You are on page 1of 1

სსიპ ქ.

ფოთის N4 საჯაარო სკოლაა

კომპლექსური დავალება

თემა: ელექტროძრავა

მასწავლებელი: ლიანა ალანია

მოსწავლე: ირენა კაკულია

საგანი: ფიზიკა

სასწავლო წელი: 20023: 2024

ენერგია მეცნიერებაში განმარტებულია, როგორც უნარი მატერიის გადასაადგილებლად ან მატერიის გარკვეულწილად შესაცვლელად . შეგახსენებთ , რომ ყველაფერი , რაც რეალურად არსებობს სამყაროში , მატერიაა ; მატერია არსებობს ნივთიერებისა და ველის სახით . საუკუნეების მანძილზე
სამყაროს შესწავლამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე , რომ მატერიის ძირითადი თვისება მოძრაობაა . დავუბრუნდეთ ენერგიის ცნებას - ენერგია შესაძლოა განისაზღვროს როგორც რაღაც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა , რომელიც გულისხმობს ძალის გამოყენებას სხეულთა გარკვეულ
მანძილზე გადასაადგილებლად. შესრულებული მუშაობის შედეგად (ან პროცესში ) ენერგია გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს . მაგალითად , ბიჭი, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე, იყენებს ძალას ჩოგნის მოსაქნევად; ის თავის ენერგიას გადასცემს ჩოგანს .

ენერგიის ერთეული SI-ში

რას ნიშნავს SI სისტემა? ამ აბრევიატურას ფრანგული საფუძველი აქვს - Système international d'unités; SI ერთეულთა სისტემაა, რომელიც 1960 წელს პარიზში ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ იქნა შემოღებული ; ის ეფუძნება ფიზიკური სიდიდეების საერთაშორისო სისტემას და
მოიცავს ერთეულთა დასახელებებს, აღნიშვნებს, ერთეულებს . ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ზომათა ერთეულები იყოფა ორ ჯგუფად - შვიდი ძირითადი და მათგან წარმოებული ერთეულები . ძირითადი ერთეულებია : წამი , მეტრი , კილოგრამი , ამპერი , კელვინი , მოლი , კანდელა .

ვინაიდან ენერგია არის მუშაობის შესრულების უნარი , ენერგია და მუშაობა ერთსა და იმავე ერთეულშია გამოხატული ; ეს ერთეულია ჯოული (ჯ ) ანუ ნიუტონი ∙ მეტრი (ნ ∙ მ).

ენერგიის ერთეულს სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის ჯეიმზ პრესკოტ ჯოულის (1818-1889) პატივსაცემად . 1 ჯოული შეადგენს ენერგიის იმ რაოდენობას , რომელიც საჭიროა სხეულის 1 ნიუტონი ძალით 1 მეტრზე გადასაადგილებლად . მაგალითად, ბიჭი (ფოტოზე) იყენებს 20 ნ ძალას
ჩოგბურთის ჩოგნის 1მ მანძილზე გადასაადგილებლად, ამ დროს ენერგია შეადგენს 20 ნ ∙მ-ს, ანუ 20 ჯოულს.

ენერგიის ფორმები

ენერგიას გააჩნია მრავალი ფორმა. თუ წარმოვიდგენთ სხვადასსხვა წყაროს მქონე ენერგიებს - როგორიცაა ელემენტი , მზე - ალბათ მივხვდებით , რომ ენერგიას ნამდვილად გააჩნია უამრავი ფორმა . მაგალითად, როდესაც ბიჭი იქნევს ჩოგბურთის ჩოგანს, ჩოგნის მოძრაობის ენერგია
წარმოადგენს მექანიკური ენერგიის მაგალითს. ჩოგნის მოძრაობისთვის ბიჭს სჭირდება ენერგია საკვებიდან , რომელიც წარმოადგენს ქიმიური ენერგიის მაგალითს . ენერგიის სხვა ფორმები მოიცავს ელექტრო , თერმულ , სინათლის , ბგერის ენერგიებს . ენერგიის სხვადასხვა ფორმები შეიძლება
კლასიფიცირებულ იქნეს კინეტიკურ ან პოტენციურ ენერგიად . კინეტიკური ენერგია წარმოადგენს მოძრავი სხეულების ენერგიის ტიპს , ხოლო პოტენციური ენერგია კი - სხეულში , მატერიაში დაგროვილ ენერგიას .

რა არის კინეტიკური ენერგიის მაგალითი?

ნებისმიერ რამეს, რაც მოძრაობს, გააჩნია კინეტიკური ენერგია; მაგალითად , ჩოგბურთის მოძრავი ჩოგანი ; ბავშვი , რომელიც გარბის .

You might also like