You are on page 1of 2

05.05.

2021 ვაზის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის | აგროკავკასია

I წამლობა
კვირტის ჭიისა (ბუკნა) და ტკიპების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – კვირტების დაბერვიდან და გაშლამდე. მარტის ბოლო – აპრილის I დეკადა.
ლეპიდინი (3ლიტრი) + ტურინგენი (3 ლიტრი)+ნიმის ზეთი (0,5%).

II წამლობა
ჭრაქის წინააღმდეგ.
ფენოფაზა – პირველი ორი ფოთოლი ნორმალური სიდიდის 2/3-ია. მაისის I დეკადა.
სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%).

III წამლობა – II წამლობიდან 7-10 დღეში.


ჭრაქის, ნაცრის, ტკიპების და ყურძნის ჭიის I თაობის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – ყვავილედებზე კოკრების განცალკევება – ბუტონიზაცია. მაისის II- III დეკადა.
ლეპიდინი (3 ლიტრი) + კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%)
+ გოგირდის შემცველი პრეპარატი (0,5%)+ნიმის ზეთი (0,5%).

IV წამლობა – III წამლობიდან 7-10 დღეში.


ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – ყვავილობა. მაისის ბოლო, ივნისის I დეკადა.
აგროკატენა (8 -10 ლიტრი) + ლეპიდინი (5 ლიტრი).

V წამლობა – IV წამლობიდან 7-10 დღეში.


ჭრაქის, ნაცრისა და ყურძნის ჭიის II თაობის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – გამოხორბვლა. ივნისის II-III დეკადა.
ორგანიკა (3 ლიტრი ) + ლეპიდინი (5 ლიტრი)
+ კონტაქტური მოქმედების სპილენძისშემცველი პრეპარატი (1%)
+ გოგირდის შემცველი პრეპარატი (0.4-0.5%).

VI წამლობა – V წამლობიდან 7-10 დღეში.


ჭრაქის,ნაცრის და ცრუფარიანების მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – ისვრიმობა. ივლისის I-II დეკადა .
აგროკატენა 18 ლიტრი +ნიმის ზეთი (0,5%) + გოგირდის შემცველი პრეპარატი 0.5%.

VII წამლობა – VI წამლობიდან 7-10 დღეში.


ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის III თაობის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – მარცვლების დამსხვილება. ივლისის II-III დეკადა.
ლეპიდინი (5 ლიტრი)
+ სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) + გოგირდის შემცველიპრეპარატი (0.4-0.5%).

VIII წამლობა – VII წამლობიდან 7-10 დღეში.


ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – შეთვალების დასაწყისი. ივლისის ბოლო აგვისტოს I დეკადა.
აგროკატენა (6 ლიტრი) + ბიოკატენა (10 ლიტრი) +ლეპიდინი (5 ლიტრი).

IX წამლობა – VII წამლობიდან 7-10 დღეში.


ნაცრის, სიდამპლეების და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – სიმწიფეში შესვლა. აგვისტოს II დეკადა.
აგროკატენა (6 ლიტრი) + ლეპიდინი (4 ლიტრი)+სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%).

https://agrokavkaz.ge/dargebi/mevenakheoba/vazis-tsamlobatha-sqema-bio-organuli-meurneobisthvis.html 1/2
05.05.2021 ვაზის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის | აგროკავკასია

*სამუშაო ხსნარი: ლეპიდინი, აგროკატენა, ტურინგენი – 2%-იანი, ორგანიკა – 1%-იანი.

დამატებითი ინფორმაცია

წამლობებს შორის პერიოდი მოცემულია ვაზის განვითარების ფენოფაზების


მიხედვით, თუმცა, რეგიონისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მათ
შორის ინტერვალი შიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
წამლობა უნდა ჩატარდეს დილით ნამის შეშრობის მერე ან დღის მეორე ნახევარში
მზის გადასვლის შემდეგ.
მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის,
სასურველია ბიო მიმწებებელ „ადიუგრეინი 10%“-ის გამოყენება
მნიშვნელოვანია მომავალი წლისთვის მომზადება და ნოემბრის თვეში ფართობის
დამუშავება ბიოპრეპარატით ბიოკატენა. საჰექტრო ნორმა 5-7 ლიტრი.
სქემაში სპილენძის და გოგირდის შემცველებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის
მოსახერხებელი ნებისმიერი დასახელების პრეპარატი.

https://agrokavkaz.ge/dargebi/mevenakheoba/vazis-tsamlobatha-sqema-bio-organuli-meurneobisthvis.html 2/2

You might also like