You are on page 1of 26

1.

სტატიკის ძირითადი აქსიომები


I პრინციპი. ყოველ ძალას აქვს გარკვეული სიდიდე, მოდების წერტილი და გეზი (ნახ.1).
ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ ძალა არის გარკვეული ვექტორი. წრფეს,
როლზედაც ძალა მდებარეობს ძალის ფუძე ეწოდება.

II პრინციპი. ნივთიერ წერტილზე მოდებული ძალთა სისტემა ტოლფასია ერთი ისეთი


ძალისა, რომელიც მოდებულია იმავე წერტილზე და ამ ძალების გეომეტრიუ-ლი ჯამის
ტოლია. ამ ერთ ძალას მოცემული ძალების ტოლქმედი ეწოდება, ხოლო მოცემულ
ძალებს ტოლქმედის მდგენელი ძალები.

III პრინციპი თავისუფალი ნივთიერი წერტილის წონასწორობისათვის აუცილებელი და


საკმარისია, რომ წერტილზე მოქმედი ძალების ტოლქმედი ნულის ტოლი იყოს.

IV პრინციპი ანუ ქმედებისა და უკუქმედების პრინციპი. ორი ნივთიერი წერტილის


ურთიერთქმედების ძალები სიდიდით ერთმანეთის ტოლია, მდებარეობენ მათ
შემაერთებელ წრფეზე და მიმართული არიან ურთიერთ საწინააღმდეგოდ ერთ-ერთ
მათგანს ქმედება, ხოლო მეორეს უკუქმედება ეწოდება.

V პრინციპი (რეაქციის პრინციპი). ყოველი ბმის მექანიკური მოქმედება ნივთიერ


წერტილზე ან სხეულზე შეიძლება გამოისახოს გარკვეული ძალით, რომელსაც რეაქციის
ძალა ეწოდება. აქვე განვმარტოთ ბმა: გეომეტრიული ან ფიზიკური ხასიათის პირობებს,
რომლებიც ნივთიერი წერტილის მოძრაობას ზღუდავენ რომელიმე მიმართულებით
ბმები ( ბმა) ეწოდება.

VI პრინციპი. მყარ სხეულზე მოდებული ორი პირდაპირ თანაწინააღმდეგი ძალა


არავითარ მექანიკურ მოქმედებას არ ახდენს ამ სხეულზე.

VII პრინციპი. თუ მყარი სხეული წონასწორობაშია ორი ძალის მოქმედებით, მაშინ ისინი
პირდაპირ თანაწინააღმდეგი ძალებია.

2. თავმოყრილ ძალთა სისტემის წონასწორობა


ძალთა სისტემის წონასწორობისათვის აუცილებელი და საკმარისია, რომ ძალთა
სისტემის ტოლქმედი ნულის ტოლი იყოს. ტოლქმედის ნულთან ტოლობა
გეომეტრიულად ნიშნავს, რომ ძალთა მრავალგვერდი ჩაკეტილია

3. ძალის მომენტი ღერძის მიმართ

F ⃗ ძალის მომენტი ∆ ღერძის მიმართ ეწოდება ∆ ღერძის მართობულ П სიბრტყეში F ⃗


ძალის (ab) ⃗ გეგმილის სკალარულ მომენტს ღერძისა და სიბრტყის გადაკვეთის O
წერტილის მიმართ და აღინიშნება M_∆-თი.
4. წყვილძალების შეკრება
სივრცეში მდებარე ორი წყვილძალა ტოლფასია ერთი ისეთი
წყვილძალისა, რომლის ვექტორული მომენტი ტოლია შესაკრებ
წყვილძალთავექტორული მომენტების გეომეტრიული ჯამისა.
ერთ სიბრყეზე მდებარე ორი ნებისმიერი წყვილძალა ტოლფასია ერთი
ისეთი წვილძალისა, რომლის სკალარული მომენტი ტოლია შესაკრები
წყვილძალების სკლარული მომენტების ალგებრული ჯამისა.
წყვილძალების შეკრების შედეგად მიღებულ ერთ წყვილძალას
ტოლქმედი წყვილძალა ეწოდება.

5.ბრტყელ ძალთა სისტემის დაყვანა უმარტივეს სახეზე

ნებისმიერი ბრტყელ ძალთა სისტემა ყოველთვის დაიყვანება ერთ ძალაზე და ერთ


წყვილძალაზე. ეს ძალა ტოლია სისტემის ნაკრები ვექტორისა, ხოლო წყვილძალის
სკალარული მომენტი ტოლია სისტემის ნაკრები სკალარული მომენტისა დაყვანის O
ცენტრის მიმართ.

6.სრიალის ხახუნი

სრიალის ხახუნის ძალა მდებარეობს სხეულთა შეხების წერტილზე გავლებული


საერთო მხების გასწვრივ და მიმართულია შესაძლებელი გადაადგილების
საწინააღმდეგოდ.სრიალის ხახუნის კოეფიციენტს განზომილება არა აქვს. თუ
სხეული წონასწორობაშია, მაშინ T≤ f∙N.

7.სხეულის სიმძიმის ცენტრი


სხეულის სიმძიმის ცენტრი ეწოდება მის ნაწილაკთა სიმძიმის პარალელური ძალების
ცენტრს. სხვანაირად სხეულის სიმძიმის ცენტრი ეწოდება ისეთ გეომეტრიულ C
წერტილს, რომელზედაც მოდებულია ამ სხეულის წონა და რომლის მდებარეობაც არ
არის დამოკიდებული სხეულის ორიენტაციაზე სივრცეში.

8.ნებისმიერ ძალთა სისტემის წონასწორობის განტოლებები


9. ბმების ძირითადი ტიპები
გლუვი საყრდენი ზედაპირი.
მოქნილი ბმა.
ღეროვანი საყრდენი.
ბმები განხორციელებული სახსრების საშუალებით.
ძელების (კოჭების) საყრდენი რეაქციები.

10.პარალელური ძალების შეკრება.


პარალელური ძალის შეკრების დროს ძალები მიმართულია ერთ მხარეს და
ძალები მიმართულია საწინააღმდეგო მხარეს.ორი ერთ მხარეს მიმართული
პარალელური
ძალების ტოლქმედი იდიდით მდგენელი ძალების ჯამის ტოლია,
მათიპარალელურია და მიმართულია მათსავე მხარეს, მისი ფუძე ძლთ მოდების
შემაერთებელ მონაკვეთს შიგნიდან ყოფს მდგენელი ძალების სიდიდეების
უკუპროპორციულ მონაკვეთებად.
ორი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული პარალელური ძალების
ტოლქმედი სიდიდით მდგენელი ძალების სხვაობის ტოლია, მათი პარალელურია დ
მიმართულია უდიდესი ძალის მხარეს. მისი ფუძე ძალთა მოდების წერტილების
შემაერთებელ მონაკვეთს გარედან ყოფს მდგენელი ძალების სიდიდეების
უკუპროპორციულ მონაკვეთებად

11.სკალარული კუთხური სიჩქარე და აჩქარება


სკალარული კუთხური სიჩქარის საზომია 1/წმ= 〖 წმ 〗 ^(-1). როგორც ვხედავთ,
სკალარული კუთხური სიჩქარე ეწოდება მობრუნების კუთხის პირველი რიგის
წარმოებულ დროით.ბრუნვას, რომლის სკალარული კუთხური სიჩქარე
მუდმივია, თანაბარი ბრუნვა ეწოდება.ბრუნვას, რომლის სკალარული კუთხური
აჩქარება მუდმივია, თანაბრადცვლადი ბრუნვა ეწოდება.

12.წერტილის მოძრაობის მოცემის ვექტორული ხერხი

წერტილის მოძრაობის ვექტორული სახის განტოლება. ვთქვათ, r არის M წერტილის


რადიუს ვექტორინა (ნახ3.). M წერტილის მოძრაობისას იცვლება r -ის როგორც
სიდიდე, ასევე მიმართულება. ამიტომ იგი უნდა წარმოაგენდეს დროის t ვექტორულ
ფუნქციას. r =f (t)

13.აჩქარების დაშლა მხებ და ნორმალურ მდგენელებად


14.წერტილის მოძრაობის განტოლებები
ξ =+xcos-ysin
=+xsin+ycos
სისტემა წარმოადგენს სხეულის ნებისმიერი M წერტილის მოძრაობის განტოლებებს

15.ვექტორული კუთხური სიჩქარე


ვექტორული კუთხური სიჩქარე ეწოდება ვექტორს, რომელიც
განსაზღვრულია სამი პირობით. მისი სიდიდე სკალარული სიჩქარის ტოლია,
მდებარეობს ბრუნვის ღერძზე და მიართულია დადებითი მიმართულებით. სრიალა
ვექტორია და იგი ღერძზე ნებისმიერ ადგილას არის მოდებული.

16.ძალის ვექტორული მომენტი წერტილის მიმართ

ძალის ვექტორული მომენტი O წერტილის მიმართ ეწოდება ისეთ


ვექტორს, რომელიც განსაზღვრულია შემდეგი სამი პირობით :
1)ვექტორის სიგრძე ტოლია ძალის სიდიდისა და h მხარის ნამრავლისა, ე.ი. ძალის
O წერტილის მიმართ სკალარული მომენტის აბსოლუტური მნიშვნელობისა;
2) მოდებულია O წერტილზე OAB სიბრტყის მართობულად

17.წერტილის მოძრაობის ბუნებრივი ხერხი


წერტილის მოძრაობის ბუნებრივი სახის განტოლება. ვთქვათ მოცემულია
წერტილის ტრაექტორია . ავიღოთ ტრაექტორიაზე M0 წერტილი. დადებითი
მიმართულებით M0 M რკალი აღვნიშნოთ S-ით. მაშინ, ცხადია ამ განტოლებას
წერტილის მოძრაობის ბუნებრივი სახის განტოლება ეწოდება.

18.წერტილის სკალარული სიჩქარე და აჩქარება


19.მყარი სხეულის გადატანითი მოძრაობა
მყარი სხეულის ისეთ მოძრაობას, როდესაც სხეულში აღებული
ნებისმიერი წრფის მონაკვეთი ყოველთვის თავისი საწყისი მდებარეობის
პარალელური რჩება, გადატანითი მოძრაობა ეწოდება.

20. განსაზღვრეთ ძალის ვექტორის მიმართულება (ძალისა და x ღერძს შორის


კუთხის კოსინუსი) თუ მისი გეგმილები x და y ღერძებზე შესაბამისად არის 3ნ და 4ნ
(ააგეთ ნახაზი)

21.განსაზღვრეთ ძალის ვექტორის მიმართულება (ძალისა და x ღერძს შორის კუთხის


კოსინუსი) თუ მისი გეგმილები x და y ღერძებზე შესაბამისად არის 5ნ და 3ნ (ააგეთ
ნახაზი)
22.განსაზღვრეთ ძალის ვექტორის მიმართულება (ძალისა და x ღერძს შორის კუთხის
კოსინუსი) თუ მისი გეგმილები x და y ღერძებზე შესაბამისად არის 2ნ და 6ნ (ააგეთ
ნახაზი)
23.განსაზღვრეთ ძალის ვექტორის მიმართულება (ძალისა და x ღერძს შორის კუთხის
კოსინუსი) თუ მისი გეგმილები x და y ღერძებზე შესაბამისად არის 5ნ და 4ნ (ააგეთ
ნახაზი)
24.განსაზღვრეთ ძალის ვექტორის მიმართულება (ძალისა და x ღერძს შორის კუთხის
კოსინუსი) თუ მისი გეგმილები x და y ღერძებზე შესაბამისად არის 3ნ და6ნ (ააგეთ
ნახაზი)

25.სხეული ბრუნავს ღერძის გარშემო კანონით φ= t 3 - 2t 2 + 5 განსაზღვრეთ


კუთხური აჩქარება t=4 წმ მომენტისათვის?
26.სხეული ბრუნავს ღერძის გარშემო კანონით φ= t 3 - 3t 2 + 6 განსაზღვრეთ კუთხური
აჩქარება t=3 წმ მომენტისათვის?
27.წერტილის მოძრაობის განტოლებაა S=3t2-5t+2 განსაზღვრეთ წერტილის სიჩქარე
t=2 წმ მომენტისათვის
28.წერტილის მოძრაობის განტოლებაა S=2t3-7t+18 განსაზღვრეთ წერტილის აჩქარება
t=4 წმ მომენტისათვის
29. წერტილის მოძრაობის განტოლებაა S=2t 5-3t 4+18 განსაზღვრეთ წერტილის
აჩქარება t=3 წმ მომენტისათვის

30. რაში მდგომარეობს არა თავისუფალი ნივთიერი წერტილის წონასწორობის


პირობა
ნივთიერ წერტილს ან სხეულს ეწოდება თავისუფალი, თუ მისი
გადაადგილება სივრცეში არ არის შეზღუდული არც ერთი მიმართულებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში წერტილს არათავისუფალი ეწოდება. თუ სხეული
არათავისუფალია, მაშინ ამბობენ, რომ იგი ემორჩილება გარკვეულ ბმებს. ბმა
წარმოადგენს ნივთიერი წერტილის ან სხეულის მოძრაობის შემზღუდავ პირობებს.

31. განსაზღვრეთ თავმოყრილ ძალთა სისტემა

ვთქვათ, მყარ სხეულზე მოქმედებს F ⃗_1,F ⃗_2,∙ ∙ ∙ F ⃗_n თავმოყრილ ძალთა სისტემა,
რომლის თავმოყრის ცენტრი არის O წერტილში (ნახ.11). გავასრიალოთ ყველა ძალა
თავის ფუძეზე და მოვდოთ თავმოყრის O ცენტრში. მაშინ მივიღებთ ერთ O
წერტილზე მოდებულ ძალთა სისტემას. ამრიგად, თავმოყრილ ძალთა სისტემა
ყოველთვის დაიყვანება ერთ წერტილზე მოდებულ ძალთა სისტემაზე.

32.რას ეწოდება ძალთა სისტემის ნაკრები ვექტორი და ნაკრები მომენტი


ძალთა სისტემაში შემავალი ძალების გეომეტრიულ ჯამს სისტემის ნაკრები ვექტორი
ეწოდბა.წყვილძალის ვექტორული მომენტი ტოლია ძალთა სიტემის ნაკრები
ვექტორული მომენტისა დაყვანის O ცენტრის მიმართ.

33.რაში მდგომარეობს ბრტყელ ძალთა სისტემის წონასწორობის პირობა


ბრტყელ ძალთა სისტემის წონასწორობისათვის აუცილებელი და საკმარისია, რომ
ძალთა სისტემის ნაკრები სკალარული მომენტი ერთ წრფეზე არამდებარე სამი
ნებისმიერი A, B, და C წერტილის მიმართ ნული ტოლი იყოს, ე. ი. M A =M B=M C =0.
ბრტყელ ძალთა სისტემის წონასწორობის განტოლებების მეორე ფორმა იქნება:
{
MA F⃗1+ M A F⃗ 2 +∙ ∙∙+ M A ⃗
F n=0
MB⃗ F1 + M B ⃗
F 2+∙ ∙ ∙+ M B ⃗
F n=0 (5)
M C F1 + M C F 2 +∙∙ ∙+ M C ⃗
⃗ ⃗ F n=0
ბრტყელ ძალთა სისტემის წონასწორობის განტოლებების მესამე ფორმას აქვს სახე:
M A =0 , M B=0 , ⃗
F ∆=0. აქ პირველი ორი ტოლობა გამოსახავს სხეულზე მოდებული
ძალების ნაკრები მომენტის ნულთან ტოლობას შესაბამისად A და B წერტილების
მიმართ. მესამე განტოლება კი გამოსახავს სხეულზე მოდებული ძალების რომელიმე
∆ ღერძზე გეგმილების ჯამს. ამავე დროს ∆ ღერძი არ არის A და B წერტილებზე
გამავალი წრფის მართობი.

34.რაში მდგომარეობს თავმოყრილ ძალთა სისტემის წონასწორობის პირობა


წონასწორობის პირობა ანალიზურ ფორმაში ჩამოყალიბდება შემდეგი სახით:
თავმოყრილ ძალთა სისტემის წონასწორობისათვის აუცილებელი და საკმარისია,
რომ ძალთა სისტემის ყველა ძალის გეგმილების ჯამი სამ ურთიერთ მართობულ
ღერძებზე ცალკ-ცალკე ნულის ტოლი იყოს. ამრიგად, თავმოყრილ ძალთა
სისტემის წონასწორობის პირობა ჩაიწერება შემდეგი სახით: F ⃗=0, ან X=0,Y=0,Z=0.
გაშლილი სახით გვექნება:

35.რას ეწოდება წყვილძალა

ვთქვათ, სხეულზე მოქმედებს ორი ⃗ P და ⃗Q ძალა, რომელთა სიდიდეები


ერთმანეთის ტოლია, მდებარეობენ პარალელურ ფუძეებზე და მიმართული არიან
ურთიერთსაწინააღმდეგოდ ასეთი ორი ძალის ერთობლიობას წყვილძალა ეწოდება,
ხოლო ამ ძალების ფუძეებს შორის უმოკლეს მანძილს წყვილძალის მხარი ეწოდება.
P და ⃗
⃗ Q ძალებს წყვილძალის მდგენელი ძალები ეწოდება. წყვილძალა აღინიშნება ¿ ,

Q ¿ სიმბოლოთი. ცხადია, ⃗ P=−⃗
Q, შესაბამისად ამ ძალების ნაკრები ვექტორი ნულის
⃗ ⃗ ⃗
ტოლია, ე. ი. F = P + Q=0.

A
36.რას ეწოდება სხეულის ბრუნვა უძრავი ღერძის გარშემო

B
ნახ.1

მყარი სხეულის ისეთ მოძრაობას, როდესაც უძრავი რჩება მისი რომელიმე A და B


წერტილი, უძრავი ღერძის გარშემო ბრუნვა ეწოდება, ხოლო ამ წერტილებზე გამავალ
წრფე ბრუნვის ღერძი ეწოდება.

37.განსაზღვრეთ ჰიდრავლიკური რადიუსი


ჰიდრავლიკური რადიუსი ( R ) განისაზღვრება ცოცხალი კვეთის ფართობის ( ω)
ω
შეფარდებით სველ პერიმეტრთან ( χ ) R=
χ

38.როგორ განისაზღვრება სიბლანტის დინამიკური კოეფიციენტი


 სითხის სიბლანტის ძირითადი რაოდენობრივი მაჩვენებელია, რომლის სიდიდე
დამოკიდებულია სითხის ბუნებაზე, ტემპერატურაზე და წნევაზე. ტემპერატურის
ზრდისას  მცირდება, წნევის ცვლილება  - ზე მნიშვნელოვან გავლენას არ
ახდენს. აირებისათვის პირიქით ტემპერატურის ზრდისას  იზრდება.
სიბლანტის დინამიკური კოეფიციენტის განზომი ერთეულებია Si სისტემაში ნ 
2 2
წმ/მ ; ტექნიკურში კგძ.წმ/მ . 1პუაზი=1დნ.წმ/სმ2; 1ნ=105დნ; 1მ2=104სმ2;
1პუაზი=0,1ნ.წმ/მ2  0,1პა.წმ.

39.როგორ განისაზღვრება სიბლანტის კინემატიკური კოეფიციენტი


ჰიდრავლიკაში გარდა  - კოეფიციენტისა ფართოდ გამოიყენება
სიბლანტის  კინემატიკური კოეფიციენტი:



სადაც  სითხის სიმკვრივეა,  კოეფიციენტის განზომილების ერთეულებია
Si სისტემაში მ/წმ 2 ;ტექნიკურში სმ 2 /წმ - (სტოქსი); 0,001 სტ= სსტ –
სანტისტოქსი.
 მჭიდროდაა დაკავშირებული ტემპერატურასთან. სითხებისათვის
ტემერატურის ზრდისას ის მცირდება, წნევის ცვლილება  -ზე
მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. აირებისათვის პირიქით ტემპერატურის
ზრდისას  იზრდება.

40.რას წარმოადგენს ხომალდის ცურვადობის მარაგი


41.როგორ განისაზღვრება რეინოლდსის რიცხვი
სითხის მოძრაობის საშუალო სიჩქარის (𝜐), მილსადენის დიამეტრის(𝑑), სითხის
სიბლანტსა (𝜇) და სითხის სიმკვრივისაგანა (𝜌). შედგენილი უგანზომილებო
პარამეტრია- (𝑅𝑒), რომელსაც რეინოლდსის რიცხვს (რეინოლდსის კრიტერიუმს)
უწოდებენ. ის ახასიათებს სწორედ სითხის
ნაკადის განივ კვეთს, რომელიც გატარებულია თითოეული დენის წირის
მართობულად და ნაკადის შიგნით ძევს, ცოცხალი კვეთი ეწოდება.
გაანგარიშებათა გასამარტივებლად მოცემული ცოცხალი კვეთებისათვის
შემოაქვთ საშუალო სიჩქარის ცნება.
ნაკადის საშუალო სიჩქარე არის ფიქტიური (პირობითი, წარმოსახვითი),
ბრტყელი ცოცხალი კვეთის ყველა წერტილისათვის ერთნაირი სიჩქარე,
რომლის დროსაც ხარჯი ისეთივეა, როგორც კვეთში ადგილობრივ
სიჩქარეთა ნამდვილი განაწილებისას. საშუალო სიჩქარე აღინიშნებ 𝜐-თი და
გამოითვლება თანაფარდობით 𝑣 = 𝑄 𝜔 𝑣 = ∫𝜔 𝑢𝑑𝜔 𝜔 . აქედან 𝑄 = 𝜔𝑣 = ∫ 𝑢𝑑𝜔

42.როგორ განისაზღვრება ნაკადის ხარჯი მოძრაობის ლამინარული რეჟიმის


დროს
მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ არსებობს სითხის
მოძრაობის ორი რეჟიმი: ლამინარული და ტურბულენტური.
ლამინარული მოძრაობისას სითხის ნაწილაკები გადაადგილდება ნაკადის
დინების პარალელური ტრაექტორიით განივი შერევის გარეშე; ამასთან
სიჩქარისა და წნევის პულსაცია არ არის.
ლამინარული მოძრაობა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სითხის
ცალკეული შრეების მოძრაობა, რომელშიც ნაწილაკების განივი შერევა არ
ხდება.
რეინოლდსმა, რომელმაც განაზოგადა კვლევის შედეგები, დაადგინა ამა თუ
იმ რეჟიმის არსებობისა და ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასვლის პირობები.
სიჩქარეს, რომლის დროსაც მოძრაობის ლამინარული რეჟიმი გადადის
ტურბულენტურში, ეწოდება ზედა კრიტიკული სიჩქარე (𝑣ზ.კრ. ), ხოლო
სიჩქარეს, რომლის დროსაც ტურბულენტური რეჟიმი გადადის ლამინარულში
- ქვედა კრიტიკული სიჩქარე (𝜐ქ.კრ).
კრიტიკულ მნიშვნელობათა მიხედვით განისაზღვრება სითხის მოძრაობის
ამა თუ იმ რეჟიმის არსებობის საზღვრები. როცა 𝑅𝑒 < 𝑅𝑒ქ.კრ., შესაძლებელია
მხოლოდ მოძრაობის ლამინარული რეჟიმი.
ლამინარული მოძრაობისას დაწნევის დანაკარგი საშუალო სიჩქარის
პირველი ხარისხის პროპორციულია.
43.როგორ განისაზღვრება მოძრაობის საშუალო სიჩქარე ნაკადის ცოცხალ კვეთში
მოძრაობის ლამინარული რეჟიმის დროს
ნაკადის ცოცხალი კვეთისა და მოძრაობის საშუალო სიჩქარის ცვლილებასთან
დაკავშირებით დანაკარგები. ამ ჯგუფს ეკუთვნის ნაკადის უეცარი (მკვეთრი)
გაფართოების, შევიწროების, თანდათანობით (მდოვრე) გაფართოებისა და
შევიწროების შემთხვევები;

44. როგორ განისაზღვრება დაწნევის დანაკარგები სადინარის სიგრძეზე სითხის


მოძრაობის ლამინარული რეჟიმის დროს

მოძრაობის ლამინარული რეჟიმისას დაწნევის დანაკარგი სადინარის სიგრძეზე


პროპორციულია საშუალო სიჩქარის პირველი ხარისხისა.
l v2
hw= d 2 g
λ

ამ ფორმულას დარსი-ვეისბახის ფორმულას უწოდებენ. ფორმულის განხილვის


საფუძველზე შეგვიძლია აღვნიშნოთ , რომ დაწნევის hw დანაკარგები მოძრაობის
ლამინარული რეჟიმის დროს დამოკიდებულია სითხის ფიზიკურ თვისებებზე
( სითხის υ სიბლანტეზე), პირდაპირპროპორციულია საშუალო v სიჩქარის
პირველი ხარისხისა და არ არის დამოკიდებული სადინარის კედლების
მდგომარეობაზე

45.რას წარმოადგენს პიეზომეტრი

პიეზომეტრები უმარტივესი ხელსაწყოებია და მათ ფართოდ იყენებენ მცირე წნევათა (𝑝 ≤ 0,3


÷ 0,4) ზუსტი გაზომვისათვის (უმთავრესად ლაბორატორიული კვლევისას). პიეზომეტრი
წარმოადგენს ზემოდან ღია მინის მილაკს, რომლის დიამეტრია არანაკლებ 10÷15 მმ-მდე; იგი
მაგრდება საზომ სკალიან ფართზე. მის მეორე ღია ბოლოს აერთებენ ჭურჭელთან იმ
წერტილში, სადაც უნდა გაიზომოს წნევა

46.როგორ განისაზღვრება წყალწყვის ცენტრი


სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის 𝑊 მოცულობას ეწოდება მოცულობითი წყალწყვა,
ხოლო მის წონას - წყალწყვა. მოცულობითი წყალწყვის სიმძიმის ცენტრს, რომელსაც
აღნიშნავენ 𝐷 ასოთი , ეწოდება წყალწყვის ცენტრი. შევნიშნავთ, რომ ზოგად შემთხვევაში 𝐷
წერტილი არ თანხვდება მყარი სხეულის სიმძიმის ცენტრს , რომელშიც მოდებულია თვით
სხეულის წონის ძალა (𝐺).
განასხვავებენ შემდეგ სამ შემთხვევას:
1. 𝑃 < 𝐺 ამ დროს სხეული იძირება;
2.𝑃 = 𝐺 სხეული ცურავს ჩაძირულ მდგომარეობაში; ამასთან აქ შეიძლება გვქონდეს სხეულის
მდგრადი წონასწორობა , არამდგრადი წონასწორობა და განურჩეველი წონასწორობა ;
3. 𝑃 > 𝐺 - სხეული ამოტივტივდება სითხის ზედაპირზე . ამ დროს დაცულია პირობა 𝐺 = 𝑃′,
სადაც, 𝑃′ არის მცურავი სხეულის სითხეში მოთავსებული ნაწილის მიერ გამოდევნილი
სითხის წონა

47.რას ეწოდება მცურავი სხეულის მდგრადობა


მცურავი სხეულის მდგრადობა ეწოდება მის უნარს იცუროს სწორ, ნორმალურ
მდგომარეობაში და თუ გარეშე ძალების მოქმედებით გამოყვანილი იქნება ამ
მდგომარეობიდან, კვლავ დაუბრუნდეს მას ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ.
1) თუ ℎ𝑀 > 0, 𝑟𝑀 > 𝑒 , ანუ მაშინ გემი მდგარია ;
2) თუ ℎ𝑀 < 0, 𝑟𝑀 < 𝑒 , მაშინ გემი არამდგარია

48.რას წარმოადგენს სითხის დენის წირი


სივრცულ მრუდს (წირს) , რომლის ყოველ წერტილში დროის მოცემული t
მომენტისათვის ნაწილაკის ადგილობრივ სიჩქარეს ამ წირის მხების მიმართულება
აქვს დენის წირს უწოდებენ.

49.რას წარმოადგენს სითხის ხარჯი

სითხის მოცულობას , რომელიც დროის ერთეულში ნაკადის ცოცხალ კვეთში


გაედინება , სითხის ხარჯი ( ნაკადის ხარჯი ) ეწოდება და Q ასოთი აღინიშნება . :

50.როგორ განისაზღვრება სველი პერიმეტრი


სველი პერიმეტრი ეწოდება კალაპოტის განივი კვეთის იმ ნაწილის პერიმეტრს ,
რომელიც სითხის ნაკადით სველდება.

51. განსაზღვრე გარე ცილინდრული მოკლე ნაცმი


განვიხილოთ გარე ცილინდრული მოკლე ნაცმი l/d=3/4,რომლის სქემა გამოსახულია
ნახაზზე (ნახაზია დასახაზი გვ. 283) სითხის გამოდინება ნაცმიდან თავისუფალია
( დაუტბორავია).
შევადგინოთ ბერნულის განტოლება α -α და b-b კვეთებისათვის ნაცმის ღერძთან
შეთავსებული O-O საფარდი სიბრტყის მიმართ ,წინასწარ შემოვიღოთ შემდეგი
აღნიშვნები:
va=v0, vb=v და მივიღოთ aa=ab=1,0 მაშინ გვექნება
P ატ v 02 P ატ v 2 v
2
H+ + = + + Ʃζ
γ 2g γ 2g 2g
2
v
H0=(1+ Ʃζ ¿
2g
H0 არის მოსვლის სიჩქარით შესწორებული სრული დაწნევა ნაცმის
ღერძზე ( (სრული კუთრი ენერგია ნაცმის შესასვლელი კვეთის ცენტრში )
υ−¿ ჭავლის საშუალო სიჩქარე ნაცმის გამოსავლელ b-b კვეთში;
Ʃζ - წინაღობის ჯამური კოეფიციენტი , რომელიც ითვალისწინებს ყველა სახის
ჯიდრავლიკურ სინაღობის სითხის მოძრაობისას ნაცმში.
ნაცმში ნაკადმა უნდა დაძლიოს შემდეგი სახის ჰიდრავლიკური წინაღობები:
1. ადგილობრივი წინაღობა სითხის მოძრაობისას α -α კვეთიდან C-C კვეთამდე.
2.ადგილობრივი წინაღობა ჭავლის უეცარ გაფართოებაზე შეკუმშულ C-C კვეთიდან
მოძრავი ჭავლით მთლიანად შევსებული ნაცმის განიკვეთამდე , რომელიც
ხასიათდება წინაღობის ζუ.გ. კოეფიციენტით;
3. ნაცმის l სიგრძეზე ჰიდრავლიკური ხახუნით გამოწვეული წინაღობა , რომელსაც

= /d
ითვალისწინებს წინაღობის ζ l λ l კოეფიციენტი.
ზემოაღნიშნულის თანახმად:
Ʃζ = ζ თ.ნ. +ζ უ.გ.+ζ l

52.ჩამოთვალე ნაცმების ტიპები


ფორმისა და ნახვრეტებთან მიერთების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ნაცმების
შემდეგ ტიპებს: გარე ცილინდრულს ; შიგა ცილინდრულს ; კონუსურს
ბოლოგაშლილს ; კონუსურს ბოლო შევიწროებულს ; კონოიდურს ; და
კომბინირებულს

53. როგორ განისაზღვრება სითხის ხარჯი მოკლე ცილინდრული ნაცმისათვის


Q  S 2 gH

54.როგორ განისაზღვრება ნაცმიდან ჭავლის გამოდინების სიჩქარე


ნაცმიდან ჭავლის გამოდინების υ სიჩქარე:


1
υ=
l
√2 g H0
1+ ζ შეს. + λ
d
ან

υ =φ √ 2 g H 0
სადაც სიჩქარის კოეფიციენტ:


1
φ=
l
1,5+ λ
d
55.როგორ განისაზღვრება თხელკედლიანი მცირე ნახვრეტიდან სითხის
გამოდინების სიჩქარე
მუდმივი დაწნევა უზრუნველყოფილია, თუ სითხის ზედაპირის დონე
მუდმივია_უცვლელია, რაც შესაძლებელია თუ სითხის ზედაპირის ფართობი
საკმაოდ დიდია, ან მკვებავ ავზს სითხის ისეთივე რაოდენობა მიეწოდება, რამდენიც
გამოედინება.

მუდმივი დაწნევის დროს დინების სიჩქარე დროის განმავლობაში არ იცვლება ე.ი.


მოძრაობა დამყარებულია და სითხის ნაწილაკის დინების წირი და ტრაექტორია
ემთხვევიან.

56.როგორ განისაზღვრება სითხის ხარჯი მუდმივდაწნევიანი თხელკედლიანი


მცირე ნახვრეტიდან
ნახვრეტის ჰიდრავლიკური გაანგარიშების ძირითადი მიზანია სითხის ჭავლის
გამოდინების სიჩქარისა და ხარჯის განსაზღვრა.
Q   0 S 2 gH

სადაც
 0   0 არის სითხის ხარჯის კოეფიციენტი, S - რეზერვუარის
ფართობი, H -ნახვრეტის ცენტრის ჩაძირვის სიღრმეა სითხის თავისუფალი
ზედაპირიდან.
56.რა კავშირია საშუალო სიჩქარეებსა და შესაბამის ცოცხალ კვეთებს შორის
სითხის დამყარებული მოძრაობის დროს
𝑄 = 𝜔1𝑣1 = 𝜔2𝑣2 = ⋯ = 𝜔𝑖𝑣𝑖 = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡. მიღებულ გამოსახულებას ხარჯის
მუდმივობის ანუ ნაკადის უწყვეტობის ჰიდრავლიკურ განტოლებას უწოდებენ.
განტოლებიდან მიიღება 𝑣1 𝑣2 = 𝜔2 𝜔1 ე.ი. საშუალო სიჩქარეები შესაბამისი
ცოცხალი კვეთების ფართობების უკუპროპორციულია

57.დაწერეთ ნაკადის უწყვეტობის ჰიდრავლიკური განტოლება


𝑄 = 𝜔1𝑣1 = 𝜔2𝑣2 = ⋯ = 𝜔𝑖𝑣𝑖 = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡. მიღებულ გამოსახულებას ხარჯის
მუდმივობის ანუ ნაკადის უწყვეტობის ჰიდრავლიკურ განტოლებას
უწოდებენ,სადაც 𝜔1 , 𝜔2 - ცოცხალი კვეთები ფართობებია, ხოლოდ 𝑣1, 𝑣2 -
საშუალო სიჩქარეები.

58.როგორ განისაზღვრება წინაღობის კოეფიციენტი ტურბულენტური მოძრაობის


დროს (ბლაზიუსის ფორმულა)

59.განსაზღვრეთ ჰიდრავლიკური დარტყმა მილსადენებში


სადაწნეო მილსადენში სითხის დაუმყარებელი მოძრაობის დამახასიატებელ
სახეს წარმოადგენს ე.წ. ჰიდრავლიკური დარტყმის მოვლენა ( უდაწნეო
სადინარებში დაუმყარებელი რეჟიმის ძირითადი და დამახასიატებელი
სახეობაა სითხის ტალღური მოძრაობა). ჰიდრავლიკური დარტყმის
მოვლენას ხშირად ვხვდებით ჰიდროელსადგურების სადაწნეო
მილსადენებში , როდესაც სადგურის დატვირთვის მკვეთრ ცვლილებასთან
დაკვშირებით სრულდება სატურბინო საკეტების სწრაფი მანევრირება .
სადაწნეო მილსადენში სითხის სიჩქარის მკვეთრი ცვლილების შედეგად
დროის მიხედვით წნევის მკვეთრი ცვლილების მოვლენას ჰიდრავლიკური
დარტყმა ეწოდება.

60.რას წარმოადგენს ჰიდრავლიკური დარტყმის ფაზა


მილსადენის გასწვრივ დადებითი და და შებრუნებული დარტყმითი ტალღების
გარბენის დროს ჰიდრავლიკური დარტყმის ფაზა (ხანგრძლიობა) ეწოდება.იგი
აღვნიშნოთ τ 0−ით
ზემოთხსენებულის თანახმად:
2l
τ 0=
α
მილსადენისსაკეტის დახურვის დროისა და დარტყმის შორის თანაფარდობის
მიხედვით განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ ჰიდრავლიკურ დარტყმას.

61.როგორ განისაზღვრება ჰიდრავლიკური დარტყმის ტალღის გავრცელების


სიჩქარე

ჟუკოვსკის ცნობილ ფორმულას ჰიდრავლიკური დარტყმის ტალღის


გავრცელების α
სიჩქარისათვის:

α= √ E0
ρ

√ 1+
E0 d

√ E0
ρ
=α სიდიდე გამოსახავს ρ სიმკვრივისა და E0დრეკადობის მოდულის მქონე

სითხეში დრეკადი დეფორმაციების გავრცელების სიჩქარეს, რაც სითხეში ბგერის


გავრცელების სიჩქარის ტოლია . წყლისათვის α 0=1425 მ/წმ.

62.როგორ განნისაზღვრება წნევის მაქსიმალური ნამატი ჰიდრავლიკური


დარტყმისას
γ
Δ P max= pmax - p0= ρ υ 0 α = υ 0 α
g
ეს ფორმულა მართებულია პირდაპირი ჰიდრავლიკური დარტყმის
შემკთხვევისათვის.ფორმულის ანალიზი გვიჩვენებს , რომ ჰიდრავლიკური
დარტყმის ტალღის გავრცელების სიჩქარე და დარტყმის ძალა მეტია უფრო მცირე
დიამეტრისა და მაღალი დრეკადობის მოდულის მქონე მილსადენებში.

63.დაწერეთ ბერნულის განტოლება რეალური სითხის ელემენტარული


ჭავლისათვის
დენის წირის (ელემენტარული ჭავლის) ორი წერტილისათვის (კვეთისათვის) ბერნულის
განტოლება ერთეული წონისათვის შემდეგი სახისაა:

p1 u12 A1 p 2 u 22 A2
Z1     Z2   
g 2 g g g 2 g g

A2  A1
h
ყოველთვის A2  A1 : აღვნიშნოთ g ხახ მაშინ ბლანტი უკუმშვადი სითხის
დამყარებული მოძრაობისას ბერნულის განტოლება ჩაიწერება:

p1 u12 p u2
Z1    Z 2  2  2  hxax
g 2 g g 2 g hxax
სადაც არის დაწნევის (ხვედრითი ენერგიის)
დანაკარგი 1–1 და 2–2 კვეთებს შორის უბანზე, Z –მდებარეობის ხვედრითი
პროცენტური ენერგია(ერთეული წონის მქონე სითხის პოტენციური ენერგია)
p
g –იმავე ერთეული წონის მქონე ჰიდროდინამიკური წნევის ხვედრითი პოტენციური
ენერგიას და
2
u
2 g –ერთეული წონის მქონე სითხის ხვედრითი კინეტიკური ენერგია.

64.რას წარმოადგენს სითხის მოცულობითი კუმშვის კოეფიციენტი

სითხის კუმშვადობა ხასიათდება მოცულობითი


კუმშვის კოეფიციენტით (𝛽𝑝), რომელიც გამოსახავს სითხის 𝑊 მოცულობის
ფარდობით ცვლილებას მასზე წნევის ერთი
ერთეულით ცვლილების შემთხვევაში
1 dW
𝛽𝑝 = -−
W dt
𝛽𝑝 კოეფიციენტის შებრუნებულ სიდიდეს სითხის
მოცულობითი დრეკადობის მოდული ეწოდება
𝐾 =1/ 𝛽𝑝

65.რას წარმოადგენს სითხის ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტი


სითხის თვისებას, შეიცვალოს მოცულობა ტემპერატურის ცვლილებით, ტემპერატურული
გაფართოება ეწოდება. ეს თვისება ხასიათდება ტემპერატურული გაფართოების
კოეფიციენტით 𝛽𝑡 , რომელიც გამოსახავს სითხის W მოცულობის ფარდობით ცვლილებას
ტემპერატურის 1 0C–ით გაზრდის დროს: 𝛽𝑡 = (1 /𝑊 )*(𝑑*𝑊 )/(𝑑*𝑡 ).
66.რას წარმოადგენს სითხის სიბლანტე
სითხის თვისებას გაუწიოს წინააღმდეგობა სითხის ფენების ურთიერთ
გადაადგილებას სიბლანტე ეწოდება.

67.როგორ განისაზღვრება ჰიდროსტატიკური წნევა სითხის თავისუფალი


ზედაპირიდან h სიღრმეზე
სრული ჰიდროსტატიკური წნევის სიდიდე 𝒉 სიღრმით ჩაძირულ რაიმე წერტილში შედგება
სითხის თავისუფალ ზედაპირზე მოქმედი 𝒑𝟎 გარე წნევისა და სითხის 𝒉 სიმაღლის ისეთი
სვეტის წონით გამოწვეული წნევის ჯამისაგან, რომელსაც ფუძედ აქვს ფართობის ერთეული.

68.რაში მდგომარეობს პასკალის კანონი


პასკალის კანონი—წონასწორობის მდგომარეობაში მყოფი უძრავი სითხის ნებისმიერ
წერტილში წნევის ცვლილება უცვლელად გადაეცემა სითხის დანარჩენ წერტილებს.

69.სითხის როგორ მოძრაობას ეწოდება დამყარებული


დამყარებული მოძრაობის დროს მოძრავი სითხის მიერ დაკავებული უძრავი
სივრცის ყოველ წერტილში სიჩქარეები დროის მიხედვით არ იცვლება.

70.სითხის როგორ მოძრაობას ეწოდება ლამინარული


სითხის მოძრაობას, როდესაც არა აქვს ადგილი სიჩქარის პულსაციას, რომელიც
იწვევს სითხის არევას ლამინარული მოძრაობა ეწოდება (ლათინური სიტყვიდან
lamine-ფენა)

71.სითხის როგორ მოძრაობას ეწოდება ტურბულენტური


სითხის მოძრაობას, როდესაც ადგილი აქვს სიჩქარის პულსაციას, რომელიც იწვევს
სითხის ფენების ერთმანეთში არევას ტურბულენტური მოძრაობა ეწოდება
(turbulentus-უწესრიგო, ქაოსური).

72.როგორ განისაზღვრება მცირე ნახვრეტი სითხის გამოდინების თვალსაზრისით

ჰიდრავლიკაში განასხვავებენ მცირე და დიდ ნახვრეტებს. მიღებულია, რომ


ნახვრეტი ითვლება მცირედ თუ მისი უდიდესი მაღლივი (ვერტიკალური) ზომა d
ნაკლებია 0,1H -ზე. სადაც H არის ნახვრეტის მოქმედი დაწნევა, ანუ მანძილი სითხის
თავისუფალი ზედაპირიდან ნახვრეტის ცენტრამდე.

73.როგორ განისაზღვრება თხელკედლიანი ნახვრეტი


ნახვრეტს ეწოდება თხელკედლიანი, თუ მისი კიდეები მახვილია და კედელი,
რომელშიც მოწყობილია ნახვრეტი არ ახდენს გავლენას გამოდინებული
ჭავლის ფორმასა და მოძრაობის პირობებზე.

74.რა სიდიდეებს აკავშირებს ერთმანეთთან ბერნულის განტოლება

როგორც ვიცით, ბერნულის განტოლება ამყარებს დამოკიდებულებას


სიჩქარესა და წნევას შორის სითხის ერთი და იგივე ნაკადის სხვადასხვა
კვეთებში.
p u2 p u2
Z1  1   Z2  2  2
g 2 g g 2 g - აკავშირებს Z –მდებარეობის ხვედრითი პროცენტური
ენერგიას(ერთეული წონის მქონე სითხის პოტენციური ენერგია)
p
g –იმავე ერთეული წონის მქონე ჰიდროდინამიკური წნევის ხვედრითი პოტენციური
ენერგიასა და
2
u
2 g –ერთეული წონის მქონე სითხის ხვედრითი კინეტიკური ენერგიას.

5 ქულიანები

1. სითხის სიბლანტე
სითხის თვისებას გაუწიოს წინააღმდეგობა სითხის ფენების ურთიერთ
გადაადგილებას სიბლანტე ეწოდება. სითხის სიბლანტე (გარე და შიგა
ხახუნი). სითხის
თვისებას, წინააღმდეგობა გაუწიოს თავისივე ნაწილაკების
ფარდობით ძვრას მოძრაობის შემთხვევაში, სიბლანტე, ანუ
ხახუნი, ეწოდება.
სითხის სიბლანტის ძირითადი რაოდენობრივი მაჩვენებელია, რომლის სიდიდე
დამოკიდებულია სითხის ბუნებაზე, ტემპერატურაზე და წნევაზე. ტემპერატურის
ზრდისას  მცირდება, წნევის ცვლილება  - ზე მნიშვნელოვან გავლენას არ
ახდენს. აირებისათვის პირიქით ტემპერატურის ზრდისას  იზრდება.
ჰიდრავლიკაში გარდა  - კოეფიციენტისა ფართოდ გამოიყენება სიბლანტის 
კინემატიკური კოეფიციენტი:




სადაც  სითხის სიმკვრივეა,  კოეფიციენტის განზომილების ერთეულებია Si


2 2
სისტემაში მ/წმ ;ტექნიკურში სმ /წმ - (სტოქსი); 0,001 სტ= სსტ – სანტისტოქსი.

2. ჰიდროსტატიკური წნევის თვისებები

ჰიდროსტატიკურ წნევას აქვს სამი დამახასიათებელი


თვისება:
1. ჰიდროსტატიკური წნევა ყოველთვის მიმართულია
მოქმედების ზედაპირისადმი შიგა ნორმალის გასწვრივ
2. ჰიდროსტატიკური წნევა სითხის ნებისმიერ წერტილში
არ არის დამოკიდებული მოქმედების ზედაპირის ორიენტირებაზე, ე.ი.
ჰიდროსტატიკური წნევა მოცემულ წერტილში
ყველა მიმართულებით თანაბარი სიდიდით მოქმედებს;
𝑝𝑥 = 𝑝𝑦 = 𝑝𝑧 = 𝑝𝑛 (2.1.5) ეს ტოლობა გამოსახავს ჰიდროსტატიკური წნევის მეორე
თვისებას.
3.ჰიდროსტატიკური წნევა წერტილში დამოკიდებულია
მხოლოდ წერტილის მდებარეობაზე სივრცეში
𝑝 = 𝑓(𝑥, 𝑦, 𝑧).
პასკალის კანონი - უძრავი სითხის რაიმე წერტილში წნევის ყოველგვარი
ცვლილება, რომელიც სითხის წონასწორობას არ არღვევს, უცვლელად
გადაეცემა მის ყოველ წერტილში.

3. ჰიდროსტატიკური წნევის ძალა


ჰიდროსტატიკური წნევის ძალის სიდიდე. წარმოვიდგინოთ ღია ჭურჭელი,
რომელიც შევსებულია სითხით და რომლის კედელი ჰორიზონტისადმი
დახრილია რაიმე 𝛼 კუთხით.
დახრილ კედელზე გამოვყოთ ვერტიკალური სიმეტრიის სიბრტყის მქონე
𝜔 ფართობი და გამოვთვალოთ მასზე მოქმედი სრული ჰიდროსტატიკური
წნევის ძალის სიდიდე. ამისათვის განვიხილოთ 𝜔 ზედაპირის უსასრულოდ
მცირე 𝑑𝜔 ელემენტი, რომელიც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან
ჩაძირულია ℎ სიღრმით. თუ 𝑑𝜔 ფართობის საზღვრებში სრულ
(აბსოლუტურ) წნევას აღვნიშნავთ 𝑝სრ-ით, მაშინ მასზე მოქმედი
ელემენტარული წნევის ძალა 𝑑𝑃სრ = 𝑝სრ𝑑𝜔 = (𝑝0 + 𝛾ℎ)𝑑𝜔.
მთლიან ω 49 ფართობზე მოქმედი სრული წნევის ძალა გამოითვლება
როგორც ყველა ელემენტარული ძალის ინტეგრალური ჯამი.
𝑃სრ = (𝑝0 + 𝛾ℎს.ც) - მაშასადამე, სრული წნევის ძალა ნებისმიერად
ორიენტირებულ ბრტყელ ზედაპირზე ტოლია სველი ზედაპირის
ფართობის ნამრავლისა მისი სიმძიმის ცენტრში მოქმედ სრულ
ჰიდროსტატიკურ წნევაზე.

4. არქიმედეს კანონი
უკუმშვად სითხეში ჩაძირულ სხეულზ მოქმედი წნევის ძალა უდრის სხეულის
მიერ განდევნილი სითხის წონას, მიმართულია ვერტიკალურად ზევით და
მოდებულია ამ მოცულობის სიმძიმის ცენტრში. ეს კანონი არის არქიმედეს
კანონი.

5. სითხის ნაკადის უწყვეტობის განტოლება


თუ დავუშვებთ, რომ უკუმშველი სითხის ნაკადი უწყვეტად ავსებს მის მიერ
დაკავებულ სივრცეს და ნაკადის შემომსაზღვრელი გვერდითი
ზედაპირიდან არ ხდება სითხის გადინება და მოდინება, მაშინ
დამყარებული მოძრაობის შემთხვევაში ნაკადის ცოცხალი კვეთებისათვის
გვექნება შემდეგი ტოლობა: 𝑄 = 𝜔1𝑣1 = 𝜔2𝑣2 = ⋯ = 𝜔𝑖𝑣𝑖 = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡. (3.5.4)
მიღებულ გამოსახულებას ხარჯის მუდმივობის ანუ ნაკადის უწყვეტობის
ჰიდრავლიკურ განტოლებას უწოდებენ.

6. ბერნულის განტოლება იდეალური სითხის ელემენტარული ჭავლისათვის


როგორც ვიცით, ბერნულის განტოლება ამყარებს დამოკიდებულებას
სიჩქარესა და წნევას შორის სითხის ერთი და იგივე ნაკადის სხვადასხვა
კვეთებში.
ელემენტარული ჭავლის განივი კვეთი ხასიათდება უსასრულოდ მცირე
ზომებით. ამის გამო ჭავლის განივი კვეთის ყველა წერტილში
ადგილობრივი 𝑢 სიჩქარეები და 𝑝ჰიდროდინამიკური წნევები, ისევე
როგორც ამ წერტილთა ნიშნულები რაიმე შერჩეული ჰორიზონტალური 0 −
0 საფარდი (ათვლის) სიბრტყის მიმართ, ერთნაირია.
მაშინ ბერნულის განტოლება მართებული იქნება არა მხოლოდ დენის
წირისთვის, არამედ მის გარშემო გამოყოფილი ელემენტარული
ჭავლისთვისაც.
ჭავლის სიგრძეზე ნებისმიერად შერჩეული ორი კვეთისთვის (1 − 1 და 2 − 2)
ბერნულის განტოლებას ექნება სახე: 𝑧1 + 𝑝1 𝛾 + 𝑢1 2 2𝑔 = 𝑧2 + 𝑝2 𝛾 + 𝑢2 2 2𝑔 .

7. სითხის თავისუფალი გამოდინება თხელკედლიანი ნახვრეტებიდან


ნახვრეტს ეწოდება თხელკედლიანი, თუ მისი კიდეები (წიბოები) მახვილია და კედელი,
რომელშიც მოწყობილია ნახვრეტი არ ახდენს გავლენას გამოდინებული ჭავლის ფორმასა
და მოძრაობის პირობებზე.ნახვრეტი ითვლება თხელკედლიანად, თუ კედლის სისქე 
ნაკლებია 3d -ზე.
სითხის თავისუფალი (დაუტბორავი) გამოდინება თხელკედლიანი მცირე
ნახვრეტებიდან მუდმივი დაწნევისას.
მუდმივი დაწნევა უზრუნველყოფილია, თუ სითხის ზედაპირის დონე
მუდმივია_უცვლელია, რაც შესაძლებელია თუ სითხის ზედაპირის ფართობი საკმაოდ
დიდია, ან მკვებავ ავზს სითხის ისეთივე რაოდენობა მიეწოდება, რამდენიც გამოედინება.

მუდმივი დაწნევის დროს დინების სიჩქარე დროის განმავლობაში არ იცვლება ე.ი.


მოძრაობა დამყარებულია და სითხის ნაწილაკის დინების წირი და ტრაექტორია
ემთხვევიან.

დიდი ნახვრეტებიდან გამოდინებებისას სიჩქარეებისა და დაწნევის ცვალებადობის


უგულებელყოფა არ შეიძლება. (როგორც მცირე ნახვრეტებიდან გამოდინების
გაანგარიშებისას).

საინჟინრო პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით სითხის გამოდინების შემთხვევებს


სხვადასხვა ფორმია და ზომის ნახვრეტებიდან ან კიდევ ნახვრეტთან
მიერთებული სხვადასხვა ფორმის მოკლე მილებიდან , რომლებსაც ნაცმებს
უწოდებენ.
სითხის გამოდინება ნახვრეტებიდან და ნაცმებიდან შეიძლება იყოს
თავისუფალი და ართავისუფალი როგორც მუდმივი ისე ცვლადი დაწნევით .
ჰიდრავლიკაში განასხვავებენ სითხის გამოდინებას მცირე და დიდი
ნახვრეტებიდან. ნახვრეტიჩაითვლება მცირედ , თუ მაგალითად , წრიული
ნახვრეტის d დიამეტრი ნაკლებია 0,1 H- ზე სადაც H არის ნახვრეტის მოქმედი
დაწნევა , ანუ მისი ცენტრის ჩაძირვის სიღრმე სითხის თავისუფალი
ზედაპირიდან ე. ი. ნახვრეტი მცირეა და პირიქით. მცირე ნახვრეტის
შემთხვევაში დაწნევა მის ნებისმიერ წერტილში შეიძლება ჩაითვალოს
მუდმივად , ე. ი. H - ის ტოლად , ხოლო დიდი ნახვრეტის შემთხვევაში ასეთი
დაშვება უკვე არარ არის მართებული.
ნახვრეტს ეწოდება თხელკედლიანი , თუ მისი კიდეები ( წიბოები ) მახვილია
და კედელი , რომელშიც მოწყობილია ნახვრეტი , გავლენას არ ახდენს
გამოდინებული ჭავლის ფორმასა და მოძრაობის პირობებზე . ნახვრეტი
ჩაითვლება თხელკედლიანად , თუ კედლის სისქე
δ <3 d . ასეთი ნახვრეტიდან გამოდინებისას დაწნევის დანაკარგს იწვევს მხოლოდ
ნაკადის უეცარი შევიწროების ანალოგიური ადგილობრივი წინაღობა
( სიგრძეზე დაწნევის აქ გამოირიცხება).

8. სითხის გამოდინება ნაცმებიდან


ნაცმები ეწოდება თხელკედლიან ნახვრეტებთან მიერთებულ სხვადასხვა ფორმის
მოკლე მილებს. Nნაცმის  სიგრძე (მილის სიგრძე) ჩვეულებრივ, მიიღება
  3  4 d ; აქ d  თი აღნიშნულია ნახვრეტის დიამეტრი ან ნაცმის შიგა
დიამეტრი.
სითხის მოძრავი ნაწილაკების ტრაექტორიების გამრუდების გამო ნაცმის

შესასვლელი კვეთიდან (რეზერვუარის ნახვრეტიდან) გარკვეულ 0 მანძილზე
S
ნაცმში შესული ჭავლი მაქსიმალურად იკუმშება და წარმოქმნის c ფართობის
მქონე ე.წ.,,შეკუმშულ კვეთს’’ ხოლო შემდგომ იგი ფართოვდება და უკვე
მთლიანად ავსებს ნაცმის S განივ კვეთს.
ნაცმიდან გამოდინება ხდება ატმოსფეროში, მაშინ აღნიშნულ გრიგალურ ზონაში
წარმოიქმნება ვაკუუმი, რომელიც ,,იწოვს’’ სითხეს რეზერვუარიდან (ვაკუუმი
ფაქტიურად ზრდის ნახვრეტის მოქმედ დაწნევას) და ამიტომ მნიშვნელოვნად
იზრდება ნაცმის გამტარობა ( Q -ხარჯი) იმავე დიამეტრის მქონე თხელკედლიან
ნახვრეტთან შედარებით.

9. რეზერვუარის დაცლა თხელკედლიანი ნახვრეტიდან


რეზერვუარის დაცლა, როდესაც Q  0 ; მივიღებთ :
t
2S 0
S 2 g
H 1  H2 
რეზერვუარის სრული დაცლისას H 2  0

2S 0 H 1 2S 0 H 1
t 
S 2 g S 2 gH 1
(8.33)
S 0 H 1  W0
ადვილი შესამჩნევია, რომ (სითხის მოცულობა რეზერვუარში_საწყისი

მოცულობა), ხოლო S 2gH 1 წარმოადგენს Q0 საწყის ხარჯს (ნახვრეტის გაღების


დასაწყისში). აღნიშნულის გათვალისწინებით (8.33) ჩაიწერება:

2W0
t
Q

10. დაწნევის დანაკარგები ადგილობრივ წინააღმდეგობებზე


ნებისმიერი ადგილობრივი წინაღობით გამოწვეული დაწნევის დანდკარგი
მოძრაობის ტურბულენტური რეჟიმისას განისაზღბრება ვეისბახის ცნობილი
2
h   ;
ფორმულით 2g
დააწნევის ადგილობრივი დანაკარგებირი შეიძლება დავყოთ შემდეგ ძირითად
ჯგუფებად:

1. ნაკადის ცოცხალი კვეთისა და მოძრაობის საშუალო სიჩქარის ცვლილებასთან


დაკავშირებით დანაკარგები. ამ ჯგუფს ეკუთვნის ნაკადის უეცარი (მკვეთრი)
გაფართოების, შევიწროების, თანდათანობით (მდოვრე) გაფართოებისა და
შევიწროების შემთხვევები;
2. ნაკადის მიმართულების ცვლილებით გამოწვეული დანაკარგები. ასეთ
დანაკარგებს ვხვდებით სითხის მოძრაობისას მილსადენების სხვადასხვა სახის
მუხლებში, კუთხოვანებში, განშტოების უბნებში და სხვა;
3. დანაკარგები, რომლებიც დაკავშირებულია სითხის მოძრაობასთან სხვადასხვა
ტიპის საარმატურო ნაწილებით აღჭურვილ მილსადენებში (ვენტილებში,
ონკანებში, უკუ სარქველებში, გისოსებში და ბადეებში, სადრისელო სარქველებში
და სხვა);
4. ნაკადისაგან ერთი ნაწილის გამოყოფით ან პირიქით ორი ნაკადის შერთვით (ერთ
ნაკადად შერწყმით) გამოწვეული ადგილობრივი დანაკარგები. ასეთი სახის
დანაკარგებს პრაქტიკულად ვხვდებით სითხის მოძრაობისას სამკაპა და ჯვარედ
გამანაწილებლებში, მილსადენის გვერდითი კედლების ნახვრეტებიდან
გამოდინების დროს, სატრანზიტო ხარჯით მოძრაობისას და სხვა.

You might also like