დადაბლებულ ადგილებში ჭარბი წყლის ჩადგომა. წინა
წლებში სასუქების არათანაბარი მობნევა–განაწილება, მავნებლებით, ქარით სეტყვით
გამოწვეული ზიანი და სხვ. ასეთი მოვლენები დიდ სიჭრელეს ქმნის დანაყოფზე.
შემთხვევითი მიზეზებით არანორმალურად განვითარებული მცენარეები აღსარიცხ
მოსავალში არ უნდა შევიდეს, რის გამოც საჭიროა მოსავლის აღების წინ დანაყოფის
არატიპიური ადგილების გამორიცხვა.

3
არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მთელი დანაყოფია გამოსარიცხი. მაგრამ
ყველა შემთხვევაში გამორიცხვის ჩატარებამდე საჭიროა მიზეზის დადგენა, თუ რამ
გამოიწვია ასეთი მდგომარეობა. შესაძლებელია სიმეჩხერე გამოწვეული იყოს
გამოსაცდელი ღონისძიებების გავლენით. მიზეზის დასადგენად გულდასმით
დათვალიერდება ყველა განმეორების თანამოსახელე ვარიანტები. თუ იქაც
ანალოგიური მდგომარეობაა. გამორიცხვას არ ჩავატარებთ.
როდესაც დანაყოფზე გამოსარიცხი ფართობი 25%–ს აღემატება. ასეთ შემთხვევაში
დანაყოფი მთლიანად გამოირიცხება და შედგება წუნდების აქტი.
გამოსარიცხ ფართობს სიმარტივისა და სიზუსტისათვის ეძლევა კვადრატის ან
სწორკუთხედის ფორმა, მთლიანსათეს კულტურებში ძირითადად გამოსარიცხ
ფართობს ორივე მხრიდან ემატება ნორმალური ნათესის 20–25 სმ სიგანის ზოლი,
რადგანაც ეს მცენარეები არ იმყოფებიან დანაყოფის სხვა ადგილებისათვის
დამახასიათბელ პირობებში.
მწკრივად ნათეს კულტურებში, სადაც მწკრივთა შორის მანძილები დიდი არ არის,
გამოსარიცხი ფათობის დასადგენად საჭირო მწკრივების რაოდენობა გავამრავლოთ
მწკრივებს შორის მანძილზე და გამოსარიცხი მწკრივების სიგრძეზე.
სათოხნ კულტურებში გამოირიცხვები იმ შემთხვევაში ტარდება, როდესაც
მწკრივში ერთმანეთის მიყოლებით აკლია 3 და მეტი მცენარე. ამასთანავე უნდა
გამოირიცხოს კიდური მცენარეები და მეზობელი მწკრივის მცენარეები თუ ისინი
სხვებთან შედარებით უკეთესად არიან განვითარებულნი. ასეთი მცენარეების
გამორიცხვა განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც სიმეჩხერეს ადგილი
აქვს მცენარის განვითარების ადრეულ პერიოდში და დარჩენილ მეზობელ მცენარეებს
თავიდანვე განვითარების არადამახასიათებელი პირობები ექნებათ.
თუ მწკრივი მეჩხერია და ერთი მცენარე ორი–სამი მცენარის ადგილს იკავებს,
ასეთი მწკრივები მთლიანად გამოირიცხება.
სათოხნ კულტურებში გამოსარიცხი ფართობების გამოანგარიშება მარტივია.
გამოსარიცხი მწკრივის სიგრძეს ვამრავლებთ მწკრივთაშორის მანძილზე. როდესაც

4
გამოსარიცხია სხვადასხვა მწკრივის მცენარეთა ჯგუფი, ყველა გამოსარიცხი ადგილის
სიგრძეებს ვაჯაებთ და ვამრავლებთ მწკრივთშორისებზე.

You might also like