You are on page 1of 2

1.

ეკოსისტემა ეწოდება ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი საარსებო გარემოს


ერთობლიობას.

ეკოსისტემაში შემავალ ელემენტებს შორის მუდმივი ურთიერთკავშირია . ეკოსისტემის


მაგალითებია ტყე, ზღვა, ტბა და სხვ.

თანასაზოგადოება კი ეწოდება მოცემულ ტერიტოტიაზე არსებული ყველა პოპულაციის


ერთობლიობას. თანასაზოგაადოებაში გაერთიანებულია ერთიდაიგივე სახეობების
ინდივიდები და წარმოადგენს მათ ურთიერთდამოკიდებულებას.

2. პიგმენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცენარეების სასიცოცხლო პროცესებში .


პიგმენტი ქლოროფილი უზრუნველყოფს ფოტოსინთეზის პროცესს, ხოლო ლურჯ-მწვანე
პიგმენტი ფოტოქრომი კი სინათლის სხივების შთანთქმაში მონაწილეობს. მათ გარეშე
მცენარე ვერ მოიპოვებდა საკვებს და ავტოტროფული კვების თვისებებს დაკარგავდა .

3. აბიოტური ფაქტორები დიდ გავლენას ახდენენ მცენარეებზე. მაგალითად ფაქტორი


როგორიცაა სინათლე, წარმართავს მცენარეებისათვის მნიშვნელოვან პროცესს
ფოტოსინთეზს. ამასთან ერთად მცენარეები სინთლეზე დამიკიდებულების მიხედვით
არსებობს სამი სახის: სინათლის მოყვარული, ჩრდილის და ჩრდილის ამტანი. მათი
გარჩევა გარეგნულადაც კი შეიძლება. სინათლის მოყვარულ მცენარეებს ვიწრო ,
ვერტიკალური და ბალახისებური ფოთლები აქვთ, ჩრდილის მცენარეებს კი მუქი მწვანე
შეფერილობის ფართო ფოთლები.

მნიშვნელოვანი ფაქტორია წყალიც, რადგან მის გარეშე ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი
ვერ იარსებებდა. მცენარეები სინათლეზე დამოკიდებულების მსგავსად წყალზე
დამოკიდებულების მიხედვითაც იყოფია. ჰიდროფიტები მხოლოდ წყლიან გარემოში
არსებობენ და დიდი ზომის ღერო და ფოთლები აქვთ, მეზოფიტები რომლებიც საშუალო
გამძლეობით გამოირჩევიან წყლისადმი, წარმოადგენენ ფართოფოთლოვან ხე -
მცენარეებს, ხოლო ქსეროფიტები მშრალი , ტყავისებური ღერო და ფოთლების
პატრონები არიან.

4. სიმბიოზი- კიბო და აქტინიას თანაცხოვრება. კიბო სახლდება მოლუსკის ნიჟარაში და


აქტინია თან დააქვს

მუტუალიზმი- ადამიანისა და ნაწლავის ჩხირის ურთიერთობა. ნაწლავის ჩხირი მარაგდება


ადამიანის მიერ მიღებული საკვებით და ეხმარება მას საკვების მონელებაში .

კომენსალიზმი- მღრნელები რომლებიც იკეთებენ საცხოვრებელს ფრინველების


ბუდეების ქვედა იარუსებზე და იკვებებიან მათი რქსკრემენტებით

მდგმურობა- ხეებზე ხავსია დასახლება

ნეიტრალიზმი- ურთიერთობა რომლის დროსაც ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთზე


გავლენას არ ახდენენ მაგალითად ციყვი და პეპელა

მტაცებლობა- მტაცებლის ნადირობა მსხვერპლზე მაგალითად ლომის მიერ ზებრას


მონადირება

პარაზიტიზმი- ვირუსის შეღწევა ორგანიზმში და მის ხარჯზე არსებობა


კონკურენცია- კონკურენცია შეიძლება იყოს სახეობათაშორის და შიდა სახეობრივი .
გულისხმობს ურთიერთობის ისეთ ფორმას რომლის დროს ცოცხალი ორგანიზმები
იბრძვიან ერთი და იგივე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.

5. ბალახი-კალია-ბაყაყი-გველი-არწივი

პირველი რგოლი არის პროდუცენტი ანუ პირველი კვებითი დონე, შემდეგ მოდის მეორე
კვებითი დონე რომელიც შედგება პირველი რიგის კონსუმენტებისგან ანუ
ბალახისმჭამელებისგან. მესამე, მეოთხე და მეხუთე რგოლი არის მესამე და მეოთხე
კვებითი დონე რომელშიც გაერთიანებულები არიან ხორცისმჭამელები . მესამე დონეზე
არიან მეორე რიგის კონსუმენტები, ხოლო მეოთხე დონეზე მესამე რიგის კონსუმენტები .

6. ბიომასის პირამიდის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი სქემა . მოზარდი


რომელიც იწონის 50 კგ წლიურად მოიხმარს 100 კგ ხბოს, ხოლო ხბო წლიურად იკვებება
იონჯათი რომლის ბიომასა 8000 კგ შეადგენს. მასების მიხედვით პირამიდა სწორედ
ეწყობა, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება, რადგან კონსუმენტის ბიომასა შეიძლება
აღემატებოდეს პროდუცენტისას. მაგალითად ოკეანეში ფიტოპლანკტონის მასა ბევრად
ჩამორჩება მის მომხმარებლების მასას, შესაბამისად ბიომასის პირამიდა ირღვევა . ეს
განპირობებულია როგორც ფიტოპლანკტონის პატარა ზომებით, ასევე მისი ხანმოკლე
აქტიურობით.

You might also like